„მივედით ყრილობამდე, რომელიც სადამსჯელო მიტინგია“
პოლიტიკა

„მივედით ყრილობამდე, რომელიც სადამსჯელო მიტინგია“

„მივედით ყრილობამდე, რომელიც სადამსჯელო მიტინგია“
თეონა მანაგაძე

2017-01-11 20:30:54

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. პარტიის ერთი ნაწილი 20 იანვრის ყრილობისთვის ემზადება, მეორე ნაწილი კი, მათ დაფიქრებას და პარტიული ერთიანობის შენარჩუნებას სთავაზობს. მხარეებს შორის არსებული დაპირისპირება ფუნდამენტურ განსხვავებებს ეხება, რომელიც წარსულის გააზრებას და მომავლის ხედვას უკავშირდება.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და პარტიაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, for.ge საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ თავმჯდომარეს, ელენე ხოშტარიას ესაუბრა:

მმართველი გუნდი მიიჩნევსრომ 2016 წელი ქვეყნისთვის წარმატებული იყოგასულ წელსთქვენ როგორ აფასებთ?

- მიუხედავად იმისა ქვეყანაში რა რეალობაა, „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ ყველაფერი კარგად არის და საერთოდ, 2017 წლიდან გადასარევი წელი დაგვიანონსეს. მანამდე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები გვახსოვს, რომ ყველაფერი კარგადაა და კიდევ უფრო უკეთესი მეოთხე წელი იქნებოდა. უფრო მეტიც, საზოგადოებას ამტყუნებდნენ იმაში, რომ ხალხი რეალობას ვერ იგებს და ანალიზი არ იცის, თორემ, ყველაფერი კარგად არის. ეს ყველაფერი ამ გუნდს ახასიათებს და მათი ნიშანია. მათი მხრიდან თავის მოწონება ემოციურად არ მაწუხებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ისინი არსებულ პრობლემებს რეალურად უარყოფებენ და არ აპირებენ, რომ პრობლემები მოაგვარონ. ეს უკვე ხანმოკლე საპარლამენტო ცხოვრებაშიც გამოჩნდა. სრულიად თვითკმაყოფილი მთავრობა და უმრავლესობა ვნახეთ, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას არათუ კითხვებს არ უსვამდა, არამედ კომიკური კითხვებით მიმართავდა და საუბრობდა იმაზე, რომ თურმე, ჩვენი ქვეყნის გამოწვევა ის ყოფილა, რომ ლარი ისე გამყარდება, მის გამყარებას ვერ მოვერევით და რა გვეშველება. სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სრული სერიოზულობით დაიწყო. ანუ, ეს ყველაფერი რეალურობიდან მოწყვეტის კომიკური მაგალითია.

ანუთქვენ ფიქრობთრომ ხელისუფლებას რეალობის აღქმის პრობლემა აქვს?

- მათ ფსიქოანალიზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ფაქტია, რომ მათ დაკვეთა ბიძინა ივანიშვილისგან აქვთ და ეს პრობლემაა. რეალობის ასეთი არადეკვატური აღქმა ქვეყანაში სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს. 2016 წლის შეფასება პოზიტიური მოვლენებით შემიძლია დავიწყო და ამ თვალსაზრისით, ვიზალიბერალიზაციას გამოვყოფდი. ვიზების მიღება ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია და ამის გამო ხელისუფლებას მადლობას ვუხდი მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი გაჭიმული იყო და უფრო ჩქარა უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს, ამ კრიტიკასაც მოვხსნი და მათ მადლობას ვეტყვი.

წლის განმავლობაშისხვა რა პრობლემა და გამოწვევა იყო?

- პირველ რიგში, მიმდინარე წელს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ძალიან დამძიმება მოხდა, რაც საზოგადოებამ თავის თავზე იგრძნო. ამის მიუხედავად, მთავრობამ ამის უარყოფა მოხდინა. ასევე გამოწვევა არჩევნები იყო, რომელმაც ძალადობა, გაყალბება და მოსყიდვა აჩვენა. ფარული ჩანაწერებზეც ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ რაც მკვეთრად გამოვლინდა ისაა, რომ ძალიან მახინჯი საარჩევნო სისტემა გვაქვს. პრინციპში, ამ საკითხზე პასუხიმგებლობა ჩვენი ხელისუფლების პერიოდიდანაც უნდა ავიღოთ, მაგრამ ხელისუფლებას ეს სისტემა უნდა შეეცვალა, რაც მათი მკაფიო დაპირება იყო და არ შეცვალეს. არსებული საარჩევნო სისტემა ხალხის ნებას არ ასახავს, რადგან 50 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი, ქვეყანას კონსტიტუციური უმრავლესობა ჰყავს. ეს პრობლემა 8 ოქტომბერის არჩევნების დასრულებით არ მთავრდება და პირიქით ღრმავდება, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობის ფარგლებში, მედიაზე ძალიან საშიში თავდასხმა ხდება როგორც „რუსთავი 2“-ის, ასევე თოქშოუების დახურვით და ჟურნალისტებზე თავდასხმის თვალსაზრისით, რაც არ გამოძიებულა.

ამას გარდა, საუბარი პრეზიდენტის არჩევის წესზეა. ეს ყველაფერი სურათს გვაძლევს იმისა, რომ ძალაუფლების არალეგიტიმური კონსოლიდაცია ხდება, რომელმაც შესაძლოა პრობლემა შემდეგ საარჩევნო ციკლს შეუქმნას. ყველაზე დიდი მონაპოვარი რაც გვქონდა, რომ ხელისუფლება არჩევნებით იცვლება, ეს მონაპოვარი კითხვის ნიშნის და საფრთხის ქვეშ დადგა. ალბათ, არსებითი პრობლემები ესაა, რაც ამ წელს იყო. ასევე პრობლემები უმცირესობებისა და არასამთავრობო სექტორის მიმართულებით იყო და ამ თვალსაზრისით მედალს თბილისის მერია „იმსახურებს“. ალბათ, ესეც ხელისუფლებით ტკბობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. პირდაპირ შემიძლია იმის თქმა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ვითარება უკეთესია იმ დროსთან შედარებით, რაც ჩვენს დროს იყო და ამის თქმა არ გამიჭირდება, მაგრამ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება ძალიან მძიმეა, რასაც უარყოფენ. ასევე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების მთელი კასკადი ვიხილეთ, რაზეც პასუხი არ გაცემულა.

მიმდინარე წელს ყველაზე დიდ პრობლემას ეკონომიკური სიტუაცია წარმოადგენდათუმცა წლის ბოლოსმთავრობამ ახალი ეკონომიკური ხედვა წარმოადგინაამ თვალსაზრისითმომავალ წელს წინასვლას ელოდებით?

- ხელისუფლების მთავარი პრობლემა პრობლემების გაუაზრებლობაა. ის გეგმები, რაც მათ წარმოადგინეს, ეკონომიკურ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. კონკრეტულად, ერთ-ერთი პრობლემა ბიუჯეტია, რომლის ხარჯვითი ნაწილი კატასტროფულად გაზრდილია, რაც ეკონომიკის განვითარების შეფერხების ერთ-ერთი მიზეზია. თვითონაც აღიარეს, რომ ფასები გაიზრდება. ეკონომიკის განვითარებისთვის უმჯობესი ქამრების მაქსიმალური შემოჭრა და გადასახადების შემცირება იქნებოდა, რაც არ გაკეთდა და სოციალური მიმართულებით ფასების აწევის მოლოდინი გვაქვს. ლარი ეკონომიკური განვითარების ბარომეტრია და რა თქმა უნდა, უკეთესობა ვერანაირ ლოგიკით ვერ იქნება.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მიმდინარე წელი თქვენთვისაც მძიმე გამოდგაპოლიტსაბჭოს სხდომა ჩაიშალამეორე ნაწილი ყრილობისთვის ემზადებამეორე მხარეთქვენს მიმართ ბრალდებების გაჟღერების რეჟიმიდან უკვე შეურაცხყოფაზე გადავიდარა ხდება პარტიაში?

- საკმაოდ რთული წელია. ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, ყრილობის იურიდიული საკითხი თუ თავმჯდომარის არჩევის თემა არ არის. არსებითია განსხვავებული პოზიციის მქონე ორი გუნდი. იმედს ვიტოვებთ, მაგრამ ნაკლები შანსია, რომ ამ ორი განსხვავებული აზრის თანაცხოვრება შესაძლებელი ერთიან პარტიაში იყოს. განსხვავებული აზრები უნდა იყოს არა გაყოფის, პარტიიდან გაგდების და კონფლიქტის საფუძველი, არამედ თუკი პარტიაში განსხვავებული პოზიციებია,

სრულიად შესაძლებელია, რომ პარტიამ განსხვავებული პოზიციებით იარსებოს, მაგრამ პროცესები უკვე ისეა, შესაძლოა ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოხერხდეს, რადგან მიხეილ სააკაშვილი ძალიან აგრესიულ კონფლიქტზე წამოვიდა. ფუნდამეტური განსხვავებები რამდენიმე რამეს ეხება. პირველია, წარსულთან დაკავშირებული საკითხი. ეს გუნდი მიიჩნევს, რომ წარსულზე საუბარი, მათ შორის წარმატებებთან ერთად შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება, ნაცრის ყრაა. საზოგადოებას უთხრა, რომ მენდე ხვალ, მაგრამ შეცდომა არ დამიშვია და ამაზე ლაპარაკი არ მაინტერესებს, მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, პრაგმატულად შეუძლებელია, რომ საზოგადოების ნდობა შემოაბრუნო. მეორეა გზა, თუ როგორ უნდა შეცვალოს ეს ხელისუფლება - არჩევნებით თუ არჩევნების გარეშე.

მიხეილ სააკაშვილი მთავარი განმსაზღვრელია და ეს არ არის გუნდი, რომელიც მას ეკამათება. სააკაშვილი რასაც იტყვის, ისე კეთდება. პარლამენტში არ შეხვიდეთ, არ შეხვიდეთ გამოვიდა, შედით - შედი. ანუ, ეს გუნდი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არჩევნების რესურსი ამოწურულია. ჩვენ ამას ფუნდამეტურად არ ვეთანხმებით და მივიჩნევთ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით შეიცვალოს, რაც ქუჩის პროცესს არ გამორიცხავს, მაგრამ არჩევნების ინსტიტუტის გაქრობის დაანონსდა, რაც ძალიან საშიში სინდრომია. ასევე მიგვაჩნია, რომ პარტია უფრო მეტად ძლიერი და დემოკრატიულია, როცა პარტიაში არსებობს არა ერთი, ერთადერთი და უპირობო პოლიტიკური ლიდერი, რასაც შეიძლება ბელადი უწოდო, არამედ არიან ლიდერები, რომლებიც იცვლებიან. ლიდერები უპირობო კი არ არიან, არამედ სწორედაც რომ, პირობებით განსაზღვრულნი არიან. პარტიის რეფორმაზე და თავმჯდომარის საკითხზე საუბარი იმიტომ კი არ დავიწყეთ, რომ ვინმესთვის გვეთქვა წადი, არამედ იმიტომ, რომ გვეთქვა, ახალი და სხვა ლიდერებიც არსებობენ.

