„ქობულეთის ბეღლად არის ეს ადგილი წოდებული და ახლა გაუდაბურებულ ნაგავსაყრელად უნდა აქციონ?!“
ეკონომიკა

„ქობულეთის ბეღლად არის ეს ადგილი წოდებული და ახლა გაუდაბურებულ ნაგავსაყრელად უნდა აქციონ?!“

„ქობულეთის ბეღლად არის ეს ადგილი წოდებული და ახლა გაუდაბურებულ ნაგავსაყრელად უნდა აქციონ?!“
მანანა ნოზაძე

2017-03-11 17:00:14

ნაგავსაყრელის წინააღმდეგ ქობულეთელებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე გადაწყდა საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელსაც კომუნიკაცია ექნება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - ზურაბ პატარიძესთან. თავად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და წინასაარჩევნო დაპირებაც გაიმეორა, რომ, თუკი მოსახლეობა წინააღმდეგი იქნება, ნაგავსაყრელის ასაშენებლად ალტერნატიული ადგილი მოიძებნება. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ზურაბ პატარიძე თავის სიტყვას შეასრულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ. 

ქობულეთის საკრებულოს წევრი, ადგილობრივი მკვიდრი ხვიჩა გამარჯობაძე For.ge-სთან აცხადებს, რომ ქობულეთელები საეჭვოდ მიიჩნევენ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ყველა განცხადებას. უფრო მეტიც, მათ ახსოვთ წინა მინისტრის განცხადებები, საჯარო მოხელეების უპასუხისმგებლობა, რომლებმაც ქობულეთელთა არც ერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. იგივე ხდება დღესაც, როცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ახალმა მინისტრმა - რამაზ ბოლქვაძემაც იგივე განცხადება გააკეთა, რომ ნაგავსაყრელი ყველა შემთხვევაში მოეწყობა. 

„მოსახლეობასთან შეხვედრა მქონდა, მეც იმავე სოფელში ვცხოვრობ. ვიცი, რა განწყობაა ხალხში. ვერც ერთ იქ მაცხოვრებელს ვერ ნახავთ, რომელიც ნაგავსაყრელის მომხრეა. ეს ლოგიკურიცაა, განა შეიძლება, ხუთი სოფლის შუაში, სახნავ-სათეს მიწაზე ხალხს მიუტანო მყარი ნარჩენები და ეზოში დაუყარო?! თანაც, მათ მიერ გამოცხადებულ 500-მეტრიან სანიტარულ ზონაში მოხვდა ცეცხლაურის მეორე საჯარო სკოლა და 28-30 ეკომიგრანტის ოჯახი, რომლებიც თავის დროზე ქობულეთის ზემო სოფლებიდან ჩამოასახლეს. მათთვის კომპენსაციაც არ არსებობს. გამოდის, ამ ადამიანებმა ისევ ნაგავსაყრელთან უნდა იცხოვრონ. მხოლოდ ორი ოჯახი დაექვემდებარა კომპენსაციას და გადასახლებას. მაინტერესებს, რატომ უნდა დაგვემატოს თურქული ქალაქების ნაგავი? ეკოლოგიური საკითხი რომც არ გვაღელვებდეს, ეს უბრალოდ ჩვენი ერის თავმოყვარეობის ამბავია. ახლა „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორს ეძებენ, ანუ იმ კაცს, რომელმაც საზეიმოდ გვაცნობა, რომ ნაგავსაყრელი თურქულ მხარესაც მოემსახურებოდა, თითქოს ეს პოზიტიური საქციელი იყო. ამან მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი აგრესია გამოიწვია. ეს ფაქტორი რომც არ იყოს და ნაგავსაყრელი მხოლოდ აჭარას რომ მოემსახუროს, მოსახლეობა მაინც წინააღმდეგია. რატომ არ შეიძლება ალტერნატიული ადგილების მოძიება? რატომ უნდა ვაქციოთ უდაბურ ადგილად ნოყიერი საძოვრები, სახნავ-სათესი მიწები, რომლითაც ერთი დაბა და ხუთი სოფელი სულდგმულობს?! ფაქტობრივად, ამ ტერიტორიით არსებობს ის სოფლები და ახლა ამ სოფლებს ვართმევთ ლუკმა-პურს, წყალს და, პირდაპირი მნიშვნელობით, ვართმევთ მიწას. ეს შიდა მიგრაციასა და სოფლების კიდევ უფრო დაცლას გამოიწვევს“, - აღნიშნა ხვიჩა გამარჯობაძემ. 

