დავით მაღრაძეს და ნიკუშა შენგელაიას ორდენი გადაეცემათ
საზოგადოება

დავით მაღრაძეს და ნიკუშა შენგელაიას ორდენი გადაეცემათ

დავით მაღრაძეს და ნიკუშა შენგელაიას  ორდენი გადაეცემათ
მანანა ნოზაძე

2013-07-12 19:40:16

13 ივლისს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ქართველ პოეტს, დავით მაღრაძეს და მხატვარს, ნიკუშა შენგელაიას საქართველოს მეფე დავით ბაგრატიონი გადასცემს - საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენს. აღსანიშნავია, რომ ორდენი დავით მაღრაძეს და ნიკუშა შენგელაიას  თავისუფლებისათვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისათვის გადაეცემათ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაციონალებთან ბრძოლაში ცალკეული ხელოვანები კონფორმისტობას არჩევდნენ და თავს იმართლებდნენ, პოლიტიკაში არ ვერევითო, დავით მაღრაძეს და ნიკუშა შენგელაიას არაერთ საპროტესტო აქციაზე დაუფიქსირებიათ თავიანთი აზრი იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდებოდა.

უფრო მეტიც, ერთი პერიოდი დავით მაღრაძე მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ედგა სათავეში და საქართველოს გადასარჩენად რეკომენდაციებს საზოგადოებასა და ექსპერტებს უზიარებდა. მის გეგმას კი „ახალი ქართული კონსერვატიზმი“ ერქვა, რაც ევროპულ კლასიკურ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს ეფუძნებოდა.

იმ დროს დავით მაღრაძე აცხადებდა, რომ კლასიკური ევროპული ტრადიცია სამ სიმბოლურ ქალაქზე დგას - 1. ათენი, როგორც ცოდნის კლასიკური გამოხატულება; 2. იერუსალიმი, როგორც რწმენა და 3. რომი, როგორც რწმენისა და ცოდნის უნივერსალური სინთეზი და, ამავე დროს, როგორც კლასიკური სამართლის სივრცე. მისი თქმით, ქართულ კულტურულ სივრცეში  სწორედ ამ სამი სიმბოლური ქალაქის -ათენის, იერუსალიმისა და რომის -სიმფონია-ჰარმონიზაცია იყო წარმოდგენილი და ამ ჰარმონიის გამოხატულებას გელათი წარმოადგენდა. ახალი ქართული კონსერვატიზმის კრედო კი ასეთნაირად შეიძლება გამოიხატოს: ანტიკური სიბრძნე, ქრისტიანული ზნეობა, კლასიკური განათლება და თავისუფალი პიროვნება.

დღეს დავით მაღრაძე  For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მან, ისევე, როგორც ნიკუშა შენგელაიამ, მოკრძალებული წვლილი შეიტანეს რეჟიმთან ბრძოლაში და ეს რეჟიმი არჩევნების გზით დამარცხდა.

„ზოგადად ეს იყო უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, თანაც ისეთ დესპოტურ რეჟიმთან, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობა“. ათასობით წამების ფაქტი, ალბათ, ყველამ იხილა და, რასაკვირველია, ბაგრატიონთა სამეფო სახლმაც სამართლიანობისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს უთანაგრძნეს და ეს ორდენებიც ამის გამოხატულებაა. მათ ბრძოლას უთანაგრძნეს და არა - ერთ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას. ეს იყო ჩვენი მოკრძალებული წვლილი, რომელმაც გამოხატულება ჰპოვა ბაგრატიონების სახლიდან“, - აღნიშნა დავით მაღრაძემ.  

მისივე თქმით, პირადად მას სამეფო სახლთან ურთიერთობის მცირეოდენი გამოცდილება ადრეც ჰქონია, რადგან იგი ბურბონების წმინდა გიორგის ორდენის კავალერია. კერძოდ, სამეფო სახლის მეთაურმა უგო კარლოს ბურბონმა, რომელიც მაშინ ცოცხალი იყო, პირადად დავით მაღრაძეს გადასცა წმინდა გიორგის ორდენი და რაინდთა პირველი ხარისხის ტიტული ლიტერატურაში შეტანილი ღვაწლისთვის. ამ ცერემონიალს კარდინალებიც ესწრებოდნენ.

ამჟამად კი, პოეტის თქმით, სამეფო სახლმა, სასულიერო პირებმა, გლეხმა, ექიმმა თუ პედაგოგმა, ყველამ აღიარა, რომ ჩვენ მოძალადე რეჟიმის პირობებში გვიწევდა ცხოვრება. ამდენად, დავით მაღრაძე მიიჩნევს, რომ ესპანერთში რეალურად იცოდნენ, რაც ხდებოდა საქართველოში და რა რეჟიმიც მოვიშორეთ. აღნიშნული ორდენის გადაცემის ფაქტიც ამას მიუთითებს.

დავით მაღრაძე აცხადებს, რომ, სურვილის მიუხედავად, პირადად იგი ვერ დაესწრება დაჯილდოვების ცერემონიალს. თუმცა, მას გამოუგზავნიან ამ საპატიო მედალს. ნიკოლოზ შენგელაია კი ვალენსიაში უშუალოდ მიიღებს ცერემონიალში მონაწილეობას.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ დავით ბაგრატიონიც თანაუგრძნობს არა მხოლოდ ოპოზიციას, რომლებიც იბრძოდნენ ნაციონალების რეჟიმის მოსაშორებლად, არამედ „ქართულ ოცნებასაც“ და, თუ არის იმის ნიშნები, რომ ისიც ჩამოვიდეს საქართველოში?! ამის შესახებ დავით მაღრაძე აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონის მიზნების შესახებ მან არ იცის და ვერც იმას დააზუსტებს, კონკრეტულად „ქართულ ოცნებას“ თანაუგრძნობს თუ არა დავით ბაგრატიონი. თუმცა იგი აცხადებს, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ წევრები არც თავად არის და არც ნიკუშა შენგელაია. 

ნანახი?- 4863

papa

2013-07-12 20:08:20

ეს კაცი მართლა კარგი და ღირსეული ქართველია
დიდ პატივს ვცემ

oto555

2013-07-12 20:24:10

ქლბატონო მანანა ნოზაძე რეებს ბოდავთ თუ ხვდებით - "საქართველოს მეფე" ?!! როდიდან გავხდით მონარქიული სახელმწიფო და როდიდან გვყავს მეფე ?

