„2017 წელს ლიბერალური ფუნდამენტალიზი მნიშვნელოვნად შესუსტდება ევროპაში“
პოლიტიკა

„2017 წელს ლიბერალური ფუნდამენტალიზი მნიშვნელოვნად შესუსტდება ევროპაში“

„2017 წელს ლიბერალური ფუნდამენტალიზი მნიშვნელოვნად შესუსტდება ევროპაში“
თამთა ქარჩავა

2016-12-26 09:30:30

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძის შეფასებით, 2016 წელი ქვეყნისთვის წარმატებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ დღემდე რჩება უსაფრთხო ქვეყნად. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის საპარლამენტო არჩევნები და ბიძინა ივანიშვილის როლი, რომელსაც უზარმაზარი გავლენა აქვს ქვეყნის შიდა პროცესებზე.

რა იყო მნიშვნელოვანი 2016 წელს და როგორი იქნება 2017 წელი, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

რამდენად წარმატებული იყო 2016 წელი საქართველოსთვის? - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, მმართველმა ძალამ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, პარლამენტში შევიდა ორი ოპოზიციური ძალა, მაგრამ დაიშალა ოპოზიციური სპექტრი...

ვალერიან გორგილაძე: 2016 წელი ქვეყნისთვის წარმატებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ დღემდე რჩება უსაფრთხო ქვეყანად. ჩვენ არ გვაწუხებს ის პრობლემები, რაც ევროპელებს. ვგულისხმობ ტერორისტულ აქტივობას, პოლიტიკურ დესტაბილიზაციას და გაურკვევლობას მომავალში. ლიბერალური ფუნდამენტალიზმი განიცდის კრახს ისლამურ ფუნდამენტალიზმთან და სწორად ამას უკავშირდება პერეტრუბაციების სერია ბრექსიტთან და დონალდ ტრამპის არჩევასთან დაკავშირებით.

ამ თვალსაზრისით, თითქოსდა საქართველო მოწყვეტილია დანარჩენ მსოფლიოს, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობდა ვიზალიბერალიზაციის დამყარების პროცესი, დაახლოება ევროპასთნ, მაგრამ ამ ნეგატიურ დამანგრეველ ტენდენციებს, რომელიც მსოფლიოში იყო, ჩვენ ავცდით.

ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის საპარლამენტო არჩევნები. ვინაიდან, ჩვენ დღეისათვის არსებითად საპარლამენტო რესპუბლიკას წარმოვადგენთ. არჩევნები დამთავრდა „ქართული ოცნების“ სრული დომინაციით და რა თქმა უნდა, ამაში უზარმაზარი წვლილი შეტანილი აქვს ბიძინა ივანიშვილს.

თუმცა, მმართველი ძალა ამტკიცებდა, რომ ნომინალური იყო მისი ჩართულობა ამ არჩევნებში, რომ ის ჩაერთო როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე...

– ბიძინა ივანიშვილს უზარმაზარი გავლენა აქვს ქვეყნის შიდა პროცესებზე. მისი აქტიური ჩართვა საპარლამენტო არჩევნებში და ის აქცენტები, რა აქცენტებიც დასვა მან ამ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, კერძოდ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემთხვევაში, ისევ მოხდებოდა რევანში და ბევრად უფრო სახიფათო რეჟიმს ვიხილავდით და, რომ საბოლოოდ უნდა დასამარდეს ნაცმოძრაობა.

ის, რომ არ ახსენებდა სხვა პოლიტიკურ ძალებს, ან იშვიათად ახსენებდა – რომელი იყო სასურველი და რომელი იყო არასაურველი, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. 478 ათასი ხმა მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა ნაციონალების ფრაქცია განახევრდა 2012 – 2016 წლის საპარლამენტო წარმომადგენლობასთან შედარებით.

ეს მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალა განადგურდა?

– არა, მაგრამ თუკი შევადარებთ, რა შედეგიც 2012 წელს აჩვენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, პრაქტიკულად, ორჯერ ნაკლებია და მეორეც, რაც მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკის შედეგად, პრაქტიკულად, გარეთ დარჩენილი პოლიტიკური სპექტრი არის განადგურებული, დაშლილი. ჩვენ ვიხილეთ, რომ მთელ რიგ პოლიტიკურ პატიებში იყო შიდა განხეთქილებაც.

