ნიდერლანდებს საფრთხე ემუქრება
სხვადასხვა

ნიდერლანდებს საფრთხე ემუქრება

ნიდერლანდებს საფრთხე ემუქრება
for.ge

2017-01-10 11:57:07

მეცნიერებმა, ნიდერლანდების ქანების გადაადგილების რუკის შესადგენად, თანამგზავრის „Sentinel-1A“-ის  ფოტოები გამოიყენეს.

კვლევისათვის გამოიყენეს 2014 წლის ნოემრიდან, 2016 წლის ნოემბრამდე გადაღებული ფოტოები. მეცნიერების აზრით, თანამგზავრიდან მიღებული ინფორმაცია მათ ქანების ცვლილებებზე დაკვირვების საშუალებას აძლევს. აქედან გამომდინარე, უკვე შესაძლებელია უსაფრთხოების ზომების მიღება.

რუკაზე ჩანს, რომ ნიდერლანდების გარკვეული ნაწილი, მათ შორის  ეისელმერის ტბის დასავლეთ ნაწილი და ქალაქ გრონინგენის აღმოსავლეთ ნაწილი, წელიწადში 20 მმ სისწრაფით იწევს ქვევით. ასეთი ტენდენცია კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ტერიტორიები გარდაუვალი დატბორვის საშიშროების წინაშე არიან.

"ერისათვის, რომელიც ზღვის დონის ქვემოთ ცხოვრობს, დედამიწის ზედაპირის ცვლილებებს ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვთ", განაცხადა რამონ ჰანსენმა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა.

 

ნანახია - 443

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80