ყველაფერი სიყვარულის შესახებ
სხვადასხვა

ყველაფერი სიყვარულის შესახებ

ყველაფერი სიყვარულის შესახებ
for.ge

2017-02-14 12:58:02

ადამიანების უმრავლესობას დაქორწინებამდე სიყვარული, დაახლოებით, 7-ჯერ აკითხავს.

როცა ადამიანი შეყვარებულია, ნეირონული ჯაჭვები, რომლის ფუნქციაც საზოგადოებრივ აზრზე რეაგირებაა, მნიშვნელოვნად სუსტდება. სწორედ ამიტომაა, რომ შეყვარებულებს სხვისი აზრი დიდად არ ადარდებთ ხოლმე.

საყვარელი ადამიანების მიერ მიტოვებული ახალგაზრდების ფსიქიკის შესწავლისას თავის ტვინის იმ ნაწილის აქტიურობა გამოვლინდა, რომელიც, ჩვეულებრივ, ფიზიკური ტკივილის აღქმაზეა პასუხისმგებელი.

ანტიდეპრესანტი სიყვარულის ძალას ამცირებს, რადგან სეროტონინის დონის ამაღლებას იწვევს. თავის მხრივ, სეროტონინის ჭარბი რაოდენობა ასუსტებს ემოციებსა და აკვიატებულ აზრებს შეყვარებულის, როგორც სიყვარულის საკვანძო ობიექტის შესახებ.

კვლევები ცხადყოფს, რომ თუკი მამაკაცი და ქალი ერთმანეთს ექსტრემალურ სიტუაციებში გაიცნობენ, სიყვარულის გაჩენის ალბათობა ბევრად მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა ისინი ერთმანეთს ჩვეულებრივ ვითარებაში, მაგალითად, ოფისში ეცნობიან.

რაც უფრო დიდხანს გრძელდება მსუბუქი ფლიტრის პერიოდი, მით უკეთესია პერსპექტივა, რომ ქორწინება ხანგრძლივი და მტკიცე იქნება. ადამიანები, რომელთაც ვნებიანი რომანები აქვთ, ერთმანეთს უფრო ხშირად შორდებიან.

შეყვარებულობა ერთ წელიწადზე ცოტათი მეტხანს გრძელდება. სპეციალისტების განმარტებით, სწორედ ასეთია თავის ტვინის ბიოლოგიური შესაძლებლობები, განიცადოს რომანტიკული სიამოვნება.

მამაკაცები გაცილებით მომთმენები არიან, ვიდრე ქალები, როცა პარტნიორს ხანმოკლე ურთიერთობებისთვის ეძებენ, მაგრამ ბევრად შარიანები, როცა დაქორწინება სურთ.

სტატისტიკის თანახმად, ხუთიდან ორი მამაკაცი ცოლად თავის პირველ შეყვარებულს ირთავს.

წლის მანძილზე გაფორმებული ქორწინებებიდან 10 ათასი იწყება რომანით, რომელიც წყვილს შორის სამსახურში ერთსაათიანი შესვენების დროს გაჩაღდა. ჰოდა, არასოდეს თქვათ უარი მცირეოდენ დასვენებაზე, რადგან შესაძლოა, ამ დროს თქვენი საბედო აღმოაჩინოთ.

 

 

 

ნანახია - 135

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80