დავით ბაქრაძემ შესაძლოა, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის გარდა, უარი პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობაზეც თქვას
პოლიტიკა

დავით ბაქრაძემ შესაძლოა, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის გარდა, უარი პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობაზეც თქვას

დავით ბაქრაძემ შესაძლოა, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის გარდა, უარი პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობაზეც თქვას
თეონა მანაგაძე

2016-12-26 12:00:00

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე უარი თქვას. for.ge-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუკი, 20 იანვარს დანიშნული ყრილობის შედეგად, პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაფართოვდება და მასში მოქმედი წევრები სათანადოდ არ იქნებიან წარმოდგენილნი, დავით ბაქრაძე დაკავებული თანამდებობის დატოვებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, ბაქრაძე პარტიის იმ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობას არ აპირებს, სადაც უფრო მეტად წარმოდგენილი მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები იქნებიან, ვიდრე გიგა ბოკერიას ე.წ. ფრთა.

დავით ბაქრაძე საკუთარი პოლიტიკური გეგმის თაობაზე განცხადებას როდის გააკეთებს, ეს პოლიტიკურ კულუარებში არ კონკრეტდება, თუმცა უმცირესობის ლიდერმა უკვე საჯაროდ განაცხადა იმის თაობაზე, რომ ის 20 იანვრის ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

სანამ ყრილობა გაიმართება, მანამდე დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური განხეთქილების კიდევ ერთი მიზეზი საორგანიზაციო კომისია გახდა, რომელიც ბოკერიას ე.წ. ფრთის მტკიცებით, არალეგიტიმურია და მისი საშუალებით კონკრეტული საკითხების გატანა სურთ.

როგორც for.ge-ს ყოფილმა დეპუტატმა, ლევან თარხნიშვილმა განუცხადა, პარტიის მხრიდან სამდივნო იქნა მოწვეული, სადაც მოწვეული ლევან ბეჟაშვილი იყო და აღმოჩნდა, რომ საორგანიზაციო კომისია უკვე არსებობს, რომელიც მათივე დაწერილ წესებს არ შეესაბამება.

თარხნიშვილის ცნობით, ყველა საკითხის გასარკვევად საჭიროა პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევა, რადგან ყრილობის დეტალებს პოლიტსაბჭო განსაზღვრავს.

„არ ვიტყოდი, რომ ამ საკითხზე კონფლიქტი გაღვივდა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ მათ პოლიტსაბჭო აღარ სჭირდებათ და საკითხების გატანა თვითდასახელებული საორგანიზაციო კომისიის მიერ უნდათ. მე და თქვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე და თქვენ საორგანიზაციო კომისია შევქმენით. ეს გზა რატომ აირჩიეს, ეს მათ უნდა ჰკითხოთ, რადგან ფსიქოანალიზის კეთებას არ ვაპირებ. ეს პროფესია რომ მდომოდა, თავის დროზე ავირჩევდი“, - აცხადებს თარხნიშვილი.

ყოფილი დეპუტატის განმარტებით, საორგანიზაციო კომისიის შექმნის თობაზე გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს და არა ექვსმა ადამიანმა.

„წესდების თანახმად, პოლიტსაბჭოს სხდომას ან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ან პარტიის თავმჯდომარე, ან პოლიტსაბჭოს წევრები ნიშნავენ. დავით ბაქრაძე პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევას აპირებს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს მომავალ კვირას - ორშაბათს, სამშაბათს მოხდება. მიღებულია წესი, რომელშიც ბევრი რაღაც არ წერია. იქედან გამომდინარე, რომ წესის ავტორმა პასუხი არ გაგვცა, საჭიროა საკითხების დაზუსტება და ამას მიეძღვნება პოლიტსაბჭოს სხდომა. 2013 წელს, პოლიტსაბჭო არჩეულია ყრილობის მიერ და მას შემდეგ პარტია პოლიტსაბჭოს მიერ იმართება იმის მიუხედავად, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა. 7000 კაციანი ყრილობის მომზადების თაობაზე გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ მიიღო და იმის მიუხედავად, რომ მას არ ვეთანხმები, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ვემორჩილები. იმ გადაწყვეტილებას ისინიც უნდა დაემორჩილონ, რომელიც საორგანიზაციო კომისიას ეხება და რომლის შემადგენლობაც პოლიტსაბჭოს მიერ განისაზღვრება. თუ პოლიტსაბჭო არ შეკრებილა, შესაბამისად, საორგანიზაციო კომისია არ არსებობს“, - აღნიშნავს ყოფილი დეპუტატი.

თარხნიშვილი იმ ინფორმაციასაც ეხმაურება, რომლის გათვალისწინებით, ყრილობაზე შესაძლოა, უმცირესობის წევრებს საპარლამენტო მანდატების დათმობა მოსთხოვონ. მათ შორის, გიგა ბოკერიას.

„კანონმდებლობით, დეპუტატის მანდატი თავისუფალია და მისი შეწყვეტის ორი გზა არსებობს ან თვითონ წყვეტს, ან კანონს არღვევს და მთელი რიგი პროცედურებია გათვალისწინებული. ანუ, იმპიჩენტის გზა. ყრილობა სასამართლო არ არის და მათ ადგილზე მანდატს არ დავთმობდი“, - დასძენს თარხნიშვილი.

პარტიის იმ ნაწილის პრეტენზიებს ნინო კალანდაძე ეხმაურება, რომელიც საორგანიზაციო კომისიის შექმნას აპროტესტებს.

