„ბათუმის მოვლენებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას ნებისმიერი ტიპის პროტესტის ეშინია“
პოლიტიკა

„ბათუმის მოვლენებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას ნებისმიერი ტიპის პროტესტის ეშინია“

„ბათუმის მოვლენებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას ნებისმიერი ტიპის პროტესტის ეშინია“
თეონა მანაგაძე

2017-03-15 13:30:01

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციას თავდაპირველად სოლიდარობა გამოუცხადეს და მხარდამჭერი აქციაც დაანონსეს, თუმცა მას შემდეგ, რაც საზოგადოების ნაწილმა ძალადობისა და ვანდალიზმის ფაქტები დაგმო, პარტიიდან ერთი ადამიანი გარიცხეს.

თუ რას ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბათუმის მოვლენებზე და პარტიის წარმომადგენლებმა წაახალისეს თუ არა მოძალადეები, ამის თაობაზე for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს, თინათინ ბოკუჩავას ესაუბრა:

მმართველი გუნდინაციონალურ მოძრაობასბათუმში განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ თქვენი პარტიის პოლიტიკური ლუსტრაცია მოხდა. რა პასუხი გაქვთ, ოპონენტების ბრალდებებზე?

- როგორც მინიმუმ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა, რადგან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მოსახლეობა ბრალდებების გარდა, სხვას არაფერს ისმენს. როგორც წესი, ბრალდებების სამიზნე „ნაციონალური მოძრაობაა“ და ხელისუფლება ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ყველა მოვლენასა და ქმედებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალეულობას ხედავს, ეს იქნება ლარის გაუფასურება, მამა გიორგი მამალაძის საქმე, კორცხელის ძალადობრივი ქმედება, თუ გივის თარგამაძის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი. ეს ყველაფერი არარეალურია და სიმართლეს არ უკავშირდება. მაგრამ იმის გამო, რომ ხელისუფლებას საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხები არ აქვს, ისრების გადატანას ოპონენტებზე ცდილობს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობაა“, რადგან ერთადერთი ოპოზიციური ძალა ჩვენ ვართ, რომელიც ივანიშვილის გასტუმრების საწინდარი გახდება.

რაც შეეხება ბათუმში განვითარებულ პროცესებს, ეს როგორც მშვიდობიანი აქცია, ისე დაიწყო და მოქალაქეები უსამართლობას აპროტესტებდნენ, რომელიც სამართალდამცავების თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელდა. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში, აქციაზე შეგზავნილი პირებით თუ ორგანიზებული ადამიანებით მშვიდობიანი პროტესტი ძალადობრივ ვანდალიზმში, ქალაქის რბევასა და ნგრევაში გადაიზარდა, რაც ცალსახად მიუღებელია და ჩვენი პარტია ამას ყოველთვის გაემიჯნება.

ხელისუფლება ვერასოდეს მოახერხებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნგრევას დაუკავშირდეს, რადგან ჩვენ შენებას ვუკავშირდებით და ეს ყოველთვის ასე იქნება. რა თქმა უნდა, ის პირები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, დასჯილნი უნდა იყვნენ.

თქვენ ამბობთ, რომ ქალაქის ნგრევას ემიჯნებით, თუმცა თქვენი პარტიის წევრებმა მოძალადე ადამიანებს თანადგომა გამოუცხადეს, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და აქციაც დაანონსეს. თქვენთვის როგორც პარტიის წევრისთვის, მათ მიერ ვანდალური ქმედებებისთვის გამოხატული მხარდაჭერა მისაღებია?

- ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელიც ძალადობრივ ქმედებას ახალისებს, აბსოლუტურად მიუღებელია როგორც პარტიისთვის, ასევე პირადად ჩემთვის. ამას აბსოლუტურად ვემიჯნები. ის, რომ პარტიის წევრების მხრიდან გარკვეული სოლიდარობა ინდივიდუალურად გამოითქვა, ეს მესმის, რადგან საზოგადოებაში ძალიან დიდი უკმაყოფილების მუხტი არსებობს და არა მხოლოდ ბათუმში. იმ მომენტში, როცა ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა, ის დაგმობილი იქნა. აშკარად ჩანს, რომ მზადება იყო, რადგან მოლოტოვის კოქტეილი სპონტანურად და ქუჩაში არ მზადდება. როგორც წესი, აქციაზე ნიღბიანი ადამიანები სხვა მიზნებით არიან ხოლმე და სოფლიდან ჩამოსული ასაკოვანი ადამიანებისგან განსხვავდებიან, რომლებიც უსამართლობას რეალურად აპროტესტებენ. ეს საქმე გასარკვევი და გამოსაძიებელია, მაგრამ როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ძალადობრივ ქმედებებს ჰქონდა ადგილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობას გაემიჯნა და ეს ყოველთვის ასე იქნება. შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან საწინააღმდეგოს მტკიცების ნებისმიერი მცდელობა, უპასუხისმგებლობა და მიზანმიმართული ქმედება იქნება.

თქვენ ეჭვს გამოთქვამთ, რომ შესაძლოა, ეს პროცესები ორგანიზებული ყოფილიყო, რადგან მოლოტოვის კოქტეილი სპონტანურად და ქუჩაში არ მზადდება. საუბარია, შიდა სახელისუფლებო კონფლიქტზეც. პოლიტიკურ წრეებში ამ ვერსიის შესახებ გსმენიათ?

- ჩემთვის აჭარის ადგილობრივი მოსახლეობისგან ცნობილია, რომ ეს დაპირისპირება საპატრულო პოლიციასა და სუს-ს შორის არსებულმა კონფლიქტმა გამოიწვია, რამაც ასლან აბაშიძისა და ედუარდ შევარდნაძის დროინდელი საქართველო გამახსენა, როცა ძალოვანი უწყებები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და ამ ყველაფრის მსხვერპლი მოსახლეობა და ჩვენი ქალაქი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი ვარ და არა სახელისუფლებო პარტიის, რომელსაც საგამოძიებო უწყებებზე წვდომა აქვს, არ ვაპირებ, ამ სტრუქტურებს დაპირისპირების ინსცენირებაში ბრალი დავდო, თუმცა თუ ხელისუფლებას სურს, რომ ქართულმა სახელმწიფომ სახე შეინარჩუნოს, ეს ფაქტი უნდა გამოიძიოს და კითხვებს პასუხი გასცეს.

კითხვებზე პასუხის გაცემას ხელისუფლებას სთხოვთ, უმრავლესობა კი, თქვენს მიმართ კითხვებს, ეჭვებს გამოთქვამს და ამბობს, რომნაციონალური მოძრაობასწორედ იმიტომ გაიყო, რომ მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებს ბარიკადებზე გასვლას და ქვეყანაში არეულობის მოწყობას სთხოვდა...

- პრობლემებს ჩვენში ეძებენ, რადგან ივანიშვილი საფრთხეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს, თუმცა არა იმიტომ, რომ ჩვენ ძალადობრივი სცენარით ვიმოქმედებთ, არამედ იმიტომ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, რომელსაც საზოგადოებრივი მხარდაჭერის კონსოლიდირება შეგვიძლია. სწორედ ამიტომ, ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ეშინია, მის დისკრედიტაციას და პარტიის ასოცირებას ნგრევასთან, ძალადობასთან ცდილობს, მაგრამ ყოფილ პრემიერს ეს არ გამოუვა, რადგან საზოგადოება ყველაფერს ნათლად ხედავს.

რაც შეეხება აქციის დაშლის მეთოდებს, უმრავლესობა ხაზს ძალთა პროპორციულობას უსვამს და მას 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევას ადარებს. თქვენ აქციის დაშლისას რაიმე კანონდარღვევა დაინახეთ?

- მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობდა და პროცესი უკონტროლო არ იყო, ხელისუფლებამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ხელისუფლება ამას ვერ გაამართლებს და ეს არაპროპორციული იყო. ბათუმის მოვლენებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას ნებისმიერი ტიპის პროტესტის ეშინია. მას შემდეგ, რაც აღნიშნული მოვლენები ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა, ამას რეაგირება ხუთი საათის განმავლობაში არ მოჰყოლია. დროული ჩარევა რომ ყოფილიყო, 150 ათასლარიანი ზარალი არ იქნებოდა. როცა სიტუაცია ხელიდან გაექცათ და ვანდალიზმი ხდებოდა, მაშინ არაფერი არ გააკეთეს. ანუ, ხელისუფლებამ არათანამიმდევრობა აჩვენა. 

