ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება
თბილისი

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება
for.ge

2014-09-05 12:29:49

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დედაქალაქის მერიის თანამშრომლების  სამსახურიდან გათავისუფლებას  ეხმაურებიან.

"როგორც ყველანი ვადევნებთ თვალყურს გრძელდება მერიის თანამშრომლებზე დანაშაულებრივი ზეწოლა და იძულების გზით მათი სამსახურებიდან გათავისუფლება. აღნიშნული ფაქტის ნათელი მაგალითია, გუშინ, მასმედიის საშუალებების მიერ გავრცელებული ზედამხედველობისა და ჯანდაცვის საქალაქო სამსახურების თანამშრომლების მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ისინი სწორედ ამ ფაქტის შესახებ საუბრობდნენ.

ზემოთ თქმული  არ გახლავთ ერთეული შემთხვევა და მსგავსი ზეწოლა ხორციელდება მერიის ძალიან ბევრ თანამშრომელზე.

წლის ბოლომდე ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ, რომ ეს გათავისუფლებები არ გახლავთ მერიის ეგრედწოდებული ოპტიმიზაციის და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტების მიზეზი, როგორც ამას მერიის ადმინისტრაცია იუწყება. სინამდვილეში ყველაფერი ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრების ახლობლებისა და ნათესავების დასაქმებას. ამის თვალსაჩინო მაგალითია კახი კალაძის ცოლის ძმის – გიორგი არეშიძის დანიშვნა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე–სამსახურის უფროსის მოადგილედ თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში.

გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის მერიაში და გამგეობებში, აპირებენ თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას, აღნიშნულ სამასხურებში დადიან გარკვეული ადამიანები, ძირითადად ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებიც დე–ფაქტო უკვე იკავებენ თანამდებობებს, რადგან მათ  წინასწარ იციან ვინ, სად, როდის და რომელ თანამდებობაზე დაინიშნება.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ  სახალხო დამცველის აპარატს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და უზრუნველყონ მერიასა და გამგეობებში მომუშავე და  უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების უფლებების დაცვა”, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ.

ნანახია - 1202

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80