მაგალითად, „თავისუფალ დემოკრატებში“ და „რესპუბლიკელებში“ ლიდერშიპის ნაწილი ატარებდა ხაზს, რომ ბევრად უფრო ლოიალურად უნდა ყოფილიყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ბევრად უფრო რადიკალურად „ქართული ოცნების“ მიმართ. ჩვენ დავინახეთ, რომ „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დაპირისპირებამ შედაგად გამოიღო ის, რომ დღეს ეს პარტები, რბილად, რომ ვთქვათ, მნიშვნელოვნად შესუსტებულები არიან.

ამ პარტიების დასუსტება ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა?

– რა თქმა უნდა, ივანიშვილის მიერ განხორციელებული ქმედებების პირდაპირი შედეგია. იმიტომ, რომ საარჩევნო კამაპანიის ის სტრატეგია, რომელიც მან შემოიტანა, გამოიწვია რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის ჩამოშლა და შედეგად მივიღეთ მხოლოდ სამსუბექტიანი პარლამენტი.

გავითვალისწინოთ ასევე, რა მოვლენები არის წინ, მაგალითად ნაცმოძრაობასთან მიმართებაში, ის განხეთქილება, რომელიც არ იმალება და ვრცელდება უკვე, არა მხოლოდ სოციალური ქსელების მეშვეობით, როდესაც სხვადასხვა ბანაკებიდან პირდაპირი თავდასხმა ხდება ერთმანეთის მიმართ. ამასთან ერთად ვხედავთ, რომ სააკაშვილი უფრო და უფრო რადიკალური და კონფრონტაციული ხდება თავისი ყოფილი თანამებრძოლების მიმართ. ყველაფერი ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ მოხდება განხეთქილება, მაგრამ ამ განხეთქილებას ძალიან საინტერესო ელფერი ექნება. სააკაშვილის მოწინააღმდეგები არიან ფრაქციაში, ხოლო პარტია დარჩება სააკაშვილის მომხრეებს. შემდგომში, გარკვეული ინტერესების გამო ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ გარკვეულ გაყოფას უკვე „ქართულ ოცნებაშიც“.

მაგრამ 2016 წელს რაც მოხდა და რაც გავლენას იქონიებს 2017 წლის იანვარში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, ეს ყველაფერი არის იმ სტრატეგიის გამოძახილი, რა სტრატეგიასაც ახორციელებდა ბიძინა ივანიშვილი 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს და განსაკუთრებით კამპანიის ბოლო თვეებში - სექტემბერ–ოქტომბერში.

2016 წელს მოსუფთავდა პოლიტიკური ველი, მაგრამ გაზაფხულზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკურ პროცესებში ახალი ძალით შემოდის დავით უსუფაშვილი. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რამდენად რთული იქნება მმართველი ძალისთვის თვითმმართველობის არჩევნების მოგება?

– ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შედეგს გამოიღებს რეფორმა, რომელსაც დღეს ახორციელებს ხელისუფლება. ბუნებრვია, ამ რეფორმის შედეგი არ გამოჩნდება 3–4 თვის განმავლობაში. არ არსებობს რეფორმა, რომელიც სწრაფ შედეგებს იძლევა. მაგრამ თუკი მოსახლეობა დარწმუნდა, რომ რეფომა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, რასაც ირიბი მაჩვენებლებიც დაადასტურებს, მაშინ „ოცნებას“ კვლავ ექნება წარმატების შანსი. მაგალითად - ეკნომიკური ზრდა, ლარის სტაბილიზაცია მისაღებ ნიშნულზე; პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ოპტიმალური ფასები, რამდენად მოახდენს ხელისუფლება სოციალურად დაუცველი ფენებისთვის ქმედითი ინსტრუმენტების გამოყენებას, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, როგორი იქნება ჯანდაცვის რეფორმა. როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს, იგი უფრო მორგებული იქნება სოციალურად დაუცველ ფენებზე, ბევრად უფრო ინტენსიურ სამედიცონო დახმარებას მიიღებს სოცილაურად დაუცველი ფენა, ვიდრე საყოველთა დაზღვევის პირობებში.

ამ ფაქტორების ერთობლიობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს „ქართული ოცნების“ წარმატება - წარუმატებლობას ადგილობრივ არჩევნებზე.

არა მგონია, რომ უსუფაშვილმა მოახერხოს ისეთი პარტიის შექმნა, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ, რომ ამ პარტიას კონკურენციის გაწევა გაუჭირდება იგივე გახლეჩილ ნაცმოძრაობისთვის და „პატრიოტთა ალიანსისთვის“.

