სტალინის ფენომენი და საქართველო (დასასრული)
ბლოგი

სტალინის ფენომენი და საქართველო (დასასრული)

სტალინის ფენომენი და საქართველო (დასასრული)
გია თვალავაძე - ლოგოსი

2015-08-17 23:54:10

სტალინის მიმართ იდეოლოგიური მტრობით დაბოღმილი ადამიანები ეჭვის ქვეშ აყენებენ ჩერჩილის ცნობილ სიტყვას სტალინზე და ამ ეჭვის საფუძვლად იმას აცხადებენ, რომ ეს სიტყვა 1959 წლის 21 დეკემბერს სტალინის 80 წლისთავზე თურმე არ უთქვამს ჩერჩილს და თან ამ სიტყვაში რაღაცეები დამატებულიაო, თუმცა, რომც სურდეთ, იმას კი ვერ ურყოფენ რომ მსგავსი სიტყვა ჩერჩილს ნათქვამი აქვს 1942 წლისს 8 სექტემბერს თემთა პალატაში მისი მოსკოვში ვიზიტის განხილვისას. როგორც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ისე ვადების ცვლილებით ამ შემთხვევაში ამ სიტყვის არსი არ იცვლება.

ჩერჩილი, რომელიც მაშინ მოკავშირეთა ლიდერზე წერდა, მაგრამ შინაგანად კომუნისტურ იმპერიის ლიდერს მშობლიური ინგლისის იმპერიის მტრად თვლიდა, ამგვარი პიროვნების მის მიერ ასეთი მაღალი შეფასება, სტალინის, როგორც სახელმწიფო მოღვაწის ღირსებებს მიუკერძოებლობის მაღალი ხარისხით წარმოაჩენს: ”რუსეთისათვის დიდი იღბალია, რომ მისი აგონიის დროს ის აღმოჩნდა ამ უდიდესი, გამოწრთობილი მხედართმთავრის ხელმძღვანელობის ქვეშ. ეს ადამიანი არის შთამბეჭდავი, გამორჩეული პიროვნება, შესაბამისი იმ სერიოზული და ქარიშხლიანი დროებისა, რომელშიც გაიარა მისმა ცხოვრებამ. ადამიანი ამოუწურავი გამბედაობისა და ნებისყოფის ძალისა, ადამიანი პირდაპირი და ურთირთობაში უცერემონიო მანერების მქონე.... სტალინმა, ამასთან, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა თავისი ღრმა და ცივსისხლიანი სიბრძნით და ყოველგვარი ილუზიების არქონით ...” იგივე ჩერჩილი 1943 წელს ამბობდა:”დილით ვდგები და ვლოცულობ, რომ სტალინი ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს, მხოლოდ სტალინს შეუძლია იხსნას მსოფლიო“.

ჰიტლერი, როგორც ნაცისტური მიზანთროპული დოქტრინის საფუძველზე სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი სამართლიანად არის დაგმობილი კაცობრიობის მიერ, მაგრამ მას თუნდაც როგორც უარყოფით დიდ ისტორიულ პიროვნებას მაინც ვერავინ ამოშლის კაცობრიობის მეხსიერებიდან. ამიტომ საინტერესოა მის მიერ სტალინის ფიგურის შეფასება, მითუმეტეს, ჰიტლერს ეს ჩვეული ორატორული ნიჭით აქვს გაკეთებული: ”რუსი ხალხის ძალა შედგება არა მის რაოდენობასა ან ორგიზებულობაში, არამედ მის შესაძლებლობაში რომ წარმოშვას სტალინის მასშტაბის პიროვნება. თავისი პოლიტიკური და სამხედრო ხარისხით სტალინი ბევრად აჭარბებს ჩერჩილსაც და რუზველტსაც. ის არის ერთადერთი მსოფლიო პოლიტიკოსი, რომელიც იმსახურებს პატივისცემას. ჩვენი ამოცანაა დავამსხვრიოთ რუსი ხალხი ისე, რომ სტალინის მასშტაბის ადამიანები მეტად აღარ გამოჩნდნენ”.

სავარუდოდ ჰიტლერმა ძალიან კარგად იცოდა სტალინის ქართული წარმოშობის შესახებ, მაგრამ მან ისიც კარგად იცოდა, რომ სტალინისა და სხვა ქართველების გამორჩეული ნიჭი რუსეთის დიდი მასშტაბის პოლიტიკურ ასპარეზზე გასვლით აღწევდნენ მსოფლიო მასშტაბებს, ხოლო მათი კარიერა რგებდა თუ ვნებდა მათ მშობლიურ საქართველოს, ეს არატენდეციური ანალიტიკური განხილვის საგანია.

ზოგადად, ხელისუფლების დანიშნულებაა მის მიერ მართვადი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა და ამავე დროს საკუთარი ხალხის სოციალურად უზრუნველყოფა, პარალელურად მომავალში უკეთესი ცხოვრების რეალური პერსპექტივის რწმენით.

ეს ყველაფერი სტალინმა თავისი 30 წლიანი მმართველობის პერიოდში, მიუხედავად მის წინაშე მდგარი საშინაო და საგარეო უდიდესი სირთულეებისა, განახორციელა, რაც იმის შედეგია, რომ მან შეიმუშავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი და მისი ხორცშესხმაც შეძლო.

ამის გამო მის მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფო იქცა მსოფლიოს ბიპოლარული სისტემის შემქმნელად, რომელიც მომავალი ნახევარის საუკუნის მაძილზე უზრუნვეყოფდა ერთმანეთთან დაპირისპირებული სოციალურ-ეკონომიკური მოდელების მქონე ჰეგემონი სახელმწიფოების მშვიდობიან თანაარსებობას.

ასეთი გრანდიოზული სამუშაოს წარმატებით ჩატარებას ვინც ვერ აცნობიერებს, ის ძალიან ზერელედ აფასებს მოვლენებს. მსოფლიო ისტორიაში თითებზე ჩამოსათვლელი არიან ისეთი სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებმაც ძირითადად შეასრულეს საკუთარი თავის წინაშე დასმული ამოცანები და მითუმეტეს, საკაცობრიო მასშტაბების დონის ამოცანები.

ამავე დროს, სტალინმა მაშინდელი ევრაზიის ხალხები იხსნა მათი რესურსების დასავლეთის ნედლეულის დანამატად და იაფ მუშახელად ქცევისგან. სწორედ ამის გამო ვერ იტანენ დასავლეთში სტალინს, რომ ის გადაეღობა ტრანსნაციონალური კომპანიების მხრიდან მესამე სამყაროს ქვეყნების ძარცვის პოლიტიკას. ასე რომ, მხოლოდ იდეოლოგიური დემაგოგიითა და პროპაგანდით სტალინის საქმიანობის შეფასება არის სიცრუე და პრიმიტივიზმი.

ხოლო ვინც სტალინის ფენომენში მხოლოდ წმინდანს ეძებს და პოულობს, ან მხოლოდ ჯალათსა და ბოროტმოქმედს, ულოგიკო ძიების მსხვერპლნი არიან. სახელმწიფო ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსის მოღვაწეობის ერთი პრიზმითა და კრიტერიუმით შეფასება თავიდანვე მცდარი დასკვნის საფუძველს ქმნის. მითუმეტეს, სტალინი არა მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ინტერესების დაცვას ემსახურებოდა, არამედ ამ სახელმწიფოს წარმატება მისთვის საკაცობრიო იდეის განხორციელებისთვის იყო გამიზნული.

ამიტომაც შექმნა მეორე მსოფლიო ომის მოგების შემდეგ საბჭოთა არმიის მიერ განთავისუფლებულ ევროპის ქვეყნების შემომტკიცებით სოციალისტური ბანაკი, ხოლო აზიაში გვერდით ამოიყენა ჩინეთი და ჩრდილო კორეის რესპულიკა. ამით მან უკვე მსოფლიოს მომავლისთვის ჭიდილში გამოიწვია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის კაპიტალისტური სისტემა, რომლის სამართლიანობისა მას არ სწამდა.

სტალინის მოცემული სიტყვა სწორედ მისი აღნიშნული შეხედულების გამოხატულებაა: ”ჩემთვის რთულად წარმოსადგენია რა პირადი თავისუფლება უნდა ჰქონდეს უმუშევარს, რომელიც დადის მშიერი და თავისი შრომის გამოყენების საშუალებას ვერ პოულობს. ნამდვილი თავისუფლება შეიძლება იყოს მხოლოდ იქ, სადაც ექსპლოატაცია მოსპობილია, სადაც ადამიანთა ერთი ჯგუფის მიერ მეორის ჩაგვრა არ არსებობს, სადაც არ არის უმუშევრობა და სიღატაკე, სადაც ადამიანი არ კანკალებს იმის გამო, რომ ხვალ შეიძლება დაკარგოს სამუშაო, საცხოვრებელი და პური. მხოლოდ ასეთ საზოგადოებაშია შესაძლებელი ნამდვილი და არა საქაღალდე, პირადი და სხვა ყოველგვარი თავისუფლება”.