მანვე განმარტა, რომ უკვე ამზადებს პეტიციას, 1500 ხელმოწერა მზად აქვს, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის, სახალხო დამცველის, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შევა. ხვიჩა გამარჯობაძე ეჭვობს, რომ მავნე კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი და მოსახლეობის უბედურების ხარჯზე ვიღაც მატერიალური კეთილდღეობის მოწყობას ცდილობს. ეს კი ორმაგად დიდი ბოროტებაა, რადგან ქართულ სოფლებს ისედაც დაცლა ემუქრება, ურბანიზაცია მიმდინარეობს და ყველა სოფლიდან ქალაქისკენ გარბიან. ნაცვლად იმისა, რომ ხალხი დაასაქმონ, ტრადიციული მესიმინდეობა აღადგინონ, ქობულეთელებს საკუთარი ტერიტორიიდან ყრიან. 

„საუკუნეზე მეტია, ამ მიწებს სახნავ-სათესად ვიყენებთ. ქობულეთის ბეღლად არის ეს ადგილი წოდებული და ახლა 33 ჰექტარი გაუდაბურებულ ადგილად უნდა აქციონ. მთლიანობაში, საუბარია 300 ჰექტარზე. მაინტერესებს, 33 ჰექტრის იქით დარჩენილ 267 ჰექტარზე მოსახლეობამ რა უნდა გააკეთოს? ამით ხომ მთავრობა ხალხს ეუბნება, ნაგვის გვერდით მოიყვანე სიმინდი და სხვა სარჩო-საბადობელი. თანაც, გაფრთხილებაა ხელისუფლებისგან დაბეჭდილ ბუკლეტებში, რომ ამ რადიუსში წყაროს წყალი არ დაილევა. ე.ი. მცენარე წყლიან მიწაზე არ ამოდის?“ 

ამასთან, ქობულეთის საკრებულოს წევრს კითხვები უჩნდება „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელის - ირაკლი ცეცხლაძის მიმართ, რომლის სახელსაც უკავშირდება ხუთი მილიონი ლარის მითვისება. მისი თქმით, ეს საქმე „ნაციონალების“ დროს დაიწყო, შეიქმნა ფირმა „ჰიგიენა 2009“, რომელსაც ადგილობრივი მშენებლობა უნდა ეწარმოებინა. ამ კომპანიის ბალანსზე იყო როგორც სამშენებლო, ისე საკომპენსაციო ხარჯები. კომპენსაციის სახით მილიონი ევრო უნდა მიეცათ იმ მოსახლეობისთვის, რომელიც 33 ჰექტრის რადიუსში მოხვდებოდა. დაახლოებით 8 ლარის ოდენობით კომპენსაცია უწევდათ ერთ კვადრატულ მეტრზე, ამ დროს კი მოსახლებას რეალურად მისცეს 4,80 ლარი. ამიტომ თავიდან ბოლომდე გამოსაძიებელია ეს საქმე. 

ნანახია - 1007

მ ა რ ე

2017-03-11 17:54:42

90-იან წლებშიც იდგა "იმპორტირებული ნაგვის" პრობლემა (აკაკი ბაქრაძისგან ვიცი): საფრანგეთი გვთავაზობდა ნაგავზე მომუშავე ელექტროსადგურის აშენებას, თუ მათ ნაგავსაც მივიღებდით!

