დავით თევზაძე დუმილს არღვევს. 2003 წლის ნოემბერი. ზარი მოსკოვიდან - Власть меняется на Абхазию. სააკაშვილს ათი გვამი სჭირდებოდა!
პოლიტიკა

დავით თევზაძე დუმილს არღვევს. 2003 წლის ნოემბერი. ზარი მოსკოვიდან - Власть меняется на Абхазию. სააკაშვილს ათი გვამი სჭირდებოდა!

დავით თევზაძე დუმილს არღვევს. 2003 წლის ნოემბერი. ზარი მოსკოვიდან - Власть меняется на Абхазию. სააკაშვილს ათი გვამი სჭირდებოდა!
თამთა ქარჩავა

2013-10-24 10:47:31

„ბურჯანაძე და სააკაშვილი, ამ შეხვედრის ორი სავარაუდო მონაწილე ცოცხალია. გამოვიდნენ და თქვან, რაზე ესაუბრნენ ივანოვს“, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, რომელმაც ათი წლის შემდეგ for.ge-სთან იმ სკანდალურ დეტალებზე ისაუბრა, რის სანაცვლოდ მოვიდა 2003 წელს ხელისუფლებაში რევოლუციური სამეული. როგორც თევზაძე ამბობს,  რუსეთის გენერალური შტაბიდან განხორციელდა ზარი და ამ ზარის ავტორმა კი, მისი განმარტებით, აღნიშნა, რომ იცოდეთო ძალაუფლება იცვლება აფხაზეთზეო - Власть меняется на Абхазию. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ  2003 წელს განხორციელებული ამ ზარის და ივანოვთან შეხვედრის შედეგი იყო ის, რაც მოხდა 2008 წელს ცხინვალის რეგიონში და კოდორის ხეობაში.

ვარდების რევოლუციიდანზუსტად 10 წელი სრულდება. თქვენ იყავით თავდაცვის მინისტრი და ხელმძღვანელობდით შეიარაღებულ ძალებს. რა მოხდა 2003 წელს, ეს იყო მშვიდობიანი რევოლუცია, თუ ეს იყო გადატრიალება?

დავით თევზაძე: ათი წელი გავიდა და რაღაც-რაღაცეები არ ამოდის ცნობიერებიდან, მითუმეტეს, როცა ჩართული ხარ პროცესებში. რევოლუცია იმ გაგებით, რასაც რევოლუცებს ვეძახით, რა თქმა უნდა არ ყოფილა. უფრო, კარის გადატრიალებას ჰგავდა. რაც შეეხება იმ თემას, რომ მშვიდობიანი იყო... უბრალოდ, მშვიდობიანად ჩატარდა, თორემ არც ჩანაფიქრით და არც მონაცემებით, რომელიც მაშინ მე მქონდა როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს, არანაიარი მშვიდობიანი სახე ამას არ ჰქონოდა. არ ვიცი, ახლა როგორ გამოდის ეს თხრობა...

მაგრამ, იმ პერიოდში ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით სხვადასხვა საელჩოებთან, ბუნებრივია, მათგანაც იყო დაინტერესება. განსაკუთრებით ინტერნსური ურიერთობა გვქონდა აშშ-ის საელჩოსთან, ელჩთან მაილსთან, რომელიც პირადად ურთირთობდა ჩემთან. მას ძირითადად აწუხებდა სიტუაციის იმდაგვარი ცვლილება, რომ გამორიცხულიყო სისხლის ღვრა და ახლა ძალიან საინტერესო მომენტი მახსენდება.

ჩვენი დაზვერვის თანამშრომლები სხვადასხვა საელჩოში და მათ შორის აშშ-ის საელჩოში (ძირითადად ეს იყო ატაშეს ოფისი), ურთიერთობდნენ შესაბამის ადამიანებთან. გარკვეული პერიოდულობით, ანგარიშის სახით ინფორმაცია ჩემთან მოდიოდა. დაზვერვის სამმრთველოდან მივიღე ანგარიში, სადაც მოცემული იყო ელჩთან სააკაშვილის შეხვედრა. ერთი დეტალი იყო საინტერესო, სადაც ელჩი და სააკაშვილი განიხილავდნენ არსებული სიტუაციის შესაძლო განვითარებას და ბოლოს სააკაშვილს უთქვამს ასეთი ფრაზა - „ყველაფერი, რომ ძალიან სწრაფად და კარგად დასრულდეს, სულ 10 გვამია საკმარისი“. თავიდან, ეს არ მივიღე სერიოზულად, მაგრამ მერე თვითონ ელჩმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა.

რომ დავაკონკრეტოთ, ეს მოვლენები როდის ხდება...

- დახლოებით კვირა-კვირანახევრით ადრე. მენიშნა, რომ აშშ-ის ელჩი დაჟინებით მთხოვდა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ავყოლოდით ცთუნებას და სამხედრო ძალა რაიმე ფორმით არ ჩაგვერთო პროცესებში, ვინაიდან იყო საშიშროება.

პირადად გითხრათ ელჩმა ამ მოსალოდნელ საშიშროებაზე?

- პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ეტყობოდა, რომ ძალიან შეშფოთებული იყო.

მან თქვენთან საუბრისას, დაადასტურა ათი გვამის შესახებ არსებული ინფორმაცია? ანუ იმ საუბრის დეტალები რომელიც მასსა და სააკაშვილს შორის შედგა...

- მე ხომ არ ვეტყოდი, რომ „შენი და ჩემი თანამშრომელი ერთმანეთში საუბრობენ“... მე ვაგრძნობინე, რომ რაღაც ვიცოდი. მანაც მაგრძნობინა, რომ ძალიან სერიოზული შეიძლება ყოფილიყო ეს ამბავი. ეს ის პერიოდია, როცა რატომღაც სამწუხაროდ გაწყდა კომუნუკაცია ჩემსა და შევარდნაძეს შორის. რამოდენიმეჯერ ვცადე და ვერ მოხერხდა შეხვედრა.

რა იყო მიზეზი, რის გამოც თქვენი კომუნიკაცია ვერ შედგა?

- არ ვიცი. მე მგონია, რომ საერთოდ არ ახსენებდნენ, რომ შეხვედრა მინდოდა.

მიზანმიმართულად უმალავდნენ?

- იცით რა... რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ რაღაცა კედელივით იყო აღმართული. მას არ ეძლეოდა თავისუფალი კომუნიკაციის საშუალება. ამიტომ ელჩთან შეხვედრის შემდეგ, ვცადე ჩემს თავზე ამეღო სიტუაციის კონტროლი და ვთხოვე გიორგი ბარამიძეს, რომ შემხვედროდა. ეხსომება მას, საერთო მეგობრის ოჯახში, ძველ თბილისში, ღამით შევხვდით, სადაც პირდაპირ ვუთხარი მას, რომ თუ ასეთი რამე უდევთ თავში, ამოიგდონთქო.

დაგიდასტურათ ბარამიძემ ეს ინფორმაცია?

- რა თქმა უნდა, - იუარა. მე მქონდა სხვა არგუმენტებიც. ზედმიწევნით ზუსტი ანგარიში მქონდა, მომიტინგეებს შორის ვის რა იარაღი ეჭირა.

იყო იარაღი?

- როგორ არ იყო! იარაღი იყო, და საკამოდ დიდი რაოდენობითაც. თუ ეს პროცესი მშვიდობიანად წავიდოდა, ამის ფორსირება უფრო ცუდი იქნებოდა. რამდენადაც შემდეგ მოვლენებმა აჩვენა, ამის გამო, თუ სხვა მოვლენების გამო, ეს დაპირისპირება იარაღის ფაზას აცდა. ძალიან ნერვიული სიტუაცია იყო. ძირითადად, რაც ჩვენ ხელგვეწიფებოდა, იყო ის, რომ არ დაგვეშვა იარაღის გადინება საწყობებიდან და არ დაგვეშვა სამხედრო ნაწილების სპონტანური ჩართვა პროცესებში. ვთვლი, რომ მაშინ ამ ამოცანას თავი გავართვით.

პროცესების მართვა აიღეთ საკუთარ თავზე და შეხვდით ბარამიძეს, მაგრამ ამის შემდეგ რევოლუციონერების მხრიდან ხომ არ ყოფილა თქვენთან შეხვედრის მცდელობა?

- ისევ ბარამიძემ სცადა შემხვედროდა, მაგრამ მე უკვე მქონდა პრეზიდენტთან შეხვედრის საშუალება და მან მთხოვა, რომ თავი შემეკავებინა. ანუ, ისე მომეჩვენა, რომ სიტიუაცია ლაგდებოდა. ამის რამდენიმე წინა პირობა არსებობდა - ამერიკელების წინადადება იყო, რომ პარლამენტის არჩევნების შედეგების გადახედვა უნდა მომხდარიყო, მაგრამ პრეზიდენტს თავისი ვადა უნდა დაესრულებინა. ანუ, ის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს კოჰაბიტაციის სახით. ბევრი სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები მიდოდა, ამ მოლაპარაკებებს მე შეგნებულად ვარიდებდი თავს, რომ არ აღმოვჩენილიყავი რომელიმე მხარეს. ჩემი თანამდებობა არ იყო პოლიტიკური, ჩემი თანამდებობა იყო სამხედრო და ამას შეეძლო პროცესების ცუდი განვითარება გამოეწვია. დავკმაყოფილდი იმით, რომ მივიღე პირობა იმისა, რომ არანაირი იარაღი არ გამოჩნდებოდა.

ვისგან მიიღეთ ეს პირობა?

- იმ საღამოს ბარამიძემ მითხრა, რომ მესმის რაზეა ლაპარაკიო. თუმცა, არ დაგიმალავთ, რომ გენერალურ შტაბში ჩვენ შევიმუშავეთ რამდენიმე გეგმა. ორი პარალელური მიტინგი მიდიოდა, აჭარიდან იყვნენ ჩამოსული აქციის მონაწილეები, ცენტრალური ხელისუფლების მხარდასაჭერად. არა მგონია, რომ ეს ჭკვიანური გეგმა იყო. ადვილი შესაძლებელი იყო ამ ორ ბანაკს შორის მომხდარიყო რაღაც... ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ რამდენიმე ვარიანტი. ჯერ დაშორიშორებისა და შემდეგ - განიარაღების. განსაზღვრული გვქონდა ადგილები, თუ სად უნდა გაგვეწია ხალხი და სად უნდა აგვეყარა შემდეგ იარაღი. სხვათა შორის, რევოლუციის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში მოსული იყო ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე ახლდა და გავაცანით ეს გეგმა. რეაქცია მომეწონა - წარმოგიდგენიათ, რას ვართ გადარჩენილებიო?! პირდაპირ გეტყვით: იარაღი რომ გამოჩენილიყო და დაწყებულიყო სამოქალაქო დაპირისპირება, არავის ბრძანება არ დამჭირდებოდა, რომ წესრიგი დამემყარებინა.

რაც შეეხება დაკავშირების მცდელობებს... ძალიან საინტერესო გამოდგა თვითონ 23 ნოემბერი, განსაკუთრებით - დღის მეორე ნახევარი. ბადრი ბიწაძე მოვიდა ჩემთან, ახალი გადამდგარი იყო. პირისპირ დავჯექით, ვუყურებთ ერთმანეთს. მე უკვე ვხვდები, რა უნდა ეთქვა... ველოდები, რა ფორმით იტყვის. არ გეწყინოს, დავით, დამავალეს, რომ შენ რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ ვერ გკადრებო. მე ვუთხარი, რომ ძალიან კარგი, რადგან თუ ის არის, რაც მე ვიფიქრე, კარგია, რომ არ მითხარი-მეთქი.

მაგრამ, რამდენიმე საათში მოხდა უფრო საინტერესო რამ. სამინისტროს არ ვტოვებ, სამხედრო ნაწილების მართვა რომ არ გამექცეს ხელიდან. მორიგე ოფიცერმა მომახსენა, რომ ჩემთან მოსულია ორი კაცი და მითხრა გვარები - გიგი წერეთელი და ასევე დამისახელა ჩემი უახლოესი მეგობრის გვარი. მორიგე ოფიცერს ვთხოვე, რომ ჩემი მეგობარი არ შემოეშვა და დაეტოვებინა შემოსასვლელში. გიგის ეკუთვნოდა შემოსვლა იმიტომ, რომ დეპუტატი იყო. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, რადგან ის, რაც გიგიმ მითხრა, ეს რომ ჩემს მეგობარსაც ეთქვა, მე მას დავკარგავდი.

რა შემოთავაზება ჰქონდა გიგი წერეთელს?

- მისი შემოთავაზება იყო, რომ ხალხი მე მელოდება, რომ გავაკეთებ განცხადებას - არ ვექვემდებარები შევარდნაძეს, მერე ყველაფერი მთავრდება და ხვალიდან იქნები საქართველოს გმირიო. მე შევეცადე გიგისთვის ამეხსნა, რომ გმირობის სხვადასხვა გაგება არსებობს და რომ ჩემი მხრიდან ეს იქნებოდა ცუდი საქციელი. თეორიულ დისკუსიაში ვართ და ამ დროს ძალიან საინტერესო რამ მოხდა...

გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებდა გენერალი იმნაძე, რომელიც დამიკავშირდა შიდა ტელეფონით. ეს იყო საბჭოთა სისტემის  დიდი  სელექტორი, დავაჭირე თითი სელქტორს და მეუბენება, რომ ბატონო მინისტრო, სასწრაფო მოხსენება მაქვსო, უცებ არ მივაქციე ყურადღება, რომ უცხო პირი მეჯდა კაბინეტში, ახლა არ მცალია-მეთქი. არა, ძალიან სასწრაფოა, მოსკოვიდან დამირეკესო.

გიგი წამოდგა, რომ გასულიყო. არა, გიგი, შენ აქიდან ვერ გახვალ-მეთქი. რატომო? იმიტომ, რომ მე არ ვიცი შენ აქედან რას გაიტან-მეთქი და ჯობს მოისმინო, მოსკოვიდან რაზე დარეკეს-მეთქი. არა, მაინც წავალო. მაშინ ვუთხარი, რომ ვერსად ვერ წახვალ, სანამ არ მოისმენ-მეთქი. ეს არ მომიყოლია არსად, პირველად ახლა თქვენთან ვყვები. შემოვიდა იმნაძე და უცხო პირი რომ ნახა, იუხერხულა. ვუთხარი, - ხმამაღლა თქვი, რა დარეკეს მოსკოვიდან-მეთქი. რომ არ მოგატყუოთ, რაც მოვისმინე, ამან ყველა ვარაუდი მეორე პლანზე გაწია.

რა გითხრათ გენერალმა იმაძემ? ვისი ზარის იყო მოსკოვიდან და კონკრეტულად რომელი უწყებიდან დარეკეს?

- ძალიან მოულოდნელი რამ იყო. როგორც თვითონ თქვა, გენერალური შტაბიდან დაუკავშირდნენ, ზუსტად არ მახსოვს მთავარი ოპერატიული სამართველოს უფროსი, თუ გენერალური შტაბის უფროსი. ჯერ სიტუაცია იკითხეს და მერე უთხრეს, რომ ყურადღება მიაქციეთ მინისტრ ივანოვის ვიზიტს, შეიძლება უკვე თქვენთან იყოს და იცოდეთ, რომ ძალაუფლება იცვლება აფხაზეთზეო Власть меняется на Абхазию. გიგის რეაქცია იყო ასეთი - წამოხტა, ეს პროვოკაცია არისო და გაიქცა. მე იმთავითვე მინდოდა სამხედრო საბჭოს შეკრება, მაგრამ მოხდა ისე, რომ შევარდნაძემ მთხოვა ავსულვიყავი კრწანისში. ამიტომ დაბრუნებისთვის მოვითხოვე ყველა სარდალთან და სამხედრო საბჭოს წევრებთან შეხვედრა. კრწანისში განვითარდა ის ცნობილი მოვლენები. იმ საღამოს რეზიდენციაში ივანოვთან ერთად მოვიდნენ სააკაშვილი და ჟვანია. მანამდე იყო პატარა თათბირი.

ჩააყენეთ პრეზიდენტი შევარდნაძე საქმის კურსში?