აღმოჩნდა, რომ ქვეყნის თუ პარტიის განვითარების თაობაზე ძალიან ღრმა და ფუნდამენტური განსხვავებები გვაქვს. ამ განსხვავებების გამო მიხეილ სააკაშვილმა გადაწვიტა, რომ პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდეს და აქ უკვე ისეთი მეთოდები ვნახეთ, რაც თანაცხოვრებას ძალიან რთულს გახდის.

მისი მხრიდან ერთ-ერთი ბრალდება იყო ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური გარიგება...

- ამ განსხვავებების გამო, მან ისიც კი არ გააკეთა, რომ კარგით, ვერ ვთანხმდებით და ცივილიზებულად გავეყაროთო. მან გადაწყვიტა, რომ ტყუილი და რაღაც გარიგებები დაგვაბრალოს, რაც არსებითად მოღალატეობრივი ბრალდებაა. ასევე ყოფილი თანაგუნდელები დაგვარქვას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს და „პეროიანები“, „ბლანჟიანები“ გვეძახოს. პარტიიდან რაღაც ტიპის ინფორმაციები არ გაგვქონდა და არასოდეს არ გვიკადრებია, რომ შიდა სამზარეულოს გამოგვეტანა დაგვწეყო და რაც მთავარია, დამანხიჯებულად. თუ რატომ ვიჩხუბეთ, ამის თაობაზე იმ ადამიანებს კითხვის ნიშნები გაუჩნდათ, რომელთაც პარტიის ბედი აწუხებთ. სიტუაცია მივიღეთ და მივედით ყრილობამდე, რომელიც ტარდება არა იმიტომ ვიღაცამ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს როგორც ეს დემოკრატიიულ ქვეყანაში ხდება, არამედ ყრილობამდე, რომელიც სადამსჯელო მიტინგია. ამას გარდა, ბოლო ეტაპზე, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს სადამსჯელო თუ ბელადით აღფრთოვანების მიტინგი არალეგიტიმური იყოს, რადგან მათ დემოკრატიული პრინციპების შეეშინდათ და პოლიტსაბჭოს ხაზი საერთოდ გადაუსვეს, რომელიც მათ ავალდებულებს, რომ საორგანიზაციო კომისია პოლიტსაბჭოს მიერ დამტკიცდეს.

გასაგებიარომ სააკაშვილს „ბელადომანია“ ისევ აწუხებდეს და პოლიტიკური სადავეების დათმობის ეშინოდესმაგრამ ვერ ხვდებარომ პარლამენტში წარმოდგენილი გუნდის არსებობა მისთვისაც უმჯობესიაიმ პოლიტიკურ პროვოკაციაზე რატომ მიდისრასაც ვხედავთგუნდიდან თქვენი გაშვება სურს?

- ფსიქოანალიზის გაკეთება აქაც გამიჭირდება, ეს ჩემი საქმე არ არის და ჩემი მხრიდან სწორიც არ იქნება. პირადად მე, ენერგია არ დამიშურებია, რომ მასთან პირად კომუნიკაციაში სწორედ ეს მეთქვა. გუნდი, რომელიც რაღაც საკითხებში ხმამაღლა არ გეთანხმება, ცუდი არ არის. დიდგორის ყრილობის თაობაზე ღიად ვთქვი, რომ არ ვეთანხმებოდი. ასეთი ტიპის გუნდი მისთვის ბევრად უფრო მყარი და შედეგიანი დასაყრდენია, ვიდრე ისეთი გუნდი, რომელიც მას ეუბნება, რომ უპირობო ლიდერია და რაც უნდა თქვას, მართალია. პარტიაში ახალი ვარ და იმ ადამიანებს უფრო მეტის თქმა შეუძლიათ, რომელთაც პარტია ერთად დააფუძნეს და ბრძოლა გამოიარეს. მართალი გითხრათ, გარკვეული უხერხულობა მაქვს, როცა ამაზე ვლაპარაკობ, მაგრამ როცა პარტიაში შევედი, ყველაფერი გავიზიარე და უარი იმ ტვირთზეც არ მითქვამს, რაც პარტიას მოსდევს. სამწუხაროდ, მან გადაწყვიტა, რომ საფრთხედ ის ადამიანები მიიჩნიოს, რომლებიც კრიტიკულები არიან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მან ეს საფრთხედ ჩათვალა და ამას პარტიის ერთიანობას სწირავს. იმედს ვიტოვებ, რომ იქნებ, სიტუაცია შეიცვალოს.

ანუსაბოლოო ჯამშიპოლიტიკური მორჩილების სურვილამდე მივდივართყოფილი პრეზიდენტი ვერ აცნობიერებსრომ მისი ხელისუფლება სწორედ მორჩილმა ადამიანებმა შეიწირესრომლებიც მას ფიანდაზად ეგებოდნენ და ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობაზე რეაგირებას არ სთხოვდნენშეიძლება ითქვასრომ სააკაშვილმა „წარსულის გაკვეთილებიდან“ ვერ გაიაზრა?

- შეიძლება ასეც შევაფასოთ. ამ ეტაპზე, მას მორჩილების და უპირობო ლიდერობის მიღება გაუჭირდა. ძალიან არანორმალურ ვითარებაში ვიმყოფებით, როცა ის დევნილობაშია და ხელოვნურად არის მოჭრილი. მოვლენები როგორც არ უნდა განვითარდეს და რა კონფლიქტიც უნდა იყოს, ქვეყნის ამოცანაა, რომ დევნილების სიტუაცია დასრულდეს. სხვა ამოცანებთან ერთად, მთელ ენერგიას იქითკენ მივმართავთ, რომ მას სრულფასოვანი პოლიტიკური საქმიანობის უფლება უნდა მიეცეს, ოღონდ, ეს არის დემოკრატიულ გარემოში საზოგადოების მხრიდან ნდობის მოპოვება. ის იმას უნდა შეეგუოს, რომ ეს კონკურენტუნარიანი გარემო უნდა იყოს პარტიის შიგნითაც და მის გარეთაც. თუ ის ამ გაკვეთილს ახლა ვერ გამოიტანს და საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებს მტრებად და ყოფილ თანაგუნდელებად აღიქვამს, მაშინ ცხადია, რომ ეს პროცესი გაყოფით დასრულდება. თუ ის მიხვდება, რომ ამ პროცესს ემოციურად ვერ მოერია და პარტიას და ქვეყანას რამხელა ზიანს აყენებს, შესაძლოა, ერთიანობა შეინარჩუნოთ, რადგან ვინმეს ჯინაზე არ ვიქცევით.

იმ შემთხვევაშითუკი პარტია დაიშლებაგამორიცხავთრომ საპარლამენტო მანდატების დათმობა მოგთხოვონთქვენი პასუხი რა იქნება?

- სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები გაკეთდა და განსხვავებული აზრის არსებობა ასეთი განცხადებების გაკეთების საშუალებას არ უნდა იძლეოდეს. ლაპარაკი იმაზე, რომ არალეგიტიმური ყრილობა იმას განსაზღვრავს, ვინ იყოს პარლამენტში და ვინ არა, არასერიოზულია, თუმცა დამაზიანებელია. არავის არ დაუთვლია, ვინ ვისი ამომრჩეველია. ამომრჩევლის მხრიდან პასუხისმგებლობა გვაქვს მონიჭებული და პოლიტიკური პარტიის ერთმა ნაწილმა რაც უნდა თქვას, რომ ასე აღარ გვინდაო, ამ საკითხს ასე პასუხისმგებლობლობით არ მივუდგებით, მაგრამ პოლიტიკური პროცესის და თანაგუნდელების მიმართ ასეთი დამოკიდებულება საზიანოა.

რამდენად მოსალოდნელიარომ პარტია ყრილობამდე დაიშალოს?

- პარტიაში მიმდინარე პროცესებს თუ რა შეფასებას ვაძლევ, ეს გულწრფელად გითხარით და იმაზეც გესაუბრეთ, სააკაშვილმა გაყოფის შესაძლებლობა რომ შექმნა. ჩვენ მასსაც და გუნდსაც მივმართეთ, რომ ცივილიზულ ჩარჩოებში დაბრუნდნენ და კიდევ ერთხელ შევეცადოთ, რომ პარტიის ერთიანობა შევინარჩუნოთ. ვნახოთ, ისინი რას გადაწყვეტენ, ჩვენი კი, გეგმების შესახებ შემდეგ ვისაუბრებთ.

ნანახია - 2347

პლატონი

2017-01-11 21:34:28

უგულავას ცოლი რომ არ გათხოვილიყო არც რჩეულიშვილებს დაიჭერდნენ და არ ნაციონალებს ჩამოეშლებოდათ პარტია

cugo

2017-01-11 22:43:19

დეპუტატ ელენე ხოშტარიას
ბრძენ კაცს უთქვამს: ,,ცოდნა ის კი არ არის რომ დაიზეპირო, არამედ გაითავისო და ცხოვრებაში გამოიყენოო,,.თქვენ ვერ გაითავისეთ და ვერ გამოიყენეთ აკაკის სიტყვები:,,თვის ტომის დამწუნებელსა ჭირი მიუვა კარზედა,,.რაც ახლა თქვენ-,,ნაციონალურ მოძრაობას,, გჭირთ ეს არის ჭირი,რომელიც აუცილებლად დაგასამარებთ.ეს ჭირი იმიტომ მოგივიდათ რომ თქვენ გძულთ ქართველი ხალხი.ცხრა წელი ქართველების ხოცვა-ჟლეტით,წამებით და გაუპატიურებით იყავით დაკავებული.ჭირია ისიც რომ,დანაშაულს შეცდომას უწოდებთ და ქართველ ხალხს აბუჩად იგდებთ.თქვენ ბიძინა ივანიშვილი კი არა ქართველი ხალხი გებრძვით,რომელსაც ვერასოდეს დაამარცხებთ.თქვენს მიერ ჩადენილი ცოდვა თქვენს შვილებზე გადავა.როგორც თქვენ ისე ისინიც ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში.

papa

2017-01-12 01:52:33

ვააააა
ეს რა ჭირი დაემართათ..... ეს რა დოზანააა...
(უწიათ საქართველოს ცოდვამ)
ამაშიც კი ჩანს ესენი ვინც იყვნენ და არიან---რომელი პარტია არ დაშლილა, ვინ ვის არ გამოჰყოფია, მაგრამ ასე დედის რჭჭჭ გინებით არავინ არ დაშლილა...
ეგენი კაცმა რომ ნებაზე მიუშვას ერთმანეთს ლიმონკებსაც კი შეუყრიან
ალალიც იყოს...მაგრამ რას იტყვის ევროპა???