ტორი

2013-07-12 20:32:57

"13 ივლისს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ქართველ პოეტს, დავით მაღრაძეს და მხატვარს, ნიკუშა შენგელაიას საქართველოს მეფე დავით ბაგრატიონი გადასცემს - საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენს"...
------------------------------------------------------------------------------------

კი ბატონო, ორივემ დაიმსახურა ჯილდო, მაგრამ, მე მგონი, დაჯილდოებულებმაც ჩემსავით პირველად გაიგეს, რომ მეფე გვყავს...ამას გვიმალავდით?

ტორი

2013-07-12 20:34:10

მაინც, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გადაარჩენს ქვეყანას!..

jruchi

2013-07-12 20:42:37

ოტო555 და ტორი.იყავით ცოტა რომანტიულები.

არა გვყავს მაგრამ მონარქიული წყობის შემთხვევაში დავით ბაგრატიონი მეფეა.

და სულაც,არ გსიამოვნებთ რომ "საქართველოს მეფედ"ვინმე იწოდებოდეს?

ისე ოტოს სამი ხუთიანის შემხედვარემ კი ვიცი ვინაა მაგის "მეფე".

ოტო,მაპატიე.რა რომანტიულობა და პოეტურობა ამიტ/ყდა.შენი რომანტიზმის მუზა ვირ/გლა მიშაა.

აკი დავით აღმაშენებელს ეტოლებოდა?

ისე ასათიანზე მასეთი აღმაშენებლებიცაა,ნაპოლიონებიც,სტალინებიც და რა ვიცი რა არა.

antibiotiki

2013-07-12 21:02:10

დავით მაღრაძე პოეტი?
ხუმრობთ?
მაგან პოეტობა 15 წლის ასაკში დაამთავრა
"ვისაც ხოხბობა არ ნატრებია,ღერთო ანანე''
მას შემდეგ არც არაფერი დაუწეია ნორმალური.

antibiotiki

2013-07-12 21:02:39

დღეს ერთი პოეტია საქართველოში-ანტიბიოტიკი
და ეს მწარე სიმართლეა

antibiotiki

2013-07-12 21:03:35

კარგიტ რა ხალხო
გული არ გერევათ???

antibiotiki

2013-07-12 21:05:26

ლექსი ესარის
antibiotiki2013-02-27 22:51:07
antibiotiki 2011-11-27 10:49:16
ანტიბიოტიკი

ათოვს ჩემს კივილს,
ათოვს შენს თვალებს,
ათოვს ტკივილს და
ჩემს ვალებს ათოვს.

დაეპატრონა ყველაფრს თოვლი
და ყვლეფს სხვა ფერებს,
ჩემგან ნაფერებს,
სითეთრით
ჟამი.

და მოსასხამი-
ჩემი ბავშვობა
სულს ღაფავს
თოვლში.



მაბრმავებს თეთრი...
ვეღარ გხედავ
ზღვის თეთრ
ტალღებში.
ალუბლებიც კი
გახვეულან
თეთრით
თალხებში.
და ვეღარ ვხედავ შენს ხმას
სხვა ხმებში,
რომ ირეკლება
სულ სხვა სარკეში.
ჯობდა გამეშვი
და ერთი პეშვი
ჩემი ბავშვობა
არ დამეღვარა.

სჯობდა თუ არა?
ახლა რაღა ვქნა,
თუ იუარა
ჩემთან შეხვედრა?
განა ვედრებით
გავხდები რამეს?
გამათევინებს
განა თათრ ღამეს
ერთი ფირფიტა,
უკუბრუნვით რომ გამოიფიტა?
ერთი ღამე რომ
წამოიკიდა და ფეხს ითრევს
ერთი მოტივი-
მიტოვებული პატარა ბავშვი.

-ნუ მთხოვ სიმღერას.
ამომევსო პირი
ფიფქებით.
გაჭაღარავდნენ თეთრით ფიქრები
და ოცნებებსაც
როგორც ჟამი
მოედო თეთრი....
და ერთადერთი
ჩემი ბავშვობა-
სამშობლოსავით
შორეული
და მიუვალი
დარჩა
ფერადი.

და ორეული
ხელისქნევით
მეძახის თოვლში.
და მეც სითეთრით დაბრმავებული
განტენბაინის უმწეო როლში
სულს ვითრევ უკან:
წინ-ბავშვობაში
და ნაცნობ ხმაში
ვეძებ ნაკვალევს./ავტორი ანტიბიოტიკი/

antibiotiki

2013-07-12 21:06:17

ახლა დადეთ თქვენი შტერი მაღრაძის საუკეთესო ლექსი
რამეთუ, პოეტი პინგვინიოსტობიტ კი არა ,ლექსით იზომება.

antibiotiki

2013-07-12 21:08:32


ლექსი ეს არის

antibiotiki 2011-12-02 17:38:32
ისევ თოვს და...თოვს



"თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!"/გალაკტიონი/

ჩამოიშალა ყველა ფერი და
გაშალა ფრთები
მხოლოდ ერთმა-
ფერმკრთალმა თეთრმა.

გაჩერდა ყველა კარუსელი
მოძრაობენ მხოლოდ ფიფქები
გულისამრევად ყოვლისმომცველი
ირგვლივ მხოლოდ ერთი ფერია.
გაუჩინარდა ჩემი ფერია
და ყველაფერი
არაფერია.


ო ღმერთო,
ჩემო!
ნუთუ, ესეც არა ფერია?
უკეთუ, ესეც არაფერია,
არც არაფერი
ყოფილა რამე.

მიხსენი ღამევ!

ღამევ, მიხსენი!
ჩამომაშორე სითეთრის სენი,
ან ამიხსენი
რად ვერ ერევი ამ
თეთრ ფარდებს
შენც რომ გიფარდებს?

ან მთვარე რატომ ვერ პოულობს
დამარხულ ვარდებს?
ან ეს სითეთრე, დაუსაბამო,
სანამ ვატარო?
ან სად დავაბა
ღრუბლადქცეული
უბელო კვიცი?
თოვლის სიჭარბით
დაბერებული?