- არა. იქ აბსოლუტურად სხვა სიტუაცია დამხვდა. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა, ხომ არ დადგა დრო, რომ სამხედრო ძალების გამოგვეყვანა. მე მოვითხოვე ამოცანის დაზუსტება. პირდაპირ ვკითხე შევარდნაძეს, რა რაოდენობის მსხვერპლი იქნებოდა მისთვის მისაღები. ცოტა გაღიზიანებულმა მკითხა - მსხვერპლის გარეშე არ შეიძლებაო? ავუხსენი ასეთი ოპერაციების სპეციფიკა, - თუნდაც, სამხედრო ძალები ხალხთან რომ არ მისულიყვნენ, კანცელარიის შენობის განთავისუფლება რომ მოეთხოვა, რაც სავსებით ლეგიტიმური ამოცანა იყო, რომელიც უნდა შეგესრულებინა, უბრალოდ, შენობის გაწმენდის სპეციფიკია ისეთია, რომ ვიღაც აუცილებლად იღუპება. ჯარისკაცმა სულ რომ არ ისროლოს, ხალხში პანიკა რომ იწყება, შეიძლება ვიღაცა ფანჯრიდან გადახტეს, ერთმანეთი გადათელონ... ეს გეგმა მიუღებელი აღმოჩნდა შევარდნაძისთვის. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი ფრაზა თქვა: „მე ხომ ვთქვი გუშინ, რომ უნდა გადავდგე. გადაწყვეტილია ეს საკითხი და მოვიდნენ“. იქვე განისაზღვრა, რომ მოლაპარაკებაზე შევიდოდა თვითონ და ჯორბენაძე. მე დავბრუნდი სამინისტროში და მოვიწვიე სამხედრო საბჭო. დავიწყეთ იმ ზარის ანალიზი.

ორი თემა გვქონდა: ამაზე რა რეაგირება უნდა გვქონეს და მეორე - მაშინ რევოლუციურმა საბჭომ მოითხოვა ყველა მინისტრის გადადგომა და რა პოზიცია უნდა დაგვეკავებინა ჩვენ. კონსტიტუციაში იყო ერთი ასეთი მუხლი - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, შეუძლია კაბინეტი შეცვალოს გარდა ძალოვანებისა, და მას არ შეუძლია ძალოვანების გამოყენება. პირველ საკითხზე ძალიან სწრაფად შევთანხმდით. სამხედრო საბჭომ შეთანხმდა, რომ  უნდა გაგვეგრძელებინა ფუნქციის შესრულება, სანამ პრეზიდენტი არ იქნებოდა არჩეული.  მახსოვს, გენერალმა ამირან სალუქვაძემ ასეთი სიტყვები თქვა: „რაც არ უნდა მოხდეს, არ შეიძლება ჯარის „დაგდება“.

რაც შეეხება ზარს მოსკოვიდან, გენერალმა იმნაძემ სამხედრო საბჭოსთვის მოკლე მოხსენება გააკეთა. ორი ვარიანტი იყო: ან, ეს სიმართლეა და ჩვენ რას ვაკეთებთ. მაშინ იკვეთება ასეთი რამ - პრეზიდენტი არ არსებობს, მოსულია ხალხი, რომელიც იძახის, რომ ხალხის სახელით აიღეს ძალაუფლება და ამ დროს რეალურად  რაღაცის, ვიღაცისთვის გადაცემა ხდება. ანუ, თუ ეს სიმართლეა და შენ, თავდაცვის მინისტრს, ამაზე რეაქცია არ გაქვს, შენ ხდები ამის თანამონაწილე.

რამდენად სანდო იყო ეს ინფორმაცია? ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ეს ინფორმაცია თქვენამდე მოვიდა იმიტომ, რომ სამხედრო გადატრიალება მომხდარიყო?

- ამის გადამოწმების არანაირი შანსი არ გვქონდა. როცა ვმსჯელობდით, მაინც გამოვედით იქიდან, რომ რუსეთის გენშტაბიდან იყო დარეკილი, თუმცა რატომ უნდა დაერეკათ თუ მართლა ასე იყო? ანუ, თუ მართლა ივანოვი ჩამოდიოდა იმისთვის, რომ აფხაზეთზე ცვლიდა რევოლუციონერების მხარდაჭერას, მაშინ რუსეთის გენერალური შტაბი რატომ იყო დაინტერესებული ამის ჩაშლაში? ლოგიკური კითხვაა, ამიტომ აზროვნების სასწორი გადაიხარა მეორე მხარეს - რომ, ეს არის შემოგდებული ინფორმაცია. ჯარზე გაიცა ბრძანება: არც ერთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ნაწილის გარეთ არ გამოჩნდეს. ძირითადი ამოცანა იყო იარაღის საწყობების დაცვა და ჯარის შენარჩუნება. ამასობაში ღამის 3 საათისთვის დარეკა პრეზიდენტის ე.წ. „ვეჩემ“. ამან ცოტა გამაკვირვა, შევარდნაძეს უკვე ნათქვამი ჰქონდა - სახლში წავედიო, და წესით, არ უნდა დაერეკა. ავიღე ყურმილი და შემრჩა ქალბატონი ნინო. რომელმაც მითხრა, რომ „რევკომმა“ ანუ სამეულმა გადავწყვიტეთ, რომ ჯარი გამოიყვანოთ ქუჩაშიო. ვკითხე, რა მოტივით და რა ფუნქციით-მეთქი.

გითხართ ბურჯანაძემ, რა მოტივით უნდა გამოგეყვანათ ჯარი?

- არა. მათ ჩათვალეს, რომ ხალხის აღტყინება გადადიოდა ზომას, ხალხის მართვა ჰქონდათ დაკარგული და შეეშინდათ. რატომღაც, ქალბატონმა ნინომ ჩათვალა, რომ ეს მოტივები ჩემთვისაც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ჯარისთვის ბრძანება გამეცა. მე უარი ვუთხარი და პირდაპირ მივუთითე კონსტიტუციაზე, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ მიბრძანებს, სანამ არ იქნება არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც ჩავაბარებ ჯარსაც და ჩემს თანამდებობასაც. მე მგონი, დელიკატურად ვუთხარი და თან ისიც მივანიშნე, რომ ის რისიც მათ ეშინიათ - უმართავი პროცესების - რეალურად არ მოხდება.

მკითხა, რატომ ხართ ასე დარწმუნებულიო და მე მას ავუხსენი სამხედო ფსიქოლოგიის პატარა დეტალები. თუ გიფიქრიათ, სამ დღეს რატომ აძლევდნენ ქალაქების დასარბევად ჯარებს, როდესაც ისინი ქალაქებს იღებდნენ-თქო? ემოციისგან დაცლას სამი დღე სჭირდება. ნინომ ჩათვალა, რომ ეს იყო პირველი დღე. მან მითხრა - კი, მაგრამ დღეს პირველი დღე არისო, რაზეც ვუპასუხე, რომ პირველი კი არა, მესამე დღე იყო. ძალიან გრძელი დღე გამოვიდა, სახლში არც მივსულვარ. ჩემ სამუშაო კაბინეტში ვიყავი და ყოველ ორ საათში ვიღებდი ინფორმაციას, რა ხდებოდა. გამომივიდა ის, რომ არც ჯარი დაიშალა და არც შიგნით, ჯარში არ დაიწყო დაპირისპირება. კი იყო რამდენიმე ოფიცერი, რომელსაც წასცდა ხელი მოსალოდნელ კარიერულ ცვლილებებზე და თავი ამოყო იმ შტაბში, სადაც წესით არ უნდა ყოფილიყო.

რუსეთის გენშტაბიდან განხორციელებულ ზარს, რომ დავუბრუნდეთ, ფაქტია, რომ მაშინ ივანოვი მართლაც ჩამოვიდა საქართელოში და შეხვდა ამ სამეულს, თუმცა ამ შეხვედრის დეტალები დღემდე უცნობია. თქვენ იცით, რაზე იყო მათ შორის საუბარი?

- რაზე იყო საუბარი მათ შორის, ეს არ ვიცი. მაგრამ მე სულ ველოდი, რა ფორმით შეიძლება მომხადარიყო ის, რაც ამ ზარის ავტორმა თქვა. პირველი ნიშნები იმისა, რომ ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, გამოჩნდა მაშინ, როდესაც დაიწყეს ხევსურეთში, სვანეთში და კოდორის ხეობაში ჩვენს მიერ შექმნილი ბატალიონების განიარაღება. განსაკუთრებით - კოდორის ხეობაში. მესტიის ბატალიონი არსებობდა იმისათვის, რომ კოდორის გზით უზრუნველეყო, ეს ორი, მესტიის და კოდორის ბატალიონები ერთმანეთზე იყვნენ მიბმულები. თუ არ იქნებოდა ეს უზრუნველყოფა, ხეობა იზოლაციაში აღმოჩნდებოდა.

ის საერთაშორისო კონვენციები, რომლითაც ჩვენ მაშინ ვხელმძღვანელობდით, კონფლიქტის ზონაში რეგულარული შეიარაღებული ძალების შეყვანას გვიკრძალავდა, თუმცა ადგილობრივ მოსახლებას ჰქონდა სრული უფლება, რომ ყოფილიყო თავდაცვისათვის ორგანიზებული. ამათ კურატორობას არავინ გვიკრძალავდა. არსებობდა დაჯგუფება, რომელიც ჩვენ გადავახალისეთ, ჩამოვიყვანეთ, წვრთნა გავატარეთ, დავუნიშნეთ ოფიცრები და გვარდიის სარდლობას დავუქვემდებარეთ. ეროვნული გვარდია ისეთი სტრუქტურაა, რომ ასეთ რაღაცეებს იტანს. ეს გავაკეთეთ ხევსურეთში იმიტომ, რომ იქ საზღვარს უჭირდა. შემდეგ კი, განიარაღების პროცესი დაიწყო იმ მოტივით, რომ თურმე ხალხი უნდა მუშაობდეს ყანაში.

კოდორში რეგულარული სამხედრო ნაწილის გამოჩენა იყო პროვოკაცია. გაეროს ნებისმიერ დროს შეეძლო ეთქვა, რომ ჩვენ ვარღვევდით ხელშეკრულებას. გაეროს მანდატით აღჭურვილი იყო რუსეთის ჯარი, რომელსაც ხელ-ფეხი ეხსნებოდა, შეეძლო შემოსულიყო ხეობაში და განსხვავებით 2001 წლისაგან, ვერაფერს ეტყოდი - მისი ჩარევა ლეგიტიმური იქნებოდა. მაშინ გამოჩნდა იმის კონტურები, რომ შეიძლება იმ ზარის უკან რაღაც იდგა.

ამას მოყვა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. ცხინვალის რეგიონში დაახლოებით 100 ქართულ სოფელზე და, ასევე, კოდორის ხეობაზე საქართველომ დაკარგა კონტროლი. ეს ადასტურებს, რომ ზარის ავტორმა მაშინ სიმართლე თქვა?

- ლოგიკაში ჯდება. 10 წელი გადის, რევოლუციური სამეულიდან ორი ცოცხალია და კარგი იქნება, რომ მოგვიყვნენ, რა მისიით იყო ჩამოსული ივანოვი... 2008 წლის აგვისტოში ომი ცხინვალის მიმართულებით დაიწყო, მაგრამ კოდორის ხეობის დათმობა ავტომატურ რეჟიმში არ მომხდარა, კოდორი ცალსახად არის დათმობილი. მე შემიძლია ჩემი სანთებელა გაჩუქოთ, ჩემი ნივთია, მაგრამ როცა ტერიტორიას გაძლევ ამას სჭირდება ურთიერთობის სხვა განზობილება. მშვიდობიანად და დეკლარირებულად არც ერთ მთავრობას ეს არ გამოუვიდოდა. მაშინ როგორ უნდა მოხდეს ეს გადაცემა? ძალიან მარტივია - უნდა მოხდეს ომის ინსცენირება და მოწინააღმდეგემ უნდა დაიკავოს ის ტერიტორია. გამომდინარე იქედან, რაც ამ ათმა წელიწადმა აჩვენა, სწორედ ეს სურათი იხატება.

არის ეს ღალატი?

- მე არ ვიცი  იურიდიულ ტერმინოლოგიაში როგორ არის ღალატი განსაზღვრული, მაგრამ ადამიანურ ენაზე ეს არის ღალატი! ეს არის დიდი ღალატი!!!

ალბათ, უნდა ჩატარდეს გამოძიება - რა მოხდა 2003 წელს და რა მისიით ჩამოვიდა ივანოვი საქართველოში და იყო თუ არა ამის გაგრძელება 2008 წელი...

- თუკი დავუბრუნდებით 2008 წლის აგვიტოს მოვლენებს, სერიოზული გამოძიება მართლაც ჩასატარებელია. ვიღაცამ უნდა ამოწიოს ივანოვის და იმ სამეულის  სტენოგრამული ჩანაწერები. ასეთი რაღაცეები თუ არ არსებობს, ეს უკვე ცალკე დანაშაულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერი რუსეთს ექნება.

როგორ ფიქრობთ, რატომ ასაიდუმლოებს ნინო ბურჯანაძე და მიხეილ სააკაშვილი ივანოვთან შეხვედრის და მოლაპარაკების დეტალებს?

- ვინმემ ჰკითხა, ივანოვი რაზე გელაპარაკეთაო?! საზოგადოებამ ივანოვის ჩამოსვლა აღვიქვა, როგორც მხარეთა მორიგების მცდელობა. ბურჯანაძე და სააკაშვილი - ორი სავარაუდო მონაწილე ამ შეხვედრისა, ცოცხალია, გამოვიდნენ და თქვან. მესამე არაა ცოცხალი და ის ვერაფერს გვეტყვის.

ათი წლის შემდეგ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ სკანდალურ თემაზე გელაპარაკათ?

- ამის მოყოლა უფრო რთულია ჩემთვის. როგორ ფიქრობთ, 2003 წლიდან რომელ ეტაპზე უნდა მომეყოლა? შედეგი რა ექნებოდა? არის რაღაცეები, რომელსაც შიგნით ინახავ, გრღნის და გღლის. ახლაც, თქვენ რომ მობრძანდით, შემეძლო ჩვენი საუბარი სულ სხვა მიმართულებით წამეყვანა, მაგრამ, ახლა ეს დეტალები რომ მოვყევი, გავთავისუფლდი. როდესაც თქვენი კოლეგები ომზე მეკითხებოდნენ, ყოველთვის თავს ვარიდებდი ამ თემაზე საუბარს.

ამ რთულ და დაძაბულ პერიოდში, თუ არის ისეთი დეტალი, რომელიც კარგად გახსენდებათ?

- როდესაც გამიჭირდა კომუნიკაცია შევარდნაძესათან, როგორც გითხარით, რაღაცეები ჩემს თავზე უნდა ამეღო. ყველაზე სუსტი წერტილი იყო სამხედრო ნაწილების მეთაურების ლოიალურობა. ვინ რა პოლიტიკური წნეხის ქვეშ იყო, ეს სურათი არ გვქონდა. ეს ის სიტუაციაა, როდესაც მეთაური მეტს წყვეტს ადგილზე, ვიდრე მინისტრი კაბინეტში.

გადავწყვიტე, შევხვედროდი ბატალიონებისა და ბრიგადების მეთაურებს. გენშტაბს დავავალე, რომ მეთაურების შეკრება გაგვეკეთებინა და შეხვედრის ადგილად დავნიშნეთ არმაზის ციხე. იქ ყველა თავისით უნდა მოსულიყო. ნაწილმა ჩათვალა, რომ მათ ფიზიკურ შესაძლებლობას ვამოწმებდით. როცა შევიკრიბეთ და დავალების მოლოდინში იყვნენ, პირდაპირ ვუთხარი, არანაირი დავალება არ იქნება-მეთქი. ჩემი წინადადება იყო, დაგვეკლა საკლავი და გაგვემართა მსჯელობა. ერთ რამეზე ყველა შევთანხმდით - რომ სამოქალაქო ომს არ დავუშვებდით.

როცა გავიარეთ, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ომი, გამოირკვა, რომ ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო ნაწილები ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. სხვა ვარიანტი არ არსებობდა. რამდენიმე მცდელობა იყო, მაგრამ არმია ისე იყო აწყობილი, რომ ამ მცდელობებს იქვე აჩერებდა. ასეთ გადაწყვეტილებამდე მივედით - თუ რამეს გავაკეთებთ, ცუდს თუ კარგს, გავაკეთებთ ერთად, ანუ ჩვენს შორის არ გაჩნდება დაპირისპირება. შეხვედრის შემდეგ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი - რომ მეთაურები მენდობოდნენ მე და მე ვენდობოდი მათ. ამის შემდეგ შედარებით თამამად ვიყავი.

P.S. ჩვენ შევეცდებით, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში შემოგთავაზოთ ნინო ბურჯანაძის და გიგი წერეთლის განმარტებები. ასევე, დავუკავშირდებით გენერალ ვლადიმერ იმნაძესაც.

 

ნანახია - 82780

ვალერიან

2013-10-24 12:18:54

ეხ დავით, დავით, ამდენი თუ იცოდი ( ლაპარაკი :) ) ამოგეღო მაშინვე ხმა, რას დუმდი?

boloka

2013-10-24 12:22:26

ადმინ გილოცავტ პრესა.ჯე გახდიტ

ჯარჯი

2013-10-24 12:25:14

რეებს ბოდავს ეს საცოდავი. ბატონმა თევზაძემ არ იცის, რომ შევარდნაძემ გასცა ბრძანება ჯარის გამოყვანის შესახებ 22-დან 23 ნოემბრის ღამეს და რომ ამას არ დაემორჩილა პირადი შემადგენლობა? ამას რაკი არ ამბობს, ესე იგი ტყუის ყველაფერ დანარჩენშიც.

