დღეს საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმარა
თბილისი

დღეს საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმარა

დღეს საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმარა
for.ge

2014-08-25 14:15:56

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა სახელდებულ და უსახელო ქუჩებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობაზე მოხსენებები მოისმენეს.

სხდომაზე, რომელსაც   მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, საჯარო რეესტრისა და ასევე კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რიგ ტერიტორიებზე ქუჩათა ქსელისა და სამისამართო აბრების არარსებობასთან დაკავშირებით იმსჯელეს, ასევე მოისმინეს ქუჩათა ქსელის შექმნასთან დაკავშირებითარქიტექტურის სამსახურის, ხოლო  სამისამართო აბრების განთავსების შესახებ კი მერიის კეთილმოწყობის სამსახურის პოზიცია.

სხდომაზე  კომისიის წევრებმა  სახელდების პროცესთან დაკავშირებით იმსჯელეს და  ქუჩათა ქსელის მომზადებასთან, აბრების განთავსებასთან და ნუმერაციის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის წარმომადგენელს მოუსმინეს.

კომისიის თავმჯდომარის ლია ჯახველაძის განცხადებით, თბილისს დამისამართების პრობლემა შემოერთებული სოფლების შემდგომ შეექმნა, რამაც მოსახლეობას გარკვეულ დისკომფორტი შეუქმნა, რომლის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.

სხდომაზე ასევე განიხილეს  სახელდების კომისიის ინიციატივა საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც სახელდების კომისიის, არქიტექტურისა და  კეთილმოწყობის სამსახურის და ასევე საჯარო რეესტრის თანამშრომლებით დაკომპლექტდება.

ნანახია - 966

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80