ამ თავალსაზრისით საინტერესოა, რა ნაბიჯებს გადადგამს უსუფაშვილი, ანუ შეეცდება თუ არა ინტეგრაციას იმ ნარჩენებთან, იგივე „თავისუფალ დემოკრატებთან“, სადაც ასევე საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, ასევე - ბურჭულაძის პარტიაში, სადაც ბურჭულაძის წასვლის შემდეგ რაღაც პროცესები მიმდინარეობს.

რამდენად შეძლება უსუფაშვილი გახდებს მიზიდულობის ცენტრი იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომელთაც აქვთ დაფინანსება?

– ბუნებრივია, უსუფაშვილი წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას, რომელსაც აქვს რეალური პოლიტიკური პერსპექტივა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას ამ ეტაპზე ძალიან გაუჭირდება კონკურენციის გაწევა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის. თუმცა, მე მოხარული ვიქნებოდი, რომ კონკურენცია გაეწია, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ უსუფაშვილი მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელსაც აქვს პოლიტიკური რეპუტაცია, გამოცდილება, ცოდნა, კომპეტენცია, პასუხისმგებლობა და გამბედაობადა.

ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ უფრო მრავალფეროვანი პარტიული კომპოზიცია. ბევრ საკრებულოში, „ქართული ოცნების“ გარდა, ალბათ, ვიხილავთ „პატრიოტთა ალიანსს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას“. ამდენად, ეს საკრებულოები ბევრად უფრო პლურალისტული იქნება, ვიდრე დღევანდელი პარლამენტი.

2016 წელი იყო წარმატებული, მაგრამ ქვეყნას ჰქონდა წარუმატებლობაც. პოლიტიკური კუთხით ნამდვილად სტაბიულური ვითარებაა, მაგრამ სოციალურად საკმაოდ არასტაბილური ვითარებაა ქვეყანაში. ელოდებით, რომქართული ოცნებაგაუმკლავდება ამ გამოწვევას?

– სტაბილურობა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ქვეყანა ჩაბმული არ არის არანაიარ ავანტურებში, ინარჩუნებს მდგრადობას, ჩვენი მოქალქეები უსაფრთხოდ გრძობენ თავს, არ გახლავთ მხოლოდ ჩვენი სუბიექტური განცდა, ეს ასახულია საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, სადაც საქართველო ერთ–ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. ჩვენც ვხედავათ ამას და ვგრძობთ.

ბუნებრივია, ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ჩვენ ბევრად უფრო თავისუფლად ვგრძნობთ თავს, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლება ბევრად უფრო დაცულია, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ ის, რომ სოციალურად არასტაბილურია ვითარება, უკვე რამდენიმე თვეა და „ქართული ოცნება“ ვერ უმკლავდება ლარის დევალვაციას, ეს ფაქტია.

ამდენად, ჩემი აზრით, მთავრობის მთავარი პრობლემაა ის, რომ სათანადოდ ვერ უხსნის საზოგადოებას რეფორმების არსს – რას მივიღებთ ამ რეფორმის შედეგად, რატომ ხორციელდება, რა პერსპექტივაში ელოდება მთავრობა კონკრეტულ დივიდენდს მოსახლეობისთვის, რომელიც იგრძნობს ცხოვრების გაუმჯობესებას, ეს უნდა აუხსან მოსახლეობას.

მასობრივი ახსნა–განმარტებითი კამპანია უნდა მიმდინარეობდეს მოსახლეობაში, რომ ჰქონდეთ ინფორმაცია რას მიიღებს ამ რეფორმის შედეგად. როგორც საარჩევნოდ დადიოდნენ კარდაკარ და უხსნიდნენ თავის მიზნებს, ასევე აქტიურად უნდა იყვნენ ჩაბმულები რეფორმების არსის განმარტებაში.

ამ პროცესების გათვალისწინებით, რამდენად საინტერესო და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იქნება 2017 წელი?

– 2017 წლი იქნება ძალიან საინტერესო, შეიძლება მოხდეს მსოფლიოს გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია, რომელიც აისახება საქართველოზეც - შესაძლოა, აისახოს მის გეპოლიტიკურ ტრაექტორიაზე. ანუ, შეძლება შენარჩუნდეს სვლა ევროკავშირისკენ, მაგრამ ამასთან ერთად გაძლიერდეს და ინტენსიური გახდეს სხვადასხვა მიმართულებით რუსეთთან მიმართებაში.

ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, ეს პროცესი შეიძლება შეეხოს უკრაინას, მოლდოვას და ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი თავის გავლენის სფეროებად მიიჩნევს. დასავლეთის პოზიცია შეიძლება შერბილდეს, მათ შორის ევროპაშიც. ტრამპსა და პუტინს შორის დამყარებული ურთიერთობების ხასიათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

2017 წელს ევროპაშიც მნიშვნელოვანი პროცესებია მოსალოდნელი. ვიცით, რომ გერმანიაში არის კანცლერის არჩევნები. შესაძლებელია, სოციალ–დემოკრატებმა მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწიონ მერკელს.

ასევე საფრანგეთში, ორივე შემთხვევაში, პრაგმატული ძალები იბრძვიან, რომლების აზრით, რუსეთი ბევრად უფრო შედეგის მომტანია, როგორც მოკავშირე, ვიდრე მოწინააღმდეგე. ამდენად, ეს პროცესები ნიშნავს, რომ ლიბერალური ტრენდი მნიშვნელოვნად შესუსტდება ევროპაში, როგორც ეს ამერიკაში ხდება. რაც გამოიწვევს იმას, რომ უფრო ინტენსიური გახდება ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა რუსეთთან, რაც არ შეიძლება არ აისახოს ამ სამი ქვეყნის (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) განვითარებაზე. ამდენად, ვფიქრობ, რომ 2017 წელი ამ თვალსაზრისით იქნება მნიშველოვანი წელი ჩვენი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის. 

ნანახია - 2723

მეგრელი

2016-12-26 10:59:23

პრაგმატული ძალები იბრძვიან, რომლების აზრით, რუსეთი ბევრად უფრო შედეგის მომტანია, როგორც მოკავშირე, ვიდრე მოწინააღმდეგე.
--------------------------------------------------

დიახ. ეს ადრე უნდა ეფიქრა უკრაინას და ასე შემდეგ. თეზა რუსეთი დაიშლება ისე როგორც დაიშალა სსრკ არმოჩნფა ბლეფი.

natali

2016-12-26 11:25:13

რუსი სამხედრო ექსპერტები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთს ასადის რეჟიმის მხარდაჭერა და ს/ი/რიაში ვითარების დალაგების მცდელობა, შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს. ეს არ ეხება მხოლოდ უსაფრთხოებას, - მათივე თქმით, ისეთ სახიფათო მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებას, როგორიც "ისლამური სახელმწიფოა", საკმაოდ მაღალ დონეზე მომზადებული სამხედრო ტექნიკა და ადამიანური რესურსი სჭირდება... რუსეთის ხელისუფლების ახალ წამოწყებას გარკვეულ პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში საკმაო მოწინააღმდეგები ჰყავს.   
--------
ჩვენ ჩვენს ქერქში უნდა დავეტიოთ. შორს ყველანაირი შარისგან.
სულაც არ მგონია, რომ ამერიკელებს თეთრი სახლი შემხვევით შემოეტრამპათ.

natali

2016-12-26 12:24:05

რუსეთს ორი გზა აქვს, ორივე ცუდი. ეძმაკაცოს ამერიკას ვაია, დაუპირისპირდეს-ვუი.

tngh

2016-12-26 12:33:31

გეთანხმები ნატალი!!! "ჩვენ ჩვენ ქერქში უნდა დავეტიოთ. შორს ყველანაირი შარისაგან." ზუსტად ამიტომ არის საჭირო "ნატოსგან" დისტანცირება და ნეიტრალიტეტზე ფიქრი. იმედია, "ჩვენ ქერქში" აფხაზეთს და ე. წ. სამხრეთ ოსეთსაც მოიაზრებ. ამიტომ არის საჭირო უბლოკო სამხედრო სტატუსი და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რათა საქართველოს გამთლიანება დაიწყოს. რუსეთი და აშშ მალე მოკავშირეები გახდებიან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენც უნდა ვისარგებლოთ ამ მომენტით. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა კი, ქვეყნის გამთლიანებაა, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე ვერ მიიღწევა. თან "ნატოსკენ" სწრაფვა (თანაც ილუზიური), და თან რუსეთთან მოლაპარაკება საქართველოს გასამთლიანებლად, აბსოლიტურად გამორიცხულია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ უახლოეს 30 წელში ვერც "ევროკავშირის" და ვერც "ნატოს" წევრი ვერ გავხდებით, ხოლო აფხაზეთს და ე. წ. სამხრეთ ოსეთს კიდევ და კიდევ უფრო დავშორდებით, თუ საგარეო პოლიტიკას გონივრულად არ შევცვლით.

natali

2016-12-26 14:37:45

ვერ დაგეთანხმები. მე ვფიქრობ, რომ რუსეთტან აქტიურ ძმაკაცობასაც უნდა მოვერიდოთ. თუმცა მე სულაც არ მგონია, რომ მართალი ვარ. მე ხომ მხოლოდ იმას ვხედავ, რაც ხელის გულზე დევ, მსოფლიო პოლიტიკის კულუარებში რა ხდება, ვინ რა ჩაიფიქრა, მე კი არა, მგონი ჩვენს ხელისუფლებასაც არ გააგებინებს არავინ.

