რატომ ვართ ჩამორჩენილი ქვეყანა?
ბლოგი

რატომ ვართ ჩამორჩენილი ქვეყანა?

რატომ ვართ ჩამორჩენილი ქვეყანა?
ნუკრი მიხანაშვილი

2016-06-01 21:30:23

ხშირად ისმის კითხვა - ევროპულია თუ არა ქართული კულტურა?

ცხადია, - არა. იგი არ განეკუთვნება არც დასავლურ, არც აღმოსავლურ კულტურათა რიცხვს. “ყველაფერი, რასაც ქართული კულტურა ეწოდება, არითმეტიკულ საშუალოს წარმოადგენს ელ-ლენურ-ბიზანტიურსა და სპარსულ-აღმოსავლურ ექსტრემებს შორის“ - კონსტანტინე გამსახურდია.

ევროპული კულტურა, რომის ეკლესიის ძალისხმევით (ბერძნული ფილოსოფიის საფუძვლებზე) ბარბაროსებმა შექმნეს. ქართული კულტურა, ქრისტიანობის განვითარებამდე (ეკლესიური საფუძვლის გარეშე), ძველმა კოლხებმა და იბერიელებმა შექმნეს. დასავლეთში ქრისტიანობის შემოტანას, ბარბაროსები დახვდნენ. საქართველოში ქრისტიანობის შემოტანა-დამკვიდრებას, განვითარებული ქართული ცივილიზაცია დახვდა - ენა, დამწერლობა, სწავლება-მეცნიერება, ტექნოლოგიები.

ქართული კულტურა მხოლოდ გამდიდრდა სახარებისეული სწავლებით. ევროპული კულტურა კი მთლიანად ქრისტიანობის პროდუქტია - ე. ი. იქ ეკლესია ცივილიზაციის დამბადებელია (აქ არ ვგულისხმობ წინარე - ბერძნულ და რომაულ ცივილიზაციებს).

საქართველოში ქრისტიანულ კულტურასთან შერწყმის პროცესი მე-9-10 საუკუნეებში ხდება. ევროპაში კი ამ დროს ცივილიზაციის დაბადება ხდება, რამაც მხოლოდ 5 საუკუნის შემდეგ გამოიღო განვითარების ნაყოფი, როცა ევროპული საზოგადოება (სკოლები) ბიბლიის სწავლებიდან ნელ-ნელა მეცნიერების სწავლებაზე გადავიდა.

ამგვარად, სრულიად განსხვავებული წარსული და საფუძვლები გააჩნია ქართულ და ევროპულ ცივილიზაციებს. მსოფლიო კი იცვლება და ვითარდება...

და შემდეგ რა ხდება?!

შემდეგ, საქართველოში ხანგრძლივი დროით ეკლესიური კულტი მკვიდრდება და ძლიერდება. ცოდნა დოგმებით შეიბოჭა, ქართული ცივილიზაციის განვითარება შეჩერდა. ევროპაში კი მე-15 საუკუნიდან უკვე დექრისტიანიზაციის და სეკულარიზაციის პროცესი იწყება, რასაც მოყვა კაპიტალიზმის დაბადება. ქრისტიანულმა მსოფლმხედველობამ ლიბერალური შინაარსი შეიძინა და რელიგიური დოგმები კაპიტალისტურმა იდეებმა ჩაანაცვლა. ქართული კაპიტალიზმი კი არც შექმნილა და არც განვითარებულა. ჩვენთვის კაპიტალიზმი უცხოა. ქართველთა ძირითადი ნაწილი (95%) მატერიალისტურ-კაპიტალისტურ ცივილიზაციას ვერ ერგება, ვერ ეგუება და აგრძელებს პირველყოფილი ეკლესიური კულტურით ცხოვრებას, სინამდვილეში კი პრიმიტიულ წარმართულ ცხოვრებას, მსხვერპლთშეწირვებით და ძველი ხალხური ღვთისმოსაობით.

შემდეგ რა მოხდება?!

ალბათ დაიწყება უკუპროცესი. ფილოსოფოსთა აზრით, ცივილიზაციის ცენტრი შეიცვლება და ის გადაინაცვლებს ადამიანის დაბადების ადგილზე, და ეს შეიძლება იყოს აფრიკა. ბენედიქტ მე-16-ემ აფრიკას იმედის კონტინენტი უწოდა - „იქ შენარჩუნებულია ბავშვურობა, რწმენის ბავშვურად, გულით მიღება“...

