სემეკში ფირფიტა გადააბრუნეს: დენი და გაზი შეიძლება გაძვირდეს
ეკონომიკა

სემეკში ფირფიტა გადააბრუნეს: დენი და გაზი შეიძლება გაძვირდეს

სემეკში ფირფიტა გადააბრუნეს: დენი და გაზი შეიძლება გაძვირდეს
ბექა დანელია

2016-12-21 00:13:45

მოსახლეობას მოულოდნელად შეაპარეს, რომ დენისა და გაზის გაძვირებისთვის მოემზადოს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ენერგეტიკის სამინისტრო და სემეკი მონაცვლეობით ამტკიცებდნენ, რომ ტარიფები არ გაიზრდებოდა, მაგრამ ახლა სემეკმა პოზიცია შეიცვალა. გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, კომუნალური გადასახადების გაძვირების საფრთხე აშკარაა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი კომუნალური ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მყოფმა ირინა მილორავამ აღნიშნა, რომ მომდევნო დღეებში შესაძლებელი იქნება სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით კონკრეტული პროგნოზის გაკეთება.

„ყველა მომდევნო დღე ამ კვირაში და მომდევნო კვირაში არის ტარიფების სხდომა. ვიდრე ჩვენ სამომხმარებლო ტარიფებზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქამდე ვმსჯელობთ გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფებზე, ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებზე. უკვე განხილული გვაქვს გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები და აქ ზრდა არის „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და „ენერგოტრანსის“ ნაწილში. ზრდა გამოიწვია იმ ამბიციურმა საინვესტიციო გეგმამ, რომელიც „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აქვს.

შემდეგ სხდომაზე უკვე ვიხილავთ თბოელექტროსადგურების ტარიფს, შემდეგ მოხდება ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების განხილვა და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სამომხმარებლო ტარიფებზე პროგნოზების გაკეთება. დღეს ჩვენი მხრიდან რამე შეფასება ამ მხრივ არასწორი იქნება“, - განაცხადა მილორავამ.

ნიშნავს თუ არა სემეკის თავმჯდომარის ასეთი პოზიცია იმას, რომ ენერგომატარებლების გასაძვირებლად ნიადაგი იქმნება? საპარლამენტო უმცირესობაში სწორედ ასე ფიქრობენ. დეპუტატი დავით ბაქრაძე უახლოეს მომავალში კომუნალური გადასახადების გაზრდას ვარაუდობს და აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების შედეგად მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეექმნება.

„პირველი საფრთხე არის კომუნალური გადასახადების გაზრდა. თუ ლარის დღევანდელი კურსი შენარჩუნდა, ჩვენი ენერგოსისტემა იძულებული იქნება, გადახედოს ტარიფებს - იძულებული იქნება, გააძვიროს ელექტროენერგია და გაზი. მოსახლეობას საფასური გაეზრდება შუა ზამთარში, რაც მათთვის უმძიმესი პრობლემა იქნება. მეორე პრობლემა კი არის ეკონომიკური კოლაფსი 2017 წელს. სრული გაურკვევლობაა მოსახლეობასა და ბიზნესში. დღეს არავინ იცის, როგორი იქნება ლარის კურსი შემდგომ თვეებში, რაც ბიზნესს მომავალი ბიზნესგეგმის დაგეგმვაში სერიოზულ პრობლემას უქმნის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ელექტროენერგიაზე ტარიფი მცირედით, გაზზე კი უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეკონომიკის ექსპერტის, გია ხუხაშვილის თქმით, ახლა რთულია კონკრეტული ციფრების დასახელება, თუმცა, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლების ოპტიმისტური განცხადებებისა, ცხადია, რომ ტარიფის ზრდა მოსალოდნელია.

„ელექტროენერგეტიკაში ტარიფის შენარჩუნება-კომპენსირების რამდენიმე გზა არსებობს. ეს შეიძლება მოხდეს საინვესტიციო კომპონენტის შემცირებით, რაც მეორე უბედურებაა, რადგან შედეგად შეიძლება მივიღოთ სინათლე გრაფიკით და ავარიული და არაფუნქციონირებადი სისტემა. კიდევ ერთი გზაა სუბსიდირებაა, მაგრამ ტოტალური სუბსიდირების სისტემაზე გადასვლაც არ შეიძლება.

