მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატი, ქეთევან ჯოხაძე ბიუროში მოქალაქეებთან შეხვედრას განაგრძობს
თბილისი

მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატი, ქეთევან ჯოხაძე ბიუროში მოქალაქეებთან შეხვედრას განაგრძობს

მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატი, ქეთევან ჯოხაძე ბიუროში მოქალაქეებთან შეხვედრას განაგრძობს
for.ge

2014-09-17 18:00:35

მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან ჯოხაძე მის რაიონში მცხოვრები დევნილების პრობლემით დაინტერესდა და ვითარებას პირადად  გაეცნო. დევნილებმა დეპუტატს საცხოვრებელი ფართის დაკანონების თხოვნით დღეს დილით მიმართეს. როგორც ქეთევან ჯოხაძემ შენობის დათვალიერებისას აღნიშნა, დევნილთა საცხოვრებელი ფართი სავალალო მდგომარეობაშია და მასში ცხოვრება დაუშვებელია.

მუხიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და აღნიშნულთან დაკავშირებით მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართა.

„შენობაში კოდორიდან დევნილი ექვსი  და საოციალურად დაუცველი ორი ოჯახი ცხოვრობს. ვინაიდან საცხოვრებელი ფართი  მერიის ბალანსზე იმყოფება, ჩვენ უკვე მივმართეთ შესაბამის სამსახურებს და მომდევნო კვირისათვის ველოდებით ოპტიმალურ პასუხს“,– განაცხადა დეპუტატმა.

დღესვე ქეთევან ჯოხაძემ ბიუროში კოლეგების მსგავსად ათეულობით მოქალაქე მიიღო. მისი თქმით, მოსახლეობა ძირითადად  განათლების დაფინანსებას, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და დასაქმებას ითხოვს.

მუხიანის მცხოვრებლებმა მაჟორიტარ დეპუტატს  სადარბაზოების სარდაფებში დაგროვილი წყლის გამო შექმნილი ანტისანიტარიული პრობლემის მოგვარებაც სთხოვეს.

ქეთევან ჯოხაძე კომპანია "GWP’’–ის  წარმომადგენლებს დაუკავშირდა და მოსახლეობის პრობლემა პირადად გააცნო. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ პრობლემაზე რეაგირება უკვე მოხდა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ხაზი გაუსვა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერატიული მუშაობის ხარისხს და კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

ნანახია - 2184

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80