პლანეტარული ცივილიზაცია!

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ბლოგი

პლანეტარული ცივილიზაცია!

პლანეტარული ცივილიზაცია!
ნუკრი მიხანაშვილი

2016-02-29 01:25:26

თანამედროვე ადამიანს ფანტასტიკურად გაუმართლა. 100 000 წლის წინ, ადამიანის აფრიკიდან გამოსვლის შემდეგ, დღემდე არსებული 5000 თაობიდან, მხოლოდ ჩვენ გვხვდა წილად მოწმე და თანამონაწილე გავხდეთ დედამიწაზე პლანეტარული ცივილიზაციის დაბადებისა. როგორც ვარაუდობენ, „დაბადების“ პროცესი დაახლოებით ამ საუკუნით შემოიფარგლება და დედამიწაზე პირველი დონის ცივილიზაციის შექმნის პროცესი დასრულდება. მშობიარობის „ჭინთვები“ ჩვენს თვალწინ - ლოკალური და რეგიონალური ომების, ეკონომიკური კრიზისების და ტექნოლოგიური რევოლუციების ფონზე მიმდინარეობს.

დიახ, თუ გაგვიმართლა და ჩვენი უგუნურობით ჩანასახში მყოფი ჩვილი დაბადებამდე არ დავღუპეთ, მივაღწევთ სტატუსს - პირველი დონის პლანეტარული ცივილიზაცია!

ერთადერთი რამ გვევალება - მოაზროვნე ადამიანმა „შეცდომა“ არ უნდა დაუშვას და მივიღებთ შედეგს - საზოგადოებას ცხოველური დაპირისპირების გარეშე, თავისუფალ, განათლებულ, მეცნიერულ და აყვავებულ ცივილიზაციას.

არიან ძალები - ადამიანთა ჯგუფები, ცალკეული ლიდერები და სახელმწიფოები, რომლებიც ინსტიქტურად, პირველყოფილი აზროვნებით ებრძვიან განვითარებული მსოფლიოს „მოძრაობას“ პირველი დონის ცივილიზაციისკენ. მაგრამ მეცნიერება, ეკონომიკა, ფანტასტიკური ტექნოლოგიები - არის ძალა, რაც ამ „მოძრაობას“ შეუფერხებლად უზრუნველყოფს. გონებაამღვრეულ ადამიანთა ფაქტორი თავისთავად გაქრება. დანარჩენი დროის და „ტექნიკის საქმეა“.

ეს შეუქცევადი „მოძრაობა“ დღეს უკვე ცვლის ეკონომიკისა და კაპიტალის ბუნებას, ასევე ყველა ტრადიციულ თეორიულ კონცეფციას. მთავრდება მატერიალური კაპიტალიზმი, შესაბამისად - ეკონომიკის ციკლურობის და კრიზისების ეპოქა, ქრება ეროვნული და ეთნოსური ჯგუფების ფაქტორი, იცვლება სახელმწიფოთა ტრადიციული შინაარსი და სტატუსი, როგორც საზოგადოების „მოწესრიგების“ ფორმა. სწორედ ასე, ამ წამს იბადება ინტელექტუალური, ციფრულ ტექნოლოგიებზე და სულ სხვა შინაარსზე დაფუძნებული კაპიტალიზმი. სწორედ ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს პლანეტარული ეკონომიკის - ეკონომიკური (და არა ეროვნული თუ ეთნოსური) კავშირების, სავაჭრო ბლოკების ფორმირება. ეკონომიკა ხდება ჯერ რეგიონალური, შემდეგ კი გlობალური. სიმდიდრის (კაპიტალის) წყარო ხდება ინფორმაცია, ის ელექტრონებით და ინფორმაციის „ბაიტებით“ იზომება და მოძრაობს მთელ პლანეტაზე ელექტრონის სიჩქარით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელებით.

ადამიანის მიერ დღემდე განხორციელებული რევოლუციის სამი ტალღა - სასოფლო-სამეურნეო, ინდუსტრიული და ციფრულ-ტექნოლოგიური, არის მხოლოდ მცირე ეტაპები პლანეტარული ცივილიზაციის შექმნის გზაზე. ეს იქნება სულ სხვა განზომილების მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში.

ამგვარად, ჩვენ ნულოვანი დონიდან, პირველი დონის ცივილიზაციისკენ მივისწრაფით. მეცნიერება სულ სამ დონეს გამოყოფს: პირველ, მეორე და მესამე დონეებს ეთმანეთიდან ათასობით წელი აშორებს. და ფუნდამენტური ძალა ამ პროცესში - სხვადასხვა დონის ცივილიზაციების ფორმირებაში, ერთადერთი, ყოველივეს შემქმნელი ძალა - ენერგიაა!! ფიზიკოსები ხომ ნებისმიერ ობიექტს და თვით ცივილიზაციასაც კი, აფასებენ ენერგიის მოხმარების დონით, რაოდენობით და ხარისხით.

ამ თემაზე, თუ ფანტასტიკად არ მოგეჩვენებათ, გაგასაუბრებთ ამ სფეროს სპეციალისტებთან - ნიკოლოზ კარდაშოვთან და მიჩიო კაკუსთან.

ცივილიზაციათა დონეები - პლანეტარულიდან ღმერთის სამყოფელ (Q დონის) ცივილიზაციამდე!

ფიზიკოსები ცივილიზაციებს აფასებენ მოხმარებული ენერგიის დონით და რაოდენობით.

ცივილიზაციათა შეფასება და კლასიფიკაცია ენერგოშეიარაღების და ენერგომოხმარების კრიტერიუმით, პირველად ნიკოლოზ კარდაშოვმა დაამკვიდრა (არსებობს სხვა კლასიფიკაციებიც). მან შემოიღო რაოდენობრივი შკალა და დაყო მიწიერი თუ უცხო ცივილიზაციები სამ ტიპად:

პირველი ტიპი - პლანეტარული, მოიხმარს სრულად მხოლოდ იმ რაოდენობის ენერგიას, რაც პლანეტაზე არსებობს ალტერნატიულად და ვარსკვლავიდან პლანეტამდე აღწევს;

მეორე ტიპი - ვარსკვლავური, მოიხმარს მთელ ენერგიას, რასაც ვარსკვლავი ასხივებს. ასეთ ცივილიზაციას შეუძლია მთელი ვარსკვლავის ენერგიით მანიპულირება და თვით ამ ვარსკვლავის „მართვა“;

მესამე ტიპი - გალაქტიკური, მოიხმარს მილიარდობით ვარსკვლავის ენერგიას და კოლონიზებული აქვს მთელი გალაქტიკა.

ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია რაოდენობრივად შევაფასოთ ნებისმიერი ცივილიზაციის სიძლიერე. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება 10 მილიარდჯერ და მოიხმარს 10 მილიარდჯერ მეტ ენერგიას (გალაქტიკაში დაახლოებით 10 მლრდ ვარსკვლავია).

ამ კლასიფიკაციით დედამიწის ცივილიზაცია მიეკუთვნება ნულოვან კლასს. ჩვენ ენერგიას ვიღებთ მხოლოდ ამ პლანეტაზე არსებულ, დაღუპულ მცენარეთა ნარჩენებისგან და ვიყენებთ უმნიშვნელო შესაძლო ალტერნატიულ წყაროს.

თუ საზოგადოება მიაღწევს მეორე ტიპის ცივილიზაციას, ის პრაქტიკულად დაუძლეველი და სრულიად დაცული ხდება ნებისმიერი - შიგა თუ გარე (კოსმოსური) კატაკლიზმისგან. მისი განადგურება არ შეუძლია არაფერს, მეცნიერებისთვის ცნობილი ძალებიდან. შესაძლებელი იქნება ყველაფრის მართვა, მათ შორის - ამინდის, გამყინვარების, კომეტების, პლანეტების და თვით საკუთარი „მზის“ (ვარსკვლავის). ისინი შესძლებენ პლანეტების და ახლო-მახლო არსებული ვარსკვლავების კოლონიზებას.

თუ საზოგადოება მიაღწევს მესამე ტიპის ცივილიზაციას, ის მოახდენს ისეთი ოდენობის ენერგიით მანიპულირებას, რომლის გამოყენების პირობებშიც დრო და სივრცე კარგავს სტაბილურობას და აინშტაინის გრავიტაციის თეორია ინგრევა. ამ დროს, დროისა და სივრცის კავშირი ირღვევა და ჩნდება პორტალები სხვა სამყაროში გასაღწევად... ასეთია ე. წ. „პლანკის ენერგიის“ - 1028 ელექტრონვოლტის ეფექტი. ის კვადრილიონჯერ აღემატება ენერგიას, ვიდრე ამას იყენებს დიდ ადრონულ კოლაიდერში გამომუშავებული ამაჩქარებელი.

და ეს ყველაფერი რომ მოხდეს, ჩვენი უსუსური, თოთო ცივილიზაცია უნდა „გავზარდოთ“ და არ დავღუპოთ, რათა სრულწლოვან ასაკს - პირველ დონეს მიაღწიოს! შესაძლოა, მრავალი უცხო ცივილიზაცია უკვე განადგურდა კიდეც სწორედ ნულოვანიდან პირველი ტიპის ცივილიზაციამდე გარდამავალ პერიოდში - რომელ ეტაპზეც ჩვენ ამჟამად ვართ. ამიტომ, ეს ყველაზე საშიში, შესაძლოა, გადაულახავი ეტაპიცაა, მრავალი მიზეზის გამო - პირობითად „ველურობიდან“, ჭეშმარიტად გონიერ არსებებად ჩამოყალიბების გზაზე. ჩვენ შეიძლება გაუაზრებელიც კი გვაქვს, რომ რეალურად მიმდინარეობს ეს ისტორიული „გადასვლა“ - გარდამავალი პერიოდი. გლობალიზაციის არსიც კი ადეკვატურად ვერ გაგვიგია, არათუ კაცობრიობის „მოძრაობის“ მასშტაბური მიზანი. შეშინებული ვკითხულობთ - ხომ არ გვართმევენ ვიღაც „სატანები“ ეროვნებას, მენტალობას, ტრადიციებს? და ბუნდოვნად გვესმის (თუ გვესმის, საერთოდ), რომ გლობალიზაცია მხოლოდ გონიერი კაცობრიობის კონსოლიდაციაა მთავარი მიზნისკენ - პლანეტარული ცივილიზაციისკენ მიმავალ გზაზე...

არსებობს მოსაზრება თეორიულად შესაძლო, მეოთხე ტიპის ცივილიზაციისა, რომელიც დამატებით ითვისებს და იყენებს ენერგიას არაგალაქტიკური (ანტიმატერიალური) წყაროდან. ერთადერთი ცნობილი არაგალაქტიკური ენერგიის წყარო - ეს შავი ენერგიაა, რომელიც ხილული სამყაროს მატერიის 73%-ს შეადგენს, მაშინ, როცა გალაქტიკათა ხილულ სამყაროზე ენერგიის მხოლოდ 4% მოდის.

ეხლა თქვენ შეაფასეთ, რა შეიძლება ერქვას (და შეეძლოს) ასეთ ფენომენს. ალბათ, ეს ღმერთების სამყოფელია!

