„მსოფლიოში ოთხი გავლენის ცენტრი შეიქმნება - ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი და, სამწუხაროდ, - „დაიში“
პოლიტიკა

„მსოფლიოში ოთხი გავლენის ცენტრი შეიქმნება - ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი და, სამწუხაროდ, - „დაიში“

„მსოფლიოში ოთხი გავლენის ცენტრი შეიქმნება - ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი და, სამწუხაროდ, - „დაიში“
მანანა ნოზაძე

2017-01-09 12:00:56

სამყაროში არსებული არაორდინარული ცვლილებების ფონზე რა პროცესებია მოსალოდნელი, როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვის?! ამის შესახებ For.ge ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

ყველასთვის მოულოდნელად, გასულ წელს ოკეანის გაღმაამერიკელ ჟირინოვსკიდმიჩნეულმა ტრამპმა გაიმარჯვა, ევროპაში კი ლიბერალიზმმა თავისი დრო მოჭამა და, სავარაუდოდ, ევროპაც სიურპრიზებით გაგვანებივრებს. მით უფრო, რომ ევროპელები უკვე მიხვდნენ, რომ სწორედ ზღვარგადასულმა ლიბერალიზმმა დაასუსტა ევროპა და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტები შეუსია. 2017 წლისთვის კიდევ რით გაგვაოცებს სამყარო?

- ამერიკაში პოლიტიკური ლანდშაფტი მთლიანად იცვლება. ჩვენ კი ისეთი ლობისტები არ გვყავს და ისეთი საელჩო არ გვაქვს, რომ ასეთ სიტუაციას მოვერგოთ. ჩვენ არ ვართ ისრაელი, არ ვართ თუნდაც იგივე სომხეთი, რომელსაც გააჩნია მძლავრი ლობისტური ჯგუფი. თუმცა ამ ლობისტურ ჯგუფებს მაინცდამაინც არ იყენებს. სომხებს აქვთ თავიანთი მისია რუსეთთან მიმართებით, ისინი კარგად გრძნობენ თავს და უსაფრთხოების მომენტებიც გააჩნიათ, ანუ ისინი არჩევენ დღევანდელ კვერცხს ხვალინდელ ქათამს.

მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, სომხებს ლობისტების მეშვეობით დასავლეთში ბევრის მიღწევა შეეძლოთ.

- მათ კიდეც მიაღწიეს იმაზე მეტს, რამდენიც შეეძლოთ, რადგან აზერბაიჯანთან მიმართებით ჩაშალეს ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო ურთიერთობების განვითარება. დღეს ამერიკასა და აზერბაიჯანს შორის იკრძალება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის განვითარება. ანუ აზერბაიჯანის მიმართ სახელმწიფო კუთხით დახმარების აღმოჩენა იკრძალება 907-ე რეზოლუციის მიხედვით, რომელიც კონგრესმა მიიღო და ბლოკავს ამ ურთიერთობების არსებობას. ჩვენ არც ისრაელი ვართ, რომ ლობისტები გვყავდეს. ჩვენი ლობისტობა მიშას პერიოდშიც საკმაოდ უსუსური იყო. ჩვენ ფსონი დავდეთ არა მათზე, ვინც მართლაც ჩვენი მეგობრები იყვნენ, არამედ - რეაქციული ტიპის ნეოკონსერვატორებზე, რომელთაც ამერიკაშიც კი გიჟებად და გადარეულებად თვლიდნენ. მათი ლობისტობით სადამდე მივედით, ეს უკვე ცალსახაა. ამ ურთიერთობას არანაირი აზრი არ ჰქონდა. ჩვენ უნდა გვქონოდა ურთიერთობა რეალური პოლიტიკის შემქმნელ ბუშის ადმინისტრაციასა და ზომიერ ცენტრისტებთან. მართალია, ისინიც კონსერვატორები იყვნენ, მაგრამ ბევრად უფრო საღ მიდგომას ავლენდნენ. ამ მიმართულებით ამერიკასთან დღემდე კონტაქტები არ გაგვაჩნია.

ჩვენი ადგილი სად იქნება ამ წინააღმდეგობრივ სამყაროში? არის ასეთი მოსაზრება, რომ ევროჩინოვნიკები გაირყვნენ და იქ ფულით ყველაფრის გაკეთება შეიძლება. თუ ამ მოსაზრებას გავიზიარებთ და, თუ მსოფლიო დეგრადირებისკენ მიექანება, ალბათ, იმავეს განვრცობა შეიძლება ამერიკელ ჩინოვნიკებზეც. მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ლობისტებთან ურთიერთობას, თუკი ყოველთვის მოიძებნებიან ისეთნი, ვისაც ჩვენზე მეტი ფული ექნებათ? მით უმეტეს, გვაქვს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) გამოცდილებაც, რომელიც სააკაშვილის ნებისმიერ დანაშაულებრივ საქმიანობასაც კი ღირსეულ ქმედებად აღიქვამდა.

- ასე არ არის, რომ ევროპაში ლობისტური აზრი ფულით იყიდება. ჩვენს ცალკეულ ექსპერტებს ევროპული გაერთიანება ევრაზიულ გაერთიანებაში არ უნდა აერიოთ. ევროპასთან გაცილებით უფრო ახლო ურთიერთობები მაქვს, ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლებთანაც მქონია კავშირები. ვიცი იქაური სამზარეულო და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იქ არავითარი კორუფციული ელემენტები არ შეინიშნება. ასეთი რამ ნაკლებად ხდება. შესაძლოა, ამ მხრივ ინდივიდუალური გარიგებები იყოს, ვერაფერს გამორიცხავ, მაგრამ ის ფაქტი, რომ იქ მარტო ფულითა და ჩემოდნებით ჩააწყობ საქმეს, არარეალურია.

ამ მოსაზრების ავტორნი მიიჩნევენ, რომ მუსლიმანების სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღებოდა ევროპაში და ამას მუსლიმანური ლობი სწორედ ფულის მეშვეობით აღწევდა. შემდეგ კი ეს ყველაფერი ევროპას საზიანოდ მოუბრუნდა.

- ეს არ ნიშნავს, რომ მუსლიმანები ამას ფულით აღწევდნენ. მე ვიცი, ლობისტობა როგორი მომენტია. ლობისტებს უნდა დაანახო, რომ შენი პოზიციები მართალი და მიმზიდველია. კონცეფტუალურად, ანალიტიკურად უნდა წარმოაჩინო და ამ კუთხით შეხვიდე მათთან ურთიერთობაში. მაშინ შეიძლება შენი პოზიცია მიღებულ და გათვალისწინებულ იქნას, მათ შეიძლება ბევრი წინადადება აიღონ და დანერგონ კიდეც. ამაზეა საუბარი, რომ ამგვარ ლობისტობას მივაღწიოთ და არა ფულით ჩავიდეთ. ევროპელ ჩინოვნიკს ფულით ნამდვილად ვერ და არც გავაკვირვებთ. ამერიკელებთანაც შეგვეძლო უფრო მეტად გვემუშავა. ჩვენთან, საქართველოში პროფესიონალებს არ აფასებენ, ჩვენი პოლიტიკური კულტურა არქაული ტიპისაა. ჩვენ ვართ აფრიკული ტიპის სახელმწიფო, ამას პირდაპირ გეუბნებით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე.

