ზვიად გამსახურდია - ურთიერთსაპირისპირო შეფასებები (მეოთხე ნაწილი)
ბლოგი

ზვიად გამსახურდია - ურთიერთსაპირისპირო შეფასებები (მეოთხე ნაწილი)

ზვიად გამსახურდია - ურთიერთსაპირისპირო შეფასებები (მეოთხე ნაწილი)
ემზარ ხვიჩია

2016-07-09 00:29:17

ახლა შეიძლება შევუდგეთ კონსტანტინე გამსახურდიას მემკვიდრეობის განხილვას.

როგორც ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ჩასახვა-ჩამოყალიბების ქრონოლოგია (1852 წ. - გაბრიელ ქიქოძის მონოგრაფია: “ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები”- ფსიქიკის მოვლენების განუყოფელი მთელის ასპექტით წარმოდგენის პირველი მცდელობა; 1915 – 1925 წწ. - დიმიტრი უზნაძის  “განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის” ჩამოყალიბება) და საბჭოეთში ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ინსტიტუციური სტაბილიზაციის მოვლენაში ქართული ელემენტის წვლილი გვიჩვენებს, XX საუკუნის დასაწყისისთვის ქართველი ერი ნოოფილოგენეზური განვითარების დონით გაუთანაბრდა დასავლეთევროპული ცივილიზაციის მოწინავე ერებს, დასძლია მთგან ის ჩამორჩენა, რომელიც XV - XVIII საუკუნეებში შეიმჩნეოდა. ამით დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაციის ალტერნატივამ, მისთვის, ეგეოსურ ცივილიზაციის ელემენტად არსებობის გაგრძელების ალტერნატივის წინაშე უპირატესობა დაკარგა. ამ გარემოებას უნდა გამოეწვია ეგეოსური ცივილიზაციისკენ სრულ უკუქცევად იდენტიფიცირებადი რეაქცია ქართველი ერისა, რასაც ასახავს კონსტანტინე გამსახურდიას "დიონისოს ღიმილი" (1925 წ.):

- მთავარი გმირი, ქართველი აზნაური კონსტანტინე სავარსამიძე, ევროპაში ხანგრძლივი დროით ცხოვრებისა და მოგზაურობის შემდეგ, ქართველ ქალთან, ჟანეტთან ერთად, რომელიც ევროპაში უცხოლ ქმარს წაჰგვარა (და, რომლის სახელიც - ჟანეტი – ქართველ ერის დასავლურ სამყაროში ადაპტაციის ტენდენციის არსებობაზეა მიმანიშნებელი), ბრუნდება სამშობლოში; ეს კავშირი უნაყოფოა, ისევე, როგორც მთავარი გმირის სხვა სასიყვარულო ურთიერთობები ევროპაში, ხოლო ჟანეტის არასრულწლოვანი ძე, ფარვიზი, რომელიც უცხოელთან ქორწინების ნაყოფია, – დასავლურ სამყაროს წიაღში ქართველი ერის ახლად (მეორედ) შობის სომბოლო (ორჯერშობილ მითოსურ ღმერთთან, დიონისოსთან ასოციაციის და ნაწარმოების დასათაურების საფუძველი) - საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მალევე იღუპება, აქაურ ცხოვრებასთან ზიარების (მხედრული უნარების ათვისება) მცდელობისას: _ ქართველი ერის დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობის უპერსპექტივობის, ამ ურთიერთობის პროდუქტების ქართულ ნიადაგთან შეუთავსებლობის შესახებ აზრის უფრო ცხადად და ცალსახად გადმოცემა, ალბათ, შეუძლებელია.

“დიონისოს ღიმილი” ქართულ საზოგადოებაში თაობებს შორის კონფლიქტსაც ასახავს: კონსტანტინე სავარსამიძემ, მამის ანდერძის საწინააღმდეგოდ, გაყიდა მამული და სიახლის საძიებლად გადაიხვეწა უცხოეთში. მაგრამ ეს არის არა ქართველი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის ტენდენციის შესახებ მეტყველი, არამედ დასავლეთევროპულ და ეგეოსურ ორიენტაციებს შორის კონფლიქტის ამსახველი მომენტი: შვილი უბრუნდება მამისეულ ფუძეს, თანაც, სწორედ რომ, დასავლეთევროპული ცივილიზაციის წინაშე ეგეოსური ცივილიზაციის ნოოფილოგენეზური ჩამორჩენის დაძლევის გამოხატულებად იდენტიფიცირებადი მოვლენების ფონზე: ნაწარმოების სიუჟეტად 1914 – 1919 წლების რეალიებია გამოყენებული  - რუსეთის რევოლუციები, ქართული სახელმწიფოებრიობის სეკულარული მოდუსით აღორძინება.