ყველა ვარიანტში, გაიმარჯვებს რაციონალიზმი. და რაციონალური იქნება ან რწმენა ან მეცნიერება (უფრო კი - ან რელიგია, ან ტექნოლოგიები). გამარჯვებული აღმოჩნდება ის კულტურა, რომელიც სწორ არჩევანს გააკეთებს სულიერებას და მატერიალიზმს შორის. არჩევანი ყოველთვისაა - ვიღაცას მღვდელი მოსწონს, ვიღაცას მღვდლის ცოლი. და თუ ეს ასეა, ქართველებსაც გვაქვს შანსი, რომ ვიქნებით გამარჯვებული...

ოღონდ, პრიმიტიული წარმართობიდან, ჯერ ქრისტიანობაში უნდა „გადავინაცვლოთ“, და შემდეგ, როგორმე - რაციონალური აზროვნებაც შევძლოთ.

.. მცირე განმარტებები:

სათაურში დასმულ კითხვაზე ერთადერთი და საკმარისი პასუხი ცხადია არ არსებობს, თემა მრავალმხრივია და მსჯელობის საგანია.

გასათვალისწინებელია, რომ ბერძნული, რომაული და ბიზანტიური ცივილიზაციები მხოლოდ განვითარების საფეხურები იყო. ამის შემდეგ აყვავდა მთლიანად დასავლური ცივილიზაცია და ასე გრძელდება დღემდე - 500 წელი. სწორედ რელიგიურობის და კერძოდ ეკლესიის თემაა აქ მნიშვნელოვანი, დანარჩენი კი სახალისო ინტერპრეტაციაა...

ჩვენთვის საინტერესოა, თუ როგორ გადაურჩა პატარა ფინეთი წითელ ძალას. თავის დროზე ფინელმა ხალხმა ენერგიის სუბლიმაცია მოახდინა, კაპიტალიზმის განვითარება დაიწყო, საყოველთაო მობილიზაცია მოახდინა და მხოლოდ მძიმე ქრისტიანული ჯვრების იმედზე არ იყო - დაგვიფარავსო. ფინეთმა და დანარჩენმა ევროპამ ტექნოლოგიების გზა აირჩია და ეროვნული პოტენცია მხოლოდ რელიგიურ ძალისხმევას არ შეალია.

ცხადია, არავინ აპირებს ეკლესიის გუმბათების მორღვევას, ან პირიქით - სეკულარიზმზე უარის თქმას. აზროვნების განვითარებაზე ვსაუბრობთ და მის შედეგებზე. დასკვნა ყველამ თავად გამოიტანოს.

ნანახია - 2468

sxivi

2016-06-01 21:36:31

შეიძლებოდა ამ სტატიის გაშლა და უფრო სიღრმისეული ანალიზი.არა მხოლოდ ბერძნულ-ბიზანტიური ელემენტების გათვალისწინებით (რაც უდავოდ ახასიათებს ჩვენს კულტურას და მენტალობას), არამედ სხვა მიზეზთა ერთობლიობაზეც.

ნუკრიnukri

2016-06-03 10:52:02

და მაინც, რატომ ვართ ჩამორჩენილი ქვეყანა?
მრავალი მიზეზის გამო. დასმულ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შესასწავლი ასპექტი აქ რელიგიაა. სწორედ რელიგიურობის და კერძოდ ეკლესიის თემაა სტატიაში წამოწეული.

მიმაჩნია, რომ ჩვენი ეროვნული ენერგია, თავის დროზე, ოპტიმალურად ვერ გამოვიყენეთ - გავფლანგეთ. საუკუნეების მანძილზე რელიგიური დოგმები და ეკლესიის კულტი საქართველოში ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენდა. დრო გადიოდა და ქვეყანა, ერის აზროვნება, ვერ ვითარდებოდა, ფილოსოფიურად. მრავალი ასპექტით, წარმართული „ეკლესიური“ რიტუალების კულტი დღემდე შენარჩუნებულია.