ჩაკვდა სიცოცხლე,
ჩააქრეს ბნელი
და ნაბიჯები
მძიმე და ნელი..
უკუღმა ჩანს
თოვლის საფარში.

გაშინაურდნენ
ღრუბლადქცეულ
ცხენის
ფა ფარში
უპარდონო
თოვლის ფიფქები.

თოვლ-გადაცმული,
თოვლში ჯვარცმული,
ფიქრზე აცმული,
ფიფქით დაბმული,
ვიხრჩობი ფერთა უკმარისობით.


და ჰაერივით
მჭირდება
სხვათა
ცისართYელათა
ყელზე მოხვევა..
ამ კატარაქტის
თვალთ ჩამოხევა.


დადე ფირფიტა!
მომაშორე თოვლის ფარფატი.
კვლავ ერთი ფშატი
-პატარა კვიცი
ვიცი,
მეძახის
ბავშვი პატარა,
ცისართYელამ რომ
ხელით ატარა
და თოვლმა
ჯერ რომ ვერ გადაფარა


კვლავ უკითხავად ჩემს ფირფიტას
ხელს ავლებს თოვლი.

განუკითხავად
უსასრულო თეთრ უდაბნოში
მსუყე ფიფქები
მიდგანან კვალში...

ტრიალებს უკან
კარუსელი
ჩემი ცხოვრების
ვერცხლის ბილიკზე
და მოტივი მკარნახობს მანძილს
და სიზმარი არ მაცლის
სხვა ძილს.




და სისხლის კვალი
ერთადერთია
სხვა ფერი
თეთრში.
''ქუჩაში მტვერში"
გაჰკივის ბავშვი
და ხმას ედება თეთრი ეთერში./ავტორი ანტიბიოტიკი/

antibiotiki

2013-07-12 21:12:36

*********8 იანვ 2012
წვიმა დაიღალა თქეშით,
ლამაზმანები კი ეშხით...
მუზა უკან დამდევს ხვნეშით
ზღვებიც დაილია პეშვით....

ჰოდა ,მტრებო,
თქვენც
შემეშვით/ავტორი ანტიბიოტიკი/

antibiotiki

2013-07-12 21:13:11

*******8 იანვ ავტორი ანტიბიოტიკი
დავბერდი და...
არაფერი მინდა.
ხარი მინდა ჭრელა ,ანდა შინდა.
დედაბერი ფუსფუსებდეს შინ და
მისი მეცვას მოქსოვილი წინდა.
საცალფეხო ხიდი ებას წინ და
თიხის დოქში წყაროს წყალი წმინდა

და ბუხართან ქოლგა,თუ გაწვიმდა.

სხივი ვნახო ,შუქში თუ დაბინდდა
და მაჭარი,უკვე თუ დაღვინდა,
გადავკრა და მადლი ვუთხრა უფალს:
"ღირდა ალბათ,ამისთვისაც ღირდა".

დავბერდი და არაფერი მინდა
ხარი მინდა ჭრელა ,ანდა შინდა
დედაბერი ფუსფუსებდეს შინ და
ცეცხლი თუკი,შეშა აშიშინდა.
დავბერდი და
არაფერი მინდა,
ფანჯარაში მტრედი შემოფრინდა,
ოცნებები თუკი აბიბინდა,
გზად სიბერე უკვე აღარ მღლიდა:
სალოცავი მთიდან ლოცვებს ყრიდა:
დავბერდი და
მე სიცოცხლე მინდა!

antibiotiki

2013-07-12 21:16:47

ავტორი ანტიბიოტიკი
ისევ მოდგა
შემოდგომა,
ისევ ფეხზე
მიჭირს დგომა'
არ მაცალეს სულის
მოთქმა
და დაიწყეს
მითქმა-მოთქმა.
ზამთრის შეაჩვენეს მოდგმა.

დაპრესილი დეპრესია
თათრებივით
დამესია,
გრძელი ჰქონდა
ხელში სია...
გახდა
გაუსაძლისია.

აღარ მოსჩანს
გაზაფხული,
იმალება
დაზაფრული-
დეპრესია მ შეაშინა
ჩაკეტილი
მზე ჰყავს შინა.

მზე შინა და მზე გარეთა,
შემოდიო სულში!
მზე შინა და მზე გარეთა
გეყო დამალულში.

მზე შინა და მზე გარეთა
გზას დაგიგებ გულში,
რატომ იმალები შინა,
თუ აქ იყავ გუშინ?
მზე შინა და
მზე გარეთა..
მზე შინა და მზე გარეთა
სანამ უნდა გდიო
თუ მამალს არ უყივლია
მაინც შემოდიო
მზეო!
გეყო შინა.
გამო გარეთ!
ნუთუ, ასე
მტერმა შეგაშინა?
მზე შინა და
მზე გარეთა
მზეო!
მზეო!!
მზეო!!!

antibiotiki

2013-07-12 21:17:42

ავტორი ანტიბიოტიკი

მისოუსტ!!
მისოუსტ!!!
ჩამესმის
ყურში ხმა
თამარის.
ვიღვიძებ,
დავეძებ
წყვდიადში.
ხმა ჩანს და
თამარი
არ არის.

მისოუსტ!
მისოუსტ!!
მისოუსტ!!!
დამდევენ
ზღვისფერი
ლექსები.
მისოუსტ!
მისოუსტ!!
მისოუსტ!!!
რელსები!
რელსები!!
რელსები!!!

მისოუსტ!
მისოუსტ!!
მისოუსტ!!!

შირვანშაჰს
მოვტაცე
ასული.
მე მისი
ნაწნავი
მახრჩობს და
მე აქ ვარ,
იქ არის
წარსული.

მისოუსტ!
მისოუსტ!!
მისოუსტ!!!

შირვანშაჰს
მოვტაცე
ასული.
მე მისი
ხელში მაქვს
ნაწნავი,
ვაგონში
ხარჭად მყავს
დასმული.

antibiotiki

2013-07-12 21:18:49

ახლა ერთი ლექსი მაინც დადეთ მაღრაძის,პოეტად რომ დანიშნეთ
გამგია რაიკომის მდივნად დანიშვნა, მაგრამ პოეტად???
ხახახა

ტორი

2013-07-12 21:18:52

jruchi,

ვიღებ თქვენს სამართლიან შენიშვნას...
მაგრამ, როდესაც მეფის ნაზირ-ვეზირები და ისტორიული სიგელ-გუჯრებით მოშლიგინე ერისთავთყოფილთა და თავად-აზნაურთა მემკვიდრეები წარმოვიდგინე...........


