პარლამენტმა ხეების უფასოდ მოჭრის იდეა სასწრაფოდ აიტაცა
ეკონომიკა

პარლამენტმა ხეების უფასოდ მოჭრის იდეა სასწრაფოდ აიტაცა

პარლამენტმა ხეების უფასოდ მოჭრის იდეა სასწრაფოდ აიტაცა
ბექა დანელია

2016-12-22 16:00:07

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სარეკორდოდ მცირე დროში მხარი დაუჭირეს იმ კანონპროექტის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო კომპანიებს უნდა შეეძლოთ კერძო ტერიტორიაზე დაზიანებული ხეების მოჭრა გადასახადის გარეშე. საკანონმდებლო წინადადებით კომპანია „ემ კვადრატმა“ 15 დეკემბერს მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს.

პარლამენტს სულ 5 დღე დასჭირდა „ემ კვადრატის“ განცხადების განხილვის დასაწყებად ხეების მარტივად მოჭრის თაობაზე და სამმა კომიტეტმა - მათ შორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა - მხარი დაუჭირა ამ თემაზე კანონპროექტის ინიცირებას.

კომპანია „ემ კვადრატის“ განცხადებაში მოთხოვნილი იყო დაზიანებული ხეების მოჭრისთვის გადასახადების გაუქმება და ხეების მდგომარეობის შეფასების მკაფიო სისტემის შემუშავება. პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ამ საკითხების ასე დაჩქარებით განხილვის მიზეზი განმარტა:

„როგორც ვიცი, ეს საკითხი, უკვე წელიწადია, განიხილება და იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტი სექტემბრიდან, ფაქტობრივად, პარალიზებული იყო, მხოლოდ ეს არის ამ საკითხის დაჩქარებულად შემოტანის მიზეზი“.

გარემოს დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს საშიში ინიციატივაა და მასობრივი პროტესტით იმუქრებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელ ერეკლე ურუშაძეს ეჭვი გაუჩინა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა პასიურობამაც, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ და მხოლოდ „ემ კვადრატის“ დირექტორი გამოვიდა მოკლე სიტყვით:

„ნებისმიერი, ვისაც პარლამენტში წინადადება შეუტანია, დაადასტურებს, რომ ასე ჩქარა წინადადებები არ განიხილება, მით უმეტეს, კერძო სუბიექტებისგან შესული. მეორე მხრივ კი, უნდა ვიფიქროთ, ვინ შეიძლება იხეიროს ამ ცვლილებით, რადგან რეალურად თანხა, რომელიც „ემ კვადრატს“ დაეზოგება (დაზიანებული ხეების მოჭრისთვის გადასახადის გაუქმების შედეგად), მიზერულია, მათი პროექტების ღირებულებასთან შედარებით. ეს შეიძლება აწყობდეს ისეთ კომპანიას, რომელიც ქალაქგარეთ გეგმავს მშენებლობას და რამდენიმე ათასი ხის მოჭრა სჭირდება“, - განუცხადა რადიო „თავისუფლებას“ ურუშაძემ.

„მწვანე ალტენატივა“ და „პარტიზანი მებაღეები“ კი პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ, რათა დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდეს:

„ძალზე ხშირად, დაავადებული ხეების ნაცვლად, იჭრება ჯანსაღი ხეები, რის გამოც გამოუსწორებელ ზიანი ადგება გარემოს და ადამიანთა ჯანმრთელობას. მიგვაჩნია, რომ უნდა გამკაცრდეს და საჯარო გახდეს ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემის პროცედურა, ასევე, ხეების მდგომარეობის შეფასების პროცესი. გადაუდებელი შემთხვევაში ხეების მოჭრის აუცილებლობისას დეტალურად უნდა დასაბუთდეს გადაუდებელი აუცილებლობა და მოხდეს დანაკარგის სრული კომპენსაცია (მათ შორის, ფულადი, სანაცვლო ხეების დარგვა-მოვლის და სხვა სახით). ხეების მოჭრაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა წარიმართოს საჯარო ადმინსტრაციული წარმოების წესით“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს ბიზნესის სტიმულირებას და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამავე განცხადების თანახმად, ეს წინადადება ასევე მნიშნელოვნად დაეხმარება ქალაქის შესაბამის ორგანოებს თავისი ფუნქციის ჯეროვნად შესრულებაში, რაც, საბოლოო ჯამში, მუნიციპალურ ხარჯებს დაზოგავს:

