თუ მოიქცეოდნენ რუსები ჩვენსავით?
ბლოგი

თუ მოიქცეოდნენ რუსები ჩვენსავით?

თუ მოიქცეოდნენ რუსები ჩვენსავით?
გიორგი მჭედლიშვილი

2014-02-08 01:25:44

დღეს, როდესაც დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, რატომ წავიდნენ ქართველი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიადაზე სოჭში, გასაგებია წასვლა-არწასვლა რასაც უკავშირდება. ეს არის ომი, რომელმაც ორ ერთმორწმუნე ქვეყანას  შორის ურთიერთობებში არსებული ყველა ხიდი დაწვა.

მსოფლიოს მართვადი ქაოსისთვის შექმნილმა კოსოვომ თავისი საქმე გააკეთა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, დასავლეთის სრული წაყრუებით, ბრძოლა მოიგო და საქართველოს გული ამოგლიჯა, მაგრამ იმავდროულად წააგო ამ ქვეყნისთვის წარმოებული 200 წლიანი ომი. უფრო მეტიც, მან ამ გამარჯვებით, სამომავლოდ, საკუთარი სახელმწიფოს  არსებობაც  კი კითხვის  ნიშნის  ქვეშ  დააყენა.

როგორც ჩანს, აგვისტოს ომი ამერიკის მიერ სააკაშვილის ხელით დაგებული ერთგვარი მახე იყო, რომელშიც რუსეთი, მისი იმპერიული ბუნებიდან გამომდინარე, ადვილად გაება. ქვეყანამ, რომელსაც აბსოლუტურად არაფერში  აწყობდა არც აფხაზეთის და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, აგვისტოს ომის შემდეგ ეს ნაბიჯი გადაგა. მოვა დრო და ეს ნელი მოქმედების ბომბები მთელ რუსეთს ააფეთქებს როდესაც 48 ავტონომია მას დამოუკიდებლობას მოსთხოვს. ხოლო ის განცხადებები, რომელსაც დროდადრო ლავროვის უწყება აკეთებს, ან თუ გნებავთ მავთულხლართების გადმოწევა გვარწმუნებს, რომ რუსეთისთვის სულ ერთია ვინ იქნება საქართველოს  ხელისუფლებაში. 

მაშინ, როდესაც დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ „აღშფოთებისა“ და „შეშფოთების“ გარდა, მოქმედების შნო არა აქვს, რეალური პოლიტიკაა, რომ მის მიმართ რიტორიკა შევცვალოთ, თუმცა ამით ჩვენი დამოკიდებულება ამ ქვეყნის, როგორც ოკუპანტის მიმართ უცვლელი რჩება. ენა კი იმისთვის გვაქვს, რომ ზოგჯერ საკუთარი აზრები შევნიღბოთ. სწორია, რომ საქართველო რუსეთს კვლავ განიხილავს როგორც საფრთხეს; ხელისუფლება ფიქრობს და აანლიზებს რუსეთიდან მოსალოდნელ შემოტევებს ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური და ა.შ. მიმართულებით და მათი განეიტრალების თაობაზე ზრუნავს.

ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, არიან  უკმაყოფილონიც, რომ კურსი არც ისე სწრაფად შეიცვალა და არც ისე რადიკალურად, როგორც ამას იმედოვნებდნენ. თუმცა ბევრისთვის ძალიან დიდი შედეგია ისიც, რომ გადაიდგა ნაბიჯები ურთიერთობის მოგვარებისთვის. რა გააკეთოს მეტი საქართველოს ხელისუფლებამ? იმაზე წავიდეს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცნოს?  რომ დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს რუსეთთან ამ პირობებით? ეს ღალატის ტოლფასი იქნება

რუსეთთან მარტო ბაზრის გახსნა და ისიც ნაწილობრივ აშკარად არ აღმოჩნდა საკმარისი ქართული ეკონომიკის გასაჯანსაღებლად! სამაგიეროდ  კი ჟირინოვსკის დასაცინი გავხდით, თუმცა კაცმა რომ თქვას, არცთუ უსაფუძვლოდ. საკითხავია თავად რუსები ჩვენს მდგომარეობაში როგორ მოიქცეოდნენ? ყოველ შემთხვევაში ჩვენსავით რომ არა, ამის თქმის უფლებას  მათი ქვეყნის ისტორია მაძლევს.

1812 წლის ივნისში, როცა ნაპოლეონმა მდინარე ნემანი გადმოლახა და შეიჭრა რუსეთის საზღვრებში, მაშინ იმპერატორი ალექსანდრე I ვოლნოში იმყოფებოდა და იქ გაიგო მომხდარის შესახებ. პირველი, რაც თქვა მაშინ რუსთა ხელმწიფემ იყო შემდეგი: „სანამ, თუნდაც ერთი ფრანგი ჯარისკაცი იქნება ჩემი ქვეყნის მიწა-წყალზე, მე მტერთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ!“

2 სექტემბერს ნაპოლეონმა მოსკოვი დაიკავა. იგი 6 ოქტომბრამდე ელოდებოდა რუს ემისრებს. სიზმარშიც კი მათ ხედავდა, მაგრამ ისინი არ ჩანდნენ, არც გამოჩნდებოდნენ. ამასობაში რუსებმა თავიანთი დედაქალაქიც გადაწვეს და ფრანგებს შეახსენეს, რომ მათთვის უკან დაბრუნების დრო დადგა. ნაპოლეონს გზაში რუსული ზამთარიც წამოეწია და მისი არმიის ნახევარი ძლიერმა ყინვებმა შეიწირა.

