„ერთ მღვდელს იმდენი ადამიანის დაბრკოლება შეუძლია ეკლესიაში, რომ გარეშე მტერი ვერ გააკეთებს ამდენს“
საზოგადოება

„ერთ მღვდელს იმდენი ადამიანის დაბრკოლება შეუძლია ეკლესიაში, რომ გარეშე მტერი ვერ გააკეთებს ამდენს“

„ერთ მღვდელს იმდენი ადამიანის დაბრკოლება შეუძლია ეკლესიაში, რომ გარეშე მტერი ვერ გააკეთებს ამდენს“
მანანა ნოზაძე

2017-03-11 14:00:50

წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებამ სასულიერო პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტ პეტრეს მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ხელმძღვანელობის უფლება ჩამოერთვა, მარტვილის წმიდა ნინოს მონასტრის წინამძღვარმა იღუმენია თამარ გამყრელიძემ სინოდის გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და ტელევიზია „ერთსულოვნებას“ მიუსამძიმრა. 

თავის მხრივ, „ერთსულოვნების“ თანამშრომლებმა მეუფე პეტრეს დირექტორად დარჩენის თხოვნით პატრიარქს მიმართეს. 

თავად ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, რომელმაც შეინარჩუნა მაღალი იერარქია და დაკარგა ტელევიზიის ხელმძღვანელობა, მშვიდად შეხვდა „ერთსულოვნებისგან“ ჩამოცილებას და უწმინდესის ქადაგების სიტყვები გაიხსენა: „არის ასეთი სიბრძნე, თუ ადამიანმა დაკარგა თანამდებობა, არაფერი არ დაუკარგავს; თუ დაკარგა ფული ან ქონება, არაფერი დაუკარგავს; თუ დაკარგა ჯანმრთელობა, არა უშავს, შეიძლება, დიდხანს იცოცხლოს, მაგრამ, თუ დაკარგა მადლი, ყველაფერი უკვე დაკარგული აქვს. მე ვცდილობ, მადლი არ დავკარგო“.

რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ეკლესიაში, ამის შესახებ For.ge-ს თეოლოგი ლევან აბაშიძე ესაუბრა. 

ცალკეულ პირებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ სინოდის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ გაკეთდებოდა განცხადება, მაგრამ მხოლოდ მეუფე პეტრეთი შემოიფარგლენენ და მას დაატოვებინეს თანამდებობა. ეს გადაწყვეტილება ეკლესიაში არსებულ პრობლემებს გადაფარავს?

- სინოდის სხდომაზე მამა გიორგის შესახებ საკითხის დასმას ბევრი ადამიანი არც ელოდა. მანამდე გავრცელებული კომენტარებით პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ მამა გიორგის თემა შეიძლება გადაედოთ და დალოდებოდნენ გამოძიების დასასრულს ან სასამართლოს განაჩენს. რაც შეეხება მიტროპოლიტ პეტრესთვის საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობის უფლების ჩამორთმევას, სინოდმა ასეთი გზა აირჩია. ეს იყო ყველაზე ადვილი განაჩენი და სასჯელი, რომ მეუფე პეტრეს ერთ-ერთი თანამდებობა ჩამოართვეს, თანაც გაუგებარია, რის გამო. არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ ამბობენ, რომ მას ოფიციალური შენიშვნა მისცეს. 


მეუფე პეტრეს უსაყვედურეს აქტიურობის გამო.

- დიახ, მანაც გადაწყვიტა, არ გაამწვავოს სიტუაცია. ის ეპისკოპოსად, მიტროპოლიტად რჩება თავის ეპარქიაში. ფაქტობრივად, ყველაზე მსუბუქი განაჩენი მიიღო, რაც კი შეიძლება ყოფილიყო. 

მეუფე პეტრე ისევ ძველებურ პოზიციაზეა და კვლავაც ითხოვს ახალი რუის-ურბნისის კრების ჩატარებას.