ვფიქრობ, ამ სიტყვის არსს მათი დიდი უმრავლესობა დაეთანხმება, ვისაც უკანასკნელი 25 წლის მანძილზე თავის თავზე გამოუცდია უმუშევრობა, სიღატაკე და ხვალინდელი დღის შიში. ასეთები კი ამჟამად დასავლეთის ეკონომიკურ კოლონიად ქცეულ საქართველოში მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.

საერთაშორისო ურთიერთობების კანონზომიერებებით პატარა და სუსტი ქვეყნის ხვედრია გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ერთ-ერთი ჰეგემონი ქვეყნის მფარველობის ქვეშ მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობის მიღება. ეს პირობები სტალინმა საქართველოს შეუქმნა იმ ეპოქისათვის დამახასიათებელ ფარგლებში. საქართველოს თავისი პოტენციალიდან გამომდინარე ზემოდან ხელშეწყობით განვითარების საშუალება გაუჩნდა და ეს ხორციელდებოდა ეკონომიკურ-ინდუსტრიული აღმშენებლობით, ხალხის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებითა და განათლება-კულტურის აღმავლობით.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ უკვე მეოთხედი საუკუნეა ვეძებთ თუნდაც მსგავსი განვითარების პირობებს, მაგრამ ჯერ ვერ მიგვიგნია, რაზეც მეტყველებს ჩვენი კატასტროფული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

ამიტომ სტალინის გინება კი არ არის საქმე, არამედ ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგის მომტანი საქმის კეთებაა საქმე, რაც ბოლო 25 წელია არ ჩანს და არც გამოჩნდება, სანამ ამ მდგომარეობის მიზეზებს არ ჩავწვდებით და ქვეყნის დამღუპველ მარიონეტულ პოლიტიკას არ უარვყოფთ.

ბოლოს სტალინის ფენომენის ეროვნული ხასიათის შესახებაც უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა. ის რომ სტალინი ქართული სუფრის ტრადიციების მიმდევარი იყო, ამას ამტკიცებს უამრავი მოგონება და რეალური ფაქტები, რომელთა შესახებ მოგვითხრობენ ისინი, ვისაც სტალინთან გარკვეული საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სტალინი რუზველტსაც და ჩერჩილსაც კი სადღეგრძელოების რიტუალებით უმანსპინძლდებოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სტალინი ეთნოფსიქიკურად სუფთა სისხლის ქართველი იყო და კონსერვატორულ ქართულ სუფრას ურთულეს პოლიტიკურ თამაშებში ფილიგრანულად იყენებდა.

ამავე დროს, მიუხედავად სტალინის უდიდესი სახელმწიფოებრივი ტვირთისა და მოუცლელობისა, ის მაინც ახერხებდა გამოენახა შესაბამისი დრო, რომ საქართველოს წინაშე არსებულ პრობლემებში ღრმად გარკვეულიყო, რომ მათ გადაჭრაში უშუალოდ მიეღო ნაყოფიერი მონაწილეობა. ამის შესახებ თავისი მოგონებების წიგნში: ”სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები” საკმაოდ ვრცლად წერს ბატონი კანდიდ ჩარკვიანი, რომელიც სტალინის ეპოქაში საქართველოს კომპარტიის ცკ-ის მდივანი იყო. ის აღნიშნავს, რომ თბილისში მეტროს გაყვანა, რომელიც მაშინ არა მარტო სსრკ-ში, არამედ მსოფლიოშიც თითებზე ჩამოსათვლელ დიდ ქალაქებში ფუნქციონირებდა, სტალინის მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდებოდა და მიუხედავად სამამულო ომით დანგრეულის აღდგენის უმძიმესი პერიოდისა, მაინც გამოინახა თანხები, რომ ეს საშვილიშვილო საქმე დაწყებულიყო.

ასეთივე დიდი წვლილი აქვს მიღებული სტალინს ქართული მეტალურგიის, ქიმიური მრეწველობის, საავიაციო და მანქანათმშენებლობის დარგების შქმნაში, რის შედეგადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე შიდა პროდუქტის რაოდენობით ევროპის ხუთეულში შედიოდა.

ცნობილია, რომ ქართული ეროვნული განძის საქართველოში ჩამოტანა სტალინის უშუალო მზრუნველობით განხორციელდა. ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთში გატანილი ქართული ისტორიული რელიქვიები უშუალოდ სტალინის ძალისხმევით იქნა გადმოტანილი ქართულ მუზეუმებში ჯერ კიდევ 1922 წელს. ეს მოვლენები ამომწურავად აქვს გაშუქებული გრიგოლ ონიანს თავის 7 ნაწილიან ნაშრომში: ”სტალინის როლი ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნებაში”, რომელშიც სტალინის მიმართ ამ სფეროში უამრავი ცილისწამება არის გაქარწყლებული, განსაკუთრებით ექვთიმე თაყაიშვილთან დაკავშირებით. იხილეთ: http://geworld.ge/View.php?ArtId=6530&lang=ge

იოსებ სტალინის-ჯუღაშვილის ქართული შემოქმედებითი სულიერება ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაწერილ მის ლექსებშიც ცხადად ვლინდება, მაგრამ საოცარია სოჭში იმდროინდელი საქართველოს პირველი პირის კანდიდ ჩარკვიანისა და ცნობილი ქართველი ისტორიკოსების ნიკო ბერძენიშვილისა და სიმონ ჯანაშიას შეხვედრაზე სტალინთან დიალოგების მოგონებები. აქ ჩანს სტალინის ღრმა ცოდნა ქართული ენისა, ქართული ისტორიოგრაფიისა, მათი პერსპექტიული განვითარების მიმართულებებისა და მნიშვნელობის შესახებ.

ზოგადი წარმოდგენა მაინც რომ შეგვექმნას ამის შესახებ, მოვიყვან აღნიშნული დიალოგებიდან სტალინის მხოლოდ ერთ მოსაზრებას: ”ხეთების სახელმწიფო დაეცა, მაგრამ განა შეიძლებოდა ასე მრავალრიცხოვანი და მძლავრი ხალხი გამქრალიყო? რასაკვირველია არა, ხეთებისა და სუბარების ტომები, რომლებსაც შავი ზღვის სანაპიროები ეჭირათ და ზღვაოსნობაც ემარჯვებოდათ, აიყარნენ და ზღვის დასავლეთით გაეშურნენ, სხვა ტომები კი, რომლებიც მცირე აზიის მთიან ადგილებში და დასავლეთ და აღმოისავლეთ ამიერკავკასიაში ბინადრობდნენ, ადგილზე დარჩნენ. ამ თავის მიწა-წყალზე დარჩენილმა ხეთ-სუბარებმა შექმნეს მძლავრი პოლიტიკური გაერთიანებები, მათ შორის ურარტუს სახელმწიფო. მათი ჩამომავლები არიან იბერები, კოლხები და სხვები.

მაგრამ რა მოუვიდათ დასავლეთისკენ წასულ ხეთებსა და სუბარებს? -განაგრძობდა სტალინი,- მათ ადვილად დაიპყრეს კულტურულად უფრო დაბალ დონეზე მყოფი აბორიგენები, დაიკავეს ბალკანეთის, აპენინის, პირინეის ნახევარკუნძულები და შექმნეს იქ მაღალი ცივილიზაცია არიელების - ბერძნების და რომალების მოსვლამდე ბევრად ადრე. მხოლოდ ერთ ჰიპოთეზაშია საიდუმლო გასაღები, კერძოდ, პელასგებისა და ეტრუსკების გამოცანის ამოსახსნელად, რომელთა კულტურა საფუძვლად დაედო ბერძნულ და რომაულ ცივილიზაციას. უეჭველია, მეცნიერები რომ ეტრუსკების ეპიგრაფიკას ქართული ენობრივი ფაქტებიდან მისდგომოდნენ, იგი მათ დიდი ხნის გაშიფრული ექნებოდათ. იგივე ითქმის ხეთურ იეროგლიფზე და ალბათ, ლურსნულ ნაწერებზეც.”

სტალინი აკრიტიკებს უცხოელ მეცნიერს პროზნის, რომელიც ხეთებს ინდოევროპულ რასას მიაკუთვნებს და აგულიანებს ქართველ მეცნიერებს: ”რას უპირისპირებთ თქვენ მის თეორიას მეცნიერების ახალი არსენალიდან? არაფერს. საჭიროა აღზარდოთ ხეთოლოგთა კადრები, დაიწყოთ სერიოზული მუშაობა ამ სფეროში. მე კი პირადად მჯერა, რომ წინა აზიაში ახლაც ბევრი რამ მოწმობს ქართველთა წინაპრებისა და ქართული ტომების ადრინდელ ბინადრობას. აიღეთ თუნდაც ტოპონიმიკა. ტოპონიმიკა მეტად გამძლეა. ხალხები მოდიან და მიდიან, ადგილების, მთების, მდინარეების ბევრი სახელწოდება კი რჩება. ასეთ მოვლენებს ბლომად ვხვდებით, მაგალითად მცირე აზიაში განა ღალისი, მდინარე ყიზილ-ირმაკის წინანდელი სახელი, ქართული წარმოშობის არ არის?”...

