არცერთი ნაციონალი პარლამენტში
ბლოგი

არცერთი ნაციონალი პარლამენტში

არცერთი ნაციონალი პარლამენტში
ვაჟა შუბითიძე

2016-08-09 22:55:36

ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, რომელიც ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს მოსახლეობას უნდა შესთავაზოს და ამისათვის არჩევნებამდე ყველაფერი  გააკეთოს  - არის სწორედ ზემოხსენებული მესიჯი - „არც ერთი ნაციონალი საქართველოს პარლამენტში“.

ის ფაქტი, რომ დანაშაულებრივ პოლიტიკურ სექტას - (ა)ნაციონალურ  მოძრაობას ჯერ კიდევ ჰყავს მომხრეები და ზოგიერთი ახლაც წევრიანდება მასში (ცხადია, თანამდებობების გულისთვის), ჩვენი საზოგადოების სერიოზულ ავადმყოფობაზე მიუთითებს.

ამ სექტის აქტიურ წევრებს და იდეოლოგებს უცხოეთის სპეცსამსახურები საგანგებოდ აგროვებდნენ,  გადაიბირებდნენ და წვრთნიდნენ ხელისუფლებაში მოსასვლელად და ქართულ რეალურ სახელმწიფოებრივ ინტერესებთან დასაპირისპირებლად, ქვეყნის დასაქცევად. ამ მიზნის მისაღწევად მათთვის არ იშურებდნენ ფულს, გრანტებს, ფუფუნებას, უცხოეთში სწავლას და  მივლინებებს, ხელისუფლებაზე ზეწოლას მათ დასაწინაურებლად და შესანარჩუნებლად.

ეს არც თუ უნიჭო, მაგრამ უზნეო და ცვედანი ადამიანები ათწლეულებია არ ჩამოდიან „ტელევიზიის ეკრანებიდან, პრესის ფურცლებიდან.

ესაა „ხალხი“, რომლებმაც ძალაუფლების გულისთვის გაიმეტეს როგორც პოლიტიკური მამა ედუარდ შევარდნაძე და მისი მომხრეები, ასევე სასიკვდილოდ არ დაინდეს თავისი უფროსი მეგობარი და გზის გამკვალავ ზურაბ ჟვანია, ბევრი სხვა თანამებრძოლი.

ესაა „ადამიანები“, რომლებმაც აჭარის ხელში ჩაგდებისთვის საქართველოს დააკარგვინეს აფხაზეთი და კოდორის ხეობა, შიდა ქართლის ნაწილი და ქსნის ხეობა, დევნილებად აქციეს ათიათასობით ადამიანი თავის სამშობლოში და საზღვარგარეთიდან მათთვის გამოყოფილი 4,5 მილიარდი დოლარის ნახევარზე მეტი მიითვისეს, უამრავი ადამიანი დაასამარეს.

ესაა „ხალხი“, ვისაც (როგორც ნოდარ დუმბაძე იტყოდა) გაწყვეტილი აქვს შუბლის ძარღვი,  დემაგოგობის და შეუსრულებელი დაპირებების „ოსტატები“, სატელევიზიო დაპურებებით რომ კვებავდნენ ქვეყანას (ამაში მათ ეხმარებოდა და ქართულ საზოგადოებას მეთოდურად წამლავდა რუსთავი-2, რომელიც 2000 წლამდე მართლაც იყო ტელევიზია, დღეს კი არის კომპარტიის ცეკას დროინდელი აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილება თუ „ორგანო“).

ესაა დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელმაც „ჩარეცხილებად“  გამოაცხადა ჭაღარა, საპატივცემულო ადამიანები და ფაქტიურად არ ახარებდა 45 წელს გადაცილებულ ხალხს, სამაგიეროდ  აწინაურებდა გაუნათლებელ, საეჭვო რეპუტაციის და ზნის ახალგაზრდებს.