ქეთო

2013-10-24 12:41:08

მიეცით ბურჯანაძეს და ბაქრაძეს ხმა, არ დაიშუროთ გულისხმევა და პათოსი - გასაყიდი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს!!!!

georgekh13

2013-10-24 12:47:12

ამოიღებდა ხმას და მოუწევდა ან გაქცევა საქართველოდან, თუ მოასწრებდა, ანდა ციხის ხეხვა...
ეს უკეთეს შემთხვევაში...

georgekh13

2013-10-24 12:53:41

რა თქმა უნდა გაყიდულია აფხაზეთი და სამაჩაბლოც...
საქმე ისაა, პასუხი როდის მოეთხოვებათ მოღალატეებს...
თუმცა, სააკაშვილი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომელი თუ არის, მაშინ ღალატი არ გამოდის მის მხრიდან... პირიქით, თავის ქვეყნისთვის მოქმედებს, ანუ რუსეთისთვის...
და არა მარტო ის... ბევრი მის გარშემო... და არა მარტო მის გარშემო...

და სააკაშვილისნაირები რომ ჩანერგა KGB მთელ საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ეს ცნობილია... ეს მოხდა ანდროპოვის დროს... ის ხვდებოდა რომ ენძრეოდა საბჭოთა კავშირს და ღრმად დამალული KGB-ს ოფიცრობა დატოვა ყველა რესპუბლიკაში.. რომლებიც უნდა გააქტიურებულიყვნენ ზემოდან, მოსკოვიდან, საჭირო დროს... ეს ხალხი არ იყვნენ აგენტები... ეს იყო ოფიცრობა და მათთვის სამშობლო რუსეთი იყო და არის... და არა ის რესპუბლიკა სადაც დაიბადნენ და ა.შ.



imeri

2013-10-24 12:54:33

ნაცებმა, რომ საქართველო 3 ვერცხლზე გაყიდეს, ეს ფაქტია. სულ ვფიქრობდი, რატომ წამოიწყო 2008–ში მიშამ სამხედრო ავანტიურა ცხინვალის რეგიონში, მით უმეტეს, ამერიკელები აფრთხილებდნენ არ გაბედოო. მარტო კონდოლიზა რაისის ვიზიტი და მისი მოგონებებეია ამის დასტური. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, სად იყავით აქამდე ბატონო დავით და რატომ მაინდამაინც არჩევნების წინ ასეთი აღსარება. ეს თუ სიმართლეა, მაშინ იმ ტრაგედიაში, რაც საქართველოში დატრიალდა, თქვენც დიდი წვლილი მიგიძღვით. სულ ვამბობდი, ბურჯანაძეს, რომ ვუყურებ პუტინი და ჟირინოვსკი მახსენდება მეთქი. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ისე ვღელავ, რომ აზრები ბოლომდე ნორმალურად ვერ დავალაგე, ამიტომ ბოდიშს გიხდით, თუ ბოლომდე გამართულად ვერ ჩამოვაყალიბე სათქმელი.

natali

2013-10-24 13:12:43

აქ სხვა კომენტარებიც ხომ იდო? რატომ გააქრეთ?

დაასა

2013-10-24 13:14:50

ფეხებით უნდა ჩამოკიდო სააკაშვილი-ბურჯანაძე!ახლა, რომ კიდევ პრეზიდენტობა უნდა, ამ დედაკაცს?!

natali

2013-10-24 13:15:31

აი ესენი

mona2013-10-24 03:34:26
ერიჰააა........
Bidzina2013-10-24 04:26:49
მიშა შენი დედაა მ........ი, ამ მოღალატეებს უკან მობრუნების საშუალება რომ მიეცი იმიტომ! მოღალატეების და სამშობლოს გამყიდველების ხელშია საქართველო!
asa2013-10-24 07:40:25
მართლა თევზი ხომ არაა ეს ვირიშვილი. ამდენი ხანი რატომ დუმდა.
პლატონი2013-10-24 08:46:23
2008 წლის ომი იყო ტერიტორიების გადაბარების სპეცოპერაცია, რომელიც ურაპატრიოტიზმით გათამაშდა.
დღეს ვინც ყველაზე მეტს აგინებს რუსებს, სწორედ ისაა ყველაზე დიდი რუსეთუმე და უფრო საშიში რუსეთუმე, ამ სცენარით მუშაობდა კგბ ყოველთვის და მასე მუშაობს ფსბ დღესაც.
ფსბ-ზე ძალიან ლაითი წარმოდგენა გვაქვს, ის ერთ-ერთი ყვლაზე ძლიერი სპეცსამსახურია მთელს მსოფლიოში და არაა მასეთი ხელწამოსაკრავი.
ფსბ-მ წაუგებელიი თამაში წამოიწყო საქართველოს წინააღმდეგ, სადაც სადაც ყველა ვარიანტში რუსეთი გამოდის გამარჯვებული, აი ჩვენ კი ვზივართ და სისულელებზე ვკარგავთ დროს.
რა გააკეტა ფსბ-მ:
მიშას, რომელსაც გავლილი ქონდა კგბ-ს სკოლა და ითვლება რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლად, გააპრეზიდენტეს საქართველოში და რაც ყველაზე მთავარია ისეთი იმიჯი შეუქმნენს რომ ეს არის დასავლეთის კაცი და დასავლური კურსის მატარებელი. მიშას დაევალა რუსეთის გინება და ყველანაირად ცუდ კონტექსტში მოხსენიება, ვინაიდან მათ ჭირდებოდათ ისეთი მიშა, რომელშიც ხალხი დაინახავდა უეჭველად პროდასავლურ ადამიანს და რუსეთის დაუძინებელ მტერს. ამასობაში სააკიანს დაავალეს მთელი ეკონომიკის რუსეთის კაცისათვის ჩაბარება,რომელსაც რეფორმების საფარქვეშ უნდა დაენგრია ეკონომიკა და განვითარების საწინააღმდეგო რელსებზე დაეყენებინა, დავალების თანახმად კი სტრატეგიული ობიექტები რუსეთისათვის უნდა გადაეცა. გახსოვთ მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა, რომ ჩაუშალა ამერიკელებმა რა ცოფებს ყრიდა ბენდუქა.
მიშას უნდა მოეხდინა აგრეთვე კონფლიქტური ტერიტორიების ტერიტორიების გადაცემა (ოღონდ ეს ისე უნდა გაეკეთებინა, რომ საკუთარი ტავი არ გამოემჯღავნებინა, ანუ ანუ ურაპატრიოტიზმის ფონზე.) გახსოვთ კოდორის ხეობის აკვიატება, ოსეთის ავტონომიის აღდგენა.
ასევე სააკიანს ევალებოდა საკუთარი მოსახლეობის რაც შეიძლება მეტად გამწარება და ეს ყველაფერი დაარტყავდა დასავლურ იმიჯს, ანუ პროდასავლური სააკიანი ამწარებს საკუთარ ხალხს. ხალხში გაიზრდებოდა უკმაყოფილება დასავლეთის მიმართ ხოლო რუსეთის მიმართ პირიქით. რუსეთის ემბარგოს შემდეგ ევროპამ მოინდომა ჩვენთვის ბაზრების გახსნა და ერთგვაროვანი, რომ ყოფილიყო სივრცეები სასწრაფოდ სამი კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია(ანტიმონოპოლიური, სურსათის ხარისხის და შრომის კოდექსი), ამათ კი პირიქით ის ჰარმონიზებული კანონებიცა და მუხლებიც გააუქმეს რომელიც მსო–ში შესვლისას ევროკავშირთან ჰარმონიზაციაში მოვიდა, ჩააგდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებაში იყო 1999 წლიდან და ითვალისწინებდა 2009 წლამდე კანონების ჰარმონიზაციას, რაც პირიქით შესრულდა.მიშას აგრეთვე თანხმობა ათქმევინეს ომის შემდეგ რუსეთის მსო–შესვლაზე, რისი დაბლოკვაც შეეძლო. ახლაც ოლიმპიადის ბოიკოტის უკან სცენარია, როცა პუტინი თვითონ ააფეთქებს რაღაცას, ნახავენ ვინმე ბოევიკს რომელიც იტყვის, რომ საქართველოში გადიოდა მომზადებას, მერე არკვიე მტყუან მართალი.
ანუ ფსბ–ს ჰქონდა ორი წაუგებელი სცენარი:
1. სცენარი:თუ ხალხი მიშას არ მოიშორებდა და საქართველო ასე გააგრძელებდა ცხოვრებას, რუსეთი კმაყოფილი იქნებოდა ამით, ვინაიდან მისთვი მნიშვნელოვანი საკითხები მის სასარგებლოდ წყდება, და ამას მიშა უზრუნველყოფს, პუტინმა პირველმა მიულოცა გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები მიშას 2008 წელს.
2.სცენარი: თუ ქართველი ხალხს მიშას ყელში ამოუვა და მოიშორებს, მას მოიშორებენ იმ მოტივით, რომ დასავლეთის მეგობრობამ არ გაამართლა, ქართველებში ანტიდასავლური განწყობა ძალიან გაიზდება, რაც ასევე რუსეთს აწყობს, ვინაიდან საქართველო უკვე თავისი ნებით გახდება არა დასავლეთის, არამედ რუსული ინტერესების გამტარებელი.
აი ამას ვერ ხვდება ძალიან ბევრი შიგნით და გარეთაც და მიშა მართლა გმირი გონიათ, რომელიც რუსეთს შეეჭიდა.

decibal2013-10-24 09:13:03
თავზი ვითომ სიახლეს ლაპარაკობს, ყველა ფაქტი აჩვენებს, რომ მიხო არის სამმგი აგენტი -იწყებს რუსეტითიდან, შეთავსებით იკავებს აშშ აგენტის "თანამდებობას" და მეტი გამორჩენის მ იზნით თუღქქეთის აგენტოპბასაც წარმატებით ასრულეებს. ამიტომ აქ რაღაც გაუგებარ გამოძიებებს რომ ატარებენ, დაიწყონ მთავარი_გამოიძიონ იუზნია ასეატია საზღვრების აღდგენის საკითხით(მიხო, ნონო და სხვების ბრალეულობა) და ბოლოს ომის მიმდინარეობით დაამთავრონ. ამის კი ვინ გააკეთებს? ისევ ფსბ აგენტებუი ხომ არაა, ? ამიტომ ნათელია, რომ სრულდება რუსეთის იმპერისს მოდერნიზაციის პროცესი, რომელშიც საქართველოს ფარჩაკი კოლონიის როლი ექნებ და სოციალისტური საქართველო სანატრელი გახდება. რომელსაც ასე გულმოდგინეთ ებრძოდნენ ჩვენი გამოჩენილი მამაულისშილები ანუ ფაქტიურად ქვეყნის დამსამარებლები.
kolxi2013-10-24 10:08:46
თევზაძისნაირი ქართველები სჭირდება დღეს სამშობლოს, უჭკვიანესი, სულით და გულით ქართველი, სულით და ხორცით ჯანმრთელი, თავისი საქმის ბრწყინვალე მცოდნე, ქართველი, რომელსაც პრაქტიკულად აქვს სამშობლოსათვის ნაბრძოლი და არასოდეს წარბი არ შეუხრია არაფრის წინაშე!!!
kolxi2013-10-24 10:10:18
დეციბალის ანალიზი და პროგნოზი კი ჩვენთვის სამწუხაროდ სიმართლესთან ძალიან ახლოს დგას!!!
qwas2013-10-24 10:15:18
დაუჯერებელია, იმიტომ რომ ვერ გადაამოწმებ!
ბიძინა მარგველაშვილის აგიტაციაა!
მაგას ისიც ეცოდინება ღრუსეთი ახლა რა სცენარით მოქმედებს ბორიას თამადობით!
boloka2013-10-24 10:23:38
დეციბალ,არ ფიქრობ,რომ ეს თევზაძე,რაღა 3 დღით ადრე ალაპარაკდა არჩევნებამდე?!მიშა ,რომ აგენტია ,უპირველესად რუსეთის და რუსეთისგან ნებამიცემული ,დასაშვებ ზღვარზე სხვა ქვეყნების[?],ეს არახალია,ძველია!ყველა ვინც აზროვნებს,დიდი ხანია მიხვდა,მაგრამ მე ვეკითხებითევზაძეს:ეხლა გაგახსენდათ ეს ამბები???რატომ ,ნაცქოცების სასარგებლოდ ხომ არაა?ან,სად იყავით მასინ ,როცა გაიგეტ რომ სააკაშვილი გარდაუვალ მსხვერპლზე ლაპარაკობდა 2003-ში???პასუხი გაეცით ,თქვენ თავდაცვის მინისტრი იყავით მაშინ.ბურჯანაძე რა ჩიტიცაა,ვიცით,მაგრამ რატომ ეხლა,ვის დავალებებს ასრულებთ მოქნქცქოცების?!
evrika2013-10-24 10:54:25
А Бурджанадзе???
gorda2013-10-24 11:05:54
ადმინ სტატია რატომ წაშალე?!
კიკოლი2013-10-24 11:10:32
boloka2013-10-24 10:23:38
დეციბალ,არ ფიქრობ,რომ ეს თევზაძე,რაღა 3 დღით ადრე ალაპარაკდა არჩევნებამდე?!

მაგის პასუხი თავად სტატიაშია - 3 დღე უნდაო ემოციისაგან დაცლასო, თევზაძე მოგვახსენებს. ანუ ამომრჩეველს გადაწყვეტილება მიღებული ექნება ემოციის ფონზე

:-)

ეხ, რავიცი რავიცი, აირია მონასტერი.
natali2013-10-24 11:52:37
რაღაც ვერ გავიგე ბოლომდე კარგად.
გამოდის რომ რუსეთმა წაიყვანა შევარდნაძე და ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა "მე ვარ ევროპელი"-ებს იმ პირობით, რომ აფხაზეთი მისი იქნებოდა? რუსეთმა ასლანაც წაიყვანა მშვიდობიანად, აჭარაზე პრეტენზია არ აქვს-თურქეთს დაუთმო.ამ დროს რას აკეთებს ევროპა-ამერიკა? ჭურში იჯდა? თუ მოსკოვიდან ზარამდე ჯერ მათ შორის (ამერიკა-რუსეთი) მოხდა მოლაპარაკება, ტრუბა ერთს და აფხაზეთი მეორეს? ასე "მშვიდობიანად" გაიყვეს? მშვიდობიანად იმიტომ ჩავსვი ბრჭყალებში, რომ ეს მათთვის მოხდა მშვიდობიანად, მაგრამ ჩვენთვის.....
იმიტომაც გაუპრავეს მიშას 2008 წლის არჩევნები, რომ თავისი მისია-აფხაზეთის და სამაჩაბლოს გადაცემის ბოლომდე არ ჰქონდა მიყვანილი? ამიტომაც ამ წილს ზაფხულშივე მოაგვარეს ხოო ეგ საქმე?
სად ვართ ჩვენ? ვინ ვართ? გვამები? საჭიროების შემთხვევაში რამდენიც დასჭირდებათ იმდენი გვამი? კი მაგრამ ძალა აღმართს ხნავს და რასაც გადაწყვეტენ ერთმანეთში რუსეთ-ამერიკა, ხომ ისე იქნება ყველაფერი? ამას ჩვენ როგორ შევეწინააღმდეგებით? გაგვიმხილონ და დავწყნარდებით. როდემდე უნდა გვხოცონ? სანამ ბოლო ქართველიც არ მოკვდება?
ასეა? თუ რამე მეშლება?
natali2013-10-24 12:11:17
ბენდუქიძეც გამოუგზავნა პუტინმა მაკონტროლებლად:) ამ "ამერიკელების კაცმა" რუსი როგორ დაისვა? თუ ეგეც უფროსების მოლაპარაკებაში შედიოდა?

natali

2013-10-24 13:17:46

რაღაც ვერ გავიგე ბოლომდე კარგად.
გამოდის რომ რუსეთმა წაიყვანა შევარდნაძე და ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა "მე ვარ ევროპელი"-ებს იმ პირობით, რომ აფხაზეთი მისი იქნებოდა? რუსეთმა ასლანაც წაიყვანა მშვიდობიანად, აჭარაზე პრეტენზია არ აქვს-თურქეთს დაუთმო.ამ დროს რას აკეთებს ევროპა-ამერიკა? ჭურში იჯდა? თუ მოსკოვიდან ზარამდე ჯერ მათ შორის (ამერიკა-რუსეთი) მოხდა მოლაპარაკება, ტრუბა ერთს და აფხაზეთი მეორეს? ასე "მშვიდობიანად" გაიყვეს? მშვიდობიანად იმიტომ ჩავსვი ბრჭყალებში, რომ ეს მათთვის მოხდა მშვიდობიანად, მაგრამ ჩვენთვის.....
იმიტომაც გაუპრავეს მიშას 2008 წლის არჩევნები, რომ თავისი მისია-აფხაზეთის და სამაჩაბლოს გადაცემის ბოლომდე არ ჰქონდა მიყვანილი? ამიტომაც ამ წილს ზაფხულშივე მოაგვარეს ხოო ეგ საქმე?
სად ვართ ჩვენ? ვინ ვართ? გვამები? საჭიროების შემთხვევაში რამდენიც დასჭირდებათ იმდენი გვამი? კი მაგრამ ძალა აღმართს ხნავს და რასაც გადაწყვეტენ ერთმანეთში რუსეთ-ამერიკა, ხომ ისე იქნება ყველაფერი? ამას ჩვენ როგორ შევეწინააღმდეგებით? გაგვიმხილონ და დავწყნარდებით. როდემდე უნდა გვხოცონ? სანამ ბოლო ქართველიც არ მოკვდება?
ასეა? თუ რამე მეშლება?