რაოდენ სამწუხაროა, რომ დღევანდელ ეპოქაში, როცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მქონეა, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით განადგურდა უძველესი არქეტიპი საყდრისის ოქროს მაღაროების სახით და ამ ბარაბაროსობის შემდეგ ეს ლიბერალისტური პოლიტიკური ელიტა თავს უფლებას აძლევს სტალინი ანტიეროვნულ მოღვაწედ მონათლოს.

ცნობილ ავსტრიელ მწერალს შტეფან ცვაიგს ეკუთვნის ორი ბრძნული გამონათქვამი: ”იყო უდიდესი, ნიშნავს მისცე მიმართულება” და ”სოფელი სახელს ითქვამს, თუ იქ დიდი ადამიანი დაიბადებაო”. ეს ორივე გამონათქვამი იოსებ სტალინის ფენომენს საუკეთესოდ მიესადაგება. სტალინმა მთელი თავისი მოღვაწეობით ნამდვილად მისცა მიმართულება კაცობრიობის განვითარებას და რაც უფრო კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდება მსოფლიო, მით უფრო ბევრი მიუბრუნდება წარსულის იმ გამოცდილებას, რომელიც სტალინის ეპოქას უკავშირდება. ამიტომ სტალინი მარტო წარსულს არ ეკუთვნის, ის მომავლის ისტორიის შექმნაშიც მონაწილეობს. სწორედ ამ აზრს გამოხატავს დასავლელ პოლიტიკოსთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პოლიტიკოსის დე გოლის სიტყვები : “სტალინი არ მომკვდარა, ის განზავდა მომავალშიო “.

რაც შეეხება შტეფან ცვაიგის მეორე გამონათქვამს, უნდა თუ არა ვინმეს, სტალინის ფენომენი თავისი დიდი ისტორიული მნიშვნელობით საქართველოს განუყოფელი სუბსტანციური ნაწილია, ხოლო ის დადებით თუ უარყოფით როლს შეასრულებს საქართველოს მომავლის ფორმირებაში, დამოკიდებულია თავად ქართველების ცნობიერების შესაძლებლობებსა და ანალიტიკურ უნარზე.

 

ნანახია - 4452

lame

2015-08-18 00:58:17

ლოგოს შტეფან ცვაიგზე გამახსენდა, მაგას აქვს დაწერილი "მაგელანის მოგზაურობა" თუ გაქვს წაკითხული აუციულებლად შეამჩნევდი რომ მაგელანის მხატვრული სახით სტალინის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს, ეს განსაკუთრებით ცხადი ხდება მაგელანის მიერ არისტოკრატი მეამბოხე ესპანელი ოფიცრების სასტიკად დასჯის ცვაიგისეული შეფასებისას.

lame

2015-08-18 01:03:16

ლოგოს. სტალინი მხვნელ მთესველი სახელმწიფო მოღვაწის ტიპი იყო ასეთების ნათესი სრული მასშტაბით სამწუხაროდ მოგვიანებით იძლევა ნაყოფს, სტალინისა და ბერიას ნათესების მოგვიანებული ნაყოფი გახლდათ თუნდაც იგივე წყალბადის ბომბი და საბჭოთა ბალისტიკური რაკეტები რომელიც იმ უგონო მეღორემ მოიმკა მაგრამ დაბინავების ნაცვლად ქარს გაატანა. წარმოიდგინე სტალინი მოლაპარაკების მაგიდასთან ძაღლისშვილი ჩერჩილის პირისპირ წყალბადის ბომბითა და ბალისტიკური რაკეტბით ზურგგამაგრებული რომ მჯდარიყო მაშინ გამოჩნდებოდა საზოგადოების მოწყობის რომელი მოდელია უკეთსი სოციალისტური თუ კაპიტალისტურ
ასევე მოიმკა თამარმა აღმაშენებლის ეპოქაში ჩაგდებული თეს/ლის ნაყოფი. სამწუხაროა რომ ვერც მან შეძლო მოსავლის დაბინავება და ლაშას ხელში უკვე დაქუცმაცების პირზე მდგარი სახელმწიფო და სამეფო კვერთხიღა შერჩა ხელში.

ტარო1

2015-08-18 04:03:34

კარგი ხარ ლოგოს.
კომენტარების ავტორთა უმეტესობა ადეკვატური იყო.თუ არ ჩავთვლით "ძაღლ იყოს"-ნაირ გამოხტომებს.
ლამე,როგორც ყოველთვის პროფესიონალია.კახელის ბოლო ბლოგშიც ძლიერი კომენტები დადო...
საიტი გამოცოცხლდა ისევ.ახლა ალბათ კახელი დადებს კიდევ რამეს...
გაიხარეთ!

ტარო1

2015-08-18 04:14:53

PS სახედაკარგული, ყოველგვარი ქართულის მოძულე სეპარატისტული სულის მქონე არსების(რომელიც ს/ო/მ/ე/ხ/ს უფრო მაგონებს თავისი უაზრო ამბიციებით) კომენტები მალევე შეწყდა და პოლემიკა ჩვეული გზით წავიდა.დაკვირვებული ვარ თუ რამდენჯერ უცდია სხვა რელსებზე გადაეყვანა ამა თუ იმ სტატიის კომენტარები და უამრავი დრო და ენერგია დაუკარგავთ პასუხებზე ფორუმის წევრებს.

ტარო1

2015-08-18 04:15:47

ვაა,სო/მეხზე აცრილები ხართ ტო?

ენქერი

2015-08-18 09:31:13

ლოგოს,

"რაოდენ სამწუხაროა, რომ დღევანდელ ეპოქაში, როცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მქონეა, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით განადგურდა უძველესი არქეტიპი საყდრისის ოქროს მაღაროების სახით და ამ ბარაბაროსობის შემდეგ ეს ლიბერალისტური პოლიტიკური ელიტა თავს უფლებას აძლევს სტალინი ანტიეროვნულ მოღვაწედ მონათლოს".
----------------------------------------------------------------------------
აბსოლიტურად გეთანხმები საყდრისთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, არა მარტო საქართველოში, არამედ შუამდინარეთის ტერიტორიაზე, იქ სადაც დაირწა ცივილიზაციის აკვანი და რაშიც ჩვენი დიდი წინაპრების უდიდესი წვლილია ჩადებული, ოკეანის გაღმელების მიერ გაწვრთნილ- დაფინანსებული ვანდალების მიერ მიმდინარეობს უძველესი ისტორიული მემკვიდრეობის ჯერარნახული განადგურება, რაც ემსახურება ერთ მიზანს: უძველესი ცივილიზაციის მქონე ერების მეხსიერებიდან სახელმწიფოებრიობის წაშლას და საბოლოოდ მათ მოსპობას, ვინაიდან სახელმწიფო, რომელიც ეროვნულ ფესვებზე დგას, პრინციპულად ეწინააღმდეგება მსოფლიო გლობალიზაციის პროცესს.
არ დაგვავიწყდეს „საბაკაშვილის“ მიერ მრავალგზის ნათქვამი სიტყვები: „საქართველოს ისტორია იწყება 2003 წლიდანო“

Jon Do

2015-08-18 10:04:19

გაიხარე ლოგოს, კაი იშრომე და კარგი ნაშრომიც გამოგივიდა. პირადად მე დიდად ვისიამოვნე ბევრი ახალი ფაქტის თუ გარემოების აღმოჩენით.

მთლიანად სტატია ლოგიკურად გამართულია. ალბათ რამოდენიმე ფაქტზე დაზუსტების მერე, კარგი იქნებოდა წიგნად გამოშვება.

წარმატებები!

badri

2015-08-18 10:07:25

ლოგოს.
ეს წამოწყება იგივეა,რაც იყო ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა.მადლობა.

Maverick

2015-08-18 11:02:44

ლოგოს,

მაღალკვალიფიციური და მიუკერძოებული ნაშრომია ქართველი, უახლესი მომავლის, ახალი ეპოქის უდიდესი პოლიტიკოსის იოსებ ბესარიონის ძე სტალინის-ჯუგაშვილის სახელის ისტორიის სამზეოზე გამოტანაში, რომლის სახელიც დარწმუნებული ვართ მომავალში კიდევ უფრო გაბრწყინდება... გაიხარე, დადი მადლობა, გვასიამოვნე თქვენი ნაღვაწით!

თენგო

2015-08-18 11:12:14

ლოგოს-კარგია !!! გაიხარე !!!
ოღონდ არ გაჩერდე , ბევრი დაძინებული ტვინია გამოსაფხიზლებელი და რახან ღმერთმა ეს ნიჭი მოგმადლა
ცოდვაა მისი არგამოყენება!!!