- ახლა მიტროპოლიტი პეტრე თავდაცვით მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან იგი ბრალდებებით გამოვიდა საპატრიარქოს წინააღმდეგ. ფაქტობრივად, პატრიარქის წინააღმდეგაც გამოვიდა, რადგან თქვა, რომ სხვა პიროვნება მართავს საპატრიარქოს. ბუნებრივია, ხილულად თუ უხილავად, პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიტროპოლიტ პეტრეს დაუპირისპირდებოდა პატრიარქის გარემოცვაც, სინოდიც, ანუ ის თავდაცვით პოზიციაშია და, როცა ადამიანი თავდაცვით პოზიციაშია, მის მიერ დაყენებული საკითხები უკვე ისეთი აქტუალური აღარ არის. მით უმეტეს, მთელი ყურადღება გადატანილია უკვე მის ქცევაზე, მის სიტყვებზე. მას რომ ეს საკითხები წამოეყენებინა ისე, რომ პატრიარქისთვის არ მიეყენებინა შეურაცხყოფა, სხვა იქნებოდა. მიმაჩნია, რომ პატრიარქის შეურაცხყოფა იყო, რომ თურმე პატრიარქი არაფერს მართავს და ყველაფერს მართავს მისი მდივან-რეფერენტი. მე არ ვამბობ, მართალია თუ არა ეს ნათქვამი, მაგრამ შეურაცხმყოფელი ნამდვილად არის. 

მეუფე პეტრე ამბობს, რომ პირადად პატრიარქმა მიიღო ტელევიზიიდან მისი დათხოვნის გადაწყვეტილება.

- ჩვენ ვიცით, რომ სინოდის მიერ მიღებული უმრავლესი გადაწყვეტილებები სწორედ პატრიარქისგან მომდინარეობს. 

ფიქრობთ, ამ ეტაპზე მეუფე პეტრეს სინოდის სხდომაზე სიტყვის თქმის უფლება არ ექნებოდა?

- შეიძლება მან წამოაყენა კიდეც საკითხები, მაგრამ იგნორირება გაუკეთეს, რადგან გააჩია, ვინ აყენებს ამ საკითხებს, ის, ვინც პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ ასეთი რამ თქვა? თორემ რამდენი ხანია, რაც პრობლემები არსებობს ჩვენს ეკლესიაში. ადრე ამ პრობლემების შესახებ ეპისკოპოსები, მიტროპოლიტები არ საუბრობდნენ, საუბრობდა ვიღაც სხვა. ახლა კი სიახლე ის იყო, რომ მიტროპოლიტი ალაპარაკდა. წარმოიდგინეთ, ჩვენთან 47 ეპოსკოპოსია, პატრიარქის ჩათვლით 48 ეპისკოპოსი გამოდის. ერთმა ეპისკოპოსმა რაღაც თქვა, ხოლო სინოდის სხდომაზე მაინც უმრავლესობით წყდება საკითხები. ამდენად, მიტროპოლიტი პეტრე უმცირესობაშია, თანაც, იგი ერთადერთია ეპისკოპოსთა შორის, რომელმაც ცალსახად დაიცვა დეკანოზი გიორგი მამალაძე. თუმცა სულ ახლახანს გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ უკვე ძნელია მისი დაცვა. თვითონაც ამბობს მიტროპოლიტი პეტრე, აი, მე ხომ ვთქვი, როგორი მღვდელები გვყავსო. ახლა უკვე მისი პოზიციები ისეთი ძლიერი აღარ არის. ახლა ძნელია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვა. ამიტომ მეუფე პეტრემაც შეიცვალა ტონი და თქვა, კი, უღირსი მღვდელია, მაგრამ მოწამვლას არ აპირებდაო. ანუ ეს ორი საკითხი - შესაძლო კორუფცია საპატრიარქოში და ციანიდის საქმე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და, ვინც იცავს დეკანოზ გიორგის (ამ შემთხვევაში, მიტროპოლიტი პეტრე) არასახარბიელო მდგომარეობაშია ჩავარდნილი. 

