დინოზავრები შეიძლება დაბრუნდნენ
სხვადასხვა

დინოზავრები შეიძლება დაბრუნდნენ

დინოზავრები შეიძლება დაბრუნდნენ
for.ge

2017-02-17 12:10:42

აშშ-ის, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი პატრისია ჰილარდის მტკიცებით, თუ გლობალური დათბობა ვერ შეჩერდება, დედამიწას გიგანტური რეპტილიების მორიგი შემოსევა ელის. მათი სხეულის ზომა კი კლიმატის ხასიათზეა დამოკიდებული.

კვლევის შედეგები ხვლიკის ერთ-ერთ სახეობის შესწავლას ეყრდნობა. სხეულის გიგანტური ზომის გარდა, ის ხვლიკის თანამედროვე სახეობებისგან არაფრით განსხვავდება. რეპტილიის სიგრძე, რომელიც 40 მილიონი წლის წინ, პალეოგენურ პერიოდში ცხოვრობდა, ორ მეტრს აღწევდა. ამასთან, ძუძუმწოვრების თავბრუდამხვევი განვითარება მას არსებობაში სულაც არ უშლიდა ხელს.

თუმცა პალეოგენური პერიოდი გაცილებით თბილი კლიმატით ხასიათდებოდა და ცივსისხლიანი რეპტილიებისთვის სულაც არ იყო აუცილებელი, უზარმაზარი სხეულის ნორმალური არსებობისთვის საჭირო დიდი ენერგია საკვებიდან მიეღოთ.

ნებრასკის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯეისონ ჰედი აღნიშნავს, რომ გარემოში, სადაც თბილი კლიმატია, ძუძუმწოვრები რეპტილიებთან შედარებით საკუთარ უპირატესობას კარგავენ. რადგან სხეულის ტემპერატურის რეგულირების უნარი იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის. ამასთან, ცივსისხლიან ცხოველებს გაცილებით ნაკლები საკვები სჭირდებათ, რაც ცხელი კლიმატის სასტიკ პირობებში მათი გადარჩენის შანსს ზრდის.

 

 

ნანახია - 402

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80