ავტობიზნესის გამოცოცხლების ყველა გზა დახშულია
ეკონომიკა

ავტობიზნესის გამოცოცხლების ყველა გზა დახშულია

ავტობიზნესის გამოცოცხლების ყველა გზა დახშულია
ბექა დანელია

2017-03-11 23:22:52

ავტომობილების რეექსპორტი წლიდან წლამდე ეცემა და უკვე მინიმალურ დონეზე დავიდა. მარტო ბოლო ერთ წელიწადში 4 ათასით ნაკლები მანქანა გაიგზავნა მეზობელ ქვეყნებში. თუკი ვარდნა ასეთი ტემპით გაგრძელდება, სულ მალე ბიზნესის ეს მიმართულება გაჩერდება. ახალი წლიდან დიდი პრობლემებია შიდა ბაზარზეც.

რუსთავის ავტობაზრობა „ავტოპაპა“ ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც 2010-17 წლების ავტომობილების ექსპორტ-იმპორტის მონაცემებს მოიცავს. აღმოჩნდა, რომ 2016 წელს, ექსპორტზე საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების მხოლოდ 15% გავიდა. რუსთავის ავტობაზრობის მონაცემებით, შარშან საქართველოში 95 412 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. აქედან, ექსპორტ-რეექსპორტზე მხოლოდ 16 590 ავტომობილი გაიგზავნა მაშინ, როცა 2015 წელს ექსპორტზე 20 323 ავტომობილი იყო გასული. კლება თითქმის 4 ათასია. მანქანების ექსპორტ-რეექსპორტის შემცირებით, 2016 წელს ქვეყანამ დაახლოებით 13 მილიონი დოლარი იზარალა.

საქართველოდან ავტომობილები, ძირითადად, სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის. ახალი წლიდან მოყოლებული აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში აზერბაიჯანში 65 ერთეული ავტომობილი გავიდა. ეს თითქმის 3-ჯერ აღემატება წინა წლის იანვრის მაჩვენებელს. 2016 წელს, ამავე თვეში, საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტზე მხოლოდ 24 ავტომობილი გაიგზავნა.

იმპორტიორების ნაწილი არ მალავს, რომ გამოსავალს ვერ პოულობს. ისინი თვიდან თვემდე ამცირებენ იმპორტის მოცულობას, მაგრამ ჩიხიდან ვერ გამოდიან. ამის გამო ბევრმა ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მსაგავსი პრობლემა, ძირითადად, კერძო პირებს ან მცირე კომპანიებს აქვთ, მაგრამ რეალიზაციის პრობლემები არც შედარებით დიდი ორგანიზაციებისთვის არის უცხო.

„ვი ბაი კომპანში“ აცხადებენ, რომ ავტობიზნესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს:

„შიდა ბაზარზე ჩვენ არანაირიალტერნატივა არ გვაქვს. რეექსპორტიც დიდი ხანია შეჩერდა. ქვეყანაში ავტობიზნესი აღარ არის და რის იმედად უნდა ვიყოთ? სავარაუდოდ, კომპანიის პროფილის შეცვლა მოგვიწევს, მაგრამ ჯერ გონზე უნდა მოვიდეთ. არ გვაქვს გადაწყვეტილი, რა შეიძლება გავაკეთოთ მომავალში. ფაქტია, რომ ავტობიზნესში დარჩენა არ ღირს“, - აცხადებენ კომპანიაში.

ფაქტია, რომ ავტობაზარს ახალ სატარიფო პოლიტიკასთან შეგუება ძალიან უჭირს. იმპორტიორების ვარაუდით, გაურკვევლობა დაახლოებით ზაფხულამდე გასტანს. მანამდე ბიზნესისთვის რთული პერიოდია შენარჩუნდება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ბაზარზე ისედაც არასახარბიელო ვითარება იყო, მაგრამ სიტუაცია დამატებით გაართულა აქციზის ახალი განაკვეთების ამოქმედებამ.

„რეალურად ავტომობილების განბაჟებისას აქციზის ზრდა იწვევს ავტომობილების, საშუალოდ, 30%-ით გაძვირებას. ამ შემთხვევაში საუბარია მარცხენასაჭიან მანქანებზე, თორემ მარჯვენასაჭიანები ჩვეულებრივი მყიდველისთვის უკვე მიუწვდომელია. პირველ რიგში, გაძვირდა ყველაზე პოპულარული - 7-15 წლის ავტომობილები. მათზე დიდ მოთხოვნას ხელმისაწვდომი ფასი განაპირობებდა.