ბენდუქიძეც გამოუგზავნა პუტინმა მაკონტროლებლად:) ამ "ამერიკელების კაცმა" რუსი როგორ დაისვა? თუ ეგეც უფროსების მოლაპარაკებაში შედიოდა?

Ino Kent

2013-10-24 13:18:20

მთელი ძალებით შეტევაზე ბურჯანაძის წინააღმდეგ!
აკი შავი პიარი არ იქნებაო. რატომ მოუნდა არჩევნებამდე 3 დღით ადრე თევზაძეს აღსარების ჩაბარება?

georgekh13

2013-10-24 13:29:31

რა შავი პიარი უნდა ბურჯანაძეს... ისედაც არ ვიცით რაც/ვინც არის?

რაც ზემოთ დავწერე მიშაზე იგივე ითქმის ნინოზეც... როგორ გგონიათ, როცა ის მოსკოვში სწავლობდა, სპეცსამსახურები გაუშვებდა შანსს მასთან ურთიერთობისა? თანაც პერსპექტიული ადამიანი იყო და კარიერას რომ მიაწვებოდა, მაშინვე იქნებოდა ცნობილი...

ასე რომ, არ არის ჩვენი საშველი... რუსებს მაგრად ვყავართ ჩაბღუჯული...
საითაც არ უნდა გაიხედო, მათი (სპეცსამსახურების) ხელი ჩანს...

nugzari

2013-10-24 13:30:02

ჩემი აზრით ბატონი დავითი სიმართლეს ამბობს, ბურჯანაძის კეკლუცობა პუტინთან ამის მაგალითია! მიხოს ბიძაც რუსეთის გენერალია, ე.ი. გამოდის რომ კარგად უმუშავიათ. კოჰაბიტაციაც ალბათ ნაცების ნაჩალიჩებია და წარმოგიდგენიათ, ამ ორჯონიკიძეებს პრეტენზიები აქვთ ქვეყნის პირველი პირის ტიტულობაზე.
მიშას რომ კითხო, ბებიას (მზიას) სახლი გაყიდა, ბიბლიოთეკა რომ აუშენოს თბილისს.))))) სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამ პირუტყვებმა ხალხს ქვეყანა გაუყიდეს, ღირსება აყარეს და ეს ბოროტება (ნაცები) დღეს პარლამენტში ზის და გაიძახის მთავარი ოპოზიციური ძალა ვარო. ეს ქართული ერის ღალატზე უარესია.

natali

2013-10-24 13:31:12

მე რა ვიცი, ჩემთვის ამ სიტუაციაში ამერიკა გამოიყურება ბრიყვად. გაურიგდა რუსებს ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე და თან ეგონა რომ თავის კაცს გვისვამდა და ამ დროს რუსების კაცი დაგვისვა? არ იცოდა ბიძამისი სად იყო? ვერაფერიც ვერ გავიგე, ორი ვარიანტია, ან ბრიყვები არიან, ან გვატყუებენ და ასე ნაწილ-ნაწილ გვაბარებენ რუსეთს და ბურჯანაძე ბოლო კოზირია მაგათი შეთანხმების.
მგონი გიჟებს ჰგვანან, რა დროს გამოჩნდა ბიძინაააა:)))))

georgekh13

2013-10-24 13:32:01

ნატალი მართალი ხარ...
ყველაფერს რუსები აკონტროლებენ... ჯერ ზვიადი დაგვისვეს, მერე ედიკა, მერე მიშა, ახლა ალბათ ბიძო და ვართ ასე...
ხალხს კი ჰგონია რომ ჩვენ მოვაწყვეთ რევოლუცია და ჩვენ ვირჩევთო...
ხალხის მასების მართვა რომ ძნელი არ არის, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება...

natali

2013-10-24 13:34:13

ამერიკა-რუსეთის კოჰაბიტაცია მიდიოდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს მიწაზე?

და მგონი ეს კოჰაბიტაცია დასრულდება 3 დღეში.
ყველანი არჩევნებზე!!!!!!!!!!!!!

natali

2013-10-24 13:35:02

georgekh13
ბიძო არა, ბიძოს გამოჩენა შოკი იყო ყველასთვის.

georgekh13

2013-10-24 13:37:19

ნატალი, ამერიკელები ბრიყვები არიან... ამერიკელებს ეგონათ, რომ მიშა მათი კაცი იყო, და ამ დროს ის რუსებისაა...

უბრალოდ ამერიკელებს არ ყოფნით იმის საჯდომი, რომ რუსებს პირდაპირ დაეტაკონ... 2008 წელმა ეს აჩვენა...

ისე კი, ეს დიდი თამაშია, სპეცსამსახურების ბრძოლა და აქ ხან ერთი მხარე წააგებს, ხან მეორე...
რუსების სპეცსამსახურები ძლიერი არიან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში... ამერიკელებმა დააპირეს რაღაც და წააგეს... გახსოვს, ვიღაც სპეცსამსახურების ოფიცერი რომ მოკლეს ედიკას დროს ამერიკელების და ვიღაც მთვრალ ჯარისკაცს რომ დააბრალეს...

საქართველო პაიკია, რომელსაც ხან ერთი მხარე შეწირავს და ხან მეორე... ჩვენზე ბევრი რამე არ არის დამოკიდებული მაინცდამაინც...

კალა

2013-10-24 13:38:03

ამ შეხვედრის სამი მონაწილეა ცოცხალი. ის მესამე მთავარია და ის ადამიანი ივანოვია. სამწუხარო ისაა, რომ ამ სამიდან არცერთისათვის არაა დამახასიათებელი სიმართლის თქმა და მოწმეებად მათი დასახელება კონტრპროდუქტიულია. დარჩა თევზაძის ხმა ხმად მღაღადებლისა. . .
ივანიშვილი მიდის. დავაწიოთ ჩვენი მადლიერი ხმა გზაში და მხარი კიდევ ერთხელ დავუჭიროთ.
ყველანი არჩევნებზე!!!

georgekh13

2013-10-24 13:38:48

ბიძოზე არ ვიცი... ჩემი აზრით ბიძოს იმდენი ფული აქვს, რომ ალბათ შეუძლია დამოუკიდებლად თამაში...

პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშას ბიძოს ისევე გადაგდგება არ მოენდომებინა, როგორც ბევრის, დღესაც ნაცების ხროვა იქნება ხელისუფლებაში...

georgekh13

2013-10-24 13:41:04

მაინცდამაინც არ არის საინტერესო რას იტყვის მიშა, ნინიკო ანდა ივანოვი... ხომ ისე მოხდა, როგორც თევზაძე ამბობს... მორჩა... ფაქტია მთავარი...
რომ გაიყიდა საქართველო, ეს ცხადია და მოღალატე ვინ არის მაინცდამაინც ახლა ამ წუთში არ არის საინტერესო... თუმცა ჩემი აზრით, სამივე მათგანი მოღალატეები არიან... თუმცა ესეც საკითხავია, შეიძლება თუ არა დაუძახო მოღალატე მტრული სახემლწიფოს სპეცსამსახურების თანამშრომელს...

natali

2013-10-24 13:44:21

georgekh13
ბენდუქიძე რომ დაუსვეს რუსებმა მიშას, ყველამ იცოდა რომ რუსებს გვაბარებდნენ, ეს თუ ამერიკა-რუსეთის შეთანხმების ნაწილი არ იყო, ვერ გააგდებინეს მიშას ბენდუქა?

natali

2013-10-24 13:47:16

ჩვენი სიბრიყვით მოღალატეები ჩვენ გამოვდივართ მაგათ დაკრულზე რომ ვიცეკვეთ. ახლა მაინც გამოვფიხზლდეთ და ახლა მაინც მივცეთ ხმა არამარიონეტულ ძალას.

georgekh13

2013-10-24 14:01:36

ნატალი, მაინცდამაინც ჩვენზე არ არის რამე დამოკიდებული... ჩვენ რაც შეგვიძლია, ესაა, ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინოთ, და მორჩა...
მაგრამ ეს რომ თქვა საქართველოში, მოღალატე ხარ და არაპატრიოტი... პატრიოტიზმი მარტო ისაა, რუსებს პერფომანსს რომ მოუწყობ დვანში... და კიდევ მიტინგით რომ დახვდები მტრის ტანკებს...

პლატონი

2013-10-24 14:08:05

მიშა რომ პიარის დიდოსტატია ამაზე არავინ დაობს, რასაც ბრწყინვალედ იყენებდა თავის ბინძური პოლიტიკისათვის. როდესაც კამერები იცოდა რომ იღებდნენ სწორედ მაშინ მსახიობობდა რათა რუსეთის მტრად მოეჩვენებინა თავი, გაიხსენეთ როგორ გაიქცა და დაწვა გორში მიწაზე, ვითომ რუსეთს მისი მოკვლა უნდოდა, არადა ეს რომ სდომებოდა უცხოეთში ძალიან ადვილად გააგორებდა. როგორ დაღეჭა ჰალსტუხი სიენენის ჟურნალისტების წინ ვითომ შეშფოთდა რუსეთის ჯარების შემოსვლაზე, არადა მეთიუ ბრაიზა იძახის მთელი მსოფლიუო ვეუბნებოდით, რომ გამოდი ცხინვალიდან და რუსეთზე გადავა მთელი პასუხისმგებლობაო და მაინც არ დაუჯერა. როგორ დაუჯდა ჟირინოვსკის ტელევიზიაში და 50 ათას დოლარად ალანძღვინა თავი,ანაკლიაში როგორ დაურიგა რუს ჯარისკაცებს ფული და თითქოს აქედან ვერტალიოტით ჩაასწრო და დატყვევებული ჟურნალისტები იხსნა და ჯარისკაცებს უკან დაახევინა.ერთხელ კაჩინსკი წაიყვანა საზღვართან, ეს რომ გაიგო პოლონეთის მთავრობამ რატომ წაიყვანა ასეთ რისკზეო ერთი ამბავი ატეხეს, ის კი ვერ წარმოედგინათ, რომ რუსები კი არა ჩვენები ისროდნენ ჰაერში და ასაღებდნენ თითქოს რუსები დაესხნენ თავს. ტერაქტებს ჩვენებს აწყობინებდა და რუსეთს აბრალებდა, ამერიკის საელჩოსთან, ნათელაშვილის ოფისთან და სხვა.ვითომ რუსეთის ჯაშუშებს იჭერდა, სინამდვილეში რუსეთს აძლევდა მიზეზს, რომ რუსეთს ქართველები გამოეყარა.
ფაქტია რომ ასეთი პოლიტიკით საქართველო ძლიერ დასუსტდა:
1. ტერიტორიების დაბრუნების ნაცვლად უფრო მეტი დავკარგეთ
2.საქართველო სიღარიბის გარეშეს ნაცვლად ხალხი სიღარიბესა და სიღატაკეშია ჩაფლული.
3. სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად– სასამართლო გახადა უკანონობის დამკანონებელი ორგანო, ხოლო პროკურატურაში გამოძიებას ჩაენაცვლა იძულებითი აღიარებითი ჩვენებების მოპოვება
4. ციხეებში შეიქმნა საკონცენტრაციო ბანაკები სადაც მტყუან მართალს ყველას აწამებდნენ.
5. ეკონომიკა დაუქვემდებარეს არა კონკურენციას არამედ მონოპოლიზაციას, ხოლო სავაჭრო პოლიტიკა ნაცვლად ექსპორტისა და ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისა დააჯინეს იმპორტზე.
6.ელიტარული კორუფციის აყვავება მილიონრები გახდნენ მისი შპანა მეგობრები კეზერაშვილიდან დაწყებული, ჩამოყალიბდა კლანები: კუბლაშვილები, ახალაიები, ბეჟუაშვილები, გილაურები, კოდუები....
5. ჩარეცხეს ინტელიგენცია და პროფესიონალი კადრები და მის მაგივრად დანიშნეს მინისტრებად არაპროფესიონალები ქობალია და ა.შ.რომლებმაც სამინისტროებში მოიყვანეს პატარა გოგო ბიჭები, რომლებმაც იციან მხოლოდ კომპიუტერი და ინგლისური.
6. საქართველოს კრედიტები გაეზარდა 2.5 ჯერ, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს.
სად წავიდა 4.5 მილიარდ ნახევარი კრედიტი, რატომ არ შეიძლებოდა დაბალპროცენტიანი კრედიტები გაეცათ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის და შეექმნათ სამუშაო ადგილები.

georgekh13

2013-10-24 14:14:04

არ მგონია, რომ გორში მიშა თამაშობდა ანდა ჰალსტუხს იმიტომ ღეჭავდა რომ თამაშობდა...
მაშინ მართლა შეეშინდა, იმიტომ რომ მისი ბედი წყდებოდა... ხომ შეიძლებოდა რომ ამერიკელებს ასე ადვილად არ ჩაესვარათ, მაშინ მორჩენილი იყო მიშას ამბავი... მაგრამ ამერიკელებმა ჩაისვარეს, ალბათ კარგიც ქნეს, რადგან ომის დაწყებას ისევ ჩვენი დაჩმორება ჯობდა მათი აზრით და ალბათ ასეცაა გლობალურად თუ მივუდგებით საკითხს...

imeri

2013-10-24 14:15:56

მადლობა ღმერთს, რომ მე მარტო არ ვფიქრობ ბურჯანაძეზე, როგორც რუსეთი ემისარზე. კარგი იქნებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ არ ვიქნებოდი იძულებული პლასტელინისთვის მიმეცა ხმა, ალბათ იმიტომაც არ დაუშვეს ქ–ნი სალომე არჩევნებში, იცოდნენ, რომ ყველას წაართმევდა ხმებს. პარადოქსია, მაგრამ მისი კანდიდატურა არ აწყობდა არავის, არც ნაცებს, არც ოცნებას და არც ბურჯანაძეს. ამის მერე იქნებ ვინმემ გამცეთ პასუხი კითხვაზე – რა აზრი აქვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს ? პარლამენტში შემცირდება ნაცების რაოდენობა და მის ხარჯზე (ძირითადათ) მოჯდება ბურჯანაძე. ამისათვის არჩევნები არ არის საჭირო. საკმარისია ბურჯანაძემ ოცნების ხარჯზე შექმნას ახალი ფრაქცია არსებულ პარლამენტში. მითუმეტეს ამის შესახებ უკვე ლაპარაკობენ კულუარებში. უმრავლესობით მაინც ვერ მოვა, „პუტინა“ ფრაქცია კი ისედაც ეყოლება.

natali

2013-10-24 14:21:43

პლატონ
ყველაზე ცუდი და დამანგრეველი მისამ რაც ქვეყანას გაუკეთა, ერთი თაობა გამოტოვა. მე რომ ეს დავწერე ხუმრობად ჩათვალეს, არადა ეს ისეთი დამანგრეველია ქვეყნისთვის, რომ ამის გამოსწორებას 25 წელი მაინც სჭირდება თუ მეტი არა. ჯერ იმ ფსიქიკადარღვეული ახალგაზრდების გონს მოყვანა როგორ მოხერხდება არ ვიცი, რომლებიც დააჯერეს, რომ მთავარია ყველაფერი იკადრო და კეზერასავით მილიონერი გახდები, სწავლა და შრომა რად გინდა. გაიხსენეთ ვინ გვყავდა მინისტრებად.

XASANA

2013-10-24 14:22:49

ერთი, ვერ გავიგე რა ხდება და ვის მივცე ხმაა? ბურჯანაძის მომხრეებს, რატომ აგულავებენ მიტინგიდან მიტინგზე ამ ჩვენი ოცნების მიკროავტობუსებით- იმერეთში? თუ ხალხიც ჩვენი დაიქირავეს? მოკლედ ვისი .......... ვერ გაიგებ!

natali

2013-10-24 14:25:49

XASANA
მარგველაშვილს. თავისუფალია და არავისზე არ მუშაობს. იმიტომაც დაასახელა ბიძომ ეგ კანდიდატად.