ენქერი

2015-08-18 11:55:43

ლოგოს,

"ამიტომ სტალინის გინება კი არ არის საქმე, არამედ ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგის მომტანი საქმის კეთებაა საქმე, რაც ბოლო 25 წელია არ ჩანს და არც გამოჩნდება, სანამ ამ მდგომარეობის მიზეზებს არ ჩავწვდებით და ქვეყნის დამღუპველ მარიონეტულ პოლიტიკას არ უარვყოფთ".
--------------------------------------------------------------------------------

ზუსტად მაგ "მდგომარეობის მიზეზებია" გასაანალიზებელი და გადმოსაცემი, რომ იქნებ ერთხელ და სამუდამოდ აეხილოთ თვალი დასავლეთის "ფოჩიან კამფეტებზე" გაყიდულ-დაბრმავებულებს.
ეგ შენისთანა კაცების გასაკეთებელი საქმეა და ნუ დაიზარებ.
წარმატებებს გისურვებ....

იმედა

2015-08-18 13:49:24

როგორ მოვძებნო ძველი სტატიები?

lasha2111

2015-08-18 14:41:47

ლოგოს
მადლობა... ლიბერასტულ წკმუტუნს დიდ ყურადღებას ნუ დაუთმობ...
ველოდებით სხვა ნაშრომებს ... აქტუალური თემების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით...

dimpi

2015-08-18 15:10:49



ეგრე რა

გამოჩნდით ხოლმე, შენც გეუბნები ლოგოს და სხვა იუზერებსაც ვეუბნები

თორემ კაცს მართლა სანაცეთ-საქოცეთში ეგონება თავი




პ.ს. "სანაცეთი" და არა ნაციონალური, ვინაიდან არაფერი საერთო მათ ნაციონალურთან არ გააჩნდათ, ნაციონალურის დისკრედიტაციის მოხდენას ცდილობდნენ მხოლოდ

dimpi

2015-08-18 15:15:02




https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=8eMIpVg6rmI

ფხიზელი

2015-08-18 18:42:25

კარგი იქნება, თუ წიგნად გამოიცემა.
კიდევ უკეთესი იქნება, თუ იმ გამოცემის თვითოეულ თავს შესაბამისი კომენტარებიც დაერთვება (ცხადია, კარგად გაცხრილული, უაზრო რეპლიკებისა თუ პანეგირიკული შეძახილებისაგან გამოხშირული), რადგან ბევრი კომენტარი (განსაკუთრებით - ლამესი) ან კომენტარით გამოწვეული კამათი, ავტორის განმარტებები, დამატებითი არგუმენტაციით ამდიდრებს და უფრო რელიეფურად წარმოაჩენს თემას.
პ.ს.
საერთოდ, არ იქნება ურიგო შეიქმნას "ფორ.გეს" ბიბლიოთეკა" (ხომ იყო "ცისკრის"ბიბლიოთეკა და სხვ.), რომელშიც ამ საიტის საუკეთესო პუბლიკაციები გამოქვეყნდება, თავისი ყველაზე საინტერესო კომენტარებით (რადგან, ხშირად, კომენტარები ჯობია საკომენტარო მასალას).
პატივისცემით.

beri

2015-08-18 18:51:54


კარგია, ძალიან კარგია.
ეს ნაშრომი ნამდვილად არის ნიმუში ლოგიკური მსჯელობის.
იქნებ სხვა პირვნებებიც შეგვეფასებინა ასეთი ობიექტურობით, თუნდაც უახლესი ისტორიიდან.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა შეფასებაც და გამოხმაურებებიც.

ლოგოსი

2015-08-18 20:23:36


გასული ვიყავი მომსახურების ზონიდან :))) და ყველა ფორუმელს ცოტა მოგვიანებით მივესალმები, ვინც გამოეხმაურა ან წაიკითხა მოცემული წერილი.


ჩემი აზრით, ყოველ შრომას თავისი გონივრული მოტივაცია უნდა ჰქონდეს, რომ ფუჭად და უმიზნოდ ენერგიის ხარჯვად არ ჩაითვალოს.ლამემ ერთ-ერთ კომენტარში მშვენივრად ჩამოაყალიბა საზოგადოების მართვის ერთ-ერთი აღიარებული თეორიის კონცეპტუალური პრიორიტეტები, სადაც როგორც წერს: პირველ ადგილზე დგას მსოფლმხედველობრივ კონცეპტუალური პრიორიტეტი, მეორეზე იდეოლოგიურ ქრონოლოგიური, მესამეზე ისტორიული, მეოთხეზე ფინანსები მეხუთეზე გენეტიკური იარაღი (ალკოჰოლი თამბაქო ნარკოტიკები) და მხოლოდ მეექვსე ადგილზე დგას სამხედრო პ/რიორიტეტი

როგორც ვხედავთ, პირველი სამი პრიორიტეტი ერთმანეთთან კავშირშია და საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედების საშუალებებს წარმოადგენს. ის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური კატასტროფა, რაც საქართველოს ბოლო 25 წლის მანძილზე თავს დაატყდა სწორედ იმ სამი პრიორიტეტით საზოგადოების ცნობიერების დამუშავებისა და მისი მსოფლმხედველობის ამ კატასტროფისათვის შემზადების შემდეგ განახორციელეს.
უფრო თუ დავკონკრეტდებით, ამ შეცვლილი მსოფლმხედველობით ქართველი ხალხი მის მიერ მხარდაჭერილი პოლიტელიტის ხელით საკუთარ თავს თავად აყენებს უდიდეს ზიანს და შეიძლება ითქვას რომ სუიციდურ პროცესში იმყოფება.
თუ ქართველი ხალხი თავზე მოხვეულ ამ ანტიეროვნული აპოკალიფსური იდეოლოგიის არსს ვერ გაშიფრავს, რომელშიც ერის თვითმკვლელობის პროგრამა ფარულად და შენიღბულად არის ჩართული, მაშინ მისი გადარჩენის შანსი მხოლოდ ღვთის ნებაა, მაგრამ სადავო არ უნდა იყოს, ღმერთი მხოლოდ მას ეხმარება, ვისაც მისი ესმის და გადარჩენისთVის იბრძვის, ხოლო ვინც თვითმკვლელობას სჩადის, მას ღვთისგან შენდობაც არა აქვს.
ამიტომ მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოების ეროვნულ-მსოფლმხედველობრივი იდეოლოგიისკენ შემოსაბრუნებლად ბევრი უნდა ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ და იმედი მაქვს მოცემული შრომაც აღნიშნული იდეოლოგიის დამკვიდრებაში მცირეოდენ წვლილს მაინც შეიტანს.

lame

2015-08-18 20:23:40

ერთმა თავგამოდებულმა ურაპატ/რიოტმა ანტისტალინისტმა თავისი ჭ/კუით მწ/ვავე ირონიით ამ/ხანაგი მიწოდა და „ივარაუდა“ ის რასაც წერ ალბათ პარტიულ სკოლაში გასწავლესო. მაგრამ სუსტი საბაზისო განათლებიდან გამომდინარე ამ შემთხვევაშიც მოტ/ყუვდა. იმ პერიოდში როდესაც მე უნდა მესწავლა, პარტიულ სკოლებში ზუსტად იმას ასწავლიდნენ რასაც დღევანდელი ანტისტალინისტები იყენებენ კამათის/ას.
თორემ რასაც ლოგოსი წერს და ჩვენც ვეთანხმებით, არათუ პარტიული არამედ საშუალო და უმაღ/ლესი სკოლის პ/როგრამებიდანაც კი ამოღებული იყო.
ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ იმ ეპოქასთან დაკავშირებული ფაქტოლოგიის ცოდნას დიდი, მაგრამ არა გადამწ/ყ/ვეტი მნიშვნელობა აქვს. გაცილებით მნიშვნელოვანია რა მსოფლმხედველობრივ მეთოდოლოგიური ღირებულებების მატარებელი ხარ; როგორი წარმოდგენა გაქვს სიკეთესა და ბოროტებაზე, შენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები მიგაჩნია უზენაესად თუ შენივე ქვეყნის პარაზიტული უმცირესობის. აქედან გამომდინარე, მსოფლმხედველობრივი პრიორიტეტების შესაბამისად ერთსა და იმავე ისტორიულ ფაქტებზე დაყ/რდნობით:
სტალინი სისხლისმსმელ ტირანადაც შეიძლება გამოვიყვანოთ და მოსახლეობის უმრავლესობის ბედზე მზრუნველ სახელმწიფო მოღვაწედაც, რომლის სისასტიკე უმეტეს შემთხვევაში ხალხისა და სახელმწიფოს ბედზე მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით ნაკარნახევი, ობიექტური აუცილებლობით იყო გაპირობებული.

lame

2015-08-18 20:24:47

იმათიც კარგად მესმის ვინც სტალინს ვერ იტანს და მისი სახელის გაგონებაზე სტალინის მკვლელობიდან ნახევარ საუკუნეზე მეტის გასვლის შემდეგ (შეგნებულად ვწერ მკვლელობიდან და არა გარდაცვალებიდან) დღესაც გულისყ/რა და ნერვიული კონვულსიები ემართება. ესაა პარაზიტის შიში და სიძულვილი იმ პიროვნების მიმართ რომელიც მათი არსებობისათვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს.
სპიროხეტებს რომ წერა და აზროვნება შეეძლოთ ალბათ იმავეს დაწერდნენ პენიცილინის გამგომგონებელზე, რასაც წერენ სტალინზე აზროვნების უნარს მოკლებული მაგრამ ისევ სტალინის წ/ყალობით წერა კითხვის მცოდნე, მრომელი ხალხის სის/ხლზე მიჩვეული, ლეგალურ კაპიტალისტებად ტ/რანსფორმირებული ფსევდოკომუნისტური ნომენკლატურა და მათი უგვანი ნაშიერები.