ნანახია - 1068

armagedevani

2017-03-15 13:49:30

ბინძური დედაკაცი.

imereli

2017-03-15 14:30:01

მართლაც ძალიან უნამუსო დედაკაცია! ვინც მისგან ინტერვიუს იღებს, ისიც არ მიმაჩნია წესიერ ადამიანად. ასეთი არსებები ხალხს არ უნდა აჩვენო და არც მათი "აზრები" არ უნდა გამოაქვეყნო.

თენგო

2017-03-15 14:32:01

ღვთის მცნებების დამვიწყებელ ერს უფალი პირდება ,რომ მოუვლენს დასასჯელად უცხო თესლს,
წაართმევს მიწებს ,მთავრობაში პატარა ბიჭ-ბუჭებს მიუვლენს და სხ.(ბიბლია-რიცხვთა,ისაია და სხ)
აგერ თვალსაჩინო მაგალითი!!!!!!!!! რომელიმე არ აგვისრულდა?????????!!!!!!!!!!!

cugo

2017-03-15 14:47:31

თინათინ ბოკუჩავას
----------------
ვის ეშინია თვენი,თქვე ნაცფაშისტებო.შენ პირადად პარლამენტში კი არ უნდა იჯდე ციხის კედლებს უნდა ხეხავდე.შენ და შენმა უფროსმა ლევან ბეჟაშვილმა 2012 წლის ოქტომბერში 300 ათ.ოცნების მომხრე და მხარდამჭერები რომ დაიბარეთ ქვეყნის მაშსტაბით დაკითხვაზე და რომ დაატერორეთ დაგვავიწყდა გგონია.როგორი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მეთოდით ექცეოდით დაკითხვაზე მოსულ ხალხს.შესასვლელში ჩხრეკას უტარებდით,შიგნით დერეფანში ნიღბიანებს ახვედრებდით,ფსიქოლოგიური ზეწოლა რომ მოგეხდინათ.უშუალოდ დაკითვაზე დამცირებელ და შეურაცხმყოფელ კითხვებს უსვამდით.დაკითხვას ხელოვნურად ჭიმავდით.ამის შემდეგ კიდევ გყოფნის თავხედობა წინასაარჩევნო გარემოზე და სამართლიან არჩევნებზე ილაპარაკო.2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ყოველ ერთ საათში ბრიფინგს რომ ატარებდი და დარღვევებზე ლაპარაკობდი ხალხს ეცინებოდა.შენ გგონია რიხიანი და აგრესიული ტონით თუ ილაპარაკებ ხალხს შენი ნამოქმედარი დაავიწყდება.სწორედ შენი კრიმინალური საქმიანობა დაგიფასა სააკაშვილმა და ჩაგწერა გამსვლელ სიაში და გაგინაღდა დეპუტატობა.მოეშვი ლაპარაკს შენ ნათვამს ჩალის ფასიც არა აქვს.შენ ხარ კრიმინალი დედაკაცი.ხალხის ფული დააბრუნე სააკაშვილმა რომ გაგინაღდა ბიუჯეტიდან და რომ გაგამგზავრა უცხოეთში ინგლისურის შესასწავლად. ხალხი არ არის ვალდებული,შენი ინგლისურის სწავლა რომ დააფინანსოს.კეთილი ინებე და წარმოუდგინე ხალხს ანგარიში რამდენი დაიხარჯა შენი ინგლისურის სწავლაზე.ამას შენი თანამდებობა გავალდებულებს.

papa

2017-03-15 15:53:35

ამასთან რა გინდათ?? ეს ჯერ ,,ბავშვია,, ისევ...
თუმცა კი ზონტიკი..