პლატონი

2013-10-24 14:32:21

natali
გეთანხმები 40 წელს გადაცილებული ხალხის ჩარეცხვა ერთ ერთი მძიმე დანაშაულია. დამსაქმებლელს უკვე ტვინში ჩაუჯდათ, რომ ვაკანსიების გამოცხადებისას მიუთითოს ასაკი 40 წლამდე. ეს არ არის 40 წელს გადაცილებული ადამიანების უფლებები დარღვევა რა კეთროვანები არიან? და ამ დროს ლგბტს–ს უფლებებს იცავენ ჯურნალისტები და არასამთავრობოები.

XASANA

2013-10-24 14:39:56

ნატალი!
კი მივცემ მე მაგას ხმას და თითქმის მთელი სოფელიც მასეა. თუმცა ბიძოსგან ის დამრჩა " გულში" ცუდად?! - ახალწლიდან მიწის გაყიდვაზე მორიტორინგს რომ ხსნის და რაა გამოდის, ისევ ძველებურად ქართულ მიწებს " ურჯულოები" დაითრევენ...?

Jon Do

2013-10-24 15:53:50

თავისუფალი და პროდასავლური საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილი.

მარგველაშვილი თავისუფალი კი არ იქნება, არამედ მართვადი.

ივანიშვილს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მგონია დამოიკიდებელი მოთამაშე იყოს პოლიტიკაში, ისე როგორც ბევრს ჰგონია აქ.

ისიც ასევე რუსეთ-ამერიკის შეთანხმების საფუძველზე იქნებოდა მოსული, ოღონდ დამატებით თვითონ რა ეროვნული საქმეების გაკეთებას (მოგვარებას) შეძლებს, აი ეს არის საკითხავი.

პირადად მე ხუდონჰესის ვიღაც ინდოელი მილიარდერის მიერ აშენების პერსპეტივა არ მხიბლავს, შეიძლებოდა "ქართული" ფულითა და მეტად სარგებელით მომავალში აშენებულიყო, ბიუჯეტი მაქვს მხედველობაში.

usasa

2013-10-24 16:06:36

რა სასაცილოდ ჟღერს გენერალი სალუქვაძე!:))))

natali

2013-10-24 16:19:11

მეორე ადგილს მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუკი მარგველაშვილი 60 პროცენტზე ნაკლებს აიღებს. მარგველაშვილმა თუ ხმების დიდი რაოდენობა წაიღო, მაშინ ნაღდად დიდი მნიშვნელობა არ აქვს 10 პროცენტით მეორეზე ვინ გავა.
ამიტომ ძალიან კარგი იქნება მარგველა 70 პროცენტზე მეტს თუ მიიღებს.დასავლეთი რომ იძულებული გახდეს მხარი დაგვიჭიროს და რუსეთტან ტამაში დამტავრდეს, მარგველამ დიდი პროცენტით უნდა მოიგოს.
ნუთუ ვერ ხვდებით სალომეს მონაწილეობა რატომაც არ იყო საჭირო. ხოლო ეგ აჟიოტაჟი, რომ მეორეზე მცირე ხმებით არიქა ნაცები არ გავიდნენ და ამიტომ ბურჯანაძეს მივცეთ ხმაო, ისევ იმათი ატეხილია, ვისაც უბრალოდ მარგველას დიდი პროცენტით გასვლა არ უნდა, რადგან ამ შემთხვევაში მართლა ამოვისუნთქებტ და ჩვენს ქვეყანაში მოეღება ბოლო კოჰაბიტაციას, მაგრამ ნაცების და ქართული ოცნების კი არა, არამედ დასავლეთის და რუსეთის.
ამიტომ ყველანი არჩევნებზე! აუცილებელია მარგველამ მოიგოს დიდი პროცენტით.

decibal

2013-10-24 16:19:21

ტევზმა იცოდა 2003 ყველაფერი, ხაბურძანიამაც, და ყველამ, აშშ და რისეთმა მიხო აქ მოიყვანეს. ეს სივრჩე რუსეთს ჰქონდა ჩაბარებული, მხოლოდ ტრასის ხელყოფა არ უნდა მოეხდიანათ, გააკეტეს ის, რაც სურდათ ამ აგენტების დახმარებით, მაგათ დიდი რესურსები აქვთ აქ ხდება მანიპულაციები, მხოლდ ჩვენ კი გვგინია, რომ რაგაცას შევცვლIთ ან გავლენას მოვახდებთ პროცებეზე, ტავს ვიმშვიდებთ... ჯერ-ჯერობით ასეა და მერე რა იქნება არ ვიცი, ტურქეIტ პირადაღებული უცქერის საქაღტველოს, მზარდია აზერბაიჟანიც , ჩვენ კი დემოკრატიის აშენებას ვინღა დაგვაცდის?;)))
გენერალი სალუქვაძეც და სხვა გენერლებიც;))) აუ, რა სასატვია, ეფრეიტორიობასას არ ვაკადრებდი მაგათ..

natali

2013-10-24 16:21:29

ნაცების და ქართული ოცნების კოჰაბიტაცია, არც ყოფილა.

ვ100კო

2013-10-24 16:24:45

ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: ბიძინას რო საპრეზიდენტო კანდიდატად დაედგინა კალაძე, ან იმერლიშვილი, ან ნარმანია, ან სიკინჭალაშვილი, ყველა ერთნაირ პროცენტს მიიღებდა ამ არჩევნებში... დამიჯერეთ, ერი სერიოზულად სამკურნალოა... პრეზიდენტს ნიშნავს, პრემიერს ნიშნავს, მერს ნიშნავს, მინისტრებს და სკოლის დირექტორებს ნიშნავს და პოლიტიკიდან წასვლა რა არის ვინმე გამარკვევთ?
მომავალ არჩევნებში რო ნაციონალებმა გაიმარჯვონ (მარტო ეგენი არ ასრულებენ უსიტყვოდ მაგის კაპრიზებს) დაბრუნდება პოლიტიკაში თუ დაემორჩილება ერის არჩევანს?

ტიტო

2013-10-24 16:26:16

ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მემგონი ნათელი ხდება ვინ ვინ არის! და ამ ხალხს რომელსაც ძლიერ უჭირს ვინ რა მიზნებისთვის იყენებდა და იყენებს წლების განმავლობაში. ერთხელ და სამუდამოდ დაერქვას ყველაფერს თავის სახელი! რომ ის ინდივიდები რომლებიც არიან მიშა,ნინო და მათ გარშემო მყოფი ნაძირლები , ქვეყნის მოღალატეები არიან და დაიდოს ფაქტები და გასამართლდეს ყველა!

serapina

2013-10-24 16:31:21

"გამოვიდნენ და თქვან, რაზე ესაუბრნენ ივანოვს“, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე,"
-----

ვინც მე მიცნობთ,გეცოდინებათ... რამდენჯერ დავწერე, არც კი ვიცი...

ათი წელია,ყველას ვეკითხები: -რ ა დ ა უ ბ ა რ ა ივანოვმა სააკაშვილს????????

პასუხი ან ვერ გამცეს,ან არ გამცეს...

მაგრამ დღესაც ამას ვიმეორებ:- ის,რაც ათი წელია ჩვენს თავს ხდება და ვერ გაგავიგია...

იმის გასაღები,დევს ამ "ჩამოსვლა-დახვედრაში"... ივანოვის "გენაცვალეში" და სააკაშვილის

მხერბზე თათუნში.


დანარჩენს აწი წავიკითხავ!

natali

2013-10-24 16:34:18

ამ ინტერვიუს წაკითხვის მერე დავრწმუნდი, როგორი აუცილებელია, რომ მარგველაშვილმა მიიღოს ხმების დიდი რაოდენობა. ახლა მივხვდ რატომ იბრძვიან კონკურენტები უბრალოდ ხმების წართმევისათვის. მეორე ადგილიო:))) რა მნიშვნელობა აქვს ადგილს მეორე ტური თუ ვერ გაიმართება? გინდაც ასე მოხდეს, მეორე ტურშიც ხომ ნაღდად მარგველა იქნება გამარჯვებული იმიტომ, რომ მაშინ ყველა მომხრე წავა არჩევნებზე. მაშ რისთვის იბრძვიან და დიდ ფულს ხარჯავენ მეორე ადგილისთვის?
ხალხო! გონს მოდით, ყველაფერი ნათელია.აუცილებელია მარგველაშვილი წავიდეს ვილნიუსის სამიტზე მოსახლეობის 70 პროცენტი ნდობით.
ახლა წესით სლომე ზურაბიშვილი უნდა გამოვიდეს და მოუწოდოს თავის მომხრეებს, მარგველაშვილს მისცენ ხმა.

natali

2013-10-24 16:41:09

თუ მარგველას გამარჯვება დამაჯერებელი არ იქნება, ჩვენს ქვეყანაში ეს თამაში დასავლეთს და რუსეთს შორის ისევ გაგრძელდება. მაგათ დიდი ჭადრაკის დაფა გაშალეს ჩვენს ქვეყანაზე და ფიგურებად დასხეს პოლიტიკოსები.
ივანიშვილმა კი გადაწყვიტა ეს დაფა მოუფრიალოთ, ახალი გაშალოს და თავისი ფიგურები დასვას.
ახლა ჯერი ჩვენზეა, გვინდა თუ არა, რომ ძველი თამაში და ჩვენი დანაწილების გეგმა გაგრძელდეს? თუ არ გვინდა, უნდა დავუჯეროთ ბიძინას.

USASAsDajiryvna

2013-10-24 16:46:21

საინტერესოა

Jon Do

2013-10-24 16:59:11

natali,


ამერიკისთვის და აშშ-სთვის დაფის აფრიალება გამსახურდიამ რითი დაამთავრა კარგად გეხსომება.

ამიტომ ტკუიალად გგონია ბიძინა რომ მაგას გააკეთებს, ან ვინ მიგაჩნია "თავის ფიგურებში"? რესპუბლიკელები თუ ალასანია.

ააა, მარგველაშვილი? ხო მაგრამ რა უნ და გააკეთოს ისეთი განსაკუთრებული მარგველაშვილმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების ასეთი შეკვეცის ფონზე?

Jon Do

2013-10-24 17:01:02

შეიძლება ჯერ არდასახელებული ახალი პრემიერის იმედიც გაქვს უკვე.

lagotsi

2013-10-24 17:06:37

ნატალის ვეთანხმები, ჩემი ოჯახი მარგველაშვილს ირჩევს. ჩემი საახლობლოს 90% მარგველაშვილს ირჩევს. მარგველაშვილის ერთ-ერთ ძველ ბლოგში წავიკითხე ფრაზა, რომელიც დამამახსოვრდა: "და საერთოდ, ადამიანები კარგები არიან". ვინც ასე უყურებს სამყაროს, წესით, თავადაც არ უნდა იყოს ცუდი.

serapina

2013-10-24 17:24:28

მე ზურაბიშვილი უნდა გამოვიდეს და მოუწოდოს თავის მომხრეებს, მარგველაშვილს მისცენ ხმა."
--------------------
ნატალი,
აჰა,კარგია ხომ ევროპულად მოაზროვნე პოლიტიკოსი?!

არ გააკეთებს და არც, უნდა გააკეთოს!


natali

2013-10-24 17:24:44

Jon Do
ჯერ ბიძოს თავის დაფა არ გაუშლია. იმაში, რომ რუსეთ-ამერიკის დაფა მოაფრიალოს, ჩვენ უნდა მივეხმაროთ. ფიგურები კი ბევრი ახალი იქნება და ბევრიც გადაღებილი:))
მოკლედ გამოდის, რომ ამ თამაშის ორი მხარე, პრორუსული ბურჯანაძე და ვითომ პროდასავლური-ნაცები ერთ მხარეს არიან და მეორე მხარეს ივანიშვილი. ვინ გამოდის ნაცებთან კოჰაბიტაციაში?:))))

serapina

2013-10-24 17:24:58



მე,არა ვარ მარგველაშვილის მოწინაარმდეგე!
მე,ვარ იმ უსუსურობის მოწინააღმდეგე,რომელიც ქართულმა პოლიტიკამ და ქართველმა პოლიტიკოსებმა, სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაამოავლინეს!

natali

2013-10-24 17:26:43

serapina
თუ გონიერი პოლიტიკოსია, უნდა გააკეთოს, ასე სჭირდება დღეს ქვეყანას. თუ არა და.....

serapina

2013-10-24 17:26:53



... მიუხედავდ, გამარჯ/ვების შანსების სიმცირისა,არავის ეყო გამბედაობა, სინდისი... (და ერთი ადგილიც,პარდონ),რომ ვინმეს, საღი აზრი ხმამაღ/ლა დაეფიქ/ს/ი/რ/ებია!!!(რა ორიგინალური ფილტ/რია)

ზოგადი მესიჯი,ასეთი იყო "ჩვენ, არ გვინდა საფუძვლიანი ცვლილება"!
ჰოდა ნუ გვინდა!

მაინც გულწრფელად მინდა,წარმატებები ვუსურვო მარგველაშვილს...
...და ზურაბიშვილსაც,თავის არჩევანში!

natali

2013-10-24 17:29:39

serapina
რა ვიცით სალომე რას იზამს. ეგებ და ჩემზე ადრე მიხვდა რაც ხდება და რა განცხადებას გააკეთებს, ვნახოთ:)

natali

2013-10-24 17:31:09

საფუძვლიანი ცვლილება კი აუცილებლად იქნება, მაგრამ მას მერე, როდესაც ვილნიუსის სამიტზე წავა მარგველაშვილი მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი ნდობით.

ლოგოსი

2013-10-24 17:33:44

ამერიკის უკანალში ყოფნით ბოლომდე გასვრილი სააკაშვილი უკვე იმ დონეზეა დისკრედიტირებული, რომ ახლა სურთ რუსეთის აგენტად გამოაცხადონ. არადა, იმ 9 წლიან სისხლიან რეჟიმს როგორ დაავიწყებთ ხალხს, რომელსაც კბილებით იცავდა ამერიკა და დემოკრატიის დიდ რეფორმატორად გვიცხადებდა ამ ვამპირს?
არ უარვყოფ, რომ სააკაშვილი საქართველოს ინტერესების ხარჯზე ამერიკასთანაც თამაშობდა და რუსეთთანაც, ამიტომ ორივე ჰეგემონი ქვეყანა იტანდა და მის სკამს არ ერჩოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი მხოლოდ რუსეთის აგენტია, რადგან ბოლო 9 წლიანი ქართულ - ამერიკული რეჟიმით არანაირი სიკეთე ქართველ ხალხს არ უნახია, უბედურებას კი ვერ მოთვლი, იმდენია.

boxvera777

2013-10-24 17:35:08

ყველას გთხოვთ ვის უჯერებთ ბოდიალს გაიხსენეთ თევზადძის დროში რა დგეში იყო ჯარი რა აქვს მაგ კაცს ვინმეზე სალაპარაკო ეგეტი კაცი დასახვრეტია

Jon Do

2013-10-24 17:40:45

სააკაშვილს ორვე მხარესთვის რომ არ მიეცა, ამდენ ხანს ვერ გაჩერდებოდა.

მაგან სკამის და ფულის გულისთვის ყველაფერი რაც ქართულ ინტერესებში იყო გაყიდა.

აი ეს არის სიმართლე და ეხლა გინდ პრორუსული ეძახეთ და გინდ პროამერიკული.


პლატონმა ვფიქრობ რეალურად და ფატქებით გამაგრებული ვარიანტი შემოგთავაზათ სააკაშვილის მოსვლის და მისი ყველა ქმედების. ვისაც გაგება უნდა გაიგებს, ვისაც არა და ღმერთმა გაუმარჯოს თავის სიმართლეში.

Jon Do

2013-10-24 17:42:30

დიპლომატ,

სად დაიკარგე? შენი საღი მსჯელობები ნამდვილად მოაკლდა ამ საიტს.

natali

2013-10-24 17:43:24

ლოგოსი
იმიტომ იცავდა, რომ ასეთი იყო მოლაპარაკება რუსეთთან. ნუთუ ვერ ხვდებით ბიძინა რა ძალებს დაუპირისპირდა?

natali

2013-10-24 17:44:56

ეგ სააკაშვილს ეგონა, რომ ორივეს ეთამაშებოდა, სინამდვილეში მაგ ორივემ ერთად ათამაშეს სააკაშვილი და მასთან ერთად ჩვენც.

Maverick

2013-10-24 17:53:31

"რიბას" ნათქვამმა ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა...

ცხადი გახადა, ის, რასაც გუმანით ვხვდებოდით...

მოგებული გამოვიდა ყველა საქართველოსა და ქართველი ხალხის გარდა...

ამიტომ, ახლა მეტი გონიერება და ალღოიანობა გვჭირდება, რომ კვლავ არ წამოვეგოთ გამყიდველი ტროიკის ანკესს, ქვეყანა არ დავაყენოთ არსებობის ალბათობის წინაშე და უცხოეთიდან მართულ "პოლიტიკოსებს" არ დავუჭიროთ მხარი...

