დოლარი რეკორდს ამყარებს, ლარი - ანტირეკორდს
ეკონომიკა

დოლარი რეკორდს ამყარებს, ლარი - ანტირეკორდს

დოლარი რეკორდს ამყარებს, ლარი - ანტირეკორდს
ბექა დანელია

2016-12-21 23:43:15

მსოფლიო ბაზრებზე დოლარის უპრეცედენტო გამყარება გრძელდება, საქართველოში კი ლარის დევალვაციას ბოლო არ უჩანს. შედეგი ვერ გამოიღო ვერც ეროვნული ბანკის განცხადებამ და კომერციული ბანკებისთვის მიწოდებულმა 40 მილიონმა დოლარმა. ლარი უკანმოუხედავად მიიწევს 3,0-ის ნიშნულისკენ.

20 დეკემბერს იენისა და ევროს ვარდნის ფონზე, აშშ დოლარი ძირითად ვალუტებთან მიმართებაში გამყარდა და 14-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. იგივე ტენდენცია შენარჩუნდა მომდევნო დღესაც.

„როიტერის“ ინფორმაციით, იაპონური იენი დოლართან მიმართებაში 1%-ით გაუფასურდა, რისი მიზეზიც იაპონიის ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება გახდა. დოლარი იენთან მიმართებაში ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჯამში, 12%-ით გამყარდა.

დოლართან მიმართებაში ასევე გაუფასურდა ევრო, რაზეც გავლენა იქონია თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობამ და გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე განხორციელებულმა თავდასხმამ, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. შედეგად, დღეს ერთი ევროს ღირებულება 1.04 დოლარზე ქვემოთ დაეცა, რითაც თითქმის მიუახლოვდა 15 დეკემბერს დაფიქსირებულ 13-წლიან მინიმუმს.

გუშინ აშშ-ის საფონდო ბირჟამ ზრდა დააფიქსირა და დოუ ჯონსის ინდექსმა თითქმის 20 000-პუნქტიან ნიშნულს მიაღწია, რაც ყველა დროის მაქსიმალური მაჩვენებელია.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ნიუ იორკში დილიდანვე დოუ ჯონსის ინდექსი 0,49%-ით გაიზარდა და 19 981,03 პუნქტი შეადგინა. S&P-ის ინდექსი 0,33%-ით 2269,90 პუნქტამდე გაიზარდა. ნასდაქის ელექტრონული ბირჟა კი 0,53%-ით გაიზარდა და 5486,32 პუნქტი შეადგინა.

ასეთი ფონით სარგებლობენ საქართველოში და ლარის საგანგაშო გაუფასურებას მთლიანად საგარეო ფაქტორებს აბრალებენ. მართალია, ეს მომენტი გავლენას ახდენს, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც ჩვენი ვალუტა უფასურდება.

„ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკა აბსოლუტურ თანხვედრაში იყო მეზობელი ქვეყნების, ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების დინამიკასთან. თუმცა, ბოლო დღეების დინამიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ლარის კურსი, როგორც ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, გადახრილია ფუნდამენტური ფაქტორებისგან“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

სამწუხაროა, რომ ლარი სწორედ არაადეკვატურად რეაგირებს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, რაც მარტივი ანალიზითაც აშკარად ჩანს. ბოლო 1 თვის მონაცემების მიხედვით, რეგიონის ქვეყნების ვალუტებში ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა.

სააგენტო „ბლუმბერგის“ მონაცემების მიხედვით, ქართული ლარმა დოლართან მიმართებაში, ბოლო 1 თვეში 11,82%-ით დათმო პოზიცია, ხოლო რეგიონის ქვეყნების ვალუტების მდგომარეობა ასეთია:

აზერბაიჯანული მანათი 4,33%-ით გაუფასურდა, თურქული ლირა 5,12%-ით დაეცა, სომხური დრამი 0,31%-ით გაუფასურდა, რაც შეეხება რუსულ რუბლს, ბოლო 1 თვეში 3,33%-ით გამყარდა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ქართული ეროვნული ვალუტა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ზუსტად პასუხობს, არ შეიძლება. საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით ლარის კურსი დღეს დაახლოებით 2,55-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს და არა 2,80-ზე. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მეზობელ სომხეთში და რუსეთში შესაშური სტაბილურობაა, ლარის დევალვაციის მთლიანად გარე ფაქტორებზე გადაბრალება მთავრობის მხრიდან, უბრალოდ, არაკომპეტენტურობაა.

ნანახია - 903

natali

2016-12-22 00:23:12

გახდება დოლარი 2.55. და გაგვიხარდება:)))) კარგი საკენკია იდიოტებისთვის.

natali

2016-12-22 00:24:17

რაც გინდა თქვით და ახლა დავრწმუნდი, რომ ქუმსიშვილი დეგენერატია!! დე-გე-ნე რა-ტი!!!!!!!!!!!

გავაფორმე პროექტი, გადმომირიცხეს ავანსი, ის ავანსი აბსოლუტურად მიდის სამუშაოზე, ხანდახან არც ყოფნის. ხოდა ახლა აპირებს ეს ნამდვილი დეგენერატი, რომ დღგ ჩარიცხე ავანსის ჩარიცხვისთანავეო. ხანდახან სულ არაა ის ავანსი დღგ-ს რაოდენობის. ან ის სამუშაო რა ფეხებით ვაკეთო? ან იქნებ ის დამკვეთი სულარ მირიცხავს ფულს და გადამაგდო? შენ ხელებიც დაგიბანია არა???
მერე კიდე, ყველამ იცის, რომ ბიზნესგარემოზე დადებითად მოქმედებს გადასახადებიის გამარტივება. ეს კიდე რაღაცეებს იგონებს, ხლართავს და ართულებს. ე.ი. მთელი საქართველო ბუღალტრებად უნდა ვიქცეთ არა?
კვირიკაშვილო!!! მოაშორე ეს დეგენერატი!! თუ არა და შენც მოშორდი!
ვააააა.....ყველა დეგენერატი მთავრობაში როგორ მიძვრება რაააა......