რავა სულ ნაგავსაყრელად მოგვიაზრებს ყველა!:)

მ ა რ ე

2017-03-11 19:00:52

იმედია, ხელისუფლება ასეთი უმნიშვნელო რამის გამო არ მოიმდურებს "ისტორიულად ჩვენს მეგობარ" თურქეთს და არა მხოლოდ მის ნაგავს დავავანებთ აჭარაში, არამედ მეზობელ საბერძნეთსაც გავუწვდით ხელს, რადგან ტურისტები იქაც უზარმაზარი ოდენობის ნაგავს ტოვებენ!

serapina

2017-03-11 20:05:33

ჩვენ,როგორც ქვეყანა,ისედაც დიდი ხანია სანაგვედ გვაქციეს... ყველას ნაგავს ჩვენ გვასაღებიებენ.
...
კომუნალურ ბინაზე უკმაყოფილო კაცს რომ ყოველ წერილის საპასუხოდ(რომელსაც საბჭოთა ხელისუფლებას წერდა)ახალ-ახალ დამატებით "ოჯახის წევრებს" უგზავნიან, ისეა ჩვენი საქმე.

ეჰ, სხვა უფრო საშიში ნაგავიც აქვთ ევროპელებს თავიდან მოსაშორებელი და....
მარტო თურქეთის ნაგავს თუ დაგვაჯერეს... კიდევ არა უშავს.

ცხადია,სახელმწიფოში ნაგავსაყრელიც უნდა იყოს, ოღონდ არა ვიღაცის გაფლანგული ფულის არ შესამჩნევად... და მითუფრო, არა ვიღაც, ახალგამომცხვარი ჩინოვნიკის გასამდიდრებლად(რასაც მიჩვეული ვართ!)...

მაგრამ, როცა გულუბრყვილო ადამიანებს ასე გამეტებით სჯერათ, რომ ეს მათ ბედნიერებას ხმარდება, "ეს ბედნიერებაც" არ უნდა მოაკლო წესით.
უბრალოდ,ვინც უკეთესს იმსახურებს,იმან რა დააშავა?!

...თორემ, ხელისუფლება სულ ხალხის გულის გასახარად ვერ მოიქცევა... ამაში,არც გასაკვირია რამე და არც გასაკრიტიკებელი!.

papa

2017-03-12 00:47:59

სერაპინა


ააა.... ნახე კიდევ მარგალიტი
-
„მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ პროექტების მიღება დაიწყო" -

აი სად არის ძაღლის თავი ჩამარხული. რა მეგზური, რის მეგზური და საით? 200-300 ლარიანი ხელფასით რა მეგზურობა უნდა გასწიონ? ან ამ გაჭირვებული მასწავლებლებიდან რომელია ევროპაში ერთხელ მაინც ნამყოფი?


შენ კიდევ..... განათლება არ გვივარგაო
.ამდენი რეფორმების პატრონებს რა განათლებასღა გვთხოვ??....შენ მარტო რეფორმების რაოდენობა ითვალე,... განათლება როდისღა??
ამ რეფორმების ორომტრიალში, განათლების ადგილი აქ უბრალოდ აღარ რჩება.
ეს ჩვენი თაობის დროს იყო რომ რეფორმები არ გვიტარდებოდა და დავრჩით ესე ,,გაუნათლებელები,, თორემ ეხლააააა.??... სუ რეფორმა რეფორმაზე ტარდება, თანაც სუ ევრო--ამერიკული.
ჰოოდა ... მიტომ ვართ ასე წარმატებულები...



imereli2017-03-11 09:26:03
პაპას! გამოყოფს ევროპული რომელიმე ორგანიზაცია გრანტს მაგალითად პროექტისათვის "მასწავლებელი-პროექტი ევროპისაკენ", "კონკურსში" გამარჯვებული წინასწარ ცნობილია, მაგრამ "კონკურსს" მაინც ჩაატარებენ.თანხის ნახევარი "ოტკატით" გამომყოფს უბრუნდება, დანარჩენ ნაწილს აქაური შეფები და "გამარჯვებული" ინაწილებენ,ჩაატარებენ 1-2 ლექციას და საქართველოს განათლების სისტემა ევროპას "დაუახლოვდება"! ასე "მივიწევთ" ევროპისაკენ! ასე ხდება არა მარტო განათლების სისტემაში.ათეულობით მილიონი იხარჯება ეკონომიკის "განვითარებისათვის".


papa2017-03-12 00:43:07
იმერელი.....ნაწილობრივ... სერაფინას (მულო შენ გეუბნებიანო ..... იმ სტილში)

ეგრეა ჯიგარო.. ეგრე ..