ნანახია - 2179

DDDzia

2016-02-29 10:05:32

შესანიშნავი სტატიაა.
გლობალისტებისთვის გამამართლებელი.
ე.ი. როგორც გავიგე "გლობალიზაცია მხოლოდ გონიერი კაცობრიობის კონსოლიდაციაა მთავარი მიზნისკენ - პლანეტარული ცივილიზაციისკენ მიმავალ გზაზე" და შესაბამისად, უგონოები უნდა ჩამოცილდნენ რათა "მოაზროვნე ადამიანმა „შეცდომა“ არ უნდა დაუშვას".
ავტორო, საიდან ხვდები, რომ აი ახლა, ვოტ, ვოტ უნდა გადავხტეთ ახალ ფაზაში და თანაც გლობალიზაციის დახმარებით?
Кардашёв считает, что любая цивилизация, энергетическое потребление которой растет с умеренной скоростью (несколько процентов в год), будет стремительно переходить с одной ступени на другую, такой переход займет у неё от нескольких тысяч до нескольких десятков тысяч лет.
რატომღაც შენს სტატიაში ავტორო, ძალიან შეკვრივებულია დროითი დიაპაზონი.
"არიან ძალები - ადამიანთა ჯგუფები, ცალკეული ლიდერები და სახელმწიფოები, რომლებიც ინსტიქტურად, პირველყოფილი აზროვნებით ებრძვიან განვითარებული მსოფლიოს „მოძრაობას“ პირველი დონის ცივილიზაციისკენ. მაგრამ მეცნიერება, ეკონომიკა, ფანტასტიკური ტექნოლოგიები - არის ძალა, რაც ამ „მოძრაობას“ შეუფერხებლად უზრუნველყოფს. გონებაამღვრეულ ადამიანთა ფაქტორი თავისთავად გაქრება. დანარჩენი დროის და „ტექნიკის საქმეა“ - ეს აბზაცი ბოლოში უნდა ჩაგესვა, ავტორო და დაგემატებინა - ხანგრძლივი აპლოდისმენტები. ცოტა შეგეშალა, თუმცა ამ დიად და ნათელ გზაზე მცირე შეცდომების დაშვება გათვალისწინებულია ალბათ იმ ცივილიზაციების მიერ, რომლებმაც უნდა მიაღწიონ ამ ნათელ მომავალს და ეს იქნება ევროამერიკული ცივილიზავია. დანარჩენი ერები, რომლებიც ამის მიღწევას ხელს შეუშლიან "თავისთავად გაქრებაიან" როგორც "გონებაამღვრეულ ადამიანთა ფაქტორი" და გაქრებიან ამ დიდი ცივილიზაციების დახმარებით ისლამური სახელმწიფოსი, არაბული გაზაფხულების, ვარდებისა თუ კიდევ რომელიმე რევოლუციების მეშვეობით.
რა თქმა უნდა ცივილიზაციებში არ მოისაზრებიან ლათინური ამერიკის, აზიის, აფრიკისა და სლავებით დასახლებული ტერიტორიები (მათ შორის ჩვენც, ალბათ). მათთვის, როგორც "გონებაამღვრეული ადამიანებისათვის" "ღმერთების სამყოფელში" ადგილი არ იქნება.
"ეს შეუქცევადი „მოძრაობა“ დღეს უკვე ცვლის ეკონომიკისა და კაპიტალის ბუნებას, ასევე ყველა ტრადიციულ თეორიულ კონცეფციას" - რას ცვლის და სად? კაპიტელიზმი როგორიც იყო 200 წლის წინ, ზუსტად ისეთივეა ახლაც. ისეთივეა, როგორც ას არის დახასიათებული "კაპიტალში" და ასეთივე იქნება მთელი არსებობის პერიოდში. ან რა შეატყე, რომ "მთავრდება მატერიალური კაპიტალიზმი, შესაბამისად - ეკონომიკის ციკლურობის და კრიზისების ეპოქა?" - რის საფუძველზე აკეთებ ასეთ დასკვნებს? თუ ესეც კარდაშოვმა დაწერა? "ქრება ეროვნული და ეთნოსური ჯგუფების ფაქტორი, იცვლება სახელმწიფოთა ტრადიციული შინაარსი და სტატუსი, როგორც საზოგადოების „მოწესრიგების“ ფორმა" - მაგარია. კიდევ ტაში, ტაში!!!
"სწორედ ასე, ამ წამს იბადება ინტელექტუალური, ციფრულ ტექნოლოგიებზე და სულ სხვა შინაარსზე დაფუძნებული კაპიტალიზმი" - ვერ შეიმიტყვია ალბათ ეს სხვა კაპიტალიზმი. განათლება არ მყოფნის ამისათვის ნამდვილად. აი მამში კი სრულად გეთანხმები - "სწორედ ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს პლანეტარული ეკონომიკის - ეკონომიკური (და არა ეროვნული თუ ეთნოსური) კავშირების, სავაჭრო ბლოკების ფორმირება. ეკონომიკა ხდება ჯერ რეგიონალური, შემდეგ კი გlობალური" - სრული სიმართლეა. გლობალური ხდება იმ დიდი ცივილიზაციებისათვის, რომლებმაც უნდა გადაახტუნოს ეს უბედური პლანეტა განვითარების ახალ ეტაპზე.
ეეხ, ძნელია რამის თქმა, მაგრამ ამ სიტყვების კორიანტელში ისევ სერიოზული შეკვეთა იკვეთება. ეჭვი მეპარება, რომ ავტორი იმდენადაა განმსჭვალული განვითარების ამ დიადი იდეით, რომ ტანახმა იქნებოდა მისთვის უკვე ჩვეულებრივი, რიგითი კომფორტის მცრედი ნაწილის დათმობაზეც ამ დიადი მიზნისთვის მიღწევის გზაზე.
ღმერთმა შეუნდოს.

ნუკრიnukri

2016-02-29 10:52:04

DDDzia :)) - ავტორი შემოგევლოს შენ!! როგორც ხვდები, ავტორს სახელიც აქვს... გისმენ! მაგრამ ვერ ვიგებ, რა გაღიზიანებს აქ - ამ მცირე სტატიაში?!

თუ რამე გაუგებარია შენთვის, წიგნები გადაშალე მეგობარო, და მიხვდები ამ თეზისების გაშლა როგორ შეიძლება :)) მანამდე კი დაწყნარდი... და უაზრო იარლიყებს ნუ იქნევ აქეთ-იქით!!
ფაქტია, წაკითხულის გაგების პრობლემა გქონია...

იქნებ გამეცნო, ვინ ბრძანდები?

DDDzia

2016-02-29 11:15:11

ნუკრიnukri
ვერ ვხვდები, რატომ გაღიზიანდით???
ყველა იარლიყი სტატიიდანაა ამოღებული და პლაგიატი რომ არ დამბრალებოდა, ბრჭყალებითაა მონიშნული.
რაც შეეხება წიგნებს - ბარემ დაგესახელებინათ, თორემ გამიჭირდა მოძიება.

ნუკრიnukri

2016-02-29 12:01:05

დდდზია

"ამ სიტყვების კორიანტელში ისევ სერიოზული შეკვეთა იკვეთება. ეჭვი მეპარება, რომ ავტორი"... და ა.შ.- ეს რომელი სტატიიდან ამოიღე?

გითხარი, პრობლემა გაქვს წაკითხულის გაგების...
და რა "შეკვეთებზე" საუბრობ? საერთოდ თუ გაქვს წარმოდგენა, რაზე საუბრობ?