ჰოოდა ... აი ამისთანები რომ არიგებენ ამ ჩვენ მთავრობას ჭკვას და საერთოდ ესენი ამათი დასარიგებლები რომ არიან, იმიტომაც ვაგინებ ამ ოცნებას 24 საათი
ეხლა საჯაიაც დაარიგებს....მრისხანე ტონით..(დაჟე მიკვირს ან აქამდე რომ არ ... გაკიცხათ)
.ამათ კიდევ იძახონ ... დიახ ბატონო... დიახ ბატონო--თქო......ემანდ დასვლეთი არ აღშფოთდეს ან ჩვენ მეფისნაცვალს არ მოუვიდეს პრისტუპი
მერე რაღა გვეშველება?? დამრიგებლის გარეშე როგორ ვიყოთ??

მერე მეუბნებიან რათაო.... რათაო....
იმიტომ ხალხნო, იმიტომ რომ.............ამოვიდა უკვე ამდენი ქაქი ყელში
ბარემ თოფი გვესროლონ, თუნდაც დემოკრატიულად(ნუ... რაღამც დემოკრატიული იქნება ავიტანთ) ისა სჯობია, ასე ნელცეცხლზე შეწვას

papa

2017-03-15 16:03:53

ბათუმი იყო უკრაინული მაედნის მსუბუქი რეპეტიცია....

მეგრელი

2017-03-15 16:39:13

ხელისუფლება ვერასოდეს მოახერხებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნგრევას დაუკავშირდეს, რადგან ჩვენ შენებას ვუკავშირდებით და ეს ყოველთვის ასე იქნება.
------------------------------------------------------

პასუხიმსგებლობა ახასიათებს თავისუფალ ადამიანებს . მონები კი მას გაურბიან. -დანიილ პასმანიკი .საზოგადო მოღვაწე. ჟენევის უნივერსიტეტის დოცენტი.

ნაციონალური მოძრაობის კისერზეა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება გაეროს უშიშროების საბჭოს ერთერთი მუდმივი წევრის მიერ. და არავინ არ იცის ამ აღიარებას რუსეთი უკან წაიღებს თუ არა. და არავინ არ იცის ამ რიარების სამომავლო შედეგი. ყველაფერი ეს არი ნაციონალური მოძრაობის მოღვაწეობის შედეგი. ნციონლური მორობია კისერზეა დღევანდელი ეკონომიკური სიტუაციაც. დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უხდება იმ უაზრო გრძელვადიანი ვალების მომსახიურება რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ქვეყანას დაუტოვა და რომელიც მძიმე ტვირთად აწევს ქვეყანას. დაუსჯელობის სინდრომი. მოსახლეობის ნაწილის დაბალი პოლიტიკური აზროვნება . პარტიას , რომელსაც ბრალი ედება ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის დაკარგვაში პარლამენტში არ უნდა იჯდეს. ეს ერთი. მეორე. დღეს ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას რომელიც ფარულად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის , რომ ქვეყანა კიდევ უფრო ცუდ პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდეს . ეს მათი ერთგვარი ალიბია იმ ქმედებებზე რაც მოხდა მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მათ არ აინტერესებთ აღმავლობა ტერიტორიების დაბრუნება და ასე შემდეგ. მათი მიზანია - რაც უფრო ცუდი მიტ უკეთესი. დოსტოევსკი ასე აფასებს რუსი ინტელიგეციის ნაწილის ქმედებას თავის ერთერთ რომანში. იმდენი ატრიალეს რუსეთი , რომ რუსეთის ავამდყოფობა აიკედეს. ეს თეზა არის ნაც. მოძრაობას პოლიტიკური და პიროვნული ალიბი . მხოლოდ მონებს შეუძლიათ ასე იფიქრონ და იმოქმედონ.თქვენ იყავით და ხართ მონები და მონების ქვეყანას აშენებდით.



