„მოლოტოვის კოქტეილის ასე სასწრაფოდ აღმოჩენა ცხელ წერტილში, მიგვანიშნებს ვიღაცის სურვილზე, რომ გაღრმავებულიყო დაპირისპრება“
საზოგადოება

„მოლოტოვის კოქტეილის ასე სასწრაფოდ აღმოჩენა ცხელ წერტილში, მიგვანიშნებს ვიღაცის სურვილზე, რომ გაღრმავებულიყო დაპირისპრება“

„მოლოტოვის კოქტეილის ასე სასწრაფოდ აღმოჩენა ცხელ წერტილში, მიგვანიშნებს ვიღაცის სურვილზე, რომ გაღრმავებულიყო დაპირისპრება“
თამთა ქარჩავა

2017-03-14 13:30:05

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 7 ადამიანი, ხოლო 33 ხელწერილით გაათავისუფლეს - ასეთი შედეგით დასრულდა ერთი ჯარიმის გამოწერით დაწყებული აქცია, რომელიც მალევე ვანდალიზმში გადაიზარდა. შს მინისტრის თქმით, ბათუმში მომხდარი მოვლენების დროს სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე ზედმეტია საუბარი, საუბარი უნდა იყოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხზე, ვინც ეს ყველაფერი მოაწყო.

for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მძღოლებისა და საპატრულო პოლიციის ურთიერთობებზე საუბარი გახლავთ საბაბი და არა მიზეზი.

for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

ქრონოლოგიას თუ მივყვები, ყველაფერი ერთი ჯარიმის გამოწერით დაიწო, ერთია ჯირმა და მეორეა ის პროცესი, რაც ვიხილეთ: ქვები, ხელკეტები, ჯაჭვები, მოლოტოვის კოქტეილები, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რატომ იყვნენ აქციის მონაწილეები აღჭურვილი ამ ნივთიერებებით, ეს ფაქტები იძლევა საფუძველს ითქვას, რომ გარკვეული ჯგუფის მიერი იგეგმებოდა ეს ვანდალიზმი და ამ შემთხვევაში დაამთხვიეს მაღალი ჯარიმის გამოწერით გამოწვეულ პროცესს?

სოსო ცისკარიშვილი: ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამინი, დაიჯეროს სპონტანურობა იმ დავიდარაბის, რასაც ადგილი ჰქონდა ბათუმში. ვფიქრობ, მძღოლებისა და საპატრულო პოლიციის ურთიერთობებზე საუბარი გახლავთ საბაბი და არა მიზეზი, ასეთი ვითარების. მიზეზი სპონტანური არასოდეს არის. ჩემი აზრით ეს გახლავთ, უკვე მრავალწლიანი უკმაყოფილება ადამიანთა იმ ჯგუფებისთვის, რომელთაც რაიმე ბრწყინვალე პრესპექტივის ოცნებაც კი ჩამქრალი აქვთ.

რასაკვირველია, ასეთ ადამიანებს უფრო ადვილად იყენებს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლისთვის რაიმე სახის აქციები და ქმედებები არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ არის აქსიომა. ეს არაა ქართული ნოუ-ჰაუ, როდესაც ასეთი აქციები მიმდინარებს, პირველ რიგში, ეს არის არსებული ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილობის შედეგი. მაგრამ ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ტერმინი აქცია, უკვე მიუღებელია, რადგან იდუმალმა ძალამ ეს აქცია, სრულიად მკაფიო ველურ გამოვლინებად აქცია, რაც მიუღებელია ნებისმიერი სიტუაციისთვის.

ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული? მით უმეტეს, რომ ყველამ ვიცით, ვის ინტერესშია ამ რეგიონში ვითარების გართულება და ვის შეიძლება ესარგებლა ამ ვითარებით, ვგულისხმობნაციონალური მოძრაობისმოწოდებებს...