ესაა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი „პიროვნებები“, რომლებიც ციხეში სვამდნენ  ადამიანებს სიმართლისათვის და განსხვავებული აზრის გამოთქმისა და გაფიქრებისათვისაც კი (სულხან მოლაშვილი და ყოფილი პოლიტპატიმრები ამის კარგი მაგალითებია. მოლაშვილს ციხეში წამების და დამცირების შემდეგ შპრიცით განუკურნებელი სენიც კი შეჰყარეს).

ეს ზნედაცემული რეკეტიორები ართმევდნენ ხალხს ქონებას, ფულს, სახლებს, მანქანებს, აგარაკებს, შემოსავლიან ბიზნესებს. ამათაც არ სჯერდებოდნენ და ციხეში  გამოკეტავდნენ და ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მათი დაქირავებული ჯალათები წამებით ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ არა მარტო ცალკეულ პატიმრებს, არამედ ციხეში მათ სანახავად მოსულ ოჯახის ქალბატონებს.

ესაა ბითურების ნაკრები, რომლებმაც ხერხემალში გადატეხეს ქართული მეცნიერება და განათლების სისტემა, სახე დაუკარგეს მეცნიერებათა აკადემიას და მის ინსტიტუტებს, რითაც საქართველოს ხვალინდელი დღე მოუსპეს და დიდი ხნით გადაუვადეს, შიმშილისათვის გაწირეს ათასობით პროფესორი და ხელოვანი,  კულტურის მოღვაწე.

ესაა ე.წ. ცრუ უფლებამცველები (თავიანთი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციებით), რომლებმაც დემოკრატიის ჩანასახიც კი მოსპეს საქართველოში, დააშინეს და დაიქვემდებარეს პრესა და ტელევიზია, შექმნეს ე. წ. მედია-ექსპერტთა და პრივილეგირებული „ჟურნალისტების“ კოჰორტა, რომელიც დღემდე ატყუებს და დასცინის ქართულ საზოგადოებას.

ესაა ახალგაზრდობაზე მოჩვენებითად მზრუნველი „ხალხი“, რომლებიც სინამდვილეში ახალგაზრდობას გარყვნილებისა და თავაშვებულებისაკენ, უზნეობისა და უპასუხისმგებლობისაკენ  უბიძგებდნენ და აქეზებდნენ.

მათ ყველა სფეროში შექმნეს პრივილეგირებულ და თავხედ, ფაქტიურად საშუალო  ან უნიჭო ადამიანთა ფენები, რომლებიც თავზე დაასვეს ნიჭიერ და პატიოსან, პატრიოტ ადამიანებს.

ისინი მზად იყვნენ მთელი საქართველოსთვის გასაყიდად, თუ ამაში კარგ ფასს გადაუხდიდა ვინმე, თუნდაც რუსი, რომელიც თითქოს ეზიზღებოდათ.

ესაა ყველაფერი უცხოურზე უაზროდ დაგიჟებული „ხალხი“, რომლებმაც ქართული სიმღერა, ცეკვა და ქართულად მეტყველება მოანატრეს ქართველებს, ასობით ათასი ქართველი აიძულეს საზღვარგარეთ დამამცირებელ სამუშაოზე წასასვლელად და ისინი დღემდე ვერ ბრუნდებიან საქართველოში.

ესაა „ხალხი“, რომლებმაც მოჩვენებითად გაზარდეს ეკონომიკა და  ხალხის კეთილდღეობა, რეალურად ვერ გადაწყვიტეს ქართული სოფლების და რაიონული ცენტრების პრობლემები, დაასამარეს სოფლის მეურნეობა და ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებულად აქციეს, შექმნეს ელიტარული კორუფცია, როცა რამდენიმე ადამიანს ყველაფრის უფლება ჰქონდა, ბავშვებს კი პროდუქტის მოპარვისათვის ციხეში სვამდნენ. მათ დაიმონეს პროკურატურა და სასამართლო, არარად აქციეს სამართალდამცავი ორგანოები პოლიციის და სუს-ის გარდა, ქვეყნიდან გააძევეს სამართლიანობა და სრული განუკითხაობა და ვოლუნტარიზმი გაამეფეს. მათი ოჯახებისა და საყვარლების შენახვას, მივლინებებს და ძვირფას ნივთებს ხმარდებოდა ნახევარი ბიუჯეტი და უცხოეთიდან აღებული სესხები.