ფაქტიურად (სინამდვილეში) საქართველოში განათლება აკრძალულია მეთქი, სუ ამას ვიძახი და ...და სერაპინა არ მიჯერებს..
რომელ განათლებაზეა საუბარი??
სადააა საქართველოში, უფრო სწორად მთავრობაში, ვინმე, ბავშვების განათლებაზე მოფიქრალი ადამიანი?? განათლების მინისტრად ვინმე პაჟარნიკს რომ არ გვინიშნავენ და ჩვენ ბავშვს წერა--კითხვას მაინც ასწავლიან, მაგაზეც მადლობა გვაქვს სათქმელი, პლიუს მაღარიჩიც საკისრებელი
ის კიდევ ...ესეო ... ისეო ... ევროპული განათლებაო....იქიდან გვაზიზიავებს...
გარემო,.... გარემოა საქართველოში ისეთი, რომ განათლება(ქალიშვილობისა არ იყოს) ლამის სალანძ/ღავ სიტ/ყვად აქციეს..... რომელ განათლებაზეა-ღააა საუბარი?....
ან ესეთი სამარცხვინო საქმიანობა(ეს გოიმობა)ეს განათლება ვისღა უნდაა??
ვეუბნები... თუ განათლებას ადარებ ჩვენი თაობის განათლება შეადარე მანდაურებისას,. მთელ გერმანიას გარდი--გარდმო გადაუვლით მეთქი და ... არ მოსწონს
ვიცი მეტყვის ...თუ ესეთი მაგრები ხართ.... მეცნიერება .... პროფესიონალებიო....ვიცი რეეებსაც მეტ/ყვის
ბიჯოოო ... ბრეჟნევს რომ სსსრ--ის ფულები რაკეტების გაფრენის მაგივრად ლაბორატორიების და მეცნიერების განვითარებაში დაეხარჯა, ეგენი დღესაც კი ორი თითის აწევით დაგველაპარაკებოდნენ.(ამ თემაზე ჩვენი სახელგანთქმული დასატაქარის, ფიფიას ,,ამერიკული ისტორია,, აქ მოყოლილი მაქვს)
.თუმცა მიშას ხელში რაღა მეცნიერებაზეა ლაპარაკი....უნივერიტეტში პროფესორ მასწავლებლები რომ ჩაკეტეს, მაშინ (მგონი 2007-ში, ზუსტად არ მახსოვს პირადად შევესწარი)...........მეოთხე სართულიდან, ფიზიკის ლაბორატორიის კაბინეტიდან, დღევანდელი პავლიკ მოროზოვები ფიზიკის რაღაც ლაბორატორიულ ხელსაწყოებს, პირდაპირ ფანჯრებიდან ყრიდნენ. დაბლიდან პროფესორები ეხვეწებოდნენ, ყვიროდნენ--- ნუ ყრით, ჩვენ თვითონ წავიღებთო და .... განზრახ არ აძლევდნენ...ფანჯრიდან მაინც ყრიდნენ.... სპობდნენ დარგს საერთოდ-- დავალება იყო ზემოდან(ჩვენ მხოლოდ ტურიზმი ,,მოგვაკუთნეს,,)
ასე იყო და ასეა ფაქტიურად დღესაც.. განათლების ყველა მიმართულებით..ოღონდ ცოტა უფრო ცივილიზირებულად
სერაპინამ კიდევ განათლებაო...ეს ინჩა განათლება??
ჩქარა განათლება, ჩვენ დროს რომ აკრძალული ლიტერატურა იყო, ალბათ ისე იქნება.
....განათლებაო...
კომუნისტების დროსაც კი რასაც ჩვენი მეცნიერები აკეთებდნენ(აღწევდნენ)იმასაც შიშველი ხელებით აკეთებდნენ, უბრალოდ ნიჭის და გენის წყალობით...და ეხლაააა??
მით უმეტეს რომ კომუნისტების დროს განათლება ძირითადად ფასდებოდა და ღირდა კიდეც მის გამო შიშიველი ხელებით წვალება და ... ეხლააააა??? ტემ ბოლე როცა ქვეყანაში განათლება, როგორც გამოუსადეგარი ნივთი, ძველი ლამფასავით კუთხეშია მიგდებული???

