რუსეთი ალკოჰოლის მოხმარების „რეკორდებს“ ამყარებს
სხვადასხვა

რუსეთი ალკოჰოლის მოხმარების „რეკორდებს“ ამყარებს

რუსეთი ალკოჰოლის მოხმარების „რეკორდებს“ ამყარებს
for.ge

2017-02-14 13:05:14

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები ივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთში სიკვდილიანობის მაღალი დონე ალკოჰოლის უზომო რაოდენობით მოხმარებით არის გამოწვეული. მეცნიერთა აზრით, არაყი განსაკუთრებით მავნებელია.

მენციერებმა, 2006 - 2016 წლებში, ქალაქებში ბარნაული, ბიისკი და ტომსკი, შეისწავლეს 150 ათასი ზრდასრული მოქალაქე.

მეცნიერები აცხადებენ, რომ რუს მამაკაცთა მეოთხედი 55 წლის ასაკამდე იღუპება. ბავშვთა შორის სიკვდილიანობის მაღალი დონე ასევე ალკოჰოლიზმითაა გამოწვეული.

მეცნიერთა დასკვნით, სპირტიანი სასმელების დიდი რაოდენობით მოხმარების გამო, სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია ალკოჰოლური მოწამვლა, ღვიძლის დაავადებები, ყელის კიბო, უბედური შემთხვევები, ძალადობა და თვითმკვლელობა.

შედარებისათვის, ბრიტანეთში 55 წლის ასაკამდე ვერ აღწევს მამაკაცთა 7%.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა გათვლებით, რუსეთის ზრდასრული მოქალაქე, წლის განმავლობაში, საშუალოდ 20 ლიტრ არაყს მიირთმევს.

 

 

ნანახია - 294

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80