ერთ მაგალითს გეტყვით და დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ. საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა და, ჰოი საოცრება, იქ არც ერთი პოლიტოლოგი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი და პოლიტოლოგიის მიმართულებით მკვლევარი არ შეიყვანეს. სხვა რაზე უნდა ვილაპარაკოთ? კონსტიტუცია არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც არ გახლავთ სამართლებრივ-იურიდიული დოკუმენტი. ეს წმინდა პოლიტიკური დოკუმენტია და მასზე უნდა მუშაობდნენ, პირველ რიგში, პოლიტოლოგები და მერე -იურისტები და სხვა დარგის სპეციალისტები. ამის მერე რომელი განვითარების ტემპებზე უნდა ვილაპარაკოთ? ჩვენ ვართ აფრიკული ტიპის სახელმწიფო.

2017 წლისთვის როგორი იქნება სამყარო? მსოფლიოში როგორი მოლოდინი არსებობს? მემარცხენე ძალები ნელ-ნელა ჩამოშორდებიან პოლიტიკურ ასპარეზს და გზას დაუთმობენ მემარჯვენეებს? რა მიმართულებით ელით ცვლილებს?

- პირველ რიგში, სამყარო იქნება მულტიპოლარული. რამდენიმე გავლენის ცენტრი იარსებებს და ამერიკის მონოპოლია ჩაესვენება. იქნება კვადროპოლარული სამყარო, სადაც მთავარ გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრებად მოგვევლინებიან ამერიკა, ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთი. ეს ოთხი ქვეყანა იქნება მთავარი წამყვანი გლობალური გავლენის ცენტრი. ეს ჩანს კიდევაც. ჩვენდა სამწუხაროდ, ბარაკ ობამამ აღიარა, რომ რუსეთი სუპერსახელმწიფოა. რუსეთმა ეს დაამტკიცა იმ ქმედებით, რაც მან განახორციელა თუნდაც იმავე აღმოსავლეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში. ამას წინათ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომაზე გამოიკვეთა, რომ ამ გაერთანებასთან თანამშრომლობის დიდი ინტერესი გამოხატეს უკვე ჩინეთმა, ინდოეთმა, ირანმა და ისრაელმა. ისინი აპირებენ, ითანამშრომლონ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან და შექმნან ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონები. უკვე ამ დონეზეა საუბარი. შესაბამისად, ჩვენ ხელიდან გავუშვით რუსეთის დომინანტობის განვითარების ტემპები.

ამერიკა ჩაიკეტება და შეიძლება დაიწყოს ნეოიზოლაციონისტური პოლიტიკის გატარება და მხოლოდ ერთგვარი სელექციური, შერჩევითი ტიპის ჩარევები განახორციელოს. მაგალითად, ამერიკამ უკვე ისრაელი აირჩია სტრატეგიულ პარტნიორად და აღმოსავლეთში ისრაელზე გააკეთა აქცენტი. საქართველოსაც აქვს შანსი, განახორციელოს ანალოგიური ტიპის პოლიტიკა, რომ ჩვენ შემდგომი სელექციური, შერჩევითი ჩარევის დროს ვიყოთ ისრაელის ტიპის დაინტერესებული სახელმწიფო. ამერიკის ინტერესები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს კავკასია -კასპიისპირეთის რეგიონის მიმართულებით. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ჩვენს მარიფათზეც, რასაც მე დიდად ვერ ვხედავ. ჩვენ ელემენტარულად ვართ აბუ-დაბიაში. ამ სიტყვას შემოვიტანდი. გავეხვიეთ ჩვენს მიერ შექმნილ აბლაბუდაში, საგარეო პოლიტიკის კოეფიციენტი ნულის ტოლს უახლოვდება. პროფესიონალებს პატივს არავინ სცემს და პროფესონალიზმი დაბალ დონეზეა. ეკონომიკაში არსებულმა ჩავარდნებმაც გვიჩვენა, რომ ჩვენს ეკონომიკაში არაპროფესიონალიზმის ბუდემ დაისადგურა. საგარეო პოლიტიკაშიც ხომ არის აბლაბუდა და ახლა ეკონომიკაშია.

ამერიკის მონოპოლიის ჩასვენება აპრიორი ნიშნავს რუსეთის გაძლიერებას?

- არა მარტო. აქ უკვე ჩინეთის ფაქტორი წამოვიდა. ნახეთ ტრამპი, ფაქტობრივად, პირდაპირ დარტყმას ახორციელებს არა რუსეთზე, არამედ ჩინეთზე. ანუ ტრამპმა დღეს თავის სამიზნეში ამოიღო ჩინეთი არა მარტო როგორც გეოეკონომიკური, გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, არამედ სამხედრო, გეოსტრატეგიული მოწინააღმდეგე. ფაქტობრივად, ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთიდან ჩინეთის მიმართულებით გადაიტანს ყურადღებას. ანუ 2017 წელს მთავარი პოლიტიკური პროცესები განისაზღვრება ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების კონტექსიდან გამომდინარე. შეიძლება ვიფიქროთ, რომ წყნარი ოკეანეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია გადაიქცევა ყველაზე ცხელ რეგიონად. დღეს ყველაზე ცხელი რეგიონი არის აღმოსავლეთი, აღმოსავლეთ ევროპა, შავი ზღვისპირეთი. აქ ტრიალებს ეპიცენტრი, მომავალში კი შეიძლება ეპიცენტრი გადავიდეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია გახდეს ისეთივე მთავარი გეოსტრატეგიული მიზიდულობის ცენტრი, როგორც დღეს არის შავი ზღვისპირეთი. აქ არსებული სიტუაციების განვითარების ფონზე შემდგომში აიგოს სხვა დიდ სახელმწიფოებს შორის არსებული გლობალური პოლიტიკა. რუსეთი გააძლიერებს თავისი გავლენის სფეროებს პოსტსაბჭოთა სივრცეზე და შეეცდება, გახდეს ერთადერთი დომინანტური ძალა ამ სივრცეში. მოგეხსენებათ, უკვე მოლდოვის პრეზიდენტმა ჩამოხსნა კიდეც სამთავრობო რეზიდენციიდან ევროკავშირის დროშა. ამ დონეზე მივიდა საქმე. ასევე, საინტერესოა ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობა. ეს იქნება ყველაზე დინამიური და მძაფრი ურთიერთობა, რადგან, როგორც ჩანს, ტრამპი არ მოერიდება ევროკავშირთან სავაჭრო ომების დაწყებასაც კი. როგორ წარიმართება ამერიკასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა. არ იქნება როგორც დღეს არის, როდესაც ამერიკა და ევროკავშირი არიან საერთო მოკავშირეები. შეიძლება, ევროკავშირმა დაიწყოს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების განვითარება და საკუთარი გეოპოლიტიკური კოდი შეიმუშაოს, რომელიც განსხვავებული იქნება ამერიკისგან. ევროკავშირს შეიძლება გაუჩნდეს თავისი გავლენის ზონები და სწორედაც ჩვენ უნდა შევეცადოთ ევროკავშირის ზონის გავლენის ქვეშ მოვხვდეთ იმის გამო, რომ ავერიდოთ რუსული გავლენის სფეროებს. თუმცაღა, დღევანდელი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კლანჭებიდან როგორ შეიძლება დავაღწიოთ თავი ასეთი პოლიტიკური მენეჯმენტის კუთხით, ჩემთვის წარმოუდგენელია. ანუ კვადროპოლარული სამყარო და მსოფლიო წესრიგის კვადროპოლარული მოწყობის მოდელი იქნება ყველაზე დომინანტური. ამასთან, კიდევ უფრო გაძლიერდება ისლამური ხალიფატის - „დაიში“-ს ფაქტორი და შეიძლება ამ კვადროპოლარული ფორმატის შიგნით „დაიშმა“ კიდევ უფრო გლობალურ მასშტაბს მიაღწიოს. ვეჭვობ, რუსეთში განხორციელებული ტრაგიკული შემთხვევა სოჭიდან თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, იყო ტერაქტი. რუსული მხარე ამას შეგნებულად მალავს და ნიღბავს. შემთხვევითი არ არის, რომ რატომღაც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უცებ დაიწყო საუბარი ოთხ ვერსიაზე და იმთავითვე გამორიცხა ტერაქტი, რაც დიდ ეჭვს იწვევს. ფაქტობრივად, თვითმფრინავის ჩამოვარდნა მოხდა, რაც ის აფრინდა სოჭის აეროპორტიდან სულ რაღაც რამოდენიმე წამში, სოჭში რადარიდან მოხდა მისი გაქრობა. ყველა ინდიკაცია, ჩვენება იმაზე მიუთითებს, რომ თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა. ანუ თვითმფრინავი წარმატებით დაფრინდა სოჭში და მას არავითარი ტექნიკური ხარვეზი არ ჰქონდა, რაც დამტკიცებულია. პირველი კლასის პილოტები მართავდნენ ამ თვითმფრინავს. ტერაქტის კვალს უკვე რუსი ექსპერტებიც არ გამორიცხავენ. რამდენიმე გამოცდილმა პილოტმა უკვე გააჟღერა, რომ ეს იყო ტერაქტი, რადგან ჰაერში მოხდა, როგორც ჩანს, აფეთქება. ეს ტრაგედია ძალიან ჰგავს სინაის ნახევარკუნძულზე განხორციელებულ ტრაგედიას, როცა რუსული თვითმფრინავი დაიკარგა რადარებიდან, დაიშალა ჰაერში და მერე აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტერაქტი. ანუ მოხდა ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანა ბორტზე, შარმ-ელ-შეიხის აეროპორტში ეგვიპტეში და მერე მოხდა მისი აფეთქება. რუსულ მხარეს არ აწყობს ტერაქტის გაჟღერება გასაგებ მიზეზთა გამო. სხვათა შორის, ამ ბორტზე დაიღუპა, ასევე, რუსეთის სამხედრო-პოლიციის ხელმძღვანელი, რომელსაც ევალებოდა ალეპოში წესრიგის დამყარება. არა მარტო მსახიობები და ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ, არამედ იქ იყვნენ კიდევ სამხედრო პოლიციის ნაწილები, რომლებიც ჩეჩნეთიდან მიფრინავდნენ სირიაში. დიდი ალბათობაა, რომ სწორედ ამ ჩეჩნური შენაერთის შემადგენლობაში მოხდა ინფილტრაცია, შეღწევა სავარაუდოდ „დაიში“-ს სპეცსამსახურების წარმომადგენლებისა, რომლებმაც, როგორც ჩანს, განახორციელეს ეს ტერაქტი.