რუსეთის არმიის მთავარსარდალს კუტუზოვს ისღა დარჩენოდა საზღვრამდე მიეცილებინა ფრანგები. ცოლისადმი გაგზავნილ წერილში იგი წერდა: „მე შემეძლო მეამაყა იმით, რომ ნაპოლეონი ჩემგან გარბის, მაგრამ მეშინიან ამის თქმის, რადგან  ვიცი, რომ ღმერთი ამაყებს სჯის“.

მართლაცდა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როდესაც ოკუპანტს მწვანილზე, ხვანჭკარასა და მინერალურ წყალზე  ველაპარაკებით, ან კიდევ, როდესაც ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას ზამთრის ოლიმპიადაზე სოჭში ვიწონებთ მაშინ, როდესაც მას დასაბრუნებელი აქვს წართმეული აფხაზეთი და სამაჩაბლო. რუსეთთან დამოკიდებულების დათბობა კი მათ გარეშე წარმოუდგენელია.

როდესაც ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა კოკლენმა ბერლინიდან მიიღო დეპეშა, რომლითაც სთხოვდნენ რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას, დეპეშის ბოლოს  კი ეწერა: „გთხოვთ, სასწრაფოდ შეგვატყობინოთ, რას მოგვთხოვთ სპექტაკლებში მონაწილეობისათვის“.

კოკლენმა დეპეშითვე  უპასუხა - „ელზასსა და ლოტარინგიას”. 

შესაძლოა ზოგიერთი ჩვენგანისთვის ესეც უცნაურად ჩანდეს, რომ საფრანგეთ-პრუსიის ომში დამარცხებული ქვეყნის შვილმა გერმანელებისგან მოითხოვა  სანაცვლოდ ის, რაც მისმა სამშობლომ  დაკარგა.

ნანახია - 3093

ლოგოსი

2014-02-08 01:47:01

გიორგი მჭედლიშვილი

”1812 წლის ივნისში, როცა ნაპოლეონმა მდინარე ნემანი გადმოლახა და შეიჭრა რუსეთის საზღვრებში, მაშინ იმპერატორი ალექსანდრე I ვოლნოში იმყოფებოდა და იქ გაიგო მომხდარის შესახებ. პირველი, რაც თქვა მაშინ რუსთა ხელმწიფემ იყო შემდეგი: „სანამ, თუნდაც ერთი ფრანგი ჯარისკაცი იქნება ჩემი ქვეყნის მიწა-წყალზე, მე მტერთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ!“


მაგას რომ ამბობდა ალექსანდრე 1, მის უკან ნახევარ მილიონიანი რუსული არმია იდგა, ხოლო რუსეთთან ომითა და დაპირისპირებით რაც მოიგო სააკაშვილის ხელში საქართველომ, ეს სახეზეა.
ასეე რომ, ავტორს პატივს ვცემ, მაგრამ ძალიან მიკვირს ამ სტატიის პათოსი, მითუმეტეს, საქარველოს დიდებული მეფეების ისტორია, სწორედ დაუძლეველ მტერთან დიპლომატიური პოლიტიკით მაგალითებით საკმაოდ უხვად არის წარმოდგენილი.

beveren baasi

2014-02-08 02:13:50


ლოგოს,ნახევარ მილიონს კიდევ ერთი გენერალიც დაუმატე-ზამთარი და უკიდეგანო ტრამალები:)

