შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს
ბლოგი

შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს

შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს
გიორგი მჭედლიშვილი

2016-07-11 01:48:37

მთელი თავისი არსებობის მანძილზე საქართველო არასოდეს მდგარა ასეთი მასშტაბური საფრთხეების წინაშე, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ჩვენ ვცხოვრობთ ძალზედ დეტერმინირებულ მსოფლიოში, სადაც წყდება არა მხოლოდ ძლიერების სუსტებზე გაბატონების საკითხი, არამედ ცალკეული სახელმწიფოების არსებობის მიზანშეწონილობაც კი. როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ დროს?

1. რა კითხვები გვაქვს დასავლეთთან?

თუ თავს დავიმშვიდებთ იმით, რომ მტრის გარდა ჩვენ გვყავს მეგობრებიც, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ, მაშინ მოდით ამ ურთიერთობებსაც დავაკვირდეთ: დიახ, ჩვენ გვყავს კეთილმოსურნეები, მაგრამ ისინი მათთან მეგობრობის უფლებას მხოლოდ მაშინ გვაძლევენ

თუ დასავლურ ცივილიზაციასთან ზიარებისთვის ტრადიციულ ღირებულებებს ზურგს შევაქცევთ და ფსევდო ფასეულობებსაც ცხოვრების წესად გავიხდით, მათ ნაკარნახევს უკრიტიკოდ შევასრულებთ, თუნდაც რომ ეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს. თავის დროზე ავღანეთში წითელი არმიის შეჭრის გამო საბჭოთა კავშირის მიმართ დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა დაასუსტა იმპერია და საბოლოოდ მშვიდობიანად დაშალა. დღეს კი, საუბედუროდ, დასავლეთის მიერ რუსეთის მიზანმიმართული დასუსტების ოპერაციას უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აღარაფერს ვამბობთ დანგრეულ ეკონომიკაზე და მოსახლეობაში არსებულ გაუსაძლის სიღატაკეზე.

სოციალურ ქსელში დასავლეთის მიმართ სიმპათიის შემცველ კითხვასაც ვეღარ დასვამ, იმხელა აგრესია მოდის ფაქტობრივად.

რა მოხდა, ნუთუ რუსულმა პროპაგანდამ თვალსა და ხელს შუა ასე ღრმად შემოაღწია ქართულ საინფორმაციო სივრცეში, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თვალში დასავლეთის სრული დისკრედიტირება მოახდინა?

ნეტავ ეს ასე იყოს, უფრო ადვილი გამოსასწორებელი იქნებოდა, მაგრამ რა ვუყოთ, რომ უფრო რთულადაა საქმე?!

ამიტომ, ამასთან დაკავშირებით დღეს თუ ვინმეს შეკითხვებს უნდა ვუსვამდეთ და პასუხს ვთხოვდეთ იმაზე, რაც საქართველოში ხდება ეს თავად დასავლეთია, რადგან რუსეთს აქვს თავისი მიზნები, რომელსაც ყველა გზით და საშუალებით, ბუნებრივია, ახორციელებს.

რეალურად ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ დასავლეთმა 20 წელი, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალი ჰქონდა, საქართველოსთან ურთიერთობისთვის, გაფლანგა და წყალში ჩაყარა. ისევე, როგორც ის მილიარდები, რომელიც დასავლეთიდან საქართველოში შემოდიოდა.

ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პროდასავლური აღარ არის. დარჩენილი ნაწილი შეიძლება მკვეთრად პრორუსული არ იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი პრორუსულია, გაცილებით დიდი ნაწილი კი არის დასავლეთისგან იმედგაცრუებული.

რა კითხვები გვაქვს დასავლეთთან?

- რატომ არ განავითარა ეკონომიკა საქართველოში, მაშინ, როდესაც დასავლეთის მასშტაბისთვის ძალიან მცირე ინვესტიციებიც კი საკმარისი იქნებოდა ასეთი პატარა ქვეყნის განვითარებისათვის? - ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ეკონომიკური სამოთხე შეექმნათ მისი სატრანზიტო ფუნქციების გამოყენებით. ბოლოს და ბოლოს, ინოვაციური ტექნოლოგიების რეგიონალური ცენტრი შეეძლოთ გაეკეთებინათ.

თუ საუბარი იმაზეა, რომ რუსეთისგან მუდმივად არსებობდა საფრთხე და ეს ფული რატომ უნდა გადაეყარათ? ის ფული, რაც დღემდე დემოკრატიის განვითარებისთვის დახარჯეს, განა გადაყრილი არ არის? მთლიანობში არავინ იცის, რამდენი მიალიარდი დაიხარჯა საქართველოში. 10-15 მილიარდიც რომ ყოფილიყო, ამ თანხით ძალზე იოლად შეიძლებოდა საქართველოს ეკონომიკის ფეხზე დაყენება.

რატომ იფიქრა დასავლეთმა, რომ მხოლოდ პოლიტიკური ელიტების შექმნით გარანტირებული იქნებოდა ამ ქვეყნის პროდასავლური კურსი? რატომ არ შეისწავლა რეალური განწყობები? - თუ ეკონომიკა ფეხზე დადგებოდა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ხომ თავისთავად, პროდასავლური იქნებოდა?!

დასავლეთს რეგიონში საქართველოს სახით რომ შეექმნა ახალი სამხრეთ კორეა, ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რა გავლენას მოახდენდა ჩვენს ახლო და შორეულ მეზობლებზე?

დღეს რომ საქმე-საქმეზე მიდგეს, რამდენი კაცი გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს, თუ, დავუშვათ, და ქვეყნის საგარეო კურსი შეიცვალა? ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით. გამოვლენ მხოლოდ ის პოლიტიკური ელიტები, რომელიც დასავლეთმა შექმნა და დააფინანსა. ეს იქნება მაქსიმუმ, 10 ათასი კაცი. ეს მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების უნარის მქონე ამ ქვეყანაში დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანია. ფაქტია, რომ დასავლეთს ეგონა, რომ ის 10 ათასი კაცი შეცვლიდა 2,5 მილიონის განწყობას?