სინოდის კრებას რაიმეს შეცვლა ხელეწიფებოდა?

- რასაკვირველია, ხელეწიფებოდა, მაგრამ ძალიან ხშირად სინოდი მნიშვნელოვან საკითხებს იგნორირებას უკეთებს. ეს არ არის ახალი და გასაკვირი. საერთოდ, ჩვენი პატრიარქი ცდილობს, რაც შეიძლება, ნაკლები დაპირისპირება იყოს და მშვიდობიანი გზით მოაგვაროს საკითხები. ზოგჯერ პრობლემები მართლაც გვარდება, ზოგჯერ კი, ალბათ, რაღაც გადაწყვეტილებას მაინც მოითხოვს.

რადიკალური გადაწყვეტილებისთვის მზად იქნებოდა საპატრიარქო?

-არ ვიცი, რამდენად მზად არის სინოდი, ჩვენი მრევლი, სამღვდელოება, რომ მართლაც ცვლილებები განახორციელონ.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ შუალედურ ჩანაწერებთან დაკავშირებით არა მარტო დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ადვოკატები, არამედ შედარებით ნეიტრალური უფლებედამცველებიც ფიქრობენ, რომ მეტი დამაჯერებლობა აკლია ამ ჩანაწერებს.

თქვენში რა ემოცია აღძრა 18-წუთიანმა ჩანაწერმა?

- გააჩნია, როგორ მივუდგებით. თუ ძალიან მკაცრად, იურიდიულად მივუდექით, შეიძლება ვთქავთ, რომ 100%-იანი მტკიცებულება არ არის. ვიღაც მიუდგება ქრისტიანულად და შეეშინდება, რომ უდანაშაულო ადამიანს ცილი არ დასწამოს. 99%-ით ცხადია, რომ ასეთი საუბრები მართლაც შედგა. ნამდვილად აპირებდა, თუ უბრალოდ ფიქრობდა ციანიდის გამოყენებას, არავინ იცის. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ადამიანი იარაღს წმენდს, ვითომ რაღაცის გაკეთება სურს, მაგრამ, სინამდვილეში, არაფრის გამკეთებელი არ არის. ეს ყველაფერი უკვე სულ სხვა დონეზე ავიდა. აქამდე მისი ადვოკატები ამბობდნენ, ციანიდთან საერთო არაფერი აქვსო, დღეს უკვე ამას აღარ ამბობენ და სულ სხვა ვერსიებს გვაწვდიან. თავისთავად, ეს ყველაფერი მივა ლოგიკურ დასკვნამდე და, ბუნებრივია, საპატრიარქოც და სინოდიც ამას ელოდება. არ ჩქარობენ, რა ეჩქარებათ, როცა გამოიტანენ განაჩენს, მერე საპატრიარქოც იტყვის, ჩვენ გვჯეროდა გამოძიების, ველოდით დასკვნას და ამ დასკვნის შესაბამისად ვიმოქმედებთო. თუ დეკანოზ გიორგის დაუმტკიცდება ბრალი, ალბათ, ჩამოართმევენ მღვდლობის უფლებას, ამაში არ ჩქარობენ და მართლებიც არიან, რადგან ხომ შეიძლება, დეკანოზი გიორგი გაამართლოს სასამართლომ? ეს უკვე საერო სამართლის ამბავია, ჩაიდინა ადამიანმა დანაშაული თუ არა. 

უკვე კეთდება ცინიკური განცხადებები, რომ, ალბათ, მისი ადვოკატები დაიწყებენ იმის მტკიცებას, თითქოს დეკანოზი სამსახიობო დუბლისთვის ემზადებოდა. 