ლოგოსი

2015-08-18 20:44:47


იმედა
2015-08-18 13:49:24

როგორ მოვძებნო ძველი სტატიები?



ჩაწერე გუგლის ფანჯარაში სტატიის სათაური და ამოაგდებს სტატიის უმრავლეს ნაწილებს.

ლოგოსი

2015-08-18 21:04:28

გამოცემა "კიევ.პრესი" - სააკაშვილი მალე უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდება

გავრცელებული ცნობით, სააკაშვილის ოდესაში დანიშვნის მიზანი იყო გამოეცადათ მისი უკრაინის მთავრობაში სერიოზული ადგილის დაკავების სურვილი, რასაც "კიევ.პრესის" ინფორმაციით, სააკაშვილმა წარმატებით გაართვა თავი.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, არსენი იაცენიუკი ეროვნული ბანკის მმართველის პოსტს დაიკავებს.


ჩემი აზრით, ამერიკა გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვის საქმეში რუსეთის გამოცდას კიდევ ერთხელ აპირებს უკრაინაში და არ არის გამორიცხული მართლა დანიშნონ სააკაშვილი უკრაინის პრემიერად, რაც გამოიწვევს უკრაინის რუსეთთან რადიკალურ დაჯახებას, ისევე როგორც ეს სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობისას გააკეთა საქართველო-რუსეთის ომით 08-ის აგვისტოში.
ამერიკას ევრაზიულ სივრცეში შესაჭრელად კიდევ ერთხელ მიჰყავს ვა-ბანკზე თავისი მარიონეტი პოსტსაბჭოური სახელმწიფოები. ჯერ-ჯერობით ამით მოგებული მე არცერთი მათგანი არ მინახავს, თავად უკრაინამ უკვე ყირიმი და დონბასი დაკარგა და ჩემი პროგნოზით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური სანქციები და ნავთობის გაიაფება მწვავედ ურტყამს რუსეთის ეკონომიკას, ახლა მოდაშია წითელ ხაზებზე საუბარი და რუსეთს თავის წითელ ხაზებად სწორედ მის ბუფერულ ქვეყნებში ნატოს დაუშველობა მიაჩნია, ჰოდა, მაგ წითელ ხაზებს ვინც გადააბიჯებს, დიდი სისხლის ღვრისთვისაც უნდა იყოს მზად, რის სურვილსაც დასავლეთში ვერ ვხედავ.

lame

2015-08-18 21:06:55

ლოგოს რადგან მმართველობით განზოგადოებულ პრიორიტეტებზე ჩამოაგდე სიტყვა მოდი დავიწყოთ და სათითაოდ გავშიფროთ თითოეულის მნიშვნელობა შენ ეს ბოლო დროა ბევრს მუშაობ ამიტომ მე დავიწყებ მსოფლმხედველობრივ კონცეპტუალური ანუ მეთოდოლოგიური პრიორიტეტით, იმედია საინტერესო იქნება სხვებისთვისაც. თან უკვე მზადა მაქვს მარტო დაკოპირება ჭირდება:
სახელმწიფოებრივ მმართველობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მართვის მსოფლმხედველობრივ მეთოდოლოგიურ პრიორიტეტს, რომლის მეშვეობითაც ხდება სამყაროს მიმართ ადამიანის შეხედულებების ფორმირება.
ეს პრინციპები ჩამოყალიბებულია ძირითადად ბიბლიაში, ყურანში და სხვა რელიგიურ დოქტრინებში. ასევე, შეიძლება არსებობდეს ქვეცნობიერში და გამოხატულება ჰპოვოს ამა თუ იმ ხალხის ეროვნულ ეპოსში, სიმღერებში, ტრადიციებში, საზოგადოების მენტალიტეტში, ლიტერატურასა და კულტურის სხვა სფეროებში. მისი საფუძველია გვაროვნული გენეტიკა და ფსიქიკის ქვეცნობიერი. ცნობიერის ეტაპზე აყვანისას შესაძლებელია მათი მნიშვნელოვანი დეფორმაცია საზოგადოებაში დამკვიდრებული კონცეფციისა და ამა თუ იმ ხალხის გენეტიკისათვის არა ადექვატური ინფორმაციული მატრიცის მეშვეობით.


ყველამ კარგად ვიცით პოლიგრაფიული მატრიცის მუშაობის პრინციპი. ზუსტად მატრიცა განსაზღვრავს გამომუშავებული პროდუქციის არსსა და ფორმას, მის სტრუქტურულ ორგანიზაციას. კონცეფცია, ეს იგივე მატრიცაა, გამოყენებული ადამიანური რესურსების მიმართ. ამიტომაც არის, რომ ახალი თაობა ხშირად საკუთარი ნებისაგან დამოუკიდებლად 15–20 წლის ასაკში იძენს ყველა იმ თვისებას, რაც საჭიროა ამ კონცეფციის შემქმნელებისთვის და ზუსტად ამ კონცეფციის მეშვეობით ხდება გლობალური საზოგადოებრივი ტენდენციების ფორმირება. ეს ნათლად ჩანს ინდოეთის მაგალითზე, სადაც ასეულობით მილიონი ადამიანი აუტანელ საყოფაცხოვრებო და სანიტარულ გარემოში ცხოვრობს. ისინი საკუთარ თავს ეძახიან ლითლ პიპლე. ე.ი. პატარა ადამიანი და ამას თვლიან საკუთარ ნორმალურ მდგომარეობად. მათ აზრადაც არ მოსდით რაიმე შეცვალონ თავიანთ სასარგებლოდ და კმაყოფილდებიან დიდი ადამიანების ნასუფრალით.

ჩვენს ეროვნულ მენტალიტეტთან მისი სრული არა ადექვატურობის მიუხედავად, ასეთი კონცეფციის დამკვიდრების მცდელობას ვაკვირდებით ჩვენს ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში. ამ საქმეში განსაკუთრებულ მონდომებას იჩენს ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტი და მისი განაყოფი, ან მისი იდეოლოგიის მატარებელი ორგანიზაციები. ალბათ, ამით აიხსნება მათი თავაშვებული ბრძოლა ეროვნული კულტურისა და ტრადიციული მენტალიტეტის წინააღმდეგ, რაც ყველაზე დიდ წინააღმდეგობას წარმოადგენს ახალი წესრიგის მესვეურთათვის მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან ერთად მათთვის მისაღები მატრიცული კონცეფციის დამკვიდრების საქმეში.

lame

2015-08-18 21:18:55

ლოგოსი. მე კიდევ ვფიქრობ სააკაშვილს იმ მურიასავით მოუვა რომ აქეს აქეს და მგლებს შეაჭამეს. რუსები თუ არა ევროპელები მაინც მოუღებენ ბოლოს მე დიდი ეჭვი მაქვს პოლონელი ჩირაღდნიანი გიჟი კაჩინსკი დენთის კასრის გარშემო რომ დარბოდა, რუსებმა კი არა ევროპელებმა მოიცილეს თავიდან. არა მგონია ევროპას აწყობდეს კიდევ ერთი მსოფლიო ომის თეატრად გადაიქცეს მისი ტერიტორია. სააკაშვილს ვხედავ წარმოდგენა არა აქვს კაპიტალისტური სამყაროს შიდა წინააღმდეგობებზე

ლოგოსი

2015-08-18 21:36:34


lame

კარგი განმარტებებია, ლამე, მმართველობითი პრიორიტეტების საშუალებით საზოგადოების მსოფლმხედველობრივი ტენდეციების ჩამოყალიბების შესახებ, რომელზეც დასავლეთიდან დაფინასებული ორგანიზებული იდეოლოგიური მანქანა მუშაობს, იგივე შენს მიერ აღნიშნული თავისუფლების ინსტიტუტისა და მისი კლონების სახით.
ამ ქვეყნისთვის მავნე და მტრული კონცეფციებით საზოგადოების ეროვნული მენტალიტეტის შეცვლის პოლიტიკას, რაზეც დასავლეთის გავლენის აგენტები სააკაშვილ-ბოკერია-რამიშვილის მეთაურობით დაუფარავად ლაპარაკობდა, სჭირდება სწორედ ასევე ორგანიზებული ეროვნულ-მსოფლმხედველობრივი იდეოლოგიური დაპირისპირება,რისთვისაც პრინციპში ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მზად არის, რადგან თავის ტყავზე გამოსცადა ანტიეროვნულ-ანტიხალხური ლიბერალისტური პოლიტიკის საშინელება.