რაც შეეხება ტარიფებს, გაზის ნაწილში მატება უფრო მეტი იქნება, რადგან მას პირდაპირ უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ. ელექტროენერგიის კუთხით ცოტა უკეთესი ვითარება, რადგან აქ ჰესების მიერ გამომუშავებული იაფი ენერგია გვაქვს. ამიტომ ტარიფი შედარებით მცირედით, სავარაუდოდ, 2-3 თეთრით გაიზრდება, გაზზე კი უფრო მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი“, - აღნიშნა ხუხაშვილმა „ბიპიერთან“ საუბრისას.

სხვაგვარად ფიქრობს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ენერგოკომპანიებს ტარიფის ზრდის მოთხოვნის მორალური უფლება არ აქვთ, რადგან დიდი „ლუფტით“ მუშაობენ. მისი თქმით, „ენერგო პრო ჯორჯია“ და „თელასი“ ზეგეგმიურ მოგებაზე მუშაობენ და იმით აპელირება, რომ ლარის კურსის ცვლილების გამო ტარიფი გაიზარდოს, არ შეიძლება. ორივე კომპანიასთან დადებული სახელმწიფო ხელშეკრულებები, სამწუხაროდ, გასაიდუმლებულია.

ჭიჭინაძის ინფორმაციით, ენერგო კომპანიებს გაწერილი ჰქონდათ გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებები და ამის შედეგად ტარიფშიც წინმსწრებად ჰქონდათ გათვალისწინებული. „სამწუხაროდ, ეს ინვესტიციები განხორციელებული არ არის და დღეს ამის მომთხოვნიც არავინაა“, - აცხადებს ჭიჭინაძე და დასძენს, რომ იმპორტირებული ენერგიის წილი მცირეა და ის დაახლოებით მთლიანი ენერგიის 1/3-ს შეადგენს. ადგილობრივი ენერგია ბევრად იაფია და ამიტომ გაძვირების საფუძველი არ არსებობს.

ნანახია - 787

papa

2016-12-21 13:51:47

როგორც გინდა ამათ იძახონ.. არა, არ გავაძვირებთო..... გჯერათ ეხლა ამათი რომ არ გააძვირებეენ??
დაჟე შეიძლება ამ ზამთარშივე გააძვირონ კიდეც--- იტ/ყვიან ზამთარია ..ენერგიის დიდი მოხმარებააა, კაშხალში წყალი აღარაა,... ქსელებს დიდი მომსახურება უნდა და ... ესეთი რაღაცეები.
მით უმეტეს მაგათ მხოლოდ ის თქვეს, რომ ..ამ ეტაპზე არ გაძვირდებაო..ამ ეტაპზეო..
.ესე იგი ,,ამ ეტაპზეო,, თორემ სამისდღემშიოდ არ გაძვირდებაო, ეგ არ უთქვიათ
გაუძვირებელ ეტაპს კიდევ,..ჩქარა დააამთავრებენ..
..თან დაააყოლებენ ეგენი კერძო კომპანიებია, აბა ჩვენ რა ვქნაათო..
მოკლედ მოიგონებენ რაღაცას და გვეტყვიან....გაძვირდაო.
სამწუხაროდ ეგრე იქნება, ეგრე...

დავით11

2016-12-21 15:45:44

papa-ს
უჭირს მთავრობას და გვერდში უნდა დავუდგეთ

kitanoo

2016-12-21 16:29:25

papa- ვხვდებოდით რომ გაფრინდებოდნენ ,მარა ასე ჩქარა და ასეთი პატარა აეროდრომის ზოლიდან თუ მოახერხებდნენ ძნელად წარმოსადგენი იყო.

Toni

2016-12-21 19:12:21

ამათ ვატყობ ერთი სული აქვთ ახალ წელს "უმადური ქართველი ერისაგან დაუფასებლები" შეხვდნენ სადმე ევროპა-ამერიკაში.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80