რატომ არ აირჩია დასავლეთმა სხვა ტაქტიკა და რატომ თვლიდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით სრულიად საქართველოს მოსახლეობის ლოიალობის მოპოვებას შეძლებდა? მითუმეტეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობამ“ მძიმე შეცდომები დაუშვა. რატომ ვერ გათვალა, რომ ამ შეცდომებზე თვალის დახუჭვით და უპირობო მხარდაჭერით საკუთარ იმიჯს ლახავდა და აცამტვერებდა ამ ქვეყანაში? - კითხვა დასავლეთის მიმართ ძალზე ბევრია და ურიგო არ იქნებოდა თავად მისთვისაც და მისი მხარდამჭერებისთვისაც, რომ ამ კითხვებზე პასუხები უბრალოდ კი არ გაეცათ, არამედ გაეანალიზებინათ.

დღეს კი დასავლეთის დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან დამოკიდებულებაში შეიძლება ასე შევაფასოთ - დასავლეთმა პაუზა აიღო იმიტომ, რომ აქცენტები და რესურსები და ინტერესები სხვა მიმართულებით აქვს გადასროლილი. თუ დასავლეთი რუსეთის დასუსტებისთვის გამიზნულ გრძელვადიან ტაქტიკას იყენებს, მას, შესაძლოა, სულ არ აინტერესებდეს დღეს საქართველოში შექმნილი სიტუაცია. ალბათ ფიქრობს, რამდენიმე წელიწადში რუსეთს აღარ ექნება იმისი თავი, რომ თავის უახლოეს სამეზობლოზეც კი გაავრცელოს გავლენა, შესაძლოა ამიტომ ფიქრობდნენ, რომ რუსეთის ამ სამეზობლოებს შემდგომ მიხედავენ.

2. დასავლეთი თუ რუსეთი?

საქართველოში იდეოლოგიური ომის პარალელურად მიმდინარეობს მცოცავი ანექსიაც, მუდმივად ხდება მავთულხლართების გადმოწევა. ქვეყანაში გვყავს იარაღით შემოჭრილი მტერი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწა-წყალი და მცოცავი ანექსიით ახალ-ახალ ტერიტორიებს გვართმევს.

რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ამის საწინააღმდეგოდ? გამოდის, რომ ომის გარეშეც ყოველდღიურად ვკარგავთ ტერიტორიებს...

- ჩვენ უკვე შევეჩვიეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება აღარაფერს აღარ აპოროტესტებს რაც რუსეთს ეხება... განა ვერ ხვდება ხელისუფლება, რომ საინფორმაციო სივრცე ღიაა რუსული პროპაგანდისთვის? შედეგები როგორია?

არაფერს რომ არ აკეთებს, რათა ამას ხელი შეუშალოს - საქართველოს ხელისუფლების ამ პოლიტიკას შეიძლება რაღაც გამართლება მოუძებნო, და სერიოზული გამართლებაც. მაშინ, როდესაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გარდა, მხოლოდ „აღშფოთებითა“ და „შეშფოთებით“ შემოიფარგლება, რეალური პოლიტიკაა, რომ მის მიმართ რიტორიკა შევცვალოთ, თუმცა ამით ჩვენი დამოკიდებულება ამ ქვეყნის, როგორც ოკუპანტის მიმართ უცვლელი რჩება. ენა კი იმისთვის გვაქვს, რომ ზოგჯერ საკუთარი აზრები შევნიღბოთ. სწორია, რომ საქართველო რუსეთს კვლავ განიხილავს როგორც საფრთხეს; ხელისუფლება ფიქრობს და აანლიზებს რუსეთიდან მოსალოდნელ შემოტევებს ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური და ა.შ. მიმართულებით და მათი განეიტრალების თაობაზე ზრუნავს. გვაქვს კი სხვა არჩევანი?

- ვინ ვართ ჩვენ, ჩვენი 3,5 მილიონიანი მოსახლეობით და რამდენიმეათასიანი ჯარით, რომ რუსეთის აგრესიას გავუმკლავდეთ? - აგვისტოს ომის დროს, როდესაც საქართველოს დასავლეთის აბსოლუტური მხარდაჭრა ჰქონდა, მაშინ ვერაფერი გვიშველა დასავლეთმა.

როდესაც ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ დასავლეთს პაუზა აქვს აღებული ასეთ სიტუაციში რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ? - შეასკდეს რუსეთს? ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, მისი პოზიცია სწორია - გადაწყვეტით ძნელია რამე ამტკიცო. ვერც იმას ვიტყვით, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის თამაშს თამაშობს.

იგივე წარმატებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალისტურ და პრაგმატულ პოლიტიკას მიმართავს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან, რომელიც იმის იმედით, რომ ისარგებლებდა შექმნილი ვითარებით და დროულად აღადგენდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პირდაპირ ასრულებდა გარეშე ძალების დაკვეთას. რისთვისაც არ ერიდებოდა ზოგჯერ ავანტიურას და საკუთარ ხალხს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებდა. დღეს კი - თითო ბარტყის გადაგდებით ვცდილობთ, დრო მოვიგოთ იქამდე, ვიდრე მსოფლიო ჩამოყალიბდება. ეს უკვე მოგვწონს თუ არა, პრაგმატული პოლიტიკაა, რომელიც აბსოლუტურად მისასალმებელია, რადგან დღეს ჩვენ ვართ თვითგადარჩენის რეჟიმში და ვიდრე ვნახავთ რა მოხდება რუსეთთან მიმართებაში მსოფლიოში, ჩვენი ვალია, არ გავაღიზიანოთ რუსეთი და შევინარჩუნოთ ის მაინც, რაც გვაქვს.

ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან, კერძოდ რუსეთთან დაკავშირებით, არიან უკმაყოფილონიც, რომ კურსი არც ისე სწრაფად შეიცვალა და არც ისე რადიკალურად, როგორც ამას იმედოვნებდნენ. თუმცა ბევრისთვის ძალიან დიდი შედეგია ისიც, რომ გადაიდგა ნაბიჯები ურთიერთობის მოგვარებისთვის. რა გააკეთოს მეტი საქართველოს ხელისუფლებამ? იმაზე წავიდეს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცნოს? რომ დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს რუსეთთან ამ პირობებით? ეს ღალატის ტოლფასი იქნება. თავის მხრივ კი რუსეთი, როგორც ვხედავთ, მისი იმპერიული ბუნებიდან გამომდინარე არ აპირებს არაფრის დათმობას.

