უსუფაშვილის ახალი პარტიის პრეზენტაცია გაურკვეველი ვადით გადაიდო
დაიჯესტი

უსუფაშვილის ახალი პარტიის პრეზენტაცია გაურკვეველი ვადით გადაიდო

უსუფაშვილის ახალი პარტიის პრეზენტაცია გაურკვეველი ვადით გადაიდო
რეზონანსი

2017-03-12 09:47:47

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ თებერვალში დაანონსებული პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია გაურკვეველი დროით გადაიდო. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პარტიის შექმნა ისევ გეგმაშია და ახლა მეტნაკლებად აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. თუმცა ვისთან და საბოლოოდ როდის გაიმართება პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერს ამბობს უსუფაშვილის თანაგუნდელი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით უსუფაშვილის ახალი პარტიის პრეზენტაცია გაურკვეველი ვადით გადაიდო.



"თუ რატომ არ გაიმართა აქამდე უსუფაშვილის პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია, უცნობია. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა "რეზონანსი" მასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. ვახტანგ ხმალაძის თქმით კი პარტიის ჩამოყალიბების გეგმა ისეც ძალაშია. "მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები, თუმცა ახალი არაფერი მაქვს სათქმელი, რამდენი კითხვაც უნდა დამისვათ, სხვა პასუხი არ მაქვს", - გვითხრა ხმალაძე უსუფაშვილის პარტიის გეგმების შესახებ დეტალები არ იცის კავკასიოლოგმა მამუკა არეშიძემც, თუმცა ამბობს, რომ მის პარტიაში საკმაოდ ძლიერი ადამიანები მოაზრებიან რეგიონის მასშტაბით, რომლებმაც თავის დროზე "რესპუბლიკური პარტია" დატოვეს და მისი აზრით, უსუფაშვილის პარტია პოლიტიკურ სივრცეში საინტერესო იქნება", - განაგრძობს გამოცემა.



უსუფაშვილის რას აპირებს არ ვიცი, თუმცა ვფიქრობ, საინტერესო პარტია იქნება იმიტომ, რომ თვითონ უსუფაშვილია საინტერესო პოლიტიკოსი და ვფიქრობ, ასეთი ტიპის პოლიტიკოსები არ უნდა იკარგებოდნენ. ვიცი, რომელი ყოფილი რესპუბლიკელები მოიაზრება უსუფაშვილის პარტიაში, კარგი გამოცდილების და ბიოგრაფიის ადამიანები არიან - საუბარი მაქვს, მათზე, ვინც პარლამენტში არ ყოფილა. რეგიონული მასშტაბით უსუფაშვილს გაჰყვნენ ძალიან საინტერესო ადამიანები, როცა პარტიიდან გავიდა. ის თავისი ბუნევით აკადემიური პიროვნებაა. აქედან გამომდინარე, ქართული პოლიტიკური რეალობისთვის ცოტა წინააღმდეგობრივი ფიგურაა - ამ თვალსაზრისით არ არის ამომრჩევლის სიმპათია, გავლენას მოახდიენს საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელსაც უყვარს გააზრებული ნაბიჯები და ლოგიკური ქმედებები, ამბობს მამუკა არეშიძე, რომლის თქმით, უსუფაშვილის პარტია დასავლეთის მიმართულებით სიტუაციის დააბალანსებს დასძენს გამოცემა.



"დასავლეთში ინფორმაცია მიდის ძირითადად "ნაციონალური" მოძრაობიდან. ის კი არა მარტო "ნაციონალური მოძრაობის," არამედ ოპოზიციციის აზრად აღიქმება. ამიტომ საჭიროა ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის მათ. დარწმუნებული ვარ, უსუფაშვილი პოლიტიკური პარტიის წამომადგენლები ტყუილებს არ ეტყვიან, კარდაკარ არ ივლიან, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთო", - ამბობს გამოცემასთან საუბრისას მამუკა არეშიძე.



interpressnews.ge


 

ნანახია - 387

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80