თბილისს მოსკოვის ცრემლების არ სჯერა
პოლიტიკა

თბილისს მოსკოვის ცრემლების არ სჯერა

თბილისს მოსკოვის ცრემლების არ სჯერა
თამთა ქარჩავა

2016-12-24 11:45:23

ვლადიმერ პუტინი საქართველოს ცალკეული სტრუქტურების მხრიდან, „გარკვეულ სიგნალებს ხედავს“ და შესაბამისად, არ გამოვრიცხავს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაბრუნებას. როგორც შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, „რამდენად ტრიავიალურად უნდა მოგვეჩვენოს, რუსეთს არ დაუწყია საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში“. თუმცა, ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, უნდა ვიფიქროთ ურთიერთობების ნორმალიზებაზე.

„არ გამოვრიცხავ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნებას. მიმაჩნია, რომ ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, მით უმეტეს, რომ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს საქართველოს ცალკეული მმართველი სტრუქტურების მხრიდან. მნიშვნელოვანია ნორმალური ურთიერთობების დალაგება სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხაზით, ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის თვალსაზრისით, რათა უვიზო რეჟიმმა ჩვენი უსაფრთხოება არ დააზარალოს. ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის ლიდერის ამ პოლიტიკურ გზავნილს უპასუხეს თბილისში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე საქართველოსა და რუსეთის შეფასებებში რადიკალური განსხვავება საყოველთაოდ ცნობილია. მისივე თქმით, ამ პოზიციას სრულად იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა.

„მიუხედავად რუსეთთან ურთიერთობაში არსებული დიდი სირთულეებისა, ჩვენ მზად ვართ, სახელმწიფოს ინტერესების სრული დაცვით, გავაგრძელოთ დიალოგი და ძალისხმევა ამ პრობლემების ეტაპობრივად მოსაგვარებლად, რაც უმთავრესად ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფორმატში ხდება“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას ან გაუქმებას, აბაშიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ 2011 წლიდან, ცალმხრივად გააუქმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნები, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან გამარტივდა რუსეთის სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის.

„თუკი რუსეთის მხარე გადადგამს შემდგომ ნაბიჯს, ჩვენ ამას მივესალმებით, თუმცა ეს გადაწყვეტილება მათი პრეროგატივაა. საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად, რისი დასტურიც არის ბოლო წლებში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივება ცალკეულ ქვეყნებთან, მათ შორის უახლოეს პერიოდში შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დაწესება.

საქართველო სხვადასხვა ფორმით აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო ძალისხმევას ტერორიზმის წინაღმდეგ ბრძოლაში, რასაც კვლავაც გააგრძელებს. ამ მიმართულებით, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, გარკვეული გამოცდილება გვაქვს 2014 წელს სოჭში გამართულ ოლიმპიადასთან დაკავშირებითაც, რაც საზოგადოებისათვის ცნობილია“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

„განცხადება არ მომისმენია, ამიტომ კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიოდ არჩეული საგარეო კურსი, წითელი ხაზები და ამ საგარეო კურსისა და წითელი ხაზების ფარგლებში ვიმოქმედებთ“, - ასეთია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პასუხი, რუსეთის ლიდერის პოლიტიკურ გზავნილთან დაკავშირებით.

პარლამენტის ოკუპირებული ტერიტორიების აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, ფიქრობენ, რომ ახლა შეიძლება სავიზო რეჟიმზე საუბარი და ეს არის ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილი. შესაბამისად, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების მიუხედავად, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის იყოს ხელისუფლება.

„რასაკვირველია, რუსეთს თავისი სტრატეგიული ინტერესი აქვს და ეს სტრატეგიული ინტერესები არა მხოლოდ ქმედებებში, არამედ განცხადებებშიც ვლიდება. რასაკვირველია, რუსეთი თავისი ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეულ მესიჯს უგზავნის ქართულ საზოგადოებას, რომ იგი პოზიტიურია. თუმცა, საზოგადოების ნებისმიერი ნაწილი როგორ ურთიერთობაზეც უნდა ფიქრობდეს სამომავლოდ, თუ აწმყოში რუსეთთან, ყველამ იცის რა ხდება ამასთან დაკავშირებით - ტერიტორიები არის ოკუპირებული. შეიძლება განსხვავებული აზრი გაგვაჩნდეს მიხეილ სააკაშვილის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებული ყოფილიყო. ყველაფერი გააკეთა ვგულისხმობ იმ უნებლიე, თუ დანაშაულებრივ შეცდომებს თავის საგარეო ურთიერთობათა სტრატეგიაში. პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა საერთაშორისო დახმარებას და საერთაშორისო საგზაო რუკას, რასაც მან გადაუხვია და შედეგად მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგები. მიუხედავად წინაპირობებისა, ვინც როგორ არ უნდა აფასებდეს, ეს ცუდი შედეგები დღეს არსებობს და ჰქმნის იმ წითელ ხაზებს, რაზედაც სწორედ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

აქედან გამომდინარე, ვიცე-სპიკერის, განცხადებით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ მომავალში ეს ყველაფერი პოლიტიკური მოლაპარაკებით, მშვიდობიანად, ძალის გამოყენების გარეშე დასრულდეს.

