საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიას ბექა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს
თბილისი

საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიას ბექა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს

საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიას ბექა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს
for.ge

2014-09-16 15:52:32

თბილისის საკრებულოს მუნიციპალიტეტის სხდომაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის წევრების შემადგენლობა დაამტკიცეს.

დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კომისიას კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილის პოსტი კი დიღმის მაჟორიტარმა დეპუტატმა თარაშ შურღაიამ დაიკავა.

ბექა ნაცვლიშვილმა კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობა უახლოეს დღეებში აღდგება.

რაც შეეხება  მოქალაქეების მხრიდან შემოსულ განცხადებებს, რომლებსაც უკვე  მინიჭებული აქვთ საკუთრების უფლება, მაგრამ არ ფლობენ საკუთრების მოწმობას, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ხელმოწერილი დოკუმენტების გაცემა ხვალიდანვე დაიწყება.

მიწის ლეგალიზაციის კომისიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პროცედურების გამარტივების მიზნით საკრებულო, ეკონომიკის სამინისტრო და პარლამენტი ერთობლივად მუშაობენ.

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავამარტოვოთ პროცედურები. ასევე დაგეგმილი გვაქვს მეტი მოქალაქის დაკმაყოფილება ლეგალიზაციის თვალსაზრისით, ანუ გვსურს გავზარდოთ პერიოდი და იმ შემთხვევაში, თუ  მიმდინარე კანონმდებლობით ორთოფოტოზე მხოლოდ 2007 წლამდე დატანილი ობიექტები მტკიცდებოდა, ცვლილების შეტანისა და მათი დამტკიცების შემდგომ დრო 2011 წლამდე გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მუშაობა ორიენტირებულია უფრო მეტი  მოქალაქის სურვილების დაკმაყოფილებაზე, ვიდრე ეს დღემდე იყო“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გარდა კომისიის შემადგენლობაში საკრებულოს დეპუტატი - კობა კობალაძე, საჯარო რეესტრის წარმომადგენელი - დიმიტრი მახათაძე,მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - გიორგი ნიჟარაძე, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი - ნინო ღოღობერიძე და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი - გიორგი თაბუაშვილი შედიან.

ნანახია - 3606

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80