ამის შემდეგ ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის პროცესს, ქართულ საზოგადოებაში, მოაკლდა ცივილიზაციებს შორის არჩევანის დილემასთან დაკავშირებული ასპექტი, მაგრამ საბოლოო გარდატეხის მოახლოების გამო წინა-უკანა საფეხურების ფენომენთა ურთიერთდაპირისპირება უფრო მწვავე უნდა გამხდარიყო. სწორედ ამგვარად ახასიათებს თანადროულ სიტუაციას კონსტანტინე გამსახურდიას “მთვარის მოტაცება” (1935 – 1936 წწ.), რომელშიც ეს მოვლენა მამა-შვილ, კაც და მურზაყან ზვამბაიების ასიმეტრიული კონფლიქტური ურთიერთობითა წარმოდგენილი. პირველ გამოცემისეულ ვარიანტში ეს ურთიერთობა შვილის მიერ მამის უნებლიე მკვლელობით მთავრდებოდა (აკაკი ბაქრაძე). შემდგომ გამოცემებში ეს მომენტი ამოღებულია (საფიქრებელია, ცენზურის კარნახით, - იხ. ქვემოთ), მაგრამ მამა მაინც შვილთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად იღუპება. ამით ადექვატურად არის ასახული ის გარემოება, რომ იმ დროს ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები არ შემოიფარგლებოდა ქართველი ერის ნოოფილოგენეზურ წინსვლასთან დაკავშირებული ასპექტით:

ქართველი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის საფრთხე 1928 წლამდე (რუსეთის იმპერიაში საქართველოს მოქცევის დღიდან) მხოლოდ დასავლეთევროპული ცივილიზაციის გავლენასთან იყო დაკავშირებული (ამის გამო გრიგოლ რობაქიძემ კონსტანტინე გამსახურდიაზე ადრე განივითარა სათანდო მოდუსის თავდაცვითი რეაქციის პერსონიფიკაციის სტატუსი) და მხოლოდ ამის შემდეგ, ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის დასრულების და მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომის შედეგად, მოხდა ამ საფრთხის აქტუალიზაცია ეგეოსურ ცივილიზაციაშიც, ასევე, ფორმის მანიის კლსის ერად ტრანსფორმაციისკენ მიმართული ზეწოლის გენერაციით.

ამჯერად ტრანსფორმაციის საფრთხე ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის მიმართ ქართველი ერისავე ადექვატური რეაქციისგან მომდინარეობდა. იგულისხმება მისი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაცია, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის ეფექტის საბჭოური ფენომენით. იგულისხმება საბჭოეთის გადასვალა ხელისუფლების ცენტრალიზაციის ტენდენციის გაძლიერების, ტოტალური რენაციონალიზაციის და მასობრივი კოლექტივიზაციის სტალინურ პოლიტიკაზე.

დასავლეთევროპული და ეგეოსური ცივილიზაციების საარსებო კონფლიქტის კრიტიკულ ეტაპზე, ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში ფორმის მანიის ეფექტის რეალიზაციის აქტის ფორმის მანიის კასტური ეფექტის ფენომენის ჩარჩოებით შემოფარგვლის შესაძლებლობა მეტად მცირე იყო და, ამდენად, ქართველ ბოლშევიკთა კლანის გავლენით ინიციირებული, საბჭოეთის სივრცეზე ფორმის მანიის ეფექტის ფენომენის დომინანტიზაციის პროცესი თავად ქართველი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის ტენდენციის სტაბილიზაციაში შეიძლებოდა გადაზრდილიყო. მით უმეტეს რომ, ქართველი ერი, სწორედ ამ დროს, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის ეტაპზე, ანუ ნოოფილოგენეზის წინა საფეხურების ფაქტორთა მძიმე რეპრესიის პირობებში იმყოფებოდა.

განსახილველ ნაწარმოებში ქრთველი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის საფრთხის აქტუალიზაციაზე მინიშნებაა ქართული საზოგადოების ტრადიციული წინამძღოლი ფენის განმსახიერებელი პერსონაჟების – თარაშ ემხავრი და თამარ შერვაშიძე - უმემკვიდრეოდ დაღუპვაც და ნაწარმოების სახელიც – “მთვარის მოტაცება”:

მთვარე - მამრობითობის ტოტემი, ასოცირებული ქართულ მითოსისეულ მორიგე ღმერთთან და მასთანვე ასოცირებულ წმინდა გიორგისთან (ქრისტე-გიორგი) - ქართველი ერის ნოოფილოგენეზის პირველი სამი საფეხურის ერთიან სიმბოლოდ წარმოგვიდგება და, ამდენად, მთვარის ნათება სინამდვილის ქართველი ერისთვის დამახასიათებელი (მისი ნოოფილოგენეზის პირველი სამი საფეხურის სათანადო) პოზიციიდან გაშუქება-წარმოჩენის სიმბოლოა, ხოლო მისი მოტაცება (მთვარის შუქის დანაკლისი) - ამგვარად მხედველის დანაკლისის აღმნიშვნელლი.

ძირითადი თემის ამგვარად იდენტიფიკაცია გვკარნახობს განსახილველი ნაწარმოების სხვაგვარად დასათაურების შესაძლებლობასაც - “მზის მოტაცება”:

ქართველი ერის ნოოფილოგენეზის პირველი სამი საფეხურის ერთიან სიმბოლოდ მოაზრებადია მზეც - მდედრობითობის ტოტემი, ასოცირებული ქართულ მითოსისეულ ნაყოფიერების ქალღმერთთან და მასთანვე ასოცირებულ ღვთისმშობელთან; შესაბამისად, მზის ნათება და მზის შუქის დანაკლისი იმავე მნიშვნელობის სიმბოლოებად წარმოგვიდგებიან, რაც მთვარის ნათება და მთვარის შუქის დანაკლისი.