სერაფინა ... რას ამბობენ მაქეთ, თქვენსკენ .... არა ღშფოთავეეენ ამათ დემოკრატიაზეეე????



ისე ამათ ორომტრიალს ვერ კი ვიგებ რა ხდება, მაგრამ როგორც ,,ჩემის დიდი ნიჭიერებითა,, ვხვდები ორთოდოქს(ანუ ფუნდამენტალისტ, ანუ მამალ) ნაციონალებს, ასე ვთქოთ ,,დემოკრატიული ვიდის მქონე ნაცების ფრთა,,ეყოფა, მაგრამ ის ვერ გავიგე ვინ შედის ამ ე.წ ,,დემოკრატ ნაცებში,,??
კი მაგრამ ნაცი და ............... დემოკრატიიიი??
ტემ ბოლე ბოკერიააააა???
ეგ ის არააა, სულხან მოლაშვილის წამებას ლიჩნად რომ ხელმძღვანელობდა???
მოკლედ მოგ..--იათ მაკეინიც და ძმანიც მისნი, რაც მე თქვენზე არ ვინერვიულო...
მიდით... მიდით... იქნება და ამ უვარგისი მთავრობის მაგიერ, თქვენ მაინც ამოგვყაროთ ის 9 წლიანი ჯავრი. ისევ თქვენ იმედი გვაქვს, თორემ ესენი არაფრის მაქნისები არ არიან
ასე რომ მარჯვედ ბიჭებო, მარჯვედ .... ხომ იცით როგორც უნდა დასცხოთ ოპოზიციას? გაიხსენეთ ის პრიომები... დაუპადიეზდეთ ერთმანეთს და ა.შ.
ჰოოდა აბა თქვენ იცით, არც დაინდოთ და არც დაზოგოთ ერთმანეთი, თორემ ისე რას იტ/ყ/ვის ხალხი??....იტყვიან სიაფანდზე ჩხუბობენ ერთმანეთშიო..
მერე? ეგ გინდათ რომ თქვენმა,,სათაყვანებელმა ქართველმა ხალხმა,, სიაფანდობა დაგაბრალოოთ??(მართლა სი/რ/ზეც რომ გკიდიათ)
ჰოოდა... ცოტა უფრო დამაჯერებლად, დამაჯერებლად, როგორც ჩვენ გვირტ/ყავდით ხოლმე,...ზუსტად ისევე დემოკრატიულად, თორემ შევრცხვებით ამერიკის ლენჩთანაც და მთელ დუნიაზეც.

sxivi

2017-01-12 02:30:43

გადახტა ბოკერიას კამანდა სხვა ნავში: გაემიჯნენ ძველ ცოდვებს, მათ "ის ამბები" აღარ ეხებათ (რას ერჩით? როდის ეხებოდათ?).. იტყვიან მალე: "ჩვენ რა?! რომელს გვაქვს სისხლში ხელი გასვრილი?!" ტონკად შორდებიან ძველ რეალობას და დაირქმევენ "ევროპულ საქართველოს", ახალ საკენკს შესთავაზებენ ჩვენს საზოგადოებას, მისი ხანმოკლე მეხსიერების იმედით...

Nostra

2017-01-12 02:36:01

არადა, რა საყვარელი გოგოა ამ სურათში!.. ვერც კი წარმოიდგენ, რომ პირწავარდნილი ნაცია, თან ლგბტ-ს გულდამწვარი ჭირისუფალი!.. :)

1234

2017-01-12 03:10:39

ბოკერიას გუნდმა პარტიული ქონება არ უნდა დათმოს. ქვეყანას სჭირდება ძლიერი ორპარტიული სისტემა მაინც, და არა პატარა ოჯახურ-კლანური პარტიები (ნათელაშვილები, ბურჯანაძეები, ბერძენიშვილები), რომელთაც აქვს შესაბამისი პარტიული ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ინტელექტუალური პოტენციალი რომ მართონ ქვეყანა თუ გაიმარჯვებენ არჩევნებში. ივანიშვილმა ერთი ასეთი პარტია შექმნა ოცნების სახით და ღირსეულად გადგა გვერდზე და მისცა საშუალება პარტიას რომ შიდა დემოკრატიის განვითარების პროცესი დაწყებულიყო. ნაციონალების ქონება ქართული სახემწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე არის შექმნილი და არ უნდა დარჩეს ნეობოლშევიკ სააკაშვილის ხელში რომელიც დღესაც საქართველოს დამაზიანებლ განცხადებებს აკეთებს უცხოურ მედიაში. თუ ქონება დათმეს, მაშIნ მათ პოლიტიკური მომავალი არა აქვთ.

მ ა რ ე

2017-01-12 04:51:16

ვის ვინ ეხატება გულზე - მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ნინო ბურჯანაძემ თავის გუშინდელ ინტერვიუში თქვა, ჩემის აზრით, აბსოლუტურად სწორი რამ: ნაცმოძრაობას რომ ხმა მისცა ნახევარმა მილიონმა, ხმა მისცა სააკაშვილსო!
რა თქმა უნდა!
აბა, ბოკერიას მისცეს ხმა ან წიკლაურს ან ხოშტარიას? - ნაცმოძრაობას რომ ამბობენ მათი მომხრეები, ცხადია, გულისხმობენ ამ პარტიის შემქნელსა და მათთვის დღესაც უცვლელ ლიდერს - სააკაშვილს!
აქედან გამომდინარე, ანტისააკაშვილები უკვალოდ გაქრებიან. ამას ვერაფერს უშველის მანგუსტა დეიდას სუსტი პუბლიცისტური მანიპულაციები. ხოლო მიშას ფრთა ერთხანს კიდევ იტივტივებს წჸლის ზედაპირზე და შექმნის ილუზიას, თითქოს მოხდა რებენდინგი და ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ეკიპაჟის წევრები მალე სათითაოდ წავლენ ფსკერისაკენ.

...არ მეგულება აქ სულელი, რომელიც მე მიშისტობას დამაბრალებს, მაგრამ სიმართლე სიმართლეა: სააკაშვილი უდავოდ ნიჭიერი ლიდერია, ნიჭიერი ორგანიზატორია და საერთოდ არის ნიჭიერი ადამიანი!.. სამწუხაროა, რომ მისმა უამრავმა ცუდმა თვისებამ ფასი დაუკარგა მის ნიჭიერებას და საქართველოს უახლოეს ისტორიაში ძალიან დადებითად ჩაწერის შანსი დაუკარგა. გულწრფელად ვწუხვარ!
(ცნობისათვის: არ ვიცნობ სააკაშვილს, არ მინახავს და არც მის საქართველოში მიცხოვრია).

papa

2017-01-12 09:44:50

მარე

მართალია შორიდან გვიყურებ, მაგრამ რაც ჩვენთან ხდება, ყველაფერში ათიანზე ხარ ინფორმირებული
გლდანის ეკლესია, პატრონებისთვის ერთგულების დასამტკიცებლად, პირდაპირ ეთერში რომ საჩვენებლად დაანგრიეს, იმის მერე მაგისი არაფერი დადებითი არ დამინახია. ყველაფერი იყო მოჩვენებითი, მთელი გულით მაგან მარტო ის ეკლესია დააანგრია და მერე კიდევ ხალხს ხოცავდნენ მთელი ჯიგრით
ისე არ გამიბრაზდე,(მიშისტობისგან შორსა ხარ) მაგრამ შენც საზღვარგარეთ მაცხოვრებელი ქართველის სინდრომი გჭირს---უცხო გარემოში მაცხოვრებელი ქართველის, რომელიც თავის ქვეყანის თუნდაც მცირე სიკეთეს, იმედით რომ ებღაუჭება--სასურველს რომ რეალობად მიიჩნევს ხოლმე.
მეგობრები მყავს მოსკოვში და გერმანიაში, მათთან ამ თემაზე ბევრჯერ მიკამათია და დასკვნა ყოველთვის ერთი გამოდის ხოლმე--- უცხო ქვეყანაში მაცხოვრებლებს ურჩევნიათ თავიაანთ ქვეყანაზე კარგი გაიგონ, ვიდრე ცუდი. ეს ბუნებრივიცააა. მაგრამ აი რეალობის გამო, იმედების გაცრუებიდან ძნელად გამოდიან ხოლმე
შენ უბრალოდ ყველანაირი წვრილი ინფორმაცია გაქვს და იმიტომაც აფასებ ყველაფერს 100% ზუსტად

papa

2017-01-12 09:53:42

მარე
კიდევ გიმეორებ, გასაბრაზებლად არ გეუბნები ამეებს--არსებობს ასეთი სინდრომი არსებობს. მართალია შენ შორსა ხარ ამისგან, მაგრამ.... მერე და მერე, რეებიც მაგათ ჩაიდინეს,... იმ საშინელებებში ის დადებითიც ჩაიკარგა.

davituna

2017-01-12 12:01:54

მარე
ნახევარმა მილიონმა კი მისცა ხმა სააკაშვილს,მაგრამ ,ალბათ1 მილიონმა, ზუსტად სააკაშვილ-ახალაიების გამო არ მისცა ხმა ნაცუებს.ასე მგონია მე....თუმცა ,ორივე ფრთა ერთი ჭირია!

natali

2017-01-12 12:29:41

პაპა
რა მაგისი პასუხია დაააა....

შენ ხომ გყავს ორი სიდედრი (რუსეთი ხომ ორია):))) მგონი მე უფრო მეტი მყავს:))) ეს ნახე???

"როდესაც რუსეთი საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ არაფერი გაკეთებულა, სანქციები არ დაწესებულა, საერთოდ არაფერი. ჩვენ მოვედით და როდესაც უკრაინის კრიზისი დაიწყო, ევროპის მხარდაჭერა მოვიპოვეთ და სანქციები დავუწესეთ რუსეთს. ეს სანქციები მძიმე ტვირთია რუსეთისთვის. ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ [რუსეთს] ფასის გადახდა მოუწევდა ამისთვის [უკრაინაში შეჭრა]. ევროპაში ზოგს სურს სანქციების შეწყვეტა, თუმცა ჩვენ ვახერხებდით შეგვენარჩუნებინა სანქციები მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის“, - აღნიშნა კერიმ."