კაი, მოვრჩი შენთან საუბარს. ჯერ ცოდნა შეივსე, თემას დაეუფლე და ნუ აჟიტირდები!

DDDzia

2016-02-29 12:27:37

ნუკრიnukri
მე პრობლემა მაქვს გლობალიზაციის სახელით თვითმყოფადობის დაკარგვასთან და ტექნიკური პროგრესისა და ნათელი მომავლის იდეით კაპიტალისტური მონსტების მიერ სხვა, ჩვენსავით ჩამორჩენილი ქვეყნების დაბოლებით მათი ყვლეფის გამართლებასთან. ეს არის ის, რაც შენს სტატიაში უხვადაა გადმოფრქვეული. თუ ეს შეკვეთა არ არის და შენი შინაგანი მოწოდებაა, არც ამას აქვს ალბათ გამართლება.

მეც მოვრჩი შენთან საუბარს.
ოღონდ შენ ნუ გაბუტები და მე ტირილისგან თავს შევიკავებ.

lame

2016-02-29 13:04:26

კარგი ბატონო დაიბადა ეს ეგრეთ წოდებული პლანეტარული ცივილიზაცია მაგრამ დედა ვინა ყავს ან მამა ხომ უნდა ვიცოდეთ, ციდან ხომ არ ჩამოვარდებოდა.
იქნებ ისიც ეთქვა ვინმეს როგორ უნდა მოვიქცეთ რომ ჩვილი არ გავაღიზიანოთ თვითონაც არ დავღუპოთ და თაცვიც არ დავიღუპოთ:))

lame

2016-02-29 13:08:28

DDDziaამ ყველაფერს მე დავარქმევდი ფუტოროლოგიურ მარქსისტულ ტროცკიზმს

მეგრელი

2016-02-29 13:13:36

ათეისტიშ ნაჭარარე.

lame

2016-02-29 13:32:17

უფრო მეტიც შეიძლებოდა დამეწერა და დამესაბუთებინა ჩემი პოზიცია მაგრამ წინა სტატიასთან დაკავშირებული ყველა ჩემი კომენტარი წაშლილი დამხვდა ნუკრის ბლოგში, რაც მაფიქრებინებს რომ აქ "პერსონა ნონ გრატას" სტატუსით ვსარგებლობ ამიტომაც მოკლე რეპლიკებით შემოვიფარგლები

ნუკრიnukri

2016-02-29 14:07:35

:)) ეს მხოლოდ ინფორმაციაა ბატონებო. ადამიანები ფიქრობენ, იკვლევენ, აკეთებენ ანალიზს და პროგნოზებს - ოცნებობენ, და ნაყოფიერად იყენებენ ღმერთის ნაჩუქარ ტვინს! ნუ წუხართ, ამ საქმით დაკავებული მეცნიერები არ წაგართმევენ ქართველობას!

ამ საინფორმაციო პორტალის ფორუმი გაივსო უგზო-უკვლოდ განათლებული აქტივისტებით, რომლებსაც "გარეთ" (მსოფლიოში) გახედვაც არ უნდათ იმის შიშით, ვინმემ მენტალობა არ შეულახოს! რაღა დროს ტროცკიზმია, თუ ძმა ხარ! მეტ ახალ ინფორმაციას გაეცანით და ნაკლები იკამათეთ!

წიგნები გადაშალეთ მეგობრებო, და მერე ისე გააგრძელეთ თქვენი ნაყოფიერი საქმიანობა, აქ!

მაგალითად, ეს:
http://scisne.net/a-1110

#биология #будущее #вселенная #искусственный_интеллект #кибернетика #книга #космос #медицина #мичио_каку#освоение_космоса #полеты_в_космос #путешествие_в_космосе #термоядерный_синтез #технологии #физика #футурология #энергия

arichopra 2

2016-02-29 15:13:51

ბატონო ნუკრი მაინცა და მაინც ნუ დაუჯერებთ ამ მეცნიერების მისტიფიკატორ აფერისტ მეცნიერებს! არც დიდი აფეთქება ყოფილა, არც შავი ხვრელები არსებობენ, არც გრავიტაციული ტალღები აღმოუჩენია ვინმეს! https://www.youtube.com/watch?v=70bz08wo7Xo :))

