ხალხი დენის გაძვირებისგან, შესაძლოა, იაფმა ჰესებმა გადაარჩინოს
ეკონომიკა

ხალხი დენის გაძვირებისგან, შესაძლოა, იაფმა ჰესებმა გადაარჩინოს

ხალხი დენის გაძვირებისგან, შესაძლოა, იაფმა ჰესებმა გადაარჩინოს
ბექა დანელია

2016-12-26 02:21:11

ათამდე ჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია გაიაფდა. აქედან გამომდინარე, გაჩნდა იმედი, რომ მოსახლეობა დენის გაძვირებას გადაურჩება. ამ კითხვას საბოლოოდ პასუხი ორშაბათს გაეცემა, მანამდე კი სემეკში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დენის ტარიფის ზრდის საფრთხე არ დგას. სამომხმარებლო ფასზე გავლენას ვერც ენგურჰესისა და ვარდნილჰესის წარმოების ტარიფის მატება მოახდენს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, სემეკის წევრმა გოჩა შონიამ აღნიშნა, კომპანიამ გაანალიზა ამ ჰიდროელექტორსადგურების ბოლო 5 წლის გამომუშავება და სწორედ ამ მონაცემებს დაეყრდნო ელექტროენერგიის მოცულობების გათვალისწინებისას. მისი თქმით, ამ ტარიფებით მოხდება შესყიდვების კომპონენტის გაანალიზება სხვა ელექტროენერგიის ტარიფებთან ერთად. საბოლოოდ, თუ როგორი იქნება შესყიდვის კომპონენტი და როგორ ჩამოყალიბდება სამომხმარებლო ტარიფი, ორშაბათს დაგეგმილი კომისიის სხდომაზე გახდება ცნობილი.

გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოთქვა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ. მისი თქმით, მეთოდოლოგიაში ლარის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება არ არის გათვალისწინებული. ასევე მოქმედი რეგულაციების მიხედვით, არ ხდება უცხოურ ვალუტაში მოზიდული კრედიტების კომპენსირება ამჟამინდელი ტარიფებით.

რაც ეხება მოსახლეობის კომუნალურ ტარიფებს, როგორც ბოცვაძემ აღნიშნა, მხოლოდ „ენერგო-პროს“ კუთვნილი ჰიდროელექტროსადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს აბონენტებს სამომხმარებლო ტარიფის მკვეთრი ზრდისგან.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ცხრა ჰიდროელექტროსადგურის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შემცირდა, ერთის - გაიზარდა. ახალი ტარიფები ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა. ასევე შემცირდა „ზაჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფი.

სემეკის გადაწყვეტილებით, აწჰესის მოქმედი ტარიფი 2016 წელს 1კვტ/სთ - 4.067 თეთრი იყო, 2017 წელს 5.865 თეთრი იქნება; რიონჰესი - 2016 წელს 1კვტ/სთ - 3.827 თეთრი იყო, 2017 წელს - 3.301 თეთრი იქნება; საცხენჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 6.170 თეთრი, 2017 წელს იქნება - 5.521 თეთრი; ჩითახევჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 3.933 თეთრი, 2017 წელს იქნება - 3.807 თეთრი; ძევრულჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 2.764 თეთრი, 2017 წელი - 2.616 თეთრი; გუმათჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 2.385 თეთრი, 2017 წელს იქნება - 2.004 თეთრი; ლაჯანურჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 2.064 თეთრი, 2017 წელს იქნება - 1.593 თეთრი; შაორჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 2.586 თეთრი, 2017 წელს იქნება - 1.933 თეთრი; ორთაჭალჰესი - 2016 წელს იყო - 1კვტ/სთ - 2.500 თეთრი, 2017 წელს იქნება - 2.325 თეთრი.

რაც შეეხება „ზაჰესს“, რომლის 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაც სემეკის მიერ ასევე დღეს მოხდა, ამ შემთხვევაშიც მოქმედი ტარიფი იყო 1 კვტ/სთ - 5.225 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 4.781 თეთრი.

რამდენად მოხერხდება მხოლოდ დასახელებული ჰესების ხარჯზე კომუნალური ტარიფის შენარჩუნება, ძნელი სათქმელია. სემეკში ჯერჯერობით ვერანაირ გარანტიას ვერ იძლევიან. ერთადერთი ვინც ძველებურ მხნეობას ინარჩუნებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფების მატების აუცილებლობა არ არის მიუხედავად იმისა, რომ 21 დეკემბერს სემეკმა თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფები გაზარდა.

