„თუ ჩვენ ვართ პროსტიტუციის და სათამაშო კლუბების ქვეყანა, მაშინ ყველაფერი წესრიგშია“
საზოგადოება

„თუ ჩვენ ვართ პროსტიტუციის და სათამაშო კლუბების ქვეყანა, მაშინ ყველაფერი წესრიგშია“

„თუ ჩვენ ვართ პროსტიტუციის და სათამაშო კლუბების ქვეყანა, მაშინ ყველაფერი წესრიგშია“
თამთა ქარჩავა

2017-01-12 12:00:02

პრემიერ–მინისტრის დავალება მიღებულია. შს სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყო. შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, მუშაობის შედეგები საჯარო გახდება, თუმცა რა ვადაში, არ დაუკონკრეტებია. გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, გარკვეულ კლუბებსა და ბარებში ადგილობრივი მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით დაინტერესდეს.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში ხდება კანონდარღვევები. მისივე განცხადებით, „ღამის კლუბებში, რომლებიც, ძირითადად, კონცენტრირებულია „რესპუბლიკის მოედნის“ ქვეშ, არის ძალიან სამწუხარო რეალობა.

„სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმდებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული უმოკლეს პერიოდში.

ჩემთვის სამწუხარო არის ის, რომ ამ კლუბებში ადგილი აქვს პროსტიტუციას, მათ შორის ჩვენი არასწრულწლოვანი მოქალაქეების. არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს ამ კლუბებში. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა ასევე სთხოვა ადამიანის უფლებების საკითხში თანაშემწეს, სოფიო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწვალოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.

„თუ ეს არის დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, რა კრიტერიუმებით ხდება ადამიანების შერჩევა იქ შესვლისთვის. ხოლო თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ იგი მთლიანად უნდა დაექვემდებაროს იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონს და არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის პოზიციას - შეისწავლონ „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში არსებული სიტუაცია - მხარს უჭერს მთაწმინდის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი.

„ჩემთვის, როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატისთვის და ასევე ამ უბნის მცხოვრებლებისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთან მოსახლეობისგან არაერთხელ გამოითქვა წუხილი და უკმაყოფილება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მიზანშეწონილად და დროულად მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს არსებული მდგომარეობა და მოახდინოს რეაგირება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრემიერ-მინისტრის მიერ დასმულ არასრულწლოვანთა პროსტიტუციის პრობლემაზე მუშაობის პროცესში პირადად ჩართვას გეგმავს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რომლის განცხადებით, პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, ვინაიდან არსებობს არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხე.

„პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ამ საფრთხის პრევენციისა და აღმოფხვრის აუცილებლობაზე. ამავდროულად, მიანიშნა კონკრეტულ ფაქტებზე, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევას, გენდერული და ეთნიკური ნიშნით. დიახ, ეს არის კანონდარღვევა და სწორედ ამ პრობლემაში გარკვევა დაევალათ შესაბამის უწყებებს.

რამდენადაც აღნიშნული საფრთხეები უკავშირდება არასრულწლოვანთა – მოსწავლეებისა და სტუდენდების უფლებების დარღვევას და ამასთან წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით რისკებს, მზად ვარ ჩავერთო ამ პრობლემაზე მუშაობის პროცესში“, – აცხადებს მარიამ ჯაში.

პრობლემის მასშტაბურობაზე და არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხეზე საუბრობს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის შეფასებით, გაუგებარია რატომ გახდა ქილიკის საფუძველი მთავრობის მეთაურის მხრიდან საკმაოდ პრობლემურ საკითხზე საუბარი.

როგორც ფსიქოლოგი აცხადებს, პრობლემა შეიძლება საქართველოს მოქალაქეების ფარგლებს და პრემიერის უფლებამოსილების ფარგლებს გასცდეს და უფრო რთული აღმოჩნდეს ამ პრობლემის მოგვარება. საყვარელიძის შეფასებით, სავარაუდოა, რომ პრემიერმა საჯარო განცხადება იმათ გასაგონადაც გააკეთა, ვინც ამ ბიზნესის იმპორტს ეწევა საქართველოში.

„ქილიკი ამ საკითხზე იმდენად უადგილოა, რომ აგურების დიდი რაოდენობა უნდა გვეჭიროს ორივე ხელში. ვფიქრობ, რომ პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბურია, ვიდრე თბილისის ფარგლები. გავიხსენოთ, რომ ანალოგიური პრობლემის თაობაზე ლაპარაკობდნენ აჭარის მაცხოვრებლები. შესაბამისად, ეს თემა გეოგრაფიულადაც ქვეყნის მასშტაბით არის მოსაგვარებელი. ამდენად მინისტრთა მთელს კაბინეტს ეხება და არა მარტო ადგილობრივ თვითმმართველობას.

საკმაოდ რთული პრობლემა გახლავთ, ვინაიდან ამ პროცესში ჩართული არიან არა მარტო საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, ერთი შეხედვით ისეთი შორეული უწყება როგორიც საგარეო საქმეთა სამინისტროა, ისიც ჩასართველი იქნება, თუკი პრობლემას იმ მასშტაბით მივუდგებით, რასაც ეს კონკრეტული პრობლემა იმსახურებს“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორ ფსიქოლოგი აცხადებს, პრობლემის მოგვარება მხოლოდ ბარების დახურვით და შსს–ს ჩარევით ვერ მოგვარდება. აუცილებელია ამ პროცესში ფსიქოლოგების ჩართვაც. თუმცა, უპირველეს ყოვლისა პრობლემა ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ანუ თბილისის მერიამ უნდა მოუაროს ამ პრობლემას.

„თუკი ხელი შეახო პრობლემის მოგვარებას, ამ რთული საკითხების გადაწყვეტა ქვეყანას მოუწევს ყველა სტრუქტურების ერთობლიობით  - განათლების სისტემის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ეკონომიკური პროფილის უწყებების და საზოგადოების ყველა წევრის ერთობლივი ჩართულობით, იმიტომ, რომ აქ უზარმაზარი თანხები ტრიალებს. ამის ხარჯზე არსებობს ეს პროცესი და რაც მთავარია, ვითარდება.

საერთოდ, საქართველომ უნდა მიხედოს იმას, რისი ქვეყანა ვართ, თუ ჩვენ ვართ პროსტიტუციის და სათამაშო კლუბების ქვეყანა, მაშინ ყველაფერი წესრიგშია. კაზინო ყველა ქვეყანაში აკრძალულია, მაგრამ ჩვენთან ყოველ მეორე ქუჩაში არსებობს და რაც მთავარია მოტივირებულია სათამაშო ბიზნესი“, – ამბობს ფსიქოლოგი.