მარგველაშვილი გასაგებია, მას ვუჭერთ მხარს, მაგრამ ვისი ვინ გავა II ადგილზე?

"ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო", ასეა ჩვენი საქმე და ისედაც უმცირესობაში მყოფ ეროვნულ ძალებს გაუჭირდება ამ "დიდებულ" პოლიტიკოსებთან ბრძოლა...

დასკვნა ერთია, სწორედ ამის გამო მიდის პოლიტიკიდან ბ.ივანიშვილი და სურს ჭეშმარიტი ქართული პოლიტიკოსების წინწამოსაწევად, სამოქალაქო საზოგადოებას ჩაუდგეს სათავეში...

tite

2013-10-24 17:54:40

მიშაც და ნინოც ნომრიანი აგენტები არიან ! ხალხო რეალურად შეაფასეთ ყველაფერი და ყველაფერი თავის ადგილას დადგება!

natali

2013-10-24 18:04:13

Maverick
ასეა, ასე. ხოდა უფსკრულში გადაჩეხილებს თოკს გვიგდებს ადამიანი, თან ზურგსაც არავინ უმაგრებს კი არა, ჩასაფრებულები არიან, რომ მასაც ხელი ჰკრან და ჩვენ ამ თოკზე ხელის მოკიდებაზეც ფიქრი გვჭირდება? ამას რა ყოყმანი და ფიქრი უნდა ხალხო!

natali

2013-10-24 18:15:23

ბურჯანაძე ბრალს სდებს ქართულ ოცნებას ნაცებთან კოჰაბიტაციაში. ამ დროს აშკარად ვხედავთ, რომ საქართველოში მიდის ამერიკა-რუსეთს შორის დიდი კოჰაბიტაციური თამაში, სადაც ჩვენ მხოლოდ გვამებად თუ გვიყენებენ. ივანიშვილი დაუპირიპირდა ამ ძალებს. დღეს ცალ მხარესაა ეს მოთამაშე ძალები(პრორუსულ-პროდასავლური) და მეორე მხარეს ივანიშვილი.
გამოცანა გვეკითხება- ვისთან არიან ნაცები კოჰაბიტაციაში?

ლოგოსი

2013-10-24 18:21:08


natali
2013-10-24 17:43:24

ლოგოსი
იმიტომ იცავდა, რომ ასეთი იყო მოლაპარაკება რუსეთთან. ნუთუ ვერ ხვდებით ბიძინა რა ძალებს დაუპირისპირდა?

ეგ შენ გინდა ეგრე იყოს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ საქართველო ბოლომდე არის გაყიდული პირადი უსაფრთხოებისა და ინტერესების გამო, ამიტომაც იქცა ის წვრილ დასახურდავებელ მონეტად ჰეგემონი ქვეყნების ხელში.
რაც შეეხება ივანიშვილს, მასზე უკვე თამამდ შეიძლება ითქვას, რომ მავრმა თავისი საქმე გააკეთა და ახლა მიდის, ხოლო ხელისუფლებაში ტოვებს სოროსისტულ-ლიბერალისტურ ძალებს რესპუბლიკელ=ალასანისტების სახით, თავის რამიშვილ-რურუას იდეოლოგიის მქონე მარგველაშვილით.
უახლოეს ხანში ოცნების პოლიტიკის შედეგებით ეროვნულად მოაზროვნე ქართველი ხალხი მიხვდება, რომ ხელისუფლებაში გვყავს ნაცების იდეოლოგიის მატარებელი, ანუ პოლიტიკურად მისი განაყოფი რეჟიმი, რომელსაც სურს საქართველო გახდეს ინტერნაციონალური ექსპერიმენტის ჩასატარებელი ადგილი თავისი მიწების გაყიდვით, ჰომოსექსუალიზმისა და გარყვნილების იდეოლოგიის დანერგვითა და აზიურ-აფრიკული ემიგრაციული ტალღით დემოგრაფიული კატასტროფის განმხორციელებელი.
ამავე დროს, რეალურად ეკონომიკის არანაირი გამომსწორებელი, რადგან უმუშევრობითა და სიღატაკით ქართველების დიდი ნაწილი კვლავაც უნდა გაექცეს შიმშილს საქართველოდან და არც უნდა გამრავლდეს.
უფრო მეტიც, კუბლაშვილის უსამართლო სასამართლო და პროკურატურისა და შსს-ს სადისტური კადრების დიდი ნაწილიც იმიტომ შეინარჩუნეს, რომ საჭიროების შემთხვევაში იქნას გამოყენებული ეროვნული ინტერესების დაცვისათვის საპროტესტოდ გამოსული საკუთარი ხალხის ადვილად დასატერორებლად.
რეალობა ეგ არის, ოღონდ ზოგი ამას ადრე მიხვდება, ხოლო ზოგიერთი უფრო გვიან.

natali

2013-10-24 18:24:01

რაც შეეხება ივანიშვილს, მასზე უკვე თამამდ შეიძლება ითქვას, რომ მავრმა თავისი საქმე გააკეთა და ახლა მიდის...
---------
ეგ შენ გინდა ეგრე იყოს:D

didi

2013-10-24 18:52:45

კარგი რა დათო რა, შენ რა ინფორმაციის აღების თავი გქონდა საელჩოებიდან, როცა საკუთარ მეთაურებს რა განწყობა ჰქონდათ ის არ იცოდი?! თვითონ აღიარე, როცა მათი ლოიალურობა ახსენე. რას ჰქვია კომუნიკაცია შევარდნაძესთან არ გქონდა?! თავდაცვის მინისტრი იყავი თუ კლერკი შურდულით?! რუსეთმა რომ ჯარი გააბუნძულა საქართველოდან, მაშინვე გეგმა დაისახა იმისი, რაც შემდგომ განვითარდა, თორემ თქვენი ხეელისუფლაბაში ყოფნისას რა გეგმა იყო საჭირო რუსებისთვის? გეძინათ!!! ერთი გაიხსენე, რამდენ კილო ლობიოსა და ან კარტოფილისა და ბრინჯოს ფასად უშვებდით შვებულებაში კედებით გამოწყობილ ,,ჯარს""? გენერალთა კლუბის წევრისათვისაც კი სამარცხვინოა შენი გამოსვლა აქ, ახლა...შესაძლოა, გიყვარს საქართველო, და ჩემზე მეტადაც, ალბათ, მაგრამ, არაპროფესიონალი ხარ, ტუფტა და ბითური აზროვნება გაქვს. წინა საუკუნეში ხარ დარჩენილი შენც და შენი გარემოცვაც.

xalibi

2013-10-24 19:26:56

თუკი ამდენი იცოდი, რას ელოდებოდი, რატომ არ შეუშალე ხელი მათ ხელისუფლებაში მოსვლას?! ან რა იარაღზე საუბრობ, თითზე შეიძლება მათი ჩამოთვლა, ვინც იარაღით ედგა ჩოყლაყს გვერდით. დაზვერვის ინფორმაციებზე დაყრდნობითო:):) რომელი დაზვერვის, რომელიც ;პრახადნოი დვორად" გქონდათ ნაქცევი, სადაც ყველა საელჩოს წარმომადგენელი თავისუფლად შედიოდა და გამოდიოდა?! ამ ზღაპრების მოყოლას, იმის აღიარება აჯობებდა, რომ მოგაღორეს ელჩის თანამდებობით, რომელიც სამდღიანი გამოდგა......

12345

2013-10-24 20:48:53

მას ძირითადად აწუხებდა სიტუაციის იმდაგვარი ცვლილება, რომ გამორიცხულიყო სისხლის ღვრა და ახლა ძალიან საინტერესო მომენტი მახსენდება.

ელჩი დაჟინებით მთხოვდა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ავყოლოდით ცთუნებას და სამხედრო ძალა რაიმე ფორმით არ ჩაგვერთო პროცესებში, ვინაიდან იყო საშიშროება.

პირადად გითხრათ ელჩმა ამ მოსალოდნელ საშიშროებაზე?

- პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ეტყობოდა, რომ ძალიან შეშფოთებული იყო

მე ხომ არ ვეტყოდი, რომ „შენი და ჩემი თანამშრომელი ერთმანეთში საუბრობენ“... მე ვაგრძნობინე, რომ რაღაც ვიცოდი. მანაც მაგრძნობინა, რომ ძალიან სერიოზული შეიძლება ყოფილიყო ეს ამბავი.

თუ ეს პროცესი მშვიდობიანად წავიდოდა, ამის ფორსირება უფრო ცუდი იქნებოდა. რამდენადაც შემდეგ მოვლენებმა აჩვენა, ამის გამო, თუ სხვა მოვლენების გამო, ეს დაპირისპირება იარაღის ფაზას აცდა.

და ა.შ. ქარჩავას და თევზაძის მარგალიტები!

qwas

2013-10-24 21:09:25

ხალიბი

".....ამ ზღაპრების მოყოლას, იმის აღიარება აჯობებდა, რომ მოგაღორეს ელჩის თანამდებობით, რომელიც სამდღიანი გამოდგა.."
აი ყველზე საუკეთესო პასუხი! ვეთანხმები!

სიტყვა ოცნება და თანაც უიმედო,სუსტი ხალხის ხვედრია,მოშურნეთა ხარბთა და სხვის ფულზე მოტრფიალეთა,ამიტომ ემთხვევა ბიძინას და პუტინის ოცნებები ერთმანეთს!
არავითარი მათი კანდიდატის არჩევა , ხმა მივცეთ წესრიგს და წინსვლას!

xalibi

2013-10-24 21:24:24

qwas-ს
მასეთიც გეგულება კანდიდატებში?? ვინაა, არ დამიმალო...:):)

სანჩო

2013-10-24 22:30:08

ალო, პაატა!