ესაა უღმერთო ადამიანთა ხროვა, რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენეს ქართულ ეკლესიას და ძალადობით თუ საჩუქრებით დაიმორჩილეს ბევრი სასულიერო პირი თუ მღვდელმთავარი. (მათი საბოლოო მიზანი იყო ეკლესიის გახლეჩვა რამდენიმე ნაწილად).

დადგა გადამწყვეტი ჟამი, როდესაც ისინი საბოლოოდ უნდა შევაჩეროთ და ამოვძირკვოთ ქართული რეალობიდან სწორედ არჩევნებზე  აქტიური მისვლით და მათი არ შემოხაზვით თუ გადახაზვით.

მაჩვენეთ თუნდაც ერთი მაღალზნეობრივი, პატრიოტი და განათლებული ნაციონალი ლიდერი და საარჩევნო სიის  ე.წ სახეები, რომელიც ხალხს უყვარს და  უკან დავიხევ.

როგორც გენიალური დავით გურამიშვილი იტყოდა „ვერა ვნახე-რა მე მათი საქმენი მინახვდომარე, რასაც მისდგნენ  არ დარჩათ ის საქმე წაუხდომარე“.

თუ ამ ყველაფრის მერე მათ მაინც მიაღწიეს წარმატებას, მე ყოველგვარი წარმოდგენა დამეკარგება ქართველობაზე და ბევრ სხვა პატრიოტთან ერთად მის წინააღმდეგ წასვლა მომიწევს!

P.S. ვიცი ახლაც გამოხტება ვინმე და იტყვის - კი მაგრამ ნაციონალებმა რაღაც კარგიც ხომ გააკეთესო ქვეყნისთვის. მასე კომუნისტებმა რომ ააშენეს და ფეხზე დააყენეს ქვეყანა, ბოლო 6 საუკუნის განმავლობაში ასეთი პრეცენდენტი არც ყოფილა, მაგრამ დღეს მათ მხარს არავინ უჭერს და არც არავინ ჰყვება მათ „დიად საქმეებზე“, როგორც ისინი გადაშენდნენ, იგივე ბედი ელით ნაციონალებსაც საბოლოოდ.

ქვეყანას დათა თუთაშხიები სჭირდება და არა მუშნი ზარანდიები.

ნანახია - 4314

დავით11

2016-08-09 23:18:34

ჰმ. დათა თუთაშხია, კაკო ყაჩაღი, არსენა ოძელაშვილი და ა.შ ყველა კრიმინალი იყო. პატივცემულო. ანუ კრიმინალები გინდათ მომრავლდნენ?

კაკო

2016-08-09 23:47:03

აბსოლუტურად ვეთანხმები ავტორს.ამ ბანდის სრული სურათი დაგვიხატა ამ პატარა, მაგრამ ყველაფრისმთქმელ სტატიაში.და ვინც კიდევ მაგათ მხარს უჭერს, განუკურნებელი ავადმყოფი, ქვეყნის და საბოლოოდ საკუთარი თავის მტერიცაა.

დავით11

2016-08-10 00:20:33

ბატონო კაკო შეგიძლია განარტოთ, რას ნიშნავს სიტყვა მტერი?
რაიმე საკითხზე განსხვავებული მოსაზრების ქონა ავადმყოფობაა?

davituna

2016-08-10 01:29:52

დავით 11-ს
ნაცბანდის წევრობაა ან დანაშაული,ან ავადმყოფობა ! და მორჩი აქ დემაგოგობას!პრესა.გე-ზე გადადი- შენი ჭკუის ხალხი იქ იკრიბება!