papa

2014-02-08 02:15:48

ჩვენ ჩაკუკულ საქმეს ოლიმპიადაზე არ წასვლით---არაფერი შეემატებოდა
დაკლებით კი ბლომად დააკლებოდა, დათვს ავაამძ...რებდით
მერე?? ამ კეთილ მიქინძულებს ხომ ყველანაირად მოხარშულებს ვცნობთ??.
ჯერ ისე რა ნაგავები არიან და ..ახლა ამძ---ები
გაყინული მდგომარეობა რაღაცნაირად ხომ უნდა შეიცვალოს?
ჩვენი ესე გაყინული მდგომარეობა ხომ ვხედავთ რომ ჩვენს გარდა კველას აწყობს? ... რუსეთსაც ამერიკასაც(რუსეთთან საჩალიჩოთ), თურქებსაც, აზერებსაც და ნუ ამათზე, ამ ჯიშმოტკნულებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია(ჩვენი სოფლის თავჯდომარეო, გვარს რომ არ დავასახელებ)
მერე როდემდე ვიყოთ მტრების გულის გასახარად ასეთ,,გაჩხირულ მდგომარეობაში,,??
ამ მუშტის ქნევით ამ ნაცებმა რაც დაგვმართეს ხომ ვხედავთ??
ოლიმპიადაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა დიდი ბედენა არაა, მაგრამ .... თუ რუსეთთან აფხაზეთის თაობაზე მართლა დალაპარაკებას აპირებ წინასწარ შენს მიმართ აგრესიულად რატომღა უნდა განაწყო?
წინასწარ შენს მიმართ უკვე უარყოფითად განწყობილ ადამიანთან ლაპარაკს აზრი ააქვს?/
მერე წასვლით რა ფუჭდება?
ღირსებას ვკარგაავთ?
რომელ ღირსებას ....ინჩა ღირსება??
თუ ღირსებაზე არის საუბარი მაშ 2008 წელს ნაცების საქციელი რა იყო??--ღირსების ჩუხჩუხიი?? ეს ვითომ ღირსებაზე მოლაპარაკე ნაცები და მათი ლეკვები მაშინ სად გარბოდნენ? მაშინ ღირსება არ იყოო???..
ღირსება
ჩიტი ნეხვზე იჯდა და ბოლოს არიდებდაო
რა დროს სიაფანდ ღირსებაზეა ლაპარაკი?? ...დედა აღარა გვყავს .და.. მამა კი აღარც გვახსოვს
ოღონდ ქვეყანას ეშველოს და ამაზეა ლაპარაკი წავალთ ოლიმპიადაზე თუ არა??
ვიმეორებ ამ წასვლით აფხაზეთს არავინ დაგვიბრუნებს, მაგრამ სალაპარაკო მაგიდასთან წინასწარ წაგებულ პოზიციაზე რატომ უნდა ვიყოთ?? უამისოდაც მტერი ელაპარაკოს იმ დედამიქინძულებს
ისე მე რომ მკითხო მაგათ არც დაველაპარაკებიოდი, მაგრამ აფხაზეთზე მა ვის დაველაპარაკოთ?? ნატოს თუ ევროკავსირს? ეგენი დაგვიბრუნებეენ?? მეტი არ იყოს საქართველოს მტერი!!
მოლა მეჩეთში არ შედიოდა ძალით შეაგდესო, ისეა ჩვენი საქმე....
. გინდა არ გინდა ამ შათლახ პუტინს უნდა დაველაპარაკოთ და ეს ზედმეტი პრიკლუცენიები რაღა ჯანდაბად გვინდა??

და კიდევ:

ქუჩა ქუჩა რომ ეს ნაც ლაწირაკები დადიან და პლაკატებით ხან უკრაინას,,უჭერენ,, მხარს და ხან ოლიმპიადაზე წასვლას ,,აპროტესტებენ,, სინამდვილეში ამათ ორივე სულ დი/შლაზე და ფიზდაზე ჰკიდიათ. ეგენი ნაცების და მათი პატრონების დავალებებს ასრულებენ, რომ რუსეთთან ეს დაძაბული ურთიერთობა, რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს... არავითარი ლიჩნოე...მხოლოდ ბიზნესი, ბიზნესი
ამერიკელებს რუსეთთან საჩალიჩო--სავაჭრო ერთ-ერთ კოზირად ჩვენ ყოველთვის ვჭირდებით,ჰოოდა ისინი ამ ნაცებს და მათ გოშიებს სულ,,სპორტულ ფორმაში,, ამყოფებენ
რამე რომ იყოს და თუ იმათ საქმეს დასჭირდააა.. ესენი ხვალვე იმაზე დაიწყებენ სირბილს, მაწონი რათაა შავიო.
თქვენ ოღონდ მაგათ ფული მიეცით, თანამდებობებეს შეჰპირდით და ,,ა ჩომ რეჩ,,....ეგეთები გაუკეთებიაათ?..... ზაპროსტო,..... ნამუსი მაგათ არააქვთ, განათლება
მაგათ არააქვთ, სამშობლო რა არის არც გაუგიათ და აბა რა ენაღვლებათ რა ...პლაკატებით სიარული ადვილია .. ფულსაც გვარიანად შოულობონ და არიან ამ ,,პროტესტებში,,
არადა ერთი წუთი რომ წარმოვიდგინოთ... ღმერთმა ქნას და რუსეთთნ ურთიერთობა დალაგდეს...ხომ დარჩებიან მერე ესენი უმუშევრები?
ჰოოოოო, ზნაჩიტ არ უნდა დალაგდეს ...ესე გამოდის ...მაგათთვის და მაგათ პატრონებისთვის ესე სჯობია

beveren baasi

2014-02-08 02:21:23


არტისტების ქვეყანა ვართ ბლიად.
ეხლა სულ აღარ მიკვირს მსახიობებეს განაპირა,ცალკე სასაფლაოზე რო მარხავდნენ,ღმერთს და ეშმაკს შორის იყვნენ გაჩხერილნი.

გიორგი მსახიობობასთან ადრე ახლოს იყავი?მალიარი ხარ ბიჯო?

ლოგოსი

2014-02-08 02:35:09


beveren baasi
2014-02-08 02:13:50


ლოგოს,ნახევარ მილიონს კიდევ ერთი გენერალიც დაუმატე-ზამთარი და უკიდეგანო ტრამალები:)


შენ, როგორც ყოველთვის, ფორმაში ხარ ;)))

tavadi

2014-02-08 02:50:51

მაგარი უტვინო ერი ყოფილან ფინელები. აბა სტალინთან და გიტლერთან ომი შეიძლებოდა?


არტისტების არა ბევერენ, უ/ტ/რ/ა/კ/ო-მ/ე/ტ/რ/ა/კ/ე/ე/ბ/ი/ს. აგერ აქ ოთხი კომენტარი დევს და ოთხივე სხვადასხვა აზრის ვართ. ოთხ მილიონიან ერში ოთხი მილიონი განსხვავებული აზრი რომ იარსებებს, ის ქვეყანა ღირსია ნახირივით მწყემსო.