მისვე შეფასებით, სახელმწიფოს უმაღლეს დონეზეა გადასაწყვეტი, ამ ბიზნესს ხელი უნდა შეუწყოს, თუ მოექცეს ისე, როგორც მას ექცევიან ყველა ევროპულ ქვეყნებში, სადაც ცდილობენ, რომ ამ ბიზნესს აარიდონ ახალგაზრდები.

„იგივე მიდგომაა პროსტიტუციასთან დაკავშირებით და როგორც ხშირად, პროსტიტუციამ ამ ბიზნესთან ერთად აიდგა ფეხი და ყოველდღიურად ვითარდება, რაც პრობლემაა და სტრატეგიულად გადასაწყვეტი საკითხია. უნდა გადავწყვიტოთ რა ტიპის ქვეყანა ვართ, თუ ვართ ქვეყანა, რომელიც ამ გზით შოულობს შემოსავალს, მაშინ რა თქმა უნდა, ვერც პოლიციით და ვერც კარების დახურვით ამ პრობლემას ვერ გადაწყვიტავთ.

მაგრამ თუ ვაპირებთ, ავიშოროთ ასეთი სამწუხარო პერსპექტივა, მაშინ ყველა ტიპის არარეგალურ ბიზნესს, რომელსაც ნარკომანიის ტიპის ეფექტი აქვს, ხშირ შემთხვევაში უფრო ძლიერი, ვიდრე სათამაშო ბიზნესს და ამას ვუწყობთ ხელს, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ სათამაშო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა ნარკომანიის ლეგალიზაციის ექვივალენტურია. და თუ არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით იშოვი ფულს, მერე უკვე მიადგები იმას, რასაც პროსტიტუცია ჰქვია“,– აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ნანახია - 3305

ვიღაცა

2017-01-12 13:11:52

ბევრს არ ესიამოვნება,მაგრამ სიმართლის თქმა აუცილებელია.თუ დღევანდელი მიდგომა ექნება,ვერავინ ვერაფერს გააკეთებს.არასამთავრობოებს მარტო ფული აინტერესებს.როგორც კი თუნდაც ერთ ღამის ბარში შევა პოლიცია,მაშინვე ატეხავენ წივილ-კივილს,ადამიანის უფლებები ირღვევაო.შიგნით რა ხდება ამას არ კითხულობენ.არასრულწლოვანები პროსტიტუციის გარდა ნარკომანიით არიან დაკავებული.ამას ვინ ლობირებს ადვილი გასარკვევია.თუ მოინდომეს რა თქმა უნდა. პოლიციამ ცოტა არაცივილიზებული მეთოდებითუ არ გამოიყენა,ვერაფერს იზავენ.ვინ ამის შემდეგ გამოვა და ჭკუის სწავლებას დაიწყებს ძალით დასერიოზულებული სიფათით,ისინიც უნდა მიაყოლონ. რა ხდება ამ ბარებში,წესით დიდი ხანია ზეპირად უნდა იცოდეს შ.ს.ს-შესაბამისმა სამსახურმა.უნდა ქონდეთ ყოველნაირი მტკიცებულება,აუდიო და ვიდეო მასალით გამაგრებული. მარტო პოლიციაც ვერაფერს გააკეთებს.ფაქტიურად ხელ-ფეხ შეკრული სისტემაა.

natali

2017-01-12 13:18:52

პრემიერმა თუ არ დაავალათ, ისე სძინავთ? პროსტიტუცია ან ლეგალური გახადეთ, ან აკრძალეთ. ვითომ აკრძალულია, მაგრამ მაინც არაა აკრძალული.
აი ვინც მაგათ მფარველობს და ამაში ფულს აკეთებს, იმას არ აწყობს ლეგალიზაცია, ზუსტად ისე, როგორც მარიხუანაზე.
ქალაქის ცენტრი რომ ბორდელადაა ქცეული, ესაა პროსტიტუციის აკრძალვა? არ სჯობია სადმე ცალკე უბანი გამოუყონ და თავში ქვაც უხლიათ?

თენგო

2017-01-12 14:08:50

ყველას გახსოვთ ,პირველად ეს საკითხი ამ 3-ოდე წლის წინ აგორდა.იყო დემონსტრაციები ამ
ბარების წინ-იყო გაწევ გამოწევა და პოლიციამ ვითომ "წესრიგი" დაამყარა. პერიოდულად საკითხი
აქტიურდება ,თბილისშიც-ბათუმშიც ,მაგრამ საშველი არ ჩანს!!! ამ საქმეს დიდი ფულის სუნი
ასდის და ვიღაც მაგრად მფარველობს!!! იღუპება ქვეყანა!!! გვეღუპება მომავალი!!! ვის უნდა
ასეთი ინვესტიცია??!!! ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდება !!! /ფა/შიზ/მის/კენ/ მივდივართ!!!

papa

2017-01-12 14:11:51

ასომთავროებო სადაათქ

papa

2017-01-12 14:11:51

ასომთავროებო სადაათქ

papa

2017-01-12 14:11:51

ასომთავროებო სადაათქ

papa

2017-01-12 14:28:44

ასომთავროებო ....
აბა სადაა თქვენი მოწონებული გენდერული თანასწორობა?
რას გავს ეს, ეს რა აარი??--- ქალებს უშვებენ და კაცებს კიდევ არააა?
რათა?? რატომ ერთ ამბავს არა ტეხთ-- ირღვევა გენდერული ბალანსი თქო??
ფანდარასტების უფლებებს რომ იცავთ, რატომ ჩემ უფლებებს არ იცავთ-- მეც მინდა იქ შესვლა, რატომ არ მიშვებთ?/
დედას გიტირებთ ვიჩივლებ მამაკაცების უფლებების დარღვევისათვის
შშშშათლახები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! .
.ერთხელ ჩემი უფლებებიც დაიცავით არ შეიძლებააა??
მაგრამ მასე კი არა, პატრონებიან--ჯიშიან--ჯილაგიანად ყველანი გასაწყვეტები ხართ, ყველანი გასაწყვეტები და როგორც მინდია უგრეხელიძე გეძახით, თქვენ მართლა ყველანი დივერსანტები ხართ, საქართველოს მტრების მიერ ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის საქართველოში შემოგზავნილი დივერსანტები....
მთელი თქვენი ცხოვრება ფანდარასტის სახელს ვეღარ მოიშორებთ, ვერა..იარეთ მასე ნაკოლკიანი ბო/ზ/ებივით

papa

2017-01-12 14:32:56

ძალიან დიდი კრიშები რომ ჰყავს ამ ყველაფერს, ვინმეს ეჭვი გეპარებაათ??
მერე რა უნდა მაგის მოძებნას??
მხოლოდ ნება..... მხლოდ ნება და ყველას კეთილები მიექინძებოდა
თვითონ ამათი კრიშები უნდა შეუსვა იმ ქალების მაგიერ, კარგი იქნებოდა
მერე მაინც ხომ შემიშვბედბდნენ