petrekupry

2015-08-18 21:56:02

დიდი მადლობა, წიგნად გამოეცით და თარგმნეთ რუსულ და ინგლისურ ენებზე, კარგი საქმე იქნება!

lame

2015-08-18 22:00:53

ლოგოსი. განზოგადოებული მმართველობითი პრიორიტეტების მნიშვნელობის განმარტება ზუსტად ის მეთოდოლოგიური იარაღია რაც საშუალებას მისცემს ადამიანს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის ნიაღვრიდა გამოარჩიოს სოციალურად მნიშვნელოვანი ცოდნა. კარგს იზამდი თუ სტატიების მორიგ სერიას ამ საკითხს დაუკავშირებდი
მე დავაპირე ამის გაკეთება ბიბლიური კონცეპტუალიზმის მაგალითზე მაგრამ კინაღამ დიმპიც კი გადავიკიდე სხვებს თავი რომ დავანებო
მღვდელი რომ ვიყო ამ საქმეს სახარების სათანადო განმარტებითაც გავაკეთებდი:)) მაგრამ დარწმუნებული ვარ სახარების ჩემეული ინტერპრეტაცია ეკლესიური ადამიანებისათვის მიუღებელი იქნება, მიუხედავად იმისა რომ არანაირ წინააღმდეგობაში არ იქნება ქრისტეს მოძღვრების არსთან. ეს იგივეა დღევანდელ ამერიკელ "დემოკრატს" დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და დამფუძნებელ მამათა ციტატებით დაუწყო საუბარი სეიძლება ყურებში ხელი გტაცოს და გამოძიების ფედერალურ ბიუროში წაგათრიოს მარქსისტი კომუნისტი დივერსანტი დავიჭირეო:)).
კიდევ იქნებ იცოდე dimpi ხიროხიტო ხომ არაა?

lame

2015-08-18 22:12:47

თენგო:
"ბევრს აუძგერა იმა ხმამ
გული, ქვად გადაქცეული;
ბევრს გაუნათლა გონება,
ბნელ-უკუნეთად ქცეული":)).

DDDzia

2015-08-18 22:25:29

lame
მღვდელი რომ ვიყო ამ საქმეს სახარების სათანადო განმარტებითაც გავაკეთებდი:)) მაგრამ დარწმუნებული ვარ სახარების ჩემეული ინტერპრეტაცია ეკლესიური ადამიანებისათვის მიუღებელი იქნება, მიუხედავად იმისა რომ არანაირ წინააღმდეგობაში არ იქნება ქრისტეს მოძღვრების არსთან.

კარგი იქნებოდა, თუ გააკეთებდი.
ეს ახალგაზრდობასაც სჭირდება, რადგან ეკლასიის მსახურებისა და რელიგიაში არც თუ მთლად კომპეტენტური პირების მიერ გადმოცემული ვერსიის ალტერნატივა იქნებოდა. აი თუნდაც ამის მსგავსი https://www.youtube.com/watch?v=igAN8JYzMUo&app=desktop
ხოლო აზროვნება ნამდვილად სჭირდება ახალგაზრდობას.

ლოგოსი

2015-08-18 22:31:28


lame

შენი კომენტარებიდან როგორც ვიცი, ბიბლიასა და ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების აღმწერ სახარებას შორის ხედავ კონცეპტუალურ განსხვავებას და ამას იმავე ბიბლიითა და სახარებით ამტკიცებ.
მართალია, ორთოდოქსი მართლმადიდებლისთვის ბიბლიაც შეუვალი ჭეშმარიტება უნდა იყოს, მაგრამ ქართველები ფორმითა და შინაარსით მაინც უფრო ქრისტიანებად მივიჩნევთ თავს, ამიტომ თუ ისეთ შრომას დაწერ, სადაც ბიბლიური სენტეეციები, როგორც სიონისტური და ლიბრალისტურ-გლობალისტური დოქტრინის საფუძველი გაკრიტიკებული იქნება, არა მგონია მიუღებელი იყოს მოაზროვნე ქართველისათვის.
ამავე დროს, რელიგიის კვლევა ჩვეულებრივი სამეცნიერო მუშაობაა, თუ წინდაწინ მის მიმართ მტრული მიკერძოებული განწყობა არ იგრძნობა.
ასე რომ, თუ ამგვარ შრომას დაწერ, საზოგადოებისათვის მეტად საჭირო საქმე იქნება.

ლოგოსი

2015-08-18 22:36:56

რაც სეეხება დიმპის და ხიროხიტოს, ნამდვილად სხვადასხვა პიროვნებები არიან.

ენქერი

2015-08-18 22:40:08


ლოგოს,

არა მგონია დღევანდელმა მსოფლიომ და მათ შორიც რუსეთმაც დაუშვას საქართველოში "ორგანიზებული ეროვნულ-მსოფლმხედველობრივი იდეოლოგიური" ხელისუფლების მოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ "საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი" მზად არის და რომ ამ საზოგადოებამ "თავის ტყავზე გამოსცადა ანტიეროვნულ-ანტიხალხური ლიბერალისტური პოლიტიკის საშინელება".
ჩვენ ეგ უკვე ვნახეთ. სად აქვს რუსეთს ჭკუა?.. „სილა იესტ, უმა ნე ნადო“ თორემ ჩვენზე უკეთესი მეგობარი სად ყავდა?
შენ წინა წერილში ახსენე, იქნებ სტალინის ფენომენმა ჩვენს შორის ურთიერთობის აღდგენაში გადამყვეტი როლი ითამაშოსო. მეეჭვება....
ჩემი აზრით, დღევანდელ ვითარებაში ეროვნულ-მსოფლმხედველობრივი იდეოლოგიური პოლიტიკით მოსული ხელისუფლება გაიაზიარებს გამსახურდიას ბედს.
გამოსავალი მოთმინებაშია. დაველოდოთ მოვლენებს, გავყუჩდეთ, შინაურ პრობლემებს მივხედოთ.... ნუთუ არ შეიძლება, რომ ამჯერად მაინც "მტერს" პირველები არ ვეკვეთოთ?.....ამ მატრაკვეცულმა პირველობამ გაგვანახევრა, როგორც რიცხობრივად ისე ტერიტორიულად. ჩვენ თუ აღარ ვიქენით, ქვა ქვაზედაც ნუ ყოფილა...
იმას, რასც შენ აკეთებ ფასდაუდებელია და წარსულს მახსენებს. ეროვნული მოძრაობა, რომ ძალას იკრებდა და ხალხი მიტინგებზე სწავლობდა საქართველოს ისტორიას : )))))

lame

2015-08-18 22:50:09

ქართველი კაცი ცალკეული პათოლოგიური გამონაკლისების გარდა ზოგიერთი მცირე ერისაგან განსხვავებით გულღია. სამართლიანი და კეთილია. ანუ ისეთი როგორიც უნდა იყოს ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანი და არა ევულუციურ ბრძოლაში გამოწრთობილი არსება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ქრისტიანული რელიგიის დამსახურებაცაა, მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ ქართველთა წარმართულ ეპოსს და კოსმოგონიას, დავინახავთ რომ ამ ტრადიციულ მენტალიტეტს ქრისტიანობამდელი ფესვები აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართულ კულტურაზე აღზრდილი ადამიანის გამწვავებული სამართლიანობის გრძნობა, რომელიც ასე მოჭარბებულად ქონდა სტალინს და რაც რუსი უბრალო ხალხის მისდამი თაყვანისცემის საგანი გახდა. ასევე შემთხვევითი არ არის ის რომ რუსი ჯარისკაცები დასანახად ვერ იტანდნენ ცივილიზებულ ევროპელსა და შესანიშნავ მხედართმთავარს ბარკლაი დე ტოლს, სამაგიეროდ აღმერთებდნენ ქართველ გენერალ პეტრე ბაგრატიონს და გვარსაც ასე პრიმიტიულად თარგმნიდნენ ბოგ-რატ-ი-ონ რმერთი მხედრობა და ის:))
ქართველი კაცის ბუნებისათვის უცხოა როგორც მონის ასევე მონათმფლობელის ფსიქოლოგია და ნიშანდობლივია ის ფაქტიც რომ არც საქართველოსა და არც რუსეთს ეს ფორმაცია კლასიკური დასავლური ფორმით არ გაუვლია.
დიდი ხანი მეგონა ბუბა კიკაბიძის სიმღერის ტექსტი კაცი ვარ და ქუდი მხურავს ქართული ხალხური იყო და გაკვირვებული დავრჩი როდესაც გავიგე შოტლანდიელი ბერნსის დაწერილი რომ ყოფილა მაგრამ ახსნაც უცებ მოუძებნე ოდაბადესავით შოტლანდიელები ხომ ირლანდიელების იგივე იბერლანდიელების ანუ იბერების განაყრები ანუ თვითონაც იბერები არიან მეთქი დავიმშვიდე გული:)))
გულდასაწვეტია რომ კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ჩვენთან შედარებით ბარბაროსმა ანგლოსაქსებმა ასე მოკლე ხანში და შეუმჩნევლად შეგვიცვალეს კულტურული კოდი