თუმცა რაც გუშინ სოჭში მოხდა, მე გაფრთხილება მგონია და ასეთ სიტუაციაში, როდესაც ჩრდილო კავკასია ასე ახლოსაა ჩვენთან, რუსეთთან ახლო მეგობრობაზე არც უნდა ვიფიქროთ. ეძმაკაცოს ამერიკა. დაამთავრონ ურთიერთობების გარკვევა, მოუარონ ტერორისტებს და მერე გაგვაგებინონ ჩვენ რა გადაგვიწყვიტეს. ვოტ ტაკ!!!!!!!!!!

აფხაზები და ოსები კი.... ცოტა ხნით დამითმია რუსებისთვის:))

tngh

2016-12-26 17:24:14

ქ-ნო ნატალი!!! იქნებ მიმითითოთ, სად ან როდის წაიკითხეთ ჩემს კომენტარებში "რუსეთთან აქტიური ძმაკაცობის" მოწოდება??? ძმაკაცობა და პოლიტიკა სულ სხვა და სხვა კატეგორიებია და დახვეწილ დიპლომატიაში ძმაკაცობა არ იგულისხმება. ხოლო აფხაზების და ოსების რუსებისთვის ცოტა ხნით დათმობაში კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით. აფხაზებიც და ოსებიც ერთიანი საქართველოს ისეთივე მოქალაქეები უნდა იყვნენ, როგორიც ქართველები ვართ... თავისი უფლებებით და რაც მთავარია, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ტერიტორიებით. იმედია, აქტიური ძმაკაცობა და გონიერი პოლიტიკა, ერთმანეთში არ "აითქვიფება". იმას კი, ვინ რა ჩაიფიქრა ჩვენ მართლაც არავინ არ გვეტყვის... ჭკუა უნდა გვეყოს, რომ მივხვდეთ თუ რა ჩაიფიქრეს. თუ ვერ მივხვდებით, "ოფსაიდში" დავრჩებით.

დომნა

2016-12-26 18:35:56

აფხაზეთი და ე.წ. ოსეთი ისედაც ზედმეტხანს არიან რუსებთამ, ასე რომ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ მოლაპარაკება-გარიგების ჩათვლიტ, სანამ ჩვენი თაობა კიდევ აზროვნებს და მოქმედებს პოლიტიკურ არენაზე, თორემ ძალიან, ძალიან გვიან იქნება, ისეთი განსხვავებული ახალგაზრდა თაობა მოდის, ევროპი-ამერიკაში წასასვლელ ბილეთშიც კი გაცვლის აფხაზეთს.

tngh

2016-12-26 19:16:22

ქ-ნო დომნა!!! ისინი, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებას საქართველოს გამთლიანების მიზნით "პუტინოიდობას", "რუსოფილობას" და "რაშისტანელობას" უწოდებენ, პოლიტიკისგან ძალიან შორს არიან და მათგან ბევრი მართლაც გაცვლის აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს ევროპა-ამერიკაში წასასვლელ ბილეთში. ზოგიერთი მათგანი ისე დააბრმავა "რუსოფობიამ", რომ ლამის ტერორისტების ჩადენილი დანაშაულებებიც რუსეთს გადააბრალონ.

tngh

2016-12-26 22:42:05

იქნებ ვინმემ ამიხსნათ, რა შეიძლება ეწოდოს იმ ადამიანს, რომელსავ სოჭში მომხდარი ავიაკატასტროფა უხარია??? პირადად მე, ვერ ვხვდები...

NEVRO

2016-12-26 23:44:06

იმ ადამიანს ქვია პადლეცი!

Maverick

2016-12-27 03:23:18

მათ შეიძლება ბოროტი სვავები ვუწოდოთ, დამპალი ლეშის მჭამელები, საერთოდ დამპლები!

tngh

2016-12-27 17:28:12

მე კი მგონია, რომ ამაზე მეტი უზნეობა წარმოუდგენელიც არის. გიხაროდეს სხვისი უბედურება??? თან თავს ვაჟკაცობაზე სდებდე??? გადაგვარებაა!!! საბედნიეროდ, ესეთები ბევრნი არ არიან...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80