ანუ მსოფლიოში ისლამური სამყაროს მოძალებას ვერაფერს მოუხერხებენ კოალიციური ძალები, ჯეიმს მეტისი და სხვები?

- სანამ არ მოხდება კონსენსუსის მიღწევა, მანამდე დარჩება ასეთი ვითარება. „დაიში“-ს ფაქტორი, როგორც ჩანს, კვლავაც იქნება დომინანტური, სულ მცირე, ამ წელს მაინც. ანუ მსოფლიოში შეიქმნება ოთხი გავლენის ცენტრი-ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი და ევროკავშირი და პლუს ამას დაიში.

ევროპას რას უქადის ახლო აღმოსავლეთიდან მოწოლილი ლტოლვილების ტალღა და ევროპელ პოლიტიკოსებზე ეს როგორ აისახება?

- შეიძლება, კიდევ უფრო გაუარესდეს ურთიერთობა თურქეთსა და ევროკავშირს შორის. არ არის გამორიცხული, ეს ტალღა, ასევე, აღმოსავლეთ ევროპიდანაც წამოვიდეს. ის კი არა, შეიძლება, ეს ტალღა საქართველოსაც მოაწყდეს. ამანაც ითამაშოს საკმაოდ რთული როლი ჩვენსა და ევროკავშირს შორის. ანუ ტალღის მოძალებას ჩვენც უნდა ველოდოთ ახლო აღმოსავლეთიდან. აღმოსავლეთში სიტუაცია არ ჩაქრება, კიდევ უფრო დრამატული გახდება და გამძაფრდება. არა მგონია, ასტანაში მოლაპარაკებებმა რაიმე შედეგი მოიტანოს ე.წ. ზომიერ ოპოზიციასა და ასადის რეჟიმის წარმომადგენლებს შორის, რომელიც იმართება რუსეთის, თურქეთისა და ირანის მედიატორობის მეშვეობით. ევროპაში ნაციონალისტები მოვლენ. გერმანიაში ნაციონალისტურად განწყობილი გაერთიანებები მოვლენ, მემარჯვენეები. საფრანგეთშიც, ასევე, მოვლენ ნაციონალისტები. დიდი ვარიანტია, რომ მარი ლე პენის ნაციონალისტურმა პარტიამ პარლამენტშიც წარმატებას მიაღწიოს. მემარჯვენე ტიპის პოლიტიკოსი ფრანსუა ფიიონი, ალბათ, საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება და ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებაზეც. შეიძლება დაიწყოს ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურა. ბუნებრივია, ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ძალად, რადგან ბრიტანეთს მარტო გაუჭირდება გლობალური გავლენის ცენტრად დარჩენა. ბერლინის, ლონდონისა და პარიზის, ამ სამკუთხედის ფარგლებში შეიძლება ვიხილოთ ევროკავშირის ახალი გავლენის ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერება. თუმცა აღმოსავლეთის კონფლიქტმა შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს სიტუაცია ევროკავშირში.

პოლიტიკიდან ლიბერასტების ჩამოშორება რამდენად შეუწყობს ხელს ევროპის გაძლიერებასა და ისლამური ტალღის შენელებას? რამდენად უფრო გონივრული იქნება მემარჯვენეების მოსვლა ევროპულ პოლიტიკაში?

- ლიბერასტების ხანა უკვე წარსულს ჩაბარდება. ლიბერტარიანობაზე და ლიბერალობაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია უსაფრთხოების ახალ გამოწვევებზე, რომელსაც ახლებური მიდგომის შემუშავება სჭირდება. შეიძლება, კიდევ უფრო მწვავე პრობლემად იქცეს ბირთვული უსაფრთხოების თემა.

თქვენ ბრძანეთ ამერიკა-ჩინეთის ახლებური ურთიერთობის შესახებ. ეს მიზანი ხომ არ დაემთხვევა რუსეთის მიზანს, სადაც ასევე მწვავედ დგას შორეულ აღმოსავლეთში ჩინური ტალღის მოძალება? თუნდაც ამ ნიშნით ამერიკა და რუსეთი ხომ არ გაერთიანდებიან ჩინეთის წინააღმდეგ?