არც ომი შეგვიძლია, არც ღირსების დაცვა და ვერც ის გაგვირკვევია რა გვინდა. თითქოს ....................აქ ორი წინადადება წავშალე... რა აზრი აქვს ფილოსოფოსობას........ მაშინ როდესაც, ჩვენ მხოლოდ სხვის იმედზე და სხვის ომში ვართ მაგრები.

გასაგებია ბატონი გიორგის პოზიცია და დამეთანხმებით, რომ „ყველანი მზად ვართ ყველაფერი გავიღოთ ერის დიდებისათვის!“ რა ესე არ არის? „განა სასაცილოა“?! მართლაც და როცა საომარი იყო ერის უდიდეს ნაწილს ცალ ფეხზე ეკიდა ქვეყანა, ფული და არა ღირსება უპირველეს ყოვლისა. ახლა კი დროა „გველსა ხვრელით ამოიყვანს“ მაგრამ დიდი სიფრთხილეა საჭირო. ეს გველი ისეთი ასპიტია, შეიძლება დაგვგესლოს. მხოლოდ ბრიყვები ყოფენ თავს გაუმაძღარ ლომის ხახაში. ჩვენ მსოფლიოში სიბრიყვეშიც ვერავინ გვჯობნის.

ოხ ეს ფინელები, რა უტვინო „ნაროდია“ კაცოოო......

beveren baasi

2014-02-08 03:02:18

თავადო,პიპინია გახსოვს?პორტ-არტურში ცხენს,რო გამოასწრო?


ფინეთს,დახედე რუკას კომბლე(ოდესღაც დიდი იყო ფინეთი)),კარელია ნახე,200 000 კვადრატული კმ-ია.

ნატოს წევრია?

beveren baasi

2014-02-08 03:07:16

კომბლე ეს რა სისულელე თქვი:ოთხ მილიონიან ერში ოთხი მილიონი განსხვავებული აზრი რომ იარსებებს, ის ქვეყანა ღირსია ნახირივით მწყემსო.

პირიქით(უკუღმა ასინეთა:),ერთი აზრი ჩრდილოეთ კორეაშია და კი გადადის მამა-შვილის ხელში მწყემსობა.

tavadi

2014-02-08 03:27:49

ფინეთს ზურგი არ ქონდა. ორ კანიბალს შორის დარჩენილი ერი მართლა გმირულად იბრძოდა და ეგ საზღვრები, ფინელების გარეშე, მსოფლიოს წამყვან ქვეყნების დადგენილია. ფინელების ბრალი აქ არაფერია.

ჩვენ კი 3/4 მსოფლიო მხარს გვიჭერს ტერიტორიულ მთლიანობაში. მართალია სიტყვით, მაგრამ ჩვენ თუ გვაქვს საკუთარი თავის იმედი? სულ რატომ ვიღაც სხვას ველოდებით? მივა დათვთან და კბილებს ჩაუმტვრევს, მატ/რ/აკვეცა ამერიკელებმა ვერ გაბედეს, ჩინეთს ხომ არ შევეკრათ? ძალიან ბევრი არიან და ეს ის სიმრავლეა ჩვენ რომ გვაწყობს.
-მსოფლიო ელიტას ამოუვათ ყელში და ერთ მშვენიერ დღეს გვეტყვიან; არ გინდათ? კი ბატონო, ჩვენ ეს კალიდორიც გვყოფნის, ტრუბას მეტი არ სჭირდებაოოოოო...... და სამუდამოდ გარიგდებიან რუსებთან. რუსს კი ოღონდ სხვისი მიწა ჩაუდე ხახაში სიამოვნებით ყლაპავს.

რაც შეეხება კორეას... რა განსხვავებაა, ერთი კაცის საწარმო ვიქნებით, თუ მამა-შვილის კოპერატივი?

ქვეყნისთვის გარკვეული მიზანი, მოსალოდნელი შედეგის განსაზღვრა და სტალინივით მხოლოდ ერთი სასტიკი მმართველი მირჩევნია.

ლოგოსი

2014-02-08 03:30:02


tavadi


ოხ ეს ფინელები, რა უტვინო „ნაროდია“ კაცოოო......

მაგ ფინელებს სტალინი ლენინგრადთან 2000 კვ.კმ-ს სთხოვდა და სამაგიეროდ ორჯერ თუ სამჯერ მეტს აძლევდა სხვაგან.
მანერჰეიმი ურჩევდა ფინეთის მთავრობას, მე კი ვიომებ, მაგრამ სჯობს რუსეთთან საერთო ენა გამონახოთო. ბოლოს მაგ ომით სტალინმა 8 ათასი კვ. კმ წაართვა და მის მიმართ ლოიალური ხელისუფლება დასვა, რომელიც ნატოში არ შედიოდა.
ასე რომ, თავად განსაზღვრე უტვინოები იყვნენ თუ არა, აი ბრძოლისუნარიანობაში კი ნამდვილად ვაქებ, მაგრად იომეს.
მაქვს მაგ ომზე უამრავი მასალა, ახლა მეზარება მათი ლინკების ნახვა.
ისე, ერთხელ უნდა დავწერო ერთი სტატია, მაგაზე, რა მოვლენები განვითარდა სსრკ-ფინეთის ომში, ზოგს რომ ჰგონია, ფინელებმა მოიგეს ეგ ომი.

tavadi

2014-02-08 03:36:42

იქნებ ორი სიტყვით მითხრათ, 25 წლის მანძილზე, ჩვენ რას გთავაზობს რუსეთი?