- საზოგადოდ, მართვის მანიის ფსიქიკურ სტიქიას ახასიათებს სინამდვილის დედაკაცური და მამაკაცური ხედვების ურთიერთისგან მკვეთრად გარჩევა, რაც ქართულ სიმბოლიკაში, სწორედ, მზის და მთვარის წყვილითაა წარმოდგენილი და, ამრიგად, მზით განათებული აღნიშნავს დედაკაცური ხედვით საცნაურსაც, მთვარით განათებული – მამაკაცური ხედვით საცნაურსაც. შესაბამისად, მთვარის მოტაცება (მთვარის შუქის დანაკლისი) ნიშნავს სინამდვილის მამაკაცური ხედვის უნარის დანაკლისს, მზის მოტაცება (მზის შუქის დანაკლისი) – სინამდვილის დედაკაცური ხედვის უნარის დანაკლისს, ორივე ერთად – ქართველი ერის სრულიად დეზაქტუალიზაციას.

სხვათა შორის, ეს სიმბოლოკა გამოსადეგია ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურისთვისაც, მაგრამ მაშინდელ ვითარებაში, როცა მიმდინარე რევოლუციური პროცესების ქართველი ერის განვითარებასთან ასოცირებისთვის საჭირო ცოდნა არ არსებობდა, ეროვნული სიმბოლიკა მხოლოდ ერის ნოოფილოგენეზის წინა საფეხურების აღმნიშვნელად შეიძლებოდა ყოფილიყო გამოიყენებული.

ამრიგად, ნაწარმოების ავტორისეული დასათაურება, ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის საფრთხის მამაკაცის პოზიციიდან წარმოდგენას გულისხმობს, რაც კიდევ უფო მეტ საფუძველს სძენს ხსენებული ალტერნატიული დასათაურების შესაძლებლობას: ნაწარმოების ფინალში იღუპება მთავარი გმირი ქალიც (თამარ შერვაშიძე), ამდენად, ეროვნული მემკვიდრეობითი კავშირის გაწყვეტის საფრთხე დედაკაცის პოზიციიდანაც შეიძლებოდა გადმოცემულიყო. მაგრამ, როგორც სჩანს, ავტორს უნდოდა გადმოეცა განცდა მდგომარეობისა, როცა არც რაიმე გზაა საჩინო და არც რაიმე იმედის მომცემი ფაქტორი: მთვარე ღამით ანათებს და მისი მოტაცება (გაქრობა) წყვდიადის დასადგურების აღმნიშვნელია (მზის მოტაცების მეტაფორა საამისოდ ვერ გამოდგებოდა, რადგან მხოლოდ ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გახდა ცნობილი, რომ დღის სინათლის წყაროც მზეა და, ამდენად, ნოფილოგენეზის პირველი სამი საფეხურის სიმბოლიკაში არც შეიძლება ამ ფაქტის გათვალისწინება).

თარაშ ემხვარს რომ მოეხერხებინა ადიდებული ენგურის გადალახვა (ანუ ქართველ ერს - მიმდინარე რევოლუციური ცვლილებების ნაკადისა), მაშინ ის მიუსწრებდა თამარ შერვაშიძეს და, ამგვარად მისი ღირსების აღდგენით, მასაც და მისი არდაბადებული შვილის სიცოცხლესაც (ანუ ერი – საკუთარ მომავალს) გადაარჩენდა. მაგრამ, იმჟამინდელ ვითარებაში, ავტორს ამის იმედი არ ჰქონია: ქართული საზოგადოების უწინდელი ელიტა, ქართველი თავად-აზნაურობა მას განწირულად მიაჩნია.

ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ შეუფარავად განაცხადა “დიონისოს ღიმილის” მეორე გამოცემისადმი მიძღვნილ წერილში, სადაც ქართული აზნაურობის ფენომენის სრული დისფუნქციონალიზაციის შემდგომი ეტაპების გადმოცემის პირობა დადო (ორ საფეხური ორ ტომად, რომელთა სათაურებიც კი დაასახელა). ამ პირობის შესრულება მან ვერ შესძლო, არა სუბიექტური ფაქტორის, არამედ ამ ორი ნაწარმოების (“დიონისოს ღიმილი”, “მთვარის მოტაცება”) შექმნის თარიღებს შორის  ქართული საზოგადოების ცხოვრებაში მოხდარი ფუნდამენტური გარდატეხის გავლენით:

ეპიკური პერსონაჟი - კონსტანტინე სავარსამიძე, - როგორც დასავლეთევროპული და ეგეოსური ცივილიზაციების კონფლიქტის მოვლენათა ნაკადში ქართველი ერის რეაქციების პერსონიფიკაცია, ამ კონფლიქტის ეგეოსური ცივილიზაციის სასარგებოდ გადაწყვეტის ტენდენციის საბოლოო სტაბილიზაციის პირობებში, ქართველი ერის რეაქციების, უკვე, ეგეოსური ცივილიზაციის შინაგან მოვლენათა ნაკადში გადმოსაცემად, ახალი ეპიკური პერსონაჟით უნდა შეცვლილიყო, რომელიც არის თარაშ ემხვარი.