... ჰო, მე ვარ, შვილო; რას შვრებით, როგორა ხართ?.. ჩემი რძალი, ბავშვები?.. ბაბუ ენაცვალოთ... ძალიან კარგი... შენ, პაატა, შენ რას შვრები, ძალიან ხომ არ გტვირთავენ იუნესკოში?.. ეგრე, შვილო... ეხლა ცივა, ალბათ, პარიზში... ცენტრალური გათბობა... ვიცი... აქაც კი იყო, ჩემს დროს, იმ საქართველოში... გახსოვს, ხომ?.. უპალტოოდ არ გახვიდე, და ქუდი დაიხურე, აუცილებლად, მამა არ მოგიკვდეს...
... მე რა მიშავს, შვილო, ვარ ჩემთვის, ვზივარ, რა რეზიდენცია ესაა, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც რეზიდენცია ჰქვია, რეზიდენტად ვითვლები, ესე იგი, პრეზიდენტად... ჰო, შვილო, ყოფილ პრეზიდენტად... ისე, ამერიკაში ყოფილები არ იციან, შვილო, ყველას პრეზიდენტს ეძახიან... მერე, რა პატივისცემა აქვთ, რა სახელი, რა პენსია!.. აბა, მეც ვიტყვი, პენსია მაქვსო! რაღაც ოთხას დოლარამდე ძლივს გამომიმეტეს!.. ვინ წარმოვიდგენდით, ჩემდროინდელი თოთხმეტლარიანი პენსია სანატრელი თუ გაგვიხდებოდა! არადა, სულ ვეუბნებოდი, არაა ცუდი პენსია–თქვა! არ მიჯერებდნენ. სხვას რას მიჯერებდნენ!.. ამასწინათ შუქისა და დენის გადასახადი მომივიდა, არ შეგეშინდეს, ორიათასხუთასი ლარი! გადავირიე, განა რას ვწვავ და ვანათებ ამისთანას!..
„ასავალ–დასავალიდან„ იყვნენ... არა, დასალიერიდან არა, გაზეთია ერთი... არა, ერთი არააა, გაზეთები კია ოხრად... კი, შვილო, ჩემს დროს იყო, თუ იყო! დემოკრატია ჩამოვიტანე და მივუშვი და მივუშვი! ჯერ მარტო იმ „აბლაბუდას„ რა დღეში ვყავდი... არა, შვილო, სისუფთავე მაქვს, როგორ გეკადრება, გადაცემა იყო ასეთი, მამასხრებდა ერთი ვინმე, რამიშვილი... აბა, აბა, გურული რომ გაგამასხრებს!.. ეგ კი არა, მთლად მამათელი გიჟია ერთი, ტელევიზორში დიდი ხმალი აჩუქა მიშიკოს... კი, ამას, არ შეგეშინდეს და, შევარდნაძეს ესაო და ისაო, თავი მოჭერიო... ხომ გითხარი, არ შეგეშინდეს–თქვა... სადაა მაგათი მოსაჭრელი თავი, ეგ მართლა თავმოჭრილები და უტვინოები!
ამასწინათ ჩინეთში იყო ეს... კი, ეს. მერცხლის ბუდეებს ჭამდა თურმე, წარმოგიდგენია?! და ბატი უნახავს... კი, ჩვეულებრივი ბატი, თეთრი. ამ უნახავმა იცის ყველაფერზე დაფეთება, თორემ ბატი რა დასაფეთებელია?!
დედა, დედა, ეს რა ვნახეო, აფოფინებულა.
მისწრებაა ტვინისთვისო, გაუგიჟებიათ მთლად.
ჩამოიყვანა თურმე ათი წყვილი და ბენდუქიძეს მიაბარა... იცი, ხომ? მაგი ვინ არ იცის... აბა, შენ იცი, როგორ მიმიხედავ და მომიმრავლებო.
ბენდუქიძეს სულ ჭერისთვის ურტ/ყია თავი სიხარულით, იო, ოი,ბოდიში, შენთან, შვილო, თქვენი დედა და მამა, ოპოზიციონერებო, ქვეყანა რომ შემიყარეთ, ორ ბატს ვერ მიაბარებო, ორი კი არა, თორმეტი მომაბარესო... აბა, რა დღეში ვართ, ხომ ხედავ... ჰოდა, ახეხინეს და ახეხინეს იმ რამიშვილს სატუსაღოში კედლები... არა, შვილო, ჩემს დროს არა, მე მაგას ვიკადრებდი? დემოკრატიას ვაშენებდი! ამათ ჩააყუდეს, რაღაც ვერ გაიყვეს და...
იმას ვამბობდი, დავულაგე წინ დენის ქვითრები ჟურნალისტებს, ვთხოვე მამა–შვილურად, გადაუღეთ ფოტოსურათები ამ საშინელ ქვითრებს, დაბეჭდეთ გაზეთში, უკეთესს რას დაბეჭდავთ, ნახოს ხალხმა, რა დღეშია მისი პრეზიდენტი... ჰო, შვილო, ყოფილი პრეზიდენტი.
ვეხვეწე, გაარკვიეთ, ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება, უკეთესს რას გაარკვევთ, ჩაატარებთ და გამოიძიებთ, ორი ნათურა რაფერ წვავს ორიათასხუთასი ლარის დენს, ღმერთი აღარა სწამთ მაგ უღმერთოებს–თქვა?!
მერე, შუქის მეტი არაფერი სჭირდება ცოცხალ ადამიანს?!
გაზი ხომ მჭირდება?! რას ვჭამ, ჩემს ჭამაზე დააღამა... არა, შვილო, როგორ გეკადრება, რაის მშიერი, გაზზე ვჩივი... ჩაი, რძე, ყავა, კაკაო, წყალი ხომ უნდა ავიდუღო? რეზიდენცია, რეზიდენცია კი არა, ერთი ოთახი მაინც ხომ უნდა დავითბილო ზამთრის სიცივეში?.. კიი, შვილო, როგორ არა, ფანჯრები გავამაგრე, დავგმანე ყველაფერი, ღრიჭოები ამოვავსე, ჭუჭრუტანები და სათვალთვალოები მოვსპე, მაგრამ ცივა მაინც ხოლმე, ეს ოხერი, ცივ ზამთარში, და რა გინდა რომ ჰქნა? ჩართავ ძალაუნებურად ამ დასაწვავ გაზს.
მე რომ ამ დღეში ვარ, ხომ წარმომიდგენია, რა ვაება–სიდუხჭირეშია უბრალო ხალხი, ყოფილი მინისტრები, დეპუტატები... ვაი, ისინი და ესენიც ვნახე ძველ ციხეში! მართლა უბრალო, მშრომელ–უმუშევარ ხალხზე ვამბობ.
აგერ, მე, პატარა დანაზოგი მომდევს ძველი, პატარა, ამ მემუარებიდანაც არის რაღაც, პატარა პენსია, პატარას, რაღა პატარას, შენც მიგზავნი, მამა გენაცვალოს, რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ აკლებ ოჯახს–თქვა, არაფერი მიჭირს მე, და მაინც რა დღეში ვარ, და ამ უბედურებს რა მანქანით უდგიათ პირში სული, ვერ გამიგია!..
... ხალხი რას უნდა ამბობდეს... იცოცხლე, მისტირიან ჩემს დროს, კაციშვილმა რომ არ იცოდა და არც აინტერესებდა, დენი, წყალი, გაზი ფასიანი თუ იყო და გადახდა რომ იყო საჭირო! აბა, ახლა არ გადავიხადოთ!.. რა უნდა მექნა, შვილო, გადავიხადე, ხომ გამოგრთეს ყველაფრიდან! ჩასაფრებულები არიან ეს ოხრები, ეგება დავიჭიროთო... არა, შვილო, რაღა დროს ჩემი დაჭერა და ციხეა, რაც მე ციხეები მიშენებია... ესე იგი, გამოვიჭიროთ რამეში და გავთიშოთო... არა, შვილო, როგორც ურჩი გადამხდელი თუ არგადამხდელი...
მერე, გაზეთები მაქვს გამოწერილი, კომუნისტების დროს რომ იცოდნენ, ისე, უამრავი, და ჯერ ხომ წესიერად არ მოაქვთ, და თუ მოიტანეს, იპარავენ, და თუ არ მოიპარეს, კაი გულისგამხარებელი ამბები არ წაიკითხო შიგ!.. რავა ყველგან ერთნაირად და ერთსა და იმავეს მალაპარაკებენ ეს უპატრონოები... კი, ჟურნალისტები... არა, შვილო, რა უნდა ვილაპარაკო ისეთი, ბავშვი ხომ არა ვარ... აქეთაც, იქითაც... მწვადიც, შამფურიც... არა, შვილო, როდის იყო, რამე დამიწვია!..
ან ლიტერატურაზე მკითხონ რამე, ან მწერლობაზე, ან მწერლებზე, ხელოვნებაზე... ისტორიიდან, ფილოსოფიიდან... ამათმა მზემ, ძალიან იციან, კანტს მთელი ცხოვრება ფეხი რომ არ ჰქონდა გადგმული კალინინგრადიდან, ან პლატონი ჯერ ვისი მოსწავლე იყო და მერე ვისი მასწავლებელი... კიი, შვილო, კენიგსბერგიდან, ან ერთ პროცენტს მაინც თუ აქვს წაკითხული თავიდან ბოლომდე, ჩემსავით, „ვეფხისტ/ყაოსანი„, ან ტერენტი გრანელის გვარი თუ იციან, გვარი რა შუაშია, ლექსები თუ გადაუშლიათ, ან... რა ვიცი, რამდენი რამე ვიცი, და ერთს არაფერს მკითხავენ!„ რას ფიქრობთ, ბატონო ედუარდ, ოპოზიციაზე?..„ რას უნდა ვფიქრობდე, კაცო! როცა უნდა მეფიქრა, მაშინ არ ვიფიქრე და ახლა რაღა დროს!.. კი, შვილო, მოვდუნდი ბოლოს, მოვეშვი...
ჯაბამ დაწერა ერთხელ... კი, იოსელიანმა, ჩემი ეშინიათ და შევარდნაძის არაო.
მართალს ჩიოდა. რატომ უნდა შინებოდათ ჩემი, ბოლოს მაინც?! რამე არ ეგონოთ, დემოკრატიის ასაშენებლად ვარ ჩამოსული–თქვა, და სადაც მართლა ზომები იყო მისაღები მკაცრი და სამართლიანი, არ ვიღებდი, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებდი... იმათაც რა ენაღვლებოდათ, ყველას თითი ჩემსკენ ჰქონდა მოშვერილი, აგია ყველაფერზე პასუხისმგებელიო, და ქვეყანას შინ ეზიდებოდნენ!.. ვიფიქრე, ცოტას ჩავთვლემ, წავუძინებ, ვნახავ, ერთი, როდემდე არ შერცხვებათ, და მერე, ახალი ენერგიით რომ გამოვიღვიძებ, დე, ეშინოდეთ ამ საშინელი გამოღვიძების–თქვა!..
ვინ გამაღვიძა, ვინ მაცალა!.. არადა, მთელი ქვეყანა ყელგადაგდებული მეხვეწებოდა, შენი ჭირიმე, მეტს არ გთხოვთ, ერთი ვინმე მუდრეგი, კორუმპირებული... ყველანი მუდრეგები და კორუმპირებულები არ იყვნენ?! მოისროლე, პატარა, გული გაგვიხალისეო!..
ეჰ, პუტინივით უნდა მექნა... არ იცი? რამდენიმე წლის წინ უბრძანებია, დედას გიტირებთ ყველა მსუქან მინისტრსა და მსხვილ ჩინოვნიკს, თუ ოცდაათ–ოცდაათ კილოს მაინც არ დაიკლებთო.
მთავრობის მეთაურობას რომ აბრალებდნენ, იმ უბედური ფრადკოვის მეთაურობით მთელ კაბინეტს შიშითა და ნერვიულობით ოცდაათი კი არა, რატომ მეტიც არ დაუკლია!
თან ცალკე იმაზე ეშლებოდათ ნერვები, მუცელი და ტვინი, თუ ჩვენს ნება–გემოზე არა ვხეთქეთ, არა ვსვით და არ გავიჯეჯილეთ, რა ჭირად და სიკვდილად გვინდა ეს მილიონებიო!..
ეჰ, ვერ მოვიფიქრე, თორემ მთელი საქართველო რომ მეხვეწებოდა ყელგადაგდებული, შენი ჭირიმე, მეტს არ გთხოვთ, შენს მიწას მიგვაბარეო, ესე იგი, მუდრეგი და კორუმპირებული მინისტრები გადააგდეო, თითქოს სხვანაირებიც იყვნენ, უნდა მეთქვა ჩემებურად, ზრდილობიანად, ან კარგად დაიკლებთ, ან ამ ადგილებიდან წაბრძანდებით–თქვა! ზრდილობიანად წასვლა კი არა, მთლად დედაწულიანად რომ გამეჟუჟა, ესენი რამის დამკლებები იყვნენ?!
გავუშვებდი ასე კოხტად, გავახარებდი, მოვიმადლიერებდი მთელ საქართველოს... ეს საძაგელი თვითონ კი არ წავიდოდა ისე მხატვრულად და დიდის ამბით, მე გავაგდებდი სხვა არდაკლულებთან, ესე იგი, არდაკლებულებთან ერთად და იქნებოდა ახლა სადმე ჰოლანდიაში, გულზე გასიებული!..
ეჰ, ხშირად უნდა მეკითხა ბრძენი შოთა, შიში შეიქმს სიყვარულსაო! აბა, შიში რომ ჰქონოდათ, იმეებს გამიბედავდნენ?! მოვეშვი, მოვდუნდი ბოლოს, დემოკრატია ავირჩიე. ერთი რომ დავწერე, დემოკრატიაა ჩემი არჩევანი–თქო, მერე ვეღარ გადავედი! მადლობას მაინც მეუბნებოდეს ვინმე, თუნდაც ჰოლანდია, სუსლოვების ოჯახი... არა, შვილო, რულოვსების ოჯახი, ამის ცოლოურები...
... კი, შვილო, ვსვამ, როგორ არა... არა, ბევრს არა, დღეში სამ– ოთხ ჭიქაზე მეტი არ გამოვა ერთად და ცალ–ცალკე კიდევ უფრო ნაკლებია... არა, არა, მწვანეს აღარა ვსვამ, ვეღარ ვიტან იმის შემდეგ, ისე უსირცხვილოდ და მთელი დუნაის თვალწინ რომ გადამიყლურწა იმ ლოთმა... ჰო, შვილო, დუნიას თვალწინ... ეჰ, ცხელი უნდა ყოფილიყო, ქაფქაფა!.. ჩემი ბრალია, იმდენი ვერ ვიფიქრე. ყოველთვის ცივად ვსვამდი სახლისა და კაბინეტის გარეთ...
... არა, ცხლად მოჰქონდათ, მაგრამ ეგრევე ხომ არ ვეცემოდი, რომელი, არ ატეხავდნენ ერთ ამბავს, შევარდნაძე ჩაის გულისთვის მიდის ტრიბუნაზეო!
პატარას, თითო ყლუპს შევაპარებდი ხოლმე მონაცვლეობით, და ამასობაში კი ცივდებოდა...
არადა, სანამ ის ყაჩაღები და ბანდიტები შემოცვივდებოდნენ, კაი ძალი დრო გავიდა და გალელეჩდა მთლად...
... კი, შვილო, ყველამ იცოდა, რომ უნდა შემოცვენილიყვნენ, დეპუტატებმა, მინისტრებმა, მგონია, სრულიად საქართველომ, დაცვამ... კარები შიგნიდან გაუღეს... კი, შვილო, ციხე შიგნიდან ტყდება, შემოუძღვნენ, დარბაზამდე მოაცილეს... მეტი რა ექნათ, ახლა...
... არა, შვილო, კი მიგრძნობდა გული რაღაცს, მაგრამ დეტალებში ვინ მომახსენებდა, თორემ, პატარას, მეც მოვემზადებოდი, მდუღარეს მოვატანინებდი... არა, შვილო, ჩაიზე ვამბობ, ვარდს გავირჭობდი კოსტუმში ტიციანივით, და ეძახათ მერე ვარდების რევოლუცია! ფეხსაცმლის თასმებს მაგრად შევიკრავდი...
... რა შუაშია და, რომ შემოცვივდნენ ის ხულიგნები და ატყდა ერთი დავიდარაბა, შენ რომელ პარტიას ეკუთვნი, ეძგვერაძე ბარნაბაო, ესე იგი, რომელ პარტიას ეკუთვნის ძალაუფლებაო, და რომ მეცნენ... არა, შვილო, ჩემი დაცვა, და არ მივყვებოდი ცოცხალი თავით, აქ, პოსტზე, ესე იგი, საქართველოსთვის უნდა დავეცე–მეთქი, და რომ შევღაღადებდი, მე რას მეჭიდავებით და მეჯიკავებით, თუ რამის ტრაკ, ესე იგი, თავი გაქვთ, იმ ხულიგნებს ეჭიდავეთო, და არაო, შენ საქართველოს სჭირდებიო, და გამიყვანეს მაინც ასე ძალადობით, – მერე ვიღაცამ დაწერა, „შევარდნაძეს განუცხადა, დაცვამ, ყალყზე შემდგარსა: გავალთ – დედა მოგვეტყ, უჰ, ესე იგი, გვეტირება, არ გავალთ და – დედ–მამა!„ – ეტყობა, მობოშებული იყო ის ოხერი მარცხენაზე... თასმა, შვილო... კი, შნუროკი, თანაც, როგორც ჩანს, ვიღაცამ ფეხი დამადგა ბებერაზე... მაზოლზე, შვილო... კი, მქონდა. ბედი არ გინდა?! მაინცდამაინც იმ მარცხენაზე, სადაც ის ოხერი თასმა ყოფილა მობოშებული. მარჯვენაზე მაინც მქონოდა! ჰოდა, ეტყობა, რომ დამადგეს ფეხი იმ ჯიკავ–ჯიკავში, როგორც ჩანს, ან მე ამოვხტი სიმწრისგან იმ ფეხსაცმლიდან, ან თავად გაძვრა სადღაც, ესე იგი, გამძვრა...
... როგორ აღმოვაჩინე და, მანქანაში რომ ცხელ გულზე საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე და მერე რომ ცივი გონებით დავფიქრდი, კი ბატონო, ეს საგანგებო მდგომარეობა კი გამოვაცხადე, მარა მერე რომ მართლა საგანგებო მდგომარეობა შეიქნას, ამ ქართველებისგან ხომ ყველაფერია მოსალოდნელი, ანუ ატყდეს კიდევ უფრო დიდი დავიდარაბა, გაწევ–გამოწევა, და მთლად სისხლიც დაიღვაროს, რას შვრები მერე, ისედაც ყველაფერს მე მაბრალებენ, სად მიდიხარ, მართლა იმ ჩემს გაერთიანებულ გერმანიაში ხომ არ წავალ, რაღა დროს ჩემი გერმანულის სწავლაა, ინგლისური მაინც მესწავლა თავის დროზე, – ეჰ, მიშიკოს ინგლისურმა და ფრანგულმა დამიბნელა გონება და დამიბრმავა თვალები, თორემ მე მაგის გამჭაჭანებელი ვიყავი?! რა თავში სახლელად მინდოდა იმისი ენები, მით უმეტეს, არც მაგას სცოდნია გერმანული! – ო–ხო–ხო–ხო, ამ ჩვენს დალოცვილ ანეკდოტებს რომ მოვუყვებოდი რეიგანს, ბეიკერს, კლინტონს, ბუშებს, ტეტჩერს კახელებზე, მეგრელებზე, სვანებზე, ქუთაისლებზე, ჯუმბერაზე, ისე, რა საინტერესოა, გურულებზე რატომ არაა? ... ჰო, იმას ვამბობდი, სად მიდიხარ მერე, სისხლი თუ დაიქცა და დაიღვარა?!
პირჯვარი გადავიწერე, რა კაია, ცხელი გულის აყოლა რომ არ ვიცი ზოგიერთი თავგაცხელებულივით–თქვა და ეგრევე მანქანაშივე გავაუქმე ის საგანგებო მდგომარეობა!
შენთან რაღა მაქვს დასამალი, შვილო, და იმ ჩვენი მიხოს, ბეგლარასავით ფრიად კმაყოფილმა, ეს რა კარგი ვქენი, სისხლი რომ არ დავღვარე–თქვა, ფეხი ფეხზე გადავიდე და ა, სწორედ მაშინ შევამჩნიე იმ ფეხსაცმლის ადგილზე არყოფნა!
ჩამმწარდა ასე ის კმაყოფილება და სიხარული!..
... მერე რაღა, შვილო, უკან ხომ არ შევბრუნდებოდი, რომელი, მე შენ გეტყვი და, მეც გამიღებდნენ კარებს შიგნიდან!..
ძალიან დამენანა, ბურჯანაძის ქალმა ჩამომიტანა მონტევიდეოდან. მაშინ არ იყო ამათ ბანდაში. ძალიან კარგი, თბილი, კოხტა, ლამაზი იყო... არა, შვილო, ფეხსაცმელზე ვამბობ.
რაღას ვიზამდი, წამოვედი ასე გულდაწ/ყვეტილი. მართალი გითხრა, კაი ხანს იმედი მქონდა, რომ ინამუსებდნენ და გამომიგზავნიდნენ. შენც არ მომიკვდე! არა, უსინდისო და გარეცხილი რომ იქნება ადამიანი, თორემ ის ერთი ცალი რად უნდოდათ?!.
... არა, შვილო, არ გამოგზავნო. მთლად ფეხშველი კი არ ვარ. მაინცდამაინც არც მჭირდება. იშვიათად გავდივარ გარეთ რეზიდენციიდან, არ შემიძლია ამ წაქცეული ქვეყნის ყურება!
ახლა, უფრო რატომ დაგირეკე, შვილო.
ირინა რომაა ერთი, სარიშვილი... კი, ხალხიც ქე რომ დამიჩოქა ერთხელ, ზღვა, არ გადადგე, არ დაგვღუპოო, და მერე რომ გამიორგულდა და გადამეკიდა რატომღაც, მოკლედ ამ ირინას სიზმარი უნახავს, უფრო სწორად, ენგელსი, მარქსი და შადიმანი, შამანაძე თუ ბარათაშვილი, გამოცხადებიან, შენაო, ქალოო, სულ ერთ ფუსფუსსა და დაკა–დაკაში რო იყავი და ახლა კი ყურზე გძინავს, ადე, გაიღვიძე, საქმეს მიხედე, დიდი მისია დაგაკისრეთო.
რომელი მისიაო, მაინცდამაინც არ გაკვირვებია ამას.
რომელი და, ახალი წყობილება უნდა დაამყარო საქართველოშივო, უფრო ზუსტად, ძველი უნდა აღადგინო, მეფობაო.
აგაშენათ ღმერთმაო, წამომხტარა ჟანა დარკივითა გახარებული და ეგრევე გავარდნილა სამტრედიასა თუ საგარეჯოში, დაუცია ბუკისა თუ ნაღარისთვისა, ხელი ხმალს იკართ, ქართველებო, დაჰკრა ჟამმა სამართლიანობის დამყარებისამ, გათავისუფლებისამ, ველური კაპიტალიზმისგან გათავისუფლებისამო.
ამტყდარა ერთი ჟივილ–ხივილი, ოღონდ ამ ცხვირმოუხოცავი ველურებისგან გაგვათავისუფლე და მეფობა კი არა, თუ გინდა, განვითარებული სოციალიზმი აღვადგინოთო!
უკრიათ ხელი მართლაც ჯიბეზე, მოუძიებიათ უკანასკნელი ლარიანები თუ ორლარიანები, არ ვიცი, რომელია მიმოქცევაში, არ მინახავს, შეუწირიათ ამ საქმისთვის...
ერთი სიტ/ყვით, დაარსა ამ ირინამ მეფობის აღსადგენი ფონდი „იმედი„ და ახლა მისი მეშვეობით აპირებს დაკისრებული მისიის აღსრულებას, იგორ გიორგაძის... კი, მე რომ ამაფეთქა, ჩამოყვანას და ახალ საქართველოში მეფედ დასმას!..
აბა, მიშიკო რას გაუშვებდა, და ახლა ამან გამოაცხადა მეფობის სურვილი, ბაგრატიონები მყავდა გვარშიო. იქით, მერაბიშვილებსაც ეკუთვნითო... ალბათ, ძალის უფლებით. მთლად იქით წერეთელი, ნათელაშვილი, დავითაშვილი, ვან ბაიბურთი, ეს ვიღაა,ძიძიგური, კუკავა, გაჩეჩილაძეები... ლამის მთელი ოპოზიცია აცხადებს პრეტენზიას... კი, გვყავდნენ ბაგრატიონები გვარშიო... ჰო, კაკო დამავიწყდა, ასათიანი, სიკვდილსაც დავვიწყებივართ, ჩემზე მეტად ვის ეკუთვნის, მე დავიწყე მონარქისტული მოძრაობა ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზეო... კი, აბა, მე მყავდა, თუ მყავდაო...
ზოგმა ჩოხა ჩაიცვა, ზოგმა „აზიაცკები„, ზოგმა ხანჯალი დაიკიდა, ზოგმა ბაიბურთი, რას გადამეკიდა ეს უპატრონო, ბებუთი...
მოკლედ, საქმე ასეა, პაატა:
ასეთი ამბავი რომ წავიდა, მოძრაობა შეიქმნა ერთი, „შევარდნები„, სხვა დროს გეტ/ყვი, ვინ არიან, ჰოდა, მოვიდნენ ჩემთან, თქვენზე, შევარდნაძეებზე მეტად ვის ეკუთვნის საქართველოში მეფობაო.
მე, რასაკვირველია, გადავირიე, ჯერ ერთი, რომ პრინციპულად არ ვარ მაინცდამაინც დიდი მომხრე და მოწადინე ამ ეტაპზე საქართველოში მეფობის აღდგენის, და მეორეც... არა, შვილო, გვყავდნენ, როგორ არა, რამდენიც გინდა, ისეთი დრო იყო, ვერ გაგიმხელდი... და მეორეც, მგონი, არ არის ამ ექსპერიმენტისთვის ხალხი და საზოგადოება მზად ამჟამად–თქვა.
არაო, ქვა ააგდეს, მეფობა და მეფე თუ უშველის და გადაარჩენს საქართველოს სწორედაც რომ ამ ეტაპზე, ვცადოთ აგიცო. ხალხს რაც შეეხება, ხალხი ყოველთვის და ყველაფრისთვის არის მზად, განსაკუთრებით ექსპერიმენტებისთვისო.
მოკლედ, იქით ისინი იყვნენ, აქეთ მე! არ მომეშვნენ და არ მომეშვნენ...
დავფიქრდი ბოლოს მეც, ვაიდა, ესაა მართლაც საქართველოს გზა ხსნისა!
და რას იტ/ყვის ჩემზე შთამომავლობა, მე რომ გადავუდგე წინ და ხელი შევუშალო ქვეყანას და ხალხს სანუკვარი მიზნის აღსრულებაში?!
ექსპერიმენტები ხომ მთლად ჩემი მოგონილია!
გორბაჩოვი მეუბნებოდა, შენმა „აბაშის ექსპერიმენტმა„ შთამაგონა ამხელა ექსპერიმენტების წამოსაწყებადო! და ხომ ვუტირეთ კიდეც დედა იმ საშინელ საბჭოთა და კომუნისტურ სისტემას!..
მოკლედ, დამითანხმეს ბოლოსდაბოლოს. ოღონდ ერთი პირობით.
რაღა დასამალია და, მე ასაკში ვარ... კი, შვილო, რამდენი ასაკიანია, უასაკოს რომ სჯობია, მაგრამ ხალხს არ ვალაპარაკებ... ერთი სიტ/ყვით, შენი კანდიდატურა შევთავაზე არჩევნებისთვის... კიი, შვილო, არჩევნებით უნდა ავირჩიოთ, აბა, დანიშნული, მოყვანილი და მოგზავნილი მეფე ვის სჭირდება?! ეს რაღა დემოკრატია იქნება! მაგისთვის ვიბრძოდით?!.
... რა უნდა ეთქვათ, გადაირივნენ სიხარულით! დაგიკავშირდბიან მალე... გეუბნები, გვყავდნენ–მეთქი ბაგრატიონები!
რა ჩემი ჭკუის დარიგება გჭირდება, შვილო, მაგრამ ვითომ აზრზე არა ხარ... მერე შორს დაიჭირე, უარი თქვი, ვირზე შეჯექი... მაგრამ მთლად ისე არა, რომ ჩამოსვლა გაგიჭირდეს!.. არაა ლამაზი, კაცი, ბოდიში, შენთან, შვილო, და ზოგიერთი მსუბუქი ქალივით ყველაფერზე ეგრევე რომ თანხმდება!
მერე, ნელ–ნელა, იმათ არგუმენტებს რომ მოისმენ... რაო?.. უარზე ხარ?!. როგორ მეკადრება?!. რას ამბობ, შვილო?!. რაღა დროს შენი მეფობაა?! რას ამბობ, შვილო, რაღა გეგვიანება!.. არა და არა?!. როგორ თუ ცოცხალი თავით... უი, შენ კი რა გითხარი, როგორ შემაშინე! ეგრე, შვილო, ეგრე!.. ჰო, მიხედე საქმეს!..
... კარგი, შვილო, თავს გაუფრთხილდი, უქუდოდ არ გახვიდე!.. დამიკოცნე ყველა... კი, შვილო, კავშირში ვიქნებით, აბა როგორ!..

