„იქნება აუხსნას გვარამიამ საზოგადოებას, როდის ედო ყური გაჩეჩილაძეების უკანალზე“
საზოგადოება

„იქნება აუხსნას გვარამიამ საზოგადოებას, როდის ედო ყური გაჩეჩილაძეების უკანალზე“

„იქნება აუხსნას გვარამიამ საზოგადოებას, როდის ედო ყური გაჩეჩილაძეების უკანალზე“
თამთა ქარჩავა

2017-01-10 12:00:07

მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5 ათასლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და გაჩეჩილაძეს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე შეუფარდა. შესაბამისად, გაჩეჩილაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ბრალდების მხარე რატი გაჩეჩილაძისთვის 5 ათასლარიან გირაოს მოითხოვდა. აღნიშნულს არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატი ირმა ჭკადუა for.ge–სთან საუბრისას აცხადებს გაჩეჩილაძე აღმკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო, ხოლო გირაო უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო. დაცვის მხარემ გირაოს ოდენობად სასამართლოს მინიმალური, ათასი ლარი შესთავაზა. საბოლოოდ, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა და გაჩეჩილაძეს 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც ცნობილია, „რუსთავი 2“– ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ლევან გაჩეჩილაძის შვილი, რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ითვალისწინებს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

თუმცა, გვარამიას ცემის ფაქტზე მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, რომლის განცხადებით, ძიება 156-ე მუხლის მეორე ნაწილით გაგრძელდეს, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით პირის ირიბ დევნას ძალადობით, ან ძალადობის მუქარით გულისხმობს.

„სწორედ ეს შემთხვევა გვაქვს სახეზე. ასეთი განცხადება იყო გაკეთებული თავად რატი გაჩეჩილაძის მხრიდან, აგრეთვე მისი ინტერესების დამცველის მიერ. ცხადია, რომ არანაირი წარსულში უთანხმოება რატი გაჩეჩილაძესა და ნიკა გვარამიას შორის არ მომხდარა. ერთადერთი მიზეზი იყო სწორედ ნიკა გვარამიას წარსულში დაკავებული თანამდებობები“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ნიკა გვარამიას მხრიდან ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძის მისამართით არანაირ სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ქონია, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ. საძაგლიშვილის ინფორმაციით, ინციდენტში ორი პირი მონაწილეობდა.

„არანაირ ფრაზას ან ურთიერთშელაპარაკებას ადგილი არ ჰქონია, ამას ადასტურებს აბსოლუტურად ყველა მოწმე.  ამაზე არ საუბრობდნენ დაკავების მომენტში ბრალდებულის წარმომადგენლები, უბრალოდ ახლა ცდილობენ გამოძვრნენ სიტუაციიდან და მსუბუქად წარმოაჩინონ გაჩეჩილაძის დანაშაული. თავდასხმაში 2 პირი მონაწილეობდა, შესაბამისად, მეორე პირსაც უნდა წარედგინოს ბრალი. ამაზე საუბრობენ მოწმეები. თუმცა თავად საქმის მასალები არ მინახავს“, – ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

რატი გაჩეჩილაძის კიდევ ერთი ადვოკატის ლილი გელაშვილის განცხადებით, საქმეში არ არსებობს ჩვენებები, სადაც საუბარია ხელჩართულ ჩხუბზე.

„ნიკა გვარამია არ ჩამოდის ეკრანებიდან და გვეკეკლუცება. ამის შემდეგ ვინმეს რჩება შთაბეჭდილება, რომ ის წიხლქვეშ გაიგდეს?!“, – აცხადებს ლილი გელაშვილი.

გვარამიას დაცვის მხარე ირწმუნება, რომ არანაირ შეურაცხმყოფელ ფრაზას ადგილი არ ქონია, თუმცა ნიკა გვარამია სოციალური ქსელით სწორედ შეურაცხმყოფელი ფრაზით მიმართავს ბრალდებულ გაჩეჩილაძეს.

„კუანა გრეჩიხას კუანა შთამომავალო, ჩხუბი თუ გინდოდა, სიბნელეში, უკნიდან, კაპიშონგადაფარებული, დამხმარეებთან ერთად კი ნუ მომეპარებოდი კეფაში რაღაცის ჩასარტყმელად და მერე სამარცხვინოდ გაიპარებოდი, პირისპირ მაინც მოსულიყავი. შენი კუანა ნაბიჭვრის სახელს, ჩემი ტვინის შერყევა მირჩევნია. ეგ გამივლის, შენ კიდევ არაფერი გეშველება. ვერც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი, პრემიერ მინისტრის მეგობრის ძევ, გპირდები“, – წერს ნიკა გვარამია.