ლოგოსი

2014-02-08 03:44:47


tavadi

მაგ საკითხზე მექნება საკმაოდ ვრცლად დაწყებული სტატიის შესაბამის ნაწილებში.

aprakune

2014-02-08 05:00:10

ბედნიერი ქართველები. როგორ არ გამიმართლა დღეს? ძალიან მინდოდა სოჭის ოლიმპიადის გახსნას დავსწრებოდი. პუტინი უნდა მენახა ახლოს. თან მის გვერდით მდგომი თიბილოვი და ანქვაბი. როგორი ბედნიერება ერგოთ ქართველ სპორტსმენებს,რომ ახლოს ჩაუვლიან ამ ადამიანებს. ძალიან მაღალი მორალის ქვეყანა გვაქვს. მერე რა ,რომ რუსეთმა მე -19 საუკუნეში კუთხეებად დანაწევრებული ქართული რეგიონები გეგმაზომიერდ მიიერთა და მთლიანი ქართული ტერიტორია გუბერნიებად დაყო. მერე რა,რომ იქ რუსული პოლიტიკა გაატარა. მერე რა,რომ ბაგრატიონთა და დადიანების შთამომავლები რუსეთში გადაასახლა და ჩინ-მედლები დაურიგა,რათა რომელიმე მათგანს ტახტის დაბრუნების სურვილი არ გასჩენოდა.მერე რა,რომ დამოუკიდებელი საქართველო 1920 წელს ცნო და რამდენიმე თვეში წითელი არმია შეუსია. მერე რა,რომ სახელმწიფოებრიობა მოუსპო და საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა. მერე რა,რომ სახელმწიფობრიობის დაკარგვას არშეგუებული ქართული სახმედრო ელიტა და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები ამოწყვიტა.მერე რა,რომ 1991 წელს ახალი დამოუკიდებელი სქართველოს კანონიერი ხელისუფლება ქართველი რენეგატების ხელით დაამხო. მერე რა,რომ ამის შემდეგ აფხაზეთი წაგვართვა. მერე რა,რომ 2008 წელს ათეულ ათასობით ჯარისკაცი საქართველოს წინააღმდეგ დაძრა და სამაჩაბლო წაგვართვა. მერე რა,რომ რუსეთი საერთოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერია. ეგ ყველაფერი უმნიშვნელოა.მთავარია,რომ ინტელიგენციის წითელი ნაწილი თავს ბედნიერად გრძნობს. აგრეთვე თავს მშვენივრად გრძნობენ რენეგატები და მონური სულისკვეთების ადამიანები,რომლებიც ინფიცირებული არიან უფროსი ძმის სინდრომით. ყველაზე მთავარი კი ის არის,რომ პუტინი კმაყოფილია და თან კიდევ რამდენიმე ტონა ციტრუსი და კიდევ ღვინო რუსეთში გაიყიდება. თან კიდევ თავისუფლად შეგვეძლება მომავალში გასართობად "სულიკო " ვუმღეროთ და ქართული ცეკვა ვაჩვენოთ. ისინი ტაშს დაგვიკრავენ და ბედნიერები ჩამოვალთ თბილისში. ამის შემდეგ თვეობით მოვყვებით იმას,თუ როგორ უყვართ ქართველები რუსეთს. ბედნიერი ერი. ამის მიღწევა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და ქართველების უმრავლესობა ნამდვილად დარწმუნებულნი არიან იმაში,რომ ისინი ასეთები არიან. სინამდვილეშიც ასეა? ქოცების მეფეს ჯერა,რომ ასეა. სხვებს? რას გევხართ ხალხნო! როდის გაიღვიძებთ?

seteri.07

2014-02-08 08:15:01

რას გეტყვით იცი , ერთი ადგილი დავაყენოთ სანამ დროა, სანამ კიდევ გვაქვს ქვეყნის შერჩენის შანსი თორემ რისი მებრძოლები ვართ კარგად ვიცი.აფხაზეთის ომის დროს აეროპორტში რომ მივედით ჩვენი დანაყოფი, თვითმფრინავი შეგვეშალა და სხვას მივადექით იქ კიდო დუბაიში მიმავალი ქართველები იჯდნენ, იქიდან გაკვირვებულები ერთ ხმად გაიძახოდნენ ეს ჩვენი თვითმფრინავია თქვენ თქვენი მოძებნეთო,ხოდა არა მგონია ერეკლეს რომ საქართველო უყვარდა რომელიმე ჩვენგანს უყვარდეს ეხლა ,მარა ნახა რა ნაგვებიც ვიყავით და სწორი გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის გადასარჩენად იფიქრა იქნებ მერე მაინც გამოჩნდნენ ჭკვიანი ქართველებიო მარა რაც ვართ ესა ვართ,ხოდა ჩვენ შვილებს და შვილებს მაინც მივცეთ შანსი