- სწორედ ჩინეთ-ამერიკის ეპიცენტრი იქნება მთავარი დაპირისპირების არეალი. თავიანთი იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩინეთი და რუსეთი შეიძლება უფრო ახლოს დადგნენ და ბევრი საერთო შეხების წერტილი ნახონ ერთმანეთთან. კვადროპოლარულ სამყაროში შეიძლება მოხდეს, პირველი, ჩინეთისა და რუსეთის დამეგობრება და, მეორე, ევროკავშირისა და ამერიკის დაახლოება. თუმცაღა, შეიძლება დაიწყოს დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური თამაშებიც და მსოფლიო წესრიგი დაეფუძნოს წმინდა კლასიკური ტიპის ფორმატს. ანუ ოთხივე გავლენის ცენტრს ექნება საკუთარი ინტერესები და გავლენის ზონების ფარგლებში მოხდება ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. შესაძლოა, ახალი გეოპოლიტიკური კოალიციებიც ვიხილოთ, როგორც ეს იყო ცივი ომის პერიოდში, როცა ამერიკა-დასავლეთ ევროპა დაუპირისპირდნენ აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოთა კავშირს. შეიძლება ახლაც შეიქმნას, პირობითად, რუსეთ-ჩინეთის კოალიცია და ევროკავშირ-ამერიკის კოალიცია. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საეჭვოა, ასე მოხდეს. ჩემი აზრით, ამერიკა დამოუკიდებელ თამაშს ითამაშებს და ღიად დაუპირისპირდება ჩინეთს. ყველას თავისი ინტერესები ექნება და ისინი ერთმანეთს არ შეეკვრებიან. უფრო დიდია ალბათობა, რომ ევროკავშირსა და ამერიკას შორის დაპირისპირებები გაჩნდეს სავაჭრო ომების სახით, ანუ ორი გეოეკონომიკური გიგანტი დაუპირისპირდეს ერთმანეთს. რაც შეეხება რუსეთსა და ევროკავშირს, ისინი ახლაც არიან დაპირისპირებულნი და არსებობს სანქციების თემა. თუმცაღა, ევროკავშირის ახალი ლიდერები რა პოლიტიკას გაატარებენ რუსეთთან მიმართებით, არავინ იცის. ასევე, საინტერესო იქნება, რუსეთ-ჩინეთს შორის ურთიერთობის განვითარების მომენტი იმ ფონზე, როცა ტრამპსა და პუტინს შორისაც შეიძლება ურთიერთობა დათბეს. ეს ყველაფერი გამოჩნდება 2017 წლის პირველ ან მეორე ნახევარში.

და ბოლოს, 2017 წელს ნატოს კარზე კაკუნს მოვრჩებით და მივაღწევთ საწადელს?

- როგორ გითხრათ, თვითონ ნატოს თემაა საინტერესო. თავად ნატოს ვერ გაურკვევია, როგორ ჩამოყალიბდება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში. ეჭვი მეპარება, რომ ჩვენთან მიმართებით ნატოში ინტეგრაცია რაიმე კუთხით წარიმართოს და მაპის სტატუსს ამ წელს მივაღწიოთ. სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ვითარებიდან გამომდინარე. გარდა სამხედრო პირობებისა, დღევანდელ თავდაცვის სამინისტროში არსებული სიტუაცია ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. ე.წ. ყბადაღებული ოპტიმიზაცია, როდესაც ხდება გამოცდილი სამხედრო ოფიცრების მასობრივი დათხოვნა შეიარაღებული ძალებიდან, ამ სისტემაზე ცუდად მოქმედებს. შესაძლოა, არაკომპეტენტურობამ და კლეპტოკრატიამ დიდ ზომებს მიაღწიოს თავდაცვის სამინისტროში. ახლა იწყება უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის, თუნდაც იმავე კანონმდებობის შეცვლა, საიდუმლო დოკუმენტაციისა და საიდუმლოების შესახებ კანონის გადაფორმატირება, რომლითაც ჩვენ ვუახლოვდებით ნატოს სტანდარტებს. უსაფრთხოების სფეროში ნატოს სტანდარტებისგან ძალიან შორს ვართ, ეს სტანდარტები არც შეგვხებია. ასევე, რჩება სამართლებრივი ჰარმონიზაციის თემა, რაც მოსაწერიგებელია. ამდენად, იმდენი თეთრი ლაქა შეიძლება წარმოიშვას ორმხრივი ურთიერთობების ფონზე, რომ ამ წელს, ალბათ, მოვუნდებით ამ ლაქების ამოვსებას. 

ნანახია - 4396

დომნა

2017-01-09 14:12:20

დროა გასუსული ვიჯდეტ ჩვენს ქვეყანაში, რათა ვინც დავრჩით, ისინი მაინც გადავრჩეთ ქართველებად. მაგარია რა. ეს ექსპერტები ხომ ვერ გაცდნენ ჩვენ დონეს(რიგითი ხალხის).

papa

2017-01-09 14:41:26

იან კელი ნიკა გვარამიას ცემაზე: ეს საქმე შემაშფოთებელია და ჩვენ მას ვაკვირდებით



ვააააა .
...პირდაპირ აღრრრრრრფფფფფრთოვანებული ვარ ამ დასავლური ფასეულობების დაცვით

ესენი ვინ არიან, რა უნდათ ჩვენგან??

ჩვენ ხომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ(მაშ მტ/ყუნის.....) ესეთი ურცხვობა როგორ შეიძლება?? ეს სადოური წესია, სადოური??
ხალხს მუჭა მუჭა ხოცავდნენ(თუნდაც მაგ გამპრავებელი გვარამის თამადობით) და ეხლა სილის აწვნა საერთაშორისო ტერორიზმიააა?? ადრე სად იყვნენ, სად?? დაჟე ხალხის ხოცვაზეც კი ნე ვიჟუს რატომ აკეთებდნენ?
ეხლა გაეხსნათ გონებააა??
მერე იტ/ყვიან ანტი დასავლური კამპანიაო...
კი მაგრამ რა შუაშია აქ ანტი დასავლური კამპანია?? თვითონ სი/რ/ობებს სი/რ/ობებზე აკეთებენ და ...... ანტიდასავლურიო კამპანიაო..
..როგორ ეხლა მაგათ პუტინი ავალეებთ ესეთი სი/რ/ობები თქვიიითოოო?? თეთრზე გეუბნებიან შავიაო ...და ანტი დასავლური კამპანიაო...
საქართველოს მოსახლეობა გაანახევრეს და .....ეხლა კიდევ, გვარამიას სილა რატომ გააწანითო.
იმიტომ ... იმიტომ... იმიტომ ... რომ იმსახურებდა!!....
მერე იტყვიან პრორუსული საიტიაო..
რათა რომ ვამბობ შშშათლახები არიან მეთქი ... იმიტოოომ?/
არ არიან თუ??

