თბილისის საკრებულომ მერიას 30 მლნ ლარის სესხის აღების თანხმობა მისცა
თბილისი

თბილისის საკრებულომ მერიას 30 მლნ ლარის სესხის აღების თანხმობა მისცა

თბილისის საკრებულომ მერიას 30 მლნ ლარის სესხის აღების თანხმობა მისცა
for.ge

2014-09-02 15:27:40

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბიუჯეტისთვის 30 მილიონი ლარის სესხით აღების შესახებ თანხმობა მისცა.

როგორც დეპუტატებს დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენელმა განუმარტა, კომერციული ბანკებიდან სესხის აღების აუცილებლობა 2014 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს არსებულმა ხარვეზებმა განაპირობა.

თბილისის მერის მოადგილის გიორგი ხელაიას განცხადებით, მერიის მიერ თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დეტალური ინვენტარიზაციის შემდეგ  ბიუჯეტში 30 მილიონი ლარის გარღვევა დაფიქსირდა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს შემდგომი პროექტების განხორციელებას.

მისივე განმარტებით, გაიხსნება საკრედიტო ხაზი, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ  ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის პროექტები დაფინანსდება.

მმართველი გუნდის ინიციატივას არ დაეთანხმა საკრებულოს ოპოზიცია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრების თქმით, ფინანსთა სამინისტრომ დედაქალაქს 40 მილიონი ლარი ჩამოაჭრა და იმის ნაცვლად, რომ თბილისის მთავრობას უკან მოეთხოვა კუთვნილი თანხა, კომერციული ბანკებიდან ხდება მაღალ პროცენტიანი სესხის აღება.

საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მერის მოადგილემ  უპასუხა და განუმარტა, რომ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული სესხის გაცემისათვის საჭირო თანხები, რის გამოც  ფინანსთა სამინისტრო ვერ შეძლებს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

მერიის წარმომადგენელთა წინადადება დადებითად შეაფასა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტში ბალანსი იყო დარღვეული და მის აღსადგენად აუცილებელია კრედიტის აღება.

თბილისის ბიუჯეტის დეფიციტის საკითხზე მიმდინარე დებატების შემდეგ კენჭისყრის პროცესი წარიმართა და აღნიშნულ წინადადებას 32 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

როგორც საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ სესხის აღება და მისი გახარჯვა ხვალვე განხორციელდება.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული  მერიის მიერ  გამოცხადებული ტენდერებიდან მიღებულ იქნეს გარკვეული ეკონომიები, რაც თანხის ოდენობის შემცირებას გამოიწვევს და შესაძლოა სესხის გამოყენება აღარ გახდეს საჭირო.

ნანახია - 246

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80