lame

2016-02-29 15:35:39

რა დროს ტროცკიზმია და როგორც ტროცკიზმი ცდილობდა მაქსისტული მოძღვრების მეშვეობით კოლონიალური კაპიტალიზმის "გონებაამღვრეული" ხალხებისათვის თავზე მოხვევით და სოციალისტური სამოთხის დაპირებით შეენარჩუნებინა დანარჩენი მსოფლიო "ღვთის რჩეული" დასავლური ცივილიზაციის სანედლეულო დანამატად იმავეს ცდილობენ ბოლო დროს მომრავლებული შარლატანი ფუტუროლოგები ინფორმაციულ საზოგადოებაზე აპელირებითა და რაღაც ფანტასტიკის ზღვარს მიღმა არსებული პლანეტარული ცივილიზაციების დაპირებით, სადაც თურმე ბუნებაშეცვლილი მგელი და ცხვარი ერთად ახრამუნებენ საძოვარზე ქორფა ბალახს, არადა უკვე ზღარბისათვისაც ნათელია რომ კაპიტალისტური ურთიერთობების ფარგლებში ადამიანთა და სახელმწიფოთა შორის რაიმე ჰარმონიულ ურთიერთობაზე საუბარი თვით ფუკუიამას მიჩიო კაკუსა და დანარჩენი ახლად მოვლენილი "წინასწარმმეტყველების" ავადმყოფური ფანტაზიის ფარგლებსაც კი ცილდება, სხვათა შორის გარეთ რომ გაეხედა ზოგიერთს გაიგებდა რომ ნეოლიბერალური მითოლოგიის მამამ ფუკუიამამაც კი აიღო ხელი კაპიტალიზმის გაკეთილშობილებების უნაყოფო მცდელობაზე. წერა მეზარება ამიტომ ნანა დევდარიანის ერთი მშვენიერი სტატიიდან მოვიშველიებ ამონარიდებს რომლებსაც 100 პროცენტით ვეთანხმები
"1992 წელს ფრენსის ფუკუიამამ გამოაქვეყნა წიგნი «ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი», რომელშიც იგი ამტკიცებდა, რომ ლიბერალური დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა თანამედროვე საზოგადოების განვითარების ერთადერთი საშუალებაა. ისტორია დასრულდა. ახალი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში ყველა ცივილიზაცია დაკარგავს იდენტობას და განთავისუფლდება ნაციონალიზმის ნარჩენებისგან. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ჩვენ რომ ბავშვობაში გვასწავლიდნენ – XXI საუკუნეში ადამიანს დიდი თავი, პატარა სხეული და ერთი თითი ექნება ღილაკზე დასაჭერადო (დანარჩენი უსარგებლობის გამო უნდა გადაგვარებულიყო). XXI საუკუნეც დადგა, მაგრამ დარვინის დაჩქარებული ევოლუციისგან ღმერთმა დაგვიფარა. ღმერთმა მაშინაც დაგვიფარა, როცა გლობალიზაციას, ის¬ის იყო, უნდა გადაეყლაპა საქართველო. რაც დღევანდელ მსოფლიოში ხდება, სწორედ გლობალიზაციის გახანგრძლივებული პანაშვიდია. კაცი, რომელიც ისტორიის დასასრულს წინასწარმეტყველებდა, დღეს ლიბერალიზმის საპირწონე მემარცხენე იდეოლოგიის არარსებობაზე ჩივის. ეს იგივეა, კარლ მარქსს რომ რომელიმე მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციის ტოპ¬მენეჯერად მუშაობა მოენდომებია"
"საბჭოთა კავშირის დაშლით შთაგონებული ფუკუიამა იმდენად შეაძრწუნა «გამარჯვებული ლიბერალიზმის» სახემ, რომ 2008 წელს დაწერა: «როცა ისტორიის დასასრულზე ვწერდი (თითქმის 20 წლის წინ), აზრადაც არ მომსვლია, რა დონეზე შეცვლიდა სიტუაციას ამერიკის მცდარი შეფასებები და ქმედებანი _ მიგვიყვანდა იქამდე, რომ ანტიამერიკანიზმი გლობალური პოლიტიკის ძირითად ტენდენციად იქცეოდა». ამ მოვლენას მან «სტრუქტურულ ანტიამერიკანიზმი» უწოდა და მისი ცოდვა მთლიანად ჯორჯ ბუშ¬უმცროსს აჰკიდა". ლიბერალური კაპიტალიზმის სისტემური ნეგატივის პერსონალიზაციის მცდელობა ახალი არაა საქართველოშიც ბევრი ცდილობს ამ ანტიადამიანური სისტემის ცოიდვების ერთი კაცის სააკაშვილის ავ ზნესთან გაიგივებას მაგრამ ჰიპოთეზების გადამოწმების ყველაზე კარგი კრიტერიუმი პრაქტიკაა დიდი ხანია ნაციონალური მოძრაობა მოუსავლეთში გადაბარგდა მაგრამ ამით ოლიგარქიულ მონოპოლისტური კაპიტალის ბუნებას არავითარი სასიკეთო ცვლილება არ დატყობია საქართველოში ისევე როგორც ბუშის წასვლის შემდეგ არ შეცვლილა ამერიკის იმპერიალიზმის მგლური ბუნება მსგავსი განწყობები და სხხვისი ყველის ნაჭრის დაუფლების სურვილის კეთილშობილური მიზნებით შეფუთვისა და მისტიფიკაცია საკრალიზაციისმცდელობა ახალი არაა საკმარისია დაკვირვებით გაეცნო იუდაისტურ დოქტრინასა და მეორე სჯულს რომ ამაში ადვილად დარწმუნდები უფრო გასაგებად და აშკარად ეს სურვილი სიონის ბრძენთა ოქმებშია გაცხადებული საკმარისია სტატიაში გამოყენებული ტერმინი გონებაამღვრეული ხალხი გოი ხალხებით ჩააანაცვლო რომ სტატიაჩემს მიერ ხსნებული ოქმების კონსპექტს დაემსგავსება იმ ოქმების რომელსაც მე პირადად ხან სატანის ბიბლიას ვეძახი ხან კიდევ გლობალიზაციის ინსტრუქციას ტროცკიზმი კიდევ ადამიანის პარტიულ კუთვნილების კი არა მის ფსიქიკის წყობის განმსაზღვრელი ტერმინი უფროა ჩემთვის კი უაზრო ლაყბობის, დემაგოგიისა და საქმისაგან დაშორებული სიტყვის ეტალონია

lame

2016-02-29 15:59:53

მიჩიო კაკუს, სტივენ ჰოკინგისა და გუგლის დირექტორის პრიზმით წაკითხული და კორექტირებული ოქროს მილიარდის პროექტი.რა დროს ტროცკიაო?! ასეთი სუპერკოსმოპოლიტური სტატიის წაკითხვისას აბა ილია და ვაჟა ფშაველა ხომ არ გაგახსენდება კაცს?!
მიწიერი სამოთხისა და საზღვრებგარეშე მსოფლიოს იგივე "პირველი დონის ცივილიზაციის მოლოდინით დადო ზუსტად ბატონმა ლეიბამ კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო ბრესტის ზავი, რომელსაც ძირძველი ქართული ტერიტორიებიც შეეწირა სხვათაშორის. იქნებ ლიტერატურაც ჩამოგვითვალოს ავტორმა რა წავიკითხოთ ასე "გონებაამღვრეულებს" სიბნელეში და უკუნში რომ არ ამოგვხდეს სული, თორემ როგორც ჩანს მე ჩემსავით გონებაამღვრეულ ავტორებთან ვმეგობრობ:))

lame

2016-02-29 16:05:33

http://scisne.net/a-1110 გავხსენი ავტორის მიერ მოწოდებული ეს ლინკი ვიფიქრე უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებას მიაგნო მეთქი და ისევ მიჩიო კაკუ შემომახტა გულზე, გამეცინა და ერთი ანეგდოტი გამახსენდა რაგატკიან შეშლილისა და ფსიქიატრის საუბარზე:))

arichopra 2

2016-02-29 16:31:54

მეც ასევე მეცინება, რადგან ყველაფერი ტროცკის ხსენებით მთავრდება! ტროცკი არის სამყაროს კოლაფსი უკან, საწყის არარაში!

