რატომ აქვს ზოგიერთ მწეველს ჯანმრთელი ფილტვები
სხვადასხვა

რატომ აქვს ზოგიერთ მწეველს ჯანმრთელი ფილტვები

რატომ აქვს ზოგიერთ მწეველს ჯანმრთელი ფილტვები
for.ge

2017-01-10 12:01:38

ბრიტანელი მეცნიერების განცხადებით, მათ დაადგინეს თუ რატომ აქვს ზოგიერთ სტაჟიან მწეველს სრულიად ჯანმრთელი ფილტვები.

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევით, რომელშიც მონაწილეობა 50 ათასმა ადამიანმა მიიღო, დადგინდა, რომ ზოგიერთ მათგანს გავლილი აქვს დნმ-ის კეთილთვისებიანი მუტაცია, რომელიც უზრუნველყოფს მოწევის უარყოფითი შედეგების კომპენსირებას.

როგორც ცნობილია, ბევრ მწეველს, დროთა განმავლობაში უვითარდება ფილტვის სხვადასხვა დაავადება. თუმცა, ანალოგიური დაავადებები უვითარდებათ მათაც, ვინც ცხოვრებაში არ მიკარებია მოსაწევს.

მეცნიერებმა კველვაში მონაწილე 50 ათასი ადამიანის - მწეველის და არამწეველის გენეტიკური ინფორმაცია შეისწავლეს, რითიც შეძლეს დნმ-ის იმ მონაკვეთის გამოყოფა, რომლის საშუალებითაც მცირდება ფილტვის ქრონიკული დაავადებების რისკი.

მედიკოსების თქმით, „კარგი გენების“ პატრონები ნაკლები რისკის ქვეშ არიან, რომ მსგავსი ავადმყოფობით დაავადდნენ, ვიდრე „ცუდი გენების“ პატრონები. ერთ-ერთი მკვლევარის მარტინ ტობინის თქმით, ეს გენები განსაზღვრავენ ფილტვის ზრდასა და იმას, თუ როგორ რეაგირებს ზედაპირი დაზიანებაზე.

სამედიცინო კვლევების საბჭოს წარმომადგენლების თქმით, ეს აღმოჩენა საშუალებას იძლევა, დაიწყონ სამუშაოები ახალ პრეპარატებზე, რომლებიც ფილტვების დაავადებებზე იქნება ორიენტირებული. თუმცა იქვე აცხადებენ, რომ საუკეთესო წამალი მოსაწევზე უარის თქმაა.

 

ნანახია - 453

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80