მაინც, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გადაარჩენს ქვეყანას!..

antibiotiki

2013-07-12 21:38:15

ერთი ბერაა მომღერალი მეორე ბრუტიანი კალაძე ფეხბურთელი და მესამე მაღრაძე პოეტი.


ხო და მეოთხე რატი ამაღლობელის მიერ წმინდა ილიად დანიშნული ბიძინაა მოძღვარი

antibiotiki

2013-07-12 21:39:14

ანტიბიოტიკი

ჩემი ცხობრების
ჩემო ტაია
შემომაღამდა
ნახევარ გზაზე...
დავკარგე
გზაში
ოქუმი ჩემი
და ვერ
მოვსულვარ
სიმწრისგან
აზრზე.

ვიღა მატარებს
ჩემო ტაია
დარჩენილ გზაზე
ნახევარ გზიდან?
უცხოა ჩემთვის
ნაპკური ზეცით
თუკი არ მაწვიმს
ოქუმის ციდან.

მურზაყანელი
უმარზაყანოდ
წამოიზარდნენ
უკვე ლეკვები,
თუკი შენამდე
ჩამოვაღწიე
შენ შემოგევლე,
შემოგევლები.

ჩემი ცხოვრების
ჩემო ტაია,
შემომაღამდა
ჩემო შელია,
თუ კაკლის ძირში
აშალე სუფრა
იცოდე
უკვე გასაშლელია!!!

ჩემო ტაია,
ჩემო შელია,
მე სიყვარული
მმართებს შენია.

ჩამოვანგრიოთ თუა კედელი!!!!!!
ოღონდ თუ მელი,
ოღონდ თუ მელი!

antibiotiki

2013-07-12 21:40:26

ავტორი ანტიბიოტიკი


მგელი მარტოა უდაბნოში
და მე მარტო ვარ.
მთვარე მიყვარდა
და მთვარემაც უხმოდ დამტოვა.
ენგურმა შთანთქა
ჩემი მთვარე
და ურჩხულს მისცა,
მერე ურჩხულმა
მზე წამართვა,
მომპარა მიწა.

ჩემი ლეკვი კი
ჩემო ტაია,
იზრდება,მაგრამ
ძალიან ნელა.
მთვარეს ურჩხული დაეპატრონა
გზას ძლივს მივიკვლევთ,
წყვდიადში ბნელა.


ჩემი ცხოვრების შემოდგომაა...
შემოდგომაა
ჩემოო შელია,
თუკი მიყვარდა,
დავკარგე ყველა
უკვე ცრემლებიც შემომელია...
და დავწანწალებ
მგელი ეული,
ვით ბუნაგიდან გამოქცეული
თუ ვერ დავბრუნდე ენგურის იქეთ
ჩემო ტაია
ვიყო წყეული

antibiotiki

2013-07-12 21:41:26

ავტორი ანტიბიოტიკი


ყავახანა ამირანთან
და ნაყინი ტკბილი
''კოფე-გლიასე'' ''ამრასთან'' და
შენი ოქროს კბილი.

ხელის გულზე ფერდობიდან
ზღვების მახსოვს ჩრდილი.
ჩვენი ნორჩი ნაძვის ხეა
ალბათ წამოზრდილი.


კოკტეილი''ამრაში''და
გაფრენილი რაში,
ზღვის ტალღებზე სირბილი და
მაგნოლია თმაში.

მე არ მინდა სხვა სამოთხე,
თუა სადმე ცაში.
თოლიების ბაბუშერის
ზღვაზე მინდა ტაში.


თუ უჩემოდ ჩახვალ ერთხელ,
ოდეს დააპირო
მომიკითხე ჩემი მზე და
ჩემი სანაპირო.


თუ უჩემოდ იქნება და
ერთხელ დაიდარა
დამიკოცნე ეშერა და
ჩემი აჩადარა.

მომიკითხე გამზირი და
ლესელიძის ქუჩა
თვალწინ მიდგას კელასური,
როცა თვალებს ვხუჭავ.
****
ჩემი გულის ქალაქი და ..
ჩემი თმახუჭუჭა.
***
ცრემლით გასკდა ზღვები,
ნაცემია გზები,
დამფრთხალა თოლია,
''როგორ მინდა შენთან,
როგორ მინდა შენთან,
ჩემო მაგნოლია.''

ტორი

2013-07-12 21:52:30

antibiotiki,

ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი არ გახლავართ... ჩემს, უბრალო მკითხველის აზრს მოგახსენებთ - კარგია და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ...

antibiotiki

2013-07-12 22:06:18

სპასიბო ტორი...
თუმცა არ ვარ ქებას შეჩვეული

Maverick

2013-07-12 22:12:31

antibiotiki,

კარგია და ღმერთმა ხელი მოგიმართოს, შენი ღვთისგან ბოძებული ნიჭი შენს შემოქმედებას მოახმარე და არა ნაცისტ მოჭიხვინე არარაობას...

antibiotiki

2013-07-12 22:18:51

ავტორი ანტიბიოტიკი
ნაწყვეყი "გალაკტიონიადიდან"



და-რამ-და,
და-რამ-და,
და-რამ-და.
დაღამდა,
დაღამდა,
დაღამდა.
ღამეა
დღეს ჩემი თამადა.
და...მადამ,
და...მადამ,
და..მადამ.

და მთათა,
და თმათა,
და სხვათა
სურნელი დამყვება
თანდათან
და შენზე ოცნებას
ხანდახან
ქარს ვატან,
ქარს ვატან,
ქარს ვატან.

-ვარდებიც
ჭკნებიან ხანდახან,
ჩიტებიც უსტვენენ
განდაგან.
ფარდა კი
ეშვება
თანდათან.
-და მადამ.
და მადამ.
და მადამ.

თუკი ცრის,
თუკი თოვს,
თუკი წვიმს,
ერთხელაც
ამაღამ,
ამაღამ
''ჟეტემ'', მითხარი
მეც მადამ...

სადა ხარ?
სადა ხარ?
სადა ხარ???