ენქერი

2015-08-18 23:04:48

http://for.ge/view.php?for_id=41767&cat=12
კრემლს რუბლის დაცვა აღარ შეუძლია.
======================================
დენთის სუნი მცემს:(((((

ლოგოსი

2015-08-18 23:12:04


ენქერი

ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამავე დროს გამოსავალი არა მარტო მოთმინებაშია, არამედ უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის მომზადებაშიც, როგორც ორგანიზებულად ისე იდეოლოგიურად, თორემ ჩვენთვის ხელსაყრელი დრო შესაძლოა დადგეს, მაგრამ მას სრულიად მოუმზადებლები თუ დავხვდებით, მაინც არაფერი გამოგვივა.
ასევე ამბობ, რომ: დაველოდოთ მოვლენებს, გავყუჩდეთ, შინაურ პრობლემებს მივხედოთ..
მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ ამ მარიონეტული, დასავლეთის დირექტივებით მართულ საქართველოში რეალურად შინაურ პრობლემებს ვერ მიეხედება, რადგან ის დირექტივებია, რომლებიც პრობლემებს თავად რომ გვიქმნიან და კონკრეტულად ამის შესახებ, ვფიქრობ, გარკვეული დისკუსიის დაწყებას.


ფხიზელი

2015-08-18 23:21:12

სააკაშვილი თუ მართლა დანიშნეს იაცენიუკის ადგილზე, იმდენს იზამს, რომ რუსეთი მთელ უკრაინას შეიერთებს...
მიშა კი, მისი პიარშჩიკობის ამბავი რომ ვიცი, დიდ ზეიმს გამართავს კრეშჩატიკზე:
- ჩვენ გავიმარჯვეთ და რუსეთი შემოვიერთეთო!

ენქერი

2015-08-18 23:28:38

ლოგოს,
მე, როცა ვთქვი, რომ შენი შრომა და მეცადინეობა ფასდაუდებელიათქო, ზუსტად ის მქონდა მხედველობაში რასაც შენ ამბობ, ანუ იდეოლოგიური მზადება უკეთესი მომავლისთვის.
შინაურ პრობლემებში კიდევ ის არ მიგულისხმია, უფრო მეტი კიტრი და პომიდორი მოვიყვანოთთქო, თუმცა ეგეც პრობლემაა.
მაგ დისკუსიაში სიამოვნებით ჩავერთვები და მივიღებ მონაწილეობას.
პატივისცემით....

ლოგოსი

2015-08-18 23:42:54


ენქერი
2015-08-18 23:28:38

ლოგოს,

ლოგოსი

2015-08-18 23:48:44

ენქერ!

სიცოცხლე მოძრაობაშიაო, "მგზავრის წერილებში" ილია გვიმტკიცებდა, ჰოდა, უნდა ვიმოძრაოთ და ვიმოქმედოთ.
ტყუილად კი არ უყვიროდა ქეცბაია ნაკრების წევრებს, იმოძრავეთო ..., მაგრამ ვინ უჯერებდა ;)))

lame

2015-08-19 00:52:16

ლოგოს. მოძრაობა კარგია თუ ფეხქვეშ მყარ ნიადაგსა გრძნობ, თორემ ჭაობში მოხვედრილი კაცი რაც მეტს იმოძრავებს მით უფრო სწრაფად ჩაიძირება:)))

abdushahili

2015-08-19 00:57:59

ლოგოს, გაიხარე, ნამდვილად სერიოზული ნაშრომებია. მაგრამ როგორ უნდა მივიტანოთ ეს ყ/ვ/ე/ლ/ფ/ე/რ/ი ახალგაზრდა თაობასთან, თორემ ისე აქვთ ტვინი გამორეცხილი რომ არ ვიცი რა ეშველებით. კარგია რომ ძველი, სერიოზული იუზერები ნელ-ნელა უბრუნდებიან საიტს. ყ/ვ/ე/ლ/ა/ს დიდი მოკითხვა ჩემგან.

lame

2015-08-19 01:05:25

ფხიზელი.ზოგჯერ მგონია დედამიწა ერთ დიდ გლობალურ საგიჟეთად გადააკეთეს. ჯანდაბას სააკაშვილის თავი, უზარმაზარი ატომური იმპერიის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების მარი ხარფისა და ჯენიფერ ფსაკის გამოსვლებს რომ ვისმენ თმები ყალყზე მიდგები ესენი, რომლებიც ამერიკის სახეს წარმოადგენენ მთელ მსოფლიოში თუ ასეთები არიან, წარმომიდგენია რა მდგომარეობა იქნება განათლების თვალსაზრისით ამერიკის ბიუროკრატიის უხილავ შრეებში.ცირკი რა იქნებოდა იცი ფსაკი რომ ბელორუსიას მეექვსე საზღვაო ფლოტით დაემუქრა ლუკაშენკოს სანაპირო დაცვის გაძლიერების ბრძანება გაეცა:)))

lame

2015-08-19 01:08:58

abdushahili. მშვიდობა შენს გამოჩენას. ვიკრიბებით მაშ ბახტრიონის მისადგომებთან თუ დაველოდოთ ვიდრე ულუსზე მეტ სირცხვილს არ მოგვწევენ ეს პედერასტი ამერიკელები?:)))

ლოგოსი

2015-08-19 03:42:27

ლამე,

ახლა სულ უკაცრიელ ადგილას თუ ვართ ღრმა ჭაობში ჩავარდნილი, მაშინ არ ყოფილა ჩვენი საშველი, მაგრამ მთლად ეგრეც არ უნდა იყოს საქმე, ამიტომ ცოტა ჩვენი მცდელობით, ცოტაც მშველელის მოძებნით უნდა გამოვაღწიოთ ამ უბედურებას, რომელშიც ვიმყოფებით :)))

dimpi

2015-08-19 09:07:45

დღევანდელი მდგომარეობით წარმოქმნილ ვითარებაში ალბათ უპრიანია მთავრობის ეროვნულ-პატრიოტული ძალებით მომარაგება-შევსება, არა ფსევდო არამედ პატრიოტული, რისიც დიდი ნაკლულობა ჩანს.. მაგრამ აქაც ბევრ ნიუანსს აქვს მნიშვნელობა…

იმ კატეგორიის დაპირებებით სვლა რაც გაწერილი ჰქონდათ პროგრამაში,
+ სისტემური რეფორმები
+ საკონომდებლო ცვლილებები რენოვაციები, რადგან რეფორმა ამ განხრაში მტკივნეულიცაა და შეუძლია ქაოსის გამოწვევაც..
+პარალელურად უნდა გატარდეს განათლების სისტემის რეანიმაციაც, რადგან უამისოდ აზრი ეკარგება შემდგომ ქმედებებს…
+ განათლების სისტემის რეანიმაციამდე ჩინოვნიკებს უნდა ჩაუტარდეთ მკაცრად განსაზღვრული წესით მოქმედების არეალის სწავლება-ტრენინგი, დაბალანსების ჩარჩოებში მოქცევით

ამასთანავე ეს ყველაფერი და არა მარტო ჩამონათვალი, იმდენადაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, (მიუხედავად სხვადასხვა განხრისა,) რომ თითოეულის განცალკევებით ჩატარება სავარაუდოდ არ გამოიღებს მოსალოდნელ დადებით შედეგს

ეს ზოგადად და ადგილზე უფრო თვალნათლივი უნდა იყოს გასატარებელი ღონისძიებები

აღსანიშნავია ისიც რომ ის რაც ამჯამად ჩანს, გავს ერთ კლანზე მორგებულ "სისტემას", რომელიც ალბათ ფეოდალურ ეპოქაში იქნებოდა "წარმატებული", ისიც გარკვეული დროით..
და კარუსელის თამაში შეიძლება გაგრძელდეს სხვადასხვა კლანების პირამიდის თავზე მოქცევით..