- აქაური ადვოკატები, მე მგონი, უფრო პიარმენეჯერები არიან, ვიდრე ადვოკატები. ცხადია, ადვოკატმა კლიენტის უფლებები უნდა დაიცვას, მაგრამ ხანდახან ადვოკატმა იცის, რომ ადამიანი დამნაშავეა, მაგრამ მაინც ამართლებს. ისიც არ შეიძლება, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ვუსმენთ მხოლოდ ადვოკატებს და მეორე მხარე, ანუ საპატრიარქო დუმს.

მივადექით ფუნდამენტალურ პრობლემას, რა არის ძირითადი დარღვევა? ის, რომ მერკანტილური ზრახვების მქონე სასულიერო პირები კარიერას იწყობენ? ათეისტური პერიოდის შემდეგ როგორ უნდა მოხდეს საუკეთესო კადრის შერჩევა? 

- როდესაც ადამიანს რეკომენდაციას უწევს ეპისკოპოსი და აკურთხებს მღვდლად, მან ხომ იცის, ის პიროვნება რამდენად პატიოსანია, არის თუ არა საერთოდ პატიოსანი, რისთვის მოდის ეკლესიაში? ახლა კრიმინალური წარსული წმინდანებსაც ჰქონიათ, მაგრამ, თუ ადამიანი ციხეში თაღლითობაზეა ნაჯდომი და ეკლესიაში მიდის იმ განზრახვით, რომ დაიმალოს, ან ფული გააკეთოს, უბრალოდ, არ უნდა აკურთხონ მღვდლად. ამას არ სჭირდება დიდი ფილოსოფია. ქრისტიანობა ისეთი რამეა, მტერი უნდა გიყვარდეს და ლაპარაკი თუ არის იმაზე, რომ ადამიანი საეკლესიო კარიერას ფულის სატრიალებლად იკეთებს, ცხადია, ასეთი ადამიანი არ უნდა აკურთხო. შენ თვითონ შიგნით მაღალი სტანდარტი უნდა გქონდეს. 80-იანი წლების ბოლოს სწრაფად იხსნებოდა ეკლესიები და პატრიარქი სწრაფად აკურთხებდა ადამიანებს. კი ბატონო, სემინარიადამთავრებულები ცოტანი არიან, მაგრამ ხომ არის ადამიანი, რომელსაც ორი წიგნი წაუკითხავს, პატიოსანია, ქურდი არ არის და არ თაღლითობს? ხომ შეიძლება ასეთები აკურთხონ? როგორც ამბობენ, ეს ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენთან. მე არ ვიცი, რადგან ძალიან ბევრ პატიოსან მღვდელს ვიცნობ, მაგრამ არიან ფულისთვის მისულებიც, ან პოლიციასთან პრობლემების მქონენი, რომლებიც ამოფარებიან ანაფორას.

ხომ შეიძლება, მორჩილად ყოფნის პერიოდში ადამიანი არ ავლენდეს მერკანტილურ ზრახვებს და შემდგომ გამოავლინოს? თუკი თანამდებობა რყვნის ადამიანს, იქნებ, არც საეკლესიო კარიერაა გამონაკლისი, თუკი ფულთან გვაქვს შეხება? 

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ გარედან არ მოდიან ეს ადამიანები. როგორც წესი, ვის აკურთხებენ მღვდლად? ვინც ეკლესიურია, ვინც დადის ეკლესიაში, რომელიღაც მოძღვარს იცნობს კარგად, ვისაც აღსარება უთქვამს. როდესაც ეპისკოპოსი აკურთხებს ვიღაცას არა იმიტომ, რომ ის ღირსეული, ჭეშმარიტი ქრისტიანია, არამედ მარტო იმიტომ, რომ მისი ერთგული და ყველაფრის გამკეთებელია, ეს უკვე ცუდია. ეს ყველაფერი ზემოდან მოდის. არც ეპისკოპოსები არიან ანგელოზები. ერთ მღვდელს იმდენის გაფუჭება შეუძლია ეკლესიაში, იმდენი ადამიანის დაბრკოლება შეუძლია, რომ გარეშე მტერი ვერ გააკეთებს ამდენს. რამდენი ადამიანი ვიცი, მისულა ეკლესიაში, რაღაც უკითხავს და ისეთნაირად უპასუხია მღვდელს, მერე ეკლესიისკენ გახედვადც აღარ სდომებია. 