მოლოტოვის კოქტეილი
----------------------------
ტყუილია . ფინელები მას ეძახდნენ კოკტეილი მოლოტოვისთვის. ფინელები იყენებდნე 1940 წ ომში.

arichopra 2

2017-03-15 16:48:14

რა ლამაზი გოგონაა ეს ბოკუჩავა, მშვენიერესია! საჯაიაზეც კი უფრო ლამაზია! მაგრამ რად გინდა, პირს რომ გახსნის და მოჰყვება თავისებურად რატრატს ლამაზი კი არა, ტელევიზორს ვთიშავ და აივანზე გავდივარ გადასაფურთხებლად! ფუი ეშმაკს! ვფიქრობ ზუსტად ასეთი იყო სალომეა ჰეროდე რომ აიძულა იოანე ნათლისმცემელისათვის თავი მოეკვეთა! (((

arichopra 2

2017-03-15 16:52:33

საიტის საყურადღებოდ, პოლიციის შესახებ გამოკითხვის გრაფიკული გამოსახულება უნდა შეასწოროთ - ზედა ხაზი(თავი გაართვა) 3,5 ჯერ უფრო გრძელი უნდა იუოს მეორე ხაზზე ( ვერ აღმოჩნდა მოწოდების...).

ლაზი1

2017-03-15 17:43:58

ხელისუფლებას, ამათგან სოლიდარობის გამოცხადებამდე, სპეცნაზი რომ გამოეყვანა მაშინ გვენახა ამათი ზეიმი. ახლა ნიღბები ჩამოხსნილი აქვთ, რაც ნაღდად ღირდა 150000 ლარი. ამათი ლიდერი მელია რომ ვინმეს უტიფარს უწოდებს, უტიფრობას მართლა არ აქვს საზღვარი. მაგარი შეცდომა იყო ის სოლიდარობა.

natali

2017-03-15 20:51:20

როგორ ვერ ხვდებით, რომ ხელისუფლება მოიქცა ძალიან, ძალიან ჭკვიანურად.
ახლა ბურჯანაძე ამბობს, ივანიშვილს გაღვიძება ვერ გაუბედესო და იმიტომაც დილამდე მიუშვესო, რატომ დროზე არ აღკვეთესო. ამას ამბობენ ნაცებიც, რატომ დროზე არ გააჩერესო. რატომ დააა.....

ნაცებს რო მჰყავთ რაღაც 50-70 კაციანი ბანდა, რომელსაც სადაც დაუსტვენენ,იქ გაჩნდებიან და არეულობას დაიწყებენ, ხომ ვნახეთ მარნეულის არჩევნებზე. ეს ასეთი გამოყვანილი ჯიში ჰყავთ, ქვასროლია და კაპიშონწამოფარებული მაიმუნების.

ხოდა ხელისუფლებას როგორ უნდა გაენეიტრალებინა ესენი? ამიტომაც მიუშვა, დაცადა და დანაშაულზე წაასწრო. ძალიან უნდოდათ ნაცებს რომ სისხლი დაღვრილიყო, ვიღაც მომკვდარიყო, ეყოლებოდათ მაგ მაიმუნებში ვიღაც, ვინც მოკლავდა თავისივე ჯგუფში ერთი-ორს და მორჩა. ახლა ზარალია 150 000 ლარი. აი ეს ზარალი სასაცილოა ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით. ახლა გასკვანჩეს ყველა მაიმუნი, ზოგს ჩასვამენ, ზოგს ხელწერილით გაუშვებენ. ასე გაანეიტრალეს ნაცბანდის დაქირავებული მაიმუნები უსისხლოდ და სულ რაღაც 150 000 ლარად.

Maverick

2017-03-16 01:13:00

papa,
ამასთან რა გინდათ?? ეს ჯერ ,,ბავშვია,, ისევ...
თუმცა კი ზონტიკი..
-------------------------------------
გრცხვენოდეს ზონდიკისათვის გემეტება ია ქორფა ბაღანა?
ჩემთან გამოუშვი, არც ზონტიკისათვის და არც არმაგედონის ზანგისათვის არაა მაი გასამეტებელი, 5 წამში, უყვართ მაგნებს 5-ანი, ტვინს წაღმა შევუტრიალებ, ახალ ტალღაზე გადავრთავ და ახლებურად დავადაუნლოუდებ!
თუ გინდა საჯაიაც გამოგზავნე...

imereli

2017-03-16 09:08:38

არიჩოპრა! მომწონს შენეული შეფასება პატარა "ნაცუკა" ბოკუჩავასი! გარეგნული სილამაზე თურმე არაფერს ნიშნავს, თუ სული აქვს ადამიანს მახინჯი.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80