- დღესაც ყოფილი ხელისუფლების აქტივისტები და შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფები ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ ისინი აღარ მართავენ ქვეყანას და საუბარი იმაზე, ვის ინტერესებში შეიძლება ყოფილიყო ის სრულიად მიუღებელი ქმედებები, რასაც ადგილი ჰქონდა, რასაკვირევლია, მარტივად შეიძლება ვისაუბროთ, რომ დიახ, გარკვეული შურისძიების სურვილი აქვთ გაავებულ ადამიანებს. მაგრამ, ეს არ გახლავთ ბათუმი, ეს არ გახლვათ აჭარა, ეს არის მართლა მარგალიტი, სადაც უაღრესად სანდო და ყველაზე მაღალი პატრიოტიზმის განცდის მქონე მოსახლეობა ცხოვრობს. ამიტომ, აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან საზოგადოების უკმაყოფილება, რასაც ნამდვილად აქვს საფუძველი და მოლოტოვის კოქტეილი. მოლოტოვის კოქტეილის ასე სასწრაფოდ აღმოჩენა იქ, სადაც იყო ცხელი წერტილი, მიგვანიშნებს იმაზე, რომ დიახ, შეიძლება ყოფილიყო ვიღაცის სურვილი, რომ გაღრმავებულიყო დაპირისპრება და ამისთვის რასაკვირველია, გარკვეული მზადება იყო აუცილებელი.

თავისთავად ჩნდება კითხვა, როგორ აღმოჩნდა ამ ხალხის ხელში ამ რაოდენობის ქვები, მოლოტოვის კოქტეილები, შუშხუნები, ჯაჭვები ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა სუს-მა, ფაქტის წინაშე ავღმოჩნდით?

- ამ შემთხვევამ დაადასტურა ჩვენი ეჭვი, რომ უსაფრთხოების სამსახური საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არ გახლავთ იმ ადამიანის ბრალი, რომელიც ამ სამსახურის სათავეშია. თავისი პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროს იმ ადამიანმა, რომელმაც ასეთ თანამდებობაზე სრულიად გამოუცდელი საკუთარი დაცვის წევრი მოუვლინა ჩვენს ქვეყანას.

როგორ ფიქრობთ, აქცია ორგანიზებული იყო იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომლის ბიოგრაფიაში არის ქვების სროლა? „ევროპული საქართველოსნაწილი ამბობს: ახლა ხომ გასაგებია რატომ გაეიმიჯნა ეს ჯგუფი ნაცმოძრაობასო. უმრავლესობის შეფასებით, „ნაცაიონალური მოძრაობაგადაიქცა შეიარაღებულ რადიკალურ დაჯგუფებად...

- კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ერთგვაროვანი სუბიექტი და არ იყო ძნელად გამოსაცნობი ის ფაქტი, რომ „ევროპული საქართველოს“ სახელის მატარებელი ნაწილი, არ გაეკარებოდა ასეთ სიავეს, რომელიც ვნებს სახელმწიფოს და, თუ რომელიმე პარატიას საკუთარი თავი უფრო ეძვირფასება, ვიდრე სახელმწიფო, ის განწირულია, ხოლო მის წევრებს შევთავაზებდი რაიმე უკეთესი საქმიანობისკენ გადახრას. საფრთხის შემცველი არის ის ფაქტი, რომ არც ყოფილ და არც დღევანდელ ხელისუფლებას თვითკრიტიკა რაღაც უბედურებად წარმოუდგენია.

როგორ ფიქრობთ, ბათუმში განვითარებული მოვლენების მაპროვოცირებელი იყო, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, რომელის გაგრძელება არავის უნახავს? იქნებ გამოძიების ასეთი პასიურობა არის წამახალისებელი იმ ჯგუფებისათვის, ვინც ასეთ ვანდალიზმს აწყობს?

- ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება დამოკიდებულია რამოდენიმე ადამიანის სურვილზე - რა და როგორ მოხდეს. ჩვენი მართლმსაჯულების სირცხვილი მარტში უკვე დავაფიქსირეთ და არის საფრთხე, რომ ისევ შევრცხვებით, როდესაც განმეორებით წარვადგენთ სტრასბურგის სასამართლოში კანდიდატებს. სამწუხაროდ, ორჯერ უკვე შევრცხვით. ამ შემთხვევაში უნიათობა ძალიან რბილი ტერმინია, ეს არის უბედურება, როდესაც არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებს და დეპუტატებს არ აქვთ დამოუკიდებლობის ის აუცილებელი კოეფიციენტი, ურომლისოდაც ქვეყანა წინ ვერ წავა. შიშით ქვეყანა არ აშენებულა და რაიმე პირადი ინტერესების გარდა, ასეთი მდუმარე ერთგულება მხოლოდ ვნების მომტანია მდუმარეთათვისაც და მთლიანად სახელმიფოსთვის.

ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას გაუსვა ხაზი ვიცე-პრემიერმა, იყო ამის ნიშნები?

- ვიდრე რომელიმე პოლიციელი გორის ქვეგანაყოფიდან, აჭარელს მოიხენიებდა როგორც თათარს, რატომ ბატონმა კალაძემ არ დასვა კითხვა, რას აკეთებს ჩვენი შსს? ავტონომიური რესბულიკა გვაქვს აჭარის სახით, ნუთუ მათ არ უნდა ვენდოთ, რომ საპატრულო პოლიცია იყოს ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტებული? რა საჭირო იყო გორიდან არცთუ კეთილად მოხსენიებული დანაყოფი ჩასულიყო აჭარაში და პრაქტიკულად აეწიოკებინა ადამიანები?!

არის ასეთი შეფასებაც, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა, საბოტაჟთან გვქონდეს საქმე...

- ფაქტია, როდესაც 100 და 200 ლარიან ჯარიმას უწერ ადამიანს, რომელსაც კარგა ხანია 100 ლარიანი არ დაუნახია, რასაკვირველია, ეს არის ყველაზე უფრო მწვავე პოლიტიკური წინდაუხედავობა. თუ ეს შეგნებით კეთდება, მაშინ, სულ სხვაგან უნდა ვეძებოთ ამ დავიდარაბის საფუძველი.

სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურად განიხილება ფრაზა - დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე და აქვე აქცენტი კეთდება ჯავახეთზე. რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ, რომ არ დაუშვას კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე?

- ვერ გავიზიარებდი რაიმე საფუძვლიან შფოთის რეალობას, თუ იქნება სწორი და ზომიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადადგმული და თავადაც შევეცდებით, რომ ეს თემა არ გახდეს ჩვენსავე ხელით უფრო აქტიური. ძირითადი საფრთხე, რაც შეიძლება ყოფილიყო ჯავახეთისთვის ჯერჯერობით, გაყინულ ვითარებაშაია. ევროპის საბჭოც კი, აცნობიერებს რა სახის პრობლემები აქვს ჩვენს ქვეყანას დევნილთა განსახლების საკითხებში.

ჩვენ შეჩერებული გვაქვს საკუთარი ვალდებულება - თურქი-მესხების შთამომავლების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მართალია, რამდენიმე ოჯახისთვის ეს შესაძლებელი გახდა, მაგრამ ის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო სერიოზული შფოთის საფუძველი, სომხურ და მუსულმანური წარმოშობის მოსახლეობას შორის, დღეს ნაკლები აქტუალურობის გახლავთ. არანაირი წინაპირობა იმისა, რომ რაიმე მოულოდნელ ნეგატიურ პროცესებს ჰქონდეს ადგილი ჯავახეთში, არ არსებობს.

ეს არ გახლავთ ის თემა, რომელიც ყოველ დილას უნდა განიხილებოდეს ყველა სატელევიზიო არხზე, მაგრამ ესეც არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. გულწრფელად ვუთანაგძნობ ბატონ გომელაურს და ვუსურვებ, რომ მას შეძლებოდეს იყოს სრულიად გულღია ჩვენი საზოგადოების წინაშე, ან ერთხელ მაინც მივიდეს პარლამენტში ხმის ამოსაღებად, ან როგორც ნამდვილმა ქართველმა რაინდმა, თავად დატოვოს ეს თანამდებობა. 

ნანახია - 1492

სარეკლამო ბანერი
1000 X 80