ამასთან ერთად ეს უნდა გაკეთდეს მინიმუმ სოციალური სამართლიანობის დაცვით, რაც ამ თემის ავტორის მიერ განხილული ისტორიული მონაკვეთის მოღვაწე პირის მამოძრავებელს და სასწორს წარმოადგენდა

ენქერი

2015-08-19 09:49:30

ლოგოს,
მართალია "სიციცხლე მოძრაობაშია", მაგრამ ამჯერად ტვინი ვამოძრაოთ.
რომ ამბობ: „ცოტა ჩვენი მცდელობით, ცოტაც მშველელის მოძებნით უნდა გამოვაღწიოთ ამ უბედურებას, რომელშიც ვიმყოფებითო,“ მასე მშველელის ძებნაში გაცვითა რკინის ქალამნები სულხან საბამ და შედეგი რაც იყო ყველამ ვიცით. არც იმის მერე დაუკლიათ ჭეშმარიტ მამულიშვილებს მცდელობა „მშველელების“ ძებნაში, მაგრამ ეგეც უშედეგო აღმოჩნდა. მივხვდეთ, რომ ჩვენი მშველელი ჩვენი თავისა და უფლის გარდა არავინაა. დაუძინებელი მტრების ალყაში ვართ მოქცეულები. უთანასწორო ბრძოლაში ვართ ჩაბმულები და ჯერჯერობით დამარცხებულები. მოთმინება იმიტომ გვმართებს, რომ ძალ-ღონე მოვიკრიბოთ. იქნებ როგორმე ვისწავლოთ შინაური „მტერ-მოყვრის“ გარჩევა, თორემ გარეთ მოყვრებს მე ვერ ვხედავ.
ერთ მშვენიერ დღეს მიხვდება „ბებერი ბ/ო/ზ/ი ევროპა“, რომ გლობალიზაცია მათთვისაც საფრთხის მომტანია და გამოფხიზლდება. ახლიდან ჩაეყრება საფუძველი ეროვნული იდეოლოგიით გაჟღენთილ სახელმწიფოთა მშენებლობას და მხოლოდ მაშინ დადგება ჩვენი საშველი.
თავის დროზე საქართველომ, დავით აღმაშენებლის სარდლობით იხსნა ევროპა გამუსლმანებისაგან და ამის დანახვაც არ უნდათ, აქეთ გვახვეწნინებენ გაწევრიანებას უმადურები.
სადისკუსიოდ მშვენიერი თემაა და დაიწყე, აქ მაინც მოვიოხოთ გული. იქნებ სხვებმაც წაიკითხონ და შემოგვიერთდნენ. რა იცი, რა ხდება :)))))

dimpi

2015-08-19 09:50:01



სოციალური სამართლიანობა კი რითი დაიცვება თუ არა კანონებით?
კანონებით, ვინაიდან ხრწნის პროცესი იმდენადაა იმ კატეგორიაში გამჯდარი (ვისაც ეს ევალება ან მაგ სახის პრეტენზიას აცხხადებს,) რომ ამის მოხდენა მხოლოდ სამართლიან პიროვნებებს (რომლებიც ვიმედოვნებ რომ კიდევ არიან..) ძალიან გაუჭირდებათ
რაშიც მათ ცალკე კიდევ, არაადექვატური და აბსურდული წელზე მორგებული კანონებიც შეუშლის ხელს..

dimpi

2015-08-19 14:34:35



პ.ს. ეხლა გადმოსცეს: ბუნდესტაგმა დაუმტკიცა საბერძნეთს "დახმარების" პაკეტიო

dimpi

2015-08-21 14:48:58

ამ თემაში http://for.ge/view.php?for_id=41802&cat=2
მეწერა პოსტი, მაგრამ ვითარება ისე განვითარდა რომ ვფოქრობ აქაც უნდა გადმოვიტანო
(ვეცდები ქრონოლოგია დავიცვა პოსტების დაყოფითაც)

dimpi

2015-08-21 14:51:05



რამოდენიმე ხნიხ წინ ლამეს ერთერთ პოსტში ჰქონდა ანალიზი დადებული სადაც ის ვარაუდობდა, უფრო სწორად რომ ვთქვატ კი არ ვარაუდობდა არამედ დაბეჯითებით ამბობდა რომ ევროპა ფაშიზმისკენ უნდა გადახრილიყო იმ გპოლიტიკით რასაც ატარებდა

dimpi

2015-08-21 14:52:41


მისი ანალიზიდან კაი ხნის შემდეგ მედიაში გამოჩნდა ეუ კომისრის მნიშვნელოვანი Gანცხადება:

< De Maizière: EU-Asylpolitik gefährdet Freizügigkeit >

dimpi

2015-08-21 14:53:50

რასაც თითქმის
მეორე დღესვე მოყვა შეტაკებები, მანათობელ-შოკური ყუმბარების პირდაპირ ხალხზე გამოყენებით, იქაური ზონდერ ჯარები, და სამხედრო ჯარების გადაადგილება-მანევრებითაც კი...

dimpi

2015-08-21 14:54:15

<< Polizei schiesst mit Blend-Granaten auf Flüchtlinge


Einen Tag nach Ausrufung des Notstands haben Sondereinheiten der mazedonischen Polizei mit Blendgranaten auf Flüchtlinge geschossen

Mazedonien hatte seine die Truppen an seiner Grenze zu Griechenland am Donnerstag aufgestockt, um Tausende Flüchtlinge an der Einreise zu hindern. Dazu wurde der Ausnahmezustand ausgerufen.

Mazedonien ist für die Flüchtlinge, die von Griechenland kommen, eine wichtige Transitroute auf dem Weg in wohlhabendere EU-Staaten geworden. Fast 39000 Flüchtlinge, die meisten Syrer, wurden im vergangenen Monat bei ihrem Weg durch den verarmten Balkanstaat registriert. Das ist das Doppelte im Vergleich zum Vormonat. (kko/sda) >>

dimpi

2015-08-21 14:56:07

შეტაკებას ადგილი ჰქონდა მაკედონია საბერძნეთის საზრვართან

ფარების და ზონდერ.შენაერთების გადაადგილებით და მანევრებითაც კი

dimpi

2015-08-21 14:58:21


სავარაუდოდ შეტაკებებს ადგილი ქონდა ნაკლებად დასახლებულ ტყის მასივებში, ამდენად გასაგები უნდა იყოს იმფორმაციის სიმწირე

dimpi

2015-08-21 15:03:35

http://www.20min.ch/ausland/news/story/Polizei-schiesst-mit-Blend-Granaten-auf-Fluechtlinge-15362039

dimpi

2015-08-23 12:39:33



2 დღის შემდეგ ლტოლვილებს გაურღვევიათ "მაჟინოს ხაზი"

https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=A3UrNin7O5w

dimpi

2015-08-28 13:15:48

70-ზე მეტი ადამიანი გაგუდულა ფურაში, "უფლებების დამცველ დემოკრატიის ციტადელში" ავსრტიაში ქალაქ ვენასთან 50 კილომეტრში

https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2ctBX-c8xls



პ.ს. ადრე, ედოს დროს, დადიოდა ხმები, რომ ქართველები - 17 კაცი გაიგუდაო იგივენაირად ფურაში.. სადღაც (მგონი) საფრანგეთთან..

ხო არ გაგიგიათ ვინმეს ამის შესახებ რამე?

asa

2015-10-14 18:02:50

პარტიას აღარ აკეთებთ? სტალინისტურ-პატრიოტულ-ქრისტიანულ-მონარქისტულს?
საინტერესო იქნებოდა მანდ მოსვლა და ფიქრებით დაღარული სახეების შეხედვა.
ვაი თქვენმს პატრონს, რა გესტალინებათ.
კარგად, ჯანმრთელად, ბედნიერად

(პ.ს. რამდენიმე ჩაჟანგებულ სტალინისტს ვიცნობ. აუცოლებლად გავუწევ რეკომენდაციას. გამოგადგებიან)

dimpi

2015-10-21 10:51:50

asa

მაგის დაპოსტვას ის დაგეპოსტა ჯობდა თუ როგორ შეძლო იმ არეულ და მტრულ გარემოში მაგ კაცმა ამდენის მიღწევა...

dimpi

2015-10-21 10:53:08

მაშინ როცა მაგ თქქვენმა სათაყვანებელმა არქიფომ უზარმაზარი მხარდაჭერის მიუხედავად, იმხელა ზარალი მიაყენა ქვეყანას, რომ აღა-მაჰმად ხანს თუ მურვან-ყრუსაც შეშურდებოდა...

dimpi

2015-10-21 10:55:52


პ.ს. არც ის გაწყენდა ჟანგის და საღის ერთმანეთისგან გარჩევა ისწავლო...

dimpi

2015-10-25 09:00:25

ლოგოსი

წინა თემებში საუბარი გვქონდა რუსეთ-ს/ი/რ/იასთან მიმართებაში

ამ ლინკზე საინტერესო ანალიზია:

http://defence-line.org/2015/10/sirijskaya-gilotina/


პ.ს. მაშინ გითხარი რუსეთი იქ ეჩრება სადაც არ ეკითხებიან მეთქი...

dimpi

2015-10-25 09:59:21

"წინა თემა":

http://www.for.ge/view.php?for_id=42313&cat=3

dimpi

2015-12-25 20:03:57


выступление И.В. Сталина / Last speech of J.Stalin (1952 г.)


https://youtu.be/zqyRoke3TAI

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80