კაცოო....2008 წლის მერე ვყვირი, საქართველოში საქართველომ კი არ წააგო რუსეთთან, ამერიკამ წააგო მეთქი და ესენი ახლა მოდიან აზრზე? ყველა ქართველმა იცოდა, რომ რუსეთს ეგ ფასი 2008-ში რომ გადაეხადა, უკრაინაში ახლა სიმშვიდე იქნებოდა.თურმე ბუშის ამერიკას წაუგია საქართველოში რუსებთან, მერე უკრაინაში ობამას ამერიკას გაუპროტესტებია და ახლა მესამე სიდედრი-ტრამპის ამერიკა რას იზამს, კაცმა არ იცის.
არ უნდათ პრეზიდენტად მე ამირჩიონ? მე ვიცი რუსების წამალი.:))

natali

2017-01-12 12:35:48

ახლა თუ თავს დაანებებენ თავის ძაღლისშვიელბის თავზე ხელის გადასმას,გამოძიებას დაიწყებენ და გაარკვევენ, ბუშმა რომ იხსნა რუსეთი გაკოტრებისგან და რატომ იხსნა, თუ პასუხს აგებინებენ, გაარკვევენ, ზოგიერთი კონგრესმენი რატომაა სააკაშვილის ასე თავგადაკლული მხარდამჭერი და არა ქართველი ხალხის და საქართველოსი, თუ ამას აშკარად იტ/ყვიან, შეიძლება კი დავუჯეროთ მერე რაღაც. თუ არა დააა..... ადრეც ვთქვი და ვიმეორებ....ჩვენ რა გვენაღვლება, ჩვენ რუსებთან ცხოვრებას მიჩვეულები ვართ, ფანჯარასათან ადგილი გარანტირებული გვაქვს, მაგათ იკითხონ .....:)))))))))))

papa

2017-01-12 13:20:29

ნატალი

მართალი ხარ..მაგრამ ეგ სამი კი არა თუ დასჭირდა შვიდიც გახდება, შვიდი
ეგ რუსეთია ისევ იგეთივე ჩლუნგი, როგორიც 200 წლის წინ იყო თორემ ეგენიიიიი... ნუ იკითხავ მაგათსას..
სწორედ მაგიტომ იყო ტვინი რომ შემიტ/რიალდა თორემ, ისე ...... რა მინდოდა წვენებში...
ვერა ხედაავ სენც კი ლამის პუტინი პუტინი გაძახებინონ და წარმოიდგინე სხვა რაღას იზამს

ttt56

2017-01-12 15:51:52

ივანიშვილი ბოკერიას გარიგებით გადანაწილდა ხმები,არხიპომ დაიწერა იმდენი რამდენიც უნდოდა,ბოკერიას გუნდს დაუწერა 27%.

davituna

2017-01-12 15:58:34

ტტ56-ს
რავა ,რუსული პისტოლეტის ნიკი გაქვს?! ელოდე,სანამ არქიპო ჩამოგაკითხავს, სახოხლეთიდან!))))

davituna

2017-01-12 16:01:24

პაპა
რუსეთი რომ ჩლუნგი ყოფილიყო,ამხელა ვერ გახდებოდა....ჩლუნგები ჩვენ ვართ....

papa

2017-01-12 17:03:12

დავითუნა

ჩლუნგია ჩლუნგი .... თორემ ჩვენ არ მოგვიმდურებდა თავიდანვე ...
კი მაგრამ ამხელა ვინ გახადა?
მაგათ აფხაზეთი კი არა მთლიანად უნდივართ, მთლიანად...იმიტომაც ააქვთ ჩვენზე ბარკალში ხელი ჩავლებული. ზალიან კარგად იცის ვინცა ვართ, თან ხედავს კიდევ რომ ორმხრივ ურთიერთობაში შეიძლება რაღაცაც გამოვიდეს, ის კიდევ ნაცვლად იმისა რომ პატარა კოჭი გაგვიგოროს, დაგვიმოს რაღაცა ... დგას და რქებით გვაწვება. აბა მაგას ჭკვიანი იზაამს?
კიდევ ... თუ არაფერი დაგვითმო მაშინ ეგენი რაღა ჯანდაბად გვინდანან?? მარტო თავში სარტყმელააად? კი დღევანდელ ჩვენს მდგომარეობაში ჩვენი წვლილიც არის, მაგრამ ...... ესეეეეეეე??
ისე ამ თემებზე აქ სამი ოთხი წლის წინ, დიდი და საინტერესო საუბრები გვქონდა ხოლმე-----ხიროხიტო ხალიბი ლოგოსი ოძელი ლამე კახელი ჩოპრა ბიკენტი პლატონი კიდევ სხვებიც ბევრს ვკამათობდით,,საინტერესო იყო ხოლმე..

papa

2017-01-12 17:28:19

ნატალი

ფანჯარასათან ადგილი გარანტირებული გვაქვს, მაგათ იკითხონ ....))))))))


არა ნატალი არა, ეგ ადგილიც აღარა გვაქვს გარანტირებული, არა ...მაგას მოპოვება დასჭირდება
ჰაი დედასა...კაცს თავს აჭრიდნენ და კისერზე მუწუკი არ მატკინოთო ...ისეა ჩვენი საქმე
30 წლის წინ ვიძახოდი... ჩვენი შესაძლებლობებით ისრაელსაც კი გადავასწრებთ მეთქი, ეხლა კი ....მაპუტუც გვისწრებს
ესეა.... სიბერემდე სიქაჩლეო......რა გეგმები იყო, რა ოცნებები და სინამდვილეში კი ეხლა სადა ვართ?? და რამდენი ჩემნაირი??
ეხლა რომ ზვიადი გააცოცხლო საქართველოს ცოდვით მართლა მოიკლავდა თავს
მაშ ეს ამდენი მსხვერპლი რისთვის, რისთვის????? განახევრებული საქართველოოოო??
ნატალიმ კიდევ რათაო....
იმიტომ ნატალი, იმიტომ...რომ შენი სიდედრი უარესია, უარესი!!!
ვთხარეთ ვთხარეთ და კატა გამოვთხარეთ
ან იქნება და.... მართლა დამოუკიდებლები გავხდით და მე ვერ გამიგია??
ჰოოოო???

arichopra 2

2017-01-12 17:35:10

პაპა მოგესალმები! კი გიდასტურებ, საქართველოსთან მიმართებაში ნაღდად ჩლუნგია!
თავიდან საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში ჩვენც ბევრი მივქარეთ, მაგრამ 2008 წლის შემდეგ რუსეთის საქციელი არის ძალიან მტრული და ბრიყვული! სულ ერთი სტრატეგიითაა - უნდა გადავყლაპო! დათვს კი არა უფრო პითონს მაგონებს, რომელიც ყველაფერს მთლიანად ყლაპავს!

tngh

2017-01-12 18:55:33

ყველაზე მეტი ჩლუნგები ჩვენ ვართ!!! 25 წელია ავადმყოფურად ავიკვიატეთ "ნატო", "ნატო", "ნატო" და გადავაყოლეთ ქვეყანა. შედეგი უკვე სახეზეა. "ნატოს"გაფართოება და ჩვენი გაწევრიანება ისე გამოირიცხა, როგორც თოვლი ქობულეთში ივლისის თვეში. დავრჩით დაყოფილი საქართველოს ამარად. იქნებ ეხლა მაინც მივხვდეთ და გონებას მოვუხმოთ. თუ მაინ და მაინც "თეთრი სახლიდან უნდა მივიღოთ 3 პუნქტიანი ბრძანება: 1. შეწყვიტეთ "ნატოზე" ფიქრი. 2. გამოაცხადეთ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და უბლოკო სამხედრო სტატუსი. 3. დაიწყეთ მოლაპარაკება რუსეთთან საქართველოს გამთლიანების პირობებზე. და რაც უფრო გვიან ვიზავთ ამას, მით უფრო მძიმე იქნება გამთლიანების პირობები. ერთხელაც შეგახსენებთ: არასდროს ბ-ნ ზვიად გამსახურდიას არ უთქვია: საქართველოს მიზანი "ნატოში" გაწევრიანებაა. მისი ყველა გამოსვლა შემდეგი მოწოდებით მთავრდებოდა. ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოოოს!!! იმედია, ახსოვს პაპას და დამეთანხმება...

arichopra 2

2017-01-12 20:55:04

კარგი იყო საერთოდ არაფერი ეთქვა, გაჩუმებულიყო!

arichopra 2

2017-01-12 20:55:44

გამარჯვებულიც იყო საქართველო და აყვავებულიც!

arichopra 2

2017-01-12 20:56:47

გაეროს წევრი არ ვიყავით და ელჩები არ გვყავდა სარჩენი. დანარჩენი ყველაფერი აჟურში იყო!

arichopra 2

2017-01-12 20:57:48

ნიკოფსიიდან დარუბანდამდე კი არა, ბრესტიდან ვლადივასტოკამდე ვაკონტროლებდით ყველაფერს!

მ ა რ ე

2017-01-12 21:05:51

papa,
არ გიბრაზდები:)
ჩვენი საიტის მკითხველ-მომხმარებელთა 99% ხომ ანტიმიშისტია (ჩემი ჩათვლით) და აბა, ტაშს ვინ დამიკრავდა მიშაზე კარგის თქმისთვის! (კაცობრიობა ხომ ორი ძირითადი ნაწილისაგან შესდგება - სუბიექტურებისა და ძალიან სუბიექტურებისაგან:))

მახსოვს შენი სიტყვები: თუ რამე ააშენა სააკაშვილმა, ყველაფერში ადამიანი ჩააყოლა, სურამის ციხესავითო.
მართალი ხარ! და ამიტომაც ვწერ: სამწუხაროდ, მისმა უამრავმა ცუდმა თვისებამ ფასი დაუკარგა მის ნიჭიერებას-მეთქი!
მაგრამ ამის საფუძველზე ხომ ვერ უარვყოფთ სურამის ციხის არსებობას? ის დგას!

დუმბაძისა არ იყოს, ადამიანს ქანდაკებასავით უნდა შემოუარო, რომ კარგად დაინახო!..
მიშას მკვეხარობის, ქოსატყუილობის, მიუნჰაუზენობისა და ღრუბელ-ღრუბელ ფრენის მიუხედავად, ერთ საგულისხმო კითხვას სვამდა 12-ში: ქვეყანა, რომელსაც მე გაბარებთ, ის ქვეყანაა, რაც მე გადმოვიბარე 2003-შიო?!
მიშას სიძულვილმა თუ არ დაგვაბრმავა, უნდა ვუპასუხოთ - არა! და რომ - არა, ეს ვერ აიხსნება "დროის პროგრესით", რადგან დრო შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც ასეთივე ტემპით მიედინებოდა! მაგრამ იმ ქვეყანას სახელმწიფოებრიობის ნიშნები არ ეტყობოდა, - ხომ მეთანხმები?

