დღეს საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
თბილისი

დღეს საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

 დღეს საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
for.ge

2014-08-29 15:19:43

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებთან ერთად მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქლაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდა.

კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სხდომაზე სოციალურად დაუცველთა საბუთების მიღებისა და დაფინანსების წესი დამტკიცდა.

მისივე განმარტებით, სოციალურად დაუცველთაგან ამჟამად უკვე 1300 განცხადებააშემოსული, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს და აღნიშნული წესისსაკრებულოს სხდომაზე დამტკიცების შემდგომ განცხადებების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება  შესაძლებელი გახდება.

ამის გარდა, მერიასთან შეიქმნება 7 კაციანი კომისია, რომელშიც საკრებულოს წევრიც შევა და რომელზე დასწრებაც ყველა მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.

"აღნიშნული კომისია მუშაობას ქალაქის მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდგომ დაიწყებს’’,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქლაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის ინფორმაციით,  დღეს კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ახალი წესი განიხილეს და ამასთან, მერიასთან არსებული კომისიის შექმნის თაობაზეც იმსჯელეს, რომელიც სხვადსხვა კრიტერიუმით იმ მოქალაქეთა სოციალურ დახმარებას ითვალისწინებს, რომლებიც სამედიცინო სერვისების დაფინანსებას საჭიროებენ.

ნანახია - 915

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80