„ეს არის პროვოკაცია, თითქოს მუსლიმები ჩაგრავენ ქალბატონებს, წინადაცვეთის ტრადიცია ისლამამდეც იყო“
ბლოგი

„ეს არის პროვოკაცია, თითქოს მუსლიმები ჩაგრავენ ქალბატონებს, წინადაცვეთის ტრადიცია ისლამამდეც იყო“

„ეს არის პროვოკაცია, თითქოს მუსლიმები ჩაგრავენ ქალბატონებს, წინადაცვეთის ტრადიცია ისლამამდეც იყო“
თამთა ქარჩავა

2016-11-09 14:00:16

კახეთში, ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის - ასეთია ჟურნალისტ აიდა მირმაკსუმოვას მიერ მომზადებული მასალა, რომელიც „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სტატიის თანახმად, ყვარლის რაიონში მდებარე თივის, სარუსოს და ჩანტლისყურეს სოფლებში, ასობით გოგონა წინდაცვეთის პროცედურას გადის. მასალის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პირველად გაიგო საქართველოს ტერიტორიაზე წინდაცვეთის პრაქტიკის გამოყენების შესახებ. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის წარმომადგენელი IWPR-სთან საუბარში ირწმუნება, რომ აღნიშნული საკითხის გამოძიება დაიწყება.

არის თუ არა წინდაცვეთა ისლამის მიღების წინაპირობა და რამდენად მიღებულია ისლამში ქალბატონების წინდაცვეთა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge დასავლეთ საქართველოს მუფტს ბეგლარ ქამაშიძეს ესაუბრა.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმაგამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმად, ყვარლის რაიონში მდებარე თივის, სარუსოს და ჩანტლისყურეს სოფლებში მუსლიმი გოგონები წინდაცვეთის პროცედურას გადიან. ბატონო ბეგლარ ისლამში მიღებულია ქალბატონების წინადაცვეთა?

ბეგლარ ქამაშიძე: ეს არის ერთ-ერთი ტრადიცია, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში ისლამის გავრცელებამდე იყო, მაგრამ  საქართველოში რომ მსგავსი რამ ხდებოდა, პირველად გავიგე. საქართველოში არასოდეს არ ყოფილა ქალბატონების წინდაცვეთა. ვფიქრობ, რომ ეს არის ანტიისლამური პროვოკაცია. არ ვიცი რა ვუწოდო ამას, რატომ დაიწყო დღეს ამაზე საუბარი და რატომ გახდა საჭირო, რომ ამაზე აჟიოტაჟი ატეხილიყო. როგორც გითხარით, ასეთი ტარდიცია საქართველოში არ ყოფილა, დღეს რატომ გამოჩნდა არ ვიცი.

წინდაცევთის პროცედურა არ არის ისლამის მიღების წინაპირობა? ანუ, ქალბატონი, ან მამკაცი ამ პროცედურას თუ არ გაივლის, ის მორწმუნე გახდება...

- წინდაცევთა უფრუ მეტად მამაკაცებშია გავრცელებული, რომელიც ჰიგიენიდან გამომდინარეობს, მაგრამ ეს არა მარტო ისლამის რელიგიაში, არამედ სხვადასხვა რელიგიებშიც იყო და მე როგორც ვიცი, ისრაელში წინდაცვეთის პროცედურა მამაკაცებში დღესაც ხდება, მაგრამ არა ქალბატონებში. პირველად გავიგე, არ ვიცოდი თუ ასეთი რამ კეთდებოდა საქართველოში, მაგრამ ვერ გავიგე რატომ წამოიწია დღეს ამ პრობლემამ.

წამოიწია იმიტომ, რომ დღეს გახდა ამის შესახებ ცნობილი. ამბობთ, რომ პირველად გაიგეთ ამის შესახებ, მაგრამ როგორც ირკვევა ეს ფაქტი დაფიქსირდა კახეთში. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეგიონიდან და კერძოდ, პანკისის ხეობიდან ხდება პორტირება .. ისლამურ სახელმწიფოში, ბატონო ბეგლარ, ხომ არ ფიქრობთ, რომ პრობლემა ამ შემთხვევაში გაცილებით მძიმეა და ამ შემთხვევაში სწორედ წინდაცვეთა არის ისლამის მიღების ერთგვარი წინაპირობა?

- არა მგონია და გეტყვით რატომ – ისლამის მიღების წინაპირობა არის ღმერთის ანუ, ალაჰის დაჯერება, ანგელოზების, შუამავლების, საიქიოს და ბედისწერის დაჯერება. ეს 6 ფაქტორი არის ისლამის მიღების წინაპიობა. ადამიანი, როდესაც იტყვის, რომ მე მჯერა ალაჰის და მისი ერთობის, ასევე მჯერა მუჰამედ შუამავლის, ვინც ამას აღიარებს, ის უკვე ისლამის მიმდევარია და არანაირი წინადაცვეთა არ არის საჭირო. ისლამის მიღებისთვის წინდაცვეთა რომ უცილებელი წინაპირობა იყოს, აგერ ებრაელები არ არიან მუსლიმები, მაგრამ წინადაცვეთის პროცედურას გადიან.