რა გააკეთა "მსოფლიო დონის პოლიტიკოსმა", ბუშის და გენშერის მეგობარმა, რა ააშენა იმ 10 წლის განმავლობაში? - მხოლოდ თავისიანები! ისინი ააშენა საშვილიშვილოდ, ხოლო საქართველო დააქცია. თანაც - ყოველმხრივ: ტერიტორიულად, ეკონომიკურად, მენტალურად (წართმევა თუ არ შეგეძლო, კაცი არ იყავი)!
ვირთხებივით რომ შეესია მისი ხალხი ქვეყანას და 800 მილიონი რომ იყო ბიუჯეტი, ყოველ ნაბიჯზე რომ ფორმიანი ყაჩაღი ავტოინსპექტორი იდგა, ხომ გახსოვს?
ერთ დღეში მოსპო მაგათი პარპაში და 12 მილიარდი გახადა ბიუჯეტი მიშამ. - არ ვთქვათ?

ახლა ვიდეოებში, ფილმებში რომ გაკრთება თბილისის რომელიღაც ხედი, კადრს ვაჩერებ ხშირად - ეს სად არის, რომელი უბანია-მეთქი?
აბა, ასეთი იყო თბილისი?!
ასეთი იყო ბათუმი?!
ასეთი იყო სიღნაღი?!
ზუგდიდი-მესტიის გზას 12 წელიწადი აფართოებდნენ ცეკას პირველი მდივანი შევარდნაძე და რაიკომის მდივანი ბორის სალარიძე... მერე კოლბინი რომ ჩავიდა ჩასაბარებლად, აღშფოთებულს უკითხავს, ამ საურმე გზას აკეთებდით ამდენი წელიო?!.
ახლა მიყვებიან, შესანიშნავი გზა გააკეთა სააკაშვილმა, თანაც უმოკლეს ვადაშიო! - არ ვთქვათ?
20 წელიწადი წვიმა ჩადიოდა მესტიის მუზეუმის სახურავიდან, ფუჭდებოდა უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ექსპონატები და მის ბრტყელ გადახურვას ვერაფერი მოუხერხა ვერც ერთმა ხელისუფლებამ.
სააკაშვილმა უმოკლეს ვადაში ააშენა მუზეუმის ახალი, ბრწყინვალე შენობა და დღეს ასიათასობით მნახველს საშუალება აქვს დაათვალიეროს სვანეთში დავანებული ჩვენი ეროვნული სიმდიდრე. - არ ვთქვათ?
კი, ბატონო, სულ არ იყო საჭირო პარლამენტის ქუთაისში გადატანა, დიდი დანაშაული იყო ბერძენიშვილის მიერ შექმნილი მემორიალის დანგრევა (მით უმეტეს, მსხვერპლითაც რომ დამთავრდა), მაგრამ... 3 თვეში ააშენა ამხელა, სრულიად უნიკალური ფორმის პარლამენტის შენობა!..

ამას ვამბობ: არაჩვეულებრივი ორგანიზატორული ნიჭი აქვს და უდიდესი საქმეების გაკეთება შეუძლია, სხვისთვის წარმოუდგენელ ვადებში! - ხომ არის ეს ნიჭი?
და რა სამწუხაროა, რომ ამ ნიჭსა და უნარს ამდენი ცუდი თვისება ახლავს და აუფასურებს ყველაფერს! მეტიც: საწყევარ-საგინებლად აქცევს კაცს, რომელიც მთელი ერის სიყვარულის საგანი შეიძლება ყოფილიყო.
ამაზე მწყდება გული, თორემ მე რა მრჯის, რომ თქვენი გულისწყრომა დავიმსახურო - ან შენი, ან სერაფინასი, ან იმათი, ვინც თავს იკავებს!..

natali

2017-01-12 22:02:02

მ ა რ ე

როგორ გეტყობ ტელევიზორიდან რომ უყურებ თბილისს:))))

დამიჯერე, შევარდნაძის დროის თბილისი სჯობს ახლანდელს. დნგრეული იყო, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ აშენდებოდა. ახლა როგორაა იცი? რომ უყურებ ფიქრობ-ამას რა დაანგრევსო. ისე გაუბედურებულია ქალაქი, სახლიდან გახედვა არ მინდა. დიახ, ეს მიშამ და უგულავამ გააკეთეს. არ ვთქვათ?

arichopra 2

2017-01-12 22:15:35

ნატალი მართალია, როგორც ყოველთვის! დანგრევა არაა საჭირო, ბუნება მკურნალია, თითონ ეპატრონება თავის თავს (ფილმები ხომ გაქვთ ნახული 5-10-50-10 წელი ადამიანის შემდეგ). მთავარია ადამიანებმა აითვისონ საქართველო, ანუ დატოვონ თბილისი და იცხოვრონ მთელს საქართველოში.

მ ა რ ე

2017-01-12 22:25:11


natali,
როგორ არ უნდა თქვათ!..
ვნახე სპორტის სასახლე როგორ არის ჩაკარგული ამ მაღლივებში და ჩემს აღშფოთებას არ ჰქონდა საზღვარი!.. მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს მიშას გეგმის მიხედვით მოხდა. ეს იმიტომ ხდება, რომ არ არსებობს ქალაქის განვითარების გეგმა და ვინც როგორ ახერხებს ჩაწყობას, იმის მიხედვით რომ აშენებს, სადაც თითს დაადებს!.. ამას მართლა ვერავინ დაანგრევს... თუმცა, ბ-ნ საკანდელიძეს თუ დავუჯერებთ, ერთი მიწისძვრა იქნება საკმარისი ამ ახალნაგებობათა დასანგრევად, რადგან აღარც მშენებლობის ინპექცია არსებობს თურმე, არც ბეტონის ხარიხს ამოწმებს ვინმე, არც არმატურის, არც ფუნდამენტის სიღრმეს და... მტრისას და ავისას, რა ტრაგედიაც ჩვენ გველოდება!
მაგრამ ეს ახლაც ასე გრძელდება და არ ვთქვათ, რომ მიშა და უგულავა მეხუთე წელია აღარ მართავენ არც საქართველოს და არც თბილისს?
უგულავას ადგილმონაცვლემ განაცხადა შარშან, თბილისში ორმოებს წლის ბოლოსთვის ამოვავსებთო! - არ ვთქვათ, რომ ამისთანა მერი დაუყოვნებლივ უნდა გააგდო?
ორმოები რა, რიგში დგანან და წლის ბოლოს უწევთ ამოვსება?!
რას ჰგავს ეს?!

arichopra 2

2017-01-12 22:34:24

მარე მერმა რა თქვა მე გადმოგითარგმნი, ის არ გამოირჩევა მჭერმეტყველებით - აუცილებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ორმოები წლის ბოლომდე იქნება ამოვსებული, გზები შეკეთებული და მოწესრიგებულიო! ))))

arichopra 2

2017-01-12 22:39:13

მარე, დეტროიტში როგორაა საქმეები, დააღწიეს თავი ეკონომიურ კოლაფსს თუ დევეხმაროთ რამე?! ერთ გურულ ანეგდოტს მოგაშველებ - გურიაში ორი კაცი შევიდა ეკლესიაში და მიმართეს გურულ მღვდელს, მამაო ზეთი გვცხეო! მღვდელმა - ნამარხულევი გაქვთო? -არაო! აღსარება ჩააბარეთო?-არაო! მომათლულები მაინც თუ ხართო? -არაო! აბა, ჭრაჭუნობთ და დაზეთვა გჭირდებათო?!

papa

2017-01-12 22:41:06

მარე

გააკეთა ... მაგრამ ნატალისა არ იყოს, ბევრი ისეთი რამე ააშენა ... აუშენებლობა სჯობდა!!..
ბათუმი არ ვიცი, მაგრამ სიღნაღი როგორც ააშენა კარგად ვიცი.... რამდენი ააწიოკა მხოლოდ იმის გამო, რომ ცენტრალურ ქუჩაზე ცხოვრობდა და,,ხელს უშლიდა,, მის გეგმებს
თბილისში უფრო მეტი.........თუნდაც ,,პესკები,,გახსოოვს??. ივერიასთან ხალხი რომ გადმოყარეს ფანჯრებიდან?? და რამდენი ასეთი??
კი მასეა ..... ყველგან სურამის ციხესავით ჩააყოლა კაცი...
სვანეთში როგორ იყო არ ვიცი, მაგრამ გეთანხმები კარგი მუზეუმი კია--- ბოლო დროს ორჯერ ვარ ნამყოფი... ვნახე
ეს რა სუაშია მაგრამ და სვანეთით ვაააფშე დავიბრიდე... ძააან, ძააან მაგრები ყოფილან, ეხლა გავიცანი ეგ ხალხი პირველად, თანაც უშუალოდ სვანეთში..

მ ა რ ე

2017-01-13 01:59:31


arichopra 2,
დეტროიტზე ვერაფერს მოგახსენებ (ნამეტანი შორია ჩემგან), მაგრამ ზოგადად იმედით ელოდებიან ტრამპის დაპირებას, რომ გააუქმებს ობამას მიერ მავნებლურად გაზრდილ გადასახადებს, რამაც აიძულა დიდი ბიზნესის წარმომადგენლები, დაექუცმაცებინათ თავიანთი ბიზნესები და ხალხი გაეყარათ ქუჩაში. ჩინეთში გაზიდულ საწარმოთა ნაწილს მაინც თუ დააბრუნებს უკან (რასაც გვპირდებოდა), ეს მთლად დიდი ბედნიერება იქნება, რადგან ამერიკა, პრაქტიკულად, საკუთარ კოვზსაც კი არ აწარმოებს და ყველაფერს ჩინეთიდან ეზიდება.
ანეკდოტი კი ძალიან მომეწონა.
გურული უნდა იყო კაცი (ან ქუთაისელი), ასეთი პასუხი რომ მოგივიდეს თავში!..:))))
*
papa,
მარკ ტვენს აქვს ნათქვამი ამერიკაზე,
ღმერთმა სამი რამ უწყალობა ჩვენს ქვეყანას: სიტყვის თავისუფლება, სინდისის თავისუფლება და ჭკუა, რომ არც ერთით და არც მეორეთი არ ისარგებლოსო:)