---დავბერდი,
პარიზში
ავად ვარ ,
თუ მეძებ,
აქამდე სადა ხარ?
თუ ჩემი ოცნება დაგდევდა
ოცნებაც ხელში ჩაგაბერდა?

-და მადამ,
და მადამ,
და მადამ.
და-რამ-და,
და-რამ-და,
და-რამ-და.
ნუთუ პარიზჟიც
დაღამდა?
რაგაც მინდოდა,
არადა...


სიცოცხლეს,
სიყვარულს,
ზამთართან
ქარს ვატან,
ქარს ვატან,
ქარს ვატან.
და მაინც ...
მესიზმრე
ახლახან
სადა ხარ?
სადა ხარ??
სადა ხარ???



--თუ ჩემი ოცნება
დაგდევდა,
ხმა გამე,
მითხარი
რამე და.
ოცნება
ოცნებით
დაბერდა
დაღამდა...
გათენდა...
გათენდა.

jruchi

2013-07-12 22:19:43

ანტიბიოტიკი,ბანტიანი ნარცისი ხარ.

რომ შეგეძლოს საკუთარი თავის გა/ჟ/იმვა,დიდი სიამოვნებით გა/ჟ/ი/მავდი.

რაც შეეხება დათოს,თუ არაფერი იცი ამ კაცის ავტორიტეტის შესახებ საერთაშორისო ლიტერატურულ წრეებში,აზრი არა აქვს ახსნას.





antibiotiki

2013-07-12 22:20:45

ავტორი ანტიბიოტიკი
"ძარღვი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის"

მუცელში ვიჯექ,
ხმა რომ გავარდა:
გალაკტიონი
თურმე დავარდა.
დავბადებულვარ
დიდი ტკივილით
შევიცხადიე
მახოსვს კივილით.

მს შემდეგ ერთი
თან დამდევს ნერვი
/ამჯანყებია
მას შემდეგ მრევლი/
ერთი წვეთი ხომ
თუნდაც ნისია
ჩემში მისია!
ჩემი მიზანი,
ანუ მისია,
არის ვატარო
თუნდ ერთი წვეთი...
მიტომ მოვედი.

მე ერთი წვეთი
ჩემი დამაქვს
გალაკტიონი.

გალაკტიონი
უკვე მითია,
ერთი წვეთი კი
მძიმე ტვირთია.

antibiotiki

2013-07-12 22:22:44

ერთადერთი ჭეშმარიტებაა სიკვდილია...
სიკვდილს ვინც გაუძლებს, პოეტიც ისაა

antibiotiki

2013-07-12 22:25:42



რად მოვინდომო წყვდიადი,
თუ სადმე ვარდისფერია?
ხომ გახსოვს,
ჩემო ფერიავ,
გავლილი არაფერია.
რად მეშინოდეს
სიკვდილის,
თუ გზები
ყველაფერია
სიკვდილის გზებიც გზებია,
განა ხორცი და ძვლებია?
სიკვდილის გზებიც გზებია-
სიცოცხლე გასაძლებია/ავტორი ანტიბიოტიკი/

antibiotiki

2013-07-12 22:26:44

ავტორი ანტიბიოტიკი

წიწაკის ჭამას სჯობია,
თაფლი გვეჭამოს ქილითა,
საკუთარ სახლში ვცხოვრობდეთ
ვიდრე ქაჯებში ქირითა.
ჩვენს ავზე მტერს არ ეცინოს
ავადა და ქირქილითა,
ცვრიან ბალახზე გაგვევლოს
გამოღვიძებულს დილითა.
მოყვარეს მამაპაპურად
ვხვდებოდეთ პურ-მარილითა.
უფალსაც ყური მივუგდოთ,
იქნებ გამოგვრჩა ძილითა.

antibiotiki

2013-07-12 22:28:23

ასეა მეგობრებო !
ვიღაცა ჯილდოს იღებს...
ვიღაცა კიდემა მაგარ ლექსებსა წერს.
კაჯდომუ სვოიო

antibiotiki

2013-07-12 22:32:05

ვერცერთი ჯილდო ვერ შეედრება იმ კაიფს,რასაც ნამდვილი ხელოვანი იღებს ,როცა ნაღდს ჰქმნის.
ამას მაღრაძე ვერასოდეს გაიგებს.

jruchi

2013-07-12 22:35:02

ანტიბიოტიკი
"მე ერთი წვეთი ჩემი დამაქვს გალაკტიონი"

თავს მოიკლავდა მეორედაც გალაკტიონი,

რომ გაეგონა ანტიბიოტიკს წვეთი აქვს მისი.

შენ რომ გგონია წვეთი არის გალაკტიონის,

ერთი მეშოკი გა/ნა/ვა/ლია,ოღონდაც სხვისი.



antibiotiki

2013-07-12 22:35:45

ისე, მაღრაძე და ძლიერი მე ერთი კაცი ვიცი მხოლოდ ელგუჯა მაღრაძე...მისი "პოეტური ინტეგრალები"ჩემი სამაგიდო წიგნი იყო.
უძლიერესი ნაშრომია.
ხოლო დავითამ პოეტობა თხუტმეტი წლისამ დაამთავრა.
თუ ცოცხალია ელგუჯა მარრაძე, ჩემი რესპექტი ....მოწიწება და აღფრთოვანება.

antibiotiki

2013-07-12 22:42:46

"მტრებო იცოცხლეთ
მტრებო,მუდამ გემახსოვრებით"/ნიშნიანიძე/

antibiotiki

2013-07-12 22:43:55

გავდივარ და აბა თვენ იცით,რამდენ შხამს დააფრქვევთ

jruchi

2013-07-12 22:46:32

ნიშნიანიძე? არც შოთა და არც გიზო გახედვასაც არ იკადრებდა ძლიერთა ლაქიისაკენ.

antibiotiki

2013-07-12 22:47:39

"Что-то здесь запахло падалью'/მაუგლი/

jruchi

2013-07-12 22:49:42

ვააა,მაუგლიც? ძაან მაგარი ხარ.:):)

შენ უსუნე მიშას.

mona

2013-07-13 00:17:50

ანტიბიოტიკი
მშვენიერი ლექსებია, მე უკეთესებიც მახსოვს შენი შემოქმედებიდან, აპლოდისმენტები!

ნიჭი ბიძიკო ნიჭი.