ნონა

2013-10-25 07:17:26

მჯერა, ჟვანია იმიტომ მოიშორეს, რომ ამ ბინძური გარიგების შესრულებას არ აპირებდა. ის ჭკვიანი იყო. დაეთანხმებოდა მაშინ ივანოვს (თუმცა ის იქ არ ყოფილა, როგორც თევზაძე საუბრობს) და მერე პირობის შესრულებაზე უარს იტყოდა
დავით თევზაძე პატრიოტი და დიდი პროფესიონალია. ერთი წლით ადრე თუ არა, 6 თვით ადრე რატომ არ თქვა ეს ყველაფერი, ეს მაინტერესებს. მანამდე ხმის ამოღებას რომ აზრი არ ქონდა, გასაგებია, თუმცა მაინც სილაჩრეში ვუთვლი ამდენი ხნის დუმილს :(

სპირიდონი

2013-10-25 10:49:50

რაღაცეები, ვფიქ

სპირიდონი

2013-10-25 10:55:04

რაღაცეები ვფიქრობ სწორად არის გადმოცემული, თანაც დავით თევზაძის სიტყვას ფასი აქვს... მაგრამ მეძნელება ხაზი გადავუსვა აშშ-ს დამსახურებას ვარდების რევოლუციაში საერთოდ და მიშას მხარდაჭერაში კონკრეტულად... დებილი იყო დასავლეთი, ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა?!

abahe

2013-10-25 11:52:40

ახლა მე-2 ადგილზე გასვლა რომ ზოგიერთისთვის ხვალინდელი დღის გარანტია და მომდევნო არჩევნებში-საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო- რაიმეს მიღწევა-დათრევაა,ეს ცხადზე ცხადია და ნინოც ამისთვის იბრძვის და ბაქრაძეც და თარგამაძეც.სხვა კანდიდატების მობილიზება/ხარატიშვილები.კირთაძეები,მჟავიები ,დავითაშვილები და ა.შ./ ამასვე ემსახურება,ალბათ, ანუ პირველადგილოსნისთვის ხმების წართმევას,თუ არა,თვითონაც ხომ ძალიან კარგად იციან,რომ პრეზიდენტობას კი არა,უბრალო თანამდებობასაც/ანუ 2 ბატსაც/ არ ჩააბარებს მათ ხალხი/იმიტომ ,რომ ხალხი მაინც ბრძენია/.და ამიტომ,რომ არ იქნეს გამოყენებული შემდგომისთვის ახლანდელი არჩევნების შედეგების პროვოკატორული გამოყენება და დაბოლებები და თვალში ნაცრის შეყრები-მაგარი რომ ვიყავი,მიტომ მივიღე ამხელა პროცენტიო-ამიტომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე მასიურად,აქტიურად და ხმა სწორად მივცეთ,რომ ერთმა მიიღოს ბევრად მეტი და დანარჩენმა 22-ს ჯამში 10-12%-იც ეყოფათ.ეს არავითარი მესიანიზმის გამარჯვება არ იქნება.პირიქით.ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დაეკარგოს საპრეზიდენტო არჩევნებში თამაშის სურვილი ბურჯანაძესაც,თარგამაძესაც,ბაქრაძესაც,ნათელაშვილსაც,ღარიბაშვილ-ხარატიშვილს თუ კირთაძეებს და მჟავიებსაც.ბოლოს და ბოლოს,50-ზე მეტი პრეზიდენტობის ამბიციის მქონე პიროვნება,ერთი ხეც რო არ დაურგავთ საკუთარ ეზოშიც კი,3-მილიონიან ამორჩევლისთვის აღარ გახდება როდისმე სამარცხვინო???? სულ"ფურთხის ღირსი"უნდა ვიყოთ??სულ ვიღაცამ უნდა გვათამაშოს და მერე გაგვიყიდოს თუ გადაგვიცვალოს მიწები და ტერიტორიები და თან გვამადლოს-ავაშენე ქვეყანა და თქვენ ვერ ხედავთ და არ გინდა დაინახოთო.თევზაძემო რატო ამდენხანს არ თქვაო რამეო-საყვედურობენ.რო ეთქვა-ჩვენ რამეს გავიგებდით?გაგვაგებინებდნენ?ერთს იტყოდა"რუსთავი-2":ყოფილმა მინისტრმა ქათამი მოიპარა,დაჭერისას წინააღმდეგობის გაწევას გეგმავდა იარაღით და ამიტომ ადგილზე იქნა ლიკვიდირებულიო.ვიდეოს ვერ გადაიღებდნენ,რომელიმე გუბერნატორს მოწმედ ვერ დაიყენებდნენ თუ რა.გამოვიდეს ახლა წერეთელი,ბურჯანაძე.სააკაშვილი/ბევრი წიგნი რო აქვს წაკითხული/ და გვითხრან,ასე არ იქნებოდა? ან შეეპასუხონ,რო ცრუობს ყოფილი მინისტრი,და თქვან,ვისი მადლობელი უნდა ვიყოთ,"რევოლუციის" დროს სისხლი რო არ დაიღვარა.....აუ,რამდენი რამეა სათქმელი და საფიქრალი?

Amirani

2013-10-25 12:46:06

...

შენ მართლა უწიგნურო decibal (ეფრეიტორის დონეც არ გაქვთ განათლებით), საკლუქვაძეს როცა ახსენებ მდუღარე გამოივლე, ამოფარებიხარ ნიკს, ნიკი ვერ იფარავს ადამიანს, პოვნის სიმარტივეზე კი არ ვსაუბრობ, არამედ ცილისწამებაზე და სხვის აუგად მოხსენიებაზე შენ თუ არაა, შთამომავლობას მიწვდება ღვთის რისხვა. სწორად უნდა იცხოვრო.

ახლა მთავარი, რატომ ვსაუბრობ უწიგნურობაზე და წერა-კითხვის უცოდინარობაზე:

სტატია კარგად უნდა წაიკითხო. სამხედრო საბჭოზე ორი საკითხი იყო გამოტანილი:

1. ოპერატიული ვითარება, რა ხდებოდა და როგორ უნდა ემოქმედა ჯარს
2. მომიტინგეთა მოთხოვნა მინისტრების გადადგომასთან დაკავშირებით

1-ლ საკითხთან დაკავშირებით მოგვხსენდა რა ხდებოდა რუსთაველზე და ა.შ. ზედმეტი პოლიტიკური შეფასებების გარეშე. პოლიტიკა არ იყო ჩვენი საქმე. განვიხილეთ როგორ უნდა ემოქმედა ჯარს, რომ არ ჩავთრეულიყავით არანაირ პროცესებში და ჯარი შეგტვეკავებინა ყაზარმებში. სარდლობამ ეს ფუნქცია შეასრულა. მინისტრმა განაცხადა, რომ ჯარი არ ჩაერევა პროცესებში, გარდა სიტუაციისა, თუ დაიწყო მასობრივი არეულობები, სისხლისღვრა და მოროდიორობა. ეს ჩვეულებრივია მთელ მსოფლიოში.

2. იმ სიტუაციაში თAვდაცვის მინისტრის გადადგომა გამოიწვევდა უმართავ პროცესებს ჯარში, რაც შეიძლება დამთავრებულიყო სრული ქაოსით (თუ ახსოვს ვინმეს თბილისის ომი). ამიტომ განაცხადა სალუქვაძემ, რომ ჯარის უპატრონოდ დატოვება არ შეიძლება

რაც შეეხება ივანოვს ან ზარებს მოსკოვიდან, ამის შესახებ ახლა წავიკითხე პირველად და ყველაფერს ისე ვიგებდი ტელევიზიით, როგორც ნებისმიერი მოქალაქე.

აქ ვიღაცამ დაწერა, თითქოს შევარდნაძემ რაღაც ბრძანება გასცა ჯარის გამოყვანაზე. სარდლობისთვის ასეთი ბრძანება არც წერილობითი ფორმით, არც სიტყვიერით, ცნობილი არ ყოფილა.

წაიკითხეთ აქ http://army.ge/?p=1038 და მიხვდებით პოზიციას ჯარის პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით.

ზუსტადაც, სარდლობის დონე იყო ძალიან მაღალი, არავის უფიქრია მედროვეობაზე და პოლიტიკურ სიტუაციასთან მორგებაზე, რომ შემდეგ თანამდებობები მიგვეღო. ჯარი არ უნდა ჩარეულიყო, არ ჩაერია და წესრიგიც იქნა შენარჩუნებული სამხედრო ნაწილებში. რაც შეეხება მოწოდებებს: ჯარი ჩვენთანაა, ან გადმოდით ჩვენს მხარეზე და ა.შ. ეს ხშირად ისმის მიტინგებზე საქართველოში და დამღუპველია ქვეყნისთვის, ანგრევს სახელმწიფოს საფუძვლებს. წერია ამ ტემაზე აქ http://army.ge/?p=1038 და ნახეთ, ბოლდითაა გამოყოფილი. გამოქვეყნებულია 2006-2007 წლებში

...

decibal

2013-10-25 15:32:30

ამირანმა დევი დასცაო, დევი კი არა, ჭირიან ბეღურასავ ვერაფერ დააკლებთ(ღენერალთა სასტავი), გენერალს ჯერ ღირსება უნფა ჰქონდეს და მრე "პაგონები". "ნახლებნიკები" ხარტ თქვენ და არა გენერლები, რა სარდალიც გავდავდატ , იმაზე უარესები ხარტ. გსმენიათ გერმანელთა, იაპონელ გენერალთა ღირსებაზე? ვაი თქვე პატრიონს, 100 გნერალიდამ ერთის არ გამოდნება, ბიძოს უნდა ვთხოვო ერთი დაფინანსება ამ უსაქმურთა ბრბოს საერთოდ მოუხსნას, დავიქირავებთ ნამდვილ გენერლებს ,თქვენფან არავითარი სარგებელი არა აქვს სახემწიფოს, ქვეშეფსია ასერტინის დაყვირებაზე ტავქუდმოგლეჯილი რომ გამორბოდით, აღარ გახსოვთ? ბომჯები ხარ თქვე და არა გენერლები. აფუსუ გენერალი ბაგრატიონი ან ტუნდაც გენერალი ლესელიძე, ფუუ, თქვენი... მ... მთავარსარდალი..

Amirani

2013-10-25 20:52:03

შენისთანა მართლა მხდალ და უწიგნურს არც უნდა სცემდეს არავინ პასუხს, ამოფარებიხარ ნიკს.
საზოგადოებას ვუპასუხე.

ამ საიტს ეტყობა არც მოდერატორი ყავს ანაგვიანებინებს კომენტარებს. სერიოზული საიტი ჩანდა და მიდიხართ სიყვითლისკენ.
ლაჩრები მოიკითხე აგვისტოს ომის სარდლობებში, შენც იქედან იქნები ალბათ შე მედროვევ, ბიძოს იშველიებ ახლა, შინაარსზე გეყობა სადაური ჩიტიც ხარ, თქვენს ნაოარზე დღესაც დაგვცინის ნახევარი მსოფლიო, მაგრამ არაუშავს, მოგეკითხებათ ყველაფერი. ნიკებს უკან ამოფარებული "მეომრები". შიში გაწერინებს ამ ნაგავს. ჯერ პირი გამოირეცხე, მერე ტვინი

დანარჩენს განათლებული გაიგებს.

საიტს ვემშვიდობები სანაამ ნაგვიდან არ გაასუფთავებთ

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80