სერაპინა.... ვის რაღა თავში სახლელად უნდა ეს შენი განათლება?? ვის?

ჩვეეენ? ბოდიში--სამაგიეროდ ,,მავანთ,, აღარ უნდათ ეს ე.წ. ჩვენი განათლება...ხელს უშლით!. ჰოოდა ... ამ ჩვენი ე.წ. განათლების აკრძალვისთვის აკეთებენ კიდეც ყველაფერს--გვაძლევენ გრანტებს, გვიტარებენ უამრავ ,,რეფორმებს,, ქინძავენ მასწავლებელს(ძირითად წყაროს განათლებისას) და კიდევ სხვა უამრავ მეთოდებს იყენებენ ამისთვის.
და ამ ყველაფრის მერე შენ კიდევ განათლება გინდა საქართველოშიიი??
შორენა ბეგაშვილობააა??...კი ბატონო.. პაჟალუსტა
კაზინოები?? ...ესეც პაჟალუსტა
შულერობა(,,ბიზმესმენობა,,) ... პოჟალუსტა
და ამისთანა რაღაცები კიდევ რამდენიც გინდა..პოჟალუსტა...ყველაფერში ხელს შეგიწყობენ. ოღონდ განათლებას ნუ მოითხოვ, ნუ..
ვიცი მიპასუხებ..მერე რააა...თუ გინდა ყველაფრის მიუხედავად, მაინც უნდა გააკეთოვო..
ვიცი ..მე მშენებელი ვარ. როცა სახლს ვაპროექტებდით, მაშინ აუცილებლად ყველაფერ უბედურებას ვითვალისწინებდით და სახლი მაინც უნდა მდგარიყო, ყველაფრისთვის უნდა გაეძლო---გლეხურად რომ გითხრა... ერთდროულად მიწისძვრაც უნდა ყოფილიყო, გრიგალიც, წარღვნაც, ტანკიც უნდა დაჯახებოდა, პრარაბსაც ცემენტი და არმატურა უნდა მოეპარათ და ...... სახლი მაინც უნდა მდგარიყო.
ჰოოდა მეტყვი ... აქაც მასე უნდა გავაკეთოთო...
კი ბატონო..მაგრამ მაშინ სახლი ყველაფრის მიუხედავად მაინც იმიტომ იდგა და დგას კიდეც დღეს, რომ ამ ყველა უბედურებას დამპროექტებელი ,,ზევიდან,, წინასწარ ითვალისწინებდა. ასე ვთქვათ სახლის სიძლიერე ზევიდან მოდიოდა, ზევიდან... ანუ ჩვენებურად რომ ვთქოთ, ხელისუფლებიდან. ხელისუფლებიდან უნდა მოდიოდეს ეგ სურვილი, რომ საქართველოში განათლება მაღალ დონეზე, ძლიერად იდგეს, თორემ
მე(ან ჩვენ) სულაც რომ აბესაძესავით თავებიც ოპტომ დავიწვათ, ვენებიც გადავიჭრათ, მაინც არაფერი გამოგვივა
უტრირებით რომ ვთქვათ... კი ბატონო ..ჩემს შვილებს როგორღაც ვასწავლი, თანაც ჩემზე მეტსაც, მაგრამ სად გამოიყენონ?..რა ჯანდაბად უნდათ??
შენ გგონია ამ ჩვენ ხელისუფკლებაში, ეს ბაფთიანი გოგო ბიჭები განათლებულების მიხედვით არიააან??..არა,... ინგლისურის,,ცოდნა,, და ბიძაშვილ მამიდაშვილობა...ეგააა ,,განათლების,, პიკი საქართველოში
ხოოდა... მეტი რა საჭიროა? ..,,ფუკა,, მოუვათ.
მოკლედ თუ საქართველოში განათლების აუცილებლობა, როგორ სახელმწიფო იდეოლოგია ხელისუფლებიდან არ იქნება... ტ/ყუილია ჩვენი გულის ხეთქვები.
განათლება კულტი უნდა იყოს, კულტი!!!
მაგრამ ჩვენი ხელისუფლება და იდეოლოგიაააა?
სახელმწიფო იდეოლოგია კი არა ამათ საკუთარი თავების მეტი არაფერი იციან---რა განათლების იდეოლოგია, რის განათლება... რა ატამი... რის კენკრა
.თორემ ქართველი განა დაჩლუნგდა,... ან ტვინი და ნიჭი კი არ დაუსუსტდა??... არა... ისევ ისეთივე ძლიერია და შესაბამის პირობებში ყველაზე ძლიერი თუ არა უძლიერესებში ყოველთვის იქნება
იმედია ქართველის უსაზღვრო ნიჭიერებაზე ახსნა განმარტებას არ დამაწყებინებ.
აგე ჩვენი დვალი ,,ნასას,, ერთ-ერთი ინსტიტუტის ნაჩალნიკია
ეგეც ჩვეულებრივი, აქ განათლებული ქართველია. უბრალოდ შესაბამის პირობებში მოხვდა და ..არის ის .. ვინც არის.
.ქართველის ნიჭი და გენი აქვს და იმიტომ
და რამდენი პოტენციური დვალი გვყავს იციი?
მიეცი პირობები და ...ნახავ მერე
პირობები ვინ უნდა მისცეს??...მე გლეხი ვარ, ფული არა მაქვს..
ესე იგი სახელმწიფომ .. სკოლამ! ანუ მასწავლებელმა.... რომელსაც ქინძავენ და ქინძავენ ..თანაც შეუჩერებლივმოსწავლის უფლებებიო უნდა ისწავლის უნდა არაო მასწავლებელი კი ყველას ფეხებზე ჰკიდია...
ჰოოდა, იმიტომაც მივფრინავთ დიდი სისწრაფით .... მთვარეზე