ოძელი

2013-07-13 11:18:22

antibiotiki,

ყოჩაღ, შესანიშნავი ლექსებია, ჩემი მოკრძალებული გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა. კარგად ვისიამოვნე, დიდი მადლობა!

========================

კ ო მ ბ ლ ე,

გაიღო ჭიშკარი?
ნიკით თუ ვიმსჯელებთ, ისევ შემოპარული უნდა იყო.
:)))

დალხუზანე

2013-07-13 11:58:48

შემეშალა თუ საქართველოს მეფე გადასცემს ორდენსო, ასე წერია?

mona

2013-07-13 12:04:35

თავისუფალ ადამიანს, ოძელის გაუმარჯოს!

ესენი ჭიშკრის გამღებები არ არიან, კომპი შევცვალე მაინც არ უშველა, ახლა იპს ვცვლი და ასე წვალებით შემოვდივარ. სიმართლე გითხრა სურვილიც არ მაქვს აქ, ამ მართვად საიტზე შემოსვლის.

mona

2013-07-13 12:18:51

ოძელი

2013-07-13 12:54:47

გაუმარჯოს კ ო მ ბ ლ ე-ს,

წვალების გარეშე არაფერი გამოდის, არა?!

"ადმინმა კომბლე დაბლოკა,
მიზეზ არ დაიბარაო.
-რატომ დამბლოკე ადმინო,
რა ჭირი შაგეყარაო?
მოგიტან თორმეტ თუმანსა,
კარსაც გამიღებ ჩქარაო!

ეს რომ ადმინმა გაიგო
წარბი არ შაიხარაო,
-კარს ვერ გაგიღებ კომბლე-ჯან,
ვერ ამამჩატებს "ფარაო".
თორმეტი არ დამიბლოკავს
ბიჭები შენისთანაო?!

კომბლემ, ამ სიტ/ყვის გამგონემ
ქოში უკუღმა ჰყარაო,
ჯიქურ მიადგა ფორ.გე-სა,
კარნი განიხვნა არაო,
ჭიშკრიდან რომ ვერ შავიდა
სარკმლიდან შაიპარაო!"

:)))



antibiotiki

2013-07-13 13:48:07

მონას ტიციანის სიტYვებით:

"

დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა
და საქართველოს მედგას უღელი;
– მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!.."

1928

antibiotiki

2013-07-13 13:51:19

მონა ,ზოგ" გასპადინებს" შენისთანა მონა ყოველთვის მოუჯოკრავს.

antibiotiki

2013-07-13 13:57:36

ოძელი მადლობა

antibiotiki

2013-07-13 14:29:09

ავტორი დებორა


" მოვიდა ზ. გამსახურდიას მთავრობა, რომელიც, მსუბუქად რომ შეგახსენოთ, საბჭოთა შემოქმედებით ნომენკლატურას დიდად არ სწყალობდა, შესაბამისად ვერც საბჭოთა ვარსკვლავბიჭუნას - დავით მაღრაძეს გადმოხედავდა მოწყალე თვალით...
დავით მაღრაძე ის ადამიანი იყო, ვინც თავის თანამემამულეთა წინააღმდეგ ავტომატით ხელში იბრძოდა შევარდნაძის ხელისუფლების დასაბრუნებლად.
დაბრუნებულმა ხელისუფლებამ ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინებისთანავე იგი ამ დამსახურებისათვის ჯერ ჟურნალ ,,ცისკრის'' მთავარ რედაქტორად დანიშნა, მაგრამ ორი ნომრის გამოცემაც არ დააცალა, კულტურის მინისტრად გადაიყვანა, პარლამენტის წევრობას ვინღა დაამადლიდა, მწერალთა კუთვნილი გამომცემლობა ,,მერანის ’’ ერთ-ერთ მთავარ მეწილეს , როგორც ამბობენ, ფეშქაშად თბილისის ცირკის შენობაც უბოძეს...
ახლა ნაშოვნი ფულით უცხოეთში გზაც გაუკვლევია და დღეს, არც მეტი- არც ნაკლები, უცხო ქვეყნის აკადემიის წარდგინებით, ნობელის პრემიის ნომინანტად მოგვევლინა!
ორიოდე კარგი სტრიქონი მასაც დაუწერია, მაგრამ ვერავინ დამისახელებს მის ერთ პოეტურ ნაწარმოებს, პროფესიულ კრიტიკას რომ გაუძლოს.
...

მაშინ დავით მაღრაძე კულტურის მინისტრი უკვე აღარ იყო, მაგრამ იმ კონკურსს ფორმალური ხასიათი ჰქონდა და ძველი კავშირების წყალობით, კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებაზე რომ იმოქმედა, ისევ დავით მაღრაძემ გაიმარჯვა!
ამის შემდგომ ხელისუფალს რაღა დარჩენოდა!
ხოლო როგორია ჩვენი ჰიმნის ტექსტი, დღეს ყველას მოეხსენება.

