გაზის ტარიფების მიმართულებით რამდენიმე ცვლილება იქნება
ეკონომიკა

გაზის ტარიფების მიმართულებით რამდენიმე ცვლილება იქნება

გაზის ტარიფების მიმართულებით რამდენიმე ცვლილება იქნება
ბექა დანელია

2017-03-10 19:00:48

ბუნებრივი აირის ტარიფის ცვლილებაზე მუშაობა უკვე დაიწყო. პარალელურად ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც იხილავს. ამჯერად სემეკი საყოფაცხოვრებო სექტორში გაზის ტარიფების სრულ რეგულირებაში დაბრუნებას განიხილავს. ეს ნიშნავს, რომ 9 წლის წინანდელი გადაწყვეტილება გაუქმდება, როდესაც გაზის ქსელზე ახლადმიერთებული აბონენტებისთვის ტარიფს უშუალოდ კომპანია ადგენს. ამიტომაც მათთვის ბუნებრივი აირის გადასახადი უფრო მაღალია, ვიდრე დღეს მოქმედი 45 თეთრი 1 კბ/მეტრზე.

სემეკის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ეს იქნება ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯი და ბუნებრივი გაზის ტარიფების გადაანგარიშებისას, შესაძლოა, სრულიად გაუმართლებელი იყოს ის, რომ 2008 წლის შემდეგ მიერთებული მომხმარებლები აღმოჩნდნენ დერეგულირებულ სეგმენტში.

იმ პირებისთვის, რომლებიც ბუნებრივი გაზის ქსელში 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ ჩაერთნენ, მიწოდების ტარიფებს სემეკი არ ადგენს და მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასი მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ტიპიური ხელშეკრულების საფუძველზე განისაზღვრება.

ეს ყველაფერი იმ დიდი ცვლილების ერთი ნაწილია, რომელიც წელს ბუნებრივი აირის სეგმენტში იგეგმება. საქმე ეხება ტარიფების ცვლილებას, რომელიც დიდი ალბათობით ზაფხულში გაძვირდება.

სემეკს სატარიფო განაცხადით „სოკარ ჯორჯიამ“ და „საქორგაზმა“ უკვე მიმართეს. ტარიფების დადგენის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომისიაში წინანდადების წარდგენის ბოლო ვადად 31 მარტი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ბოლო თარიღად 20 ივლისი განისაზღვრა.

ამასობაში მარეგულირებელი „ყაზტრანსგაზ თბილისისა“ და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ტარიფების დადგენის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე მსჯელობს. შედეგად გადაწყვეტილების მიღებისა და კომისიაში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადა განისაზღვრება.

კომპანიებში ბუნებრივი აირის ღირებულების მოსალოდნელ ზრდაზე არ საუბრობენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები ტარიფებში აისახება.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია მათ შემოსულ განაცხადებს განიხილავს.

სემეკის წევრი გოჩა შონია ამბობს, რომ ლარის გაუფასურებამ კომპანიების ხარჯებზე გავლენა მოახდინა, რადგან გაზის შესყიდვა დოლარში ხდება.

„წელს მოხდება გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის სატარიფო რეგულირება. შესაბამისად, ამ კომპანიებისთვის ტარიფი გადაიხედება. ბუნებრივი აირის სექტორში სამომხმარებლო ტარიფების გადათვლა 2006 წლის შემდეგ აღარ განხორციელებულა. 10 წელია, გაზგამანაწილებელი კომპანიები ერთი და იმავე ტარიფით მუშაობენ“, - ამბობს შონია.

ეკონომისტები ადასტურებენ, რომ გაზის ტარიფი უახლოეს მომავალში გადაიხედება და სავარაუდოდ გაიზრდება კიდეც.

„გაზის ტარიფი, შესაძლოა, გაიზარდოს. კომპანიებს გაეზარდათ ბუნებრივი აირის შესყიდვის ღირებულება, რაც დოლარის კურსის მერყეობით არის გამოწვეული“, — აღნიშნა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა.

საბოლოო გადაწყვეტილებას სემეკი ზაფხულში გამოაქვეყნებს, როდესაც მომხმარებლისთვის ბუნებრივი აირის გაძვირების თემა ნაკლებად მტკივნეული იქნება.

ნანახია - 657

პლატონი

2017-03-11 07:58:34

ესენი იმდენს მოახარხებენ რომ ხალს გაიყვანენ ქუჩაში ნაციონალების მიტინგზე. ჯერ ერთი ხეთაგურის გუნდი რომლითაც არის დაკომპლექტებული სემეკის წევრები დაინტერესებულები არიან ტარიფების გაზრდით, რათა ოცნებას ნდობა დაუკარგონ, ამასთან ისინი არიან არაპროფესიონალები, ეკონომისტებიც არ არიან და რა იციან ტარიფებისა და მოგების ფორმირების, ეს ეკონომისტსაც კი გაუჭირდება თუ არ არის აღრიცხვა ანგარიშგების სპეციალისტი. მეორეც კურსი ეხლა არ გაზრდილა და აქამდე რატომ არ იზრდებოდა ტარიფი, სომხეთში გაზის ტრანზიტისას გაფორმებულმა წამგებიანმა ხელშეკრულებამ ხომ არ პოვა შედეგი მომხმარებელზე. მესამე ყაზტრანსგაზში რა მოხდა რატომ გავიდა წლების მიხედვით ეს ორგანიზაცია ზარალზე, სად არის ანალიზი, სემეკის ანგარიშებში ამაზე არაფერია, რა ნიშნით დაინიშნა მმართველი და რატომ გააუარესა მან მდგომარეობა.დანაკარგების საკითხი ისევ არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ამ დონის დანაკარგებს და მის შესამცირებლად სემეკი არაფერს აკეთებს.მეოთხე დავიანგარიშოთ რა ჯდება ზამთარში კარმით გათბობა დაახლოებით 150 ლარი რომელსაც ძლივს იხდის მომხმარებელი და სუბსიდია ბიუჯეტმა რომელ ერთს უნდა გამოუყოს მსოფლიო ბანკის მონაცემებით მოსახლეობის 67 პროცენტი სიღარიბის მიღმაა.

leviko

2017-03-11 09:07:08

ხოდა ეს ყველაფერი არის ნაციონალების დამსახურება. პლატონ. და ისევ მოიგებს ის ვინც ამ ქაოსში ხელებს მოითბობს

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80