მანქანა, რომელიც, საშუალოდ, 3 ათასი დოლარი ღირს, ახალი სააქციზო ტარიფების პირობებში, დაახლოებით, 1000 დოლარით მაინც ძვირდება. ოფიციალური მონაცემებით, იმპორტირებული ავტომობილების 95% არის 7-20 წლამდე სატრანსპორტო საშუალებები.

კიდევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ეხება მარცხენასაჭიან ავტომობილებს. მარჯვენასაჭიანი მანქანების შეძენის მსურველს კი სამმაგი განბაჟების ტარიფის გადახდა მოუწევს, რაც ძალიან ზრდის საბოლოო ღირებულებას და მათი ჩამოყვანაც აზრს დაკარგავს“, - აცხადებს „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.

ნანახია - 895

davituna

2017-03-11 23:41:30

ბექა ბატონო,მრავალჯერ დაიწერა უკვე აქ ,რომ არ გვაინტერესებს ავტობარიგების ბედი!
ავტომობილები უნდა გაძვირდეს, რომ ყველა ორფეხა არსება არ იყოს ზედ შემოსკუპებული !

ნეტაი შენ

2017-03-12 03:25:49

მართლა მაგრად გ/ვ/კ/ი/დ/ი/ა/ ამ უმეტესწილად ავტოაფერისტების ბედი. ვისაც უნდა მანქანის ყიდვა, იყიდის შედარებით ახალს და დაბალკუბატურიანს თითქმის იგივე ფასით და ვეღარ იყიდის უზარმაზარი მოცულობის 13-14 წლის მოსიარულე ჯართებს.

vsevolod

2017-03-12 10:51:11

ბატონო ბექა,გვეყოფა ამ სისულელეებზე ტირილი.
1.თუ ჩვენ აქცენტი გვაქვს აღებული მეზობელ ქვეყნებში ავტომობილებისექსპორტზე,იმათ ჩვენი საგადასახადო სისტემა არ ეხებათ და ამით არაფერი შეცვლილა,უბრალოდ თქვენ არ წერთ სიმართლეს,რომ ისინი აღარ ყიდულობენ,ძველ ავტომობილებს.არც მარჯვენა საჭიანებს.
2.არც ისაა სიმართლე,რომ აუცილებლად ძველი მანქანები ჭირდება ჩვენ მოსახლეობას,საქართველოში ახალი მანქანები არ ძველდება?მას შემდეგ რაც ამ საკითხზე წერა დაიწყო,2 წელი უკვე გავიდა 5წლის მანქანები უკვე 7 წლის გახდნენ და თუ მოთხოვნა არსებობს,ამ მანქანებს განბაჟებაც არ ჭირდება,ისინი ხომ ადრე შემოიყვანეს და განაბაჟეს კიდეც.და საერთოდ ვიღაცას ახალი რომ შემოყავს,
ისინი 7 წელიწადში იმ მდგომარეობამდე მიდიან,რომელზეც თქვენი აზრით უფრო მეტი მოთხოვნაა.
3.ყველაზე მთავარი,ძველი და დამტვრეული ავტომობილების შემოყვანამ ჩვენი მოსახლეობის დიდი უმეტესობა მიაბა,იმ ყბადაღებულ სესხებზე,რომლებსაც იღებენ ნებისმიერ პროცენტად,რომ იაფი და ასევე იაფიმარჯვენასაჭიანი ავტომობილი იყიდონ.ხშირად ეს პროცენტი ნებისმიერ განბაჟებაზე მეტია,მაგრამ ამას არავინ არ თვლის.

tngh

2017-03-12 13:11:51

ბ-ნო ბექა!!! გუშინდელი ვანდალიზმი ბათუმში ამ "ავტობიზნესის" შედეგია. ვერ ამჩნევთ, რომ "მაშინომანია" ავადმყოფობად გადაიქცა საქართველოში... ელემენტარული არითმეტიკის არ მცოდნეები კრედიტებს იღებენ ავტომობილების საყიდლად და შემდეგ წუწუნებენ, მშიერები ვართო. და ძალიან გთხოვთ, ბიზნესი და ბარიგობა ერთმანეთისგან გამიჯნოთ.

natali

2017-03-12 15:49:56

მაშინომანიის კი არა, უყურეთ და მიხვდებით ვისი ბრალიცაა. ვის დაუხურეს უნივერიტეტი? ვინ ჰყავთ მაგათ ქვეყანაში მხარდამჭერი და ვინ მოაძლიერა ეს ბანდა?

http://www.palitravideo.ge/yvela-video/akhali-ambebi/84200-qsaqarthvelos-ra-dedis-tyq-aqciis-egzaltirebuli-monatsileebis-gineba-bathumshi.html

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80