მ ა რ ე

2017-01-13 02:32:55

ვისაც სსრკ-ს ნოსტალგია გაჰკრავს ხანდახან, მინდა ვუთხრა:
კი, ძალიან კარგი იყო უფასო სწავლა, უფასო სამედიცინო მომსახურება, სასაცილოდ დაბალ ფასები სურსათ-სანოვაგეზე, უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა (რომელიც ზოგჯერ კურიოზულ ფორმებს იღებდა... მაგალითად, იოსიფ ბროდსკი, შემდეგში ნობელი პრემიის ლაურეატი, ციხეში ეჯდათ "მუქთახორობისთვის", ანუ - ლექსების წერის გარდა რომ არაფერს აკეთებდა) და ა.შ. მაგრამ მაინც ჯოჯოხეთი იყო იმ სახით, რასაც ჩვენ მოვესწარით (მანამდე - კიდევ უარესი),
როცა ამხელა რესურსების მქონე ქვეყანა იმასაც კი ვერ ახერხებდა, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო რამეებით მაინც მოემარაგებინა საკუთარი მოსახლეობა!
ერთხელ რუსთაველზე შემხვდა ცნობილი პოეტი, რომელსაც მხარზე ეკიდა ტუალეტის ქაღალდების უზარმაზარი აცმა, - ეტყობა, სადღაც მიასწრო და რამდენიც შეხვდა, იმდენი აიღო:))) იმის კულტურა სად იყო, რომ პარკში მაინც ჩაულაგო კლიენტს (თანაც ასეთ ცნობილს) და ისე გაატანო!
ევგენი ევტუშენკო ყვებოდა: ტურისტული საგზურით გერმანიაში მოხვედრილმა ციმბირელმა ქალმა რომ ნახა მაღაზიაში, რამდენი სახის ყველი და ძეხვი იყიდებოდა (თანაც - ურიგოდ!), იქვე შეუწუხდა, თურმე, გული!..
აღარაფერს ვამბობ მანქანაზე, 20 წელი რომ იდგა ხალხი რიგში და მერე შეიძლება "მოსკვიჩი" შემოეთავაზებინათ, რადგან "ჟიგულს" ვინმე თავის ფავორიტს მისცემდა უფროსი. "ვოლგის" ყოლას კი კორუმპირებულობის სუნი ასდიოდა, რადგან ძალიან შეზღუდულ წრეზე ნაწილდებოდა და ისინი ერთი წლის შემდეგ სამმაგ ფასში ყიდიდნენ და ნახევარ ფასად აფორმებდნენ, რომ მყიდველს თავის მართლების საშუალება ჰქონოდა:)
არა, რა!.. არაფერია სანატრელი იმ დროში.

tngh

2017-01-13 11:54:53

პატივცემულო მარე!!! კარგია, რომ მიხაილოს გაკეთებული სიკეთეები შეგიმჩნევია... ასევე კარგი იქნება რესტავრირებული ოპერის თეატრის, აღმაშენებელის გამზირის მარჯანიშვილი-ვორონცოვის მონაკვეთის, ქ. რუსთავის კოსტავას გამზირის, "დინამოს" სტადიონის, აშენებული ოლიმპიური სასახლის, ოლიმპიური სოფელის, ლტოლვილებისათვის გადაცემული ბინების, უფასოდ მოხნულ-დათესილი მინდვრებისა და ბაღ-ვენახების, აშენებული საბავშვო ბაღების (სადაც უფასოა მომსახურება) დაგებული ტრასების და შიდა გზების, უფასო ფაკულტეტების... და რაც მთავარია საყოველთაო დაზღვევით გადარჩენილი ათასობით სიცოცხლის დანახვა იმ უმადურების მიერ, რომლებიც მიშას მისტირიან ისევ. გალამაზებულ თბილისში მე ყველაზე მეტად ის უაზრო სიმახინჯე მაწუხებს (ორი ტრუბა), რომელიც რიყეზე დატოვეს და საშინლად ამახინჯებს მთელს გარემოს. არც კი ვიცი, რა უნდა მოუხერხონ ამ "ურჩხულს". ალბათ, ყველაზე კარგი იქნება, თუ იქ მსოფლიო დონის სიმახინჯის მუზეუმი გაიხსნება. ვფიქრობ, დამთვალიერებელიც ეყოლება და ფუნქციაც მიეცემა.

papa

2017-01-13 12:44:24

მარე
ჩემი სალაპარაკოც ყოველთვის ეს სოციალურ--საყოფაცხოვრებო პირობების აღნიშვნა იყო ხოლმე(და არამარტო ჩემი)ასე ვთქვათ ზიზილპიპილოები
კაკრას მაგ საყოფაცხოვრებო პირობებით იყო გამოწვეული, ის უკმაყოფილება რომელმაც საბოლოო ჯამში დაურხია კიდეც კომუნისტებს.
მაგრამ ამასთანავე აუცილებლად არის აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ კომუნისტები მაგისთვის საჭირო ფულს, სუ თოფ--ზარბაზანში ისროდნენ. მათთვის მთავარი ის იყო რომ მსოფლიო ეზანზარებინათ და ხალხიიიი ...... ხალხი მოიცდიდა ..
არ მოიცადეს!!
კარგად იცი კომუნისტები ამ რაკეტებში და ათას უბედურებებში სუ მილიარდებს ისვროდნენ. ამერიკელები კი იმ მილიარდებით, იმავე პერიოდში, ამერიკელებისათვისაც და სხვა ხალხებისათვის, ამერიკას უფრო მიმზიდველად და სანატრელად(სამოთხედ) წარმოაჩენდნენ ანუ ხალხის გონებაზე ზემოქმედებდნენ--- რომ აი ჩვენ უკეთესი წყობა(ქვეყანა)გვააქვს, სუ ხალხზე ვზრუნავთო, ხალხი ჩვენთან სუ გრიალშიაო... იმიტომაც მოგვწონდა ჩვენს ახალგაზრდობაში ,,ის ამერიკა,,
ეხლა როგორია ამერიკა??
ეხლა ეგენიც ხომ ხარჯავენ მილიარდებს იმ შეიარაღაბაში? შესაბამისად ხომ ერხევა ნელ-ნელა მანდაც ამ ხალხის საყოფაცხოვრებო--სოციალურ პირობებს??
უფრო დაერხევათ..
თანაცაა და კომუნისტები შეიძლება მთელ მოსახლეობას ფუფუნებაში არ აცხოვრებდნენ, მაგრამ სოციალური მინიმუმი(რაც შენ ჩამოთვლე) ყველას გარანტირებული ჰქონდა.
ეხლა უფრო კარგად სჩანს ყველაფერი
მანდ ვისაც ფული არა ააქვს როგორ პირობებში არიან?? ჩვენთან როგორ იყვნენ??
ან ეხლა ასე ვთქვათ საბაზრო პირობებში ჩვენთან როგორ არიან??
ხომ არიან ამერიკულად--- ხუთი კაცი ჭამს და დანარჩენი მოახლეებად უდგანან??
ასე რომ ეგ პოლიტიკა იყო მაშინ, პოლიტიკა, რომელსაც უკვე თვითონ ამერიკა დაადგა

მ ა რ ე

2017-01-13 20:02:37

პატივცემულო tngh!
ისე მელაპარაკებით, თითქოს მე ნაცი ვიყო და თქვენ - ქოცი! :)
ამ ყველაფერზე მილიონჯერ მაქვს ნათქვამი, როცა ამის საჭიროება იყო აქ შემოხეტებული თავხედი მიშისტების გასაჩუმებლად. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ეგ ერთი მელოდია უნდა ვატრიალოთ!

მაგრამ ამჯერად მე "სააკაშვილისა და ივანიშვილის შედარებითი დახასიათებას" კი არ ვწერ, არამედ გამოვეხმაურე ნაცებში წამოჭრილ დისკუსიას, ვინ არის მთავარი ნაცმოძრაობაში და დავაფიქსირე ჩემი აზრი, რომ ნაცმოძრაობა - თავისი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეებით - ასოცირდება სააკაშვილთან... ამას მოვაყოლე მიშას მიერ გაკეთებული კარგი საქმეებიც, რადგან მე ობიექტური კაცი ვარ და ვმოქმედებ ქართული ანდაზის პრინციპით: ერთი - ცხვრისკენ და ერთიც - მგლისკენო!

არც ნაცები და მათი მხარდამჭერები აპირებენ საქართველოდან გადასახლებას და არც ქოცები და მათი მხარდამჭერები მიდიან სადმე. ამ "ერთ დასტვენა ქვეყანაში" როგორც პოტგეო იტყოდა, ყველას ერთად მოუწევს ცხოვრება და არ შეიძლება ერთი მხარე სულ საკუთარი მიღწევებით ყელყელაობდეს და ჩადენილ არც ერთ საშინელ დანაშაულს არ აღიარებდეს... ხოლო მეორე მხარე კი შევარდნაძის დროინდელი დანგრეულ-განადგურებული, კორუფციაში ჩაფლული, სახელმწიფოებრიობის ნიშნებდაკარგული წარმონაქმნისაგან დღევანდელი საქართველოს ჩამოყალიბებაში მათი დამსახურების სრულ იგნორირებას ახდენდეს და გამუდმებით ციხეებსა და "ტრუბებზე" ლაპარაკობდეს მხოლოდ! - ასე ვერასოდეს შედგება კონსენსუსი.

საბჭოეთში პოპულარული იყო ერთი მოარული ფრაზა: როცა თევზი თავდება, სსრკ-ში იკრიბება პარტიული აქტივი და ატარებენ კრებას, ხოლო იაპონიაში ქოქავენ ტრაულერებს და გადიან ზღვაშიო.
მიშას რომ დახვედროდა ქოცების მიერ დაგდებული ეს ორი ურჩხული რიყეზე, მიაყენებდა ხალხს და ერთ კვირაში ბუნდღას არ დატოვებდა მათგან.
გაწუხებს? - აიღე!.. ტუალეტებად უკვე არის ქცეული (კადრები მაქვს ნანახი) და კიდევ რას ელოდები, იმედი გაქვს, რომ მიშა ჩამოვა და ის გაიტანს?!
ჩვენ გვიყვარს ელიტარულ კორუფციაზე საუბარი და წარამარა წამოძახება ნაცებისთვის, მილიონები გაჰქონდათ ქვეყნიდანო. ნაცები კი გვპასუხობენ - თუ ეგრე იყო, 800 მილიონიდან 12 მილიარდამდე როგორ გავზარდეთ ბიუჯეტი და თქვენ რომ ეს ბიუჯეტიც ვერ შეინარჩუნეთ და ლარიც გააუფასურეთ, ეს როგორ არისო?

ეს ურთიერთბრალდებები კი იმიტომ არ მთავრდება, რომ დასასჯელი დაუსჯელი დარჩა და მოქალაქეები გახადეს იძულებული, ლინჩის წესით აღასროლონ სამართალი.
არ შეიძლება გოგა ხაინდრავა ფილმში ასამართლებდეს ნაც-დამნაშავეებს და შენ ცხოვრებაში აწინაურებდე მათ პროტოტიპებს!