„თუ იქნება იმის აუცილებლობა, ეროვნული ვალუტის კურსიდან გამომდინარე, რომ ტარიფები გადაიხედოს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას. დღეს ამის აუცილებლობა არ არის“, - განუცხადა ენერგეტიკის მინისტრმა 22 დეკემბერს ჟურნალისტებს.

კალაძის თქმით, თბოსადგურებისთვის ტარიფების გაზრდა არ ნიშნავს იმას, რომ „ჩვეულებრივი მოქალაქე ელექტროენერგიაზე გადაიხდის გაძვირებულ გადასახადს“.

ნანახია - 832

Munji

2016-12-26 05:33:14

მე, როგორც ამ საქმეში სრულიად არაკომპერენტურ ადამიანს, მაინტერესებს, რატომა აქვს სხვადასხვა ჰესში გამომუშავებულ დენს სხვადასხვა ფასი? რა, ზოგი ჰესი უფრო ხარისხიან დენს გამოიმუშავებს?!

leviko

2016-12-26 08:25:24

ვაა რუსეთის და თურქეთის შემდეგ ჩვენ გავურბივართ დოლარში პრუდუქტების შეძენას რაღაც ორმაგ სტანდარტებზე ხომ რ ვსაუბრობთ სასაცილოა თუ სატირელი არ არის. რა არაადეკვატი მთავრობაა

pensioneri1

2016-12-26 08:45:00

მუნჯი!
ტარიფების სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ ზოგ ჰესსზე მეტი სარემონტო სამუშაო ტარდება, ზოგზე ნაკლები და რემონტის თანხა შედის ტარიფში.

პლატონი

2016-12-26 08:46:23

სამწუხაროდ დღეს ენერგეტიკას (სამინისტრო, სემეკი) ხეთაგურის გუნდი მართავს,კონკურენციისა და ტარიფების რეგულირება უნდა განახორციელოს ეკონომისტმა, მაგრამ სემეკის წევრები არც ერთი არ არის ეკონომისტი, ერთი ინჟინერია ორი იურისტი. ეს ის ხალხია რომლებმაც ჯერ გაასხვისეს ენერგეტიკის ობიექტები რუსებზე (მაგისტრალური გაზსადენი ძლივს გადაარჩინა ამერიკამ) შემდეგ მემორანდუმებით მაღალი ტარიფები გააფორმეს და დაამტკიცებინეს სემეკს. აქ არის ძალიან დიდი ფინანსური ინტერესები არის დანაშაულებრივი სქემები რომლებსაც ათეულ მილიონობით ლარი მოაქვს. იმის გამო, რომ ახალი არავინ შესულიყო სემეკის წევრად სემეკის წევრობის კანდიდატთა კომისიას რევაზ არველაძ ჩაუყენეს სათავეში, რომელიც წინასწარ აპრავებდა ტარიფების გაზრდას, ეხლა ეს პიროვნება პარლამენტშია და იქიდან გააპრავებს ტარიფების გაზრდას.

Munji

2016-12-26 09:06:54

პენსიონერი1, დიდ მადლობა, რომ გაისარჯეთ და გამარკვიეთ!
მართალი გითხრათ, ვერაფრით წარმოვიდგენდი, ასეთ ფაქტორი თუ მოქმედებდა ჩემს გადასახადზე :)
წარმოვიდგინოთ სხვა პროდუქტი, მაგალითად - რქაწითელის ჯიშიდან დამზადებული ღვინის ორი, აბსოლუტურად იდენტური სიმაგრის და ხარისხის 2 ბოთლი, ოღონდ განსხვავებული ფასით და ეს განსხვავება რომ ასე აუხსნან მყიდველს - ამ ძვირიანის გამომშვებ ქარხანას წელს რეზერვუარი გაუსკდა, ზარალი მოუვიდა
და ამიტომ თქვენს ხარჯზე ინაზღაურებსო !..
გასაოცარია პირდაპირ!