papa

2017-03-12 00:51:54

მაზოლზე ფეხს რომ დამადგავენ..... მტიკვა ხოლმე ..
..და ვეღარც ვჩერდები ხოლმე....

serapina

2017-03-12 02:13:52

აგერ ბატონო, დაიძაბა მდგომარეობა ბათუმში. გააგზავნა მთავრობამ სპეცნაზი.
უცებ დაიწყო? ერთ დღეში?
ჯერ ერთი, მტერს რომ არ შძინავს, შენ, ხელისუფლებას რა ჯანდაბა გაძინებს?!
გარდა მაგისა, ჩვენში განათლებად მარტო კლასიკოსების წაკითხვა... აკადემიური მიდგომები მიგვაჩნია.

სინამდვილეში,განათლება გულისხმობს საზოგადოების,მისი წევრების მოქალაქედ ჩამოყალიბების პ/როცესსაც. სასკოლო განათლებაში, გარდა წერა-კითხვის სწავლებისა შედის ელემენტარული მოძრაობის წესების სწავლება. პასუხისმგებლობისა და კანონმორჩილევის სწავლება და ა.შ.
არ უნდა ეს ხელისუფლებას?
მაშ,ჰგონიათ რომ სპეცნაზით ასწავლიან ხალხს ჭკუას?!
რამდენჯერ?
ბევრგან რომ იქნება ასეთი მდგომარეობა,რომელი ერთის გამოსწორება გინდათ მერე?
(ეგრე მიშასაც ეგონა).

მოწყობილი პ/როვოკაცია იყო?არაა გამორიცხული... ამასაც განათლება შველის.განათლებული ხალხი ფარას პ/რინციპით არ იმართება.
...ასე რომ,აქაც განათლებამდე მივალთ.

სამწუხაროა,რომ სწორედ განათლების უყურადღებობით ჭრის ხელისუფლება ტოტს,რომელზეც თავად ზის.