ასე რომ როდესაც დიდ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ ეს ყოველივე გასათვალისწინებელია. მითუმეტეს თუ ამას ემოციის დონეზე ვარკვევთ.

3. დიდი პოლიტიკა ჩვენი ემოციების მიღმა დგას

ამასთან დაკავშირებით ერთი ასეთი ისტორია მახსენდება: ერთხელ ერთმა ამბიციურმა და საკმაოდ გავლენიანმა ქალბატონმა ნაცნობი მუსიკოსი მიიპატიჟა და მასთან ერთად მოისურვა ბრამსის მუსიკის მოსმენა. ნაწარმოების შესრულების დროს ის არ იშურებდა კომპოზიტორის მიმართ შენიშვნებს. რეპლიკებით შეწუხებულმა სტუმარმა მასპინძელი ასე ანუგეშა: „ნუ სწუხხართ ქალბატონო, თქვენს აზრს ბრამსისთვის არავითარი მნიშვნელობა აქვს“.

დაახლოებით იგივე ხდება, როდესაც დიდ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. მასზე საუბრის პათოსით კი იმ აღშფოთებული ქალბატონის ემოციისგანაც მაინც და მაინც დიდად არ უნდა განვსხვავდებოდეთ. ეჭვი შეგაქვთ ჩემს ნათქვამში და დასაბუთებას ითხოვთ? - აი ისიც: „თუ ვინმე ამბობს “არა ევროპას”, ეს ნიშნავს: “არა საქართველოს,” საქართველოსთვის კრემლის ტანკებზე უფრო საშიში ახლა ჩეკისტების მიერ მოტყუებული, დამფრთხალი, განათლებაწართმეული, დაყრუებული და გაჯიუტებული ადამიანები არიან.“

ან კიდევ შეიძლება ასეთი სიტყვებიც მოვისმინოთ: „თუ ვინმე ამბობს “არა რუსეთს,” ეს ნიშნავს - “არა საქართველოს.”

მართლაცდა, ემოციური მსჯელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა წინ წამოწეული: დასავლეთი და რუსეთი, დასავლეთი და ანტიდასავლეთი, ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი?

XVIII საუკუნის მიწურულის „საქართველოებშიც“ გარე სამყაროს ხომ მხოლოდ ორ ფერში აღიქვამდნენ: შავსა და თეთრში. შავი, რა თქმა უნდა, ოსმალეთი და სპარსეთი იყო, თეთრი - რუსეთი. მაშინ რუსებს, როგორც მეგობრებს აქეთ ვეპატიჟებოდით დასახმარებლად. თუმცა როგორც დავინახეთ, მათ ჩვენი მოპატიჟების გარეშეც, თავადაც ჰქონიათ სურვილი აქ შემობრძანების და დამკვიდრების.

ეს შედარება შემთხვევით არ გამიკეთებია, ოღონდ ეგ არის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური ინტერესების მქონე სახელმწიფოთა რაოდენობა ამჯერადაც არა სამის, არამედ კიდევ უფრო მეტი წევრითაა წარმოდგენილი: აშშ, რუსეთი, თურქეთი, ევროკავშირი, ირანი, ჩინეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი... სიჩქარეში ხომ არ გამომრჩა რომელიმე?

ეს კი იმას ნიშნავს, რომ 15-20 წლის შემდეგ სხვა რეალობაში ვიცხოვრებთ, მითუმეტეს, თუ ევროკავშირი საბჭოთა კავშირის ბედს გაიზიარებს, ხოლო რა იქნება რუსეთი პუტინის გარეშე, ისიც არცთუ მეგობართა გარემოცვაში, შეძლებს გაუძლოს მათ დაჟინებულ მზერას? ესეც დროის საკითხია.

ახლა ორიოდე სიტყვა იმაზეც, თუ რატომ გვგონია, რომ დიდი პოლიტიკა ჩვენი ემოციების მიღმა დგას?

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იხსენებს:

2008 წლის 21 თებერვალს შედგა პრეზიდენტ სააკაშვილის და მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა, სადაც პუტინს უკვე გამზადებული ჰქონდა ჩვენთან სალაპარაკო თემები. მაშინ, ჩვენ გამოგვიცხადეს, რომ საქართველო დაისჯება დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარების გამო. თუმცა, პუტინმა დაამატა, ეს თქვენი ბრალი არაა, ეს დასავლეთის ბრალიაო, რაც მთავარია, თქვენი გეოპოლიტიკური განლაგების ბრალიაო. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ მას ჰკითხა, საქართველოს და რუსეთის ნორმალური ურთიერთობა აღდგება მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ უარს ვიტყვით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზეო? პუტინმა უპასუხა: თქვენ არავინ არ გეკითხებათ, თქვენ მაინც შეგათრევენ ნატოში და თქვენს ტერიტორიაზე მაინც განალაგებენ რაკეტებს. ამიტომ, ამ თემაზე ლაპარაკი საჭირო არ არისო," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კიდევ ერთი რესპოდენტი, რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუა, რომელმაც რუმინულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა: „კოსოვოს შემდეგ, რომლის დამოუკიდებლობის აღიარებასაც რუსეთი მხარს არ უჭერდა, კრემლმა მიიღო საქართველო. თუკი ასადის მთავრობა დაეცემა და რუსეთი ახლო აღმოსავლეთში იმიჯს დაკარგავს, ყველაზე მარტივი იქნება მისთვის სანაცვლოდ დნესტრისპირეთის დათმობა.“

საინტერესოა სსრკ-ს ყოფილი გენსეკის განაცხადებაც, რომელიც მან უკრაინაში დატრიალებულ ამბებამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა: „გორბაჩოვმა ზუსტად დაასახელა ის ორი ქვეყანა, რომელთაც უკრაინის პრივატიზირება სურთ“. ეს არის აშშ და რუსეთი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 50-მილიონიანი სახელმწიფო გაეხვევა სამოქალაქო ომში, დაიშლება ნაწილებად თუ მომხდარის მიუხედავად შეინარჩუნებს სიმშვიდეს და ერთიანობას ეს უკვე უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტი კი არაა, არამედ მათი, ვის ხელშიცაა დღეს უკრაინის ბედი.