კონსტანტინე გამსახურდიამ, მის ამ ნაწარმოებში (“მთვარის მოტაცება”) მთხრობელის მოქმედ პირად შემომყვანის ეპიზოდის ჩართვით, სადაც მისი შეხვედრა მთავარ გმირთან კონფლიქტში გადაიზრდება, ადექვატურად ასახა ახალი დროის ისტორიის ორი ხსენებული მაგისტრალური ნაკადის შეჯახებაც და გამარჯვებულის რომელობაც: “დიონისოს ღიმილი” პირველ პირში თხრობითაა დაწერილი; “მთვარის მოტაცება” მთხრობელის მოქმედ პირად შემოსვლას მოკლე ეპიზოდად შეიცავს, რის შემდეგაც თხრობა კვლავ მესამე პირის ფორმით გრძელდება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ “მთვარის მოტაცებაში” მთხრობელის მოქმედ პირად ჩართვის ეპიზოდი არის ის, რაც დარჩა კონსტანტინე გამსახურდიას ძველი ჩანაფიქრიდან, “დიონისოს ღიმილის” ორი ტომით გაგრძელების შესახებ ¬(ისტორიული სიტუაციის ცვლილების ადექვატური ასახვა).

მინდა აღვნიშნო, ასევე, რომ აზნაურობის მომავლის საკითხში ავტორისეული უიმედობაც დასახელებულ ნაწარმოებებში ასახული ისტორიული სიტუაციის არსის ინტუიციურად სწორად წვდომის გამოხატულებაა:

ქართულ ისტორიოგრაფიულ ტრადიციის მონაცემების მიხედვით, აზნაურობა იდენტიფიცირდება ეგეოსური ცივილიზაციის ფაზათა ცვლის მიმართ ქართველი ერის რეაქციების რეალიზაციის მთავარ რესურსად, რომელიც XX საუკუნის დადგომამდე ინარჩუნებდა ნოოლოგიურად კონსტრუქციულ მნიშვნელობას, მაგრამ ამის შემდეგ დაკარგა ამგვარი როლი და არსებობის საფუძველიც.

- კერძოდ, ქართლის ცხოვრების მიხედვით, აზნაურობის ეტიმოლოგია დაკავშირებულია აზოსთან, რომელიც კოლხური სამყაროში (ქართველი ერის ნოოფილოგენეზის მეორე საფეხური), ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომასთან დაკავშირებული გარდატეხის დასრულების გამოხატულებად, მისი სახელმწიფოებრივი (არაპირდაპირი ინსტიტუციური) რეკონსოლიდაციის აქტის პერსონიფიკაციად წარმოგვიდგება. ქართველი ერის გარაეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის კლასის მაკედონელი ერით, ატუალიზაციად იდენტიფიცირებადი, ეს მოვლენა, ეგეოსური ცივილიზაციის რეექსპანსიის პირობებში (მესოპოტამიური ცივილიზაციის განადგურება), ქართული სახელმწიფოებრიობის ცენტრის დასავლეთ კავკასიიდან აღმოსავლეთკავკასიაში გადატანით აღინიშნა (აზოს ინტერვენცია არიან-ქართლიდან იბერია-ქართლში). თანადროული ფაზის მიმართ ქართველი ერის ამგვარი რეაქცია ოპტიმალურ ალტერნატივად რჩებოდა ალექსანდრე მაკედონელის სამხედრო კამპანიის მიმდინარეობისას და მისი იმპერიის სივრცეზე ახალი ელინისტური სახელმწიფოების ფორმირება-სტაბილიზაციის პროცესის დასასრულამდე, ანუ სამიოდე ათეული წლის განმავლობაში. ხოლო შემდეგ, ანუ, უკვე, მთელს წინააზიაზეც განფენილ ეგეოსურ ცივილიზაციაში მაკედონელთა სრული დომინანტის პირობებში, ქართული ელემენტის მიერ, მის მიერვე ინიციირებულ ორმაგი ეფექტის ფენომენში ინიციატივის დაკარგვის შესაძლებლობის არსაკვეთად, აუცილებელი გახდა მდგრადობის კომპონენტის როლში მაკედონელი ერის ჩანაცვლება ძლევის მანიის ეფექტის რომელიმე სხვა ფენომენით. საამისოდ მისაღები იყო, როგორც ჩრდილოეთკავკასიური სამყარო, ასევე, უკვე, მაკედონელთაგან შევიწროებული, მოგვურ-მაზდეანური სამყარო. ამგვარი განახლების აქტში, რომლის პერსონიფიკაციაც ფარნავაზია, არსებითი როლი შეასრულა აზოსგან განდგომილთა დასმა, რომელის განაწილება-განსახლება ფარნავაზის სამეფოს მთელს სივრცეზე სახელმწიფოს ინსტიტუციური განახლების სიმბოლოდ წარმოგვიდგება.