განათლებული,წამსვლელადაც ვარგა და დამრჩენადაც.ხოლო, განათლებაწართმეული წასულიც ისეთივე საშიშია სახელმწიფოსათვის, როგორც შინ დარჩენილი.

პატივცემულო ხელისუფლებავ,ნუ გაამხეცებთ ხალხს!
ძვირად დაგიჯდებათ და ეს კეთილი რჩევაა,დამიჯერეთ.

პ.ს. პაპა,მშენებელი ვარო? მაგიტომ მოგწონს მამაჩემის (ასევე მშენებელი) ბანკი.
კი, მეც მასწავლა რატომ იყო საჭირო ერთდროულად ათასი ფაქტორის გათვალისწინება რომ "თავზე არ დაგემხოს",რასაც აშენებ.

არადა,რაც თავი მახსოვს თავზე გვემხობა, ქვეყანა,ჩვენი სამშობლო!


papa

2017-03-12 22:44:57

სერაპინა


.განათლებული ხალხი ფარას პ/რინციპით არ იმართება.

ერთ დროს მეც მასე მეგონა 87--89 წლებში
მაშინ ნოდარ ნათაზე ამ ე.წ. ,,მართვადი ქაოსის,, შესახებ ბევრს გველაპარაკებოდა-- პრესით... ტელევიზიით... მაგრამ ვინ უჯერებდა? იმ პერიოდის განათლების დონის პირობებში(ძაან მაღალი იყო) ეგ ე.წ.,,მართვადი ქაოსი,, მაშინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა... ზღაპარი გვეგონა.... განათლებული ხალხის ეგრე მართვა შეუძლებელიაო, ვიძახოდით. დაჟე იმდენად წარმოუდგენლად მიგვაჩნდა ,,ეგ სისულელე,, ამ სისულელეების ლაპარაკისთვის თვითონ ნათაძეს დაუწყო ხალხმა ათასნაირი იარლიკის მიწებება. ბოლოს კი დასკვნას ვდებდით ხოლმე დაბერდა ... ეპატიებაო....
თურმე სად ვიყავით?...სად ვბანაობდით

ისე თუნდაც განათლებულს, ცოტა შიმშილი მიუმატე(ანუ პავლოვი) და მაგ ე.წ. განათლებულებსაც ფარასავით მართავ...
ეს მე ჩემი თვალითა მაქვს ნანახი...... დეზერტირის ბაზარში
შენ რაღაც პავლოვს ისე ვერ აფასებ, როგორც საჭიროა.
ბოლო ბოლო მაგ ოხერტიალს ნობელის პრემია მისცეს, ნობელის პრემია....განა ტყუილად მისცეს??
.... შენ კიდევ ვითომც აქ არაფერიაო
მაგრამ არა უშავრა.. ცოტაც, ცოტაც დაიცადე და ბერიტაშვილი მაგ პავლოვს მაინც ბეჭებზე დაახეთქებს
თუ არადა ნახავ...
ეხლა ერთი პატარა ამბავი უნდა მოგიყვე... ოღონდ დამეხმარე ამ ამოცანის ამოხსნაში --ეს პავლოვის დამსახურებააა თუ.... ბერიტაშვილის??
მოკლედ დუმბაძეს შეეკითხნენ ..... შენ წარმოდგენაში ინტელიგენტი ვინა, როგორი ადამიანი წარმოგიდგენიაო.. მან კი---ყველაზე დიდი ინტელიგენტი ბაბუაჩემი იყოვო-
-ეგ როგორო? და უპასუხა--- მეზობლის ბავშვიც კი რომ შემოსულიყო ჩვენთან სახლში, აუცილებლად სკამიდან(ჯირკიდან) ფეხზე წამოუდგებოდა ხოლმეო...
ეხლა მიპასუხე ... ბაბუამისმა კემბრიჯი დაამთავრა, ოქსფორდი თუ კლარკის უნივერსიტეტი??
მყვანან მაგეთი განათლებულებიც, ოღონდ დუმბაძის ბაბუის განათლებასთან ისინი ახლოსაც ვერ მივლენ (და სამწუხაროდ ალბათ ვერც ვერასოდეს)
ხოოდა ....რაო ...დღევანდელ დღეს, ბათუმის აურზაურს განათლება დაიჭერდააა??? .

