„გაუგებარია, რატომ მისცეს თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობა“
საზოგადოება

„გაუგებარია, რატომ მისცეს თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობა“

 „გაუგებარია, რატომ მისცეს თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობა“
მანანა ნოზაძე

2015-12-30 21:30:44

პერიოდულად გვესმის ხოლმე, რომ „დროულად უნდა შევაჩეროთ აჭარის თურქეთიზაციის მზაკვრული პროცესი“.

სააკაშვილმა ათასობით თურქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და ეს მაშინ, როცა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს არ აძლევდა ორმაგ მოქალაქეობას. ამიტომ საინტერესოა, უნდა დაიწყოს თუ არა აჭარაში თურქებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესის შეჩერება, რათა რამდენიმე წელიწადში აჭარაში ეთნიკურ უმცირესობად არ ვიქცეთ!?

საქართველო-თურქეთის ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე რომან კვიციანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, ნამდვილად ყიდულობენ თუ არა თურქები მიწებს აჭარის მაღალმთიან რეგიონებში, მაგრამ თურქიზაციის პროცესი დიდი ხანია, გრძელდება.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესის შეჩერებას თურქებისთვის, ექსპერტი მიიჩნევს, რომ არა მარტო თურქეთის მოქალაქეებისთვის, არამედ ზოგადადაც, უნდა გამკაცრდეს მოქალაქეობის მინიჭება, რათა არ გაიყიდოს ჩვენი მიწები.

„არანაირი სტანდარტების შესაბამისად არ ხდება მოქალაქეობის გაცემა. სააკაშვილის ბოლო საქციელი სერიოზული დარტყმა იყო საქართველოსთვის. მან პიარი გაიკეთა იმით, თითქოს თურქეთში მცხოვრებ ეროვნებით ქართველებს გაუხსნა გზა, მიეღოთ ჩვენი მოქალაქეობა, თუმცა არანაირი ბერკეტი არ არსებობდა, რომ მართლა ქართველური წარმომავლობა დაედგინათ. პირობა იყო ასეთი, რომ თურქეთში არსებულ ქართულ სათვისტომოებში უნდა შეკრებილიყო განცხადებები, მერე ამ სათვისტომოებს თვითონ უნდა მოეხდინათ მათი გაცხრილვა და, ვისაც ქართველად მიიჩნევდნენ, მათთვის მიენიჭებინათ მოქალაქეობა. როდესაც გარკვეული ინტერესებია, ასეთი რამ დაუშვებელია. თურქეთში ბევრი სათვისტომოა-ზოგი პროქართული, ზოგიც პროთურქული, ანუ სხვადასხვა მიზნების მქონე. ამიტომაც ცხადია, დაუშვებელი იყო, რომ ყველა დაკმაყოფილდა და ყველამ მიიღო ჩვენი მოქალაქეობა“,-აღნიშნა რომან კვიციანმა.

ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თურქეთი აგრესიული პოზიციით ცდილობს, აღადგინოს ოტომანთა იმპერია. სწორედ ამ აგრესიული პოლიტიკის გამოვლენაა მათი საქციელი სირიაში, ქურთებთან მიმართებით არა მარტო თურქეთის, არამედ სირიის და ახლა უკვე ერაყის ტერიტორიაზეც. უფრო მეტიც, არსებობს საშიშროება, რომ თურქეთის დაზვერვამ და თურქულმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა გააძლიერონ მოღვაწეობა აჭარის ტერიტორიაზე. ამიტომ საჭიროა დაზვერვითი, კონტრდაზვერვითი სამუშაოების საქართველოს ტერიტორიაზე გააქტიურება და ლოკალური ოპერაციების ჩატარება, რათა ექსტრემისტული ჯგუფები, რაც უთუოდ იქნება, განეიტრალდნენ. გარდა ამისა, თურქეთის ეკონომიკურ ექსპანსიას ეკონომიკური წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ და უნდა მოხდეს თურქებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის შეჩერება.