lame

2016-02-29 16:47:29

თუ ვინმეს დროში და სივრცეში დაშორებული მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირების უნარი არ გააჩნია ეს სასაცილო კი არა სატირალია, მაგრამ არა ჩემი სატირალი

ნუკრიnukri

2016-02-29 20:45:45

ლამე:

"ასეთი სუპერკოსმოპოლიტური სტატიის წაკითხვისას აბა ილია და ვაჟა ფშაველა ხომ არ გაგახსენდება კაცს?!" არადა, სწორედაც ეს გენიოსები უნდა გაგახსენდეთ, უკეთ რომ ერკვეოდეთ თანამედროვეობაშიც და მათ შემოქმედებაშიც, და არა - ტროცკი :))

ბატონო ლამე, თქვენს აღმატებულ განათლებას პატივს ვცემ, გულწრფელად. მაგრამ, ცოდნის დიდ ყულაბაში, სამწუხაროდ, ლაფსუსებიც დიდი გქონიათ. თქვენი უხსიტყვაობიდან (ფუკუიამობანა) ის გავიგე, რომ კოსმოპოლიტიზმი (თანამედროვე, უფრო კი ეკონომიკური შინაარსით - გლობალიზმი) თურმე სალანძღავი სიტყვა გგონიათ!!

აქ მე გავჩუმდები, და ვაჟა ფშაველას მოუსმინეთ:

"ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას.
მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე... ყველა გენიოსი ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა...
პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს." - ვაჟა ფშაველა, "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი".

აი, ასეა საქმე. ეხლა კი ამ ფორუმმა შეაფასოს თქვენი ცოდნა და "დროში და სივრცეში დაშორებული მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირების უნარი".

პატივისცემით :)

ტარო1

2016-02-29 22:59:50

ნუკრიnukri
პოლემიკაში ჩარევას არ ვაპირებ.ერთს გთხოვ მხოლოდ:არც ერთი კომენტარი არ წაშალო(არ წააშლევინო) არც ეხლა და არც შემდეგ.ბლოგებს მრავალჯერ უბრუნდება აქაური წევრების გარკვეული ნაწილი და დიდი მნიშვნელობა აქვს კომენტარებს.
პატივისცემით

lame

2016-02-29 23:45:11

დავიწყოთ იქიდან რომ დროში და სივრცეში დაშორებულ მოვლენებთან დაკავშირებულ პოსტში მე თქვენ არ მიგულისხმიხართ. იცის თვითონ ვინც ვიგულისხმე. მეორეც, აღმატებულ განათლებაზე პრეტენზია არასოდეს გამომიცხადებია მაგრამ ვაჟას ზოგადკაცობრიულ იდეებსა და ტროცკი ფუკუიამას მსოფლიო ფინანსური ოლიგარქიის ინტერესებით ნაკარნახევ კოსმოპოლიტიზმს შორის განსხვავება რომ დავინახო იმდენი განათლება ნამდვილადა მაქვს და თუ თქვენ მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავთ ეს ჩვენს განსხვავებულ მსოფლმხედველობრივ კონცეპტუალურ პრიორიტეტებზე მიუთითებს და არა ჩემი განათლების ლაფსუსებზე. ვინაიდან დღეს ხანგრძლივი კამათისა და ვრცელი პოსტების საწერად არა მცალია ისევ თქვენს მიერ ჩემი აზრით უადგილოდ დამოწმებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვაჟას სტატიის სხვა მონაკვეთით გიპასუხებთ:
"კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა". როგორ ფიქრობ ასდე ესმოდა კოსმოპოლიტიზმი ტროცკის ან ასე ესმის დღეს კოსმოპოლიტიზმი ტროცკის იდეოლოგიურ მემკვიდრე ნეოლიბერალებს რომელსაც ლიბერასტებსაც ვეძახით ხოლმე?

ლოგოსი

2016-03-01 00:03:48

თავისთავად, ამ ქვეყნად ყველა ისე უბერავს, როგორც ამას თავისი მსოფლმხედველობა და ინტელექტი კარნახობს. მაგრამ სტატიაში მოცემულ შეხედულებებს საყოველთაო ჭეშმარიტების პრეტენზიის სურნელი რომ დაჰკრავს, ეს ძნელად მისახვედრი არ უნდა იყოს. ამიტომაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ: "ქრება ეროვნული და ეთნოსური ჯგუფების ფაქტორი, იცვლება სახელმწიფოთა ტრადიციული შინაარსი და სტატუსი". აქედან გამომდინარე, ვინც ამ ფასეულობათა შენარჩუნებისთვის იბრძვის, ის ჩამორჩენილი და მარგინალური კითხვების მატარებელი გამოდის: "ხომ არ გვართმევენ ვიღაც „სატანები“ ეროვნებას, მენტალობას, ტრადიციებს?".
სხვისი არ ვიცი და მე ამ მოსაზრებების კითხვისას მარქსიზმის ფანატიკოს სოც-დემოკრატების პერიოდის ასოციაცია მიჩნდება, როცა იმ დროს პროგრესულად მიჩნეული მოძრაობის ცნობილი ქართველი ლიდერები ცოცხალ-მკვდარს აგინებდნენ ეროვნულ სახელმწიფოებრიობას, მის ისტორიას, მის მეფეებს და მაუზერით დასდევდნენ ეროვნულად მოაზროვნე მოღვაწეებს.
ისტორიამ ჩარეცხა ვულგარულად გაგებული სოციალური თანასწორობის იდეოლოგია და გარკვეული ხნის მანძილზე ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების იდეა ყველაზე ღირებულად აღიარა.
ჩვენს ეპოქაში კი გლობალიზმისა და ლიბერალიზმის იდეოლოგია დაუპირისპირდა ეროვნულ იდეოლოგიას, რომლის გარდუვალობა მოსალოდნელი ინოვაციურ-ტექნოლოგიური რევოლუციის ფაქტორითაც სურთ გაამყარონ მომავლის განჭვრეტით დაკავებულ ფანტასტ-ფუტუროლოგებს.
ამას ჰქვია ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარე-გარე გარბოდაო, მაგრამ გარე-გარეს ვიღა ჩივის, უკვე გალაქტიკებში ვარსკვლავებს შორის ფრენაც დაიწყეს.
ასეა, არც სამყაროსა და არც გაფრენას საზღვარი არა აქვს )))