რატი გაჩეჩილაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ დაპირისპირების მიზეზი ნიკა გვარამიას განცხადებები გახდა, რომელიც მან გაჩეჩილაძის მისამართით გამოიყენა რესტორანში.

„იქნება აუხსნას გვარამიამ საზოგადოებას როდის ედო ყური გაჩეჩილაძეების უკანალზე, რომ ეს დასკვნა გამოიტანა. ეს არის მარაზმი. გვარამია არის პროვოკატორი. კუანა გრეჩეხას შვილი ხარო, ეს სიტყვები მოაძახა გამოსვლისას რატი გაჩეჩილაძეს, თორემ მანამდე მთელი ორი საათი ისხდნენ იმ რესტორანში, სწორედ ეს სიტყვები გახდა დაპირისპირების მიზეზი. როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ადამიანს ასეთი სიტყვებით მიმართავ რა რეაქცია ექნება?

გვარამია არის პროვოკატორი, რომელიც ასეთი გზებით ცდილობს ყურადღების ცენტრში იყოს. ეს არაა პირველი შემთხვევა. ეს ადამიანი გაჩეჩილაძეებს მოიხსენიებს როგორც ნაბიჭვრებს, ხორცმეტებს, გველის წიწილებს და ეს გრძელდება პერმანენტულად, რაც მინიმუმ ნიშნავს, რომ სადღაც რომ შემხვდები პასუხს მომთხოვ.

ძალიან სამწუხაროა ამერიკის ელჩის განცხადება, ჩვენ ხვალვე გავუგზავნით გვარამიას ამ განცხადებებს და ძალიან მაინტერესებს რას იტყვის ამერიკის ელჩი და რა განცხადებებს გააკეთებს ამის შემდეგ“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.

რაც შეეხება გვარმიას განცხადებას - „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი, პრემიერ მინისტრის მეგობრის ძევ“, - ჭკადუა ამბობს, რომ ეს არის პირდაპირი მუქარა გვარამიას მხრიდან.

„ეს არის მუქარა და როგორც უკვე გითხარით, ეს არის პროვოკატორი ადამიანი. მე პროცესზე მივმართე პროკურორებს, რომ შეიძლება ამ ადამიანს დაუხშონ საინფორმაციო წყარო. არის თუ არა პროვოკაცია და მუქარა მისი საქციელი? - რა თქმა უნდა კი. მით უმეტეს ასეთი მუხლით დაკავებული ადამიანი გინახიათ? ნიკა გვარამია რამდენჯერ ფეხს დააბაკუნებს, იმდენჯერ, რომ პროკურატურა იმის ჭკუაზე დარბის?“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ

ნანახია - 3620

armagedevani

2017-01-10 14:37:01

თუ ასეთი რამ უთხრა გვარამიამ რატი გაჩეჩილაძეს მამამისის შესახებ, არაა გასაკვირი, რომ მოხვდა კიდეც ყბაში (თუ თავში).
ესეთ რამეს რო ეუბნები კაცს, უნდა იცოდე, რო იმან შეიძლება მოგადოს კიდეც.
ესეც არის, რომ ხალხში მართლაც დაგროვილია ზიზღი ნაცმიძრაობის სახეების მიმართ. 10-დან 7-8 ამ შემთხვევაზე ამბობს, რომ "ცოტაა, რაც გვარამნიას მოხვდა, სახეზე არაფერი ეტყობაო, მეტი უნდა ეცემაო".
ეგეც გასათვალისწინებელია. ყველაფერს პოლიტიკას ვერ დააბრალებ.

1234

2017-01-10 17:43:22

ვექილები, ვექილები ... ერთ ჩარტყმაზე უცებ რამდენი ვექილი დასაქმდა :) რეპუტაციის მმართველები არა ჰყავთ დაქირავებული ან ერთ ან მეორე მხარეს? საქართველოს ეკონომიკის რა ნაწილი მიდის ვექილების ჰონორარებზე? :)

natali

2017-01-10 18:54:43

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი ფეისბუკის გვერდზე მორიგ სტატუსს აქვეყნებს:

"საქართველოში ინფლაცია გიჟური ტემპებით მიმდინარეობს! 3 წლის წინ შეგეძლო პარლამენტარი 300 ლარის სანაცვლოდ გეცემა, ახლა 5000-ლარიანი გირაოა გენერალური დირექტორის ცემისთვის.
ღარიბებმა რა ქნან?“ - წერს ასლი.
---------------
ხოო აბა რას ჰგავს ეს? 5000 ლარი თუ არ გიდევს ჯიბეში, კაცი ვეღარ გიცემია რააა :)

arichopra 2

2017-01-10 19:01:10

ამ ადამიანს გრეჩიხა რატომ შეარქვეს?!