ამრიგად, აზოს დასის ეს ნაწილი (აზნაურობა, რომლის წევრადაც შეიძლება მივიჩნიოთ თვით ფარნავაზიც, ანუ, საზოგადოდ, სამეფო ოჯახიც) თანადროული ფაზისადმი ქართველი ერის ორივე რეაქციის რეალიზაციის აქტიური მონაწილედ არის წარმოდგენილი, თითოეულის ოპტიმალურობის ეტაპებზე. სწორედ, ეს გვაძლევს უფლებას აზნაურობა ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების რეალიზაციის საკუთრივ რესურსად დავასახელოთ.

ეგეოსური ცივილიზაციის ფაზების ცვლის (მდგრადობის კომპონენტების მონაცვლეობის) შესაბამისად, გარეგნული თვითგამოხატვის მახასიათებლების ცვლის პირობებში, აზნაურობის ქართველ ერის ნაწილად შენარჩუნებას უზრუნველყოფდა მორდუობის ინსტიტუტი (ძუძუმტეობის წეს-ჩვეულება), რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებებში, სწორედ რომ, შესაბამისადაა წარმოჩენილი.

XX საუკუნის დასაწყისში, დედამიწის ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანების ზღვართან მიახლოების და ცივილიზაციური ფაზის ხანგრძლივობის კრიტიკულ მნიშვნელობამდე შემცირების შედეგად (დასვლეთევროპულ ცივილიზაციაში - XIX ს. დასასრულს, ეგეოსურ ცივილიზაციაში - მხოლოდ მეოთხედი საუკუნით გვიან), დედამიწის ნოოსფეროს ისტორიაში პირველად, მართვის მანიის კლასის ერების პირდაპირი ინსტიტუციური თვითრეალიზაციის პრობლემის აქტუალიზაციის პირობებში (ცივილიზაციურ ფაზათა ცვლლის მიმართ გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების აქტუალიზაცით მათი რეაგირების არასაკმარისობისა და არაოპტიმალურობის მდგომარეობა), ქართველი ერში აზნაურობის არსებობას საფუძველი გამოეცალა.

მაგრამ, მაშინ, სიტუაციის ამგვარად იდენტიფიკაციის მეცნიერული კრიტერიუმების არ არსებობის გამო, არც დასავლეთევროპულ და არც ეგეოსურ ცივილიზაციაში არ მოხდა მართვის მანიის კლასის ერებისთვის პირდაპირ ინსტიტუციური თვითრეალიზაციის შესაძლებლობის მინიჭება და ქართველ ერში გაგრძელდა აზნაურობის ფაქტორის (აღნიშნული დეფინიციის მიხედვით) ქმედითობა, რაც ბოლშევიკური ელიტის არსებობაში სამივე შესაძლო მოდუსი (სამივე სხვა ფსიქიკური სტიქიის კასტური ეფექტის რეალიზაცია) იქნა გამოვლენილი. ამდენად, “მთვარის მოტაცება” ბოლშევიკური ელიტის “გააზნაურების” ფაქტის არაოპტიმალურობის და ანაქრონიზმის მხილებადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

კონსტანტინე გამსახურდიას ქართველი ერის მომავლის საკითხზე მაინც არასოდეს გამოუხატავს ისეთი უიმედოობა, როგორიც ტერენტი გრანელის შემოქმედებაშია ასახული (ტერენტი გრანელის ლირიკა, მისი პიროვნული გარიყულობა გამოდგება ილუსტრაციად და სიმბოლოდ ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის რევოლუციურ ეტაპზე ნოფილოგენეზის მესამე საფეხურის ფენომენების რეპრესიის სიმძიმისა, რაც ამ მოვლენების არსის გაუცნობიერებლობის პირობებშია გარდაუვალი). ეს აიხსნება იმით, რომ კონსტანტინე გამსახურდია თვითონაც იყო რევოლუციური ტალღის წამომადგენელი, ისევე, როგორც გალაკტიონი. რეპრესია, მართალია, მათაც შეეხოთ, მაგრამ ეს იყო ქართველი ერის აქტივობის ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის დასრულებასთან დაკავშირებული შეზღუდვის გამოხატულება. ხოლო მათი გადარჩენა შესაძლებელი გახადა ეგეოსური ცივილიზაციის განვითარებაში ზემოთხსენებულ კრიტიკული ზღვარის გადალახულობამ, რაც ცივილიზაციაში თხივე თვისებრივი ტიპის ერების უწყვეტი თანაარსებობის უზრუნველყოფის პრობლემის აქტუალიზაციას ნიშნავს და, ამდენად, წინა ფაზის ფენომენების ლიკვიდაციისგან დაზღვევის რესურსს ქმნის.

1930-იანი წლების რეპრესიებს ჰქონდა დასავლეთევროპულ და ეგეოსურ ცივილიზაციათა კონფლიქტის ამსახველი ასპექტიც, რომლის სიმბოლოდ, როგორც აღინიშნა, შეიძლება დასახელდეს როგორც დევნილობა გრიგოლ რობაქიძისა, ასევე, - მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის და პაოლო იაშვილის ტრაგიკული ხვედრი.