მეგრელი

2017-01-09 15:01:57

გავლენის ცენტრებად მოგვევლინებიან ამერიკა, ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთი. ეს ოთხი ქვეყანა იქნება მთავარი წამყვანი გლობალური გავლენის ცენტრი.
-----------------------------------------------------------------------------------------
1. ევროკავშირი ერთი ქვეყანა არარის.ბრიუსელი აღმოსკომს თავისი კომისრებით კი უნდა ასე იყოს , მაგრმა ერთი ქვეყანა მაინც არარის. არც იურიდიულად და არც ფაქტიურად.
2. აშშ და ევროკავშირი ეს არის დასავლური ცივილიზაცია და აშშ არის მისი დომინატი ქვეყანა.
3. საერთოდ პლანეტა რომლის სახელია დედამიწა სსრკ და ვარშავის ხელშეკრულების დაშლის შემდეგ გაიყო 7 ცივილიზაციად. ასე რომ 3 კიდევ 4 დაუმატეთ.
4. მიდის ცივილიზაციების შეჯახება. ამ შეჯახებაში დასავლური ცივილიზაციის , საერთო ინტერესებიდან გამომდინარე , როგორც პარტნიორი მოსალოდნელია გახდეს რუსული ან როგორც მას ეძახია აღმოსავლური ცივილიზაცია. ეს პროცესი დაიწყო 9/11/16 ტრამპის არჩევით . ტრაპმი თავის მემკვიდრეს დატოვებს არარის გამორიცხული თავისი ოჯახის წევრი.
5. დარწმუნებული ვარ უკვე მიდის მოლაპააკებები უკრაინის ირგვლივ. აშშ სავარაუდოდ ყირიმს აღიარებს რუსეთის ნაწილად , სავარაუდოდ გალიციის გარეშე დარჩება უკრაინა დონბასის ფართო ავტონომიით. და სავარაუდოდ ის გახდება აღმოსავლური ცივილიზაციის ნაწილი. რუსეთს სანქციები მოეხსნება.
6. ნატო 21 საუკუნეში ფუნქცია დაკარგული ორგანიზაციაა. სსრკ დაშლის შემდგე ეს ასეა. იდეოლოგიური დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთ შორის არ არსებობს. კომუნისტური დარჩა ჩინეთი. ხოლო ნატოს შექმნის მოტივაცია იყო ზუსტად კომუნიზმთან ბრძოლის მექანიზმი.
7. აშშ ახალმა ადმინისტრაცია უკვე გააკეთა განაცხადი თუ ვინ არის აშშ მტერი. ა) ტერორიზმი . ბ) ჩინეთი. გამომდინარე აქედან ორივე ვარიანტში აშშ რუსეთის კავშირი გარდაუვალია.
8) აშშ ჟირინოვსკი ბატონი ტრამპი ნამდვილად არარის. და არამგონია მომგებიანი იყოს ტრამპის დემონიზაციის პროპაგანდა . ერთი დემონიზირებული ქვეყანა და მისი ლიდერი უკვე არის. მეორე ისიც აშშ ზედმეტი არ მოგივიდეთ.
და ბოლოს მსგავსი სცენარი აშშ პრეზიდენტის არჩევამდეც დამიპოსტავს.

serapina

2017-01-09 18:49:04

ვოტ ტაკ!
https://news.tut.by/society/526859.html

kitanoo

2017-01-09 18:51:19

გილოცავთ ყველას ბედნიერ დღეებს. მრავალს დაესწარით. ვალიკო აღარ გვინდა ექსპერტი არაააა.

gio2000

2017-01-09 18:57:26

მგონი ისეა საქმე,როგორც
"ამინდის ბიურომა თქვა:

ხვალ მოსალოდნელია
წვიმაც მზეც და დარიცაო,
შეიძლება ქარიც ქროდეს,
წვიმაც ცრიდეს სუსტადაო...
მოკლედ რომ ვთქვათ
ხვალის ამბავს-
ხვალ გაიგებთ ზუსტადაო"

მ ა რ ე

2017-01-09 20:05:16

papa :))

აჰ, შეშფოთებულები ვაკვირდებითო?
(ერთი ექსტრასენსის განცხადება გამახსენდა: "ვარჩენ ბუასილს დაჟინებული მზერით!")
მაგათ ადგილზე, მე იმ გამოხმაურებებს დავაკვირდებოდი ფორუმებში, რაც ამ ცემის ფაქტს მოჰყვა და დავფიქრდებოდი: ასობით ინტერნეტმომხმარებელი რომ მოწონებით შეხვდნენ გვარამიას ცემას - ნეტა, რაშია საქმეო?

papa

2017-01-09 20:25:03

სერაპინა

ის სია ვერ ამოვიკითხე----ჩამონათვალში საქართველო არიიის??
რატომღაც მგონია რომ არ იქნება----- გამაგებინე ერთი

serapina

2017-01-09 20:38:22

მ ა რ ე,
დაფიქრებისაკენ ვის მოვუწოდოთ...იმ მთავრობას, საახალწლოდ რომ ერთ მრავალშვილიან ოჯახს სახლს აჩუქებს(არ მახსოვს რომელ რაიონში) და ცხრა კაცით კამერების წინ პოზიორობს?!

რა დროს წუწუნია... სად ვიყავით და რას გადავურჩითო...
ან ვაკეში ხომ არ უყიდდაო და ა.შ არგუმენტების ავტორების აზრი გასაგებია.

მე,თავად ხელისუფლების აზრი მაინტერესებს ამაზე(არ ვარ ჩასაფრებული... პირიქით,ნეტავ კარგის დაწერის მიზეზი იყოს!)

ასე,რომ სოფელი არ შენდება, იმის თქმა მინდა მხოლოდ... თან ზრდილობიანად.

...თქვენსავით,იმის იმედით, რომ ფორუმს გადახედავენ და დაფიქრდებიან.

papa

2017-01-09 20:50:35

მარე


ხომ ვიცი რომ ჩათლახები არიან მაგრამ .....რა ვქნა ამისთანა გოთვერნობებს ვერ ვატარებ, ჩემთვის პირდაპირ სუ ცეცხლზე ნავთია...ვერ ვინელებ .... მაგიჟებს!!
მაგათი დიდი სიყვარულით ისედაც გადარეული ვარ და ესენი მინდა კიდეეევ??
კიდევ კარგი ერთი ფანდარასტი ძალად ლიბერალი მეზობელი მყავს .... სუ იმაზე ვიყრი ხოლმე ჯავრს..
ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს...უიმისოდ რა მეშველებოდა

იგივე მემართება სამაჩაბლოდან ხალხს რომ იტაცებენ ხოლმე-- საზღვარი დაარღვიაო..
.კი მაგრამ ვისი საზღვარი დაარღვია....ვინ რას გვედავება, რა უნდათ?? კავკასიონი მა რისთვის არის?? ვერ დადის ჩემამდე, ვერა-- ვერ ვიგებ
ესენიც უარესი ჩათლახები არიან---- იციან ვინცა ვართ, რაცა ვართ და მაინც ესე ფანდარასტობენ. ნაცვლად იმისა რომ.... ქართველებს იქნება რაღაცით გული მოვულბოთ, დაგველაპარაკონო.... ფანდარასტობენ და ფანდარასტობენ
არაააა ...... არც ამათგან გამოვა სალამაური, არა. ჩლუგები არიან,... კუალდები... მაგათი საშველი არააა. რაც 200 წლის წინ იყვნენ, ისევ ისეთი დურაკები არიან.
მოკლედ ბედი გვააქვს.....წინ წყალი უკან მეწყერიო,.. ალბათ ჩვენზე თქვეს.
ჰოოდა იმიტომაც ვიყურები ყოველ დილას ფანჯარაში, იქნებ საქმის გასარჩევად წყნარი ოკეანისკენ გავიდნენ მეთქი
იიიიფ რა მაგარი იქნებოდა........მაღარიჩს ვიკისრებდი...

papa

2017-01-09 21:11:58

ხალხო.... მართლა დალოცვილი ქვეყანა გვაქვს, დალოცვილი!!!

მთელი ევროპა, თურქეთი, საბერძნეთი, თოვლში და ყინვაში იხრჩობიან(...იქამც ყოფილიყოს) ჩვენთან კიდევ გაზაფხულია!! რუსეთში 50 გრადუსი ყინვააა(....ცოტააა მაგათთვის)
არა რა... მართლა მაგარი ქვეყანა გვაქვს.... მაგარი!!