აი, ეს კი უკვე უკანასკნელი ამბავია: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შეიგნოს, თურქეთთან არ შეიძლება საუბარი ისეთივე ულტიმატუმის ფორმით, რომელსაც ევროკავშირი იყენებს უკრაინასა და საქართველოსთან. „მათ უნდა გაიგონ, რომ თურქეთთან საქმის ასე წარმართვა არ შეიძლება. ისინი ასე იქცეოდნენ უკრაინასთან: „ან ჩვენთან ხართ, ან არა“. საქართველო იქამდე მიიყვანეს, რომ ორი რეგიონი დაკარგა. ევროკავშირმა ასეთ მიდგომაზე უარი უნდა თქვას“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.

და მაინც ის, რაც წითელ ხაზად გასდევს ჩვენს დღევანდელ მსჯელობას - სად არის გამოსავალი?

მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ერთიანობაში. საქართველოს აღორძინება ხომ წარმოუდგენილია ერთიანი ხალხის, ანუ ნაციის არსებობის გარეშე.

„ნაცია“ კი მხოლოდ ერთი ერის წარმომადგენელთ როდი გულისხმობს, იგი გულისხმობს ერთიანი კულტურის, ერთიანი ენის და ერთიანი სახელმწიფოებრივი თვითშეგნებით გაერთიანებულ ხალხს. ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ თუ როგორ შევძლოთ შერიგება ჯერ თავად ქართველთა, ხოლო შემდგომ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა, საქართველოს გამთლიანება რომ მოხდეს.

დღეს, როდესაც ვცხოვრობთ დეტერმინირებულ მსოფლიოში, სადაც განსაზღვრულია ცალკეული სახელმწიფოების არსებობის მიზანშეწონილობაც კი, მხოლოდ ძლიერ და კონსოლიდირებულ ერებს ექნებათ შესაძლებლობა გაუძლონ დიდ ისტორიულ კატაკლიზმებს.

არის კი ეს შესაძლებელი? არის. ამის მაგალითს კი ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერი - ფინელები გვაძლევენ. თავის დროზე მათ თავიანთი ერთობით შეძლეს ქვეყანა გადაერჩინათ სტალინის შემოტევისაგან, გაუძლეს ჰიტლერის ჭირვეულობებს, „ცივი ომის“ დროს დაპირისპირებულ მხარეებს არ მისცეს შესაძლებლობა ფინეთის გამოყენების, ხოლო, როდესაც ყველამ დაინახა ამ პატარა, მაგრამ ამაყი ხალხის ნება, ამან შედეგი გამოიღო, თავი დაანებეს.

ფინელი ხალხის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა თუ თავისუფლების სიყვარულმა, როგორ გაუძლო ყველა გასაჭირსა და გამოცდას. ფინელებმა შეინარჩუნეს თავისი სახელმწიფოს რწმენა, კულტურა, ტრადიციები და უკიდურეს ჩრდილოეთში, ყინულოვან მიწაზე შეძლეს ქვეყნის აღორძინება და უძლიერეს სახელმწიფოთა შორის ადგილის დაკავება.

ამიტომ ამ გადასახედიდად ერთი რამ ცხადია: განურჩევლად პარტიული ინტერესებისა, უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული და ხისტი ერთ საკითხში, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი ხალხის ეროვნული თვითმყოფადობა არაფრის ფასად არ გაიცვლება. მიუხედავად საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის დიდი დაპირისპირებისა, უნდა მივაღწიოთ საზოგადოების კონსოლიდირებას, რათა მთელი რიგი საკითხების მიმართ შეგვეძლოს საჭირო დროს, მითუმეტეს თუ ეს ქვეყნის ინტერესებს ეხება, კონსენსუნსის მიღწევა.

დროა დავინახოთ, რომ ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნება, ქვეყნის დაკარგული ტეტიტორიების დაბრუნება მხოლოდ ნაციონალური ერთიანობის, მეშვეობითაა შესაძლებელი. მაგრამ როგორ შევძლოთ, როგორ მოვახერხოთ ეს ყოველივე? მითუმეტეს, რომ არსებითად დღეს, ქართული კულტურა, ისე როგორც განათლების სისტემა, რომელმაც უნდა აღზარდოს თაობები პატრიოტული სულისკვეთებით ქვეყანაში განადგურებულია, ვერაფერი ახალი, სერიოზული და მნიშვნელოვანი ვერ იქმნება. ეს იმიტომ, რომ სახელმწიფოს არა აქვს სამოქმედო პროგრამა, მიზანი და საშუალება, რათა შექმნას ახალი ბირთვი, ახალი ძალა ქვეყნის განათლებული მომავლისა. ეს ყველაფერი შესაქმნელია.

ამიტომ დღეს არ არის იმის დრო, რომ ერთმანეთს ანგარიშები ვუსწოროთ, თუნდაც სხვადასხვა შეხედულებისა ვიყოთ ამა თუ იმ საკითხზე. ვინმეს თუ უპატიებელი დანაშაული აქვს ჩადენილი, ამაზე პასუხი მათ მართლმსაჯულებამ უნდა გასცეს და არა ადამიანების ცალკეულმა ჯგუფებმა. რის ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში ერთიანი ეროვნული ცნობიერება. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას და საქართველოს და ქართველი ხალხის დახსნას ამ ურთულესი განსაცდელისგან.

ნანახია - 2261

leviko

2016-07-11 06:26:48

ნეტა როდის დაიშალა საბჭოთა კავშირი წყნარად. აქაო და 9 აპრილიო სისხლის ღვრაო და ეხლა უმტკივნეულო ყოფილაო. მოკლედ თქვენთვთონაც არ იცით რა ამბობთ ოღონდ დაწეროთ. დაიშალა თუ არა საბჭოთა კავშირი აი მერე დაიწყო რაც დაიჭყო და გეყოფათ ამდენი უაზრობების წერა. უკვე ჩანს რა სტატიაც არის. 25 წელია დასვლეთისკენ მიდიხართ და წელში ვერ გაიმართეთ და ეს არის თქვენი საქართველო მადლობა უნდა თქვათ რომ საერთოდ რუქაზე იქნებით 50 წლლის მერე

გურამსანადირაძე

2016-07-11 09:10:40

"ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში ერთიანი ეროვნული ცნობიერება. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას და საქართველოს და ქართველი ხალხის დახსნას ამ ურთულესი განსაცდელისგან."