ენქერი

2017-01-12 17:20:11

ისე, ჩვენში დარჩეს და პრემიერს მთავრობის სხდომაზე საქვეყნოდ რომ არ ეთქვა შსს მინისტრისთვის და ცალკე დაევალებინა არ შეიძლებოდა? ანდა რა დავალება უნდა, კანონი კრძალავს მაგ საქმაიანობას.

anri

2017-01-12 20:54:27

ფორჯიზე პოლიტ-უმცირესობაში აღმოჩენილ ანრის უფლებებს რომელი ენჯეო დაიცავს ნეტავი?
გიჩივლებთ საიაში და ნახავთ მერე...
მაგრამ, მეორეს მხრივ...მიშისტი აღარა ვარ, გიგისტი არც ვყოფილვარ და გივისტი ხო არ გავხდები, მთლად ეგეთი გარყვნილიც კი არა ვარ :)).
დღეს კაი ხასიათზე ვარ ქოცებო რაღაც და ეხლა თავდასხმებს ნუ მომიწყობთ თქვენებურად.

arichopra 2

2017-01-12 22:43:39

ე, პაპა დუულევია ანრის ერძთი ღრაფინკა ალადასტური! გეიგონე, კაი ხასიათზე ვარო!

serapina

2017-01-12 23:02:32

ანრი,
მიშისტი რომ იყავი,ის ამბები მაინტერესებს ძალიან...
იყავი კარგ ხასიათზე(ყოველთვის),ოღონდ ამიხსენი რამ მიგიყვანა მიშისტობამდე?

papa

2017-01-12 23:10:04

ჩოპრა

ისე ალადასტური ნაღდად მაგარი რამეა... რომ არა რქაწითელი მაგის პირველობას დავამტკიცებდი...მაგარია მაგარი..ოღონდ აღმოსავლეთსი მოწეული--აქეთ ცოტა მაგარია,
საფერავივით არაა, მაგრამ ნაღდად კარგი რამეა


ისე რატომღაც მინდა რომ ეს კაცი დავიძმაკაცოთ



ანრი

სუ ესეთ კაი ხასიათზე ყოფილიყავი --- ესე სჯობია

სხვათა შორის აქაურების 80 პროცენტი ანარხისტია--- არც ერთი ხელისუფლება არ მოგვწონს, არც ძველი და არც ახალი, სუ რევოლუციაზე გვიჭირავს თვალი...
ჰოოდა ეხლა ამათი ჯერია
ისე მოდი ამ სიაფანდ ენჯეოებს ერთად ვუჩივლოთ...განურჩევლად ყველა შშშშშათლახები არიან და იმიტომ

natali

2017-01-13 00:57:33

ანრი

კიაზო ხარ ბიჭო???:)))

მ ა რ ე

2017-01-13 07:07:45


natali:


"პროსტიტუცია ან ლეგალური გახადეთ, ან აკრძალეთ. ვითომ აკრძალულია, მაგრამ მაინც არაა აკრძალული."

იაპონიაშიც ეგრეა. მაგრამ იქ ძველ ტრადიციას იცავს პოლიცია (იაპონია ხომ ტრადიციების ქვეყანაა!): უბნებში, სადაც ოდითგანვე ამ საქმით იყვნენ დაკავებული ქალები, დღესაც თვალს არიდებს პოლიცია მათ საქმიანობას.მით უმეტეს, რომ ეს ეგზოტიკაა და ტურისტებს იზიდავს.
ჩვენთან კი სულ სხვა სიტუაციაა და მე რომ მეკითხებოდეს, ლეგალურს გავხდიდი: ის ქალბატონები სხვა საქმეს მაინც არ ეწევიან აწი და, ექიმი მაინც შეამოწმებთ სისტემატურად, ჰიგიენის დაცვას აიძულებენ, მეძავთა ასაკს მიაქცევენ ყურადღებას და უწლოვანებს არ დაასაქმებენ... ამგვარი სახლების პატრონები კი სოლიდურ თანხებს შეიტანენ ბიუჯეტში, ახლა რომ მათი მფარველების ჯიბეში მიდის უკანონოდ...
არ ჯობია?

ტორი

2017-01-13 10:36:32


პაპა,

ეს პროცესი რომ ჩვენთანაც დაიწყებოდეს, მაგრად წაადგებოდა ქვეყანას...

Сорос в гневе: в родной Венгрии ликвидируют его структуры за пособничество «глобальному капитализму»


Венгрия намерена ликвидировать все неправительственные организации, финансируемые миллиардером Джорджем Соросом, заявил зампред правящей партии «Фидес» Силард Немет. Об этом сообщает Budapest Business Journal.

По словам политика, Будапешт будет «использовать все имеющиеся в его распоряжении инструменты» для того, чтобы «выдворить» из Венгрии неправительственные организации, связанные с миллиардером.
«Фальшивые общественные организации империи Сороса получают деньги за то, что служат интересам глобального капитализма и поддерживают главенство принципов политкорректности над интересами национальных правительств», — заявил Немет.

Кроме того, он считает, что приход к власти администрации Дональда Трампа создаст наиболее благоприятные условия, чтобы избавить страну от НКО американского финансиста.

В марте 2017 года венгерское правительство планирует внести в парламент законопроект, который обяжет лидеров неправительственных организаций отчитываться о личных активах.

Власти Венгрии уже не раз выступали с резкой критикой в адрес созданных Соросом фондов «Открытого общества» и их деятельности, особенно в контексте кризиса с беженцами.

Как пишет Breitbart, сам миллиардер признал, что фонды «Открытого общества» могли использовать миграционный кризис, чтобы заработать на нем.

astamura

2017-01-13 13:58:10

LEგალიზაციის მომხრეებს გისურვებთ, საახლობლოშI გიმრავლოთ Aმ პროფესიის Aდამიანები, მრავალს Dაესწარით.