antibiotiki

2013-07-13 14:31:52

"ახლა ერთი კონკრეტული მაგალითის მოხმობით, მცირე ექსკურსი მინდა შემოგთავაზოთ იმის გასაგებად თუ გასახსენებლად, საიდან იღებს ჩვენში სათავეს გა-ვარსკვლავბიჭუნებისა და შემდგომ ამისა, გა-ვარსკვლავკაცუნების ეს ტრადიცია.
გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში საკმაოდ გავლენიანი საბჭოთა ნომენკლატურული პირის - პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან მწერლობაში მოვლინებული ელგუჯა მაღრაძის თექვსმეტი წლის ვაჟიშვილს დავითს, პიონერთა სასახლის ,, ნორჩ შემოქმედთა სტუდიის'' აღსაზრდელს, , თავისი , , სტუდიელი'' თანატოლებისაგან სხვამხრივ დიდად რომ არ გამოირჩეოდა, მამის გავლენით და მოწადინებით,, სასწრაფოდ პოეტური კრებული დაუსტამბეს.
დღეს პოეტური კრებულის ადრეულ ასაკში გამოცემით ვის გააკვირვებ, მაგრამ , შეგახსენებთ, ეს ის დრო იყო, როცა ასაკით გაცილებით მასზე დიდ, ნიჭიერ ავტორებს წლობით უხდებოდათ ლოდინი, თუნდაც ერთფორმიანი კრებულის გამოსაცემად., კრებულის გამოცემას ჟურნალ ,,ნობათში'' მისი ლექსების პუბლიკაციაც უძღოდა, ესეც მრავალი ნიჭიერი ავტორისათვის აუხდენელი ოცნება იყო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული ვარკვლავბიჭუნა სასწრაფოდ შეიყვანეს მაშინდელი მწერალთა წრის გამგეობაში. ყოველწლიურად გამგეობის სხდომაზე ,ახალი წევრების არჩევამდე გასული წლის შედეგები ჯამდებოდა .
მჯერა, ჩემს მეგობრებსაც ეხსომებათ სხდომაზე წრის მაშინდელი ხელმძღვანელის, ყველა ჩვენგანისთვის პატივსაცემი პროფესორის ტარიელ კვანჭილაშვილის უხერხული თავისმართლება, როდესაც უკვე მეორე კურსზე გადასული დათო მაღრაძის , როგორც გამგეობის წევრის შესახებ გაიმართა მსჯელობა.
(თავად დათო იმ სხდომაზე მობრძანებით როგორ გაგვანებივრებდა, მწერალთა წრის მუშაობას მთელი წლის მანძილზე მგონი ორჯერაც არ დასწრებია.).
ბატონმა ტარიელმა ბრძანა:: ,, შარშან დათო მაღრაძე წევრად რომ ავირჩიეთ, ჩვენი მიზანი იყო, იგი გაზრდილიყო. სასიხარულოა , რომ იგი მართლაც გაიზარდა და კიდევ უფრო გაიზრდება!'
ცხადია, ზოგს ორაზროვნად გაგვეღიმა, უფრო თამამებმა გაიცინეს, მაგრამ საყვარელი პროფესორის, წრის ხელმძღვანელის ამ ,,რკინის’’ არგუმენტს, თანაც იმ დროს, წინ ვინ აღუდგებოდა!
ასე ,, შეიქმნა'' პოეტი დათო მაღრაძე, ანუ ჩაეყარა საფუძველი მაშინდელი ქართული კომუნისტური, უფრო სწორად, გვიანსოციალისტური ახალი ნომენკლატურული კადრის მომზადებას.
და ლამის ყველაფერი წყალში ჩაიყარა! "


უცვლელად=ავტორი დებორა

antibiotiki

2013-07-13 14:42:27

აი როგორ ინიშნებიან პოეტებად საქართველოში .

ზუსტად იმ დროს ,როცა დათოს პირველი ლექსები გამოიცა ,მეც შევთავაზე ჩემი მოკრძალებული ლექსები ,სადაც ჯერ იყო....ამიხსნეს, რომ ეს ფუფუნება მხოლოდ აგენტების ,ან კომუნიაკების ხვედრია.
სიმართლის გულისთვის მე,ანტიბიოტიკი ვითYვი,რომ ელგუა მაღრაძე -ეს ძალაა,ხოლო დავით მაღრაძეზეა ნათქვამი"ნა დეტიახ პრიროდა ოტდიხაეტ"ძალიან სუსუტი და არაფრისმთქმელი პოეტია.სამარცხვინოა პოეტების ქვეყანაში "სანობელო"დათოს მეტი რომ არ მოიძებნა...
აი ,მამამისი მართლა სანობელო იყო. შვილი არაფრისმთქმელი პოეტია.თუმცა პოეტი ვინმემ დაინახა????/

antibiotiki

2013-07-13 14:43:22




ძალიან დიდი სIრცხვილია "პოეტური ინტეგრალების ავტორი,საკუთარ ნაშიერს პოეტობას აბრალებდეს.
ბატონო ელგუჯა ,თუ ცოცხალი ხართ ,შემეხმიანეთ...
შვილი ყველას უYVარს,მაგრამ ყველა შვილი პოეტი როდია,თუნდაც ელგუჯა მაღრაძის.


და კიდევ... ბატონო ელგუჯა, პოეტი განა თბილისში იბადება...

პოეტი ან ჭყვიშში ,ან ჩარგალში ...ან....იბადება
და ეს თქვენ ჩეწმზე უკეთ მოგეხსენებათ

antibiotiki

2013-07-13 14:44:52

,,პროფესიონალიზმი იწყება იმის ცოდნით ,თუ რა არის შენს სფეროში უკვე გაკეთებული,,.

,,ყველაფერი,რაც ფურცელზე წერია და პროზა არ არის,ლექსი როდია,,.

იგივე ნინო დარბაისელი, იგივე დიოტიმა, იგივე ველისციხელი

antibiotiki

2013-07-13 14:48:33

ავტორი ანტიბიოტიკი

როდესაც ჭყვიშში
იბადება გალაკტიონი,
/ღორის ღრუტუნში...
როცა ჭყავის
უზრდელი გოჭი/
სადღაც
ღრუბლებში
ხითხითებს ღმერთი.
გამოშვერილი
აქვს თითი ერთი,
მერე შუა თითს
ამოსვრილს ლაქში
გიჩვენებთ ყველას
დედაქალაქში
დაბადებულებს
ვითომ ბულბულებს


მერე დიდ ტახტზე
წამოგორდება
და დიდხანს...
დიდხანს
სიცილით
კვდება

antibiotiki

2013-07-13 15:11:54

დავით მაღრაძე ის ადამიანი იყო, ვინც თავის თანამემამულეთა წინააღმდეგ ავტომატით ხელში იბრძოდა შევარდნაძის ხელისუფლების დასაბრუნებლად.
------------
მაგარია არა,ავტომატიანი "პოეტი",საკუთარ ხალხს რო ბრედს.
ასეა, როცა კალამი არ გიჭრის ,მაშინ კალაშას აკაკანებ საკუთარი პრეზიდენტის და ხალხის წინაა
ღმდეგ
და რისთვის ?

antibiotiki

2013-07-13 15:30:37

ლექსი "მე არ ვწერ ლექსებს ,ლექსი თვითონ მწერს"|
დათოსებურად ასე ჟღერს:

მე არ ვწერ ლექსებს,მე მაქვს კალაშა

antibiotiki

2013-07-13 16:03:34

ლექსი "მე არ ვწერ ლექსებს ,ლექსი თვითონ მწერს"|
დათოსებურად ასე ჟღერს:
ახალი ჰიმნი

მე არ ვწერ ლექსებს,/აქ ტაში/
მე მაქვს კალაშა,/აქ მქუხარე ტაში/.
ვაშა ამ ახალ საქართველოს/აქ ტაში ფეხზე დგომით/
პინგვინებს ვაშა!!!!/აქ ტაში პირზე კოცნით...ჯარიმის ჯანიც გავარდესო/

ოძელი

2013-07-13 23:12:16

antibiotiki,

ლექსები კარგი გაქვს, კომენტარებისგან განსხვავებით.