თქვენს პირს შაქარი, მაგრამ ეს როგორ მოვახერხოთ?

imereli

2016-07-11 09:28:43

"მადლობა უნდა თქვათ რომ საერთოდ რუქაზე იქნებით 50 წლის შემდეგ"! შენ ვინა ხარ ლევიკო? შენთვის სულერთია ვიქნებით რუკაზე თუ არა? ეს მხოლოდ ჩვენი სადარდებელი თუა, რატომ იწუხებ თავს? ჩვენს საქმეს მაშინ ჩვენ გავარკვევთ, ვისაც გული შეგვტკივა საქართველოზე,ჩვენს სამშობლოზე! რაც შეეხება სტატიას,მთლიანობაში ვეთანხმები.კარგი მაგალითია ფინეთი, ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერი, რომელმაც უ რ თ უ ლ ე ს ვითარებაში შეძლო გადარჩენა.ფინეთი არა მარტო მაგალითია, ფინეთი იმედია! თუ შეძლეს ფინელებმა, რატომ ვერ უნდა შევძლოთ ჩვენ?

imereli

2016-07-11 09:30:08

Jon Do

2016-07-11 10:30:37

დიდ მადლობა ბატონო გიორგი საინტერესო და დამაფიქრებელი სტატიისთვის!

მინდა ავღნიშნო, რომ ეროვნული თვითშეგნება თვიოეულ ჩვენთაგანში იმ დოზით არ არის რაც უნდა იყოს ალბათ. თორემ არ მოხდებოდა ამ 25 წელიწადში იმ უბედურებების ნახევარიც, რაც თავს დაგვატყდა.

მაგრამ ვაი რომ ისტორიულადაც ქართველები მხოლოდ ძლიერი თვითმპყრობელი მეფის ხელში იყვნენ ძლიერები და ერთსულოვნები, თორემ სხვა შემთხვევაში ძალიან ადვილი იყო ქართველი მეფეების თუ მთავრების ერთმანეთძე გადაკიდება სამკვდრო-სასიცოცხლოდ.

იმისთვის რასაც თქვენ ბრძანებთ გასაკეთებელი ძალიან ბევრია, პირველ რიგში ბავშვების აღძრდაზე მაქვს საუბარი - ბაღიდან და სკოლიდან თუ არ ისწავლა ბავშმა რა არის პატრიტიზმი, სამშობლოს სიყვარული და თავდადება, არაფერი გამოვა სხვა შემთხვევაში.

დრო კიდევ მიდის, ჩვენ ყველაფერს ვაგვიანებთ, აზროვნებასაც კი, არა თუ ქმედებას სამწუხაროდ ...

მეგრელი

2016-07-11 10:59:21

რა კითხვები გვაქვს დასავლეთთან?////

--------------------------------------------------------------------------
არარის საინტერესო.

რა უნდა დასავლეთს? საერთოდ რა უნდა დასავლეთ? დემოკრატია? (გამეცინა) . სამართლიანობა? საყოველთაო კეთილდღეობა ? დაჩაგრულების დამხმარება? ვინმე სწავლოს ამ საკითხს? არადა თქვენ შეკითხვებზე პასუხი იქ დევს .რამდენად ობიექტური ექნება კვლევა იმდენად ობიექტური იქნება პასუხი.

მეგრელი

2016-07-11 11:33:45

არის კი ეს შესაძლებელი? არის. ამის მაგალითს კი ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერი - ფინელები გვაძლევენ. თავის დროზე მათ თავიანთი ერთობით შეძლეს ქვეყანა გადაერჩინათ სტალინის შემოტევისაგან
---------------------------------------------------------------------------------------
თუ თავის მოტყუება გვინდა იყოს ასე. ნიკოლოზ 2 პირადმა მეგობარმა და მისი კორონაციის ერთერთმა ასისტენტმა შვედმა ბარონმა და ფინეთის რეგენტმა რა მოიმოქმედა და რა არა დოკუმემნტალურად ვერასდოს გავიგებთ მაგრამ პეტერბურგში მემორიალური დაფა რომ გაუხსნეს სამხედრო ტექნიკურ უნივერისტეტის შენობის ფასადზე პეტერბურგის ცენტრში (ზახარიევსკაიას ქუჩა)მე თვითონ ვნახე. (генерал-леитенинт русскои армии Густав Карлович Маннергеим . служил 1887 г по 1918 гг .( იქვე არის ,, გიორგიევსკის ტრაქტატის " ბაღი.)

ლოგოსი

2016-07-11 11:45:09

პრაგმატიზმი და დადებითი შედეგის მიღწევა არის წარმოებული პოლიტიკის შეფასების მთავარი კრიტერიუმი. აქედან გამომდინარე, როცა პოლიტიკური სტრატეგიის შედეგები არის ქვეყნისთვის კატასტროფული, მარტივი ლოგიკით გამოდის რომ ეს სტრატეგია არის მცდარი, საზიანო და ამიტომ შესაცვლელი.
ხოლო რა სტრატეგია უნდა იქნას არჩეული, ამას სჭირდება სწორედ არსებული გეოპოლიტიკური გარემოებების გამოკვლევა, ისტორიული გამოცდილების გაანალიზება და ამის შემდეგ იმ პროგრამის შემუშავება, რომელიც სარგებელს მოუტანს ქვეყანას.
ჩვენ კი ვიმყოფებით გარეშე ძალების მიერ მოსყიდული პოლიტიკური ელიტების მმართველობის ქვეშ, რაც ამ სტატიაშიც სწორად არის აღნიშნული. ხოლო ამგვარი ელიტები სახელმწიფო საქმეებს განაგებენ არა სახელმწიფოს ინტერესებით, არამედ მეტროპოლიის ინსტრუქციებით, რომლის როლში გვევლინება დასავლეთი, მაგრამ ამავე დროს ეს მეტროპოლია არ ასრულებს საკუთარი კოლონიის დაცვის ფუნქციას, რაც არის მსოფლიო ისტორიაში სრული აბსურდი.
რაც შეეხება ფინეთის მაგალითს, ფინეთი შეიძლება დიდ ჰეგემონ ქვეყანასთან ბრძოლის მაგალითი იყოს, მაგრამ არანაირად არ გამოდგება გააზრებული დიპლომატიის მაგალითად, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია პატარა და სუსტი სახელმწიფოსთვის.
ფინეთმა თავისი ავანტიურისტული პოლიტიკით ჯერ კიდევ 1939 წელს დაკარგა 20 ათასი კვ,კმ ტერიტორია, როცა სტალინი მათ სთავაზობდა გერმანიასთან დიდი ომის საფრთხის გამო ლენინგრადიდან საზღრის გადაწევას და დაახლოებით 800 კვ.კმ-ის დათმობის სანაცვლოდ 2000 კვ.კმ-ს აძლევდა.
ფინეთი შემდგომ ჰიტლერულ გერმანიასთან ალიანსით ცდილობდა დაკარგულის დაბრუნებას და ამის გამო კიდევ ერთხელ მიიღო მძიმე დარტყმა. ამის მერე კი მოვიდნენ ჭკუაზე და სამხედრო ნეიტრალიტეტის საფუძველზე და რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებით მშვიდობიანი განვითარების უფლება მოიპოვეს, რაც ამ ფაქტით უკვე ნამდვილად სამაგალითოა.
ასე რომ, სანამ საქართველო სულგაყიდული ელიტებისა და უვიცების მმართველობის ხელშია, მუდამ ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობაში იქნება.