„ასე შემოსული ხალხი მარტო საქართველოსთვის კი არაა პრობლემა, არამედ ამაზე ლაპარაკობენ აშშ-ში, ეს არის დებატების მთავარი თემა ევროკავშირში, რომ ამ ადამიანებს ჩამოართვან მოქალაქეობა და დააბრუნონ თავის საცხოვრებელ ადგილებში. მართალია, ისინი სამხედრო კონფლიქტს გამოექცნენ, მაგრამ თურქეთში არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ ყოფილა. ის ნატოს წევრი ქვეყანაა და გაუგებარია, რატომ მისცეს თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობა. ეს ყველაფერი წინასწარ გამიზნული პოლიტიკა იყო, რომ ასეთი მოქალაქეებისგან შემდგომ შეექმნათ მეხუთე კოლონა საქართველოში. 40 ათასი მოქალაქე ისეთ რეგიონში, როგორცაა აჭარა, საკმაოდ დიდი საფრთხეა. გარდა ამისა, თურქეთში საკმაოდ ძლიერია ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა, როგორიცაა „ჰამასი“, ტერორისტული ორგანიზაცია „იერუსალიმის არმია“, რომელთანაც კავშირი აქვს ერდოღანსა და მის შვილს, რასაც სტამბოლის ყოფილი დაზვერვის უფროსი ამბობს“,-აცხადებს სოსო ზაალიშვილი.

 

ნანახია - 4163

arichopra 2

2015-12-31 10:31:35

ჩემთვის არ არის გაუგებრი! ჰკითხეთ მას, მათ ვინც მისცა თურქებს საქართველოს მოქალაქეობა, აქ არიან, პარლამენტში, ერთ-ორი ოდესაში, ფაქტიურად არსად წასულან! ჰოდა, ჰკითხეთ ან შეე კითხეთ!

თენგო

2015-12-31 11:38:17

როგორც ყოველთვის იყო ეხლაც ასევეა ,საქართველოს ყავს უამრავი მტერი !

ყველა ელოდება ჩვენს წაქცევას ! მოქცეული ვართ მშიერი //მგ//ლე//ბის// გარემოცვაში !

მაგრამ ყველაზე დიდი მტერი შიგნით გვყავდა და ეხლაც გვყავს //ნა//ცე//ბის// და //რე//სპე//ბის// სახით !

200 წელი ამ მხრივ ქვეყანა დასვენებული იყო და თუ ისევ მართლმადიდებელ რუსეთთან არ ვითანამშრომლეთ

25 წელიწადში საქართველოსგან მხოლოდ სახელი-ღა დარჩება ! შესაძლებელია სახელიც შეგვიცვალონ !!!

ილია რომ ცოცხალი იყოს ისევ იტყოდა --რა გითხრათ .რით გაგახაროთო !!! გილოცავთ ახალ წელს !

ღმერთო გადაარჩინე საქართველო !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ლაზი1

2015-12-31 14:01:19

ერეკლე მეფეს თავის დროზე ის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, ახლა ქრიტიანი ქართველის ხსენება არ იქნებოდა. მახსოვს, როგორ "ვეცოდებოდი" მუსლიმან ქართველებს, რამდენიმე წლის წინ სტამბულში სტუმრობისას, ჩემი ქრისტიანობის გამო. არადა მე მათ მართლა თანავურძნობდი, რადგან მათთან სისხლისმიერ ერთობას ვგრძნობდი.
ახალ წელს ვულოცავ ყველა ქართველს, მიუხედავად სარწმუნოებისა და საცხოვრებელი ადგილისა. ასევე ვულოცავ ახალ წელს ყველა კეთილი ნების ადამიანს, ვისაც საქართველოსა და ქართველის მიმართ ავი ზრახვები არ გააჩნია

papa

2015-12-31 21:18:24

„გაუგებარია, რატომ მისცეს თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობა“