lame

2016-03-01 01:08:26

ლოგოსი გამარჯობა. ვაჟას 1905 წელში დაწერილი სტატიის კოპირებას არ ჯობდა მსოფლიო სავალუტო ფონდის მსოფლიო სავაჭრო ოპრგანიზაციის მსოფლიო ბანკის წესდებები და ვაშინგტონის კონსენსუსის პრიცინპებზე გველაპარაკა? ვაჟას დროს როდესაც ის ხსნებულ სტატიას წერდა 1905 გლობალიზაციის პრობლემა დღევანდელი სიმწვავით არ მდგარა არც საქართველოსა და არც კაცობრიობის წინაშე. კამათის ასეთ სტილს და ყურით მოთრეულ ასიმეტრიული არგუმენტაცვიის გამოყენებას პასუხებს კიდევ თალმუდისტიკას ან სოფისტიკას ეძახიან.
ლოგოს. ხომ არ მეშლება ნუკრისთან წინა სტატიასთან დაკავშირებითაც მოგვივიდა შეკამათება მგგონი, შენი კომენტარი კიდევ დევს ჩემები კი ყველა წაშლილია აბა გადაამოწმე თუ არ გეზარება.

ლოგოსი

2016-03-01 01:29:06


lame

გაგიმარჯოს! კაცი გალაქტიკური ენერგიის ცივილიზაციის ეპოქაშია გადაჭრილი, შენ კი სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პოლიტიკაზე სასუბროდ იწვევ? )))
მოკლედ, ოთარაანთ ქვრივის გიორგივით დაგემართა, კესო ვარსკვლავად რომ რომ წარმოედგინა და აკი, ვერც მიწვდა )))

პოსტებს რაც შეეხება, ზოგ სტატიაში საერთოდ გაუქრიათ და ისე, საიტი ტექნიკურად რომ მოშლილია, ფაქტია, ჩემს სხვადასხვა სტატიებს სტალინის სურათები ამშვენებს, რითაც ხრუშჩოვის ბრალდებას პიროვნების კულტის შესახებ ამართლებს. )))

lame

2016-03-01 01:42:55

ლოგოსიკახელის 2016 წლის სტატიებიც გამქრალია ჩვენს კომენტარებთან ერთად მისი ბლოგიდან
ჩემს სტატიაზე გინდა თუ არა ვაჟა და ილია რატომ არ გაგახსენდაო, ვაჟა არა მარა ლუარსაბისა და დარეჯანის საუბარი სამყაროს აგებულებასა და კუდიან ვარსკვლავზე ნამდვილად გამახსენდა:))

ნუკრიnukri

2016-03-01 11:32:12

მეგობრებო,
საინტერესოა თქვენთან საუბარი!

მაგრამ მიკვირს, რატომ ღიზიანდებით ყველაფერზე, რაც გლობალიზაციას და განვითარებას უკავშირდება...
სტატია ინფორმაციულია, და არა ანალიტიკური, ან პოლიტიკური. დავინტერესდი თემით და თქვენც გაგიზიარეთ. ეხლა, ზოგიერთებს ბავშვებივით ყველაფრის ახსნა-განმარტებას ხომ არ დაგიწყებთ?!
მსგავს სტატიებთან დაკავშირებით, თქვენ (იუზერებს) ერთი რამ გევალებათ: წაიკითხეთ, დაფიქრდით, დაიმახსოვრეთ (ან დაივიწყეთ)!! ყველაფერი დანარჩენი უთქვენოდაც მოხდება, ისევე, როგორც უთქვენოდ (მაგ. ლოგოსის ან ლამეს გარეშე) განხორციელდა ტექნოლოგიური რევოლუციის სამი ტალღა - სასოფლო-სამეურნეო, ინდუსტრიული და ტექნოლოგიური! ნუ იძაბებით ზედმეტად!

არიჩოპრა 2
მართალი ხარ, ყველაფრის დაჯერება არაა საჭირო. დანამდვილებით არავინ იცის დასაბამიდან დღემდე რა მოხდა, მაგრამ ცდილობს ზოგიერთი რაღაცის გაგებას. ადამიანს შეუძლია ან იწამოს, ან ეძიოს პასუხები კითხვებზე...

ტარო 1
მე კომენტარებს ვერანაირად ვერ წავშლი.

ლამე!
კარგია, რომ ვაჟას ნაწერებს კიდევ ერთხელ გადახედეთ :))

ლოგოს!
რატომ გიჩნდებათ შენ და ლამეს ნებისმიერ თემაზე მარქსიზმის და ტროცკიზმის ასოციაციები?! მათი მოძღვრება დეპოშია კაი ხანია. გამოდი ლოგოს დეპოდან! ვარსკვლავებს ახედე, და გაიღიმე:) სამყარო ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ნებისმიერი ბნელი, მიტოვებული დეპო! ისე, ჯანზე როგორ ხარ? ხომ არ დაბერდი?! :))

ცუგო

2016-03-01 13:48:13

საინტერესო საკითხავია თქვენი კომენტარები ბატონებო, ისე ძალიან ნუ დაიჩემებთ პატ.ნუკრიnukri ამ ყურადღებას, არ ტრიალებს ეს დედამიწა თქვენს ირგვლივ...