მ ა რ ე

2017-01-13 22:43:43

papa,
მეტისმეტად გავაქტიურდი ამ ბოლო დღეებში და მგონი ჩვენები იძახიან, რა კარგი იყო, საერთოდ რომ არ ჩანდა ეს კაციო! :)
მაგრამ უპასუხოდაც ხომ ვერ დაგტოვებ და, მინდა გითხრა, რომ სოციალიზმმა, როგორც სოციალური თანასწორობის ბრინციპზე აგებული სახელმწიფო წყობის შექმნის მცდელობამ, სრული კრახი განიცადა მთელ მსოფლიოში!
სამწუხაროა, მაგრამ სავსებით ლოგიკური: ეს არ იყო ცოცხალ ადამიანებზე მორგებული სისტემა; ეს იყო მულტფილმისთვის შექმნილი სცენარი.
ამ სცენარით შეიძლება ათამაშო მარიონეტები, მაგრამ მანიპულატორი უნდა იყოს სტალინი. როგორც კი სხვა ვინმე დაიჭერს ამ ძაფებს, სპექტაკლი ჩაიშლება.
ერთი სატირიკოსი ამბობს, ადამიანი ღმერთმა მეექვსე დღეს შექმნა, როცა დაღლილი იყოო. ჰოდა, არ შეცვლილა ადამიანი ადამიდან დღემდე: კაენიც ისევ კლავს თავის ძმა აბელს (საქართველოში, მგონი, თვეში ერთხელ მაინც) და არც რაიმე სხვა ცუდი თვისება მოუშორებია მისთვის ცივილიზაციას, მთვარეზე ხუთგზის დაჯდომას და მარსზე მანქანის სეირნობას.
შესაბამისად, ის ყოველთვის საკუთარს მისცემს უპირატესობას და თუ შეუძლია სამი შარვალი აიღოს, არ დაელოდება ერთი შარვლის გაცვეთას, რომ დანარჩენები სხვებს შეხვდეთ.
ვიდრე სტალინი აძლევდათ ასკეტური ცხოვრების მაგალითს და საზღვარგარეთის კარებიც ჩარაზული იყო, სხვებსაც აღარ ჰქონდათ პრეტენზია კარგ ცხოვრებაზე, მაგრამ მერე და მერე რომ ნახა ხალხმა... ერთი მაგათი დედაც! - თვითონ ჩიტის რძეს არ იკლებენ და ჩვენ "ბედნიერი მომავლის შენებაში" უნდა ამოგვხდეს სულიო?.. ჰოდა, ამოქმედდა პრინციპი - მთავრობას თუ ჰგონია, რომ ხელფასს მიხდის, დაე ეგონოს, რომ მე ვმუშაობო!..
...მახსოვს, დენ სიაოპინის ჭკუით რომ გადაწყვიტეს ჩინელებმა, გეგმის ზევით რასაც მოიყვანთ , სულ თქვენი იყოსო, - 400%- ით გაიზარდა ბრინჯის მოსავალი პირველსავე წელს!..
მას შემდეგ, როგორც ზადორნოვმა იშაყირა, ჩინელები აშენებენ კაპიტალიზმს, კომპარტიის ხელმძღვანელობით :)))

მ ა რ ე

2017-01-13 23:14:33


შენ კითხულობ:
"ეხლა როგორია ამერიკა??
მანდ ვისაც ფული არა ააქვს როგორ პირობებში არიან?? ჩვენთან როგორ იყვნენ??"

გმადლობთ, არა უშავთ!:)))
ჩვენთან როგორც იყვნენ, იმას ცხოვრება არ ჰქვია.
სოციალური დახმარებები აქაც არსებობს და გაცილებით მაღალი, ვიდრე ჩვენთან... ისე, რომ გარკვეული ფენა (არ ვასახელებ) სულაც ამ დახმარებებით ცხოვრობს: არ მუშაობენ, მრავლდებიან, მაგრამ არ აფორმებენ ქორწინებას, რადგან მარტოხელა დედას, ფაქტიურად, უფასოდ ეძლევა ყველაფერი, მშობიარობით დაწყებული,- მხოლოდ ქურდობენ და ყაჩაღობენ, რომ ნარკოტიკები იყიდონ და არიან ასე...
სსრკ-ს იდეოლოგებს კი ძალიან უხაროდათ ამ ხალხით შევსებული უმუშევართა ამერიკული სტატისტიკა:))
ბავშვობაში გვამღერებდნენ "ზანგის პატარა ბიჭ ჯიმის" ბედნიერებაზე და დიდობაში გვატირებდნენ ანჯელა დევისის საცოდაობაზე:))
მოკლედ, მხიარულად ვცხოვრობდით.

arichopra 2

2017-01-14 00:08:35

რა კარგი სურათი აქვს წამძღვარებული ამ სტატიას. ნეტავ ვინ არის ეს მომხიბვლელი ქალბატონი, რომელიც ასე სანდომიანად გვიღიმის გაშლილი დროშების ფონზე?! ))) ძალიან მაგარი სურათია! კალანდას გილოცავთ გურულებო, ძველით ახალ წელს თქვენ დანარჩენო საქართველოვ! სოციალიზმი და საბჭოთა კავშირი რომ ყველაფერს ჯობდა ამას რად უნდა ლაპარაკი! გაიხარეთ, მრავალჟამიერ!

arichopra 2

2017-01-14 00:09:56

Who is this charming lady?

papa

2017-01-14 02:05:48

მარე

არა მაგათი თუნდაც მათხოვრები და ბომჟები, ჯერჯერობით დაჟე ჩვენებურ მითომ შეძლებულებზე არა ნაკლებ(კარგად თუ არა) რომ ცხოვრობენ, ეგ ვიცი, მაგრამ არც ის დრო აქვთ ამერიკელებს შორს, მშივრების ბუნტს რომ მიიღებენ..
აუცილებლად მაგათი სამოთხეც დამთავრდება, უბრალოდ სხვანაირად ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება, ვერა. თან ეხლა დრო ძალიან დაჩქარებულად მიქრის, ასე რომ, ხვალე არა, მაგრამ 6-7-წლის მერე ვნახოთ მაგათი ამბავი
რა არიი იცი . ლოგიკას ვერც ეგენი გადაურჩებიან!!!- თან ეს ამბავი 100%-ით მჯერა
ისე მე მთლად 100 % სოციალურ თანასწორობას არ ვგულისხმობ, მაგრამ არც ასეთ ვაკხანალიას.
მოკლედ ლიბერალობისა არ იყოს, დიდხანს ვერც მაგათი მაძღრობა გაგრძელდება-ღა
მაგათ აუცილებლად თავიაანთ თავიც უნდა ამოჭამონ, სხვანაირად უბრალოდ არ იქნება!!
კი მაგრამ....განა შენი,,ოცნების ამერიკა,,-ღა დაგხვდა მაანდ?? ,,იმ ამერიკასთან,, შედარებით დღევანდელი ხომ არის ჯამში უარესობისაკენ შეცვლილი?? არ მითხრა ეხლა არაო..
ჩემიანი ცხოვრობდა მანდ 12 წელი. 2005 დაბრუნდა ადგილობრივებთან ძმაკაცობდა, მათ ოჯახებშიც ხვდებოდა.. ჰოოდა იმათი მშობლები სწორედ სუ მაგას აღნიშნავდნენ თურმე-- ამერიკა სულ უფრო უარესობისაკენ იცვლებაო,..
ჰოოდა ერთი დღეც იქნება-- წამოვა მაგათი ვაგონიც ნაკლონზე...

papa

2017-01-14 02:33:51

მარე

გააქტიურებაზე კიდევ სუ ტ/ყუილად ამბობ მაგ ერუნდას!
აბა მაშინ მე სუმთლად გადავრეულვარ და ეგააა, შემოვედი და აღარ გავსულვარ აქედან..ხუთი წელია უკვე
ნატალიც მაგარია არც ის ტოვებს ,,პოსტს,,სერაპინაც. სხვები ხალტურშიკობენ..შენსავით
(მგონი ოთჯერ წახვედი) კიდევ კარგი ბრუნდები ხოლმე
ჩოპრაც ხალტურშიკია.... ლამეც...ხალიბიც..ლოგოსიც.....მავერიკიც...ჯონდო...სხვებიც
....ისე წასვლით ბევრმა გვაწყენინა..ხიროხიტო, ჯემო კატარღა.. ბევერენი...ოძელი ..ვასო....სხვები..
.მოკლედ ოპიტნები ბევრნი წავიდნენ, ბევრნი...
ჰოოო ტნგ დამავიწყდა .. ეგეც სუ აქ ტრიალებს...

მ ა რ ე

2017-01-14 03:54:09

papa,
შენთვის ცოტა ძნელი წარმოსადგენი იქნება, მაგრამ მე მიყვარს ამერიკა და დიდი მიზეზიც მაქვს საამისოდ!
მეორე სამშობლოო, რომ ვთქვა, სამშობლო, როგორც დედაი, ამქვეყნად მხოლოდ ერთიაო, მეტყვი... მაგრამ ჩემ შემთხვევაში როგორ იყო, იცი? - იმ დედამ მითხრა, ჯანდაბამდიც გზა გქონიათ! - არ მჭირდება მე ზვიდის მომხრე და ერთგული არც შვილი, არც რძალი და ჩემი ხელიდან ლუკმა არ გეღირსებათო!..
ჰოდა, წამოვედით.
ამერიკამ, ანუ დედინაცვალმა, მითხრა: შენი იქაური პროფესია შეგიძლია დაივიწყო, მაგრამ სხვა ხელობაც ხომ არაერთი იციო... ჰოდა, იმუშავე და გარანტიას გაძლევ, ფეხზე დადგებიო!
მადლობა ამისთვის ამერიკას!
God bless America!
არც ერთი ლუკმა და არც ერთი ცენტი დახმარების სახით არც მითხოვია და არც მოუწოდებია ჩემთვის ამ კეთილ დედინაცვალს, მაგრამ მოგვცა საშუალება, საკუთარი ოფლით გვერჩინა თავი, შვილებსაც ევროპული განათლება მიეღოთ და კარგ გზაზე დამდგარიყვნენ.
რაც შეეხება ცხოვრების გაუარესებას, რა გითხრა, აბა? თუ ჩავთვლით, რომ ბენზინის ფასი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაორმაგდა და სხვა ყველაფერიც მეტ-ნაკლებად გაძვირდა - ცუდია, მაგრამ ეს დიდად დაეტყო ჩვენს ცხოვრებას და ვაიმე, რა გვეშველებაო, ეგრე არ არის.

...ახლა თქვენთან ის დროა, საახალწლო სუფრაზე უკვე კარგად როა შებუჟბუჟებული ხალხი და, სულ ბედნიერი ყოფილიყოს შენთვის, შენი ოჯახისთვის და ყველა ქართველისთვის ეს ახალი წელი!

ტორი

2017-01-14 12:40:24



God bless America!



საქართველოს გაუმარჯოს!!! გაუმარჯოს!!! გაუმარჯოოოოოს!!!!:::))))

papa

2017-01-14 13:34:48

ყველასთვის სიკეთიანი ყოფილიყოს ახალი წელი....