არაფერიც არაა გაუგებარი ................... იმიტომ!!! იმიტომ!!!!
დიახაც... იმ დედა,,მიცემულმა,, ჩვენი სოფლის თავჯდომარემ, თურქებს(და კიდევ სხვა ათას გადამთიელს) მოქალაქეობა სწორედ იმიტომ მისცა, რომ საქართველო ბოლომდე მისიქტიმდეს---ეთნოსი უნდა აირიოს,თანაც რაც შეიძლება ძალიან
ეგეთი დავალება ჰქონდა, ეგეთი!!
საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ხალხებში, ქართველი, როგორც ერი, უმრავლესობა აღარ უნდა იყოს--- უმცირესობა უნდა იყოს.
ქართველს როგორც ქვეყნის მესაკუთრეს(უმრავლესობას) ხმამაღალი სიტყვა აღარ უნდა ეთქმოდეს, ვეღარ უნდა ამბობდეს სათქმელს-- საქართველო ..... ეს ჩემია, ქართველისაააო.
დაჟე დღევანდელი გატ/რაკების ტ/რაკიც კი აღარ უნდა ჰქონდეს --აბსოლიტურად ვერანაირ პრობლემებს ვეღარ უნდა ქმნიდეს საერთოდ, ანუ ქართველი ძალიან თვინიერი და მარტივად სამართავი უნდა იყოს ,
მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა აქ ისე უნდა აირიოს, რომ კაცი ვეღარ იგებდეს ,,ვისი ვისაშია,, ......რა მამაპაპის მიწა, რის მამაპაპის სისხლი ..... რა დაგკარგვია .... რას ეძებ და ა.შ.
რა შენი .... რა ჩემი .
. ჩინელი იყიდის, თურქი იყიდის,... ზნაჩიტ იმათი საკუთრებააა. შენი კი არა გადამთიელისაააო გვეტყვიან....
ჯერ რა არის და ..იმასაც ბოლომდე გაუციებენ ქართველს გულს--------- კახელს გურიაზე, გურულს იმერეთზე, იმერელს სამეგრელოზე, სამეგრელოს აფხაზეთზე და ა.შ
კაცს,,საკუთარი ეზოს,,გადაღმა გახედვის ინტერესსაც კი დაუკარგავენ......აბა რა აზრი ექნება ჩემს თავის მოკვლას გურიისათვის, როცა რომ იქ გურული თვითონ ვეღარ იგურულებს, როცა უმცირესობაში საცოდავად მყოფი, თვითონ ხმა ჩაკმენდილი იქნება ან პირიქით... როცა რომ კახელი კახეთში ინდოელს დაუწყებს თვალებში ყურებას, ამის დამნახავი გურული ჩემი გულისთვის რას გააკეთებს?? ვეღარც კახელი იკახელებს, ვეღარც იმერელი იზამს იმერელობას და ა.შ.
აბა ზვიადის დროს რომ იყო.... აქა და აქ ქართველს ავიწროვებენო .... სუ მოგლეჯით მიდიოდა ხალხი---ქართველი როგორ დაჩაგრესო..
.....კი, მაშინ დიელეტანტები ვიყავით, ურა პატრიოტებიც, პოლიტიკის ინჩიბინჩიც არ გვესმოდა(ეხლა პირდაპირ ,,ვბრდღვნით,,) კიდევ ბევრი სხვა რამეც არ ვიცოდით, მაგრამ მაშინ გვქონდა მთავარი...... იყო განცდა, შეგრძნება, რომ საქართველო.............ეს ჩემია
და მიუხედავად ყველანაირი მედროვეებისა და ჟულიკების არსებობისა, მაშინ საქართველოში მაინც დიდი ქართული სული ტ/რიალებდა. დიდი ქართული გული იყო