„მოგეხსენებათ, თბილისში პარკების, ბაღებისა და გამწვანების საერთო ფართობი ძალზედ მცირეა განაშენიანებული რაიონებისა და ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით. ქალაქში, სადაც 1,5 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, გამწვანებული ადგილი ერთ მოსახლეზე 15 კვადრატულ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, თბილისის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 13 კვადრატულ მეტრს არასოდეს აღემატებოდა (1983 წლის მონაცემი), 2001 წელს ეს მონაცემი ბევრად ნაკლები იყო და ერთ მოსახლეზე 5,6 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. დღეს განახლებული მონაცემები არ არსებობს, თუმცა მწვანე საფარის შემცირების ტენდენცია თვალსაჩინოა და ძალზედ შემაშფოთებელია დედაქალაქის ყველა მაცხოვრებლისა და სტუმრისთვის“, - აცხადებენ არასამთავრობოები.

საკანონმდებლო წინადადების ავტორები პარლამენტს მოუწოდებენ, ეს ინიციატივა ისეთივე დაჩქარებული წესით განიხილონ, როგორც „ემ კვადრატის“ ინიციატივა დაავადებული ხეების ჭრაზე.

ნანახია - 902

natali

2016-12-22 17:45:57

კანონებზე უნდა იმუშაო და ისეთი კანონები მიიღო, თითოეული პაზლის კავადრატივით იყოს, რომ მერე შეკრა და მიიღო ძლიერი კანონმდებლობა, სადაც ყველა კანონი იმუშავებს და ქვეყანას წინ წაიყვანს. კანონმდებლობა რელსებია, რომელზეც ქვეყანა უნდა შეაყენო. პარლამნეტმა უნდა მოითხოვოს ეს კანონები, ხოლო იურიდიულმა სამსახურმა დაწეროს, პარლამენტის დაკვეთა შეასრულოს. სულაც არაა საჭირო იურისტები ისხდნენ დეპუტატებად. დეპუტატებად უნდა ისხდნენ გონიერი ხალხი და არა რეზერვუარები, რომ ეტ/ყვიან აი ეს კითხვა უნდა დასვაო და იმასაც ვერ დაიმახსოვრებენ.:))))
ზოგს ჰგონია, რაკი საკანონმდებლო ორგანოა, იურისტები უნდა ისხდნენ იქ. იურისტების აწყობილი ქვეყანა საშინელებაა. იურისტები დაკვეთას უნდა ასრულებდნენ.

ახლა ამათ არანაირი მიზანი არ აქვთ, რა უნდათ, როგორი ქვეყანა უნდათ, არ იციან რა უნდა ააწყონ და რა კვადრატებზე ვლაპარაკობ? მანქანას რომ აწყობ, სათითაო კვანძს ქმნი, მერე იმ კვანძებს დეტალებად შლი და თითოეულ დეტალს ცალკე ხაზავ (განდეტალებას ახდენ) და ისე აწოდებ გამოსაჩარხავად. იმ გამომჩარხველმა (ბიძო რომ მუშაობდა) მხოლოდ გამოჩარხვა იცის და მანქანა როგორ მუშაობს და სხვა რა კვანძებია საჭირო, სულაც არ ეკითხება. ასეა იურისტიც. უნდა მოაწოდო დეტალი და გამოჩარხოს კანონი
მაგრამ სახელმწიფო მანქანა რომ ააწყო, მაგას სჭირდება მეცნიერი გამომგონებლები. როგორც ჩანს ამ საქმეში დეფიციტია ქვეყანაში.

ესენი რას აკეთებენ?
არიქა, რომელიმე მათგანს, ვინც ლობირებს რომელიღაც ბიზნესს და წილშია, დასჭირდა რაღაცის გაკეთება და მიდიი....გამოაცხობენ კანონს. მერე სხვას დასჭირდება რაღაც და კიდევ სხვა კანონს, რომელიც შეიძლება სრულიადაც შეუსაბამოა წინა კანონთან მიმართებაში. ასე აბდა-უბდა გადასკუპდაში არიან. და ამში მე ვიხდი ფულს, ვუხდი ხელფასებს:))) მერე შემოაკლდებათ ფული და იგონებენ რაღაცეებს როგორ გამატ/ყაონ უკეთესად.

ეეე......როგორც ვატ/ყობ გამომიყვანთ თქვენ მე ამ კუხნიდან:))))

natali

2016-12-22 19:20:34

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტის ცემის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.
---------

აი ესეც მაბრაზებს. რატომ უსვამენ ხაზს, რომ ჟურნალისტია? რა მნიშვნელობა აქვს პროფესიას? პოლიციელი მოქალაქეს უნდა იცავდეს, თუ სცემდეს? მე რომ ვეცემე, აიყვანდა პირად კონტროლზე?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80