Munji

2017-01-10 21:01:47

ნატალი, ფადი ასლიც შენც (ორიგინალი) ძალიან კარგები ხართ! - ხმამაღლა ვიცინე:)

dato

2017-01-10 22:12:59

arichopra 2
უყვარდა. ბავშვობაში ეზოდან სახლში ვერ აიტყუებდნენ სანამ არ ეტყოდნენ "ამოდი გრეჩიხა ჭამეო".
სხვათა შორის ხუთოსანი იყო, სიგარეტს არ ეწეოდა და კარგი და წესიერი ბიჭის სახელით სარგებლობდა. გვერდიგვერდ იყო ჩვენი სკოლები...55 და 57.

natali

2017-01-10 22:24:19

Munji
:))))))))))

მოკლედ, ვინმეს ცემა თუ გინდა, უნდა მოასწრო, სანამ კიდევ უფრო გაძვირებულა:))))))))

დომნა

2017-01-11 00:05:26

ნაცების სიძულვილმა ისე არ უნდა დაგვაბრმაოს, რომ მეორე უკიდურესობაში აღმოვჩნდეთ. დამნაშავე ყველა უნდა დასჯილიყო და არა ლინჩის წესით გასამართლდეს. ვის ვის და გაჩეჩილაძეებს ნამდვილად არ ამოეღებატ ხმა, ხალხი რომ ბრძოლის ველზე დაშალეს და თვითონ გალაღდნენ. მემგონი მათი ჩადენილი ღალატის გამო ბევრის ოჯახის წევრი აღმოჩნდა ციხეში, რადგან ის არანორმალური მერე რიგით მომიტინგეებს დაერია და ციხეში ამოაყოფინა თავი. გაჩეჩილაძეები კი არიან თბილად და აღარ ეძებენ სამართალს.რა ვიცი, რა ვიცი ყველას თავისი აზრი აქვს.

serapina

2017-01-11 00:19:23

ამიტომ უნდა ჰქონდეს ხალხს სასამართლო!
(რომ ყველას, მოსამართლე არ ეგონოს თავი).

...და სასამართლოთი და სასამართლოს გარეშეც,რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ/ვაგუჭებდეთ...
საქართველო ისე პატარაა,არსად არაფერი არ დაიმალება.

Munji

2017-01-11 00:31:06

ნატალი :)))
მთელი ნაცმოძრაობაა საცემი და ამას, მინიმუმ, ძმები ემელიანენკოების რამდენიმე თვის შრომა და ბიძინას ფული დასჭირდება :)

მ ა რ ე

2017-01-11 08:57:46

იმათაც, ვისაც ჩემნაირად სჯერა, რომ ნინო ბურჯანაძე ყველაზე მაღალი რანგის პროფესიონალია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და მისი პარლამენტში ვერ მოხვედრა მისი კი არა, სხვის საწინააღმდეგოდ მეტყველი არგუმენტია... და იმათაც, ვისაც პირველი 4 ასოს, "ბურჯ"-ის გაგონებაზე უკვე აჟრიალებს... ვურჩევდი, ენახა დღევანდელი ინტერვიუ.

http://babajana.co/index.php?newsid=4796

ცუგო

2017-01-11 10:40:53

ქალბატონო დომნა, ბოლოს კარგად დაამთავრეთ, "რა ვიცი, რა ვიცი ყველას თავისი აზრი აქვს"-ო, რომ ბრძანებთ, ე.ი. ბოლოში გიგრძვნიათ.
თუ არ იცით, ასე უაპელაციოდ, ადამიანს მოღალატის იარლიყი მიაკერო, სწორია? ამას ასწავლით გიმნაზიაში?

