პურის გაძვირების ზღვარზე
ეკონომიკა

პურის გაძვირების ზღვარზე

პურის გაძვირების ზღვარზე
ბექა დანელია

2016-12-23 16:30:11

თუკი დენი და გაზი გაძვირდა, დღის წესრიგში დადგება ყველაზე მგრძნობიარე საკითხი - პურის გაძვირება. აქამდე არც ეკონომიკურ კრიზისს და არც ლარის დევალვაციას მეპურეები არ შეუშფოთებია, მაგრამ ენერგომატარებლებზე ტარიფის ზრდამ ისინი საგონებელში ჩააგდო.

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე შიშობს, რომ პურზე ფასი არ გაიზარდოს. იგი კონკრეტულად ვერ საუბრობს, უნდა ველოდოთ თუ არა ამ მიმართულებით ფასების ზრდას, თუმცა აცხადებს, რომ ფასებთან დაკავშირებით პურპროდუქტების ბიზნესის წარმომადგენლები ამ საკითხზე დაფიქრებულები არიან.

„კომენტარს, გაძვირდება თუ არა, ვერ გავაკეთებთ. ფქვილიც გაძვირდა. შეშინებული ვარ, რომ არ გაიზარდოს პურპროდუქტების ფასი. ფქვილი დაახლოებით ერთი თვეა 36-ლარიდან 40-ლარამდე გაძვირდა. საუბრობენ, რომ ახალი წლიდან კიდევ მოიმატებს. გუშინ სამმა კომპანიამ დამირეკა ფასთან დაკავშირებით, რომ იქნებ ვუთხრათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რა მდგომარეობაში ვართო“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, არის მექანიზმები, რომლითაც შესაძლებელია, რომ ამჟამინდელი ფასი შენარჩუნდეს.

„უბრალო მაგალითს გეტყვით, აზერბაიჯანში დღგ შეუჩერეს მეპურეებს. ჩვენთან სატრანსპორტო ხარჯებიც მაღალია. შესაძლებელია დარეგულირება ისე, რომ მტკივნეული შედეგები არ მოჰყვეს. წინა პლანზე დგას პურის დამამზადებელი, ხოლო ფქვილის დამამზადებელი არასდროს ჩანს. ისინი ძალიან ჩუმად უმატებენ ამ ფასებს და არ ჩანან, ჩვენ კი ვილანძღებით. ეს უნდა დასრულდეს“, - განუცხადა „ბიპიენს“ დოლიძემ.

ვითარებას შემაშფოთებელს უწოდებს საპარლამენტო ოპოზიცია.

„როდესაც მოხდება ტარიფის ზრდა იურიდიული პირებისთვის, მათ შორის, პურის ქარხნებისთვის, სავარაუდოდ, ეს ასევე გამოიწვევს პურის ფასების ზრდას. ასე რომ, მინდა, კიდევ ერთხელ კარგად დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები ხალხს ავაცილოთ. არავის არ სიამოვნებს, მათ შორის, არც საპარლამენტო ოპოზიციას, მუდმივად ამ თემებზე აპელირება, მაგრამ ჩვენ შევედით წრეზე, საიდანაც გამოსავალი რეალურად არ ჩანს. ამას კიდევ დავამატებდი აქციზის ფასების ზრდას, რის შედეგადაც საწვავზე ფასი იზრდება. რეალურად ქვეყანაში გაძვირდება ყველაფერი, თითოეული საგანი, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ“, - აცხადებს დეპუტატი გიორგი ტუღუში.

რასაკვირველია პურპროდუქტებზე ფასის ზრდა დენისა და გაზის შესაძლო გაძვირებას უკავშირდება. სემეკის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, ეს ძალიან რეალური ჩანს, მაგრამ ენერგეტიკის მინისტრი ჯერ ისევ საპირისპიროს ამტკიცებს.

„თუ იქნება იმის აუცილებლობა ლარის კურსიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გადაიხედოს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას, დღეს ამის აუცილებლობა არ არის. ძალიან არასერიოზულ განცხადებებს ვისმენთ ე.წ ექსპერტების მხრიდან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან პარალმენტში, თითქოს გრაფიკით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ტარიფები გაძვირდება და ა.შ.

ტარიფებს ადგენს მარეგულირებელი კომისია. დღევანდელი გადმოსახედიდან ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება. თბოსადგურის ტარიფებთან დაკავშირებით გარკვეულწილად მოხდა მატება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომხმარებელი ტარიფები გაიზრდება და მოქალაქე ელექტროენერგიაზე გადაიხდის გაძვირებულ გადასახადს“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და ყველას მოუწოდა თავი შეიკავონ აბსურდული და არარეალური განცხადებებისგან.

ელექტროენერგიაზე საფასურის ზრდას არ ელოდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური. მისი თქმით, სემეკი ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლოებისთვის ტარიფი არ გაიზარდოს.

„სემეკი და ხელისუფლება, ყველანი ფიქრობენ, რომ მოსახლეობისთვის არ დამძიმდეს ვითარება და არ ვფიქრობ, რომ რაიმე საშინელება გველოდება წინ. თბოელექტროსადგურების წილი მთლიან ხვედრით ტარიფში არის ძალიან მცირე, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების საფუძვლად იქცევა“, - აღნიშნა ძიძიგურმა.

ნანახია - 675

ttt56

2016-12-23 18:22:06

ვაშა,ურა ქართულ ოცნებას,მასე გააგრძელეთ და რა ხვიშსტსაც დაიჭერთ,ვნახოთ

natali

2016-12-23 19:01:08

ეს ნახეთ

http://www.imedi.ge/index.php?pg=nws&id=75876&l=1

და ახლა აქ ნახეთ დოლარად რომ ყრია ეს ჭკვიანი ბეჭდები.

https://www.alibaba.com/trade/search?fsb=y&IndexArea=product_en&CatId=&SearchText=smart+ring
--------------------------------------

აი რაში ყრიან ფულს. ატ/ყუებენ ხალხს და რაც ყველაზე საგანგაშოა, ძალიან ცუდ რაღაცეებს აჩვევენ ამ ბავშვებს. რა დააფინანსეს, ალიბაბაზე ყიდვა??????რომ გატყ/უებენ, რაღაც მოვიგონეთო, აგერაა ეს ოხერი ინტერნეტი,ჩაიხედე,, რატომ ტ/ყუვდები და ყრი სხვის წვალებით ნაშოვნ ფულს? არ გენაღვლება არა??

ეხ, ქუმსიკ, ქუმსიკ.....

bibo

2016-12-24 13:21:54

ეგ პური თანდათან რომ პატარავდება ბებიაჩემივით,გაძვირება არ არის?

papa

2016-12-24 13:37:12

მარტო დაპატარავება არააა გაძვირებაო.. მაგას გაძვირებაში არ გვითვლიან
თან ფასიც უნდა მოემატოს კიდევ...ფასიცო..

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80