„...ქართველი ხალხის აზროვნებაში წმინდა გიორგის, ძველი წარმართობის-დროინდელი ქართველების მთავარი ღვთაების - მთვარის ადგილი უკავია...“ - აკად. ივანე ჯავახიშვილი.

მთვარის ღვთაების დღესასწაული - თეთრი გიორგის ხატობა, დღესაც შენარჩუნებულია. მაგ. სოფ. დიღომში გვაქვს თეთრი გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესია. ჩვეულებრივ, გიორგობასაც კი, აქ მამლის ან ბატკნის დაკვლა მრევლისთვის წმინდა მოვალეობაა. ადრე კი, მთვარის ხატობაზე, ქურუმები სპეციალურად გასუქებულ ადამიანს სწირავდნენ ღმერთს... „რაღაც“ პროგრესი გვაქვს!!
საინტერესოა, რომ სოსო ჯუღაშვილი თაყვანს სცემდა მთვარეს და მას ლექსიც მიუძღვნა. ბავშვობაში კი მამას თეთრი გიორგის ხატობაზე დაყავდა და ამ ეკლესიაში, მამის, ბესარიონის სურვილით, სამ წლამდე (ვადით) ბერადაც იყო აღკვეცილი...

hghg2

2016-08-11 12:49:26

ნუკრის!!!
აბა ვინ იყო დიონისე აეროპაგელი???
ცოტა მეტი წაიკითხე, სანამ სტატიებს გამოაცხობ!!!
ალბათ ილიაუნში არ გასწავლეს,არც გასწავლიდნენ.
"საქართველოში ქრისტიანულ კულტურასთან შერწყმის პროცესი მე-9-10 საუკუნეებში ხდება." ასეთი სისულელე აღარ გაიმეორო!

akhali

2016-10-25 07:49:43

დიდი აბდაუბდაა...

akhali

2016-10-25 07:55:21

იცი რატომ ვართ ჩამორჩენილები?
იმიტომ რომ ხალხთან აზრის მიტანა არ ეზარებათ ამ ვითომ მოაზროვნეებს, წერენ რაღაც აბდაუბდას და უდიდეს ჯეშმარიტებად მიაჩნიათ...
"ღამურა" წაიკითხეთ, "ღამურა"

ნუკრიnukri

2017-06-02 11:52:54

hghg2
-------

ბატონო ჩგჩგ2 (მშვენიერი და მრავლისმთქმელი სახელია)!
თქვენი ცოდნა, მეგობარო, ფრაგმენტული და დეფექტურია.

ჯერ ერთი, დიონისე აეროპაგელი, არავინ იცის ვინ იყო, რადგან ასეთი არსება სამყაროში არ არსებობდა. ჩემო ბატონო, თქვენს აზროვნებაში მოხმობილი პიროვნება არეოპაგელი იყო და არა აეროპაგელი (ან აეროპლანი).

მეორეც, თქვენ ერთმანეთში ურევთ რელიგიის დაბადებას, და რელიგიური კულტურის დაბადებას, ე.ი. ვერ ანსხვავებთ ერთმანეთისგან რელიგიას, როგორც მრწამსს და რელიგიას, როგორც კულტურას. რელიგიური კულტურის შექმნას (დაბადებას) სულ ცოტა 1000 წელი მაინც სჭირდება, და შეიძლება ესეც არ იყოს საკმარისი.

ოცი საუკუნის წინ, ათენის ეპისკოპოსი დიონისე არეოპაგელი, გაცილებით განათლებული ადამიანი იყო, ვიდრე თქვენ ბრძანდებით დღეს. დიონისე ქრისტიანობას ქადაგებდა წმ. პავლე მოციქულთან ერთად. მას შემდეგ მრავალმა წმინდანმა იქადაგა ეს რელიგია და მხოლოდ მეათე საუკუნეში იქცა ქრისტიანობა კულტურულ მოვლენად...

მოკლედ, ეს ფილოსოფიური საკითხია და თქვენ გაგიჭირდებათ ამ სფეროში ანა-ბანის გაგება.

ასეთი ტუტუცური რეპლიკებისგან კი თავი შეიკავეთ ხოლმე, რათა თქვენი დეფექტური ცოდნა სასაცილო არ გახადოთ სხვებისთვის.

არ გეწყინოთ, ცოტა მეტი და დაკვირვებით იკითხეთ წიგნები...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80