თენგო

2016-08-10 09:14:32

ნაციონალები უნდა გასამართლდენ,მათ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ უნდა შეეხოს!
დადგება ეს დროც!!!

asdf961

2016-08-10 09:23:17

ნაცხროვის მიერ ჩადენილი მტრობა არის თუნდაც რუსეთთან ომი და ტერიტორიების დაკარგვა.

ძველ დროში შემოსეული ურდოებისგან მე ვერ განვასხვავებ ნაცხროვას.

qedo sakokhia

2016-08-10 11:29:48

ვეფხვი ხარ, ვაჟა! გელით გონიოში.

დავით11

2016-08-10 12:26:19

davituna-ს 4 წელიწადია მაგას ვისმენთ, დანაშული, ავადმყოფობა და "ტრალი-ვალი", გასამართლდნენ, ვადა არ ეხება, ტერიტორიების დაკარგვა არის მტრობა და ტექსტები გრამაფონში ნათქვამია. ან სამქე ან იდეოლოგიური იმპოტენციაა ეს ყველაფერი. გინდათ და არ შეგიძლიათ და ვერც ხვას არწმუნებთ.

asdf961-ს "მტრობა არის ტერიტორიის დაკარგვა" არა, უფრო სერიოზულად განმარტე რას ნიშნავს იყოს ადამაინი, პარტია ან ქვეყანა შენ ან ჩვენი ქვეყნის მტერი. ("ცა ლურჯია" სავით, და ყველამ იცისო არ განმარტო ეხლა)

და კიდევ მაგ ვაჟას ვიდრე ეტყვით რომ თუთაშხია ყაჩაღი იყო და კრიმინალი კაპლიც მოუმზადეთ, იდეოლოგიური შოკის დროს ემანდ გული არ შეუწუხდეს.

Petre

2016-08-10 12:43:59

გეთანხმებით, ბატონო ვაჟა, თითქმის სრულად გაქვთ ჩამოთვლილი ის მანკიერებები რაც ე.წ.ნაციონალურმა მოძრაობამ გამოავლინა და რითაც უდიდესი, გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენა, მაგრამ ვფიქრობ, თავის დროზე უზენაესი საბჭოდან კომუნისტების ფრაქციის გამოყრაც არ გამოდგა კარგი, ახლაც შეიძლება რამდენიმე "ნაცი" ავიტანოთ, მითუმეტეს, რომ ერთი-ორი დადებითი თვისებებით გამორჩეული ქვეყნისთვის საჭირო ადამიანი იქაც ურევია.

slava

2016-08-10 14:28:06

აი კაცი,(სტატიიის დამწერი) ხელისუფლებაში უნდა დასვა!
ბიძინეი სადაა ურჩიეთ,ასეთი ჭკვიანი როგორ ვერ უნდა დაინახოს და დაასაქმოს!
არ თქვათ ახლა, შეკვეთილი სტატია არ არისო! ვისაც უნდა გჯერავდეთ!
ნაციონალები იმედია უმრავლესობით თუ არა პარლამენტში უამრავი მოხვდება,დიახაც ისინი განათლებული ახალგაზრდები არიან და თავისი საქმის და სამშობლოს პატრიოტები არიან !

cugo

2016-08-10 15:18:09

სამშობლოს პატრიოტობაა შენი თანამოქალაქე განსხვავებული აზრის გამო დაიჭირო,აწამო და აუპატიურო?.უდანანაშაულო ახალგაზრდობა ქუჩაში ხოცო?. ბიზნესმენები ატერორო,ქონება წაართვა და გაიფორმო?.წინასწარ წაგებულ ომში ჩაება და ტერიტორიის 20% დაკარგო?ბოლოს გამოხვიდე და თქვა არაფერი დამიკარგავს ქვების გროვა იყოო?.დაღუპული ჯარისკაცების გვამები ბრძოლის ველზე მიატოვო და შენი ჭკუით მტერზე გამარჯვება იზეიმო?.ლევან თარხნიშვილის ხელით არჩევნები ტოტალურად გააყალბო და ხალხს ნამდვილი არჩევანი წაართვა?.აქედან რომელი ერთი არ ხდებოდა ნაცბანდიტების დროს.ეს არის ბატონო სლავა სამშობლოს პატრიოტობა?