lame

2016-03-01 16:21:19

ნუკრიnukri რა სასწრაფოდ გადაგიქანებიათ სტატია ბლოგებში? ყოფილიყავი კიდევ ცოტა ხანს გარეთ, თორემ ერთი ერთზე საუბარს რა აზრი აქვს? რატომ გგონია რომ ვაჟას ჩემზე უკეთ იცნობ? და საერთოდ თუ ასეთი სუსტი ნერვები გაქვს საჯარო სივრცეში საკუთარი საეჭვო წარმომავლობის სადაო შეხედულებების დაფიქსირებას უნდა მოერიდო, ან პირადი მიმოწერა გააბა მიჩიო კაკუსთან, თუ მიჩიო სადმე ალფა ცენტავრის თანავარსკვლავედში არაა უკვე მივლინებით და ჩვენი პირველი დონის პლანეტარული ცივილიზაციის გაწევრიანებაზე არ ჩალიჩობს ირმის ნახტომის ვარსკვლავურ ფედერაციაში. თუმცა დეპოში მყოფთაგან განსხვავებით თქვენ ხომ გადაადგილებისას სივრცით დროითი კონტინიუმებით, ჭიახვრელებით და მეზონური ძრავებით აღჭურვილი ზესინათლის სიჩქარით მოძრავი ხომალდებით სარგებლობთ და არ გაგიჭირდება იქამდე ხმის მიწვდენა.ისე დედამიწაზე რომ დაბრუნდებით კიდევ ერთხელ თუ გადაიკითხავ ვაჟას იმ სტატიას, საიდანაც კონტექსტის გარეშე ამოგლეჯილი ფრაგმენტი საკუთარი აბსურდული შეხედულებების გასამართლებლად მოიყვანე კარგი იქნებოდა. ბოდიში რომ მე დზია ლოგოსი და კიდევ ბევრი საღად მოაზროვნე იუზერი ზიზღით ვამბობთ უარს თქვენს მიერ შემოთავაზებული აქლემის ტყავის თავზე წამოცმაზე. გახსენებაზე, აიტმატოვის ამ რომანსაც “და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფლისა” თუ გადაიკითხავდითდედამიწაზე დაბრუნების შემდეგ არ გაწყენდათ, იქნებ ასე მაინც მიხვდეთ რომ იმ თქვენი "პირველი დონის პლანეტარული ცივილიზაციის" წევრობა გლობალური მანქურთიზაციის გარეშე შეუძლებელი იქნება. პლანეტარულ ცივილიზაციაში კი არა, აგერ ნგრევის პირას მისულ ევროკავშირის წევრობაზე გეუბნებიან უარს, საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და ცხოვრების ტრადიციული წესის შეცვლის გარეშე. წარმომიდგენია რას დაწერდა შენს მიერ დასახმარებლად მოხმობილი ვაჟა დღეს რომ ცოცხალი იყოს. ცოტა დიალექტიკურად მიუდექით კლასიკოსების შრომებს.
ის რომ ვერ ხვდებით თუ რატომ იწვევს ჩემში და ლოგოსში თქვენი და თქვენი მსგავსი ნეოლიბერალური შეხედულებები ტროცკიზმის ასოციაციას, იმაზე მეტყველებს რომ ან საერთოდ არ იცნობთ ტროცკის აკვიატებულ იდეას პერმანენტული რევოლუციის შესახებ, ან კიდევ იმდენად იდეური ნეოლიბერალი ბრძანდებით რომ ცოცხალი თავით არ გინდათ საკუთარი ვითომ პროგრესული აზრების ასოცირება უკვე დევალვირებულ პოლიტიკურ მიმდინარეობის იდეოლოგიასთან.
და კიდევ ვხედავ ორუელის დიდება არ გასვენებთ, მართალია ორუელს მე პირადად ნაძირალად ვთვლი, მაგრამ თქვენგან განსხვავებით საკუთარ საქმეს ნიჭიერად აკეთებდა. სხვათაშორის ორუელიც იდეური ტროცკისტი გახლდათ))

ნუკრიnukri

2016-03-01 22:06:58

ლამე!

დღეს ჩემი ბავშვობის უკანასკნელი (თითქმის) მეგობარი დავასაფლავე. ადრეულ ასაკში იხოცებიან ჩემი თაობის ბიჭები. არ ღირს ეს ცხოვრება იმად, რომ ურთიერთობა ბრძოლის ველად ვაქციოთ.

პოსტის ბლოგებში გადატანას მე არ მეკითხებიან, ჩვეულებრივი იუზერი (მომხმარებელი) ვარ. კიდევ - სუსტი ნერვები არ მაქვს. პირიქით, ხალისიანი ადამიანი ვარ, მიყვარს იუმორი და ჭკვიანური სარკაზმიც კი!
კიდევ - ვაჟას სიტყვებს კონტექსტი არ სჭირდება. გარკვევით ამბობს - კოსმოპოლიტიზმი სიკეთეაო: "კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს." - რად უნდა ამას კონტექსტი, წერტილიდან წერტილამდე სრული წინადადებაა. თუ არ ეთანხმები - მას ეკამათე.
კიდევ - არავითარ იდეოლოგიას არ ვცნობ და არ მაინტერესებს!

დანარჩენი სხვა დროს! არაფერი გეწყინოს ჩემგან :)

lame

2016-03-01 23:12:17

ნუკრიnukri. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას მეგობრის გარდაცვალების გამო.საწყენი კიდევ ერთმანეთისათვის მგონი არაფერი გვითქვამს. ვაჟასთან კი ჩემო ნუკრი მოდი ნუ დამაპირისპირებ, მითუმეტეს მაინც ასე მგონია რომ მე და ვაჟას კოსმოპოლიტიზმი ერთნაირად გვესმის და საერთოდ აქ ტერმინის ლინგვისტურ ან აბსტრაქტულ მნიშვნელობაზე კი არა იმ რეალურ ძალებზე გვაქვს საუბარი ამ ტერმინს ამოფარებულნი მსოფლიოს გლობალურ საკონცენტრაციო ბანაკად გარდაქმნა რომ დაუსახავთ მიზნად.( არა მგონია საჭირო იყოს გლობალიზაციისა და დემოკრატიის ექსპორტის სახელით გონებაამღვრეული ხალხების" წინააღმდეგ "ცივილიზებული" გლობალიზატორების დანაშაულთა ჩამოთვლა. არც პისტოლეტი ან ატომური ბომბი არ წარმოადგენს თავისთავად ბოროტებას, პირიქით კაცობრიობის ინჟინრული გენიის ნაყოფადაც შეიძლება ჩათვალოს კაცმა, მაგრამ მტრის ხელში შენსკენ მომართული პისტოლეტი უკვე ინჟინრული გონებასთან კი არა სასიკვდილო საფრთხესთან ასოცირდება. ატომური ბომბი ვისთვის ფიზიკის დარგში გიგანტური ნახტომის სიმბოლოა ვისთვის კიდევ ხიროსიმისა და ნაგასაკის.
პატივისცემით:ლამე.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80