ტრანსფორმაციის ტენდენციის განვითარების პირობებში, ეროვნულ საზოგადოებაში, ფსიქიკური დისკომფორტის აცილებისკენ მისწრაფება ტრანსფორმაციის ორიენტირად საგულვებელი მდგომარეობის საკუთარი ისტორიის ლოგიკურ გაგრძელებად მიჩნევის მცდელობაშიც შეიძლება გამოიხატოს. განსახილველი სიტუაცია კი, სწორედ რომ, ხელშემწყობი იყო ამგვარი რეაქციის განვითარებისთვის, რადგან, როგორც აღინიშნა, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოური ფენომენი ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზის მიმართ ქართველი ერის რეაქციის გამოხატულებას წარმოადგენდა. ეს არის ამხსნელი არსებული (ტრანსფორმაციის ტენდენციის ამსახველი) სიტუაციის ერის საარსებო საფრთხედ წარმოჩენის ფაქტისადმი აგრესიული დამოკიდებულებისა, რაც “მთვარის მოტაცების” მიმართ მაშინდელი ელიტის რეაქციაში გამოიხატა. ამითვე აიხსნება კონსტანტინე გამსახურდიას მიერ სტალინის ბიოგრაფიის მხატვრული ასახვის (ბიოგრაფიული მრავალტომეულის შექმნის) მცდელობა.

ეს იყო არა ელიტის უარყოფითი რეაქციით დათრგუნული პიროვნების საქციელი, არამედ განხილული ნაწარმოებით გადმოცემული სიტუაციის გაცნობიერებით გამოწვეული ფსიქოლოგიური დისკომფორტისგან თავდასაღწევად ზემოთ მითითებული რესურსის აქტუალიზაცია.

ამგვარი ახსნის საფუძვლიანობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ, სტალინმა, მისი ბიოგრაფიული რომანის პირველი ტომის გაცნობის შემდეგ, აუკრძალა ავტორს ამ თემაზე მუშაობის გაგრძელება: საბჭოეთის ერთპიროვნული ლიდერისთვის მიუღებელი იყო აქ მიმდინარე პროცესების (კოლექტივიზაცია, ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოური ფენომენის დომინანტიზაცია) ქართველი ერის ისტორიის ლოგიკურ გაგრძელებად, მისი თვითრეალიზაციის გამოხატულებად იდენტიფიკაცია – სტალინს, საბჭოეთში სიტუაციაზე კონტროლის შესანარჩუნებლად, აქ მის მიერ ინიციირებული პროცესების, საზოგადოდ, საზოგადოების ისტორიის ლოგიკურ განვითარებად წარმოჩენა სჭირდებოდა.

ამ შეზღუდვას მოჰყვა კონსტანტინე გამსახურდიას ქართველი ერის დასავლეთევროპული ცივილიზაციის სათანადო არჩევანისკენ გადახრის გამოვლენად იდენტიფიცირებადი რეაქცია, რაც მისი ძალისხმევის დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიის” თარგმნაზე და გერმანულ თემატიკაზე კონცენტრაციაში აისახა (შესაბამისად, ცხრომის მანიის ეფექტის და ფორმის მანიის ეფექტის აქტუალიზაცია, დასავლეთევროპული ცივილიზაციის მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის სათანადოდ). თუმცა, როგორც გრიგოლ რობაქიძის მემკვიდრეობის განხილვისას აღინიშნა, გერმანელი ერის აქტუალიზაცია ეგეოსურ ცივილიზაციის მოვლენად იდეტიფიცირებად ასპექტსაც შეიცავდა. ამან შეუწყო ხელი კონსტანტინე გამსახურდიას საბოლოოდ მაინც ქართველი ერის ეგეოსური ცივილიზაციის სათანადო არჩევანის შესაბამის პოზიციაზე დარჩენას, რაც მის მიერ ფორმის მანიის კასტური ეფექტის საკუთრივი (მხოლოდ ქართული მემკვიდრეობის საფუძველზე) რეალიზაციის და, ამრიგად, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოურ ფენომენში ასიმილაციის საფრთხის მიმართ ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის, უკვე, ცალსახად ეგეოსური ცივილიზაციის მოვლენად, ინიციირებაში გამოიხატა.

ამ ფაქტის ამსხველია "დიდოსტატის მარჯვენა" (1939 წ.), როგორც ქართველი ერის ისტორიული წარსულის იდეალიზაციის, ასევე, სთანადოდ მანერიზებული ენის მიხედვით.

ამ ნაწარმოებმა გააცოცხლა და გაამძაფრა ქართველთა ახალ თაობებში ქართველი ერის წარსულთან დადებითი ემოციური კავშირი, ხელი შეუშალა მათს ასიმილაციას ქართველი ერის მიერვე ინიციირებულ ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოურ ფენომენში (როცა ინიციატივა ჯერ კიდევ ქართველი ერის ხელში იყო და ინიციატივის შენარჩუნების ამოცანა უბიძგებდა ქართველებს აქეთკენ, ხოლო თავდაცვითი რეაქციის ინიციირების მცდელობა ინიციატივის დათმობისკენ მიდრეკილების გამოხატულებად იყო მოაზრებადი).

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი რეზონანსისთვის აუცილებელი იყო ქართველი ერის წარსულის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის ეტაპზე დასაშვები მოდუსით წარმოდგენა. დღეს ამას, შეცდომით, ქრისტიანობისგან გაანდგომადაც კი უთვლიან ავტორს.