DDDzia

2016-07-11 13:00:40

სამწუხაროდ ფინეთის მაგალითი ხშირად მოყავთ ხოლმე, როგორც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის და გამარჯვების მაგალითი. ისევე, როგორც მათი 1938 წლის საბჭოთა კავშირზე გამარჯვების მაგალითიც.
თუმცა, ყველას ავიწყდება, ან არ იციან, რომ ფინეთი გერმანიის მოკავშირე იყო და გერმანიასთან ერთად 1941 წელს საბჭოთა კავშირს ომი გამოუცხადა რის საპასუხოდაც წითელი არმიის მიერ 1944 წლის ორკვირიანი ოპერაციის შემდეგ ფინეთმა უპირობო კაპიტულაციას მოაწერა ხელი, მუდმივი ნეიტრალიტეტი დაიფიცა და მოზრდილი საწარმოო ტერიტორიებიც დათმო.
იქამდე კიდევ, 1939-1940 წლებში წითელმა არმიამ დიდი დანაკარგებით, მაგრამ მაინც მიაღწია წარმატებას და ლენინგრადის მიმდებარე სტრატეგიული ტერიტორიები დაიკავა.
და კიდევ - ფინეთი არის საბჭოთა და დღეს უკვე რუსული შეიარაღების ართ-ერთი მსხვილი შემსყიდველი მსოფლიოში. მათ მიერაა დანერგილი შეიარაღების საბჭოთა სტანდარტები.
და რა ამის შემდეგ?
ვინაა გამარჯვებული?
ფინეთი?
ისევე როგორც ჩვენ, 2008 წელს რომ გავიმარჯვეთ.
ასე, რომ ფინეთი მაგალითად ნამდვილად არ გამოდგება.

kitanoo

2016-07-11 14:36:05

ერის შეკვრა ერთი მიზნისათვის, აი ჩემის აზრით მთავარი მისაღწევი ამოცანა. ჯერჯერობით ამას მხოლოდ ზ.გამსახურდიამ მიაღწია. გაერთიანებულ ერთან დაპირისპირება ყველა ავისმსურველისთვის სასიკვდილოა.

1234

2016-07-11 15:32:52

ვეთანხმები ავტორს რომ ფინეთი მაგალითი უნდა იყოს საქართველოსთვის თავდაცვის სისტემის, ეკონომიკის და განათლების სისტემების მოწყობაში.
ყველაფერი არის რაციონალური არგარიში. ასეთ ანგარიშს აკეთებს რუსეთიც და დასავლეთიც. ფინეთმა შესძლო იმის მიღწევა რომ რუსეთს მისი დაპყრობა და ოკუპაცია უფრო ძვირი დაუჯდება ვიდრე ის მოგება რაც ამ ოკუპაციით შეიძლება მიიღოს. ფინეთმა ეს შეძლო მძლავრი რეზერვის სისტემის ჩამოყალიბებით რომელსაც შეუძლია ტოტალური თავდაცვის განხორციელება ხანგძლივი დროის განმავლობაში. ანგარიში მარტივია: რუსეთი თავის საზღვართან ატომურ იარაღს არ მოიხმარს, და თუ ქვეყანას შეუძლია ხანგძლიცი წინააღმდეგობის გაწევა, ხარჯი გადაფარავს იმ მოგებას რაც რუსეთმა შეიძლება მიიღოს ფინეთთან ომით. ფინეთმა კარგად იცის რომ ის დასავლეთისთვის რუსეთთან ომის ხარჯის საპირწონე ვერ იქნება, მისი დღევანდელი ეკონომიკური სიმდიდრის პირობებშიც კი. ამიტომ ინარჩუნებს სავალდებულო გაწვევას და მძლავრ რეზერვს. ნატოსთან თანამშრომლობს მაგრამ შტაინმაირების და ობამების იმედზე არ არის! ეს რატომღაც არ ესმის ჩვენ Dღევანდელ თავდაცვის მინისტრს. ბუშს და დასავლეთს თავისუფლად შეეძლო პუტინის შეჩერება 2008 წელს. მინიმუმ ერთი წლით ადრე იცოდნენ რომ პუტინი შემოჭრას აპირებდა მას შემდეგ რაც რკინიგზის აღდგენა დაიწყო. იმპერიები ყველა ომს გეგმავენ ჩვენი "მოყვარული" გენერლებისგან განსხვავებით. მაგრამ საქართველოსადმი დიდი სიმპათიების მიუხედავად, საქართველო არ უღირდათ და არასოდეს ეღირებათ რუსეთთAნ ომის ხარჯად. პუტინმა ეს კარგად იცოდა და ამიტომ განახორციელა აგრესია. სანამ საქართველო თავად არ შეცვლის ამ მისთვის უარყოფით ბალანს თავის თავდაცვისუნარიანობის გამტკიცების, რუსეთს და სხვა კეთილ თუ ავ მეზობელს ცდუნება ექნება რომ საქართველოს რამე წაგლიჯოს.
რაც შეეხება იმას რომ ფინეთმა ტერიტორიები დაკარგა, ვინ არ დაკარგა ტერიტორიები რუსეთთან ომში? ჩამონათვალი გრძელია: გერმანია, იაპონია, ლიტვა, ესტონეთი, რუმინეთი, პოლონეთი. რუსეთმა არ დაკარგა ტერიტორიები, თუნდაც ფინეთი და საქართველო? რუსი ნაციონალისტებისთვის საქართველო ისეთივე ნაწილია რუსეთის როგორც ჩვენთვის აფხაზეთი.
ფინეთმა ოთხჯერ იომა რუსეთთან. ორი წააგო, მაგრამ შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, დემოკრატიული განვითარება, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკის და საუკეთესო განათლების სისტემის შექმნა. საქართველომ ტერიტორიები დაკარგა გასაბჭოების დროს, საბჭოთა კავშირში ყოფნისას და დაშლის შემდეგაც.