ამ მოვლენების შემდგომ დაბრკოლდება ადამიანი, თუ სირთულეთა გადალახვა უფრო გააძლიერებს ჩვენს ეკლესიას?

- გააჩნია, თუ ეკლესია იტყვის, რომ ჩვენთვის მიუღებელია უკეთურობა, მაშინ ადამიანები არ დაბრკოლდებიან, ხოლო, თუ ეკლესია ხელს გადააფარებს ყველას და დაიცავს, ეს უარყოფითად იმოქმედებს ეკლესიის იმიჯზე. პირველ რიგში, ეკლესია უნდა ზრუნავდეს, რომ უღირსი მღვდელი არ იყოს მის შიგნით. პროკურატურის საქმე ეს არ არის, ეს ეკლესიისა და მრევლის საქმეა.

ნანახია - 1725

arichopra 2

2017-03-11 22:21:50

შემეპარა უკვე ეჭვი. მაშინ რატომ არ დალახვრავს ადგილზევე რომან გოცირიძეს, მაგ უნამუსოს?!

arichopra 2

2017-03-11 23:17:31

ან ამ სატანას მეგობარ გვარამიას რატომ არ ჩაახშობ უკუნითი უკუნისამდე?!

Maverick

2017-03-12 00:08:34

ეხ ჩოპრა, ჩოპრა, რაში შეგეპარა ეჭვი?
კუპონას და გვარამიას რომ არ ლახვრავს უფალი?
მაგენი ისედაც დალახვრული და გამომიშმაკებულები არიან, მეტი უარესი რა უნდა დამართოს?

მე უფლისაგან უარეს მისაგებელს "ქართული ოცნების" დღევანდელ ყოფაში ვხედავ; მესიის მახვილი /ერის უფლებამოსილება/ მისცა ხელთ და მათ თავიანთი ურჯუკობით ვადაში გადატეხეს იგი!...

მეტი რა უნდა გააკეთოს, როცა ყრუ, ბარმა და მუნჯია ხელისუფლება?!

მ ა რ ე

2017-03-12 00:25:30


Maverick:

"მე უფლისაგან უარეს მისაგებელს "ქართული ოცნების" დღევანდელ ყოფაში ვხედავ; მესიის მახვილი /ერის უფლებამოსილება/ მისცა ხელთ და მათ თავიანთი ურჯუკობით ვადაში გადატეხეს იგი!..."
-------------------

კარგი მეტაფორაა...
თუმცა, მე უფრო მგონია, რომ ჩაუჟანგდათ ქარქაშში, რადგან უფალმა ინსტრუქცია არ მოაყოლა, როგორ უნდა გამოეყენებინათ ეს მახვილი :)

Maverick

2017-03-12 00:31:42

მარე,

ჭეშმარიტ ქართველს, რომელიც დაბადებით მეომარია, მახვილი ქარქაშში არ უჟანგდება.

მახვილი ქარქაშში მხოლოდ მონას უჟანგდება!...

მ ა რ ე

2017-03-12 03:49:02

ნახე, რა ამბავია ბათუმში?
ვიღაცის გინება ისმოდა, ქართველების დედა მო..ნო! (თვითონ ალბათ თურქად მოიაზრებს თავს).

