გაიღვიძე და დაივიწყე
სხვადასხვა

გაიღვიძე და დაივიწყე

გაიღვიძე და დაივიწყე
for.ge

2017-02-16 11:00:34

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს ახალგაზრდა ქალბატონების გაუთხოვრობის მიზეზები.

ისინი ამტკიცებენ, რომ ცრურწმენები ქალს ყველაზე მეტად უშლის ხელს ოჯახის შექმნაში. ბოლოს და ბოლოს, თუ შავი კატის გადარბენისაც გეშინია და პაემანზე წასული, შუა გზიდან უკან ბრუნდები, რა გაგათხოვებს?! სიზმრების დაჯერება, ნეგატიური მოვლენის ვითომდა რაღაც ნიშნის მიხედვით „გამოცნობა“ ქალს სერიოზულად აკომპლექსებს.

უსიამოვნო სიზმარი არ არის იმის მიზეზი, რომ ქვეყნის აღსასრული დაიჯეროთ. „იმიტომ არ მიმართლებს, რომ გათვალული ვარ“ – არც ეს არის არგუმენტი. ჩვენი ტვინი ისევე იღებს და იწერს ინფორმაციას, როგორც კომპიუტერი. ამიტომ, არ არის საჭირო, უარყოფითი ინფორმაციებით „გადატვირთოთ“. წარმოიდგინეთ, რომ სიზმარში ნახეთ, როგორ მოგივიდათ უსიამოვნება მამაკაცთან, რომელიც მოგეწონათ და მასთან დაკავშირებით რაღაც გეგმები დააწყვეთ. თუ მთელი დღე იფიქრებთ იმაზე, ახლა ამას უნდა ვეჩხუბოო... საბოლოოდ აუცილებლად ეჩხუბებით. საუკეთესო გამოსავალია, მოიშოროთ უსიამოვნო ფიქრები, დაივიწყოთ სიზმარი, რომელმაც აგაფორიაქათ და მხნედ დაიწყეთ დღე, ყველაფერი აუცილებლად გამოვა.

შეიძლება, იკითხოთ, მაშინ რა ვუყოთ ჩვენს შინაგან ხმასო. ინტუიციას არაფერი აქვს საერთო ცრურწმენასთან. რა თქმა უნდა, თქვენს შინაგან ხმას უნდა მოუსმინოთ, მაგრამ ის არასოდეს გირჩევთ, არ შეხვდეთ პოტენციურ საქმროს მხოლოდ იმიტომ, რომ სადარბაზოსთან მეზობლის ძაღლმა შემოგიყეფათ.

 

 

ნანახია - 193

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80