Munji

2016-12-26 09:14:39

"მარშრუტკის" მძღოლმა რომ სიჩქარეთა კოლოფი გამოცვალოს თავის მანქანაში, მე უნდა გამიძვიროს მგზავრობა?
უკაცრავად, მაგრამ რა ჩემი საქმეა, რა უჯდება პატრონს თავისი ჰესის რემონტი?!

tngh

2016-12-26 10:02:58

დენის ტარიფზე ყველაზე მეტად ისინი წუწუნებენ, რომლებიც ახალი ჰესების აშენებას ეწინააღმდეგებიან. ჰესები აუცილებლად უნდა აშენდეს, ოღონდ ტექნიკური და უსაფრთხოების პირობების მკაცრი დაცვით. რაც მეტი ჰესი იქნება, მით უფრო ნაკლები იქნება ელ-ენერგიის ტარიფი.

jaba64

2016-12-26 10:16:15

ხედავთ, საკუთარ ჯარს რომ არ ვინახავთ, სხვისი არმიის შენახვა გვიწევს. არამგონია, რუსეთს ოკუპირებულ რეგიონებში მყოფი ორი ბრიგადის შენახვა უფრო ძვირი უჯდებოდეს, ვიდრე საქართველოს ენერგეტიკიდან და სამთო მრეწველობიდან მიღებული შემოსავლებია.

NEVRO

2016-12-26 10:16:36

დილა მშვიდობის. Munji კი მასეა. მიბრძანდით მაღაზიაში და ნახავთ, სხვადასხვა მწარმოებლების მიერ გამოშვებულ ერთი და იგივე დასახელების ღვინოებს სხვადასხვა ფასი აქვთ. დენზე ფასი დგინდება, თვითღირებულება + მოგება. თვითღირებულება არის ჰესის შენახვაზე, მომსახურებაზე გაწეული ხარჯები. თუ გაფუჭდა ტურბინა და გამოსაცვალი გახდა, მისი ფასიც შევა ხარჯებში. და შენი, ჩემი მომხმარებლის გადასახდელი იქნება.

Munji

2016-12-26 17:06:14

კი, მაგრამ რატომ?
როცა დიდ მოგებაზე მუშაობს ის ჰესი, გვიწილადებს ჩვენ იმ თავის მოგებას ჰესის პატრონი?! არა, ხომ? აბა როგორ არის ასე, ზარალი - ყველასი და მოგება მარტო შენი?
მაღაზიაში თუ ერთი ხარისხის, მაგრამ განსხვავებული ღირებულების საქონელი დევს, მომხმარებელს მაგრად ჰკიდია მწარმოებლის ხარჯები და ირჩევს დაბალფასიანს. მაღლფასიანის ნაწარმი კი გაუყიდავი რჩება და მისი მწარმოებელი იძულებული ხდება ან ფასი დასწიოს, ან შეწყვიტოს წარმოება, რადგან გაკოტრდება.
დენზე რა ვქნა, გამორჩევის საშუალება რომ არა მაქვს?
ეს არის დისკრიმინაციული კანონი, რომლითაც აშკარად ჩაგრავენ მომხმარებელს.

serapina

2016-12-26 17:08:25

დაიანგარიშა ვინმემ, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენების ღირებულება?!

არსებობს ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ საკითხზე? შედარების მასალები, მონაცემები...

მაშ, რის საფუძველზე ამბობთ რომ ჰიდროელექტრო სადგურების შენება აუცილებელია?!

ექსპერტების დასკვნები თუ არსებობს მომაწოდეთ ლინკები.




NEVRO

2016-12-26 17:21:32

აუფფ!

Munji

2016-12-26 17:28:28

როგორც მასმედიიდან მახსოვს, სემეკში სულ ხუთნიშნა ციფრებით გამოხატული ხელფასები აქვთ და საიდან? განსაკუთრებული დიდი ჯაფა ადგათ, განსაკუთრებული მაღალი კვალიფიკაციის ხალხი მუშაობს იქ თუ, უბრალოდ, ეს კანონი აძლევთ საშუალებას, ყვლიფონ მომხმარებელი და ფუფუნებით იცხოვრონ მის ხარჯზე?

serapina

2016-12-26 21:38:35

Munji,

უხერხული კითხვები არ მოსწონთ...
მომხმარებლის ყვლეფა არათუ უნდა შეჩედერდეს, არამედ კიდევ მეტი მექანიზმები უნდა მოიძებნოს ხალხის საყვლეფადო... მეტი ჰესები და დაპირებული კეთილდღეობა, რომელიც ისე მივა ხალხამდე,როგორც ბევრი სხვა, ფერად-ფერად ნახატი დაპირებები.
აბა, არგუმენტები აღარაა მოდაში.


serapina

2016-12-27 17:40:34

http://geonews.ge/geo/news/story/27938-anzor-sakandelidze

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80