arichopra 2

2017-03-12 10:50:57

რა ამბავია და ... ნაციონალების შეთქმულებაა სახელმჭიფოს წინააღმდეგ. ამ შეთქმულებაში ნაციონალებს ზურგს უმაგრებს ლიბერასტული იდეოლოგიის გამტარებელი ძლიერი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური დასავლური ორგანიზაციები, აშშ-ს ჰილარი და დემოკრატების მეთაურობით! ევროპის სახალხო პარტია, რომელსაც ყველა ევროპულ პოლიტიკურ თუ სასამართლო ორგანიზაციაში მყარად გაუდგამს ფესვები! სტრასბურგის სასამართლო. მე როგორც ერთ რიგით საქართველოს მოქალაქეს ვისაც არასდროს არ მიმსახურია არც ერთი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, არასდროს ვყოფილვარ სახელმწიფო თუ საჯარო სამსახურში მიმაჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლომ, როგორც ლიბერასყული იდეოლოგიის მანქანამ თავისი 2 და 7 მარტის გადაწყვეტილებებით ხელ ფეხი გაუხსნა ცრუსთავი 2-ის მიერ წაქეზებულ დაუსჯელობის სინდრომს, სამართლის არაღსრულების უზარმაზარი პრეცედენტი შექმნა, პირდაპირ წააქეზა ბათუმში წუხანდელი ვანდალიზმი, მხეცობა და მასობრივი არეულობა! თან არ იკითხავთ რა მიზეზით დაიწყო ყველაფერი?! სრულიად უმნიშვნელო ყოველდღიური მიკრო კონფლიქტით საგზაო მოძრაობის დამრღვევსა და პატრულს შორის 10 ლარიანი ჯარიმის შესახებ! დროა მთავრობამ მკაცრი პასუხი გასცეს საქართველოში "დემოკრატიის" დანერგვაზე "უანგაროდ" მზრუნველ საერთაშორისო ორგანიზაციებას!
რა მოჰყვება ამას?! თუ შეგვიჩერებენ იმ სამარცხვინო ვიზალიბერალიზაციას, გაიკეთონ ერთ ადგილას! მაგის შეჩერების შიშით ხომ ვეღარ გვიცხოვრია ამის შემდეგ! მონახონ ვინმე სხვა კონტრიბუტორი ავღანეთში და ცენტრალურ აფრიკაში! ჩვენი სამშობლო გვაქვს სწორედ მათგან დასაცავი ვისაც ამ კუნტრიბუციას ვახმართ!
მთავრობამ ოფიციალური მიმართვის სახით რაღაც ვადა უნდა მისცეს სტრასბურგის ე.წ. სასამართლოს (სსრკ-ს ცეკას), რომლის განმავლობაშიც მათ უნდა დაამთავრონ თავიიანთი მაიმუნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ!
სანამ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მანამ ცრუსთავი 2-ის მაუწყებლობა უნდა შეჩერდეს, როგორც უკანონო მეპატრონეების(ყარამანაშვილების) მიერ სხვისი (ხალვაშის)ქონების დანაშაულებრივი ექსპლუატაცია.
საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ხმა უნდა მიაწვდინოს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არსებული უგვანობის შესახებ, მისწეროს დასაბუთებული ოფიციალური წერილი! ასევე თხოვნა, რომ მოავლინონ აშშ-ს ახალი იდეოლოოგიის მატარებელი ახალი ელჩი.
დროა დამთავრდეს საქართველოში ლიბერასტების და მათთან იდეოლოგიურად ასოცირებული ორგანიზაციების პარპაში!

მ ა რ ე

2017-03-12 14:32:48

arichopra 2,
სავსებით და უპირობოდ გეთანხმები!..
შენი კომენტარიც ადასტურებს ფაქტს, რომ "ფორ.გე"-ს ფორუმში უფრო დიდი რესურსი არსებობს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისა, ვიდრე ხელისუფლებაში.
(ამითი ვწყვეტ ჩემს ბოლოდროინდელ სუპერაქტიურობას და დროებით დაგემშვიდობებით).

გებელსი

2017-03-13 11:03:30

საქართველოს რაააა? ასე არ ყოფილა იმ მიტინგზე სკანდირება. ვიღაცა არასწორად წერს, . იქ იძახდნენ. სამმართველოს რაა. სამმართველოსსს.თუმცა ამასაც არ აქვს გამართლება.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80