1948 წლიდან, ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომით, მოიხსნა ფორმის მანიის ეფექტის საბჭოური ფენომენის და, ამდენად, მის მიმართ ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის აქტუალობაც. სიტუაციის ამგვარ ცვლილებას (შერიგება) ასახავს "ვაზის ყვავილობა" (1955 წ.). ამასთანავე, გარდასული ომის თემა, რაც ამ ნაწარმოების  მნიშვნელოვანი ასპექტია, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, აქტუალიზაციის გამომხატველიცაა, ეგეოსური ცივილიზაციის ახალი ფაზის შესაბამისად. ხოლო კონსტანტინე გამსახურდიას ტეტრალოგიის, "დავით აღმაშენებელი" (1942-1964 წწ.) გამოცემის ქრონოლოგიის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ერის აქტივობას ამგვარი ასპექტი ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომამდეც ხლებია:

ფორმის მანიის კლასის გერმანელი ერის ექსპანსიამ (დასვლეთევროპული ცივილიზაციის გაფართოებისკენ მისწრაფების გამოხატულება - საბჭოეთის სივრცზე მისი უკუმოქცევის მცდელობა), ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის დაცვის ამოცანის საპასუხოდ, ძლევის მანიის კლასის რუსი ერის ფუნქციის აქტუალიზაცია გამოიწვია, მხოლოდ, ეგეოსური ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქციის და არა მისი ფაზათა ცვლის გამოხატულებად); მასში ქართველების წვლილის მიხედვით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის კლასის რუსი ერით, აქტუალიზაციად იდენტიფიცირებადი, ეს მოვლენა (1928 წლამდე რუსი და ქართველი ერების ურთიერთობის კონსტრუქციული, ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის შასაბამისი ასპექტის რეაქტუალიზაცია), რესურსების მობილიზაციის ხარისხის, მსხვერპლის მასშტაბისა (ქართველთა პოპულაციის 10 პროცენტიანი დანაკარგი და თითქმის მხოლოდ სამხედრო ვალდებული ასაკის მამაკაცების სახით) და გამარჯვების შედეგების გლობალური მნიშვნელობის გათვალისწინებით, ასევე, წარმოადგენდა ქართველი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის ტენდენციის ჩამოყალიბების პირობას. ამ საფრთხისგან თავდაცვა ქართველი ერის ისტორიის იმგვარი მომენტების წინ წამოწევას მოითხოვდა, რომლებიც ქართველი ერის მიერ ძლევის მანიის კასტური ეფექტის რუს ერთან კავშირის გარეშე რეალიზაციის მოვლენებად იდენტიფიცირდებიან. საამისოდ საუკეთესოა დავით IV აღმაშენებელის ეპოქა, რომელიც აღინიშნა ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციით, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის კლასის ყივჩაღი ერით (ეგეოსურ ცივილიზაციაში უკვე ინტეგრირებული, ძლევის მანიის კლასის რუსი ერის მტრად საგულვებელი ელემენტი): სწორედ, ყივჩაღების ჩამოსახლებით დასრულდა დავით აღმაშენებლის რეფორმა - ქართული სახელმწიფოს გარდაქმნა მომთაბარე ხალხთა (ნომადური) სამხედრო ორგანიზაციის პრინციპების გამოყენებით (თვისებირივი მსგავსების იმიტაციით ძლევის მანიის კლასის ერად მყოფ, თურქ-სელჯუკთა გავლენისგან თავდახსნა, მათი ექსპანსიის შეჩერება).

"დავით აღმაშენებელი" ხასიათდება როგორც ქართველი ერის ისტორიული წარსულის იდეალიზაციით, ასევე, დანიშნულებრივ მანერიზებული ენით, მსგავსად ნაწარმოებისა "დიდოსტატის მარჯვენა" (რაშიც შეიძლება თანადროული ცივილიზაციური ფაზის გავლენაც დავინახოთ: ტეტრალოგიის პირველი ტომი გამოვიდა 1942 წელს), მაგრამ ეს, როგორც არა სიახლე, არამედ უკვე არსებულ-აპრობირებულის გამოყენება, ნაკლებად მნიშვნელოვანია შემოქმედების შედეგის ფუნქციური იდენტიფიკაციისთვის. თუმცა, მოგვიანებით (1956 წლიდან), სწორედ ამ ასპექტს მიენიჭა მეტი მნიშვნელობა და, შეიძლება ითქვას, რომ "დავით აღმაშენებელს" "დიდოსტატის მარჯვენაზე" არანაკლები წვლილი მიუძღვის ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის დასახელებული მოდუსით რეალიზაციაში, ქართველთა ახალი თაობების ქართველი ერის ისტორიული წარსულისადმი დადებითი ემოციური კავშირის გამძაფრებაში. ხოლო ამ ორი ნაწარმოების მთავარ გმირებად, შესაბამისად, მეფის (სამხედრო ლიდერი) და დიდოსტატის (ხუროთმოძღვარი -ერის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი სფეროს შემოქმედი) წარმოდგენა ადექვატურად ასახავს ძლევის მანიის და ფორმის მანიის ფსიქიკური სტიქიების ურთიერთმიმართებას. სხვათა შორის, ბოლშევიკურ ელიტაში გააზნაურების ანაქრონული (თუმცა, იმდროს სიტუაციურად უალტერნატივო) ტენდენციის გამოხატულებად, ქართველ მკითხველთა უმეტესობა ნაწარმოების - “დიდოსტატის მარჯვენა” მთავარ გმირადაც მეფე გიორგის ასახელებდა.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაშივე განივითარა ახალი ფუნქციური სტატუსი, რომელიც აქტუალური უნდა გამხდარიყო ეგეოსური ცივილიზაციის მომდევნო, მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზაში, მაგრამ ასეთად იქცა ამ ფაზის დადგომამდე, ცივილიზაციათა კონფლიქტის ფაქტორის გავლენით. ამ გარემოების ადექვატურ ასახავად, ტეტრალოგიის "დავით აღმაშენებელი" შექმნის ქრონიკა ორივე ფაზასთან თანამკვეთ დროის შუალედს მოიცავს.

