საშობაო საჩუქარი ანუ „ძველ ქუჩაზე ძველ სიმღერებს ვღიღინებთ“
რეტრომედია

საშობაო საჩუქარი ანუ „ძველ ქუჩაზე ძველ სიმღერებს ვღიღინებთ“

საშობაო საჩუქარი ანუ  „ძველ ქუჩაზე ძველ სიმღერებს ვღიღინებთ“
„თბილისელები“, 9 იანვარი, 2012 წელი

2017-01-06 12:14:07

ის საქართველოში უკვე ორჯერაა ნამყოფი: ერთხელ თბილისი დაატკბო, ერთხელაც – ბათუმი, ოღონდ მაშინ უცნაური ვარცხნილობა ჰქონდა, უფრო ზუსტად, რაღა უცნაური, თავზე თმა საერთოდაც არ ჰქონია, თუმცა ამას მის უფასო კონცერტზე დამსწრე საზოგადოების რაოდენობაზე არ უმოქმედია. მან, ანუ ტოტო კუტუნიოს კონცერტმა ქართველი მსმენელის კმაყოფილება ორივეჯერ გამოიწვია (შესაძლოა, თუნდაც, იმ მიზეზით, რომ „მუქთა იყოს, კუბო იყოს“, არათუ კონცერტიო). 

და მერე რა, რომ ეს ჩვენი სამშობლო უფასოდ (უფასოდ მსმენელთათვის, თორემ, ბუნებრივია, ჰონორარებს ბლომად იღებენ, მიუხედავად სცენისთვის მხცოვანი ასაკისა) მხოლოდ გახუნებულ ვარსკვლავებს გვთავაზობს, მეგა-მეგებზე თავად დადიან („მასოვკის“ გარეშე).

ასეა თუ ისე, შობას ჩვენთვის კვლავაც ტოტო კუტუნიომ იმღერა (თუმცა გაუგებარია, რატომ, მაინცდამაინც, ეს უკანასკნელი შობის დღესასწაულზე, მაგრამ შენ გაუგებ პოსტრევოლუციურ ლოგიკას?!). კონცერტი გლდანის პარკში გაიმართა და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. თბილისის მერია ირწმუნება, რომ ტოტო კუტუნიოსთვის დედაქალაქის ბიუჯეტს ერთი თეთრი რაა, ისიც არ დაუხარჯავს, მთელი გასავალი თავიანთ თავებზე „გლდანის ტბის“ დამფუძნებელსა და „ევროპარკის“ წარმომადგენლებს აუღიათ (ნეტავ, საკუთარი ნებით, თუ ცოტა მიაძალეს?!).

ჩვენ არ ვიცით, რამდენად მადლიანი გახადა შობა, რაკი თვალ-ყურები კუტუნიომ დაგვიტკბო, მაგრამ, თუ მის ასაკს გავიხსენებთ, ზედაც დავამატებთ, ჩემი „რეიტინგელი“ კოლეგების მიერ „წლის ლუდმილა ზიკინად“ გამოცხადებული ქ-ნი სოფიო ნიჟარაძის ქუდბედიანობას (ისეთ მსოფლიო ვარსკვლავს არ გაუჭაჭანებია ბათუმურ სცენაზე, სოფიო ნიჟარაძეს ხმა არ შესწეოდა), ჩრდება კითხვა: ხალხი მარსზე ფეხით დადის და ჩვენ ვითომ ამ საბჭოური ფანდებით შევფრინდებით ცივილიზებულ სამყაროში?!

 

 

 

 

ნანახია - 229

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80