Maverick

2013-07-13 23:32:51

ოძელი,

გეთანხმები!

ანტიბიოტიკი,

მაღრაძეს რომ ასე ამათრახებ, კალაშას, ედუარდის კარის მგოსანსა და ათას რამეს უწოდებ, შენ რითი განსხვავდები მისგან?!

შენი კომენტარები და მოჭიხვინე არარაობისადმი მიძღვნილი შენი დითირამბები, რა გგონია კალაშაძე ნაკლებად კლავს?

მე მაღრაძის ბიოგრაფიას არ ვიცნობ, სიმართლეა თუ არა რასაც წერ არც ის ვიცი, მაგრამ ერთ რამეში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, შენი სალოცავი, დამპალი, პათოლოგი ნაძირალა ჩემს სამშობლოს ახრჩობდა, ჩემს ხალხს აწამებდა... ხოლო ამ არაკაცის საქმიანობის გამპრავებელი "მგოსანი" მასზე არანაკლები ჯალათია, იგი მასზე უფრო რაფინირებული არამზადა და პათოლოგია!

Maverick

2013-07-14 00:27:59

P.S.

ეს მარტო შენ არ გეხება...

იგი ყველა იმ შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენელს ეხება, ვისაც სახე აქვს დაკარგული, ვინც პირადი გამორჩენის მიზნით ხელისუფლების ქება-დიდებაში ათენებს და აღამებს...

oto555

2013-07-15 14:20:55

jruchi რომანტიზმი რომ გაგაჩნდეს მიშას გარდა სხვა რამეზეც იფიქრებდი. 5 ჩემი ციფრია იმიტომ რომ 85 წლის 5 მეხუთე თვეს ვარ დაბადებული. ასე რომ მიშა ვისი რა არის კიდე საკითხავია. ამ ქვეყანაზე ბიძინას და მიშას გარდა სხვა რაღაცეებიც არსებობს :)) ისე მიშას დ--- :))) მეფე ვერანაირად ვერ გახდება ეგ ბიჭი იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ბაგრატიონთა სახლის უფროსი არის ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი უპიარტესობა სხვა შტოებთან მიმართებაში თავად ბაგრატიონებმა აღიარეს.

ოლიფანტე

2013-07-15 16:27:46

საყურადღებო ფაქტია!
ჩვენ თურმე მეფე გვყოლია!
ამ ორ თავისუფლებისათვის მებრძოლს ჩვენი მეფე სათავისოდ დაუმალავთ.
საინტერესოა რატომ არ აჯილდოებს მეფე თავისუფლებისათვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისათვის მაგალითად გოგა ხაინდრავას? ანდა ირმა ინაშვილს? ანდა დავით თარხანმოურავს?
რა, ”ვზაიმნი” პიარია?

პიარი მე,
პიარი შენ,
პიარი მამაშეენს,
პიარებით სულ გიყიდით
შენ და მამაშეეეეეეეეენს............

antibiotiki

2013-07-15 23:53:18

დასანანია ...
"უტკა"შემოვაგდე აქაოდა ელგუჯა მაღრაძემ პოეტური ინტეგრალები"დაწერა მეთქი...და ...
არავინ აღმოჩნდა ვისაც მათლა წაკითხული ჰქონდა მიხეილ კვესელავას "პოეტური ინტეგრალები"
ელგუჯა მაღრაძე კი მხოლოდ ოფიციალურ ვერსიებს წერდა ...
გალაკტიონის კი პრინციპში არაფერი გაეგებოდა.

antibiotiki

2013-07-15 23:54:46

ვიფიქრე ახლა კი ატYდა აყალმაყალი...
არიქა, მე მაქვს წაკითხული და ავტორი მაგი კი არა იგიაო...
მარა,შენც არ მომიკვდე...არავის არა აქვს წაკითხული.
მდააააააააააააააააააააააა
აბა რას კითხულობთ,ნეტა???

ფუსდ

2013-07-16 00:39:17

ეს სტატია ცინიკურია,იგი დასცინის საქართველოს მოსალოდნელ მონარქიას,ჯერერთი საქართველოს მეფე არ ყავს, მაგრამ მომავალში აუცილებლად ეყოლება,სამეფო დინასტიას კი თავისი მხრიდან აქვს უფლება ვისაც სურს მიაგოს პატივი თავისი ისტორიული საგვარეულოს ღირსებიდან არა აქ მნიშვნელობა ეს ვინ იქნება და ვის თვალში რისი ღირსი იქნება.სჯობს შეეშვათ ქილიკს და შანტაჟს გლობალისტათეისტთა გრანტებზე გაყიდულო ნაც-სპეც-სამსახურის აგენტებო,რესპუბლიკური ლიგის კომკავშირლებო ...

amiran

2013-07-16 11:33:09

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. დავით ბაგრატიონი ნოზაძემ უკვე მეფედ აკურთხა?სააკაშვილის დიქტატურა დავით ბაგრატიონის დიქტატურით ჩავანაცვლოთ? ფეოდალიზმში ვბრუნდებით?

მაანი

2013-07-16 20:01:22

ჯერ ერთი,მეფე არა გვყავს,გვყავს ტახის მემკვიდრე,არ შეიძლება დამახინჯება საკმაოდ სათუთი საკითხია და ვინც შუა საუკუნეებში დაბრუნებაზე და ფეოდალიზმზე ლაპარაკობს დაფიქრდეს თვითონ ხომ არ ცხოვრობს შუა საუკუნეებში?ევროპაში სულ თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნები არიან დარჩენილი სამეფო ინსტიტუტების გარეშე და პრობლემები არ აკლიათ,დამისახელეთ ქვეყანა, სადაც
სამეფო დინასტიაა და სერიოზული პრობლემა აქვთ.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80