მარე

ევიტა გახსოოვს? შენი მანდაური,,ნათესავია,, (ერთ დროს ვძმაკაცობდით) იმასაც ესე ულანძრავდი ამერიკას და ისიც შენსავით იცავდა მას........ისიც მანდაა
რაღაც რაღაცეებში მეთანხმებოდა, მაგრამ ბევრ რამეში არა ისიც იგივე არგუმენტებიტ იცავდა მაგ გოთვერნებს ...
გამოდის რომ ამერიკასაც სიქტიმი მოუვა მეთქი, რომ ვამბობ--ვამტკიცებ---არ მიჯერებთ.
აბა მსოფლიო თუ დაიქცა და მაგათ ნაცებისა არ იყოს წასაგლეჯ--დასატერორებელ---დასაბოლებელი აღარავინ დარჩათ.... მერე მაგათ ხეირი დაეყრებააათ??
აგე ნაცებს რა დაემართათ--- სერაპინასი არ იყოს, რომ გამოელიათ ბიუჯეტის ფულები და ხალხს ვეღარ ახრამუნებენ, ერთმანე/თს დაერივნენ..ისე ვეღარ ძლებენ
ეს უბრალო ლოგიკაა და ესეც იქნება!!! აბა მე მართლა კაკულია კი არა ვარ.
მარადიული, პერპერტუმმობილეს გარდა(და საქართველოს გარდა!!!)საერთოდ რამე გაგიგიააა..??
ჰოოოდა ერხევა მაგათ პერპერტუმმობილეს, ერხევა....სჩაანს კიდეც უკვე მაგის სიმპტომები, სჩაანს. ამას თვითონვე ხედავენ და პანიკაშიც არიან უკვე....
...და მე როგორც მაგ დარგის,,დიდ სპეციალისტს,, ეგ ნიშნები არ გამომეპარება.
.ასეა ეს ასე

arichopra 2

2017-01-14 14:04:38

პაპა ამ ახალ წელ დღეს არ მინდოდა ეს ცუდი ამბავი მეთქვა ამ საიტის პატიოსანი მომხმარებლებისათვის, მაგრამ იძულებული ვარ! ამ დილას ორღობეში გურული ქალები მილაპარაკობდნენ ერთმანეთში, მივაყურე. გადმოგცემ უცვლელად!
..." ვითომ შარშანდელი უბედურობა არ გვეყოფოდა ანჟელამ, რომ უღალატა პურის(Bread) მჭამელ კაცს და დანგრია ოჯახი. მაშვინ კინაღამ დევიბრიდე ჯავრიდან! ახლა კიდომ, ჯულიე ხომ იცი რობერტიეს გოგო, კაი ტკბილი ქალი, რიჩარდიე ყვარობდა მაგას ადრე... ხო და ქე უღალატია ახლანდელი ქმარიზა! გამეიჭირენ, ფაქტზე! დედავ-დდავ რა დღეშია აი აშშ?!"

papa

2017-01-14 15:32:00

შენ იხუმრე, იხუმრე და ეგ შენი აშშშუუშშ-უ მართლა ჯულიეტეს დღეშია...

მ ა რ ე

2017-01-14 18:21:15


papa,
ევიტა როგორ არ მახსოვს, ჩვენი ძალიან საყვარელი გოგო!..
ვიღაც ნაცძირალა შემოეხეტა, უკადრებელი აკადრა დაუმსახურებლად და არ უშველა ჩვენმა გამოქომაგებამ - მაინც დაგვტოვა!.. (ჩვენ ორნი ვიყავით აქ ყველაზე ძველი მომხმარებლები, "პრესა.გე.ტივი"-დან რომ მოვდიოდით ერთად. მაშინ ევიტა jg-ს აწერდა).
*
ტყუილა გაქვს იმედი, რომ ამერიკას დაერხევა :)
სულ რაღაც შენდება, სულ რაღაც ლამაზდება, სულ რაღაც ახალი კეთდება...
რომ ვუყურებ, ჩემს თვალწინ როგორ აღმოცენდება უზარმაზარი სასახლე, რომელსაც ერთ დღეში გადაუჭიმავენ ეზოში მწვანე მოლს, დარგავენ კარგა მოზღდილ ხეებს და დეკორატიულ ბუჩქებს... მერე რომ ჩავივლი ღამე და ვხედავ განათებულს, ვფიქრობ გახარებული: რა ბედნიერებაა, რომ ამდენ ადამიანსა აქვს საშუალება ამ ქვეყანაში, იყიდოს ამხელა სასახლე, დააყენოს გარაჟში იმდენი მანქანა, რამდენი სრულწლოვანიც არის ოჯახში და იხადოს ამხელა გადასახადები (სახლის, მიწის, მანქანების, ჯანმრთელობის დაზღვევის და ა.შ.) და არ ეშინოდეს, რომ ვინმე რამეს მოედავება!..
*
arichopra 2 :)))))
მოკლედ, გურულებმა არ მოასვენეთ ამერიკა!

ძალიან მომწონდა ის ანეკდოტი, ორი გურული რომ ხვდება ერთმანეთს:
- თუთუნი გექნება შენ. მომაწევიე ერთი, თუ კაცი ხარ!
გაუწოდა.
- ქაღალდიც გექნება შენ.
მისცა.
- მომიკიდე, ბარემ!
მოუკიდა. დაატყა ნაფაზი, გააბოლა და:
- რაიო, იმ მათხუარმა რეიგანმა, რა მინდაო?

papa, ამას ჰგავს შენი პროგნოზი ამერიკის სავალალო მომავალზე :)))

papa

2017-01-14 20:33:49

მარე

გნახავთ ბატონო, გნახავთ.... გამოდის რომ ამერიკა ლოგიკას არ ექვემდებარება და მართლა პერპერტუმმობილე უპოვნია???
მეტ/ყვი ... კი ოდესღაც ამათაც დაერხევა,.. მაგრამ ჯერ შორიაო
აი თუ შორია მაგასაც ვნახავთ...
იყო 400 წელიო... იყო 300 წელიო ..მერე კიდევ სამასი წელიო, მერე 200--იო მერე 70--იო და ეხლა ჰაა 30--40 იქნებაო
ბაქრაძის ეს ნათქვამები ბევრჯერ მაქვს აქ გამეორებული...მე კიდევ მჯერა იმ კაცის..
შენ მაგ ე.წ. დარხევას ოპტომ ხომ არ გულისხმობ?/
უტრირებით რომ ვთქვათ..... ჯერ ერთი პატარა ბოლტი გამოსძვრება მაგათ პერპერტუმმობილეს, მერე ცოტა დიდი, მერე კიდევ, მერე...და ..... ა.შ.
დღევანდელ დღეს კი დრო ძალაინ ჩქარა მიფრინავს,ასე რომ ეგ ყველაფერი მაგათ 4--5 წელიწდში დაეწყებათ და მერე არც დაბოლოება ექნებათ შორს...
დიდის დაქცევა უფრო შეუქცევადია თუ პატარის?? ჰოოდა ეგ რომ იხუვლეეეეებს... მტრისას.

papa

2017-01-14 20:37:57

ტორი

მე რომ ქუნემ კოლუმბი მივაწერო.... რას იტყვი შენ??

ტორი

2017-01-14 21:26:09

პაპა,

მარემ, შემიფარა და მიყვარსო...
ჰოოდა, აღარ ვიკადრე, თორემ, ლოცვა-კურთხევას არც მე დავაკლებდი...
თავად გაქვს ნათქვამი ჩემზე, მიჯოკრავსო...


ისე, მე რომ იქ ვიყო, უკვე უკან დასაბრუნებელ ბილეთზე ვიზრუნებდი:::)))

მ ა რ ე

2017-01-14 21:40:25


ტორი,
და რას იზამდი უკან დაბრუნებული? 160 ლარი პენსიით იცხოვრებდი?

მ ა რ ე

2017-01-14 21:50:44

papa:
"დიდის დაქცევა უფრო შეუქცევადია თუ პატარის?? ჰოოდა ეგ რომ იხუვლეეეეებს..."
:)
ჯობია იმაზე ვიფიქროთ, საქართველო არ გადასცდეს ვინმეს და არ გადაეყლაპოს :))
ამერიკაზე ხათრიჯანად იყავით (როგორც კახეთში იტყვიან), ფეხებს ვერ მოსჭამს ვერავინ!.. (ზუსტად ისევე, როგორც რუსეთს).
ამ ორ სახელმწიფოს რომ რამე დაემუქროს, ჩათვალე, რომ დედამიწაზე "სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პირობები" შეიქმნება...

papa

2017-01-14 22:01:43

არადა ყოველ დილას ფანჯრიდან ვიყურები .... იქნება და რომელიმეს ხელი წაუცდა მეთქი. მაგრამ ეს შშშშათლახები თავს იკავებენ...
ისე კი.. მე რომ მაგთ ადგილზე ვიყო, დედას ვუტირებდი.. აქამდე გავისროდი
....არაუშავრა... ჩინეთი გააშველებთ,.. ჩინეთი(ეგ უარესი კიდევ)

papa

2017-01-14 22:06:11

მარე შეკითხვა

თუ ამერიკის მოქალაქეობა გააქვს...... აიღე მაგათი პენსია და წამოდი მერე აქეთ..
ეგ აქ ნაღდად გეყოფა

ტორი

2017-01-14 22:19:59

პაპა,

მაგათი ერთი-ერთზე კაცური ჩხუბი არ დაიჯერო...
ჩვენ, უკრაინელებს, სი/რიელებს და სხვა ჭკვიანებს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე...
ხან ჩვენ წაგვაქეზებენ /გამოვცადეთ/, ხან უკრაინელებს /გამოსცადეს/, ხან ვის და ხან ვის...
ეგენი კიდევ, ძაააალიან შეშფოთებულ-აღშფოთებულები იკაკანებენ ცოტა ხანს და მერე მორიგ საკბილოს იპოვნიან...
სხვისი ხელით ნარის გლეჯა დამხეცებული აქვთ...

მ ა რ ე

2017-01-14 22:26:15


papa,
აბა, მოქალაქე რომ არ ვიყო, მე ტრამპს მივეცი ხმა-მეთქი, ხომ არ მოვიტყუებოდი! :)

მ ა რ ე

2017-01-14 22:51:21

"...Трамп отметил, что может отменить антироссийские санкции, введенные Обамой в конце декабря в ответ на якобы имевшие место кибератаки, если Москва окажет содействие в борьбе с терроризмом и решении других задач. «Если мы живем дружно, и если Россия действительно помогает нам, то для чего нужны санкции, если творятся великие дела», — сказал он.

papa

2017-01-14 23:37:04

ჰოოდა ...მაგიტომაც გეუბნები აიღე მაგათი პენსია და წამოდი აქეთ--160 არ გეყოფა მაგრამ, მაგათი ნაღდად, ნაღდად გეყოფა აქ

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80