papa

2016-07-11 15:35:41

აუუუუ ......... ამოუწურავი თემააა...
ბ-ნი გიორგი კი ამ თემაზე წერს და წერს.... ვერ ისვენებს, ცდილობს რაღაცის დაძვრას, ვიღაცეებისთვის რაღაცეების შეხსენება--გაგებინებას .თავის წილ ნაკვერჩხალს არ აქრობს . მართალი კაცია. მოკლედ არ ისვენებს
რა თქმა მისი ეს შეუპოვრობა ძალიან კარგია და მისასალმებელია.
....და საერთოდ, ნორმალურმა ქართველმა ადამიანმა წერილში აღნიშნულ საკითხებზე ფიქრი (მაინც)ერთი წუთითაც არ უნდა მოადუნოს.
ეს ყველაფერი კი დარწმუნებული ვარ მთლად უკვალოდ არ ჩაივლის...მტავარია ნაკვერჩხალი არ ჩაქრეს და ...მერე ცეცხლიც აინთება

რაც შეეხება წერილს, ჩემი გულისტკივილები ყველაფერი ნათქვამია. ასე მგონია ჩემი პოსტია მეთქი, მაგრამ აი დასკვნა კი ცოტა ,,უცხო,, გამოდგა.
მე ჩემს იმედებს ქვეყნის მომავალზე, ხელისუფლებაში მხოლოდ ეროვნული, მართლა ქვეყანაზე შეყვარებული ხალხის მოსვლაზე ვამყარებ, ხელისუფლება ქვეყნის სიყვარულის მაგალითი უნდა იყოს, სხვანაირად ხალხი ხელისუფლებას არ გაჰყვება, არ დაიცავს, არანაირ თანადგომას არ გაუწევს მას, სუ რაკ და შუკას ამბები იქნება-- ხალხშიც და ქვეყანაშიც. რომელ ერთიანობაზე იქნება საუბარი??
ერთიანობის გარეშე კი რაიმე წარმატებებზე საუბარიც შეუძლებელია
ასე რომ არჩევნებით ეროვნული ხელისუფლების მოსვლის გარეშე, ქვეყანაში რაიმე ეროვნულ საქმეებზე საუბარიც კი წლის ნაყვა იქნება(კედელს ცერცვი შეაყარეს პრინციპი)
თუ არადა ვის უნდა ელაპარაკო, საქმე ვის უნდა მოსთხოვო, ობამას, კერის თუ პუტინს?? ყველას სუ სი/რ/ზეც არ ვკიდივააართ?
პაპას ნაჭამმა ტყემალმაო..
ჰოოდა ...ვეძებოთ ეხლა, მართლა ქართველები ...

papa

2016-07-11 15:41:36

კიტანო


მართალი ხარ
სწორედ ეგ არის... ძირიც თავიც ბოლოც შუაც ..... ქვეყნის ყველანაირი წარმატებისა, ისე კედელს ცერცვი შეყარეო ..ისე იქნება

papa

2016-07-11 15:46:15

კიტანოო


რას შვრები.....??, როგორა ხარ?...

DDDzia

2016-07-11 16:46:04

1234
"რუსი ნაციონალისტებისთვის საქართველო ისეთივე ნაწილია რუსეთის, როგორც ჩვენთვის აფხაზეთი"

თუ დაფიქრდი რა დაწერე?
ე.ი. რამდენდაც საქართველო რუსეთის ნაწილი არ არის მრავალი გარემოებების გამო - კულტურული, გენეტიკური, წარმომავლობითი, გეოგრაფიული, ენობრივი და ა.შ., ასევე აფხაზეთი საქართველო არ არის დაახლოებით იმავე გარემოებების გამო.
მაგარია!!!
აბა რას ვიბრიქებით, ჩვენი მიწაწყალიაო, ჩვენი გენი და სისხლიაო, ჩვენი ისტორიააო, ჩვენი, ჩვენი და კიდევ მრავალჯერ ჩვენი?!
ისე კი, ამ თქვენი ფრაზით ნათლად გამოისახა ჩვენი ხალხის დამოკიდებულება აფხაზეთთან და მალე ალბათ სამაჩაბლოსთან მიმართებით.
მიუღიათ აბა საქართველო ნატოში.
რაღა გვინდა?!
ამიერიდან დაცულები ვიქნებით უკუნისი უკუნისამდე.
რაც შეეხება ფინეთს - ფინეთი, ისევე როგორც პოლონეთი, საქართველოსგან განსხვავებით რუსეთის იმპერიაში შედიოდნენ ცალკე სამთავროების სახით და დიდი ავტონომიით.
ამიტომ იყო, რომ პოლონეთი და ფინეთი რევოლუციის შემდეგ მალევე მოისაკლისეს რუსებმა.
გარდა ამისა, ფინეთს არ ჰქონდა ისეთივე გეოპოლიტიკური მნიშვნელობა რუსეთისთვის, როგორც საქართველოს და როგორც დღესაც ჩანს, ეს მნიშვნელობა არ შემცირებულა.
ფინეთი ნეიტრალური სახელმწიფოა 1945 წლიდან და შესაბამისად, რუსეთს ვერ შეუქმნის ვერანაირ სამხედრო თუ სხვანაირ საფრთხეს და რუსეთიც არ განიხილავს მას როგორც აგრესორს. ფინეთი, ჩვენგან განსხვავებით არ ეტენება სხვადასხვა ბლოკებსა თუ კოალიციებში რუსეთის, დიახ მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ.
ფინეთს არ ყავს აგრესიული და მაბიციური, ისტორიულად მტრად ჩამიყალიბებული და სხვა რელიგიური მრწამსის მქონე მეზობლები (ტურქეთის, ირანის სახით) რომლების მის სახელმწიფოებრიობას საფრთხეს შეუქმნიდნენ.
ამიტომაა რომ, ფინეთს არ ყავს დიდი არმია, არ აქვს საკუთარი სამხედრო წარმოება (მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სახით) და თქვენ წარმოიდინეთ, იარაღს რუსეთიდან ყიდულობს.
და ჩვენ ფინეთს უნდა მივბაძოთ?
რაში?