ტორი

2017-01-09 21:35:01

მეგრელი,

ძალიან თამამ პროგნოზებს აკეთებთ...
განსაკუთრებით, აშშ-რუსეთ-ჩინეთის სამომავლო ურთიერთობებზე...


იან კელი: "ეს საქმე შემაშფოთებელია და ჩვენ მას ვაკვირდებით"...
---------------
ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს...
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია...
ჰოოოდა, ამ დაკვირვების შედეგებით ძააააალიან შეშფოთებელები ვართ...
საპრეზიდენტო არჩევნების დროს თქვენ თავი გაიბანძეეეეეთ.......
არაფერი დაგიკლიათ: სროლა, დაჭრა, დაპირისპირება, ცემა-ტ/ყეპა, ძალადობა, ცილისწამება... თანაც, სუუუულ გრუპავოი...რომელი ერთი ჩამოვთვალო...
ძალიან გაიბანძეთ თავი, ძააალიან!!!
ჯერ საკუთარი ჰემოროი მოირჩინეთ დაჟინებულ-შეშფოთებული დაკვირვებით...
მერე გვარამიას დააკვირდით...

serapina

2017-01-09 22:16:28

პაპა,
მე ,ჩამონათვალში ვერ ვიპოვე საქართველო...
(ტელეფონით ცუდად ჩანს).

მეგრელი

2017-01-10 10:22:01

ამერიკამ უკვე ისრაელი აირჩია სტრატეგიულ პარტნიორად და აღმოსავლეთში ისრაელზე გააკეთა აქცენტი. საქართველოსაც აქვს შანსი, განახორციელოს ანალოგიური ტიპის პოლიტიკა, რომ ჩვენ შემდგომი სელექციური, შერჩევითი ჩარევის დროს ვიყოთ ისრაელის ტიპის დაინტერესებული სახელმწიფო.
----------------------------------------------------------------------------------------

მე არავის ვუსურვებ ისრაელის ტიპის სახელმწიფოს, პოლტიკური სამეზებლოდან გამომდინარე. და არამგონია ეს ისრელასაც მოწონდეს , მაგრამ იძ იძულებულია იყოს ისეთი . და რატომ უნდა ვიყოთ ისრაელის მსგავსი და ვისი უნდა დაუპისრისპირდეთ? ისევ რუსეთის? და რას ვითხოვთ ამ ქვეყნიდან? ჩვენივე შეცდომების ისრაელის ტიპიდან გამომდინარე გასწორებას? დაანებეთ თავი რუსეთის დაშლის ,,ისტორიულ" მისიას. ჯერ ერთი დიდი ნოემბრის ამერიკული ანტილიბერალური რევოლუციის შემდეგს ეს უკვე არარის აქტუალრი და მეორე ბუმერანგი ვერ ხედავთ უკან გვიბრუნდება? მაინცდამაინც მე-19 საუკუნის დასაწყისში გინდათ ავღმოვჩნდეთ პოლიტიკურად? ან გინდათ , რომ რუსეთმა აფხაზეთის საკათალიკო გაუქმებული 1812 წელს ისევ აღადგინოს რასაც აფხაზეთის სასულიერო თუ არასასულიერო პირები დიდი ხანია მოითხოვენ?

ენქერი

2017-01-10 13:06:52

ჩვენ ე.წ. ისლამური სახელმწიფო ("დაიშ", "იგილ") შევქმენით მხოლოდ იმიტომ, რომ დაგვემხო ბაშარ ასადი - ასეთი აღიარებითი განცხადება გააკეთა აშშ-ს მოქმედმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომლის სინქრონი აუდიო ვერსიიდან დაბეჭდა გაზეთმა "ნიუ იორკ თაიმსმა" და გადასცმა ტელეკომპანია CNN-მა.
ამით ჩვენ ვფიქრობდით, რომ თუნდაც ვაიძულებდით ბაშარ ასადს ოპოზიციასთან გარკვეულ მოლაპარაკებებზე წასვლას, ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებდით ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამხედრო სიძლიერეს,მაგრამ ფიქრადაც არ გაგვივლია თუ ასადი რუსეთს სთხოვდა სამხედრო დახმარებას და რუსეთი ასე ღიად ჩაებმებოდა კონფლიქიტში."- განაცხადა კერიმ.
http://parstoday.com/ru/news/world-i56305
---------------------------------------------------------------------------------
მოვა დრო და კიდევ ბევრი აღიარებითი ჩვენებების მიცემა მოგიწევთ, მხოლოდ არა გაზეთებისთვის, არამედ გამოძიებისთვის, თუ როგორ მოიყვანეთ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება, რომლემაც რუსეთთან პროვოკაციული ქმედებებით უზარო ომში ჩაგვაბა და ტერიტორიების გარდა დაგაკარგვინა საჯიშე ბიჭები, ემიგრაციაში გაუშვა შრომისუნარიანი და ჯანსაღი მასა, მთლიანად მოგვიშალა ეკონომიკა და მორალურად გაგვიხრწნა ახალგაზრდა თაობა. აღარას ვამბობ ნატოს მიერ იუგოსლავიის დაბომბვას და უკრაინის დაშლა დაქუცმაცებას და კიდევ რამდენია ჩამოსათვლელი...

natali

2017-01-10 15:12:45

„მსოფლიოში ოთხი გავლენის ცენტრი შეიქმნება - ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი და, სამწუხაროდ, - „დაიში
------------

რამდენი დავთვალე, იმდენი 5 გამოვიდა. ნეტავ მე არ ვიცი თვლა თუ ამან????:)))))))))))))))))

მეგრელი

2017-01-10 17:49:55

ენქერი: შევქმენით მხოლოდ იმიტომ, რომ დაგვემხო ბაშარ ასადი
--------------------------------------------------------------------

არ დაიჯერო. შეიქმნა რუსეთისთვის და ჩინეთისთვის. უბრალოდ ახლოაღმოსავლეთიდან დაიწყო. ამიტომ ჩაერია რუსეთი და ერევა ჩინეთის . ეს ემუქრებოდა მათ.ჩინეთსაც პრობლემები აქვთ იუგურებთან . ეხლა მინდა შევეკითხო ,, ექსპერტებს" და არა მარტო მათ, თუ ამ ომში არ ჩარეულოყო რუსეთი და ეს მოძრაობა გადასული ჯერ შუააზიაში რომელიც რუსეთ-ჩინეთის შორისაა , როგორც იყო ჩაფიქრებული და მერე კავაკსიაში, ჩვენ რა უნდა გვექნა. და მეორე შეკითხვა მათ ვინც ს/ირიაში რუსების ჩარევას ქილიკით და ზოგადად მტრულად უყურებდა. თქვენ საერთოდ ფიქრობთ იმაზე თუ რა შეიიძლება მომხდარიყო კავაკსიაში ? ბატონო . გახსოვთ როგორი მხარდაჭერა ჰქონდათ იუგურების ,, სამართლიან " ბრძოლას ჩინეთის ხელისუფლების წინაამღგდეგ? რეზოლუციები და ასე შემდეგ. დღეს ეს იუგურები დიაშის ერთერთი მებრძოლი ფრთაა ახლო აღმოსავლეთში.თქვენ იცით თუ არა ვინ ომობს ძირითადად ს/ირიაში? გაოცებული ვარ.

arichopra 2

2017-01-10 18:36:08

იუგურები, ასეთი სახელწოდება შეცდომაა. მათ ჰქვია უიღურები, რუსულად Уигури. კი პრობლემური ხალხია, მუსულმანები. სანამ ისლამს მიიღებდნენ ქრისტიანი ნესტორიანელები იყვნენ!