arichopra 2

2014-02-08 09:01:17

ხომ არ იცით ვინმემ დაზსტებული მონაცემები საბჭოთა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ 1941 წელში? ამას გარდა მე მგონი ამ სამამულო ომში, საერთო სამშობლოს - სსრკ-ს დამცველი სხვა ეროვნების მებრძოლებთან ერთად 330 ათასი ქართველი მეომარი დაიღუპა (თუ ვინმემ უკეთ იცით დააზუსტეთ). ახლა ვნახოთ რამდენმა მეომარმა იომა ჩვენს პირად სამამულო ომებში აფხაზეთსა თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რამდენი დაეცა გმირულად ბრძოლის ველზე, როცა ქვეყნის მოსახლეობა 5 მილონს აღემატებოდა?! დავფიქრდეთ რას მიგვანიშნებენ ამ კითხვებზე პასუხები?

mimino

2014-02-08 09:16:29

ჟურნალისტიკას და არტისტობას საერთო ისა აქვთ რომ ორივე პროფესიის წარმომადგენლები(ძირითადად-ფაქტები სახეზეა ქართულ სინამდვილეში) თავიანთი პროფესიული "მე"-ს თვითდაკმაყოფილებისათვის ყველნაირ საქმეზე მოაწერენ ხელს-მაგალითი დღევადელი ნანუკა,მანუკა,მაია ,თოქ-შოუები-ია

mimino

2014-02-08 09:18:33

მეორე მსოფლიო ომში-უფრო ზუსტად ე.წ. სამამულო ომში--კომუნისტური პერიოდის წიგნები გგვაუწყებდენ-საქართველოდან მონაწილეობა მიიღო-დაახლოებით 700 000მდე მოქლაქემ-აქედან ნახევარი არ დაბრუნდა.მოსახლეობა მაშინ იყო დაახლოებით3,5მლნ

arichopra 2

2014-02-08 09:21:50

თვითონ დავაზუსტე 1941 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3690 000! ომში 700 000 მეომარზე მეტი იქნა გაწვეული.

arichopra 2

2014-02-08 09:47:15

ამ ომამდე არ ვიცი როგორ იყო, მაგრამ ომის შემდეგ ქართველი და რუსი ხალხები ერთმანეთის მიმართ ნამდვილად ძმური სიყ//ვარულით იყ/ვნენ გამსჭვალული.

arichopra 2

2014-02-08 09:47:43

ასევე ჩვენც მიგვაჩნდა რომ საქართველოსთან ერთად ჩვენი დიდი სამშობლო იყო საბ/ჭოთა კავშირი. მართალია შიგადაშიგ პოლიტიკანები ამღვრევდნენ წ/ყ/ა/ლს, მაგალითად ნიკიტა, სუსლოვი და

arichopra 2

2014-02-08 09:58:01

კიდევ 1-2 ალბათ,

arichopra 2

2014-02-08 09:59:28

მაგრ/ამ ხ/ალ/ხთა შორის თა/ნასწ/ორო/ბა გამო/ცხა/დებ/ული იყო უმა/ღლ/ეს და ხელ/შეუ/ხებელ პრ/ინც/იპად,

arichopra 2

2014-02-08 09:59:46

ეროვნული შუღლის გაღვივება კანონის ძალით უმკაცრესად ისჯებოდა! დარწმუნებული ვარ, რომ არა დასავლეთის და საერთოდ მსოფლიო პოლიტიკის ბინძური ხრიკები, ასევე ტოტალური ეკონომიური ომი საბჭოეთის წინააღმდეგ, როცა კაპიტალისტური ბანაკის მესვეურები აღვივებდნენ ერებში არაჯანსაღ ნაციონალიზმს დემაგოგიური მოწოდებებით დემოკრატიის პრიორიტეტულობაზე, პიროვნების თავისუფლებაზე, ეროვნულ თვითგამორკვევაზე...დღესაც ძმურად ვიცხოვრებდით ჩვენს დიდ და პატარა (ტერიტორიით) სამშობლოში. მაგრამ ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, რა ვუშველოთ ჩვენს დამრცობილ სამშობლოს? რა მოვიმოქმედოთ, როგორ შევინახოთ საკუთარი ოჯახები, სად და როგორ ვიშოვოთ სახსარი, რომ შვილები ღირსეულად აღვზარდოთ და მოხუცებულ თაობას საკადრისი პატივი ვცეთ?

arichopra 2

2014-02-08 10:01:33

ვინ იცის ეს კოკლენი რა ტიპი იყო?! ვინ არის რა ავტორიტეტია? იქნება იმ დროის ვუდი ალენი იყო?

arichopra 2

2014-02-08 10:03:03

1812 წელს ბოროდინოს ბრძოლაში 12 ქართველი გენებრალი იბრძოდა რუსების მხარდამხარ!