1234

2016-07-11 17:51:38

ძიას,

Iმპერიისთვის მნიშვნელობა არა აქვს რამდენი პროცენტია გენეტიკური შემადგნელობის თანდხვედრა მის შემავალ ერებში, ნაროდნოსტებს რომ უწოდებდნენ. ეს რომ ასე არ იყოს, რუსეთი არ იარსებებდა. მტერს რომ წარმატებით გაუმკლავდე მისი პერსპექტივაც უნდა იცოდე. ეს მარტო რუსეთზე არ ვრცელდება. თუ არ იცით, ისევე განიხილავენ აღმოსავლეთ საქართველოს როგორც "თავის ისტორიულ ნაწილს" ირანელი ნაციონალისტები და დასავლეთს კიდევ თურქი ნაციონალისტები. Mე შენ გეტყვი ვერ დაამტკიცებენ საბუთებით თუ რა. ჩვენგან განხვავებით დეტალური არქივები აქვთ იმპერიების ისტორიების, ქართველი ბეგების და ხანების ჩათვლით, იმათი ჩვენ რომ მეფეებად მოვიხსენიებთ. ქართველებმა ისიც ვერ მოვახერხეთ რომ საქართველოს თანამედროვე ისტორია ინგლისურად გამოვცეთ. ჩვენს მაგივრად ჩვენ უახლეს ისტორიას შომეხი ამერიკელი სური წერს, შომხური პერსპექტივით. ქართველებს ეს ხშირად გვავიწყდება და ჩვენ პოლიტიკას ვაგებთ მხოლოდ იმის გათვალისწინებით ჩვენ როგორ ვფიქრობთ და რა გვსურს. არც ისტორიის გაკვეთილებს ვითვალისწინებთ. რა თქმა უნდა აფხაზეთი საქართველოა ისევე როგორც ქართლი, კახეთი, საინგილო, ლაზეთი. მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, შენი მეზობლები, მტერი თუ მოყვარე რას ფიქრობს და რას აპირებს. Bევრს კიდევ აქვს ილუზიები რომ რუსეთს შერცხვება, და თუ მოვეფერებით, სინდისი შეაწუხებს და აფხაზეთს და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებს რადგან "იცის რომ ჩვენია" ან პირიქით მეორე უკიდურესობაში ვარდებიან და ფიქრობენ რომ აი დასავლეთი გვიშველის და დაგვეხმარება მათ განთავისუფლებაში რადგან "იციან რომ ჩვენია" და "ჩვენ მართალნი ვართ." სამწუხაროდ ასე არ არის. სუსტს არავინ არაფერს არ უბრუნებს, პირიქით ართმევს. ასევე, სუსტს და ღარიბ ღატაკს მხოლოდ ერთ ორ გროშს გადაუგდებენ რომ შიმშილით არ მოკვდეს ან ტერორიზმის ბუდედ არ იქცეს და მათ საფრთხე არ შეუქმანს, მაგრამ რუსეთთან მისი გულისთვის ომს არავინ დაიწყებს. ქართველებმა თავისი მიწა წყალი თავად უნდა დაიცვან და სხვის იმედზე არ უნდა იყვნენ. ჩვენგან განსხვავებით ფინეთმა ეს ისწავლა, და ამიტომ გადარჩა და განვითარდა.
რაც შეეხება ჯარს, ფინეთს 200 000 კარგად გაწვრთნილი რეზერვისტის გამოყვანა შეუძლია სწრაფად, ომის შემთხვევაში. საქართველოს? ირაღის ყიდვას რაც შეეხება, იყიდოს საქართველომაც იარაღი რუსეთიდან თუ მიჰყიდის ან ფული ექნება. ჩინეთიც ჰყიდულობს ირაღის ნაწილს რუსეთისგან, რაც სჭირდება.

მეგრელი

2016-07-11 20:30:59

ფინეთის შესახებ.
----------------------
არ იქნება ცუდი თუ გაეცნობით ფინეთის მე 2 მსოფლიო ომის დროინდელ პოლიტიკურ ორიენტაციას. რის ხარჯზე მოოხდა ფინების ეკონომიკური კეთლდღეობა.როცა ფინეთის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბრობტ არ გამორჩეთ ის გარემოება რომ ეს მოხდა სსრკ ხარჯზე. ფინებმა კგბ აგენტად შერაცხული ურხო კეკონერი 4 ჯერ აირჩიეს პრეზიდენტად (1956-1981 ) . კეკონერმა 1964 წელს ლენინის ორდენით დააჯილდოვეს რუსებმა. ფინეთი ომის შემდგომ ეგრედ წოდებულ პაასივიკი- კეკონერის საგარეო კურს ატარებდა. (პაასივიკი -ფინეთის პრეზიდენტი 1946-1956 წწ). და რაში მდგომარეობდა ეს კურსი ნახეთ და გაეცანით ისევ ფინური წყაროებით. გაუგებარია თქვენი ლოგიკა. ფინეთის საგარეო პოლიტიკის კურსი თუ მოგწონთ გაეცანით ამ კურსის არს მე-2 ომის შემდგომ პერიოდში. სხვანაირად თქვენი მოსაზრება არის ტავტოლოგია.

gio2000

2016-07-12 12:21:07

ეს სტატია თავისთავშივე წინააღმდეგოგების შემცველია და ჩვენი საორჭოფო მდგომარეობის მაჩვენებელიც!!!.
ასეთ სიტუაციაში ერს სიმტკიცის გამოცდა ელის და ეს გამოცდა უნდა ჩავაბაროთ!!!
პირველრიგში, ქვეყნის სათავეში გზა უნდა გავუხსნათ პატიოსან ადამიანებს და არ დავუშვათ სათავეში
ფულზე დახარბებული და ქვეყნის ინტერესებისაგან შორს მდგომი ადამიანების მოსვლა!!!.
ქვეყნის მომავალი პატიოსანი ადამიანების მხრებზე დგას ყველგან,სადაც სურთ,რომ ქვეყანამ იარსებოს და განვითარდეს!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80