მ ა რ ე

2017-01-14 00:52:35

astamura,
შენც მრავალს დაესწარი და ღმერთმა იმდენი ჭკუა მოგცეს, რომ მიხვდე, არალეგალიზებით რომ ამნაირების რიცხვი კი არ მცირდება, პირიქით, იზრდება, რადგან სრულიად უკონტროლოა ასაკი და პროსტიტუციაში ჩაბმის მექანიზმი!..
ამასთან ერთად იზრდება ვენერიულ სნეულებათა (კერძოდ - შიდსის) გავრცელების ალბათობა!
ლეგალიზების შემთხვევაში კი დამქირავებელი (სამუშაოს მიმცემი) იძულებული იქნება, მკაცრად გააკონტროლოს მეძავთა ასაკიც, ჯანმრთელობაც და ჰიგიენაც.
არ გააკონტროლებს და ეტირება დედა!
ვისაც არ მოგწონთ ეს იდეა, იკოტრიალეთ ბუჩქებში - მიწაში წოლას მაინც მიეჩვევით:)

astamura

2017-01-14 02:51:11

თუ ადამიანს ჭკუა მოეკითხება, იმდენი კი უნდა ესმოდეს, რომ ლეგალიზების შემთხვევაში იზრდება ბაზრის მოთხოვნილება და საქმიანობა რამდენადაც კანონიერი ხდება, იმდენად გამართლებასაც იძენს!!!! ამაზე თუ გიფიქრიათ ჩემზე ჭკუადამჯდარებს?! ასაკობრივი ცენზის გაკონტროლების სხვა უამრავი მექანიზმიც არსებობს რომ იცოდეთ.... ასევეა ნარკოტიკის შემთხვევაშიც. დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, იზრდება ბაზარზე მისი მოთხოვნილება და ძალიან მოკლე ხანებში ჩნდება მოთხოვნა კულტივატორ-რეალიზატორთა დაკანონების მოთხოვნა.
ამ იდეის მომწონებლებმა კი პირადი მაგალითით დაამტკიცეთ, რომ სწორ არჩევანს სთავაზობთ ქვეყანას, გახსენით საახლობლო წრით დაკომპლექტებული, ჯანმრთელობა და ჰიგიენა გაკონტროლებული დაწესებულებები, თავად სალაროს აპარატებს მიუსხედით და როდესაც ბუჯეტის ფულით შევსებისათვის დიდების ორდენებს მიიღებთ, არ დამალოთ, ქვეყანას ამცნეთ, ალბათ მერე მიიღებენ ქვეყანას ევროკავშირშიც და ნატოშიც....
დაჯდებით მერე და ახალიწლის სუფრაზე უფალს დიდებას აღუვლენთ და პატრიარქის სადღეგრძელოსაც დალევთ....

astamura

2017-01-14 02:54:29

არასდროს არ უნდა მოინდომოს სხვისთვის ადამიანმა ის, რაც არ უნდა საკუთარი თავისთვის და ახლობლებისათვის....

astamura

2017-01-14 03:10:15

სახელმწიფო კანონით დანაშაულად არ მიიჩნევა, მაგალითად, პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარება, განკითხვა, მრისხანება, შური, ამპარტავნება, ეგოიზმი, შიში, მტრობა, სიძულვილი ... ვიდრე მათი გამოვლინებები სერიოზულად არ დააზარალებს სხვას.

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ კი განგვიცხადა, რომ ცოდვად ითვლება არა მარტო არასწორი საქციელი, არამედ მოყვასის მიმართ სიყვარულისა და კეთილგანწყობის არქონა, უკეთური ფიქრიც და ბოროტი გულისთქმაც და მოგვიწოდა, რომ ნებისმიერი ცოდვა დასაწყისშივე, ანუ გონებასა და გულში გაჩენისთანავე, აღმოვფხვრათ, რათა იგი ქმედებად არ იქცეს და მისგან თავის დაღწევა არ გაგვიძნელდეს.

როგორც საღვთო, ისე სახელმწიფო კანონები რა თქმა უნდა, ზრუნავს ადამიანზე, მაგრამ მათში განსხვავებულობას წარმოშობს პიროვნების აღქმა და მასთან დაკავშირებული ხედვის პერსპექტივები. ეს განსაკუთრებით ითქმის ისეთ ქვეყნებზე, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო კანონი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და მცდელობები აქვთ, ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადონ. პარალელურად ხდება ისიც, რომ ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები… ამა თუ იმ უწესობას ხშირად მიმზიდველად და საინტერესოდ გვისახავენ და ხელს უწყობენ მათ პროპაგანდას.
საქართველოს პატრიარქისსაშობაო ეპისტოლე.

papa

2017-01-14 12:31:26

ასტამურ

მე რომ მტერი არ მიყვარდეს არ შეიძლებააა?? კი მეუბნებიან გიყვარდეს მტერი შენიო..
და ...... მეორე ლოყაც მიუშვირეო....მაგრამ...
მაგრამ რა ვქნა, ვერა ვარ მასეთი ძლიერი, მტრის სიყვარული არ შემიძლია და ძაან ცოდვილი ვააარ?? ნამენავად ქვეყნის მტრები არ მიყვარან კოლუმბის თამადობით
აბა ის ჩვენი წინაპრები ტემ ბოლე მამაოები მტერთან რომ ომობდნენ, ცოდვილები იყვნეენ?

ისე ამპარტავნება და პატივმოყვარეობა ერთი ჩორტია და მაგ თვისების მატარებელი ადამიანი..... ვერააა კაი კაცი!!!!