დავით11

2016-08-10 17:29:16

cugo-ს რასაც თქვენ წერთ ყველაფერი მასე თუაა ესეგი სერიოზულ კრიმინალთან გვაქვს საქმე.
ან თქვენ რასაც და როგროც ყვებით ზედმეტად გამძაფრებულია და არ არის, ან რასაც თვენ საუბრობთ მაგის დადასტურება არავის უნდა. ეხლა როომელია იქნებ ჩამოყალიბდეთ. ვცდი მასე მუქ ფერებში დავინახო ყველაფერი.

romani

2016-08-10 18:20:28

ბატონო ვაჟა, სრულიად გეთანხმებით, ნაცმოს ძალიან მოკლე და ზუსტი შეფასებაა.

Maverick

2016-08-10 19:07:01

დავით11, slava,

რას წკმუტუნებთ, ნაცრუპორობას გირჩევთ ოქტომბრისათვის ბროწეულის ოყნები და აბი გლუკოზები მოიმზადოთ, რათა ნაცარასტული ზეობის საბოლოოდ დასამარებამ ბობოლა ნაცარაკაცებთან ერთად თქვენც არ ჩაგითრიოთ დავიწყების მოუსავლეთში...

დავით11

2016-08-10 20:37:48

Maverick-ს არსდსად დაკარგო ეგ ცინიზმი და ბევრს მიაღწევ. "მჭერმეტყველების მეტროვ"

დავით11

2016-08-10 20:39:30

პოლიტიკოსების და მათი მხარდამჭერების 80% ერთი მასალით ხართ ნაკეთები. სახელები გქვიათ სხვადასხვა

მ.ვ.

2016-08-10 21:58:08

დავით11-ს

ნაც-ანალებზე რაც წერია, იმაზე გაცილებით მეტის დაწერა შეიძლება, თუმცა აზრი არ აქვს. არც თქვენ შეიცვლით აზრს (ეს თქვენი საქმეა) და არც ჩვენ, ვისაც ნაცები კრიმინალებად მიგვაჩნია.
ცუდია, რომ სამართალმა ვერ ივარგა და ამდენი ნაც-კრიმინალი ისევ თავისუფლად წამლავს ჟანგბადს ,,სვაბოდაზე".
უბრალოდ, ერთი მითხარით, დათა თუთაშხიას პერსონაჟი საიდან იყო ყაჩაღი? დიდად დამავალებთ, თუ ეგეთ ეპიზოდს გაიხსენებთ ნაწარმოებიდან..... ზოგჯერ ვნანობ, რომ საქართველოში საყოველთაო განათლება სავალდებულოა. არაპატრიოტულია ასეთი მიდგომა, მაგრამ ამას გულწრფელად ვამბობ. რაც უფრო ნაკითხია ბრიყვი, მით უფრო აუტანელია მისი მოსმენა.

სლავა-ს

თქვენ საეთოდ სხვა პლანეტიდან მგონიხართ. თუმცა, ეს თქვენი ბრალი არაა. ხდება ხოლმე ასე და აქ ბუნება უძლურია.
ისე, ცოტა ქართულს თუ უკეთ ისწავლით, წესით უფრო უნდა ,,გვჯერავდეს" თქვენი.

ttt56

2016-08-11 01:37:07

ვაჟა ბატონო ,თქვენ რაც დაწერეთ,ეს საზოგადოების 99% ცნობილია,მაგიტომ აირჩია :ღატაკმა,მშიერმა ქართველობამ ოცნება,რომ გასამართლებულიყო ეს ნაცსექტა როგორც პოლიტიკურად ისე სამართლებივრად,მაგრამ ხალხი გადააგდო ერთმა"მოქალაქემ",ნაცხროვის გაპრავება მოსვლის დღიდან დაიწყო.მაკვირვებს იმ კაცების ვინც აწამეს,რომ შური არ იძია?!ერთმა მაინც...

