საშობაო ნუგბარ-ტრადიცია
სხვადასხვა

საშობაო ნუგბარ-ტრადიცია

საშობაო ნუგბარ-ტრადიცია
for.ge

2017-01-06 12:22:59

ინგლისში შობას უფრო ზეიმით აღნიშნავენ, ვიდრე ახალ წელს. საშობაო სუფრა განსაკუთრებული უნდა იყოს. მთავარი კერძია პუდინგი, რომელსაც ინგლისელები შვრიის ბურღულით, „სალით“, ქიშმიშით, კვერცხით, ვაშლით, თხილითა და სხვადასხვა სუნელებით ამზადებენ. სუფრასთან მიტანის წინ კერძს, რომსაც მოასხამენ, ცეცხლს წაუკიდებენ და ასე აბრიალებულს დგამენ სუფრაზე. შობა დიდ ბრიტანეთში წარმოუდგენელია ინდაურის გარეშე. მას საგანგებო გარნირს უმზადებენ ბოსტნეულითა და მოცხარით.

ამერიკაში ტრადიციული საშობაო კერძი შემწვარი ინდაურია, რომელსაც შებრაწული პურით, ყველით, შავი ქლიავით, ნივრითა და სოკოთი გამოტენიან ხოლმე. ზოგჯერ ვაშლითა და კომბოსტოთი.

საფრანგეთში ინდაური წაბლით უნდა იყოს ფარშირებული. სადღესასწაულო სუფრაზე აქ ნახავთ მოლუსკებს ხახვის ცხელი სოუსით. ასევე, აუცილებელი კერძია, ძალიან თხელ ნაჭრებად დაჭრილი შებოლილი ორაგული და იხვის ღვიძლის პაშტეტი. ასევე, თეთრი ღვინო.

გერმანიაში სადღესასწაულო კერძები ფერადი და ჭრელი უნდა იყოს. ამიტომ, აქ მათ ვაშლისგან, თხილისგან, ქიშმიშისა და მარციპანისგან ამზადებენ. ვაშლს აქ დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ის ცხოვრებისეულ სიბრძნეს განასახიერებს.

საშობაო სუფრაზე გერმანელები დებენ შებოლილ ქაშაყს და შემწვარ იხვს შემწვარი ვაშლებით. მთავარი სასმელი გლინტვეინია.

ავსტრიაში, უნგრეთსა და იუგოსლავიაში საშობაო სუფრაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფრინველი. ამ დღეს ფრინველის ხორცის ჭამა ცუდის ნიშანია. ბედნიერება სახლიდან გაფრინდებაო.

სერბეთში კლავენ ღორს, დანარჩენ ქვეყნებში ბატკნის ხორცს მიირთმევენ.

ბელგიაში საშობაო სუფრაზე აუცილებლად არის ხბოს ხორცისგან დამზადებული ძეხვი. ტრუფელი და წითელი ღვინო.

ლუქსემბურგის მცხოვრებნი საშობაოდ უპირატესობას სისხლიან ძეხვს, შემწვარ ვაშლს და შუშხუნა შამპანურს ანიჭებენ.

 

 

ნანახია - 237

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80