„ეს არის მთავარი ასპექტი, ამოსავალი წერტილი ჩვენი საგარეო ურთიერთობის, მაგრამ ამ ეტაპზე, როდესაც რუსეთი დიპლომატიურ ურთიერთობებზე და უვიზო რეჟიმზე საუბრობს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რა პოლიტიკურ წინაპირობებთან არის ეს დაკავშირებული. სამწუხაროდ, დღესდღეობით არ არსებობს ის პოლიტიკური შეფასება, რომელიც შეიძლება რომელიმე ადამიანისთვის გამოდგეს გამამართებლად იმისა, თუ რა ხდება. მხედველობაში მაქვს ოკუპაცია, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საკმაოდ მუქი ჩრდილი ადგება ნებისმიერ ოპტიმიზმს, რაზედაც პუტინი საუბრობს.

ეს არის რეალობა და ამ რეალობისგან შექმნილი წითელი ხაზები. ვიმუშაოთ, შეზღუდულია ფორმატი, მაგრამ ურთიერთობების და მოლაპარაკების ფორმატი გაგვაჩნია. ვფიქრობ, ამ ფორმატზე უარი არ უნდ ვთქვათ. სამომავლოდ იმ ვითარების მოლოდინში ვართ, როდესაც შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობისა და სამართლიანობის აღდგენას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ვოლსკი.

ნანახია - 2929

papa

2016-12-24 13:24:11

ვის სჯერაა რო??
....და უბედურებაც ეგ არის, მაგათთან სალაპარაკოდ რომ გაგვიხდა საქმე...
არ დაელაპარაკები და ...კი გვააქვს ესე გრანტირებული ეს უბედური მდგომარეობა და ვიყოთ ესე
და არც კაციშვილი არავინ არ გვეცილება ამ მდგომარეობას..და არც შეგვეცილებიან!!
პლიუს თან ირგვლივ ყველას აწყობს ეს ჩვენი გაუსაძლისი მდგომარეობა--- ამვლელსაც და ჩამვლელსაც, შინაურ მტერსაც და გარეულს კიდევ ხომ .... ვაააააფშე.... პარადი აქვთ!!
აბსოლიტურად ყველა ხელებს ითბობს საქართველოსთვის წაკიდებული ცეცხლის ალით და რაც უფრო კარგად ავგიზგიდებით იმათი ხეირი ისაა..
გიჟები არიააან ვინმე, რომ ამ ცეცხლის ჩაქრობაში მოგვეხმაროოოს??...პირიქით ...გვიკეთებენ და გვიკეთებენ .......................შეშას..

მერე?? ...........
....მერე ისა რო.......ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო!!...
,,ხილვა მქონდა,,კურილიის კუნძულებს და ნახევარ ციმბირს, იაპონიის ჯინაზე პუტინი ჩვენ გვჩუქნის...
მერე, მერე...
მერე ისა რომ ................................ შურდული

papa

2016-12-24 13:31:28

ჩემი ხილვის არა გჯერააათ?...
წადით მაშინ და პუტინთან გადაამოწმეთ...შეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეკითხეთ იმას(ოღონდ ფრთხილად)
ვერ ამოწმეეებთ??..
მაშინ მე მართალი გამოვდივარ. აბა საწინაააღმდეგოს ვერ მეუბნებით და ზნაჩიტ ეგრეა.....ბუდეა რაღა...

leviko

2016-12-24 14:53:39

დრონი მეფობენ და არა მეფენიო. ხოო უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი რუსეთთა აბა ვინ სად გაასწრებს და როგორ რომ გაიქცეს საქართველოდან

tngh

2016-12-24 15:19:45

საქართველოს გამთლიანებისთვის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაა საჭირო ვინმე გონიერს ეჭვი ეპარება??? ისიც ხომ ნათელია, რომ ამის გაბედვა ჩვენს ბედოვლათ პრეზიდენტს არ შეუძლია... რუსეთთან უვიზო რეჟიმი კი, ნაბიჯი იქნება ქვეყნის გამთლიანებისაკენ. რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნაც ჩვენ სასარგებლოდ იმუშავებს. პოლიტიკასაც წაადგება და ეკონომიკასაც.