Fortuna

2014-02-08 10:41:02

აქ ისტორიული წიაღსვლები არაფერ შუაშია; ფაქტი სახეზეა ბიძია "VOVA"ს რაკომ ყავს დაყენებული დეიდა "NATO" დიიიდი ხანი ეყოლება მაგ პოზაში;ერთი პერსპექტივა აქვს
ყველაზე დიდი სახით შემოატრიალოს რასაც დეიდა "NATO"დიდი სიამოვნებით დათანხმდება;)!
ზუსტატ ანალოგიურ მდგომარეობაშია ყველა დეიდა "NATO" ს გულშემატკივარი და ბალეშიკი;)!
ვისაც არ ჯერა ეტყობა ჯერ კარგად ვერ უგრძვნია:)!

mimino

2014-02-08 11:06:46

დღევანდელ რუსულ წყაროემები სხვა რიცხვებს ასახელებენ ომში მონაწილე ქართველების შესახებ--უფრო მცირეს-არაა გასაკვირი--უფროსი ზმისგან

ოძელი

2014-02-08 11:43:51

როდესაც ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა კოკლენმა ბერლინიდან მიიღო დეპეშა, რომლითაც სთხოვდნენ რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას, დეპეშის ბოლოს კი ეწერა: „გთხოვთ, სასწრაფოდ შეგვატყობინოთ, რას მოგვთხოვთ სპექტაკლებში მონაწილეობისათვის“.

კოკლენმა დეპეშითვე უპასუხა - „ელზასსა და ლოტარინგიას”.

===================================

კოკლენი მსახიობი იყო და შეეძლო სიამაყეზე დაფუძნებული არაფრისმომცემი ემოციური პასუხის გაცემა. მსგავსი მაგალითი ჩვენს უახლეს ისტორიაშიც გვაქვს, ვახტანგ კიკაბიძის სახით. ვისაც პასუხისმგებლობა არ აკისრია, შეუძლია მსგავსი განცხადებების კეთება. პასუხისმგებლობის მქონე პირი ასე არ უნდა საუბრობდეს.

ჩვენი უბედურება იყო, რომ ყველაზე ხმამაღლა გაჰყვიროდა ის, ვისაც ყველაზე მეტი სიფრთხილე და დაფიქრება მართებდა. შედეგიც სახეზეა.

ოძელი

2014-02-08 16:13:25

ბ-ნო გიორგი,

გუშინ ცოტა ნერვიულობა და ღელვა კი გეტყობოდათ, მაგრამ, მთლიანობაში შესანიშნავად გამოხვედით. მეტი დრო უნდა დაგითმონ ტელევიზიებმა.

vaax

2014-02-08 22:38:48

ვიც იბრძვის ის ყოველთვის აღწევს შედეგს.ჩვენ არ გვინდა თუ გვეშინია არ ვიცი. მაგალითი ჩვენს წინ დევს-ჩეჩნეთი, ჩეჩნები ვერ მოერევიან რუსეთს, მარა თუ შეხედავთ, ვერ დაამარცხეს რუსებმა, ყოველ შემთხვევაში იქ რუსის ჭაჭანებაც არ არის და არც სურვილი აქვთ რომ იქ იცხოვრონ რუსებმა...მგონი სწორს ვიძახი ხომ? არის ეგ შედეგი თუ არა? როცა უბრალო მოქალაქე ვერ გადაადგილდება ჩეჩნეთში, დამოუკიდებელია აბა რა.მე საერთოდ არ მესმის, უი არ გავაბრაზოთ რუსებიო, პროვოკაცია უნდა ავიტანთო და კიდევ სხვა.მოდით იცით რას გეტყვით?- სანამ ისეთი კაცი არ მოვა, ვინც ყველას და არა 30 000 კაცს იარაღის ჭერას არ ასწავლის, არაფერი არ გამოვა, მიშასი არ იყოს, რომ მოძუძგა და ქუსლებს კისერში ირტყავდა, რატო არ გაგრძელდა ბრძოლა? რუსები იდგნენ არამარტო გორში, არამედ ხაშურში,ბორჯომშიც კი..და ეძინათ მთვრალებს..ჰოდა ნაცებს ვეკითხები, რატო არ გამოაცხედეს პარტიზანული ომი?...წარმოგიდგენიათ რომელიმე ქვეყანაში ოკუპანტი რომელსაც სძინავს სადგურში (კადრები ალბათ ნანახი გაქვთ) და ხალხი არ ეომება? როდის იყო დამპყრობელი ლოზუნგების ფრიალით გადიოდა ქვეყნიდან?ჰოდა როცა ტაკო არ გაქვს არ უნდა იხტუნავო. მე თუ მკითხავ ჯარიც ზედმეტია, როცა ვერც ერთ მეზობელს ვერ უწევ წინააღმდეგობას, რა სირად გინდა?-ამერიკელებმა აქეთიქეთ რომ ათრიონ? ჩვენ საერთო ერვნული იდეოლოგია არ გვაქვს, აი ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. წინათ ტრადიცია და ჩვენი ისტორიული მებრძოლი სული თამაშობდა ამ იდეოლოგიის როლს, ახლა კი დამსხვრეულია - ვერც ერთი ბრძოლა ვერ მოვიგეთ და ვართ ასე ,,გამოკიდებულნი'. ამას მოსდდევს გარდაუვალი შედეგი-ღირსების დაცემა და დაკნინება, აი ეს დაგვემართება თუ დროზე არ აღვიდგინეთ იდეოლოგია..აგერ წინადადება შემომაქვს, დროშა შევცვალოთ და დავამატოთ გაერთიანებული საქართველოს გამოსახულება, არ შეიძლება? და რაც მთავარია, მე მიმაჩნია, რომ პარალელურად პროფესიული ჯარისა, ჯარი უნდა იყოს საყოველთაო.რომ ნახოთ რამდენია ,,ავადმყოფობის' გამო დაბრაკული, გული გაგისკდება..და რამდენჯერ მინახია, ახალგაზრდა ყაზილარი როგორ იკვეხის, რომ გააჩალიჩა და საქმე ჩააწყო და ,,დაბრაკეს' და მაგარია, ხოლო ვინც წაიყვანეს უპატრონოა.სანამ ეს არ შეიცვლება და ამის გამო სირცხვილის ტრადიცია არ აღსდგება, არაფერი არ გამოვა.მეორე მთავარი პრობლემა ჩემი აზრით, ეს გამრავლების პრობლემაა.ფაქტიურად, ეს არის იარაღი, რომლითაც 40-50 წელში იცვლება ერების განაწილების სურათი, და მიწას, რომელსაც შენად თვლიდი, სულაც აღარ არის შენი-გამგები გაიგებს.ჰოდა, არ მიწყინოს ჩვენმა ეკლესიამ, რომელიც ჩემი აზრით საკუთარ ჯიბეებზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე ერზე და სარწმუნებაზე (რა თქმა უნდა ყველას არ ეხება),იქნებ რამენაირად დაეხმარონ მრავალშვილიანებს (მათი ძირითადი პრობლემა საცხოვრებელი
სახლია] ხოლმე.ეჰ, კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ჩვენი ქვეყნის შესახებ...