arichopra 2

2017-01-10 18:38:29

ძირითადად ცხოვრობენ ყაზახეთში და ჩინეთში სინძიან-უიღურის ავტონომიურ პროვინციაში.

arichopra 2

2017-01-10 18:40:40

უიღურები ომობენ სი/რი/აში?! ))

arichopra 2

2017-01-10 18:46:07

მე ვემხრობი ფარულ მოსმენებს! ოღონ ეს მოსმენები მართლა ფარული უნდა იყოს და ყველა ჯურის ვიგინდარა არასამთავრობოს ხელიი არ უნდა მიუწვდებოდეს. ამიტომ მთავრობამ უნდა შექმნას კიდევ ერთი საიდუმლო ფარული მოსმენების სისტმა. ხოლო არსებულ სისტემაში გაატაროს ის რეფორმები, რომელთაც ეს ლიბერტარიანელები ასე დაჟინებით მოითხოვენ! ))))

მეგრელი

2017-01-10 18:52:47

https://www.youtube.com/watch?v=SnHRaVx0FHo
----------------------------------------------------------------
ს/ირიელი დემოკრატ ,,ოპოზიციონერების " დამცველებს და ქომაგებს. იქნებ გვითარგმნოთ რას ამბობ კერი?

arichopra 2

2017-01-10 18:54:07

მე ვკითხულობ, რატომ ამხობდნენ ბაშარ ასადს?! ახლა რა მდგომარეობაშიც არის სი/რ/ია, განა ამისთანას რას დააშავებდა ასადი?! საოცარია ამერიკელების ლოგიკა?!

arichopra 2

2017-01-10 18:57:55

ვფიქრობ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო აXლო აღმოსავლეთში რუსეთისათვის ერთად-ერთი სამხედრო ბაზის წართმევა

მეგრელი

2017-01-10 19:23:24

arichopra 2// კი პრობლემური ხალხია, მუსულმანები.
-------------------------------------------------------------
არც ერთი არსებული რელიგია პლანეტა დედამიწაზე თავისი არსით არარის არც პრობლემური და არც აგრესოილი. ყველა რელიგია ქადაგებს მხოლოდ სიკეთეს. აგრესიულად და ტერორისტულად მათ ქმნიან ადამიანები, გარკვეული თავისი მიზნებისთვის. აგრასიული ქრისტიაბის უამრავი ფაქტი იყო ევროპაში და ამერიკაში.ეს იყო ქრისტიანული ტერორი.ასე რომ ეს თეზა რომ რომელიმე რელიგია არის აგრესიული არის ბლეფი.ეს ერთი. მეორე უიგურები (10 მილიონზე მეტი) აღმოსავლეთ თურქესტანის აბორიგენი მოსახლეობაა.თურქული მოდგმის. დღეს ეს არის ჩინეთი. ყაზახეთში, უზბეკეთში და ყირგიზეთში სულ 300 ათასამდეა. 10 მილიონი ცხოვრობს ჩინეთში. მესამე. უიგურების აგრესიული ნაწილი კავშირში არიან ისლამურ სახელმწიფოსთან. ისინი ომობდნენ ჩეჩნეთშიც სხვათაშორის. ტერორი იზიდავს ყველას. ამერიკელსაც ევროპელსაც , რუსებსაც ვინც ისლამი მიიღო (აგრესიული).ასე რომ ვიმეორებ ვინც ფიქრობს რომ ს/ირიაში მიმდინარე მოვლენებით ჩვენ რამეს მოვიგებთ ის ძალიან ცდება. ერდოღანიც მიხვდა ამაში. ,, თამაში" ტერორისტებთან ის მოუტანა თურქეთს , რომ დღეს თურქეთი ტერორისტების სამიზნე გახდა. თურქეთი თუ არ ვცდები ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. და ბოლოს რაც შეეხება ფარულ მოსმენებს. ეს ჭირდება იმათ ვისაც არააქვს მობილური ტელეფონი და კომპიუტერი.

arichopra 2

2017-01-10 19:40:17

მუსულმანებზე კი არა, ამჯერად მხოლოდ უიღურებზე გითხარი. მიცხოვრია მათ შორე ახლოს და ვიცი!

arichopra 2

2017-01-10 19:41:33

შენ რასაც წერ სადღაც წაგიკითხავს. მე იმას გეუბნები რაც თავს გადამხდენია!

varlamia

2017-01-10 20:15:49

კიდევ მეტყვით ამ კაცზე რუსეთის აგენტი არ არისო?

ენქერი

2017-01-10 20:35:20

მეგრელი
-------
და მეორე შეკითხვა მათ ვინც ს/ირიაში რუსების ჩარევას ქილიკით და ზოგადად მტრულად უყურებდა. თქვენ საერთოდ ფიქრობთ იმაზე თუ რა შეიიძლება მომხდარიყო კავაკსიაში ?
===============================================================================
დიდი ალბათობით, რომ არა რუსეთის ფაქტორი, საქართველო, თუ მთლიანად არა, ყოველ შემთხვევაში დასავლეთი ნაწილი მაინც თურქული ექსპანსიის ქვეშ იქნებოდა....

arichopra 2

2017-01-10 21:46:13

varlamia, ვინ კაცზე კითხულობ, ტრამპზე, ერდოგანზე, სი ძინ პინზე, მეგრელხზე, ჩემზე თუ ასადზე?! )))))

arichopra 2

2017-01-10 21:55:57

ეს თურქესტანი არის მხოლოდ ტერმინი, არავითარი თურქესტანი იქ არ არის, არც აღმოსავლეთით, არც დასავლეთით, არც ცენტრში! იქ არის რაღაც თურქესტანი, ქალაქი, ნაქალაქარი, ერთი გავერანებული რამეა, შუაგულ ყაზახეთში, ჟეტისუ ქვია, 7 მდინარე, დაახლოებით როგორც ადრე მესოპოტამიაში იყო სახელმწიფოები და ახლა ვინაა იცით ალბათ?! უიღურები კი რეალური ხალხია, 10 მილიონზე გაცილებით მეტნი არიან. ეს წყაროები განგებ ამცირებენ მათ რაოდენობას. მაგალითად სინძიან უიღურის პროვინციაში 35 მილიონი კაცი ცხოვრობს. იქ ჩინელები რეალურ უმცირესობაში არიან. მთელი ჩინეთი ამ უბადრუკ პროვინციას ტომრებით აბერტყავს ფულს თავზე, რომ როგორმე კონფლიქტუერი სიტუაცია აირიდონ, მაგრამ იქ ის ანდაზაა "ხოდში", მგლის თავზე რომ რაღაცას კითხულობენ და ის კიდევ რომ რა დააშაოს იმაზე ფიქრობს.