მ ა რ ე

2017-01-14 16:27:17

astamura,
თქვენი სწორხაზოვან-აგრესიული აზროვნებით ძალიან მაგონებთ ერთ ყოფილ სამღვდელო პირს, რომელმაც ეკლესიიდან სატელევიზიო შოუებში გადაინაცვლა:)
ვერ გრძნობთ, რომ აცდენილი ხართ სადისკუსიო თემას? - აქ რა, იმაზეა კამათი, რა ჯობია - იყოს ქვეყანაში პროსტიტუცია თუ არ იყოსო?
და მე ვიძახი - უნდა იყოს პროსტიტუცია-მეთქი?!
საკითხი დგას ასე:
ქვეყანაში ჰყვავის არალეგალური პროსტიტუცია,- ეს არის ფაქტი!
არსებობს უამრავი დაწესებულება, გლდანში "როენა დეიდას" ბორდელით დაწყებული, თურქებისა და არაბების "კლუბებით" გაგრძელებული და ჩინელების "საუნებით" დამთავრებული, სადაც სრულიად უკონტროლად, არალეგალურად, ეწევიან სექს-მომსახურებას. დასაქმებული ჰყავთ როგორც ჩამოყვანილი, ისე ადგილობრივი გოგონები, მათ შორის, როგორ წერენ - არასრულწლოვანებიც და მთლად ბავშვებიც...
(რომ აპროტესტებენ, ქართველ მამაკაცებს დისკრიმინაციას უწევენ და არ უშვებენ შიგო, ხომ ვიცით, რატომაც: - ვინმეს იქ თავისი ნაცნობი, ახლობელი, სულაც ოჯახის წევრი რომ არ შეეფეთოს და ტრაგედია არ დატრიალდეს!).
ამას დამატებული - უამრავი "თვითდასაქმებული" სექს-მუშაკი ქუჩაში, კლიენტის მომლოდინედ ჩამწკრივებული ტროტუარებზე, ქალაქის სხვადასხვა უბნებში...
რამდენ კლიენტსაც იშოვის იმდენთან რომ წვება, ვინმემ იცის, ვისგან რა აიკიდა და მერე ვის რა აჰკიდა?!
ეს არის რეალობა.
ეს არის მოცემულობა, რომელშიც ქვეყანა .
რა გგონიათ, რა არის ამის ალტერნატივა? აკრძალვა? - აკრძალული ისედაც არის, მაგრამ შედეგი?! (ნარკოტიკიც აკრძალულია და 16 წლამდე ციხე-მისჯილებიც ვიცით მარიხუანას გამო, მაგრამ ბოლო გამოკითხვების მიხედვით, 13 წლამდე ასაკის ჩვენი ბავშვების 11% პროცენტი ეწევა, თურმე ამ "სრულიად უვნებელ" ნარკოტიკს, როგორც მოიხსენიებენ მას ჩჳენი "სელებრიტები"!).
წუხელ ერთი დეპუტატი ყვებოდა ტელეეთერით, რამდენი მსგავსი დაწესებულება დახურეს ბათუმში...
ძალიან კარგი! მაგრამ ვინმე დაინტერესდა, რა ქნეს მერე იმ სექსმუშაკებმა?
ხომ არ ჰგონია ვინმეს, რომ მაგდალინელის გზას დაადგნენ, მოინანიეს და მონასტრებში ჩამორიგდნენ?
ეჭვიც არ შეგეპაროთ - გავიდნენ ქუჩაში და აწი იმავე საქმიანობას გააგრძელებენ შემხვედრ მანქანაში, მოფარებულ სადარბაზოში, ბუჩქებში...
არა, ბიჭო, თოხს აიღებს და სოფელში წავა ან ოქსფორდში გაემგზავრება და ხვალ მაგისტრის ხარისხით დაუბრუნდება სამშობლოს!
ჰოდა, ამიტომ გამოვთქვი ჩემი აზრი, იქნება ლეგალიზება სჯობდეს - კონტროლის საშუალება მაინც იქნება-მეთქი...
თქვენ კი პასუხად მომაწყევლეთ: თქვენს საახლობლოში გიმრავლოთ მეძავებიო!.. თან რელიგიურობაზე დებთ თავს და მიქადაგებთ, სხვას არ უნდა უსურვო ის, რაც შენთვის არ გინდაო!:)))
...არ შევასრულებ თქვენს რჩევას - არ გავხსნი მსგავს დაწესებულებას, რადგან ეჭვი მაქვს, პირველები სწორედ ცრუმორალისტები გახდებიან მისი კლიენტები.

astamura

2017-01-14 18:13:43

კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდებაო, ნათქვამია... მე არავინ დამიწყევლია, ზოგიერთებს შემოგთავაზეთ საახლობლოში ჩაატარეთ ექსპერიმენტი მეთქი... თუ ამდენი საროსკიპოს მისამართი იცით, იმდენიც უნდა იცოდეთ, რომ იქ ვენეროლოგიურ-ჰიგიენური პრობლემები მოგვარებულია და ახალს არც ლეგალიზაციის შემთხვევაში გააკეთებენ რამეს. რაც შეეხება ქუჩაში დგომას, ლეგალიზების შემთხვევაში, რა აუკრძალავ და დაავალდებულებ რომელიმე ;ბრენდთან" ითანამშრომლეო?! აბა დაუფიქრდით ზიგზაგებიანი აზროვნების მქონენო მაგას რა ჰქვია?! მგონი იძულება.. არასრულწლოვანების კონტროლი კი დღესაც შესაძლებელია, მაგრამ ზემოთ ისე ადარდებთ ეგ პრობლემა, როგორც ბევრი დანარჩენი....

astamura

2017-01-14 18:17:22

კიდევ მეკითხებით---მე მხარს ვუჭერო?! არამარტო მხარს უჭერთ ზემოთ დაწერილით, არამედ ;აპრავებთ", კანონიერს ხდით ცოდვას და მეტი მხარდაჭერა რაღაა?!
მე თავი რელიგიურობაზე არ დამიდია, მე ერთი ნაწყვეტი მოვიტანე ეპისტოლედან...

astamura

2017-01-14 18:22:23

პაპა, სახელიდან გამომდინარე იმ ასაკში უნდა იყო, რომ ჩემი ასაკის არ უნდა გიხსნიდეს მაგას--- მტრის სიყვარული იმისთვისაა საჭირო, რომ მისი რეალურად შეფასება შესძლო. ისევე უნდა უყურებდე, როგორც საკუთარ თავს. ბოროტება და სიძულვილი აბრმავებს ადამიანს. ერთი გარტყმის პატიება არაფერია, მთავარია შენდობა სიბრიყვეში არ გადაგივიდეს... დათა თუთაშხიას აპატიებინა ა/ხ/ვრისთვის გარტყმული სილა ავტორმა და ამით წააგო?!

astamura

2017-01-14 18:25:32

პაპა, აბა შეხედე თემას, აკრძალულია და ათასი უბედურება მოაქვს, ლეგალიზების შემთხვევაში თავს აიტკივებენ და მეტად გააკონტროლებენ?! რა ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს დაიჯეროს...

მ ა რ ე

2017-01-14 18:35:40

ეგრეც ვიცოდი, რომ კედელს ვაყრიდი ცერცვს...
იდექი, იწყევლე და გაქრება ეს პრობლემა! ამბობენ, სილაში თავის ჩარგვა და "ნი ვიჟუს" ძახილი შველისო კიდევ.
მე მოვრჩი წჸლის ნაყვას.

natali

2017-01-14 18:40:15

მარე

პროსტიტუცია ყვავის საქართველოში! ზოგან პირდაპირ ეკლესიების წინაც. ჩემი მეგობრის მცირეწლოვანმა შვილებმა, რომლებიც ერთ ცენტრალურ ქუჩაზე პირველ სართულზე ცხოვრობენ, ზეპირად იციან მაგათი პრეისკურანტი. რატომ ყვავის? იმიტომ რომ ძლიერი მფარველები ჰყავთ. დიდი ფული კეთდება ამაში. ნამდვილად სჯობს კანონიერი გახდეს და გაკონტროლდეს ეს სფერო, მაგრამ ამას მფარველები არ დაუშვებენ, დიდი შემოსავალი შემოაკლდებათ და იმიტომ. ზოგი რელიგიას ამოეფარება და ზოგი ქართულ ტრადიციებს, სინამდვილეში კი სულ სხვა რამის დარდი აქვთ. ასეთ ადამიანებს ფარისევლები ჰქვიათ და დაწყევლილები არიან.
ასეა ეს!!!!!!!!

