რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ქეიფს დაიწყებთ
სხვადასხვა

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ქეიფს დაიწყებთ

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ქეიფს დაიწყებთ
for.ge

2017-01-06 12:31:31

არსებობს ხერხები, რომელთა გათვალისწინებითაც ადვილად შეძლებთ, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებას  გაუმკლავდეთ და დაიცვათ ორგანიზმი ახალი წლის დღეებში. კერძოდ, სასმლის დოზა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის წონას. მაგალითად, თუ ადამიანი დაახლოებით 70 კილოგრამს იწონის, ნახევარ ლიტრზე მეტი არაყი არ უნდა დალიოს, რომ ორგანიზმი არ დაზიანდეს. ადამიანის თრობის ხარისხი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სისხლში არსებული სპირტის გადამმუშავებელ ფერმენტებზე. ამ ფერმენტების რაოდენობა მას შემდეგ იმატებს, რაც ორგანიზმში ალკოჰოლი ხვდება.

იმისთვის, რომ მალე არ დათვრეთ, სუფრასთან დაჯდომამდე, დაახლოებით 3-4  საათით ადრე, დალიეთ ცოტა სპირტიანი სასმელი და მსუბუქად წაიხემსეთ. ამით ორგანიზმს წინასწარ განაწყობთ საქეიფოდ და მეტი ალკოჰოლის ატანასაც შეძლებთ. ასევე, კარგია, ქეიფის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ლიმონიანი ჩაის დალევა – ეს კარგად ანეიტრალებს ალკოჰოლს. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ფაფები ხელს უშლის ალკოჰოლის სისხლში გაწოვას, რაც სიმთვრალის დონეს ამცირებს. ამიტომ, სასურველია, ის სუფრასთან დაჯდომამდე თუნდაც ერთი-ორი საათით ადრე მიირთვათ.

ნუ აურევთ ერთმანეთში სხვადასხვა სასმელს. ალკოჰოლური სასმელების ნარევი უფრო მეტად ათრობს ადამიანს, ვიდრე ერთი სახეობის სასმლის დიდი დოზით მიღება. თუ მაინც მოგიწიათ სასმლის არევა, გაითვალისწინეთ, რომ სმა ნაკლებგრადუსიანით უნდა დაიწყოთ და, თან, არ დაგავიწყდეთ საჭმლის მიყოლება. ასევე, არ არის რეკომენდებული მაგარი სასმელების ერთმანეთში გაზავება და ისე დალევა. თუ აპირებთ, დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი დალიოთ, ნუ დაიწყებთ შამპანურით. გაითვალისწინეთ, რომ, რაც უფრო ტკბილია სასმელი, მით უფრო რთულია მისი მონელება. ნოყიერი კერძი, განსაკუთრებით კი ხორცი და კარტოფილი, მნიშვნელოვნად აფერხებს თრობის პროცესს. თუმცა, ისიც გახსოვდეთ, რომ ცხიმიანი საკვების მიღებით ალკოჰოლის ზემოქმედებას კი არ ანეიტრალებთ, არამედ, უბრალოდ, გარკვეული დროით აფერხებთ. 

ალკოჰოლი უფრო სწრაფად მოქმედებს, თუ ადამიანი ნასვამი გავა სუფთა ჰაერზე, განსაკუთრებით კი – სიცივეში. ასე რომ, გაითვალისწინეთ ზემოთ თქმული რჩევები და რეკომენდაციები  და ისე მიუჯექით სადღესასწაულო სუფრას.

 

 

 

ნანახია - 433

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80