1968 წელს ეგეოსური ცივილიზაციაში დაიწყო მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა. დამყარდა მდგომარეობა, შესაბამისი ასპექტით იდენტური თამარ მეფის ეპოქაში არსებული მდგომარეობისა - მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის (XII ს. შუაწლები - XVI ს. დასასრული) დასაწყისი. ამდენად, თავისი უკანასკნელი მასშტაბური ჩანაფიქრის მიხედვით -  თამარ მეფის ცხოვრების მხატვრული ასახვა - კონსტანტინე გამსახურდიამ, კიდევ ერთხელ, ადექვატურად ასახა ეგეოსური ცივილიზაციის ფაზების ცვლის მიმართ ქართველი ერის რეაქცია.

ამის დამადასტურებელია თვით ის ფატიც, რომ მისი ეს ჩანაფიქრი - “თამარ” - დაუმთავრებელი დარჩა:

ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზისგან განსხვავებით, როცა აქტუალური იყო, და შედგა კიდეც, ქართველი ერის ცხრომის მანიის კლასის ერად ტრანსფორმაციის ტენდენციის აღკვეთა (იხ. ავტორის "თამარ მეფე და რუსთველი"), ეგეოსური ცივილიზაციის მესამე  ცხრომის მანიის ცალფა ეფქტის ფაზაში, ამგვარი რამ არ გახდა საჭირო: საბჭოეთის სივრცეზე შენარჩუნდა ფორმის მანიის ეფექტის საბჭოური ფენომენის დომინანტი, დადგა ე.წ. უძრაობის ხანა (არც ფორმის მანიის ეფექტის საბჭოური ფენომენი და არც ძლევის მანიის კლასის რუსი ერი არ შეესაბამებოდნენ ახალ ფაზას).

ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის მიმდინარეობაში, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოური ფენომენის სიტუაციური რეაქტუალიზაციის შედეგად (1953 - 1956 წლებიდან), აღდგა მის მიმართ ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის აქტუალობა, შესაბამისი ინიციატივით გამოსულ ზვიად გამსახურდიას კონსტანტინე გამსახურდია მოევლინა არა კონკურენტად, არამედ, დასახელებული ფუნქციური სტატუსის რეალიზაციისად სტაბილური ბაზისის შემქმნელ და თავად სხვა ფუნქციური სტატუსების რეალიზატორ და რეალიზაციის მაძიებელ წინამორბედად.

ნანახია - 2331

lasha2111

2016-07-09 12:49:49

ბატონო ემზარ... რა დაგიშავეთ?... რას გვერჩით?!.....))))))

ttt56

2016-07-09 13:48:42

ბატონო ავტორო!ასეთი სინტაქსური აბდაუბდის ნაცვლად,მოგეძიათ, პროფესორ ბატონ სოსო სიგუას სადოქტორო ნაშრომი, კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაზე,ვფიქრობ ქრესტომათია იქნებოდა თქვენი შემოქმედებითი წიაღსვლებისთვის!

Emzar Khvichia

2016-07-10 12:01:53


ttt56 - იქნებ ის სჯობდა, ჯერ გადაგეწყვიტათ "აბდაუბდაა" თუ "შემოქმედებითი წიაღსვლები", თორემ "ჩემი შენ გითხარიო"-ს სიმპტომატიკა იკითხება, თქვენს რეპლიკაში.
რაც შეეხება სოსო სიგუას სადოქტორო ნაშრომს. ჩემი ტექსტი რომ მართლა წაგეკითხათ, იმას მაინც მიხვდებოდით ორიგინალური რომ არის და საკითხის ისეთი ასპექტით განხილვა, რომელსაც მანამდე არავინ შეხებია. ამდენად, თვითონ კონსტანტინე გამსახურდიას მემკვიდრეობის გარდა ვერანაირი მასალა ვერ გამომადგებოდა წყაროდ.

მ.ვ.

2016-07-10 17:04:54

აი, ეს ფრაზა მომეწონა - ,,ეგეოსური ცივილიზაციაში დაიწყო მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა' :)) დანარჩენი ტექსტი არ წამიკითხავს, ნერვები არ მეყო.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80