მ ა რ ე

2017-01-14 19:29:43

natali,
ჭკვიანი და ჯიგარი, ქართულად მოაზროვნე გოგო ხარ!..
უეჭველია შენი ვარაუდი დიდი მფარველების თაობაზე...
მაგრამ მე წარმოდგენაც კი არა მაქვს, სავარაუდოდაც კი ვერ მოვიაზრებ, საით შეიძლება გავიშვირო თითი... იცი, რატომ? - ხომ შეიცვალა ხელისუფლება, ხომ შეიცვალა თითქმის ყველა უწყების ხელმძღვანელობა და ამ საქმეს ხომ უნდა დატყობოდა ეს ცვლილებები?
ე.ი. ან ის ხალხი არ შეცვლილა, ვისაც ქოლგა უჭირავს ამ ბინძური ბიზნესის თავზე, ან ახლებთანაც ისევე მოაგვარეს საქმე, როგორც ძველებთან...

papa

2017-01-14 21:44:16

ასტამურ

პაპა კლიჩკაა თორემ ... მინიმუმ ხუთი წელი მაინც მაკლი მანამდე...არც 17 წლისა ვარ
მეორე..... სუ რომ ჯოჯოხეთში მოვხვდე, ქვეყნის მტერს თუ შესაძლებლობა მექნება არაფერსაც არ ვაპატიებ
ჩემი თავი ჯანდაბას.. ბევრი გადამიყ/ლაპია, კიდევაც ბევრს გადავყ/ლაპავ, მაგრამ ქვეყნის მტეეერს??....ვერა!!..ქვეყნის მტერი მარტო მე კი არა, ათასობით ქართველს მტრობს, ათასობით ქართველს და ...მეორე ლოყა მიუშვიროოთ??
ტელევიზიით რომ შვილებს გვირყ/ვნიან იმათ....უფ რა კარგია, უფ რა კარგიაო,..ვეძახოოთ??
აბა ის ასომთავროები მეტს კი არაფერს აკეთებენ--მტ/რობენ ქვეყანას, მტ/რობენ ..და არც შემცდარები არიან. ისინი იმ გზას განზრახ ადგანან, განზრახ. ესე იგი მტერია!!
კომუნისტები კაცის მკვლელობაზე 15 წელს უსჯიდნენ(თუ შემთხვევით ვინმეს ვინმე მაგ ჩხუბში შემოაკვდებოდა) მაგრამ თუ დაუმტკიცებდნენ რომ კაცი მიზნობრივად განზრახ მოკლა, მაშინ დახვრეტას. განზრახ დანაშაული ორჯერ დანაშაულია.. ანუ ორჯერ მტერია, ორჯერ. მერე ორჯერ მტერსაც ლოყა მიუშვროოთ?? ვაპატიოთ და ტაში დაუკრაათ??
ტაში კი არა სადაც ეგენი ხელში მივარდებიან ბუნდღას ვაცლი ხოლმე(კახურად)

პროსტიტუციაო...
ვენებს გადავიჭრიდი და თუ ძალა მექნებოდა, მაგ საქმის ნაჩალნიკებს აუცილებლად ძირიანად მოვთხრიდი..დედას ვუტირებდი. ჯიშიანად ამოვძირკვავდი..
მაგრამ თუ ვერ მოვერეოდი და მაინც იქნებოდნენ...აუცილებლად კონტროლს მაინც დავაწესებდი....ცოტა იმით მაინც მოვერეოდი ამ უბედურებას
ბრმას ცოლი მოუკვდაო...აბა ნი ვიჟუს გაკეთებით რა გამოვა--გამოდის.... ჰყ/ვავის ეგ ბიზნესი, ჰყ/ვავის. აკრძალე აბა?

და ბოლოს რაღაც ვერ მეცნობი. ალბათ ახალი ხარ. ანუ აქაურებს ვერ იცნობ--გვიცნობ. ანუ უცებ ვერ გაიგებ ვინ ვინაა, ვინ რას, როგორ და რატომ ამბობს, და ა.შ.
ამიტომ დასკვნებს უცბად და რეზკად ნუ გაააკეთებ..იცოდე თავიდან ჩვენსას რაღაცას სწორედ ვერ გაიგებ და..შეგეშლება. მერე უხერხულობაში თვითონვე ჩავარდები.
არა სათქმელი, რა თქმა უნდა, უნდა თქვა ხოლმე, ნება შენია..მაგრამ თუ აქ დროებით არ შემოსულხარ და აქაურობა გაინტერესებს, მაშინ გირჩევნია ჩემი რჩევა გაითვალისწინო.
ისე კი რაც გინდა და როგორც გინდა ისე თქვი...ნება შენია
აბა კეთილი იყოს შენი შემობრძანება,,ჩვენს ოჯახში,,--დარწმუნებული ვარ აქაურობა მოგეწონება!.

astamura

2017-01-15 10:54:22

პაპა, შენ მკითხე მტერი რატომ უნდა მიყვარდესო და მეც გიპასუხე, გულში ჩაიხუტე მეთქი, არ მითქვამს. ეგ პრინციპი, როდისმე შეხება თუ გქონია, ორთაბრძოლების ძირითადი ღერძია დ
აი სტატიის თემას რაც შეეხება, ბოლო სამი პოსტი ნახე შენის ჩათვლით---სამივენი ამტკიცებთ დიდი მფარველები ყავს ამ სფეროსო და მაინც ლეგალიზებას მოითხოვთ. ბოდიში, მაგრამ ეხლა ვერ ჭამთ ფეხებს, როდესაც კრიმინალს აქვს ადგილი და მერე რას უზამთ რო?! თუ გულს მოიფხანთ, აი ლეგალიზებულიაო..... ქუჩაში დგანანო.... დამისახელეთ ქვეყანა, სადაც ლეგალიზებულია და ქუჩაში არ დგანან.