მეგრელი

2016-12-24 18:17:41

ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე საქართველოსა და რუსეთის შეფასებებში რადიკალური განსხვავება საყოველთაოდ ცნობილია.
-----------------------------------------------------------------
არსებობს ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნა.სადაც წერია:
a) Боевые действия начались с масштабной грузинской операции против города Цхинвали и прилегающих территорий в ночь с 7 на 8 августа 2008 года, которой предшествовал массированный артиллерийский обстрел.

b) Комиссия не может считать достаточно доказанным утверждение Грузии о вторжении значительных российских сил в Южную Осетию до 8 августа.

c) Возникает вопрос, являлось ли применение Грузией силы в Южной Осетии оправданным с точки зрения международного права. По нашему мнению, ответить на него следует отрицательно.

d) Следующий вопрос состоит в том, являлось ли оправданным применение грузинской армией силы в отношении российских миротворцев на грузинской территории (в Южной Осетии). Ответ, опять-таки, отрицательный.

e) Не приходится сомневаться в том, что Россия имела право отразить нападение на своих миротворцев средствами, пропорциональными угрозе. Таким образом, на первом этапе конфликта применение Россией силы в целях обороны следует признать законным.

წყარო:
http://www.bbc.com/russian/international/2009/09/090930_eu_findings_summary.shtml

სხვა ვარიანტი არის ყოფილი პრეზიდენტის ალიბია.ეს ერთი.

მეორე. უვიზო რეჟიმი (ორმხრივი) იმ ქვეყანასთან რომელთან არაგაქვს დიპლომატიური ურთიერთობა როგორ ჯდება საერთაშორისო სამართალში არ ვიცი. ამის პრეცედენტი უნდა დაიდოს.
მესამე. ჯერ აღსადგენია დიპლომატიური ურთიერთობა როგორიც აქვთ იაპონია-რუსეთს თუმცა ფაქტიურად იმყოფებიან ომის რეჟიმში, ხოლო დანარჩენი შემდეგ. ანუ რუსეთი , ჩემი აზრით , შემოიღებს უვიზო რეჟიმზე მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შემდეგ.უკრაინას , არ გაუწყვეტია ეს ურთიერთობა ,თუმსა მისი ტერიტორიის ნაწილი უკვე რუსეთის ფედერაციის სუბიექტია.
მეოთხე. თუ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა არარის მოსალოდნელი მაშინ უნდა გაუქმდეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებთანაც.ესეც ლოგიკურია.

papa

2016-12-24 18:53:59

ნავთობის გუბეში აღმოჩენილი ცხოველის გამო, დასავლეთში კამპანიას აჩაღებენ, ხმელთაშუა ზღვაში 6 ათასამდე ადამიანის დაღუპვას კი, რეაქცია არ მოჰყოლია
-----------------------------------------


ჯიგარი ხარ ერდოღან, ჯიგარი- და ჯიგარნახევრი-- დასცხე მაგ დედა მიქინძულებს, დასცხე (თუმცა კი .... არც შენ ხარ ნაკლები)
ეგ ადამიანის უფლებები და ეგეთი ბლეფი სიაფანდობები, მხოლოდ ისევ ხალხის დასაქინძად არის მოგონილი და არა მართლა მათი უფლებების დასცავად
უბრალოდ ოფიციალურად რომ გამართლებული იყოს ხოლმე მათი მზაკვრული ქმედებები მხოლოდ იმიტომ იგონებენ ამ სიაფანდობებს--- იტყვიან ვენის კონვენციის (ან ჰელსინკის) ამადა ამ თავის, ამადა ამ მუხლის, ესა და ეს პუნქტები დააარღვია..აქლემი გაააუპატიურაო... და ბრახ ..... რასაც უნდა იმას აკეთებენ ხოლმე
არჩიე მერე დედალ მამალი კონვენცია

ვაააა......
ისე მართლა ძაან დემოკრატიულად კი უთხარა ამ მართლა შუ..შუ...შუ.. შუქურებს ----პირდაპირ დემოკრატიაში ჩაუკუკა...თანაც შიგ ცენტრ დემოკრატიაში. მოკლედ სერგო ზაქარიაძისა არ იყოს... ხორცმეტის აპერაცია გამიკეთეს რაღა
ისე კი აწი და აწი, სულ უფრო და უფრო მეტი იქნება ხოლმე, ესეთი ,,დემოკრატიული გამონათებები,,

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80