დავით12

2016-08-11 12:34:52

ვინც არ უნდა იყოთ თქვენ ,,ტროლები,,თუ ტოროლები ნუ სთესავთ სიძულვილს თორემ მოიმკით ბოროტების ქარიშხალს და ეს ქარიშხალი მთელ საქართველოს დააზიანებს და ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მტრის მიზანი და შეიძლება მრავალი აქ მაკომენტარებელისაც, ჩავატაროთ არჩევნები მშვიდად და იქ ხალხმა გადაწყვიტოს ნაცები იქნებიან ქოცები თუ სხვები. (უკვე რომ ნერვიულობს ზოგ ზოგიერთი)

დავით11

2016-08-11 15:29:02

მ.ვ.-ს
კანონთან კომფლიქტში მყოფი პირი იყო დათა.რატომ იქცა დადებით გმირად?? იმიტომ, რომ დამპყრობელის კანონს არ ემორჩილებოდა. დღეს არ გვჭირდება კანონთან კომფლიქტში მყოფი პირები და ისენი ვერ იქნებიან მისაბაძი მაგალითები. ნუ თუ გვინდა სახემწიფო გვქონდეს ეს იმ შემთხვევაში.

ამ თვალსაზრისით არის უარყოფითი პერსონაჟი. ის ვინც საკუთარ სამართალს თესს ის სახელმწიფოს მტერია,, სხვათაშორის ნაცებსაც იგივეს ედავებით. მათაც საკუთარი სამართალი ჰქონდათ და თქვენც საკუთარი სამართალი გაქვთ. საკუთარი საზომი. რომელშიც ან ჯდება პირი ან არა. ამ თვალსაზრისით სულ ერთია რომელინ პარტიის მხარდამჭერი იქნები ადამაინი, ან აღიარებ საყოველთაო სამართალს ან არა და გერქმევა ან ქოცი ან ნაცი.

დავით11

2016-08-11 15:53:54

მ.ვ.-ს
ისე თქვენც შეიძლება გიწოდოთ კაცმა "მჭერმეტყველების მეტრო" რა სიტიყვები, რა მოსაზრებები, არ ნახული,.. რა შთამბეჭდავად ჟღერს, "ნაც-ანალებზე", "თავისუფლად წამლავს ჟანგბადს ,,სვაბოდაზე"."რაც უფრო ნაკითხია ბრიყვი," .
თქვენეული საყოველთაო განათლების პროგრამას, რომ წამოიწყებთ არ დაგავიწყდეთ იქ ამ ყველაფრის ადამიანებისთვის სწავლება.. არ შეიძლაბა სამშობლომ დაკარგოს ასეთი განძი.

slava

2016-08-11 16:31:55

ვეთანხმები დავით112016-08-11 15:53:54 კომენტარს
საუკუნოვანი საბჭოთა დეზინფორმაცია რა თქმა უნდა აისახა საბჭოთა ადამიანის ნიჭზე, ფსიქიკაზე, ყოფაზე, მორალზე....ასეთ ადამიანებთან არაა საკმარისი მავნებლის სტანდარტული მხილება....აქ ფსიქოლოგია საჭირო.

მ.ვ.

