თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ბიუროებში მოქალაქეების მიღებას განაგრძობენ
თბილისი

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ბიუროებში მოქალაქეების მიღებას განაგრძობენ

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ბიუროებში მოქალაქეების მიღებას განაგრძობენ
for.ge

2014-09-09 16:34:12

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ბიუროებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

კოლეგების მსგავსად დღეს მოქალაქეებთან შეხვედრას მართავს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.ბექა ნაცვლიშვილმა ამ დროისათვის უკვე რამდენიმე ათეული ამომრჩევლის პრობლემა მოისმინა.

დეპუტატის თქმით, ვინაიდან მისი რაიონი ძველი თბილისის ნაწილს, ასევე ორთაჭალას, ფონიჭალასა და სოფელ ფონიჭალას მოიცავს, პრობლემათა სპექტრიც მრავალფეროვანია.

მაჟორიტარი დეპუტატი ბიუჯეტში თანხის სიმცირის შესახებ საუბრობს:

"აღნიშნული რაიონის ბიუჯეტი  დაახლოებით 7 000 000 ლარს შეადგენს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ წინა ხელისუფლების მიერ თანხები გახარჯული იყო, ჩვენ  მოგვიწია დაახლოებით 440 000 ლარის ოდენობის ბიუჯეტით სარგებლობა. მიმაჩნია, რომ  არსებული თანხების  გადანაწილება მიზნობრივად და შეძლებისდაგვარად ნაყოფიერად  მოხერხდა, რაშიც ლომის წვლილი კრწანისის რაიონის გამგებელს , გიორგი კოპალეიშვილს მიუძღვის. ჯერ–ჯერობით დაკმაყოფილდა ყველაზე პრიორიტეტული საკითხები’’,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატი იმედს გამოთქვამს , რომ მიმდინარე ან მომდევნო კვირაში საკრებულო დაამტკიცებს აწ უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილსაც, რაც შესაბამისად დააჩქარებს მოქალაქეთა იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლებიც აქამდე თანხის სიმცირის გამო იყო შეჩერებული. პროცესი კი უფრო მარტივი და მოსახერხებელი ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის  ბიუროში მოქალაქეთა შეხვედრის  დღედ სამშაბათია გამოცხადებული, ბიურო ყოველ დღე მუშაობს და ეს მუშაობა სულ უფრო ინტენსიურ, უწყეტი კომუკაციის ხასიათს იღებს, რასაც თავის მხრივ მოქალაეებიც ადასტურებენ და კონკრეტული პრობლემების მოგვარების თაობაზე კმაყოფილებას გამოთქვამენ.

ნანახია - 1113

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80