რიმა ბერაძე ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს
თბილისი

რიმა ბერაძე ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

რიმა ბერაძე ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს
for.ge

2014-09-12 16:49:11

თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე "ნაციონალურ მოძრაობის“ წევრების მიერ  გაკეთებულ განცხადებებს  უსაფუძვლოს უწოდებს და ოპონენტ კოლეგებს  მოსახლეობისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს.

საკრებულოს უმრავლესობის წევრი საბავშვო ბაღების თემას შეეხო და ნაციონალურ მოძრაობას სკოლამდელი აღზრდის 35 დაწესებულების გაუქმება შეახსენა.

რიმა ბერაძის თქმით, ამ დროისათვის 25 ათასზე მეტი ბავშვია ბაღის გარეშე დარჩენილი და თბილისის მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პატარებს დაუბრუნონ ძველი შენობები და მათი პირობები კიდევ უფრო გააუმჯობესონ.

რიმა ბერაძემ  საკრებულოს მიერ მერიისთვის 30 მილიონიანი სესხის  აღების თანხმობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ თბილისის მთავრობამ აუცილებელი საკითხებიდან გამომდინარე გახსნა საკრედიტო ხაზი და ეს თანხა მხოლოდაუცილებელი და გადაუდებელი პროექტებისთვის გაიხარჯება. ფრაქციის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ოპონენტ კოლეგებს ერთად მუშაობისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. რიმა ბერაძის თქმით, მაჟორიტარი დეპუტატები ბიუროებში მიღებებს განაგრძობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მოსახლეობის პრობლემები აღმოფხვრან.

"უმჯობესი იქნება ჩვენი ოპონენტი კოლეგები დაგვიდგნენ გვერდში და ერთად გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რაც დედაქალაქის მაცხოვრებლებს აწუხებთ“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

ნანახია - 2764

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80