2016-08-11 20:16:57

დავით11-ს
მიხარია, ასე აღმატებულად რომ მაფასებთ :) ისე, ,,კოფლიქტი" კი არა, ,,კონფლიქტი" უნდა წეროთ ხოლმე, თუმცა, ეს წვრილმანია, ამას თანდათან ისწავლით ალბათ :) ......... მე გკითხეთ, საიდან დაასკვენით, რომ თუთაშხია ყაჩაღი იყო თქო? თქვენ კი ,,სხვაგან წახვედით" პასუხის მოწერისას. ...........
კეთილი, შევთანხმდით, თუ საყოველთაო განათლების პროგრამას წამოვიწყებ, პირველ ბენეფიციარად (ამ სიტყვას უფრო გაიგებთ :)) თქვენ ჩაგრთავთ, გპირდებით.
დაწყნარდით, ჩემი სახით სამშობლოს ,,განძი" არ დაუკარგავს. მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები ნაცებისგან განსხვავებით.

დავით11

2016-08-11 20:52:08

მ.ვ.-ს
როგორ აღმატებულად გრძნობთ თავს, რა ჰქვია ამას? სნობობაა? (არაუშავს თქვენც ისწავლით ოდესმე თავმდაბლობას)

დავით11

2016-08-11 20:59:11

სწავლა-განათლებას რაც შეეხება ყველა ადაიანში არის რაღაც, რაც საინტერესოა და შეიძლება მისგან ისწავლო. ასე, რომ მოგისმენთ და შეგიფასებთ შრომას მასწ. (თუ გვარს და სახელს დამიწერთ)

მ.ვ.

2016-08-11 21:16:04

არ ვიცი, მე მგონი, აღმატებულობის განცდას სნობობა არ ჰქვია. თუმცა, მე ნუ მომაწერთ მაგ თვისებას........ გულწრფელად გაგიმხელთ, რომ ჩემში არ ტოვებთ სექტანტი ნაცის შთაბეჭდილებას. ისინი აგრესიულები არიან :)
კარგით, მე მგონი საგანს ავცდით და არც მაქვს სურვილი, რომ ამ გვერდის მკითხველი შევაწუხო შემდგომი კამათით. თუ ნებას მომცემთ, აქ დავსვამ წერტილს.
......... ჩემი სახელი და გვარი რომ საზოგადოებას რამეს ეუბნებოდეს, აქამდეც დავწერდი. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ, მე მეურნე ვარ, მომყავს კარტოფილი, ლობიო და ნიორი და ამ ბოსტნეულის გაყიდვით ხალხსც ვკვებავ და ოჯახსაც ვინახავ. :)

დავით11

2016-08-11 21:21:59

კიდე ერთი, "აღმატებულ პირად" ყოფნა ჩვენი საზოგადოებისთვის მეოცე საუკუნეში მკვეთრი მახასიათებელი ნიშანი იყო. ეს "აღმატებული პირები" გაერთიანებული იყვნენ სხვა და სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებში, ზოგი ქურდულ ტრადიციას მისდევდა, ზოგი ოქროს კრუხ-წიწილს აგროვებდა, ზოგი სხვადასხვა შემოქმედებით გაერთიანებებში იქმნიდა კომფორტს, ზოგი არქიფო სეთურის კარმიდამოში. ამ საზოგადოებების წევრებს მთავარი საერთო მახასაითებელი ჰქონდა, საკუთარი თავის მუდმივი განდიდება. მუდმივად ცდილობდნენ დაემსახურებინათ/მოეპოვებინათ პატივისცემა, ყურადღება და ა.შ. "პატივსაცემი კაცის" იმიჯის მორგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ხოდა ზოგიერთებს (უმეტესობას) გადმოგვყვა ეგ ამბები 21 საუკუნეშიც.

"ჩემს ქვეყანას ვემსახურები" ამისთვის მადლობას არავინ გეტყვით. იმიტომ, რომ ვალდებული ხართ. საჯარო სამსხურში სახელმწიფოს და ქვეყანას კი არა საზოგადოებას ვემსახურებით, ვინც მოგვცა ამის უფლება და ბიუჯეტში შეტანილი გადასახადით ხელფას გვიხდის. გადასახადს კი ყველა იხდის, ნაციც, ქოციც და ყველა სხვა დანარჩენიც.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80