როგორც for.ge-ს კალანდაძემ განუცხადა, 30 ნოემბერს, პოლიტიკურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო იმ წესის თაობაზე, საორგანიზაციო კომისია როგორ უნდა შექმნილიყო.

მისი ცნობით, პოლიტსაბჭოს ხუთკაციან ჯგუფს უფლება აქვს, საორგანიზაციო კომისიაში სასურველი წარმომადგენელი დაასახელოს. ანუ, იმ კომისიაში, რომელმაც 20 იანვრის ყრილობის ორგანიზება და ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

„პოლიტსაბჭოს 30-მა წევრმა ასეთი სასურველი კანდიდატები დაასახელა. შესაბამისად, საორგანიზაციო კომისია ექვსი წევრით განისაზღვრა, მაგრამ ეს ამომწურავი ჩამონათვალი არ არის და თავისთავად შესაძლებლობა არსებობს, რომ პოლიტსაბჭოს დარჩენილმა წევრებმა და ხუთ-ხუთ კაციანმა ჯგუფებმა საორგანიზაციო კომისიაში თავისი სასურველი კანდიდატები დაასახელონ, მაგრამ ეს აქამდე ჯერ არ მომხდარა. ექვსი წევრი დამტკიცებული და წარმოდგენილია იმ წესის მიხედვით, რომელიც პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ 30 ნოემბერს მიიღო. შესაბამისად, არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საორგანიზაციო კომისია არალეგიტიმურია, საფუძველს მოკლებულია და იმთავითვე დამატებით შესაძლებლობას ითვალისწინებს, რომ ყველა სხვა ხუთკაციანმა ჯგუფმა თავისი წარმომადგენელი წარმოადგინოს. ცხადია, პოლიტსაბჭოს შიგნით, უმცირესობაში მყოფი ჯგუფი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, მაგრამ დემოკრატია იმასაც მოითხოვს, რომ უმრავლესობის მიერ დადგენილი წესები უმცირესობამაც მიიღოს“,- აცხადებს კალანდაძე, რომელიც ეკა ხერხეულიძესთან, პეტრე ცისკარიშვილთან, ზურაბ მელიქიშვილთან, დავით კირკიტაძესთან და ნუგზარ წიკლაურთან ერთად საორგანიზაციო კომისიის წევრია. ანუ, იმ გუნდში მოიაზრება, რომლის უკან მიხეილ სააკაშვილი დგას.

 

ნანახია - 3182

cugo

2016-12-26 14:32:25

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ღმერთკაცი,ბოროტების ბოროტებით დამმარცხებელი,ანუ ნაცების ნაცებით დამმარცხებელი.ის რაც ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა ნაცკრიმინალებს,მაგას ცნობილი ლექსის მოტივზე შემდეგი სტრიქონები მიესადაგება:
ნაცი ნაცსა შემოსტყორცნა
ნაცბანდების დადგა გორი
მიშა ბიძოს განატყორცნი
ურხევს ნაცებს როგორც ქორი.

მ ა რ ე

2016-12-26 17:55:26

პარტიის ინტელექტუალური ბირთვი - ნინო კალანდაძე, ეკა ხერხეულიძე, პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და ნუგზარ წიკლაური თუ სააკაშვილის მხარეს არიან, მეორე მხარე რა სახსენებელია საერთოდ? :)

cugo

2016-12-26 18:09:13

ის ,რაც დღეს ნაცებს ჭირს,ყველაფერი დავით ბაქრაძის კისერზეა.დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილზე მეტი დამნაშავეა.ამ ადამიანმა პარლამენტი სააკაშვილის სანოტარო კანტორად გადააქცია.იმის ნაცვლად,რომ მთავრობა ეკონტროლებინა,პარლამენტი ფუთავდა და აპრავებდა სააკაშვილის და მთავრობის ყველა დანაშაულს.უფრო მეტიც,ხშირად გამოჰქონდა ხალხისა და ქვეყნისათვის საზიანო კანონები.ბაქრაძის დროს დაიხურა სასამართლო და აიკრძალა მედია.დავით ბაქრაძემ ბიძინა ივანიშვილის ბანკის გასაკოტრებლად კანონში შეიტანა ცვლილება და 2 თვის შემდეგ ისევ ძველი კანონი დააბრუნა.დავით ბაქრაძე რომ ყოფილიყო პრინციპული თავმჯდომარე არ მოხდებოდა დანაშაული და ბოროტება,რაც მისი თავმჯდომარეობის დროს ხდებოდა.ეს ადამიანი, იმის ნაცვლად ბოდიშს იხდიდეს და პოლიტიკიდან გადიოდეს,ისევ ოცნებობს ხელისუფლებაში მოსვლაზე. თუმცა ამ ოცნებას აღსრულება არ უწერია.

arichopra 2

2016-12-27 10:31:57

არ დაგვაღალატო, არ დაგვღუპო ბატონო დავით! )

papa

2016-12-27 18:24:06

ჩოპრა

გამარჯობა.. შე ქალაქიდან ,,დეპორტირებულ--ემიგრირებულო,,---როგორა ხარ??

რა ამბებია მაქეთ გურიაში?? ჯანყი,...ჯანყი ხომ არა მზადდება მაქეთ?
ისე არ მეგონა თუ ესე დაიკარგებოდი
კი... ლამესთან რაღაცა პატარაზე კი წაკინკლავდი, მაგრამ ისეთი არაფერი ყოფილა, ასე რომ გაბრაზებულ--დაკარგულიყავი.
.მერე ლამეც დაიკარგა..ის კი ვერ გავიგე რატომ
მოკლედ ცოტა,,მოილბე,, გული და ხანდისხან შემოიხედე ხოლმე მაინც...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80