მაშინ სხვისი ჭირი ჩემი იყო და ჩემი კიდევ იმ სხვისი.
მაშინ ქართველი გაცილებით უფრო ,,ქართველი იყო,,
სწორედ იმიტომ მოკლეს(მოვკალით) ზვიადი.
აქ მისი შეცდომები და ეგეთი რაღაცეები არაფერ შუაში არ იყო. ეგ მხოლოდ,,თავის გასამართლებელი მიზეზები,, იყო
მთავარი მისი,,შეცდომა,, მისი ეროვნულობა, მისი ქართველობა იყო--- მისი ეს მდინარის საწინააღმდეგოდ ცურვა, მავანთ ხელს ძალიან უშლიდათ, ძალიან
........დღევანდელი გადასახედიდან ეს ყველაფერი დღესავით ნათელია..
და საერთოდ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ეროვნული იდეის გარშემო ერს შეკრავდა, ეროვნული იდეის გარშემო ერის კონსოლიდირებას გააკეთებდა, მათთვის ყველა ხელის შემშლელი იყო.......კოსტავა , ჭავჭავაზე, ვეკუა, ჭანტურია....ბოლოს შარაძე
არადა შარაძეზე ამ ჩათლახების გოთვერნობა ძალიან ნათლად გამოჩნდა --- იმ კაცს, თითქოს არანაირი ძალა, არანაირი ბერკეტი, არანაირი თოფ მაუზერი და ბომბები არ ჰქონია, ხელი რომ რამეში შეეშალა ამათთვის ---- გარდა ქართველობისა
ქართული სულის ჩაკვლას ეწინააღმდეგებოდა ის კაცი გააფრთებით
სწორედ ეროვნულ იდეის ნაკვერჩხალს რომ ინახავდა შარაძე, იმიტომაც მოკლეს ისე ამაზრზენად--არ მოერიდნენ არაფერს--- დაჟე თავიაანთ გამოაშკარავებასაც კი არ მოერიდნენ
და საერთოდ ეროვნული მუხტი რომ ძალიან დიდი ძალააა და დამპყრობლისთვის დიდი ხელის შემშლელი, ეს 100 წლის წინ სტალინმაც გადსარევად იცოდა(ეს თემა....ლამეს)
ჰოოდა სწორედ ამ ეროვნულ მუხტს, როგორც მათთვის დიდ ხელის შემშლელ ფაქტორს კლავდდნენ და დღესაც კლავენ ქართველში..
ეს მოქალაქეობა, ეს მიწის გაყიდვა, ეს უცხო ტომელის აგულავება, ეს უმცირესობა და ათასი შიხტა კიკოლა,..ერთი სცენარის ნაწილია..რაც შეიძლება ადვილად სამართავი იყოს ამა თუ იმ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ხალხი, ქართველი კი არა თუ გინდ მოზამბიკელი იყავი
ასე რომ მოქალაქეობასაც მისცემენ, ფულებსაც დაურიგებენ და კიდევ ათას რამესაც მოიგონებენ...ფანდარასტობის დიდი არსენალი ააქვთ.
მექოთნეებიც ეგენი არიან(ყურს საითაც უნდათ იქიდან შეაბამენ) და კანონებსაც ეგენი წერენ
უბრალოდ ერთმანეთის გვერდში დგომით და ერთმანეთის დახმარებით როგორმე ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ
გავუძლებთ კიდეც..... ექვსი იმპერია მიგვიყუდებია და ამასაც ზედ მივაყოლებთ
თუ არდა ნახავთ!