papa

2017-01-11 14:00:13

მარე

გეთანხმები. რასაც პოლიტიკოსობა ჰქვია, როგორც პოლიტიკოსი დღეს ეგ ყველაზე ჭკვიანი პოლიტიკოსია საქართველოში
დიდხანსაც ვუჭერდი მხარს მაგას აქ. დაჟე მაგის მხარდასაჭერად თავის დროზე აქ,,რევოლუციებსაც,, კი ვაწყობდი...მაგრამ მერე და მერე ცოტა აზრი ... თვითონვე შემიცვალა
ბიჯოოო ..... პირველ მოადგილეებად შვილსა და ქმარს რომ დაინიშნავ, აბა ეგ რააარი?? მართლა რომ სუ უმწიკვლო ქმარი ჰყოლოდა მაინც არ უნდა დაეყენებინა წინ და მით უმეტეს .....
აქ ერთი იუზერი გვყავს ,,იმერელი,, მაგის მხარდაჭერის გამო, ლამის სუ რუსეთუმე და პუტინის აგენტი მეძახა -- მეუბნებოდა ეგ მეთავისე ადამიანია, მაგისგან საბოლოო ჯამში ხეირი არ იქნებაო და ..... მართლი აღმოჩნდა!!...
კი იცის საქმე, მართალია მაგრამ..... არც თავის ინტერესებს ტოვებს ,,უყურადღებოდ,,
ეგრე კიდევ საქმე არ გამოვა
თანაც ასე დღისით... მზისით... ასე რომ ეგ მხოლოდ,,მეგობრებისთვიის წერტილოვანი დარტ/ყმებისთვის,, გამოდგება, თორემ მთლიანობაშიიიი......სიტ/ყვა მეეეე..... ძაან აწუხებს
ისე კი გეთანხმები, ჭკვიანია

arichopra 2

2017-01-11 16:29:10

პაპა, შენი გამკვირვებია, სიტყვა პოლიტიკოსი რას ნიშნავს არ იცი?! ის რა პოლიტიკოსია და რა პარტიის ლიდერია ორი მოწვევის პარლამენტში თავი და 1-2 კაცი, რომ ვერ გაუყვანია?!

arichopra 2

2017-01-11 16:47:52

ამას რომ ვერ მოახერხებს იმას პოლიტიკოსი როგორ უნდა ვუწოდოთ?! ვერ უნდა გაერკვეს სად რა და როგორ თქვას?! ვისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს, ვინ გააკრიტიკოს, ვის მხარი დაუჭიროს?! პლასტელინასაც კი დაურჩა მაგდენი პოლიტიკური ალღო, ხედავ ჯერ გახდა პრეზიდენტი და მერე გადაატრიალა პლასტინკა?!

მ ა რ ე

2017-01-11 17:16:56


papa,
შეიძლება შენ მართალი ხარ... მაგრამ, მართალი გითხრა, ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, ქმარი და შვილი თუ დაიყენა გვერდით: სამინისტრო ხომ არ არის, სახელმწიფო დეპარტამენტი ან რაიმე საჯარო დაწესებულება, რომ - ნეპოტიზმი არ დამაბრალონო - კონკურსის წესით მიეღო ხალხი პარტიაში?!
თავისი შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციაა და, ცხადია, ყველაზე ახლობელი და ერთგული ადამიანები სურს გვერდში, ვისაც ყველაზე კარგად ესმის მისი.

papa

2017-01-11 17:28:42

მარე
გარედან რომ ძალიან ცუდად სჩანს?
მე რომ ტვინი საწინააღმდეგოდ შემომიტრიალა სხვას რაღა მოუვიდოდა?

papa

2017-01-11 17:35:03

ჩოპრა
გამარჯობა კაია რომ უკვე ატიურობ... გხედავ ხოლმე

შენ რომ ამბობ მაგას მოქნილობა(ანუ ჩათლახობა) ჰქვია, მარტო მაგის გამო.... ძაან არ გავლანძღავდი. მაგას უბრალოდ ყოველთვის ძაან დიდი ამბიციურობა ურხევდა და დღესაც ურხევს კიდევ

მ ა რ ე

2017-01-11 18:45:29


papa:
"გარედან რომ ძალიან ცუდად სჩანს?
მე რომ ტვინი საწინააღმდეგოდ შემომიტრიალა სხვას რაღა მოუვიდოდა?"
:)
გააჩნია! მე, მაგალითად, არაფერი მომივიდა:)

მ ა რ ე

2017-01-11 18:49:06

ისე, ამ გახსენებაზე, tngh სად დაიკარგა, რომ აღარ ჩანს? ვინმემ გააბრაზა?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80