papa

2017-03-12 22:51:00

სერაპინა

აუცილებლად მიპასუხე, ძაან მაინტერესებს ამ ,,ამოცანაზე,, შენი პასუხი

თუნდაც ხვალ, მაგრამ შენ პასუხს მაინც დაველოდები

papa

2017-03-12 22:57:25

განათლებული,წამსვლელადაც ვარგა და დამრჩენადაც.ხოლო, განათლებაწართმეული წასულიც ისეთივე საშიშია სახელმწიფოსათვის, როგორც შინ დარჩენილი.

მე ურო სხვანაირად ვიტყოოდი:
ნამუსიდან აშვებული ადამიანი, ძაღლზე საშიშიაო
ეხლა კიდევ, ნამუსი უბრალოდ ზედმეტი ბარგია
ხოოდა იმიტომაცაა ის... რაც არის.

serapina

2017-03-13 00:21:26

პაპა,
ზოგადად განათლება და კვალიფიკაცია სხვადასხვა რამ არის.
და მე პირადად განათლებულში ზუსტად დუმბაძის ბაბუის მსგავსს მოვიაზრებ.
კვალიფიკაცია საჭიროა,ადამიანი რაღაცას უნდა ფლობდე რაც შემოსავლის წყაროა. გასაგებია...

მე შემხვედრია განათლებული,კვალიფიკაციის გარეშე და პირიქით.
...მაგრამ, არც ერთი რომ არ გააჩნია ადამიანს ეს საშინელებაა.
აქვთ ამ ჩემს ევროპელებს კვალიფიკაცია და საკმარისია.
საქართველო პატარა ქვეყანაა,თან ისეთ ადგილას, ირმისა და მისი ლამაზი რქების არ იყოს...ჩვენ ორივეც გვჭირდება წესით.

კვალიფიკაციას საქართველო ვერ იძლევა... ამდენად, ვამბობთ განათლებას, რაშიც მე პირადად ელემენტარულ სამეცნიერო უნარჩვევებს ვგულისხმობ. ნუ დავივიწყებთ მოქალაქის უფლება ვალდებულებებს.ამის სწავლებაც აუცილებელია.

ახლა ერთს დავწერ, აგერ რამდენიმე ბავშვი ვიცი გერმანელი, მამა უცნობი და დედა ჭიქებს რომ უკეთ ხედავს ვიდრე შვილებს. ცხადია, არც არაფერს ასწავლის ბავშვებს. სახელმწიფო ამ ბავშვს პატ/რონობს, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ასწავლის და თუ ბავშვს უნდა,მომავლის შანსსაც აძლევს.
ამ დროს საქართველოში დიდწილად ვარგისიანი მშობლებიც გვყავს და ბავშვებიც და რა არ ვარგა,ამაზე ბევრი გვისაუბრია.

ჰოდა, მე პირადად ასეთს ვითხოვ საქართველოში. ხელისუფლებას არ ააქვს უფლება გაანიავოს ამ ბავშვების შესაძლებლობები და დატოვოს ისინი,ნარკოტიკისა და ქუჩის ამარა.

ნამუსი ყველას ვერ ექნება, მაგრამ მოქალაქის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს ყველა(!)უნდა ფლობდეს.კანონმორჩილება ბავშვობიდან ისწავლება ამ ევროპაში.
რას ასწავლის მშობელი შვილებს,როგორ ღირებულებებს ჩაუნერგავს და აღზრდის ბავშვში ეს მშობლის ამოცანაა. სახელმწიფომ თავისი საქმე (მშობლისაგან დამოუკიდებლად) უნდა აკეთოს!

თორემ, 50 წლის მერეც მანდ ვიქნებით და ვამტკიცოთ მერე რომ ვიღაცეებზე უკეთესი ვართ!


რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80