papa

2015-12-31 21:20:07

ლაზი--1


ერეკლე კკბ--ს აგენტი იყო და რუსეთთან ხელშეკრულება იმიტომ გააფორმაო

papa

2015-12-31 21:32:59

ეხლა
ყველას დამდეგ ახალ წელს გილოცავთ
ოჯახებში სიტბო სიკეთე ჯანმრთლობა გქონოდეთ
ბევრი თუ არა ..... ცოტაოდენი მაინც ფულიც
საქართველოს კიდევ..............მშვიდობა და ეროვნული ხელისუფლება
მეგობრებს კიდევ........ კოლუმბს დავენაცვლე, კოლუმბს

papa

2016-01-11 02:15:26

ლამე

ზუსტად მაგ (თუნდაც ფუკუიამას)ლოგიკითაა დიდგულზე რომ ვაარ და ვკიჟინებ ხოლმე...ამათაც დედას უტირებთ, ესენი მეშვიდეები იქნებიან მეთქი.
თორემ აბა ..... ისე ჩვენ მაგათ რას ვუზამთ, რის მიმყუდებლები ვართ??
ისე დევდარიანის ეგეთი სტატიები(ქუნემ გლობალიზაცია)სხვებიცა მაქვს წაკითხულები...
(მაგ ქალს ძლიერი ანალიტიკური აზროვნების გამო, ახალგაზრდობიდანვე დიდ პატივს ვცემ)
შენი არ იყოს ეგეც სულ იმას ამტკიცებს..... პაპას და ნატალის ერთი სიმამრი ჰყაავთო...
ეგ რომ ეგრეა ვიცი,.....მაგრამ მე მაინც სიდედრების დამოუკიდებელი ქმედებების იმედი მაქვს -----ქალი მაინც ქალია..რაღაცას მაინც გაააფუჭებს, იმ ურჩხულ სიმამრს კარტებს მაინც აურევენ, ქალური სულწასულობა მაგათ შეცდომა--შეცდომებს მაინც დააშვებინებს..
.აუცილებლად აერევათ მაგათ ყველაფერი, აუცილებლად
ბოლო ბოლო კეთილმა უნდა სძლიოს ეშმაკს!!!
სიმართლე გაიღუნება მაგრამ არ გატყდებაო--ამ კახური ლოგიკის იმედი მაქვს მე ყოველთვის!!
მართალია ეს კახური ლოგიკა,,საერთაშორისო სტანდარტებს,,არ შეესაბამებაარც და არც იმათ ,,გეგმა---ნორმებშიც,, ვერ ჯდება(აბონ ციციაშვილისა და რეიგანისა არ იყოს) მაგრამ ბოლო რომ მაინც აუცილებლად საჩვენო იქნება, ამაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი
ამის შესახებ ერთ ორჯერ ჩვენც გვქონდა საუბარი... . .
..ისე ამ გლობალიზაცია--ლიბერალიზაციის,,ახლო მომავალში,,დედის ტირებაზე, აქ ერთი ბლოგერი გვყავს ნუკრი მიხანაშვილი, ისიც წერდა---ოღონდ ის ცოტა სხვა კუთხით -
----ერების ნაციონალური ინტერესების ასეთი უგულვებელყოფა დიდხანს ვერ გასტანს, აუცილებლად ყველა თავ თავისი ნაციონალური ინტერესების დაცვას დაიწყებს და დღვანდელი ვითარება აუცილებლად შეიცვლებაო. ერთ სახელმწიფოში ვინუჟდენზე,,გაერთიანებული,,ერები ყველა აქეთ იქით გაიწევს, ყველა თავისას გაახურებსო....
ერთი სახელმწიფოს მაგივრად, სადაც სხვადასხვა ერებია,,შეკოწიწებული,,შეიძლება ორი სამი სახელმწიფო ჩამოყალიბდესო ....მაგალითები მოჰყავდა.. და არც თუ შორეულ პერსპექტივაში შეიძლება 200 ნაცვლად 400--500 სახელმწიფო,,წარმოიქმნასო,,
ეს საქმე თუ ერთი დაიქოქა, მერე ჭაჭვური პრინციპით უცებ დაბზრილდება ყველაფერიო
მოკლედ ეს კაცი ერის შინაგან(ნაციონალურ) ძალაზე აკეთებდა აქცენტს.......ნუ დაახლოებით,,ერთა თვით გამორკვევაზე,,
სხვათა შორის ამ სტალინისეული,,ერთა თვითგამორკვევის,,თემის მნიშვნელობაზე ამასწინათ შენთანაც გადმოვედი ალავერდს, მაგრამ ეტყობა შენ უკვე .......საახალწლო საცივს მიირთმევდი...
მოკლედ ამ თემაზე მიხანაშვილს მგონი სამი ოთხი წერილი ჰქონდა
მე რა თქმა უნდა ამ მოსაზრებას 100% ვეთანხნები. ამიტომ მაშინვე ამ წერილებს დიდი ენთუზიაზმითაც ავყევი დისკუსიაში და ნუკრის მოვუწონე კიდეც ნააზრევი
ან კი როგორ არ მოვუწონებდი??.....სუ მაჯლაჯუნები და მაჯლაჯუნები მელანდებაინ.... მელას რაც ელანდებოდაო....ვინც კი მეტყვის, კოლუმბს ქუნემი მოუვაო..ყველა ჩემი ძმაა....

და ბოლოს.
...მაგათ რომ ქუნემი მოუვათ, ეგ ანდერძად ბაქრაძემაც დაგვიტოვა...
იმ კაცმა ასეთი რამე თქვა ...... ყველა იმპერიას ადრე თუ გვიან სიქიმი მოსდისო....
თან ყველა მომდევნო იმპერიის არსებობის ხანგრძლივობა, წინამორბედზე გაცილებით ნაკლებიაო
.. იყო 400.....მერე 300, მერე 200, მერე 70 და ეხლა მაგათ, ჰააა,... ჰააა 30 წელი გაქაჩონო. ასე რომ ყოველ დილით სუ ახალ ახალ,,ამბებს,,ველოდები, მით უმეტეს დღევანდელ დღეს, 90--იან წლებთან შედარებით, ისტორიული მოვლენები ელვისებურად ვითარდება
ასე რომ ...მსოფლიოს ერთმართველობას დედა რომ ეტირება, ეჭვიც არ მეპარება
ჩვენაააა??.....
ჩვენ საკითხავებიც არა ვართ, მაგრამ რატომღაც ოჩანი ცხვარი ფარის შეტრიალებისას, სათავეში რომ მოექცევა ხოლმე ..... იმის იმედი მაქვს ....
აქეთ ეს ფუკუიამა თავისი ეკონომიური პრობლემბით, ...იქეთ სხვადასხვა ერების ნაციონალური ინტერესები და პრობლემები ......იქით..ბაქრაძე
ასე რომ მოთმინება ბატონებო, მოთმინება და... გაძლება ერთმანეთის დახმარებით..

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80