natali

2017-01-15 15:42:11

გაიხარე მარე! არ დავმალავ,ძალიან სასიამოვნოა კარგი შეფასებების მოსმენა:)




natali

2017-01-15 15:45:10

ეხ...იმისთანა ხალხი გაყარა აქედან ცხოვრებამ....
მათი შვილები სტუმრად ჩამოდიან უცხოელ მეორე ნახევრებთან ერთად.....
სულ ვფიქრობ....თქვენ ვინც ასე გაუხადეთ საქმე ამ ხალხს, რომ აქედან გაქცეულიყვნენ, არ გინდოდათ კარგი სიძე, კარგი რძალი???? რატომ დაკარგეთ???

natali

2017-01-15 15:46:38

სულ მინდა ყველას ვუთხრა, ხალხოო.....ნახევრები იმიტომ გაგვაჩინა უფალმა, რომ იძულებულნი გაგვხადა ერთმანეთზე გვეფიქრა. შენ რომ ნახევარი ხარ, შენი შვილებიც ნახევრები არიან და შენი მომავალი სხვების მომავალთან აუცილებლად გადაიკვეთება. აი იმ მტერთანაც კი გადაიკვეთება და ის მტერიც ისევე იქნება შენი მონაგარის წინაპარი, როგორც შენ. ჩვენ ყველას ერთად გვაგინებს თუ გვადღეგრძელებს ჩვენი საერთო ერთი შთამომავალი. და ეს ყველას საერთო გვეყოლება ერთი, ორი, სამი თუ 20 საუკუნის მერე. 20 საუკუნე კი აქაა ბევრი, ამ მოსაცდელ დარბაზში, თორემ იქ ხომ წამებია.... ალბათ ამიტომაც უნდა გიყვარდეს ის მტერიც.

papa

2017-01-15 22:30:28

მულო შენ გეუბნებიან მაზლო შენ გაიგონეო


არ უნდა მეპასხა მაგრამ......

თქვენ რომ გისმინოთ კაცმა......მართლა ვერ იგეეებთ რას ვამბოობ?????
ან როდის მერე დამავიწყდა სათქმელის კარგად და გარკვევით თქმა??
რავი აქამდე შენიშნმა არ მოგიციათ და ეხლა დამავიწყდა წერააა??
ერთი ,,ფხიზელმა,, მომცა ადრე შენიშვნა(,,რაღაც,, იწყინა და ისიც იმიტომ) ტ/ყ/ ვ/ყ/ და ეგეთ ასოებზე გრამატიკა არ იციო--ეგონა, თორემ დანარჩენებს არასოდეს უბრალო შენიშვნაც არ მოგიციათ
(ფილტრის გამო ფხცხწ და ეგეთ ასოებს მიზანმიმართულად რომ ვურევდი, ეგონა სხვანაირად არ შემეძლო)

თემაზე კიდევ....

საწყალი.... მაშინ თეოდორე მღვდელი ჯოჯოხეთში ყოფილა..ეგრე გამოდის და რამდენი მაგნაირი მამაო აბჯარში ასხმულები კიდევ, მტერს რომ ეომებოდნენ??
პირად მტერს თავსაც არ გავუყადრებ, ილაპარაკოს რამდენიც უნდა, უბრალოდ მოვერიდები, თავში ქვაც უხლია, მაგრამ ქვეყნისას ხალხნო??
ესე იგი წავკისელ ბიჭები...???
და წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, ისინი კიდევ.......??
ჰოოოოო??

ერიჰააააა....



ასტამურ

რაღაც ან მართლა ვერ იგებ რას ვამბობთ, ან უბრალოდ არ გინდა გაიგო რას ვამბობთ. დგეხარ და პირველ ჩვენებას აწვები, თან ამტკიცებ აი მე როგორი მაგარი ვაარო
იყავი!!
გუშინ გითხარი ჯერ დააკვირდი მეთქი და ...............მაინც

კი მაგრამ რომელი ჩვენთაგანი გეუბნება, გინდა თუ არა ლეგალიზაცია უნდა მოხდესო????????????
ჩვენ იმას ვამბობთ, რომ როგორღაც--- ც ო ტ ა-- მ ა ი ნ ც --- შევკვეცოთ, როგორმე შევკვეცოთო ..შენ კიდევ ლეგალიზაცია გინდათო
ეგრე გაიგეეე ჩვენი ნათქვამიიი??? საიდან ეგეთი დასკვნები??
კრძალავინ და ჩვენ წინააღმდეგები ვართ აკრძალვიიის??

აგე ზემოთ რა ვთქვი??

ვენებს გადავიჭრიდი და თუ ძალა მექნებოდა, მაგ საქმის ნაჩალნიკებს აუცილებლად ძირიანად მოვთხრიდი..დედას ვუტირებდი. ჯიშიანად ამოვძირკვავდი..
მაგრამ თუ ვერ მოვერეოდი და მაინც იქნებოდნენ...აუცილებლად კონტროლს მაინც დავაწესებდი....ცოტა იმით მაინც მოვერეოდი ამ უბედურებას
ბრმას ცოლი მოუკვდაო...აბა ნი ვიჟუს გაკეთებით რა გამოვა--გამოდის.... ჰყ/ვავის ეგ ბიზნესი, ჰყ/ვავის.

მიდი აბა თუ ბიჭი ხარ აკრძალე აბა? ...აკრძალე ეგ ბიზნესი!!! აკრძალე ეგ ბიზნესი!!!
ვერაააა???? რატომ?
ჩვენ რას ვამბობთ?? ჩემი ნაწერი სიტყ/ვა--სიტყ/ვით გაგიშიფრო რომ კარგად გაიგოოო???

მეუბნები---- მტერი გულში ჩაიხუტე არ მითქვიაო..... აბა ჩვენ გეუბნებიიი ბო/ზ/ობა ლეგარული გავხადოთ მეთქიი????
ჩათრევას ჩაყოლვა სჯობიაო....ჩემი ნათქვამი არაააა
შენ ამბობ მერე ვააფშე ყირაზე დადგებიანო...ეხლა რა არა დგანააან??
ლამაზ ლოზუნგებს მეც ვიტყ/ვი
ავკრძალოთ.... ავლრძალოთ.... ავკრძალოთ ..
ამ გულზე ხელის ბრაგუნით...რა რო.... ხეირი??
ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ იქნება ნაკლებად დავზარალდეთო, თორემ ლეგალიზაცია გვინდაო ვინ ამბობს??
პირიქით.... პირიქით!!!