xalibi

2014-02-09 01:19:47


vaax-ს
ბრძოლას მაშინ აქვს აზრი, თუ გამარჯვების შანსი გაქვს. ჩეჩნებს ახსენებ და რა მოიგეს?! თავისუფლებისათვის დაიხოცნენ გმირულად?? აბა წარმოიდგინე, რამდენი ხანი დასჭირდება მათი გენო-ფონდის აღდგენას.... ასეთ ომს აზრი შეიძლება ჰქონდეს, თუ ქვეყნის მოსახლეობა სულ ცოტა ათეულ მილიონზე მაინც იქნება..... თუ იცი, რა სიტუაციაა დღეს იმ რაზმებში, რომლებიც ჩეჩნეთის თავისუფლებისათვის ;იბრძვიან"?? ისინი ალ-ქაიდას დაქვემდებარებაში იმყოფებიან თითქმის მთლიანად, უკანა პლანზე გადავიდა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა და ისლამური რადიკალიზმის გავლენით გამოაცხადეს კავკასიური ემირატი, კ ა ვ კ ა ს ი უ რ ი, რომელშიც საქართველოს დიდ ნაწილსაც მოიაზრებენ. აქედან გამომდინარე, ისინი თამაშობენ იმ ძალების თამაშს, რომლებიც სრულად მართავენ ისლამის რადიკალურ ფრთას, რათა საკუთარი მიზნების მისაღწევ მიზეზად გამოიყენონ და ბუას როლი ათამაშონ. რაც შეეხება საყოველთაო სამხედრო მომზადებას, მშვენიერი აზრია, მაგრამ პროფესიონალური არმიის გარეშე არაფერი გამოვა. აღმაშენებლის, თამარის ეპოქა გაიხსენე. თუ ისტორიულ წყაროებს დავეყრდნობით, მაშინდელი მოსახლეობა ბევრად აღემატებოდა რიცხობრივად საქართველოს დღევანდელ მოსახლეობას, მაგრამ თუ ბრძოლებში გაყვანილი ხალხის მიხედვით ვიმსჯელებთ, გამოვა რომ მაშინაც კი, მხოლოდ პროფესიონალებზე აკეთებდნენ არჩევანს... დანარჩენზე კი გეთანხმები:)

papa

2014-02-09 11:52:20

ვაახ
--------
მეც ხალიბს ვეთანხმები

qedo sakokhia

2014-02-09 13:23:16

ყოჩაღ! წაგიშლიათ ჩემი გზავნილი, ასე გააგრძელეთ, ასე!

წითელი

2014-02-11 23:53:25

ნაპოლეონი სანამ შეიჭრებოდა, რუსეთმა ეს 2 წლით ადრე იცოდა ტალეირანის ხელშეწყობით და თავდაცვის ყველა გეგმა ქონდათ გაანალიზებული.
ნაპოლეოს რომ ფეხი წაუცდებოდა, ტალეირანმა უფრო ადრე განჭვრიტა.

sertoriusi

2014-02-13 17:22:00

ხალიბს ვეთანხმები

sertoriusi

2014-02-13 17:24:12

წითელი მართალი ხარ. ნაპოლეონის იმპერიის ბედი ყველა ვარიანტში გადაწყვეტილი იყო, რადგან მისი სიკვდილის შემდეგ ეგ იმპერია ძალიან ადვილად და ძალიან სწრაფად დაიშლებოდა. თვითონაც ძალიან კარგად იცოდა ეგ.

მან ფაქტიურად სხვების საქმე გააკეთა და სხვებს შეუწყო ხელი.

sertoriusi

2014-02-13 18:17:01

ლოგოსისა და სხვების არ იყოს, მეც ვერ ვგებულობ რისი თქმა უნდა ავტორს. მტრად ჩავთვალოთ რუსეთი? კი ბატონო, მაგრამ ამერიკა, თურქეთი და ა.შ.?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80