ლია ჯახველაძის განმარტებით, თამაზ ნადარეიშვილის სახელობის ქუჩას სახელი არ შეცვლია
თბილისი

ლია ჯახველაძის განმარტებით, თამაზ ნადარეიშვილის სახელობის ქუჩას სახელი არ შეცვლია

ლია ჯახველაძის განმარტებით, თამაზ ნადარეიშვილის სახელობის ქუჩას სახელი არ შეცვლია
for.ge

2014-09-18 14:55:28

დღეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა.

ლია ჯახველაძე განმარტება  ანი ნადარეიშვილის კომენტარზე გააკეთა, რომლის თქმით, თბილისში მდებარე თამაზ ნადარეიშვილის ქუჩას საკრებულომ სახელწოდება შეუცვალა და მას კამანის სახელი დაარქვა.

,, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა გაცნობოთ, რომ თამაზ ნადარეიშვილის ქუჩას სახელი არ შეცვლია.

 მოგეხსენებათ მიმდინარეობს ქალაქის თანამედროვე სტანდარტებით დამისამართება, ზემო ვეძისის დასახლებაში გამოიკვეთა რამდენიმე ათეული უსახელო ქუჩა, რომლის მისამართის არ ქონა მთელ რიგ პრობლემებს უქმნიდა მაცხოვრებლებს.

 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურთან თანამშრომლობით ჩვენ დავამისამართეთ ხსენებული ქუჩები.

თბილისის საკრებულოს 2014 წლის   2 სექტემბრის  # 85 განკარგულებით საბურთალოს რაიონში, თამაზ ნადარეიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ჩიხს მიენიჭა კამანის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად. კამანის ქუჩას არავითარი კავშირი არ აქვს ნადარეიშვილის ქუჩასთან!

 ვინაიდან ოპონენტებს გაუჩნდათ კითხვა, რატომ კამანი, ეს კიდევ ერთხელ მათ უვიცობას და უცოდინრობას უსვამს ხაზს, მათ არ იციან არათუ ძველი, არამედ უახლესი ისტორიაც.   კამანი ეს არის პატარა იერუსალიმი( ასე უწოდა მას უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს პატრიარქმა)  სოფელი ოკუპირებულ აფხაზეთში, კამანის ეკლესიაში მოწამეობრივად აღესრულა მამა ანდრია ყურაშვილი, ის აფხაზმა სეპარატისტებმა ტაძარში დახვრიტეს, კამანთან იმართებოდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბრძოლები.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტოპონიმები და გმირთა სახელები ყოველთვის იქნება პრიორიტეტი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიისათვის.

ნაციონალურ მოძრაობა   ასეთ მგრძნობიარე  თემებზე კვლავ აგრძელებს სპეკულირებას და შეცდომაში შეყავს საზოგადოება

 ქუჩისათვის თამაზ ნადარეიშვილის სახელი არც შეცვლილა და არც მომავალში  იგეგმება’’,-განაცხადა ლია ჯახველაძემ.

 

ნანახია - 3088

zaza2015

2015-03-13 13:07:20

უკაცრავად, 2014-09-18 14:55:28 -ს შემდეგ "თბილისის" რუბრიკა აღარ განახლებულა თუ ჩემს კომპიუტერში არ ჩანს?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80