მ ა რ ე

2017-01-16 00:39:21

natali:

"სულ მინდა ყველას ვუთხრა, ხალხოო.....ნახევრები იმიტომ გაგვაჩინა უფალმა, რომ იძულებულნი გაგვხადა ერთმანეთზე გვეფიქრა. შენ რომ ნახევარი ხარ, შენი შვილებიც ნახევრები არიან და შენი მომავალი სხვების მომავალთან აუცილებლად გადაიკვეთება. აი იმ მტერთანაც კი გადაიკვეთება და ის მტერიც ისევე იქნება შენი მონაგარის წინაპარი, როგორც შენ. ჩვენ ყველას ერთად გვაგინებს თუ გვადღეგრძელებს ჩვენი საერთო ერთი შთამომავალი. და ეს ყველას საერთო გვეყოლება ერთი, ორი, სამი თუ 20 საუკუნის მერე. 20 საუკუნე კი აქაა ბევრი, ამ მოსაცდელ დარბაზში, თორემ იქ ხომ წამებია.... ალბათ ამიტომაც უნდა გიყვარდეს ის მტერიც."
______________________

ა, ხო ვთქვი, ჭკვიანი გოგო ხარ-მეთქი! :)
ეგ ისეთ კარგი რამ დადე, ხშირად უნდა გავიმეოროთ ყველამ.

ტორი

2017-01-16 05:25:06


ათი მცნება:


1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე;

2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველივე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე და რაოდენი არს წყალთა შინა, ქუეშე ქუეყანისა, არა თაყუანის-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ;

3. არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა;

4. მოიხსენე დღე იგი შაბათთაჲ და წმიდა-ყავ იგი: ექუს დღე იქმოდე და ჰქმენ ყოველი საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღმრთისა შენისა;

5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა ზედა;

6. არა კაც-კლა;

7. არა იმრუშო;

8. არა იპარო;

9. არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა;

10. არა გული გითქუმიდეს ცოლისათვის მოყუსისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისა მოყუსისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვრისა მისისა, არცა ყოველი, რაჲ იყოს მოყუსისა შენისა.
(გამოსლვათა 20,1-17)

აბა, ლიბერასტებო ყველა ქვეყნისა, აკაკანდით საქართველოში!!!

წავიდა!!!

astamura

2017-01-16 09:26:17

:):):)პაპა, მე აკრძალვას ვეღარ მოვითხოვ, უკვე აკრძალულია, არც სიმაგრეს ვიჩემებ, ეგეთი ერთი იყო და მეორე საჭირო ნამდვილად აღარაა.
მტერზე მეგონა ბოლომდე გაფიშიფრე და აქეთ მწერ, ვერ იგებო....
მოკლედ რომ აგიხსნა, მტრის დამარცხება თუ გინდა, აგდებულად არ უნდა მიუდგე ანუ ისე უნდა შეხედო, როგორც საკუთარ თავს, იმედია გაიგებ... თორემ მაგარი რომ იყო და მისი მიმდევრები ხომ გახსოვს, როსტოვამდე აპირებდნენ ჩასვლას....
თემაზე კი გადაიკითხე პოსტები და ნახავ სადაც წერია ლეგალიზება სჯობსო და ბიუჯეტში სჯობს ამ ფულის შეტანაო... ცალკე უბნებიო, ისაო, ესაო და შენ კიდევ მწერ, ვერ იგებო...
მე აღარ შეგაწუხებთ და იმედია თქვენ კი გაუგებთ ერთმანეთს, ქება-დიდებასაც შეასხამთ, აგერ უკვე დაწყებულიცაა ზემოთ:):)
ნახვამდიის....

natali

2017-01-16 10:58:09

მომაკვდინებელი ცოდვა-

მრისხანება – სიფიცხე, მრისხანების აზრების მიღება, ოცნება სამაგიეროს გადახდაზე, უმართებულო ყვირილი, კამათი, ღვარძლიანი, უხეში, სალანძღავი სიტყვები, ცემა, ხელის კვრა, მკვლელობა, სიძულვილი, მტრობა, შურისგება, ცილისწამება, განკითხვა, მოყვასის აღშფოთება და განაწყენება.

--------------
ხოლო ადამიანის შექება და მისთვის კომპლიმენტის თქმა სულაც არაა პირფერობა და არანაირი ცოდვა.

ასტამურ, ნუ გვიბრაზდები იმისთვის, რომ შენს აზრს არ ვიზიარებთ. რა მოხდა შე კაცო, ოჯახში ყველა ყველაფერზე გეთანხმება? რაიმე სხვა საკითხში მარე, პაპა....შეიძლება შენ დაგეთანხმონ და მე არა. ამაზე განაწყენება შეიძლება და იმის დაბრალება, რომ მე და მარე ერთმანეთს ქება-დიდებას ვასხმთ??
როგორ გამიხარდა მარემ რომ კარგი რაღაცეები დამიწერა, შენ კიდე ცივი წყალი გადამასხი. არ გრცხვენია?((((((((((

ტორი

2017-01-16 11:19:18

astamura,

"მე აღარ შეგაწუხებთ და იმედია თქვენ კი გაუგებთ ერთმანეთს, ქება-დიდებასაც შეასხამთ, აგერ უკვე დაწყებულიცაა ზემოთ:):)
ნახვამდიის"....
------------------

დარჩენაა ძნელი, თოოორემ, გაცლა ყველაზე ადვილია:::)))
წლებია, ბევრი აქაური იუზერი ერთმანეთს იცნობს /რეალურ ცხოვრებაშიც/, ჭირი და ლხინიც ერთად უნახავთ...
აი, იმ დროიდან, შუაღამეს, ნაშუაღამევს ან გამთენიისას, ოჯახში შევარდნილ ნიღბიანებს შიშველ-ტიტველი რომ შეიძლებოდა ჩაემწკრივებიათ ქალი და კაცი, თოთო ბავშვის ბალიშის ქვეშ კიდევ, ხელყუმბარა "ეპოვნათ"...

ჰოოოდა, ეს ფიც-ვერცხლნაჭამი ხალხიც ხშირად არ ეთანხმება ერთმანეთს და აქვთ ერთი დაკადაკა...ბევრი მათგანი, ნაწყენი, ახლაც "გადაკარგულია", მაგრამ, სიფიცხე გაივლის და თავად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა არ მისცემთ იმის საშუალებას, თავისი არ თქვან და სხვისი არ მოისმინონ...ხან შეაქებენ, ხანაც შეეკამათებიან...

ამხელა შესავალი რისთვის დამჭირდა? ნება შენია, ვინ რას დაგიშლის, მაგრამ, გული მიგრძნობს, თუ დარჩები, უკეთესია...დანარჩენი შენ იცი...



dato

2017-01-16 20:48:02

http://artinfo.ge/2016/06/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%97/

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80