რაზე ჭორაობენ ქალები
სხვადასხვა

რაზე ჭორაობენ ქალები

რაზე ჭორაობენ ქალები
for.ge

2017-02-16 11:03:14

რაზე ლაპარაკობენ ქალები, როცა ერთად სხდებიან და ყავას მიირთმევენ? რა თქმა უნდა, კაცებზე! ფაქტია, რომ ლაპარაკობენ, თანაც საკმაოდ ბევრს. მამაკაცები ფიქრობენ, რომ ამ რეკორდის მოხსნა მათთვის მიუწვდომელია. სინამდვილეში, არც კაცები ამბობენ ლაქლაქზე უარს, თუკი შესაფერის გარემოსა და სიტუაციაში აღმოჩნდებიან. თუმცა, არსებობს უტყუარი ფაქტები:

ქალები მამაკაცებზე ბევრად სწრაფად ლაპარაკობენ. მაგალითად, ქალი წუთში 160 სიტყვას ამბობს. მამაკაცს მხოლოდ 100 სიტყვის თქმის უნარი აქვს. განსხვავება 60 სიტყვაა... ანუ, ორ წუთში სხვაობა 120 სიტყვას შეადგენს და ეს უკვე სერიოზული ამბავია... ფუჭად არ ვსაუბრობთ ამაზე. ჯობია, ჩვენ ვილაპარაკოთ, ვიდრე გაურკვეველი დარჩეს რამე.

კაცებს არ უყვართ ფუჭი ლაყბობა... კაცები ვერ უგებენ „ქალების ენას“.

ქალი და მამაკაცი ერთმანეთისგან ინფორმაციის გაცვლის ფორმითაც განსხვავდებიან. კაცი თითქმის ყოველთვის პირდაპირ ამბობს სათქმელს (იმ გამონაკლის შემთხვევაში, როცა ქალის „შებმას“ არ ცდილობს), ქალებს სჩვევია შორს მიმავალი და ორაზროვანი ფრაზები... მრავალმნიშვნელოვნება თითქოს იდუმალების საბურველში ახვევთ – მაგრამ კაცებს ეს საერთოდ არ აინტერესებთ. თუ ლაპარაკი გვინდა, რა პრობლემაა – მოდი, ვილაპარაკოთ!

 

 

 

ნანახია - 186

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80