ამერიკის ერთ-ერთ შტატში ბავშვებს დაბადებისთანავე საავადმყოფოში უტარებენ წინადაცვეთას. მე არ მიმუშავია კვლევაზე რატომ მოხდა ეს ფაქტი, მაგრამ ისლამში არ არის ისე, რომ თუ ქალბატონი არ იქნება წინდაცვეთილი, ის ვერ იქნება მუსლიმი. წინადაცვეთა არ არის ისლამის მიღების პირობა. მეტს ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი რის გამო აკეთებენ ამას ეს ადამიანები. არ ვიცი საიდან, ან რატომ წამოვიდა ეს პროვოკაცია.

რამდენჯერმე ახსენთ სიტყვა პროვოკაცია, რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის პროვოკაცია, მაშინ როდესაც გოგონების წინადაცვეთის ფაქტი დაფიქსირდა კახეთში, ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში?

- შეიძლება ვიღაცეებს აწყობს ამ თემის წამოწევა. რატომ წამოიწია მაინცდამაინც დღეს? მე არ ვარ გამომძიებელი, რომ ეს გამოვიძიო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში გამოჩნდება მიზეზი თუ რატომ წამოიწია ამ პრობლემამ და ვინ წამოწია.

თქვენ ფიქრობთ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით?

- ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რელიგიურ გამოძიებას. ჩვენ გავარკვევთ რატომ წამოიწია დღეს ამ თემამ და ვისგან. გეფიცებით ადამიანობას, რომ პირველად გავიგე ამის შესახებ. 27 წელია რაც წინამძღვარი ვარ და პირველად მესმის, რომ საქართველოში ხდება ქალბატონების წინდაცვეთა. იმიტომ ვამბობ, რომ ეს არის რაღაცა ახალი პროვოკაცია, რომ აი, თურმე, მუსლიმი ქალბატონების უფლებები ირღვევა, მათზე ძალადობა ხდება, ნახეთ რას შვრებიან მუსლიმები, ისევე როგორც მიდის მუსლიმების ტერორისტებად გამოცხადება.

თქვენ ახსენეთ ისლამური სახელმწიო, მე ასე არ დავარქმევდი, რადგან ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენელი ადამიანს არ მოკლავს, მას გულს არ ატკენს, მაგრამ რატომღაც მათ ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებს უწოდებენ, რაც ასევე პროვოკაციაა. მუსლიმი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ მოკლავს ადამიანს. ყურანში ღმერთი გვიკრძალავს მკვლელობას, კაცთა ჩაგვრას და მითხარით როგორ ვიქნებით ჩვენ ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები? ის, ვინც კლავს, ბომბავს და ყველაფერს ანაგდურებს, ეს არ არის ისლამი, ამას არ ქადაგებს ყურანი. პიროვნება თუ აშავებს, ამას ნუ დავარქმევთ ისლამს და მუსლიმი ადამიანის დანაშაულს.

მაგრამ ამ კონკრეტულ ფაქტს რას დაარქმევთ?

- იმას, რომ ეს არის პროვოკაცია, თითქოს მუსლიმები ჩაგრავენ ქალბატონებს და არღვევენ მათ უფლებებს. როგორც გითხარით, ეს ტრადიცია არა მარტო დღეს, არა მარტო მუსლიმებში, არამედ ისლამამდეც იყო აფრიკულ და არაბულ ქვეყნებში. რატომღაც ახლა, ამას მუსლიმებს მიაწერენ, ეს არის ისლამოფობიის გამოვლენა. ყველა რელიგიას თავისი ტრადიცია გააჩნია. ჩვენ იმ ტრადიციით ხომ ვერ ავაგებთ ჩვენს რელიგიას?! ისლამის წინაპირობა არ არის წინადაცვეთა. ისლამის წინაპირობა არის ღმერთის და შუამავლის დაჯერება. ვინც ამას აღიარებს, ის არის მუსლიმი.

ომისა და მშვიდობის წარმომადგენელი საქართველოში გიორგი კუპატაძე აცხადებს, რომ ეს პრაქტიკა გადმოჰყავთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაღესტანიდან გადმოვიდნენ და ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორაზე. თქვენი ინფორმაციით, დაღესტანში შემორჩენილია ეს ტრადიაცია?

- მაშინ იმ დაღესტნელებს შეეკითხონ. არ ვიცი, რა ტრადიცია აქვთ დაღესტანში, შეიძლება იყოს ეს წეს-ჩვეულება, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ეს საქართველოშიც არის. 

ნანახია - 1822

jaba64

2016-11-09 15:43:09

ეს მითხარით, თუ ქალების წინადაცვეთაა პრობლემა, ბიჭების რატომ არაა? აბა თანასწორობაო?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80