ქალებს კაცებზე 20 წუთით მეტი ძილი ესაჭიროებათ
სხვადასხვა

ქალებს კაცებზე 20 წუთით მეტი ძილი ესაჭიროებათ

ქალებს კაცებზე 20 წუთით მეტი ძილი ესაჭიროებათ
for.ge

2017-01-11 13:44:21

ქალებს კაცებზე 20 წუთით მეტი ძილი სჭირდებათ. მეცნიერებმა კვლევა 210 შუა ხნის მამაკაცსა და ქალზე ჩაატარეს.

„ქალები რამდენიმე რამეს აკეთებენ ერთდროულად და ამაში საკმაოდ მოქნილები არიან. შესაბამისად, ისინი უფრო აქტიურად იყენებენ ტვინს ვიდრე მამაკაცები. სწორედ ამიტომ, მათ უფრო მეტად ესაჭიროებათ ძილი. საშუალოდ საჭიროა 20 წუთით მეტი ძილი, თუმცა ეს ინდივიდუალურია“, - განაცხადა ლონგბოროუს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯიმ ჰორნმა.

მისივე თქმით, მამაკაცები, რომლებსაც გონებრივ დატვირთვასთან დაკავშირებული სამსახური აქვთ, რომლებშიც ყოველდღიურად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ, სხვა კაცებთან შედარებით მეტ ძილს საჭიროებენ.

ასევე, კვლევამ დაადგინა, რომ ძილის უკმარისობა ქალებში უფრო მწვავე შედეგებს იწვევს, ვიდრე კაცებში - ფსიქოლოგიურ გაუწონასწორებლობას, აგრესიას, დეპრესიას და ა.შ.   

 

 

ნანახია - 281

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80