ტორი

2017-01-10 23:06:49

arichopra 2
„მე ვკითხულობ, რატომ ამხობდნენ ბაშარ ასადს?! ახლა რა მდგომარეობაშიც არის სი/რ/ია, განა ამისთანას რას დააშავებდა ასადი?! საოცარია ამერიკელების ლოგიკა?!“
----------------------------------------
რადგან იკითხეთ, გიპასუხებთ:
სი/რიაში მიმდინარე მოვლენებს და ასადის დამხობის მცდელობას არაფერი აქვს საერთო ლოგიკასთან...
სი/რიაში ხელისუფლების შეცვლით დაინტერესებული არიან:
1. საუდის არაბეთი და ყა/ტ/არი...მიზეზი: ამ ორივე ქვეყანას სურდა ენერგორესურსების მიწოდება ევროპისთვის...ნავთობსადენსა და გაზსადენს სი/რი/ის ტერიტორიაზე უნდა გაევლო...სი/რი/ამ უარი უთხრა...
2. ევროკავშირი...განსაკუთრებით გერმანია-საფრანგეთი...მიზეზი: საუდის არაბეთისა და ყა/ტ/არის ენერგორესურსები იმ ენერგორესურსების ალტერნატიული ვარიანტი უნდა ყოფილიყო, რომელსაც დღეს რუსეთიდან იღებენ...ევროკავშირსა და რუსეთს შორის ამჟამად არსებულ სანქცია-კონტ/რსანქციის პირობებში, ევროპისთვის ეს მთავარი კოზირი იქნებოდა...რუსეთისთვის - კატასტ/როფა...
3. აშშ...მიზეზი: იგივე ინტერესები, რაც ევროკავშირს აქვს...რუსეთის დასუსტება + ევროპაზე საკუთარი გავლენის გაძლიერება - საუდის არაბეთი და ყა/ტ/არი მისი ვასალები არიან...როცა ეტ/ყოდა და რასაც ეტ/ყოდა, ისე მიაწვდიდნენ ენერგორესურსებს ევროპას...კიდევ ერთი მიზეზი: სი/რიის სანაპირო შელ/ფში ნორვეგიულმა კომპანიამ აღმოაჩინა ენერგორესურსებით მდიდარი საბადო, რომლის დამუშავებაც ამერიკელებმა ასადს სთხოვეს და უარი მიიღეს...
+ რეგიონში რუსეთის ერთგული მოკავშირის მოგუდვა...
4. თურქეთი...მიზეზი: საუდის არაბეთიდან და ყა/ტ/არიდან ევროპისკენ გაგზავნილ ენერგორესურსებს თურქეთის ტერიტორიაც უნდა გაევლო...თურქეთი ენერგო ჰ/აბი ხდებოდა, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანია...
+ სი/რ/იელი ქურთების პრობლემა, რომელიც ძალიან აწუხებს თურქეთს...

+ ასადის უახლოესი მოკავშირის - ირანის , როგორც რეგიონალური მეტოქის დასუსტება...შემთხვევითი არ არის, რომ სი/რიელების მხარეს ირანის რეგულარული არმიის ნაწილებიც იბრძვიან....ბრძოლებში ირანმა უკვე 7 გენერალი დაკარგა... ასადის მოშორება ირანს დაასუსტებს.
5.ისრაელი... საუდის არაბეთისა და ყა/ტარის ენერგორესურსების ერთ ხაზს მის ტერიტორიაზეც უნდა გაევლო...+ ირანის დასუსტება, რომელსაც ის მსოფლიოში ყველაზე მტრულ ძალად განიხილავს...

ეს მოკლე ჩამონათვალია, თორემ, იქ ისეა გადაჯაჭვული ბევრი ქვეყნის ინტერესები, ვისი ვიოლინო და ა.შ...

arichopra 2

2017-01-10 23:33:19

გასაგებია. ცოტა ცინიკურად ჟღერს, მაგრამ ძალიანაც ლოგიკური ყოფილა!

მეგრელი

2017-01-11 00:33:36

ენქერი:დიდი ალბათობით, რომ არა რუსეთის ფაქტორი, საქართველო, თუ მთლიანად არა, ყოველ შემთხვევაში დასავლეთი ნაწილი მაინც თურქული ექსპანსიის ქვეშ იქნებოდა....
----------------------------------------------------------------------------

1555 წლის ხელშეკრულება ირან -თირქეთის შორის.

kostaia

2017-01-11 21:44:51

ამას ადრე ეძახდნენ ჩაკეტილ წრეზე სიარულს:):) რაც ამ თემებზე ნაწერია ამ საიტზე ძველი ;მოღვაწეების" მიერ, აღარ მეგონა თუ კიდევ აქტუალური გახდებოდა. შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო;);) ლამე და ხალიბი როდესაც წერდნენ 2-3წლის წინ ისლამური ტერ. დაჯგუფებების შემქმნელებზე და მათ ამოცანებზე, იმათ ზოგ-ზოგის აზრით ელანდებოდათ და ეხლა რადგან კერიმ და დასავლელმა ექსპერტებმა თქვეს, ეს ფაქტი ყოფილა:):)

serapina

2017-01-12 01:51:07

ვინც გერმანული იცით წაიკითხეთ.
აი, ამათ ქება-დიდების გემო თავის დროზე ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც გამოსცადეს. ...და დღეს მიხვდნენ ბევრ რამეს,იმას რასაც ადრე ვერ ხვდებოდნენ.
https://www.welt.de/kultur/literarischewelt/article155460615/Die-kluegsten-Frauen-kommen-aus-Georgien.html

gio2000

2017-01-12 07:32:50

ეს ყველაფერი ალბათ,მალე დამთავრდება,რადგან,ა-მ გახსნა თავისი რეზერვუარები და ამასთან ერთად, დაიწყო მეცნიერების დაფინანსება ძალიან ინტენსიურად,რომ ნავთობ- გაზის ჩანაცვლება მოხდეს რაც შეიძლება მალე,
არამარტო ერთმანეთთან გადაჯაჭვული პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზების გამო,არამედ, იმიტომ,რომ დედამიწაზე არსებული ენერგო რესურსები უსასრულო არ არის და შეიძლება იმაზე უფრო სწრაფად დამთავრდეს, ვიდრე ამას წინასწარი შეფასებები აჩვენებენ.- რადგან ამ შეფასებებში- ალბათ, ვერ იქნება შესაბამისად და შეუმცდარად გათვალისწინებული ამ ენერგომატარებლებზე ძალიან სწრაფი და დროში მზარდი მოთხოვნილება-მსოფლიოში..
ასე,რომ ჩვენი პლანეტა- დღეს თუ არა ხვალ- მაინც დადგება ენერგო დეფიციტის პრობლემის წინაშე და აქედან გამოსავალი- მხოლოდ შესაბამისი მეცნიერების დაფინანსება შეიძლება იყოს, რაც ,ასევე, დიდ რესურსებს მოითხოვს და ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერეზეა დამოკიდებული.

gio2000

2017-01-12 07:38:18

ასე,რომ ყველაფერი ისევ და ისევ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან მიდის და ამ შეჯიბრშიდაც გაიმარჯვებს ის ქვეყანა, რომელსაც უფრო ძლიერი ეკ-შესაძლებლობები გააჩნია!!!
აქედან კი, დასკვნები-ჩვენი ქვეყნისათვის!!!

arichopra 2

2017-01-12 21:07:27

ადრე, უახლოეს ისტორიულ წარსულში, მე რაც აქ ამ ახალ წყაროებზე და ნავთობის ერის დამთავრებაზე ვწერე, ნეტავ თუ დამიფასებს ისტორია?! :):):) ისე ეტყობა ამ საიტს ბილ გეიტსიც ეცნობა?! ალბათ იმან წაიკითხა ჩემი ფუტუროლოგიური გამონათქვამები და აჰა, 1 მილიარდი გრანტი გამოყო ახალი, "სუფთა ენერგიის" პროექტების კვლევებისათვის! :):):)

kostaia

2017-01-12 21:57:01

ზოგსა კაცსა კაცი ქვია, ზოგსა კიდევ კაცუნაო... ძალიან ცუდი რამეა ბოღმა და შური...
სიკეთეს რა სჯობს...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80