NEVRO

2016-12-22 10:24:04

ძალიან სამართლიანი შენიშვნებია ქალბატონო ნატალი თუ კონტრაქტის მთლიანი ღირებულების შესაბამის დღგ-ს გადახას ითხოვენ. უფრო სამართლიანი იქნებოდა კვარტალში ერთხელ რეალურად დარიცხული თანხებიდან მოხდებოდა შესაბამისი დღგ-ს გადახდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საწარმომ შეიძლება გახარჯოს ყველა თანახა და დღგ-ს გადასახდელად აღარაფერი დარჩეს?!

natali

2016-12-22 11:53:10

სულ რომ ვერაფერს გავაკეთებთ მე და ჩემნაირები, მაშინ შეევსებათ არა ბიუჯეტი????? და მე და ჩემი ხლხი რომ მივადგებით მთავრობას დაგვასაქმეთო, მერე გვიან იქნება, გინდაც ეგ დეგენერატი ციხეში ჩასვან. ნამდვილი დეგენერატია!!!!!ნამდვილი!

ასე მალე ჯერ არცერთ მთავრობას არ ჩაუსვრია. (((ისე კი არჩევნებზე ისე ცოტა ხალხი მივიდა, ბევრს არც ჰქონდა ამათი იმედი, სამწუხაროდ((((((((ახლა მეუბნებიან, ენ-დეო!!!!!

natali

2016-12-22 12:03:12

საქმის ერთიანი ხედვა და გეგმა არა აქვთ, არანაირი მიმართულება არ გააჩნიათ, უბრალოდ მიედ-მოედებიან რაღაცეებს. ხან რას წამოისვრიან და მოსინჯავენ ნიადაგს და ხან რას. უფალო დაგვიფარე!!!!!!!

tngh

2016-12-22 12:31:56

ჩარიცხული თანხიდან, რომ დღგ უნდა იქნეს გადახდილი დღეს გაიგეთ??? თანაც თვეების მიხედვით... რა არის აქ გასაკვირი...

tngh

2016-12-22 12:35:35

ქ-ნო ნატალი!!! თუ თქვენ ავანსის სახით კონტრაქტის თანხის ნაწილი ჩაგერიცხათ, უნდა გადაიხადოთ ამ თანხის შესაბამისი დღგ და არა მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების...

natali

2016-12-22 13:03:09

საქმე რით ვაკეთო, რით???? ის ავანსიც არ ჰყოფნის ხშირად, მე თქვენ გეტყ/ვით და დამიტოვეთ რაიმე მოგება, რომ რეზერვში მქონდეს ფული. აააა...ბანკიდან უნდა ვისესხო არა? მიდით, მიდით, იმუშავეთ ბანკებზე, რასაც დაიჭერთ, ნახავთ!
ბიზნესის ხელშეწყობაზე იმან უნდა მიიღოს კანონები, ვისაც თვითონ დაუწყია და უკეთებია რაღაც, თორემ ასე თეორიულად ნასწავლებით არაფერი გამოვა,
ვაააა...თვითონაც ჩემს კისერზე სხედან და რაღაც იდიოტურ კანონებს მიდგენენ, ხელშეწყობის მაგივრად აღარ იციან რით შემიშალონ ხელი.
მიეცით ერთი ბუტკა მაგ ქუმსიშვილს და ერთი წელი ამუშაოს და ნახოს მერე რა დარჩება და უღირს თუ არა ბიზნესის კეთება.
მაგარია ხო ბიუჯეტის კისერზე ჯდომა და შორიდან რაღაც იდიოტური კანონების მიღება.
ტურიზმიდან შეავსებთ ბიუჯეტს? ის ტურისტი ბენზინს ხარჯავს ქართულს, სასტუმროა ქართული მასალით აშენებული, პირსახოცი, ლოგინია ქართული, თუ....ნემსიც კი არ გაქვთ ქართული წარმოების. ჩვენი ტურიზმით სხვა რომ ხეირობს და შენ მხოლოდ მოსახურე პერსონალი ხარ, ეს გიხარიათ? მე სულაც არა!!!!თუ ის სუვენირების გამყიდველი ჯიბიდან ამოღებული ღუჯა ფულიდან რომ გადაიხდის გადასახადს ის შეგივსებთ ბიუჯეტს???
ბათუმის ბულვარში ამ ზაფხულს ვუყურებდი, უხარისხო თურქულ ფილებს რომ აგებდნენ, ქვა არ გავქვს საქართველოში? მაგრამ ვინ გახსნის რამეს, ვირივით უნდა იმუშაოს ჩემსავით და არაფერი დარჩეს.
არ გაქვთ არანაირი შორს ხედვის უნარი არა!!!! ძალიან ახლომხედველები ხართ.

natali

2016-12-22 13:14:10

ის ტურისტი რაც ბევრ ფულს დახარჯავს, მით მეტი ფული გადის საქართველოდან იმიტომ, რომ ქართული წარმოების არაფერი არაა.
ტურიზმზე მერე იფიქრეთ, ქართული წარმოება რომ აგიყვავდებათ და ქართულს რომ მოახმართ. მაგრამ ამ კანონებით მხოლოდ ტვინები თუ აგიყვავდებათ. თქვენ კიდე ტურიზმით გინდათ დაიწყოთ. უკუღმა აკეთებთ. ამიტომაც ხართ დეგენერატები!!!!!!!!!!!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80